შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი სიყვარული(თავი 3)


15-06-2022, 16:23
ავტორი Mysteries
ნანახია 1 634

3 თავი
მე კი გახევებული ვიდექი, და მანამ ვუყურებდი სანამ მისი სხეული არ გაქრა.
იქ გაჩერება აღარ შემეძლო, ვცდილობდი ანდრა მეპოვნა, გახურებული ვიყავი, თავი მტკიოდა, თითქოს აგურებს დავატარებდი, საპირფარეშოში გავედი.ნიჟარას დავეყრდრნი და სარკეში ჩავიხედე, ცივი წყალი კისერსა და ლოყებზე მოვისვი,საპირფარეშოდან გავედი.
ჩანთიდან მობილური ამოვიღე, ანდრასთან დავრეკე, მაგრამ მიუწვდომელი იყო…ცოტა ხანში ესემესი მომივიდა ანდრასგან “ბოდიში, ვერსად გიპოვე, სახლში წასვლა მომიხდა…ხვალ მოგიყვები”. შენობიდან გამოვედი, საათს დავხედე თორმეტის ნახევარია…რამდენიმე წუთში ჩემი ტელეფონიც ითიშება
-შესანიშნავია…-ჩემთვის ვჩურჩულებ.
-მელანო? - ოღონდ ეს არა, წინ ვიხედები ჩემს ფეხებთან ჯიშკარიანის მანქანაა გაჩერებული, იქიდან კი დუდუ მიმზერს
-აქ რაიმე დაკარგე? - ვეუბნები და მზერას ვარიდებ
-წამოდი გაგიყვან, ტელეფონი დაგიჯდა - ტელეფონზე მანიშნა - ამ დროს კი აქ ტრანსპორტი არ მიძრაობს, ამიტომ ჯიუტობას და სარკაზმს მორჩი და ჩაჯექი - თავით მანქანისკენ მანიშნა
სხვა გზა არ მაქვს, აქედან ფეხით ვერ წავიდოდი.გაბრაზებული სახით კარს ვაღებ, და მის გვერდით ადგილს ვიკავებ. მთელი გზის განმავლობაში არცერთი არ ვლაპარაკობთ ანდაც რაზე უნდა ვილაპარაკოთ?
-მაპატიე - მოულოდნელად ისმის მისი ხმა, გაკვირვებული ვუყურებ მას - ძალიან გტკივა? - თვალებით მაჯაზე მანიშნა, რომელსაც კიდევ დაჰკრავდა წითელი ფერი
-ნუ გეშინია,არ მოვკვდები - ცინიკურ ღიმილს ვიკრავ სახეზე
-ვცდილობ ნორმალური ადამიანივით დაგელაპარაკო - გაბრაზებული სახით თქვა
-ნუ ცდილობ - ვუთხარი და ფანჯარა ჩამოვწიე
კორპუსთან გააჩერა მანქანა, გადასვლა მე ვაპირებდი, ისე რომ შემახო მკლავზე თითები
-კიდევ ერთხელ…მაპატიე, ზედმეტი მომივიდა - რა უნდა მეპასუხა? მანქანიდან გადმოვედი, ვგრძნობდი რომ ისევ მიმზერდა, ეს მზერა კი ჯერ ზურგს შემდეგ კი სხეულის თითო უჯრედს მიწვავდა.
სახლის კარი ჩუმად გავაღე, და გეზი საძინებლისკენ ავიღე, ის იყო კარი უნდა შემეღო რომ უკნიდან ლევანის ხმამ გამაჩერა
-მელანო, რომელი საათია? - ჯანდაბა არც კი ვიცი რომელი საათია
-რომელი საათია? - გავიკვირვე
-პირველის ნახევარი - საათზე მანიშნა
-ხო, ხო ვიცი, მაგრამ ტელეფონი დამიჯდა, მაპატიე რომ არ გაგაფრთხილე, არც კი ვიცი ამდენი დრო რანაირად გავიდა, წავალ დავწვები - ლოყაზე ვაკოცე, და ჩქარა შევედი ოთახში.
საწოლში შევწექი, ჭერს შევყურებდი, და ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე
-ჯანდაბა მელანო… - შევკურთხე საკუთარ თავს, და თვალები მაგრად დავხუჭე.
დილით ოთახში, ვიგრძენი ვიღაცის “ჩხაკუნი”, უეცრად კი ვიღაც დამახტა, ვინ თუ არა ნანო
-მელი…მელი…მელი, გაიღვიძე - პატარა ხელები ლოყებზე დამადო, და მაიძულა თვალები გამეხილა. ახლა გაღვიძებულს, მუქი ოქროსფერი კულულები აბურდვოდა, დიდი მუქი ლურჯი თვალებით მიყურებდა, და იცინოდა - ადექი, წამოდი…-ლოყების წელვა დამიწყო. ნანო, ასეთი პატარა მშვენიერი, ერთ-ერთი ნათელი სხივი ცხოვრებაში, ისეთი კარგ ხასიათზე რომ დაგაყენებს…
-ნანო…მეძინება - ვუთხარი სიცილით
-ხო მაგრამ უკვე 12 საათია შენ კი ისევ გძინავს…- მითხრა უკმაყოფილო სახით - თან მამას რაღაც ნამცხვარის გამოცხობა უნდა მაგრამ კარგი მზარეული არ არის… - მითხრა ჩუმად
-კარგი კარგი
მე და ნანო სამზარეულოში შევედით
-ლევან, გასქურა - მოულოდნელად შევყვირე
-ხო ხო…- ლევანი გასქურას მივარდა, გამორთო, მის სახეს და მაისურს დავაკვირდი, მთლიანად ფქვილში იყო მოსვრილი
-ლევან? რა გჭირს? - ვკითხე და დავაკვირდი
-ვნერვიულობ…- ლევანი?
-შენ და ნერვიულობა? - არ მახსოვდა ასეთი ლევანი, თითქოს დაპატარავებულიყო
-მართალი ხარ…- მითხრა, და აივანზე გავიდა
მე და ნანომ კი დალაგება, შემდეგ კი ნამცხვრის გამოცხობა გადავწყვიტეთ. ისევ ჯიშკარიანზე ვფიქრობდი, რა მოხდებოდა თუ ის და მ… ფიქრი წამშივე შევწყვიტე, არ არსებობდა, ვერ მოხდებოდა…უბრალოდ ვერ.
საღამო იყო, დაახლოებით 7 საათი, ხმაური რომ შემომესმა გარედან…
-მამა, ამ კაბას არ ჩავიცვამ
-ვიცი რომ არ გიყვარს, დამიჯერე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ საჭიროა რომ ჩაიცვა მხოლოდ ერთხელ - გაისმა ლევანის თხოვნა, ჯანდაბა ვახშამი, სულ დამავიწყდა…
ოთახში შევბრუნდი, შავი, ბრეტელებიანი კაბა გადავიცვი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი, თმები მაღლა “კოსად” ავიწიე, ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი.
პატარა ქალბატონი ოთახში კაბას ბურტყუნით იცმევდა, ლევანი კი სარკეში ჰალსტუჰს ისწორებდა…
-სად მივდივართ? - ვიკითხე ხმამაღლა
-იტალიურ რესტორანში…ამის დედაც ვერ შევიკარი…-გამეღიმა მის ნერვიულობაზე - მაპატიე…
-არაუშავს - გავუღიმე, მასთან მივედი და ჰალსტუჰის შეკვრა დავიწყე - სიმპათიური ხარ - ლოყაზე ვაკოცე
-მელანო რაღაც მინდა მოგცე - მითხრა დაწყნარებული ხმით, და თაროდან პატარა კოლოფი აიღო - ამის მოცემას შენს დაბადების დღეზე ვაპირებდი, მაგრამ ვფიქრობ რომ ახლა არის დრო - კოლოფი გახსნა, და კულონი ამოიღო. ეს კულონი, კულონი რომელიც ლევანმა დედას აჩუქა, ყოველთვის ეკეთა მარიტას, არასდროს ისშორებდა, ყოველდღე ამშვენებდა ეს კულონი მის კისერს, ეს იყო კულონი ლევანისა და მარიტას ურთიერთობის სიმბოლო,არა მარტო ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მარიტას სიმბოლო…გავშეშდი, ვიგრძენი როგორ წამომივიდა ცრემლი, და როგორ გაიკვლია გზა სახეზე.
წვრილ ჯაჭვზე პატარა ანგელოზი იყო ჩამოკიდებული, უკანა მხარეს კი ეწერა “მარიტა”
ლევანმა ყელსაბამი გამიკეთა
-მინდა რომ ყოველთვის გახსოვდეს რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანები ხართ შენ, ნანო და მარიტა, ის ყოველთვის იქნება ჩემთან ერთად, რა დროც არ უნდა გავიდეს, მინდა რომ ეს იცოდე და არ დაგავიწყდეს - თავზე მაკოცა, მე კი ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რამდენიმე წუთში კი ნანო გამოვიდა ოთახიდან, ჭრელი ლამაზი კაბა ეცვა
-მალე მოვიდეთ სახლში - გვითხრა და კარისკენ წავიდა, ორივეს გაგვეცინა.
გზაშიც არაფერი უთქვამს,იმაზე თუ ვინ უნდა გაეცნო ჩვენთვის.
მანქანა გაჩერდა, გეზი რესტორნის კარისკენ ავიღეთ, შევედით თუ არა რესტორანში თვალებს არ ვუჯერებდი როცა ფანჯარასთან მჯდომი დუდუ შევნიშნე, ჯანდაბა…აქ რა უნდა, ორ ბიჭთან ერთად იჯდა,და იცინოდა, ამის დედაც…მისი ღიმილი, თვალი ავარიდე, და შევეცადე არ მიმექცია ყურადღება მისთვის.
ჩვენს კუთვნილ მაგიდასთან მივედით, დავჯექით. ვგრძნობდი ვიღაც მიყურებდა,მინდოდა ეს საღამო მალე დასრულებულიყო, რაც შეიძლება მალე…
მზერა ქალბატონზე გამიშეშდა, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა…დაახლოებით 35 წლის, შავგრემანი ქალბატონი, რომელიც მოგვიახლივდა, ლევანი გადაკოცნა, მზერას ვერ ვარიდებდი, რა ჯანდაბა ხდებოდა?
-ლევან?- ლევანს შევყურებდი იმისთვის თუ გაეცა პასუხი ვინ იყო ეს ქალი
-მელანო, ნანო…გაიცანით, მაკრინე დადიანი - ქალმა ხელი გამომიწოდა
-გამარჯობა მელანო, სასიამოვნოა რომ გაგიცანით, თქვენზე ბევრი რამ მსმენია - გულწრფელად მიღიმოდა, მე კი გაყინული ვიდექი…ვერ წარმოვიდგენდი, ნუ თუ, ღმერთო…იქიდან გაქცევა მინდოდა, გაქცევა ისეთ ადგილას სადაც ვერავინ მიპოვნიდა
-უნდა წავიდე - ხელი დავტაცე ჩანთას
-მელანო, გთხოვ…- გავიგე ლევანის სიტყვები,მაგრამ არ შემეძლო უბრალოდ მე არ შემეძლო…დედის ადგილას სხვა ქალი? არა, ვერა…
გიჟივით გავვარდი გარეთ, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
-დამშვიდდი - გვერდიდან ხმა მომესმა - წამოდი, სადღაც წაგიყვან - მითხრა, ხელი ჩამკიდა და მანქანაში ჩამსვა, ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა…მაგრამ იმ წამს წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ მქონდა, ცრემლებს ვიკავებდი რომ იქვე არ მეტირა, ღრიალი მინდოდა…
მთელი ერთი საათის მანშილზე გზას გაჰყურებდა, სერიოზული სახით, ხმის ამოღება არ შემძლო, არც კი ვიცი რა მეთქვა…
მოულოდნელად მანქანა გაჩერდა, მეორედ გავიაზრე რომ მე მასთან ერთად ვიყავი მარტო, და ჯანდაბა ძალიან მსიამოვნებდა. მანქანიდან გადავიდა, კარები გამიღო და მომლოდინე მზერით დამაკვირდა, ერთ ხანს მელოდა
-არ მოდიხარ? - მკითხა, მეც გადავედი, წინ გამიძღვა, მე კი მოულოდნელად გავჩერდი რას ვაკეთებ?
-ნუ გეშინია, შენს მოტაცებას არ ვაპირებ - გამიღიმა, და გზა გააგრძელა. ტყე გავიარეთ, და პატარა ხის სახლს მივაგენით. კარები გააღო, შევიდა მეც შევედი
-მოშინაურდი, მე ჩაის მივამზადებ - გამიკვირდა, ყველაფერი მიკვირდა…
ხალიჩაზე მოვთავსდი, და დუდუს დაველოდე…10 წუთში ორი ჭიქით ხელში გამოვიდა, ისიც ხალიჩაზე კომფორტულად მოეწყო,და მე შემომხედა
-აბა? - შემომხედა
-რა? - შევხედე, და ჩაის ჭიქიდან ცხელი სითხე მოვსვი
-რაღაცას გკითხავ
-გისმენ - ჭიქა გვერდით გადავდე და მის სახეს დავაკვირდი,ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა, საშუალო ზომის ტუჩები, ის იდეალური იყო.
-ის ქალი ვინ იყო? - ხო…ამ კითხვას არ მოველოდი
-მაკრინე…მამაჩემის…-თქმაც კი არ შემეძლო, დაძახებაც არ შემეძლო, რომ ის ლევანის “შეყვარებული” იყო…
უცბად წამოდგა, და ოთახიდან გავიდა…სანამ ის გასული იყო ირგვლივ მიმოვიხედე, სახლი მყუდროდ იყო მოწყობილი, ხალიჩის წინ ბუხარი იყო, ხალიჩაზე სავარძელი იდგა, პატარა კუთხეში საკრავი, და ფირები, არა, ნამდვილად არ წარმომედგინა აქ თუ მოვხვდებოდი… დათვალიერებით გართულს ვერც კი შევამჩნიე ისე მომიახლოვდა დუდუ
-ესეც ასე - ისევ დაჯდა,ხალიჩაზე, ახლა შევხედე ხელში ორი ჭიქა და არაყი ეჭირა
-სერიოზულად? - ვკითხე გაოგნებულმა
-რატომაც არა…-გამიღიმა…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent