არეული გრძნობები დასასრული
ლაშას გვერდით ყოველი ახალი დღე კიდევ უსახური, უფერული, უღიმღამო და სევდიანი იყო თათიასთვის ვიდრე აქამდე, რადგან მის მიმართ მხოლოდ იმედგაცრუებას განიცდიდა. ის მოჩვენებითი ვნება და სიყვარული, რომელსაც მთელი წელიწადნახევრიანი ქორწინების მანძილზე უშედეგოდ ებღაუჭებოდა, მისდამი ლაშას ზედაპირული და თავხედური დამოკიდებულების გამო საბოლოოდ გაქრა, შესაბამისად მის გაყინულ სულში მხოლოდ სიცარიელე დარჩა. იმის მიუხედავად რომ ასეთი დაძაბული, ცივი, მძიმე და რთული ურთიერთობა ჰქონდა ქმართან და დღითიდღე შორდებოდა მას, მაინც არ აძლევდა თავს უფლებას რომ გიორგიზე და მის გიჟურ სიყვაულზე ეფიქრა, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობდა მის წინაშე. ლაშას ძალიან აღიზიანებდა ის ფაქტი რომ ცალკე გადასვლის შემდეგ, თათია მას მიკარების უფლებას აღარ აძლევდა, ზოგადი სისუსტის და უხასითობის გამო, რაც ხშირ შემთხვევაში მისი უსაფუძვლო ეჭვიანობის მიზეზი ხდებოდა. შესაბამისად ლაშას მხრიდან, თათიას მიმართ ზღვარგადასულ და უსაფუძვლო ბრალდებებს ყოველ ჯერზე, მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება, ურთიერთ ბრალდებები, ჩხუბი და დაპირისპირება მოსდევდა. იმის მიუხედავად რომ ექიმმა მკაცრად გააფრთხილა ორივე ბავშვის დაკარგვის რისკის არსებობის შესახებ, რადგან 8 თვის ორსული თათიას მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, მძიმე ემოციური ფონისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო, გაურკვეველი მიზეზების გამო ჯერ კიდევ იძულებით ქორწინებაში მყოფი ორი ეული, სასოწარკვეთილი და დაკარგული სული, მაინც ვერ ახერხებდა მშვიდად, კონფლიქტების გარეშე, ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრებას. თავდაპირველად თამუნა მინიმალურად ერეოდა მათ არეულ ურთიერთობაში, მაგრამ ბოლოს ისე გართულდა ყველაფერი, რომ ჩარევა გადაწყვიტა და მათთან ერთად პრობლემის მოგვარება, მაგრამ უშედეგოდ, რადგან თათიას კვლავ წასვლა უნდოდა, ლაშა კი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა მის სურვილს. -ასე არ შეიძლება ბავშვებო-საყვედურით უთხრა მორიგო ჩხუბის დროს, აფორიაქებულმა ქალმა შვილს და რძალს- ერთმანეთისთვის მხოლოდ ტკივილის მიყენებას ცდილობთ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვებით და ვერც კი აცნობიერებთ როგორ ანგრევთ ერთმანეთის შინაგან სამყაროს და ჯერ არ დაბადებული ბავშვია ფსიქიკას -ისევ წასვლაზე და განქორწინებაზე მელაპარაკება- აფეთქდა სასმლისგან გონება ამღვრეული ლაშა და უცნაური მზერით მიაჩერდა ცოლს წაშლილ სახეზე- მე კი ამის უფლებას არასდროს მივცემ! -რას გააკეთებ? რას იზამ? როგორ შემაჩერებ?- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ცინიკური ტონით გააგრძელა დაწყებული საუბარი-გგონია პატარას დაბადების მერეც ისე გამომკეტავ სახლში როგორც ახლა?-ინტერესით ჰკითხა ქმარს და თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ჩაწითლებული თვალებისთვის -თუ საჭირო გახდა გამოგკეტავ-მუქარით უთხრა ლაშამ და აკანკალებული თითებით მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა -შენთან ყოფნა აღარ მინდა! არ მიყვარხარ! რატომ არ გესმის?- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში გაღიზიანებულ გოგონას -სამაგიეროდ მე მიყვარხარ-უემოციო ტონით უთხრა ლაშამ და თამუნას ჩხუბის მერე აივნის ღია კარში დადგა მოსაწევად -წარმოდგენაც არ გაქვს რა გრძნობაა სიყვარული-უფრო თავისთვის ვიდრე ლაშას გასაგონად თქვა თათიამ და ცრემლიანი თვალებით იატაკს დააცქერდა -ნუ მიწვევ-დაუღრინა მისი სიტყვებით გაღიზიანებულმა ბიჭმა და მთრთოლარე თითებით სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ტუჩებშორის მოიქცია, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ოდნავ დამშვიდებულმა სიამოვნებით გამოუშვა ლურჯი, მწველი კვამლი პირიდან -ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?-დანანებით თქვა თამუნამ და ცივი მზერა შვილის არეულ სახეს მიაყინა -შენ ნუ ერევი-წამოენთო ლაშა შუშის თვალები მისკენ მიმართა -წესიერად მელაპარაკე-მოიღუშა თამუნა -ვაბშე აქ რატომ ხარ? და ჩვენს ურთიერთობაში რა უფლებით ერევი? -სიტყვებს დაუკვირდი!-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში შვილის სიტყვებით გულგატეხილ ქალს -როგორც ყოველთვის ახლაც ზედმეტად ბევრი დალია... მის სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ- თვალცრემლიანი დედამთილის დამშვიდება სცადა თათიამ -ამის დედაც-უმისამართოდ შეიგინა ცოლის სიტყვებით გაღიზიანებულმა ბიჭმა და სიგარეტის დარჩენილი ნამწვი უმისამართოდ მოისროლა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ბნელით მოცულ ოთახში რომელსაც მხოლოდ აივნის ღია კარიდან შემოჭრილი ღამის განათების, სუსტი, მკრთალი ნათება და ყრუ ხმაური არღვევდა-ჩემგან წასვლა რატომ გინდა?-გამაყრუებელი სიჩუმე მოულოდნელად ლაშას არწულმა ხმამ გაკვეთა, რომელიც მთელი ეს დრო თვალის მოუშორებლად უყურებდა ცოლს სახეში, რათა მის სახეზე აღბეჭდილი არცერთი ემოცია არ გამოჰპარვოდა -ლაშა გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ-შეეხვეწა თათია ქმარს და მისკენ მიიხედა, ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა -გძულვარ?- ისევ ლაშას ხმამ დაარღვია ბნელ ოთახში გამეფებული სიჩუმე -არა-დაუფიქრებლად უპასუხა თათიამ და მაშინვე მზერა აარიდა მის ჩამუქებულ, თაფლისფერ სფეროებს რადგან ძალა აღარ ეყო გამკლავებოდა მისი თვალებიდან მომავალ სითბოს და სიცივეს. მოულოდნელად თამუნა ფეხზე წამოდგა, რადგან თავი ზედმეტად იგრძნო და სამზარეულოში შეუმჩნევლად შეიკეტა. -მოდი ჩემთან- მოულოდნელად უბრძანა ლაშამ დაბნეულ ცოლს და გაოგნებული გოგონა კითხვა ჩამდგარი თვალებით რომ მიაჩერდა სახეში- ბრძანება გაუმეორა-მოდი-მეთქი!- თათია ძალიან გააღიზიანდა ქმრის სიტყვებმა და ტონმა თუმცა მისი სურვილი მაინც შეასრულა ხელახალი კონფლიქტის თავისან ასაცილებლად და ოდნავ მიუახლოვდა- ახლოს მოდი რა- ამჯერად ღიმილით უთხრა ლაშამ ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას და თათიამ ნაბიჯის წადგმა რომ ვერ შეძლო წინ თავად მიუახლოვდა, თვალებში ჩააცქერდა, ნიკაპზე ხელი მოკიდა და მოულოდნელად ტუჩებში აკოცა -გთხოვ არ გინდა-შეეხვეწა თათია და ოდნავ უკან დახევა სცადა მაგრამ მისი უარით გაღიზიანებულმა ბიჭმა მაშინვე მკლავებში მოიმწყვდია სუნთქვა აჩქარებული გოგონა და რამდენიმე წამით თვალებში ჩააცქერდა -მიყვარხარ-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ვნება მორეულმა ბიჭმა და ამჯერად ყელზე შეაწება მხურვალე ბაგეები დაძაბულ გოგონას -ლაშა გთხოვ- უშედეგოდ სცადა შეწინაადეგება თათიამ -ძალიან მომენატრე მინდა რომ ისევ ჩემი გახდე- არ მოეშვა სურვილისგან თვალებანთებული ბიჭი ზედმეტად მონატრებულ ცოლს და ვნებიანი ტუჩებში თავხედურად აკოცა -ლაშა-აღმოხდა საოსაწარკვეთილ გოგონას როცა ამ გაუგებრობაში მყოფი, სრულიად გაიაზრებლად მის საძინებელში აღმოჩნდა -ჩშშ-ტუჩებზე ხელი მიადო მისი შეხებით და სურვილით თავგზააბნნეულ ბიჭმა და ისევ ტუჩებზე დააცხრა -ლაშა გთხოვ გაჩერდი... არ შემიძლია-ჩამწყდარი ხმით აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას როცა მისი საძულველი მამაკაცის მწველი ტუჩები ყელიდან მკერდისკენ ჩაცურდნენ -შენ ჩემი ცოლი ხარ-გამოსცრა კბილებში მისი წინაადეგობის გაწევით გაღიზიანებულმა ბიჭმა რომელსაც უკვე ძალიან უჭირდა საკუთარი სიტყვების, ქმედებების და სურვილების კონტროლი -აღარ შემიძლია! ასე ცხოვრება აღარ შემიძლია... გთხოვ წასვლის უფლება მომეცი...ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში სასოწარკვეთილ გოგონას და როცა ლაშამ მისკენ ნაბიჯი გადადგა, შეშინებულმა უკან დაიხია -ვიცი ასე რატომაც იქცევი!-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი- მაგრამ ტყუილად გაქვს იმ ნაბიჭვ.ს იმედი, რაგდან ჩემგან წასვლის და მითუმეტესასთან ყოფნის უფლებას არასდროს მოგცემ! -როგორც კი შესაძლებლობა მექნება, განქორწინებაზე განცხადებას შევიტან, პატარას დაბადების მერე კი მასთან ერთად ამ სახლიდან სამუდამოდ წავალ და შენ ამაში ხელს ვერ შემიშლი- დარწმუნებით უთხრა გაგიჟებულმა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -ვერ წახვალ... ვერასდროს წახვა! მითუმეტე ჩემს შვილთან ერთად იმ ნაბიჭვართ.ნ -ბოლო ხმაზე იღრიალა გაგინებულმა ბიჭმა დაათ შორის არსებული მაძილი წამებში დაფარა -ახლა ვერ... მაგრამ წავალ...აუცილებლად წავალ ამ სახლიდანაც და შენი ცხოვრებიდანაც თან სამუდამოდ! -უემოციო ტონით უთხრა თათიმ ზედმეტად ახლოს მდგომ ქმარს და განზრახ დააიგნორა ლაშას მხრიდან გიორგიზე წამოწყებული თემა რათა კატასტროფულ შედეგებამდე არ მისულიყო მისი თავისართლების და ლაშას ავადმყოფური, უმიზეზო ეჭვიანობის შედეგები -ვერ წახვალ... ვერასდროს წახვალ-მბრძანებლური ტონით და სიგარეტიანი ხელი ნაზად ჩააყოლა. ამ დროს თათიამ თავი გვერდზე მიატრიალა ზიზღით და ოდნავ უკან დახევა სცადა მაგრამ ლაშამ მაშინვე მკალვებშორის მოიმწყვდია და ტუჩებზე დააცხრა შემდეგ კი ყირს უკან დაუჩურჩულა -მიყვარხარ-ამ დროს თათიას უმალ ცხვირი აიწვა და ცრემლები მოეძალა თუმცა მაქსიმალურად შეიკავა თავი რომ არ ეტირა და კარგა ხნის სიჩუმის მერე როცა დამშვიდდა და თავს მოერია ჩამწყდარი ხმით უმისამართოდ თქვა -მაშინ გამიშვი -ჩშშ-ლაშამ უმალ ტუჩებზე მოადო თითი გაჩუმება აიძულა და საფეთქელზე აკოცა -ლაშა გთხოვ გამიშვი... შენ თუ განქორწინებაზე დამთანხმდები მამაჩემი და ნიკა წინაადეგობას აღარ გამიწევენ და სახლში დაბრუნების უფლებას მომცემენ-ჩავარდნილი ხმით მაგრამ თამამად განაგრძო საუბარი მისი სიჩუმით მოტყუებულმა გოგონამ -ამის დედაც ამის დედასაც შევ.ცი-ბოლო ხმაზე იღრიალა მოულოდნელად გაგიჟებულმა ბიჭმა, იქვე მდგომ სკამს ხელი წამოავლო და მთელი ძალით შეახეთქა კედელს. შეშინწბული თათია მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა -რა გაგიჟებს? აზრზე თუ ხარ რა გინდა ამ გოგოსგან ან საკუთარი თავიაგან?-დაუკაკუნებლად შევარდა თამუნა მათ საძინებწლში -რაც არ უნდა გავაკეთო, როგორც არ უნდა მოვექცე მაინც წასვლაზე და განქორწინწბაზე ფიქროს -აფეთქდა ისევ ლაშა-ვიცი ასე იმ ნაბ.იჭვრის გამო იქცევა -ავადმყოფო! არანორმალურო! რამდენჯერ უნდა აგიხსნა რომ ჩემსა და გიორგის შპრის არაფერი არ ხდება-ვეღარ მოითმინა თათიამ და თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა რამაც კოდევ უფრო გააცოფა ისედაც გაგიჟებულ ბიჭი -ვერც მოხდება იმიტომ რომ მანამდე ორივეს მოგკლავთ-თავზე წამოადგა ლაშა ცოლს და ბოლო ხმაზე უღრიალა -გონს მოდი!-გაბრაზდა თამუნა -ნუ ერევი!-შუშის თვალებით შეხედა ლაშამ სახე გადაფითრებულ ქალს -რა გაგიჟებს შეგიძლია ამიხსნა?-მაქსიმალურად მსვიდი ტონით ჰკითხა თამუნამ სახე მონგრეულ ბიჭს -რაც ამ სახლში გადმოვედი ახლოს არ მიკარებს... ჩემი შეხება კი არა სუნთქვის ხმაც კი აღიზიანებს...გამუდმებით გამირბის -გერმანიიდან რომ დაბრუნდი თათიამ ხომ გითხრა განქორწინება მინდაო? იმის მაგივრად მისთვის მოგესმინა, წამოიყვანე და ამ სახლში, შენთან ერთად ცხოვრება აიძულე -იმიტომ რომ მიყვარს და მასთან ერთად ცხოვრება მინდა-ჩამწყდარი ხმით თქვა ლაშამ და ცივი მზერა თამუნადან თათიაზე გადაიტანა რომელმაც ტირილის ნოტებ შეპარული ხმით თქვა -მე არ მინდა -რატო?-ცინიკური ტონით ჰკითხა ლაშამ -მიზეზები უკვე იცი- -გიორგი ჯიშკარიანი-ზიზღით თქვა ლაშამ -გიორგი სართოდ არაფერ შეუაშია იმაში რაც ჩვენ ორ შორის ხდება! მაგრამ შენ მის გაგება არ გინდა! განა იმიტომ რომ მართლა ვერაფერს ხვდები?! იმიტომ რომ როგორც ხატიას შემთხვევაში ახლაც არ გყოფნის ძალა რომ რეალობას თვალი გაუსწორო... -ფიქრობ რომ რაც მოხდა ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია?-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე გაღიზიანებულ ბიჭს -ასე არ ვფიქრობ-მაშინვე უარტო მისი ნათქვამი თათიამ-უბრალოდ ვცდილობ აგიხსნა რომ ის რაც ჩვენ ორ შორის ხდება არც გიორგისი და რც ვინმე სხვვისი ბრალი არააა! ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი და შენი არასწორი გადაწყვეტილებების ბრალია -იმ ტიპს უყვარხარ!-აფეთქდა ლაშა -სიყვარული დანაშაულია?! -სხვისი ცილის სიყვარული დანაშაულია!- დაუღრინა გაღიზიანებულმა ბიჭმა ცოლს -რატომ? რატომ არ გინდა რომ რეალობას თვალი გაუსწორო? რატომ არ შეგიძლია საკუთარი შეცდომების დანახვა? გამუდმებით რატომ ცდილობ სხვა ადამიანების დადანაშაულებას იმაში რაც რეალურად მხოლოდ ჩვენი ბრალია? -წასვლის უფლება რომ მოგცე ვიცი მაშინვე იმ ნაბიჭვ.რთან გაიქცევი და მის მკლავებში აღმოჩნდები-ისსვ თავისას აწვებოდა ლაშა -გიორგის გამო არა? -სიმწრის ღიმილმა გადაურბინა თათიას გადაფითრებულ სახეზე -მიყვარხარ! შენთან ყოფნა მინდა რატომ არ გესმის ეს დედამოტყ.ული?-ბოლო ხმაზე იღეიალა გაგიჟებულმა ბიჭმა და თუკი აე მსხვრებადი ნივთი იყო ოთახში ყველაფერი დალეწა -არანორმალურო-უყვირა თამუნამ როცა დაინახა რომ ლაშმა ხსლი გაიჭრა -მაინც წავალ-ჯიუტად თქვა თათიამ და დივანზე ჩამოჯდა ატირებული. -იცოდე თუ მაინც გაბედავ და იმ ყ..სთან წახვალ ყველაფერს გავაკეთებ რომ ტკივილი მოგაყენო! -ამ ეტაპზე გიორგი მხოლოდ შენთვისაა მნიშვნელოვანი ადამიანი, ასე რომ მასთან დაკავშორებით სათქმელი არაფერი მაქვს- მშვიდი ტონით უთხრა თათიამ და სააბაზანო ოთახში შეიკეტა. ...... დილით როცა ნინიმ გაიღვიძა მაშინვე თამუნასთან დარეკა მოსაკითხად, გაუკვირდა გათიშული რომ ჰქონდა ტელეფონი, ამიტომ ლაშასთან დარეკა ამბის გასაგება . ძალიან აღელდა როცა გაიგო რომ მათი სახლიდან რამდენიმე საათის წინ წამოვიდა თამუნა. -მთელი ეს დრო სად იყავი?-სახლში შევიდა თუ არა მაშინვე ეს კითხა გაღიზიანებულმა გოგონამ ღამე ნათევ ნანერვიულებ და დაღლილ ქალს -ცოტა ხნით მარტო ყოფნა მინდოდა-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ შვილს და სევდიანად გაუღიმა -ტელეფონი რატომ გამორთე?-განაგრძობდა ნინი მის დაკითხვას -არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა და იმიტომ! -გაღიზიანებული ტონით უპასუხა თამუნამ -რატომ ბრაზდები? უბრალოდ გკითხე?- გამომცდელად შეხედა ანერვიულებულმა გოგონამ დედას -გუშინ გვიან ღამე ხომ დაგირეკე და აგიხსენი რაც მოხდა? -ხო მაგრამ... -რა მაგრამ?! -ტელეფონი რატომ გამორთე? -პირდაპირ მითხარი რის თქმასაც ცდილობ ამ უაზრო კითხევის დასმით -იმ კაცთან ერთად იყავი? -ნინი ვალდებული არ ვარ შენ ან ვინმე სხვას ანგარიში ჩაგაბაროთ -ესე იგი მასთან ერთად იყავი-დაასკვნა აღელვებულმა გოგონამ რომელსაც ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში -თავს ზედმეტის უფლებას აძლევ!-წამოენთო თამუნა- მე ზრდასრული და თავისუფალი ქალი ვარ მასთან ვიქნები ვისთანაც მინდა და ისეთ ურთიერთობაში როგორშიც მინდა -ესე იგი მასთან იწექი?-აღმოხდა საოწარკვეთილ გოგონას. ამ დროს თამუნამ ხელები ძლიერად მომუშტა რომ მოწოლილი ბრაზი და მრისხანება როგორმე საკუთარ სხეულში დაეოკებინა რათა ნერვებს აყოლილს ხელი არ დაერტყა შვილისთვის წამიერი აფექტის მდგომარეობის გამო, რომელიც ზუსტად იცოდა მასაც და ნინისაც განუზომელ ტკივილს მიაყენებდა . ამ ამბის მერე საგრძნობლად გაუფუჭდა ურთიერთობა დედა-შვილს. ნინი მუდამ ეჭვებში იყო თამუნა კი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა ამის გამო, შესაბამისად მათი ირთიერთობა ვერ იქნა და ვერ დალაგდა. მხოლოდ მაშინ გამოსწორდა სიტუაცია დედა-შვილს შოროს როცა ზაზამ, რესტორანში ხელი სთხოვა თამუნას და მან უარო უთხრა, იმ მარტივი მიზეზით რომ უბრალოდ ძალა აღარ შესწევდა ცხოვრების ხელახლა დასაწყებად. -შენი მესმის-უემოციო ტონით უთხრა ზაზამ და ბეჭედი პიჯაკის ჯიბეში მშვიდად შეინახა -მაგრამ იცოდე იქამდე არ დაგანებებ თავს სანამ ეს ბეჭედი შენი არ გახდება შენ კი ჩემი- მომღიმარი სახით უთხრა საყვარელ ქალს ისე წარმართა ის საღამო თავისი ჩვეული, უცნაური იუმორით თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა მთელი ამ დროის განმავლობაში. თუმცა სახლში მიყვანინას ზაზას მოულოდნელმა კოცნამ მანქანაში მაინც განსაკუთრებული ელფერი შესძინა იმ საღამოს თამუნასთვის და მტელი ღამე თეთრად გაათენებინა მასზე ფიქრში. მორიგი ჩხუბის მერე ნასვამი ლაშა, შუაღამისას მიადგა თამუნას სახლში -წასვლის უფლებას რატომ არ აძლევ?-უსაყვედურა ქალმა სახე მონგრეულ ბიჭს -არ მინდა ჩემი ცოლი სხვა კაცის საკუთრება გახდეს... მითუმეტეს იმ ნაბ.ჭვრის -სულ გაგიჟდი ხო? -თათია მიყვარს... მასთან ერთად ყოფნა მინდა -საყვარელ ქალს ტკივილს არ აყენებენ -ჩემი არც შენ გჯერა -ეწყინა ლაშას -იმიტომ რომ ის შენთვის რეალურად არაფერეს არ ნიშნავს, ისევე როგორც მე მამაშენის ცხოვრებაში... წინაადეგ შემთხვევაში წასვლის უფლებას მისცემდი... შენი შიშების, უმეცრების და სასოწარკვეთია მავერპლად არ აქცევდი -მიყვარს- მეთქი -არა არ გიყვარს! შენ უბრალოდ სარგებლობ დაუნდობელი მამაისის და ძმის ბოროტებით... ისინი რომ თათიას გვერდში დასგომოდნენ, შენ მას ვერფრის გაკეთებას ვერ აიძულებდი, მითუმეტეს ასეთ რთულ სიტუაციაში ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას! -ფიქრობ რომ ბოლო დონის ნაძირალასავით ვიქვევი? -არ იქცევი ხარ!. ..... ლაშა, თათიას მისი ნების და სურვილის საწინააღმდეგოდ აღარ შეხებია თმაზეც კი, მაგრამ ორივე შინაგანად მუდამ დაძაბული იყო რის გამოც ძალიან უჭირდათ ერთმანეთის ატანა... სამწუხაროდ ამ გაურკვეველი ურთიერთობას ერთმა საბედისწერო ღამემ წერტილი სამოდამოდ დაუსვა, რადგან ერთ ცივ, სუსხიან ქარიან და წვიმიან ღამეს, მამისეულ სახლში სტუმრად მყოფ თათიას მოულოდნელად საშინელი ტკივილები დაეწყო დაფეთებულმა თიკამ მაშინვე ლაშას დაურეკა მაგრამ მას როგორც ყოველთვის გათიშული ჰქონდა ტელეფონი, თათიას წარმოდგენა არ ჰქონდა სად და ვისთან ერთად შეიძლება ყოფილიყო მისი ნახევარი საათის უკან სახლიდან უსიტყვოდ წასული ქმარი...მამასთან და ძმასთან დარეკვა არც უფიქრია თიკას რადგან ორივე კახეთში იყვნენ გიგას ძმაკაცის შვილის დაბადების დღეზე. იმის გამო რომ საშინელ ტკივილებთამ ერთად თათიას სისხლდენა დაეწყო და სასწრაფოს მოსვლამდე აეცისე ცოტა დრო იყო დარჩენილი შეშინებულმა თიკამ გიორგის დაურეკა და შუაღამის ძილისგან გაბრუებულ, ძლივს აზრზე მოსულ ბიჭს დახმარება სთხოვა. დაფეთებული გიორგი მაშინვე ფეხზე წამოხტა , შარვალი ამოიცვა, ფეხსაცმლი ისე ჩაიცვა თასმების შეკვრა აზრადაც არ მოსვლია, პერანგი დაუდევრად მოიცვა და გიჟივით გავარდა ეზოში. ადგილზე გაიყინა როცა ატირებულ თიკასთან ერთად სახლში შევიდა და უმძიმეს მდგომარეობაში დაინახა თათია თუმცა ამ მალევწ მოვიდა აზრზე, ტკივილისგან გაწებული გოგონა ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა. საავადმყოფოს შიდა კიბეები გიჟივით აიბინა ლაშამ და ზიზღით სავსე მზერით მიაჩერდა გიორგის რომელიც სახეზეც უდიდესი ტკივილი იყო აღბეჭდილი. კითხვების დასმის გარეშე შევიდა ლაშა პალატაში და მისავათებულ ცოლს ტირილისგან დასიებულ თვალებში ჩააცქერდა -სად იყავი-სლუკუნით ჰკითხა თათიამ და ცხელი ცრემლები გადმოსცვივდაწაშლილ სახეზე -მაპატიე-ჩურჩულით უთხრა ლაშამ თავზე აკოცა და პალატა დატოვა. იმის მიუხედავად რომ პატარას დაკარგვა მძიმედ გადაიტანა თათიამ და მის დაკარგვაში ყველას ადანაშაულებდა, პირველ რიგში კი საკუთარ თავს რადგან ფიქრობდა რომ იმაზე მეტის გაკეთება შეეძლო მისთვის ვიდრე გააკეთა, მაინც შეძლო ამ ტრაგედიით ცხოვრების გაგრძელება და სრულიად მარტომ ყველფრის თავიდან დაწყება იმ პატარასთვის რომლის გადარჩენაც მოახერხეს ექიმებმა. -ტყუპები... ვერ ვიჯერებ რომ ესეთი რა მოხდა-ტიროდა თამუნა -არასოდეს მაპატიებს-ჩამწყდარი ხმით თქვა ლაშამ და რაღაც საბუთები გაუწოდა თვალცრემლიან ქალს -ეს რა არის? -განქორწინების საბუთებია -რა?-გაოგნდა თამუნა -ჯერ ხატია... ახლა ანდრიას ძმა... -შენ დამანშავე არ ხარ იმაში რაც მოხდა... -ვარ... -ლაშა მომისმინე... -დამიჯერე არ ღირს... ექიმი გვაფრთხილებდა... მე კი ცხოვრების თითოეულ დღეს ვუწამლავდი თათიას... ამიტომ დავკარგეთ ჩვენი პატარა... -მარიამს წავიყვან... თავის ძამიკოს გავაცნობ ერთი სული აქვს გაიცნოს -თათიას უთხარი რომ თუ შეუძლია მაპატიოს... -თვითონ უთხარი... -არ შემიძლია...-აღმოხდა სასოწარკვეთულ ბიჭს და სევდით სავსე მზერით მიაჩერდა მარიამს რომელიც მაშინვე ხელში აიყვანა სახე დაუკოცნა და გულში ჩაიკრა- შენ ერთადერთი ხარ... ვინც ჩემი პირადი საკუთრებააა- მომღიმარი სახით უთხრა და მისი საოცარი სურნელით გაბრუვდა. თათიამ სამშობიარო სახლიდან გაწერის შემდეგ პირველ რიგში რაც გააკეთა მამასთან და ძმასთან სამუდამოდ გაწყვიტა ურთიერთობა. მამიდასთან გადავიდა საცხოვრებლად დროებით თავის პატარა ანდრიასთან, თიკასთან და ნიცასთან ერთად. როგორც კი შესაძლებლობა მიეცა მუშაობა დაიწყო და პატარა ჭირვეული ანდრია თიკას მიანდო... შემდეგ პატარა ბინა იქირავა და საყვარელ ადამიანებთან ერთად იქ გადავიდა საცხოვრებლად, როცა როგორღაც დალაგდნენ, თიკამაც დაიწყო სამსახურის ძებნა. დები ერთმანეთის პატარებს უვლიდნენ და თან თავდაუზოგავად მუშაობდნენ, შესაბამისად ქირის გადახდა და ელემენტარული პირობების შექმნა შეძლეს შვილებისათვის... ლაშას ისე გაშორდა თათია რომ არცერთხელ არ უნახია. თუმცა როცა ლაშამ ქუთაისში ჩააკითხა და სამსახურიდან მომავალ დაღლილ დაქანცულ გოგონას მანქანა ფეხებთან მიუყენა და სთხოვა ჩამჯდარიყო თათია მაშინვე ჩაუჯდა -ოდესმე შეძლებ ჩემს პატიებას?-მაშინვე ეს ჰკითხა ლაშამ და მისკენ მიიხედა -არ ვიცი ალბათ კი... წინაადეგ შემთხვევაში მხოლოდ შენ არ დაიტანჯების წარსულის შეცდომების გამო... მეც დავიტანჯები და ადნრიასაც დავტანჯავ -შეიძლება ვნახო? ძალიან მომენატრა -რა თქმა უნდა... ..... მარტო, საკუთარი თავის იმედად დარჩენილი თათია მთელი ძალით ცდილობდა რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს არ შეშინებოდა და ანდრიას გამო ცრემლების ღვრისა და სასოწარკვეთისა გარეშე გამკლავებოდა ყველა პრობლემას. ერთი წლის მერე, ხანგრძლივი და მტკივნეული რეაბილიტაციის შემდეგ ზურა საქართველოში დაბრუნდა. მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, სრულიად მარტოს ცხოვრება თავიდან დაეწყო სოფლის ძველ სახლში. მითუმეტეს რომ თამუნამ არც ღალატი და არც განზრახ მოდენი ავარია ათასჯერ მოხდილი ბოდიშის მიუხედავად მაინც არ აპატია. ლაშა ხშირად აკითხავდა ჯოხით მოსიარულე მამას შვილებთან ერთად მაგრამ მათი, ორივე მამაკაცის გული ცარიელი და გატეხილი იყო. გიგას და ნიკას სტუმრობას გულგრილად თუმცა ღირსეულად შეხვდნენ ოჯახიდან გარიყული დები. გიორგი ყველანაირად ცდილობდა თავი მოეთოკა და თათიასგან თავი შორს დაეჭირა რადგან კარგად ესმოდა რამდენად რთულ და დაძიმე მდგომარეობაში იყო ის მომხდარის და გადატანილის გამო, მაგრამ უკან დახევა და მითუმეტესასზე უარის თქმა არც უფიქრია... პირიქით რაც მეტი დრო გადიოდა მით მეტად უძლიერდებოდა მისადმი გიჟური სიყვარული რადგან თათიამ დანებების ნაცვლად ბრძოლა აირჩია და ყველაფერს აკეთებდა საკუთარი და გარშემომყოფების ბედნიერებისთვის. -შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი არის?-ჰკითხა ერთხელ გაღიზიანებულმა ბიჭმა ზედმეტად მონატრებულ გოგონას როცა ქუთაისში ჩააკითხა სანახავად და ის მანქანაში ჩაუჯდა -ჩემს ცხოვრებაშიც არის და გულშიც-მხოლოდ ეს უთხრა თათიამ და მანქანიდან ისე გადავიდა სიტყვის თქმის საშუალება აღარ მისცა. მაგრამ სათქმელი აღარც არაფერი იყო რადგან ეს ხუთი სიტყვა გიორგისთვის სამყაროზე მეტი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.