შეუძლებელია ! (15)
.......... უკვე თენდებოდა ეზოში რომ გავიდა . ციოდა, იყინებოდა და ნაგროვები ემოციები ერთბაშად იწყებდნენ მთელს არსებაზე იერიშს. თვალები ეწვოდა, მზერა უკვე დაბინდული ჰქონდა გიგაური ,რომ დაინახა და ერთიანად იგრძნო სითბო, ნაცნობი სურნელი და საოცარი ძალა . თითქოს ფარი გაჩნდა , დამცავი სივრცე , რომელიც ყველაფრისგან დაიცავდა _დედამ დამირეკა , ყველაფერი გარკვეული აქვს ... ექიმები სულ დაგეკონტაქტებიან . კარგად იქნება , აუცილებლად _მარტო ყოფნას ვერ იტანს, საავადმყოფოების ეშინია. ნემსების , ექიმების და ექთნების... ყველაფრის ეშინია . ბავშვობაში ავად რომ იყო მეც მის გვერდით ვიყავი , ორივეს ვირუსი გვქონდა და ხელს არ მიშვებდა. უჩემოდ რა უნდა ქნას . ისინი ჩხუბობენ , მგონია რომ ერთმანეთს დახოცავენ . მამა ჯერ ითმენს, მაგრამ ნაღმივითაა... დედა კი არ ჩერდება . რა უნდა ვქნა, ნიას ვერ დავურეკე არ ვიცი რა ვუთხრა _ კანკალებდა, ტიროდა და სიტყვებს უსწრაფესად ამბობდა მერე თავად მოეხვია ვაჩეს . მის გულ_მკერდს ისე აეკრო თითქოს იქ ჰქონდა თავშესაფარი სადაც ვერავინ იპოვნიდა, დაიმალებოდა, ძალებს აღიდგენდა და მერე განაგრძობდა ბრძოლას _ლუკა კარგად თუ არ იქნება ... ლუკას გარეშე ვერ ვიცხოვრებთ . მე არ შემიძლია _ჩშშ, არ იფიქრო ... არც კი დაუშვა ! ჭკუას ისწავლის და და მერე აღარ განერვიულებს. გეფიცები , დრო გაივლის და ყველაფერი ძველებურად იქნება. მხოლოდ ახლა გაუძელი, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ _არა , არ ვარ ... _ ქვითინებდა ისევ, თავს მაღლა არ სწევდა ვაჩე კი არა და არ ეხებოდა . გაშეშებული იდგა და მხოლოდ სიტყვებს უშვებდა დამამშვიდებლად _ მცივა, ჩამეხუტე თორემ გავიყინები . _დეა _ სუნთქვაშეკრული მოეფერა გოგოს სახელს და მერე ისე შემოჰხვია მკლავები გაზაფხულის სიცივისგან კი არა ნებისმიერი კატასტროფისგან რომ დაიცავდა _ხელი არ გამიშვა, უშენოდ ნუ დამტოვებ, არაფერი მითხრა , უბრალოდ აქ იყავი , ასე _შუბლით ეყრდნობოდა ბიჭის მკერდს შემდეგ თავი შეაბრუნა , მკლავებიც წელზე გადაიტანა და მთელი სხეულით მიეყრდნო. ისევ ტიროდა , მაგრამ ისე აღარ ცახცახებდა და გულისცემაც ნელ_ნელა დაუმშვიდდა. ვაჩე კი ვეღარაფერზე ფიქრობდა მისი სიახლოვის გარდა, ჯერ გაშეშებული იდგა მერე ძლივს გაბედა და ფრთხილად მოაშორა სახიდან ცრემლები _მე სულ შენთან ვიქნები _ლოყაზე წამით შეახო ტუჩები და შემდეგ მანამ იდგა მის საყრდენად სანამ სიმშვიდის წერტილი არ დაიბრუნა. დერეფანში ნია რომ გამოჩნდა და პირველად მამას მოეხვია კიდევ ერთხელ დარწმუნდა , რომ მათი ომის მიუხედავად ერთმანეთი ყველაზე მეტად უყვარდათ და ადარდებდათ . ნია მივიდა და ყველაფერი უფრო გასაგები გახდა, ნაცნობი ექიმები იპოვნა, ზემოთაც შეაღწია და ლუკაც პირველი მან ნახა . როგორც ნინომ თქვა, მდგომარეობა მძიმე იყო ბევრი დრო დასჭირდებოდა განკურნებას , მაგრამ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. სჭირდებოდათ დრო, ფული , ენერგია და გამძლეობა . არასრულწლოვანი საჭესთან, მომხდარი ავარია , განადგურებული ახალი მანქანა , პოლიცია , ექიმები და უამრავი პრობლემა რომლის მოგვარებაც ერთდროულად მოუხდებოდათ. ჯერ კიდევ დილა იყო მოსე რომ მივიდა სალომესთან ერთად. მაკა და თემური კაფეტერიაში იყვნენ, ნიაც მათ შეუერთდდათ -მანქანაში გელოდება , წადი - მოსემ ჩუმად უთხრა და მანაც მიმართულება შეიცვალა -დეა სად მიდიხარ, არაფერს შეჭამ?-მაკამ დაუძახა -ეზოში გავალ, ჰაერს ჩავისუნთქავ ჰაერი ჩაისუნთქა, გიგაურის სურნელით გაჯერებული ჰაერი მის მანქანაში რომ იყო გავრცელებული. ბიჭს საჭესთან ჩასძინებოდა, თავი დახრილი ჰქონდა და მისი დანახვისას აღარ იცოდა სიხარული გამოეხატა თუ სიბრალული ასე რომ გააწვალა. _ ვაჩე , ასე კისერი გეტკინება _ ზედმეტად ახლოს იყო , ჩუმად ლაპარაკობდა და თითებს თავზე უსვამდა _ვაჩეე, გაიღვიძეე _ღმერთო _ ისე უცებ წამოიწია გამორკვეულიც არ იყო რა ხდებოდა . ირგვლივ მიმოიხედა , სახეზე ჩამოისვა ხელები და მერე შეხედა დეას _ვისაუზმოთ ... _ყუთიდან ყველაფერი ამოალაგა და ისევ გაეღიმა . ყველა სხვადასხვა ადგილას ჰქონდა ნაყიდი _ყავა რომ არაა? იქ რატომ არ ისაუზმე ... კაფეტერიაში გემრიელი _იქაც იყავი? _ხო , ექიმიც ვნახე ... დედას კურსელია . ამ კლინიკის დირექტორი ნათლიაჩემის ქმარია . არ მინდოდა უცნაურად ადრე შესულიყავით ყველა , ქალბატონო დეა მიბრძანდითო რომ ეთქვა კითხვები გაჩნდებოდა. მალე ჩამოვა ექიმი და თითო_თითოს შეგიშვებენ. შენ თუ დიდხანს გინდა დარჩენა ცალკე პალატაში გადავაყვანინებ, ხვალ ან ზეგ . ჯერ ვერ მოხერხდებაო იქ აქვთ ყველაფერი და უკვე სტაბილური რომ იქნება _დაღლილი იყო , ემოციურად უფრო ვიდრე ფიზიკურად , დეას უყურებდა და ყველა სიტყვას ისე ფრთხილად ამბობდა გოგოს შინაარსიც აღარ აინტერესებდა, თავი მიაყრდნო სავარძელს და ასე უყურებდა _ვჭამოთ, თორემ გაცივდება _ მოულოდნელად გადაიხარა, ლოყაზე აკოცა და შემდეგ მშვიდად დაიწყო საუზმობა . ასე ისხდნენ სანამ უკანა კარი მოსემ არ გააღო და დაუკითხავად არ ჩაუხტა მანქანაში. _მაქანის ამბავი უნდა მოვაგვარო _პოლიციამ წაიყვანა წუხელ... სანამ გამოგვატანენ ათასი ბიუროკრატიული ამბავია , ჭკვიანო . _მამაშენმა ჯარიმაზე ხო ელაპარაკა _ხო , მოგვარებულია ეგ და გამეშვები ? მიხედე შენს საქმეებს _ჯარიმაზე რა მოაგვარა მამაშენმა ? იმედია ფული არ გადაიხადა ხო?-დეა მაშინვე ჩაერთო საუბარში _არა. აპირებდა ,მაგრამ გავაჩერე ... დამშვიდდი და ნუ ემზადები ჩხუბისთვის. ისეთი არაფერი გამიკეთებია შენი და შენი ოჯახის თავმოყვარეობას რომ შევეხოთ _სწავლობს ნელ_ნელა ხომ ხედავ _მოსე იქნებ გაქრე _არ წაგვიყვან მე და სალომეს? _არ მოვდივარ ჯერ... მანქანა სად გყავს. ტაქსით რატო ხარ ვაფშე, ხელზეა ისევ პრობლემა? _მანქანა არაა დღეს , გაფუჭდა და კეთდდება _მე ვრჩები, ტაქსის გამოგიძახებ თუ გინდა _აქ რას აკეთებ ვერ მეტყვი? _რატომ გიყვარს შენი გატეხილი ცხვირის იქ ჩაყოფა სადაც მისი ადგილი არაა _მოსე სალომე გელოდება ... 2 წუთი დამელოდეთ და მოვალ მეც _ გოგონაზე ანიშნა და მიახვედრა ვაჩესთან მარტო დარჩენა რომ უნდოდა. ამაღლობელი წამით გაშეშდა, შემდეგ მიხვდა რაც ხდებოდა , ჩაიცინა და სწრაფად გადავიდა _არ მითხრა რომ წავიდე... _რამდენიმე დღე აქ უნდა ვიყო , ორივე თუ ჩამოვრჩებით პროგრამას ვინ გვამეცადინებს. თან შენ დღეს საკონტროლო გაქვს და სკოლაში უნდა მიხვიდე ? _შენ რა იცი ... _წადი, ესენიც წაიყვანე. მიხედე საქმეებს და შუალედებში მომწერე ან დამირეკე _ეს რომ უთხრა თითქოს ჩვეულებრივი ტემბრი ჰქონდა, მაგრამ ღაწვები აუფერადდა _ საუკეთესო ხარ,რაც კი რამ გამაჩნია _ ბიჭს პასუხის გაცემა არ ადროვა ისევ ისე სწრაფად აკოცა ლოყაზე და მანქანიდან გადავიდა. არეული მივიდა მეგობრებთან , შესანიშნავად იცოდა ორივე რომ უყურებდა , მაგრამ კითხვების დასმის საშუალება არცერთს მისცა _ ბრილიანტები ხართ, მიყვარხართ _ჩვენ თუ უფრო ის _სალომემ მაინც მოასწრო , მაგრამ არ გააგრძელებინა _მანქანაში ჩასხედით სანამ გადაიფიქრა და მოგიხდა ისევ ტაქსით მგზავრობა _დავილაპარაკებთ მე და შენ ,პატარავ _ თითქოს განგებ, ვაჩეს გასაღიზიანებლად ჩაეხუტა დიდხანს , თავზე აკოცა და სიგნალის ხმაზე ბუზღუნით დაიძრა მანქანისკენ .......................... _სად არის ქალბატონი _ვისზე ამბობ მარინაჩკა _ის , ახალი _გაკვეთილზეა ალბათ . რა იყო _ეგ აკლდა ჩვენს სკოლას და მოუყვანია ბატონ დირექტორს ... ტუტუცი გოგო. მასწავლებლობა რომ დავიწყე 19 წლის ვიყავი , დამთავრებულიც არ მქონდა სწავლა , მაგრამ მოსწავლეებთან კი არ დამიჭერია საქმე. იმხელა კაცი ყავდა გვერდით , აქეც აკითხავდა სახლში და არ დააკლებდა არაფერს , მაგრაამ არ ყოფნით ამ ახალგაზრდა გოგოებს ერთი კაცი , მეტი უნდათ და კაი ქერის ორმოში კი მოხვდა. პატარა ბიჭები ყავს გვერდით სულ . არა ყველა რო გიჟდება დედა რა მასწავლებელიაო, მასწავლებელი მასეთი უნდა იყოსოო ... როგორი ნეტა სახლში მივიღოთ მოსწავლეები და ვეკურკუროთ ? სირცხვილი რო არ გექნება ქალს_წამში თქვა ყველაფერი და ჩანთა ლამის დაუვარდა ხელიდან სესილიას. კედელს მიეყრდნო ,თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი _რას ლაპარაკობ მარინა .... ვერაფერი გავიგე გოგო _რას ვერ გაიგე ქალო შენ კიდე ... ეს უპატრონო ამაღლობელი ნახევრად მაგასთანაა. ისე უყურებს ბიჭი გიპნოზი გაუკეთა მემგონი , მარა რათ უნდა ლამაზი კია და ახალგაზრდა ბიჭს მეტი რა აინტერესებს . გამოცდილი ქალი არ ჯობია პატარა გოგოებს? დედა და დამრიგებელი იმას არ ყავს, მე რა ვიცი იქნებიან ასე ალბათ ვინ შეუშლის ხელს. არა იმ კაცმა თუაქ გაიგოო მერე კარგი ამბავი არ დატრიალდება , მაგრაამ იქნება მანამდე კი გამოვიდეს მანანა სკოლაში და წავიდეს ეს ქალიც. ჯერ ხო მოგვეჭრა თავი რა არ გამიგია ჩვენს სკოლებში მარა ქალი და მოსწავლე? არა შენი ჭირიმე... ნამდვილად ყველას გვჯობია კი, მასეთი სწავლების მეთოდები ჩვენ სად გვაქ . ეტყობა ერთი კოცნა ერთი ახალი სიტყვა ასე მიყავს სწავლება _რა კარგ განწყობაზე ხართ , ქალბატონებოო მეც მომიყევით რა გაცინებთ ასე გულიანად? _როგორ დაიძრა ადგილიდან არ ახსოვდა, წამში რომ გაჩნდა მაგიდის თავში ანთებული თვალებითა და აჩქარებული გულისცემით იცოდა. ხელებით დაეყრდნო ხის მასიურ მაგიდას და ქალს გადახედა _ მარინე , როგორ უცებ გაჩუმდით ... განაგრძეთ ხუმრობა, მიდით. არ აპირებთ? რატომ ხომ არ შეგრცხვათ ამ ნაბოდვარის გაგრძელება. _მე რა უნდა შემრცხვეს ... სამარცვინო ცხოვრებაში არაფერი ჩამიდენია და ნეტავ რა ტონით მელაპარაკები აქ . ჩამოდგა პატიოსანი ქალივით და ამაყად დაგვყურებს _თქვენ რადგან არავინ არასდროს გყვარებიათ, უბრალოდ აწყობდათ თქვენს მშობლებს ვიღაც უცხო კაცზე მიეთხოვებინეთ და ახლა ცხოვრებაზე დაბიღმილი ყველა შეყვარებულ წყვილს გარყვნად რომ თვლით, ყველას განიხილავთ ვისაც ბედნიერს შენიშნავთ, ათიათასი პრობლემის მიუხედავად ჯდებით და ჭორავთ ნებისმიერს. ნახევარს იგონებთ, ამწვავებთ და ამით იმშვიდებთ თავს... გეზიზღებათ ქმარიც, შვილებიც, რძალი და შვილიშვილებიც ყველანი თქვენი 800 ლარიანი ხელფასის იმედად რომ არიან . ეს მოსწავლეებიც გეზიზღებათ , გინდათ მოშორდეთ აქაურობას , მაგრამ აბა როგორ მერე ხომ ულუკმაპუროდ დაგრჩებათ უსაქმურების ხროვა . ასე არ ეძახით ყველას როცა ვინმე სხვა მასწავლებლის უმუშევარ შვილზე საუბრობთ? მებრალებით, მთელი გულით მეცოდებით ისე გაატარეთ 70 წელი ალბათ ერთხელაც არ გაგიკეთებიათ ის რაც გსურდათ, ერთხელ არ მიგიციათ თავისთვის სიამოვნების მიღების უფლება და გაკლიათ ყველა ადამიანური გრძნობა . _შენ რას მიბედავ საერთოდ...ნახეთ? იმის მაგივრად ის თქვას რას მაბრალებთო აქეთ გადმოვიდა ბრალდებაზე . დანაშაული ვერაფერი მიპოვნა და მოიგონა სისულელეები _თქვენთან თავი გავიმართლო? ღმერთმა დამიფაროს ასე დავეცე. სიმართლეს მტკიცება არ სჭირდება ! თქვენ კი გრცხვენოდეთ შვილიშვილის ასაკის გოგოს ასე რომ მსვრით ტალახში ... ვიცი მაინც არ შეგრცხვებათ და ახლა ასმაგი ტემპით გაავრცელებთ ამ გაუგონარ ჭორს , მაგრამ არ მანაღვლებს . მე ვიცი, რომ სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია და ეს სრულიად საკმარისია წავიდა, მაგრამ ფონად ესმოდა ქალის ყვირილი. რას ამბობდა არც უსმენდა, მიდიოდა და შიგნიდან ინგრეოდა. გაცეცხლებულს ამაღლობელი რომ შეეფეთა პირველ სართულზე არც კი იცოდა რა გაეკეთებია _სესილია, შენი ნახვა მინდოდა _სხვა დროს მოსე, ახლა არა _ ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყველა მათ უყურებდა. ამბავი ვირუსივით გავრცელდა და სანამ კიბის საფეხურები გაიარა მანამ უკვე ჩამოაღწია პირველ სართულზე . _მოიცადე , სად გარბიხარ. რამე მოხდა? სესილია _ მიჰყვებოდა და მანამ არ გაჩერდა სანამ წინ არ გადაეღობა _ფერი არ გაქვს სად მიდიხარ ასე _მოსე მარტო მინდა დავრჩე , მომცემ უფლებას? _რა მოხდა _აქაურობა და ეს ხალხი . ისეთი საცოდავები არიან , შეუძლებელია ამათთან კონტაქტი და სამწუხაროა თაობებს რომ უნერგავენ თავიანთ შხამს . _ვინმეს ეკამათე? ამჯერად რა უსამართლობას გადააწყდი _სკოლაში დაბრუნდი და 5 წუთში გაიგებ _ მანქანის კარი გააღო , სწრაფად დაჯდა და წავიდა. მანქნაში იჯდა და უბრალოდ მიდიოდა. რამდენიმე წამში ხმამაღლა იცინოდა , მოხდა ის რასაც ელოდა და იზე როგორც წარმოედგინა, მაგრამ რას გააკეთებდა ჯერ კიდევ არ იცოდა. უკან დაბრუნდა და კლასამდე ისე მიაღწია თითქოს დანაღმულ ველზე არ დადიოდა. _შემოდით და დავიწყოთ ... _ბავშვები არაფერს ამბობდნენ, მათი მზერის წაკითხვა კი არ უნდოდა. საუბრობდა სანამ გარედან ხმაური არ შევიდა, ნაცნობი ქალის კივილის ხმა მეორე სართულიდან ადიოდა, აშკარად დერეფანში იდგა და ყველას აგებინებდა საკუთარ პრობლემას. ქვემოთ რომ ჩავიდა ყველანი გარეთ იყვნენ, ქალი შეწუხების ზღვარზე ეჭირათ სხვა მასწავლებლებს და მაინც აგრძელებდა საუბარს. მოსე კი იქვე იდგა , ჩაწითლებული თვალებით დაჰყურებდა ქალს, არავინ მიჰკარებია ახლოს _ამას რას მოვესწარი... ამას რას მოვესწარი ესენი ვინ არიაან. ეს გათახსირებულები, ჩემი დაშინება გინდა? შენ მე ვინ გგონივარ, ასე მომიშორებ სკოლიდან და ამას დაუტოვებ ყველა გაკვეთილს? მაფიოზები ხართ თუ ვინ ხართ. ხალხოო , გაგიგიათ ასეთი რამე? ისაა გასაგდები სკოლიდან ამის მასწავლებლობა არ გაიშვეს და მე მემუქრებიან. მე მაფრთხილებს ეს ლაწირაკი . ყველაფერი შენი ბრალია , შენ რომ გადაყევი ბატონო დირექტორო ...აიი მობრძანდა ქალბატონი_სესილიას დანახვამდე მისვენებული იყო და მასწავლებლებს ეჭირათ მერე უცებ წამოფრინდა და ქალისკენ დაიძრა _ შე გარყვნილო ქალო ... შენი კურო მომიგზავნე დასაშინებლად? შენ თავი ვინ გგონია, შენ ვინ ხარ საერთოდ შე ტუტუცო გომბიო . ორი შენხელა სტაჟი მაქვს მუშაობის და მე მაფრთხილებთ ? ენას კბილი დავაჭირო და ნამუსი შეგინახოთ? თითქოს ყველამ არ იცოდეს რასაც აკეთებთ ... მოსწავლე და მასწავლებელი . სანიმუშოო მასწავლებელი , ეტალონი მასწავლებლის ... აჰაა მიბაძეთ თუ ვინმეს გინდათ პედაგოგობა და მოსწავლე მოგეწონათ რა პრობლემაა ,ჩაუგორდით და მერე კმაყოფილმა იარეთ . სხვაც ხო არ მოგწონს ვინმე , ერთი ამაღლობელი გეყოფა? ის სადაა ... ის მეორე სკოლის თავი გიგაური . ეს არ გერჩივნა? პირდაპირ გამაგდებდა მამამისი სკოლიდან _ხელებს შლიდა, კიოდა და ვერავინ აჩერებდა . ამაღლობელი დერეფნის მეორე ბოლოს იდგა. მის წინ ვაჩე როდის გაჩნდა არ დაუნახავს სესილიას , მაგრამ აშკარად ის აჩერებდა . _დაასრულეთ ეს მასკარადი ქალბატონო მარინა თუ ვაგრძელებთ ისევ? ბავშვებო გაიქეცით სკამები მოიტანეთ , პოპკორნი არ გვაქვს? ჩამოვსხდეთ და მოვუსმინოთ ამ გასართობ წარმოდგენას. ერთი მსახიობის თეატრი, რა ფანტაზია, რა შესაძლებლობები...რა ცუდია უცხო ენების ფაკულტეტზე თქვენ რა გინდოდათ ქალბატონო მარინა, თქვენ სახალხო არტისტობა შეგშვენით მხოლოდ. ისეთი ფანტაზია გაქვთ, ისეთი მხატვრული გაფორმების უნარი რეჟისორიც შესანიშნავი იქნებოდით . რა დასანანია , რა დასანანია ჩემო ძვირფასო მარინა მასწავლებელო _ სესილიას პასუხს არავინ ელოდა, ის კი იდგა სრულიად მშვიდი გამომეტყველებით ტაშს უკრავდა და იღიმოდა _ გავიგეთ მგონი რომ ნიჭიერი პედაგოგი გვყავს, ახლა რა ვქნათ საგაკვეთილო პროცესი ჩავშალოთ? მე აბიტურიებტებს ვასწავლი თემა როგორ დაწერონ და ეს უფრპ პრიორიტეტული მგონია ვიდრე მეზღაპრე ქალის შეთხზული ამბავი , თუნდაც ნამდვილი. ბატონი დირექტორი გაარკვევს როგორმე ჩემი რომელიმე ქმედება მასწავლებლისთვის შეუფერებელი თუ არის . ბატონო დირექტორო? როგორ მოვიქცეთ? _მაგას არ ვამბობ ამდენი ხანია? დაუბრუნდით ყველანი გაკვეთილებს . სკოლაა აქ თუ ბაზარი ვერ გავიგე. როგორმე თავად მოვაგვარებ ყველაფერს და გავარკვევ ქალბატონო მარინა ... დაიშალეთ დროზე. _უკაცრავად, გამატარეთ ... გაკვეთილს ვუბრუნდები და თუ გამომყვებით დამავალებთ _ ხალხს შორის გაიარა, კიბეზე მდგომ მეთორმეტეკლასელებს მიმართა და ასე განაგრძო გზა სანამ ქალის ხმა ისევ არ დაეწია _შენ რას შვები ახლა მამასხარავებ? ასე გინდა ხალხს თვალი აუხვიო? თქვენ არაფერს იტყვით? მოგწონთ ეს ამბავი? თქვენი შვილი რომ იყოს მის ადგილას რას იზამთ. ეს კი წავა ხვალ სკოლიდან და კაციშვილი არ მოთხოვს პასუხის , მაგრამ დანარჩენები? ბავშვებთან უშვებთ ასეთ გარყვნილ ქალს? _ქალბატონო მარინა თქვენ მე ახლა პედოფილიას მდებთ ბრალად და შემიძლია ცილისწანებისთვის სასამართლოს მივმართო . დამიჯერეთ გავაკეთებ კიდეც და თუ არ გაჩუმდებით ვინ გახდება თქვენი საყვარელი , მრავალგზის გაჭორილი ხალხის ჭორაობის ობიექტი მაგასაც ვნახავთ _ მოსე რომ დაიძრა ხმას აუწია , როგორმე უნდა გაეჩერებინა ისეთი წაშლილი სახე ჰქონდა აშკარად ყველა ზღვარს იყო გადასული, არაადეკვატური გახდა და გიგაური ვერ შეაჩერებდა _ გაჩუმდით , შეგრცხვეთ ! _მე უნდა შემრცხვეს , ქალო? მე უნდა შემრცხვეს თუ შენ _თქვენ,იმიტომ რომ პედაგოგი სწავლების ნაცვლად სკოლაში მართავთ ისტერიკას . იმცირებთ თავს და სასაცილო ხართ უკვე . თუ უკანონო ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ,რაც არასრულწლოვანთან მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს... პატივი დამდეთ და შეწყვიტეთ ორღობიდან მოტანილი ჭორების გავრცელება . დაასრულეთ ეს პროვოკაცია სანამ სერიოზულად აღვიქვამ და თქვენი დაპირისპირებული მხარე გავხდები ! ამჯერად ნამდვილად გაიარა მთელი დერეფანი, კიბე სწრაფად აიარა და მესამე სართულზე ასულმა ყველასგან შორს მდგომ სალომეს მიმართა _მოსესთან ჩადი და გაიყვანე , გთხოვ _თქვენ კარგად ხართ? _უკეთესადაც ვყოფილვარ _კლასში შევიდა, მასწავლებლის მაგიდასთან დაჯდა და ღია კარს უყურებდა სანამ ბავშვები შევიდოდნენ. ზედმეტად დააგვიანდათ ან უბრალოდ სესილიას ეჩვენა ასე. მერე ჯერ გოგონები გამოჩნდნენ, შემდეგ ბიჭები და ყველანი თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ . მხოლოდ იმ წამს მოუნდა ტირილი , ეს არ იყო უბრალოდ რიგითი გაკვეთილი , ისინი მის გვერდით იყვნენ ,ნდობას და თანადგომას უცხადებდნენ. .................... _არაფერი მითქვამს ... რა მოიგონე_თქო ვკითხე და კივილი დაიწყო _დირექტორის კაბინეტისკენ მიმავალს გვერდით მიჰყვებოდა და აღარ იცოდა ამ მძიმე ემოციურ ფონს როგორ გამკლავებოდა _გეფიცები არ დავმუქრებივარ. ქალია, თან ასაკიანი და თავი მაქსიმალურად შევიკავე , მაგრამ ვნანობ _რას ნანობ მის დონეზე რომ არ ეშვები? თავშეკავება მსგავსი დონის ადამიანებთან არასდროს ინანო და საერთოდ რასაც არ აკეთებ იმიტომ რომ იცი შენში არსებული კაცი ამას არ გკარნახობს მერე ბრბოს შექმნილ პაწაწინა კაცუნას ნურაფერს ანანებინებ! შენ ხარ შენ და გეყოს უკვე რაღაცების ახსნა , იმაზე ნერვიულობა , რომ მე არ დაგიჯერებ ან ვერ გხედავ ! _პირველად ეუბნებოდა მსგავს რამეს ალბათ კიდევ დიდხანს არ გაიმეორებდა , იქნებ სიტყვიერად უკანასკნელადაც გამოხატა საკუთარი ნდობა _სესილია -ასე ნუ მიყურებ თორემ მართლა შევბილწავ სკოლის წმინდა კედლებს- ბიჭს უყურებდა და მთელი ამ დაძაბული პერიოდის განმავლობაში პირველად ხუმრობდა თავისი დამახასიათებელი ღიმილითურთ _ღმერთო , ყველაფერს ვუძლებ და შენ ოდესმე ისე ვერ დაგიტევ გულიც გამისკდება _თუ დამაცდი თავი დავიცვა უსაზღვროდ მადლიერი ვიქნები და თუ ვერ შეძლებ , არც ეგ გამაბრაზებს , მაგრამ მაინც რომ მოგაწვება შენი "ჩაგრულის დამცველი , უსამართლობასთან მებრძოლი მოსე" გაიხსენე , რომ მე ვარ დაზარალებული პირი და არა ვიღაც უსუსური ქმნილება _ კართან გაჩერდა წამით დახარა თავი, ღრმად ჩაისუნთქა, დააკაკუნა და ხმის გაგებისთანავე შევიდა. _მოხვედით? ზუსტად თქვენზე ვფიქრობდი ახლა ...შემოდით , შემოდით . დასხედით და გამაგებინეთ რა ხდება , სესილია? _სერიოზულად მეკითხებით ? შეხედეთ ამაღლობელს, მე რა მაგია უნდა ჩამეტარებინა მის საცდუნებლად ისეთი სკოლის შინაგანაწესს რომ ვარღვევდე . ალბათ წინა საუკუნეში პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდნენ საგანს სახელწოდებით" სულში და გონებაში გაჩენილი აზრებისა და გრძნობების კითხვის ნატიფი ხელოვნება " , რომელიც ქალბატონმა მარინემ გაიარა ცუდი ქულებით და ახლა შედეგს გვიჩვენებს . არც კი გაბედოთ და მკითხოთ , მოსწავლესთან რა კავშირი გაქვსო -შვილო ამდენი თვეა უკვე აქ ხარ , ყველა უბედური გაიცანი და მე ისე ცოტაჯერ შემხვდი ვერ ხვდები რომ ამ ჯოგის მწყემსი მე არ ვარ და ყველა თავისთვის მიერეკება? ნამდვილად ვერ ვიტყვი ვის გულში რა ხდება , არაფრის გამორიცხვა შეიძლება , მაგრამ იმ ქალმა რაც ილაპარაკა და როგორც ვიცი არც ერთი დაუშვებდით , არც მეორე . მაპატიე ამას რომ გეუბნები, მაგრამ შენ მაინც არ გიცნობ და სულ რომ გადარეულიყავით სიყვარულით მოსე ქალს თან საყვარელ ქალს ჟინის დაკმაყოფილების გამო რომ არ ჩააგდებდა გამოუვალ მდგომარეობაში , შეიძლება ითქვას მიუღებელშიც , ვიცი ისე ვიცი როგორც მე და ნათელა მასწავლებელს არ გვქონია არაფერი _ ფიზიკის 80_ს მიღწეული მასწავლებელი თვალების ტრიალით გაიხსენა და მერე წყალი დალია - თქვენი არ ვიცი და მე თქვენს ადგილას მშვიდად გავაგრძელებდი ცხოვრებას ეს რამდენიმე თვეც ,ისევ ისე როგორც აპირებდით . მერე ერთიც წახვალთ, მეორეც და თქვენ კი გეშველებათ ცალ_ცალკეც და ერთადაც მარა მე ? მე ხო უნდა შევეწირო ამ ქალებს , არადა სად გინდა გაექცე _ დეჟავუ ჰქონდა, ამაღლობელის დასაცავად მომართულს ისევ დარჩა არგუმენტები ფუჭად. მოსე თავისი ქმედებებით, უსიტყვოდ იცავდა საკუთარ თავსაც და მასაც , ყველგან და ყველასთან ვინც ადეკვატურად აზროვნებდა _იმ ქალის სკოლაში დატოვებას აპირებ? უკვე მერამდენედ აკეთებს მსგავს რამეს , ყველა ინგლისურის მასწავლებელს ერჩის და მანანა ხომ შეიწირა , იცი ქალს ჯანმრთელობა რა მდგომარეობაშიც აქვს . ჩემთან რა პრობლემაც აქვს , რა მოუშორებელი საგვარეულო ბოღმაა ეგეც ვიცით და მთელ სკოლას როდემდე მოაშხამინებ . _თქვენ შვილო, შენ და შენს ძმაკაც გიგაურს ზედმეტი ხომ არ მოგდით? შენამდე იყო შემობრძანებული წინადადებით... დაარწმუნე განათლების სამინისტროს შეთავაზება მიიღოსო , დააწერე მეტი გაკვეთილები ერთად აიღებს ფულს , დაუბრმავდება თვალები და წავაო _გიგაურის აზრს მსგავს საკითხებში მე არასდროს ვუარვყოფ , რადგან მოვიდა ხომ იცი დაჯერებად ღირს _ყველაფერი , ყველაფერი , მაგრამ ეს ორი საერთოდ რა ურთიერთობაში არიან შენ თუ გაიგო მეც მითხარი. ერთი წლის წინ ისე დაასისხლიანა იმან ეს , ვიფიქრე დახოცავენ ერთმანეთს_თქო, შევცდი და ჩავატარე დამღლელი ლექციები , დავხარჯე დრო და ავიტკიე თავი . ერთს გაუჭირდება რამე? მეორე გარბის . მეორეს ჩაგრავენ? პირველი გარბის და მგონი მარინა არასწორ ადამიანს უმიზნებს , შენთან კი არა გიგაურთან აქვს ამას რომანი გაჩაღებული _ ღმერთო ჩემო _სესილია ორ წამს გაშეშდა ისედაც შოკში იყო და მერე სიცილი წასკდა . ამაღლობელის შეკრულ წარბებზე ხომ საერთოდ ჩაბჟირდა _ მოსესთან არ ვიცი და თქვენ რომ ცოლი არ გყავდეთ და 20 წლით პატარა იყოთ აუცილებლად გვექნებოდა სასკოლო რომანი, რომელსაც ქორწინებით დავასრულებთით, თუმცა რას ვიზამთ დღეის მონაცემებით, ჩვენი, ორივეს გული დაკავებულია _ უკვე ფეხზე იდგა , მთელი სახე უბრწყინავდა , ისევ იცინოდა და გასასვლელად ემზადებოდა სანამ ამაღლობელი გაშეშებული უყურებდა _არა შენი ჭირიმე , 20 წლით პატარაც რომ ვიყო შენნაირი ქალის გაძლების თავი სადამაქ . მე ჩემი პატარა, სიფრიფანა ქალი მინდა ყველა შემთხვევაში _ახლა ზუსტად ვიცი რატომ გყავთ ასეთი მნათობი შვილები ,ბატონო დირექტორო . ვწუხვარ აქამდე მხოლოდ მათი გონიერების დამსახურება რომ მეგონა და იმის რომ უმეტესად აქაურებისგან შორს იზრდებოდნენ . _აქედან ისევ უნდა გავუშვა და მეც გავყვე, თორემ დავიღალე უკვე _მერამდენედ ამბობ , არ გბეზრდებათ ბატონო დირექტორო? _მოსემ ჩაიცინა ამჯერად _ როგორც ამბობთ ახალ თაობაში არის ბევრი ნათელი სხივი და თქვენი 3 სხივიც უნდა იყოს მათ შორის . გმადლობ , ნახვამდის _მოიცა კაცო სად მიდიხარ. გავიგე ვარჯიში დაიწყოო და როგორ გაქვს ხელი...მითხარი როდის იქნება ბრძოლა _კონტრაქტს მარღვევინებ ყოველთვის , მაგრამ ამჯერად არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ ვრჩები ოქტაგონზე და სხვა პროფესიის ძიება არ მჭირდება _ბიჭებს ვეტყვი და ნუ დაიკარგები ხოლმე . შემოგვიარე სანამ წასულან ისევ თორემ მაინცადამაინც რომ არ სწყალობენ ზოგ_ზოგიერთ შენს თანატოლს კი იცი _ამ დღეებში შემოვივლი. გმადლობ _ნუ იცი ხოლმე ეს მადლობები შე კაცო ... წადით ახლა და ჭკუით იყავით არ აყვეთ პროვოკატორებს , მიხედეთ ნერვებს სანამ შეგრჩენიათ თორე მე კი გამითეთრეს თავი _ უჯრა გააღო და წიგნი გამოიღო . გაკვეთილზე აგვიანებდა უკვე , თუმც არ გაუკვირდებოდათ მის მოსწვლეებს. ........... -როგორც ყოველთვის იქ ხარ სადაც არ უნდა იყო ! _ ფხიზელი არ იყო , ჯერ მთვრალი ეგონა , მაგრამ სასმელი ვერ დაინახა ფანჯარა კი ღია იყო და მოსაწევის სუნს მარტივად გაფანტავდა. წელს ზემოთ შიშველი იჯდა სავარძელში , თავი გვერდით ჰქონდა გადახრილი და ამჯერად სიგარეტის ეწეოდა . საფერფლეში ჩააგდო და სახეზე ხელები ჩამოისვა _ რა არ გასვენებს , მარიამ. მაინცადამაინც ჩემი ყველაზე საშინელი მხარე უნდა დაინახო ? უბრალოდ რომ გაჩერდე და გაქრე ჩემი ცხოვრებიდან რას იტყვი ? _თანახმა არ ვარ _ფანჯარა დახურა , პლედი აიღო და ბიჭს გაყინულ სხეულზე მიაფარა. მსუბუქად წამოიკივლა ამ უკანასკნელმა ხელი რომ მოხვია და ინერციით აღმოჩნდა მის მუხლებზე მოთავსებული _ალექსანდრე _ლაპარაკი გინდა ? _ თითები ისეთი ცივი ჰქონდა სახეზე რომ შეეხო მთელს სხეულში დაუარა ჟრუანტელმა _ არ მოგწონს ხომ? უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს , არა ? ზუსტად ასეთი გაყინულია ჩემი ცხოვრება, გული და გონებაც ქალების მიმართ _ ფერებას არ წყვეტდდა , მაგრამ სახეს არ შორდებოდა . გრძნობდა როგორი დაჭიმული იყო გოგონას სხეული, მაგრამ პლედი მაინც მოიშორა და შიშველი კანით ეხებოდა _მხოლოდ მე ვიქნები და ქალების მიმართ ეგ დამოკიდებულება შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნო _გგონია შენი გონება მაჯობებს ? გამიმკლავდები და სულ ოდნავ მაინც იაზრებ რა შარში ეხვევი? _ თმაზე ჩამოუსვა თითები , მერე სიღრმეში შეაცურა და კეფამდე მიაღწია _ არ შეიძლება გეშინოდეს და თან მიგწონდეს. ეს უკვე შეცდომაა , განაჩენია _ ცერი ქვედა ტუჩზე შეახო და შემდეგ ორივეზე ერთად მოეფერა _ სულ წითელია ხოლმე და ნახე რა უცებ გაფითრდა. კანკალებ, ისეთი დაჭიმული ხარ იატაკზე რომ დაგსვა კუნთები არ დაგემორჩილება და წაიქცევი _იმდენად ახლოს იყო გოგონას სახესთან და ისე საუბრობდა ძნელი იყო რამე ეთქვა _ გაიყინე, რამდენიმე წუთი დაგჭირდა ჩემს ტემპერატურაზე გადმოსასვლელად. შენი ცხოვრებაც ზამთარს დაემსგავსება , ეს გაზაფხულები ჩაქრება და შეგზიზღდები, ვერ მაპატიებ _ცხვირის წვერი ყვრიმალზე შეახო და თვალები დახუჭა _ შეუძლებელი ხარ , გაიგე ! _თითები ყბაზე მოუჭირა, არ ტკენდა , მაგრამ მოულოდნელი იყო და კიდევ უფრო მეტად დაიძაბა გოგონა _ შეუძლებელი! _ხელი მკერდზე მიაბჯინა და სახე გოგონას გიშრისფერ თმაში ჩამალა _ ზღვარს გადმოკვეთავ , კიდევ ერთხელ მომიახლოვდები და თავის შეკავებას არ ვეცდები ! ჯოჯოხეთში ჩაგითრევ ჩემთან ერთად და ვეღარაფერი დაგიხსნის ჩემგან _ისევ სავარძელს მიეყრდნო, თვალებში უყურებდა და გაფრთხილებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. მარიამმა მოულოდნელად იცვალა პოზა, მოდუნდა და თავი შიშველ გულ_მკერდზე მიადო _და რომ გაგათბო , მერე? თუ არ მეშინია და უბრალოდ გოგო ვარ ,რომელიც ბიჭთან ასე ახლოს პირველადაა ? ალბათ არ გჯერა, ბრაზობ გარეთ თაყვანისმცემელი მელოდება და მე აქ ვარ . მე კი არ მეშინია , მრცხვენია და დაბნეულობის გამო ვარ დაძაბული _ხედავ როგორი ბავშვი ხარ? არ იცი, რომ მე ვიღაც იდიოტი არ ვარ და დასკვნებს ასე არ ვაკეთებ. შესანიშნავად ვიცი ვინც ხარ და ამიტომ გეუბნები , რომ უნდა გამეცალო თორემ მოთამაშე რომ იყო მეც ვითამაშებდი . თამაში სრულდება და მე თუ შენთან დავიწყებ არასდროს დავასრულებ ! _გვერდი ისე ამიარე მეგონა გიორგის გამო სამუდამოდ წამშალე და მე _მეუბნები გაგათბობო და ნახე როგორი გულჩვილი, ნაზი და დაუცველი ხარ_ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ცერით შეუმშრალა და თითები ისევ თმაში შეუცურა _გაუგებრობაა და ბუნებრივიცაა... ჩვენი ნაცნობობიდან გამომდინარე _თავად ამბობ, ერთმანეთს არ ვიცნობთ ... თუ რომეო და ჯულიეტასი გჯერა, ერთი ნახვით რომ გამიჯნურდნენ _ გაიცინა და ზემოდან დახედა კომფორტულად მოკალათებულს _გათბი _ თითები მკერდზე შეახო და გაიგო როგორ ახმაურდა გული _ ცხოვრება ზუსტად ასეთია , ერთად გავიყინებით და გავთბებით . _მრავლობითში ნუ საუბრობ . ნებისმიერ შემთხვევაში გავთბებოდი და _ლუქსში გეძებდი შენ კი ყველაზე იაფფასიან ნომერში აღმოჩნდი _ნანგრევებში გავჩნდი, გავიაზრდე და მერე ციხის საკანში გადავინაცვლე, რამდენიმე დღის წინ ხის ქოხში მნახე . ბუნებრივია იქ ვიყო რაც შემეფერება და უბრალოდ გავაკეთო ჩემი საქმე . მივყვე გეგმას , რომელშიც შენ ვერ მოგახვედრებ . ამდენი არ შემიძლია , რესურსი არ მაქვს . შეუძლებელია ! __შენ უნდა შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში და არა პირიქით _რა გინდა ჩემგან ... ახლა აქ რომ ხარ რას ფიქრობ _არაფერს...უბრალოდ აქ ვარ და მორჩა _ასე ცხოვრობ? გინდა და მორჩა ? _საკმარისი არ არის? _არ ვიცი . არ მახსოვს ბოლოს რა გავაკეთე მხოლოდ საკუთარი სურვილის გამო _მოდუნდა , თითებს გოგონას ზურგზე დაატარებდა და მთელი გულწრფელობით ესაუბრებოდა _ ახლა აქ რომ ხარ, ასე ახლოს და არაფერს ვაკეთებ შენს მოსაშორებლად ამას თუ არ ჩავთვლით _ვიყო ერთადერთი ... ნუ გაართულებ. უბრალოდ იყავი ის ვინც ხარ, და გააკეთე ის რაც ნამდვილად გინდა . მონსტრის ნიღბის გარეშე _იმ დაშვებას არ აკეთებ, რომ ნიღაბი არ არის და ეგეთი ვარ? _გამორიცხული არაფერია . არასდროს ვამბობ მე ამას არასდროს გავაკეთებ_თქო და როგორ ვისაუბრო სხვა ადამიანის ქცევებზე , მაგრამ ამ მომენტში ასე ვგრძნობ და ვფიქრობ,შენ კი ჩემს ფიქრებს ამყარებ საკუთარი ქმედებით _ამ ღამეზე ნუ ააგებ ოცნების კოშკებს _მეოცნებე რომ ვიყო ახლა აქ არ ვიქნებოდი, ღამეს გავათენებდი შენზე ფიქრში და დაველოდებოდი შენს ნაბიჯს . მე არ ვარ მეოცნებე გოგონა , რეალისტი ვარ _ამ შენს რეალობაში ოთახში რომ შემოხვედი და ხედავ ფხიზელი არ ვარ , სულ არ შეგეშინდა, რომ რამეს დაგიშავებდი _ზემოდან დახედა და ისევ ლოყაზე მოეფერა _ როცა ასეთი ლამაზი ხარ ყველა კაცს უნდა უფრთხოდე . მე კი არა , საერთოდ ყველას იმიტომ რომ როდის გადაგვეკეტება არ ვიცით და ის გიორგი , რომელიღაც ოთახში რომ შესახლდა თუ გგონია, რომ დიდხანს მოიქცევა სწორად ,ძალიან ცდები. უბრალოდ თამაშობს დემოკრატი ბიჭის როლს _ხვალ მის გვერდით რომ მნახო რას გააკეთებ _საშინლად მეტკინება , ვინმეს გვერდით რომ გნახავ და თუ ამ ვინმეს ისე შეხედავ როგორც ახლა მე მიყურებ , გული გამიჩერდება . ჩემ ცხოვრებას მხოლოდ ეგ იარა აკლია _ ჩვენ შორის შიში მხოლოდ შენ გაქვს ... შენთვის სულერთი არ ვარ _ღმერთო ეს სხივები შენს თვალებში ... შემშლი _ ტუჩები შუბლზე შეახო, მერე ცხვირის წვერით ცხვირზე ეხებოდა და ის იყო უნდა ეკოცნა თავი კცლავ უკან გადასწია _ არ შეიძლება ... ასე მარტივად არ გამოვა ! შენ უნაკლო ხარ , ვერ იქნები ჩემთან. ვერ ვიგებ რატომ ხარ აქ, ჩემთან და არა მასთან ან სხვასთან -პასუხი არ მაქვს, რომ მქონდეს ყველაფერი ყალბი იქნებოდა შენ კი ყველაზე ნამდვილი ხარ -ჩემი დანახვისას გონება დაკარგე -ემოციები ვეღარ დავიტიე ... ავირიე , სხვა გამოსავალი ვერ ნახა ჩემმა გონებამ -ეგ რას ნიშნავს - თავი ააწევინა ,თვალებში უყურებდა და გოგონამ მზერა რომ მოარიდა წამსვე გაუნათდდა გონება- მომატყუე! -მე უბრალოდ ვაპირებდი დრო მომეგო და მერე ,მერე -როგორ ვერ მივხვდი,რომ გონზე იყავი -არაპროფესიონალი მსახიობი ვარ... ბავშვობიდან სცენაზე ვარ . ნიჭი მაქვს , ვერავინ მიხვდებოდა - თითქოს ამშვიდებდა , სანდრო კი უკვე ხმამაღლა იცინოდა -მე კიდე მეგონა ისე შეგეშინდა ფსიქოლოგიური ტრამვა დაგიტოვე და ფსიქიკა დაგიმახინჯე ... -ისეთი დაუცველი არ ვარ, შენ რომ წარმოგიდგენია. ძალას ფიზიკური აღნაგობა არ განსაზღვრავს, გონებაა მთავარი -და გადაწყვიტე რადგან ერთხელ გამაცურე ჩემთან გამკლავებას სულ შეძლებ? -პირიქით, შენ ის ხარ ვისაც ვერ ვუმკლავდები და არც მინდა ,რომ გაგიმკლავდე -შეუძლებელია! -დრო გაივლის და გავიგებთ შეუძლებელია თუ შესაძლებელი -მარიამ -დღეისთვის კმარა, გავჩუმდეთ ... აზრის შესაცვლელად არგუმენტებს ცხოვრება მოგვაწვდის- წვერიან ლოყაზე თითები შეახო, მეორე მხარეს თვალთან ახლოს აკოცა და მერე ისევ მკერდზე მიადო თავი. სიჩუმეს მხოლოდ ჯანაშიას აჩქარებული გულისცემა არღვევდა , მელოდიასავით ჩაესმოდა ემოციებით სავსეს და მასთან განშორების სურვილს სრულიად უქრობდა. ხვალიდან ჩემი უკანასკნელი ფინალური გამოცდები იწყება...ბოლო და ყველაზე რთული , რომლისთვისაც მზადება კვლავ წერის პროცესთან ერთად მიდის ძალიან მინდა სტუდენტის სტატუსით დაწერილი ბოლო ისტორია გამოვიდეს ისეთი კარგი,რომ არ ვინანო არც ერთი აბზაცის შინაარსი ეს თავი მოცულობით საკმაოდ დიდია და ვფიქრობ უნდა მოგეწონოთ ველი თქვენს შეფასებებს დაე მშვიდობიანად ჩაიაროს ყველაფერმა ჩემთან და თქვენთვისაც სასიამოვნო იყოს კითხვის პროცესში გატარებული რამდენიმე წუთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.