აბა,აბაა...(მესამე ნაწილი)
ყიფიანების ოჯახში დიდი ჟრიამული იყო.იმისდამიუხედავად,რომ მხოლოდ ოჯახის წევრები შეკრებილიყვნენ ,ნარეს ეს საერთოდ არ უქმნიდა დისკომფორტს,ალბათ ეს მარიამის მშობლების დამსახურება იყო,რომლებიც ნარეს საკუთარი შვილებისგან არ ანსხვავებდნენ. -ირაკლი შვილო,ვიცით კარიერა პირველ ადგილს იკავებს შენს ცხოვრებაში,მაგრამ დაოჯახებაზე არ გიფიქრია?დრო სწრაფად გარბის და მინდა შვილიშილებს მოვესწროთ-სუფრასთან ისხდნენ როცა უფროსმა ყიფიანმა ეს "საკითხი დასვა".ირაკლიმ დანა-ჩანგალი თეფშთან დააბრუნა იმის ნიშნად რომ დაასრულა -მამა,ჯერ შვილიშილებზე ფიქრი გიადრებთ.მე მიზნები მაქვს...თუ შვილი მეყოლება მინდა რომ მას ისეთი ცხოვრება მოვუწყო,სადაც არ დაიტანჯება,ნორმალური ბავშობა ექნება და კარგი მომავალი.-სერიოზულად საუბრობდა ირაკლი. -შეყვარებული მაინც თუ გყავს?გამოტყდი ყიფიანო არის ვინმე?-ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ნიკოლოზ ყიფიანმა შვილს -ოჯახური ვახშამია თუ დაკითხვა?-ვითომ სერიოზულად იკითხა ირაკლიმ-თუ ვინმე ისეთი იქნება ვინც ყოველდღიურად უფრო და უფრო მიმიზიდავს,გამაოცებს და შევუყვარდები ,არ გამოგაპარებთ-თვალი ჩაუკრა და მოპირდაპირე მხარეს მჯდომი ნარეს სახე წამით შეათვალიერა,მაგრამ გაოცდა და ცოტათი ეწყინა როცა დაცქვეტილი ყურებისა და დაძაბული სმენის მაგივრად,თავისი დისა და მისი მეგობრის სიცილისგან აწითლებულ სახეებს წააწყდა რომლებიც დიალოგს ყურადღებას არც აქცევდნენ და ერთ მხარეს მიყუჟულები რაღაცაზე კისკისის კავებ-კავებით სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდნენ.მერე მათზე და თავის ფიქრებზე გაეღიმა და ნასვამმა(რაც ოდნავ ეტყობდა ღაწვებზე) აივანზე გასვლა ისურვა. მოენატრა სამშობლო,დედ-მამა,ძველი დრო,მოზარდობის მოგონებები ამოუტივტივდა როცა ღამის განათების ქვეშ მოსიარულე თინეიჯერების გუნდებს მოავლო თვალი.თვალებ დახუჭულმა ფილტვები მონატრებული ჰაერით აივსო.მონატრებით გამოწვეული ნეტარება ტელეფონის ვიბრაციამ მიავიწყა.ჯერ ჩაეღიმა ,შემდეგ კი ყურმილი აიღო: -გისმენ ლევან-ჩვეულებრივი ტონით უთხრა.ეხუმრებოდა ბავშვობის მეგობარს,რომელთანაც ერთად უამრავი სიგიჟე ჩაედინა. -ირაკლა, შე კვახო ჩამოსვლას თუ აპირებდი არ უნდა გეთქვა?!აეროპორტში დაგხვდებოდით ბიჭები და ავღნიშნავდით მერე.სულ გადაგვისვი ხაზი ტოო. -ლეო ხვალისთვის ან შემდეგი დღეებისთვის იყოს დროის ტარება,ჯერ უკან არ ვბრუნდები. -კაი ძმაო,ამ ერთ დღეს შეგინდობთ რამენაირად.რო დაისvენებ დამიზარე და რამე საკაიფო შევაგდოთ ბიჭებმა რა. -მასე იყოს ლეო-ღიმილით გაუთიშა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა.რამოდენიმე წუთის შემდეგ სახლში,უკვე გამოფხიზლებული შეტრიალდა. -იკა შვილო ნარე წასვლას აპირებს და გააცილეთ შენ და მარიამმა-დედის სითბოჩაღვილი თვალებით შეხედა მაკამ შვილს. -არაა საჭირო,ტაქსს გამოვიძახებ,ისედაც ნამგზავრია ირაკლი და ამხელა ჩემპიონ კაცს კიდევ ვერ გადავღლით"არ გადაიწვას"-ნაძალადევი ღიმილით უთხრა მაკას. უკვე ჩაცმულმა ირაკლიმ კარი დიდი ჯენტლმენობით გაუღო ქალბატონებს და მარიამის შემდეგ გასასვლელად მომზადებულ ნარეს ღიმილით, ხმადაბლა ჩასჩურჩულა -ზრუნვა შეგიძლია ხალიანო ალქაჯო? ნარემ ყურადღება განგებ არ მიაქცია.მის ნერვებზე თამაში გადაეწყვიტა, ის კი არ იცოდა რატომ...სეირონობა-სეირნობით მიაღწიეს ნარეს კორპუსს,მარიამი მეგობარს თბილად გადაეხვია და ჩურჩულით მადლობა გადაუხადა.ნარეს დემონმა "ახლა ეს ხომ უნდა აბზრიალო საყლაპავით"ჩუჩულითვე უთხრა -ნეტა ოდესმე თუ მომასწრებ ,გარეგნობის მსგავსი აზროვნება მოგეცეს...ნწნწ ორივემ ჩაიფხუკუნა. -ფუფუ ერთი,ორი.თუ გასაიდუმლოებული დიალოგი დამთავრდა ,კავშირის დასასრული და დავიშალეთ აგენტებო- ღიმილით თქვა ირაკლიმ."ეს ხო არ დაგვაცდის","ზედმეტ სახელს ამართლებს" და მსგავსი ,მოწოდების სიმაღლეზე მყოფი ირაკლის ძირს დასანარცხებლად ნასროლი რეპლიკების სროლით მოშორდნენ ერთმანეთს. -ნახვამდის ალქაჯო,ძილისწინა რიტუალებს და მსხვერპლშეწირვებს არ გადაყვე და კარგად გამოიძინე-პირის ერთი მხარე აწკიპა ყიფიანმა. -ნუ ნერვიულობ კუნთების გროვა,ვიზრუნებ შელოცვებით მაინც ვუშელო შენს გლუვ ტვინს-თვალი ჩაუკრა და თვითკმაყოფილი ღიმილით აუყვა კიბეებს... ორშაბათ დილას,ნარემ, როგორც ყოველთვის ზლაზვნით წამოწია თავი ბალიშიდან ,ოთახს თვალი მოავლო,საათს შეხედა რომელიც 8-ს უჩვენებდა და მერე ისევ დააგდო თავი.მშიერი მგელივით ერთი ამიღმუვლა და ბაბაიაგას ფორმაში მყოფი გიჟივით წამოხტა საწოლიდან.დღეს გარდა სკოლისა მოსამზადებელიც ქონდა,მაგრამ ახლა მხოლოდ ძილის შებრუნება სურდა.იფიქრა კიდეც დედას შევუთანხმდებიო ,მაგრამ როცა წარმოიდგინა კუჭნაწლავით როგორ აბზრიალებდა ტანგოს ფონზე სულთანი(დედა),გადაიფიქრა... სკოლიდან გამოსულს გოგიმ დაურეკა: -გოგიი ახლა შენ მაკლდი ზუსტაად-გამხიარულებულად თქვა ნარემ -რა ხდება ნარეჩეკ? კვლავ დაღლილობას და სიზარმაცეს ვცემთ თაყვანს? -ოო კაი რაა...ძირიც აღარ აქვს შენს ხუმრობებს რო გამოძვრეს. -კაი მაშინ პირდაპირ გკითხავ ჩემს ენაზე: დიარეიანის სახით რატომ მოძრაობ გოგო გამაგებინეე.გუშინდელის ბრალია?რააოო ირაკლა ისეა მოხოდილი რო მარტო მასზე ყურებით და იმის გააზრებთ დაიღალე როგორი მიუღწეველია?-ხითხითებდა გოგი -აუა რას გადაეკიდე იმუბედურს.შენი დამსახურებით დღეში რამდენჯერ ასლოკინებს ნეტა,დაიდე მაგისი კუჭის ცოდვა.ნწნწ ამხელა მუტრუკი როგორ უსაქმურად დაეხეტები. -კარგი ,კარგი-წამით დასერიოზულდა გოგი-მოსამზადებლიდან რომელზე გამოხვალ? მანდეთ მიწევს ყოფნა და წაგიყოლებ ბარემ. -ოუუ როგორი ყურადღებიანი გამხდარხარ.რახდება მუტრუკო? ან როგორ მოხდა რო სასწავლებელი-კალათბურთის სკოლა-სახლის გადატკეპნილ გზას გადაუხვიე და საღამოს საწოლში კიარ ტრიალებ, სადღაც იმყოფები? გამოტყდი მუტრუკო ლამაზია? -წარბი აუწია და ეშაკურად გაუღიმა -დაწყნარდი ნარეჩეკ.რომ შევიკრიბებით მოგიყვები. ჭკვიანად! და მე გაგიყვან სახლში თურათქმაუნდა შენმა პრინცმა არ ისურ... -კარგად გოგი-სენსორს გამეტებით დააჭირა თითი .ისე რომ ფერები გადაუვიდა ტელეფონს."დამაცადე გოგი ცინცაძე, ნერვოზის წამლებზე უნდა გარბენინო" უკვე გოგის მანქანაში მჯდომი ნარე ნეტარებას განიცდიდა მასზე მორგებულ სავარძელში რომ გაიტრუნა.გოგიმ შეფარვით გადახედა და გრინჩის სახემ რომ გაუელვა გონებაში გაზს ფეხი მიაჭირა და სიჩქარე გაზარდა.იცოდა ნარეს ნერვებზე ვალსი როგორ ეცეკვა.სიჩქარით დაფეთებული ნარე წამოხტა და შუქნიშანთან გაჩერებულ ბიჭს მუჯლუგუნი უთავაზა მხარში: -ვისვენებ მგონი აქ მე -ოოო დიდო ქალღმერთო იქნებ გაიღოთ მოწყალება,დამდოთ პატივი , სიტყვით შეაჯამოთ დღევანდელი დღე და თქვენს მონამორჩილს მკითხოთ სიახლეები-დემოსნტრაციულად აღმართა ხელი გოგიმ -შენი ქალღმერთი საუბრის ხასიათზე არაა და თუ ახლა არ გინდა ეგ კალათბურთელის სახე მისი მუშტით მიგენაყოს უბრალოდ ილაპარაკე.იმედი გქონდეს რომ ქალღმერთი მოგისმენს-გადაჯვარედინებული ხელებით შეიშმუშნა და თავი უფრო კომფორტულად მოათავსა. -ჩემს თავს გაფიცებ კალათბურთელის სახე რანაირია - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ხითხითი აუტყდა გოგის.მის გემრიელ სიცილის ნარეს სიცილიც მოყვა. როცა გვესმის "მეგობრობა" რას ვფიქრობთ მის მნიშვნელობაზე? ეს მხოლოდ ერთგულება,თანადგომა,მხარდაჭერა არამგონია იყოს.მართალია ამ ყოველივეს გარეშე წარმოუდგენელია ეს "მდგომარეობა" მაგრამ არის წვრილმანებიც რომლებსაც დიდად ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე.ან ზოგადად ამბობენ რომ ეს წვრილმანებიც,რომლებიც ნამდვილი მეგობრობის არსებობაში გვარწმუნებენ სიყვარულიდან მოდის.როგორც არ უნდა იყოს ბედნიერებაა როცა შენგან სრულიად განსხვავებული ადამიანი ამავდროულად ძალიან გგავს.ერთი-ერთი საუკეთესო გრძნობაა ალბათ როდესაც შენს გულთან და სულთან ახლოს მყოფი ადამიანი ყოველ წვრილმანში სიყვარულს აქსოვს,ცდილობს ცუდისგან დაგიცვას,ზრუნავს შენზე და საჭირო ადამიანად გაგრძნობინებს თავს. ეს იყო გოგი ცინცაძესა და ნარე დოლიძეს შორისაც.ნამდვილი მეგობრობა სუფევდა მათ შორის.სათქემლი,გასაჭირი,გრძნობა, უთქმელად ,ერთმანეთის თვალებში ჩახედვით შეეძლოთ გაეგოთ. ერთმანეთისთვის გადაშლილი წიგნებივით იყვნენ. ვინ მოთვლის რამდენს შეშურებია მათი ურთიერთობის... -------------- ესეც მესამე:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.