შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ...?


17-06-2016, 23:27
ავტორი niako19
ნანახია 1 541

ადამიანები მიდიან მათ ადგილს კი სხვები იკავებენ.. ეს მუდმივი რუტინაა მაგრამ მთავარია შეუძლიათ თუ არა ი ადამიანებს წასული ადამიანებისგან დატოვებული სიცარიელის შევსება..
ვიღებთ გადაწყვეტილებებს რომლებსაც იმ მომენტში სწორად ვთვლით გვიწევს დაკარგვა თუმცა მიზეზები აქვს ყველაფერს მთავარია შენ იცოდე და გჯეროდეს რომ სწორია....
...........................................................................................................................................................................
-ძალიან მიყვარხარ- დაიჩურჩულა გოგონამ და მასზე ორი თავით მაღალ ბიჭს გულში ჩაეკრა..
-მეც ჩემო პატარა-მაგრად მოხვია ხელები და თავზე აკოცა.
-იკა გეხვეწები რა ჩემზე მაინც იფიქრე..
-ვფიქრობ მარიამ..
-მაშინ ნუღარ იქცევი ასე..
-ისევ ნუ დავიწყებთ ხო?
ირაკლი აბაშიძე მთელი უბნის თავსატეხი იყო, ისიც და მისი საძმაკაცოც..
15 წლის იყო მარიამ რობაქიძე რომ გაიცნო მარიამი 13-ის იყო მაშინ ის უბრალოდ ლილის (ირაკლის ბიზაშვილის) დაქალი იყო.. მაშინ პატარები იყვნენ.. ლილიც და მარიამიც ირაკლისთვის, უბრალოდ ყურადღებას აქცევდა ლილიანას .. გოგოს რომელიც დაც იყო მისთვის და ყველაფერიც..
წლებთან ერთად მათი ურთიერთობა ჩამოყალიბდა... 14 წლის მარიამი კი უკვე ირაკლის შეყვარებული იყო..
ქუთაისი პატარა ქალაქია პატარა უბნებით და ირაკლის ყველა იცნობდა, მარიამის მშობლებიც ირაკლი მისი თავზეხელაღებულობის მიუხედავად ყველას უყვარდა მაგრამ მარიამი მაინც არ ემეტებოდათ მშობლებს, თავიდან არაფერი, ბავშობად თვლიდნენ მაგრამ წლები გავიდა და არაფერი შეცვლილა, ირაკლიმ არსად ჩააბარა და არც სამსახურზე დაუწყია ფიქრი, როცა უკვე მისი ქმედებები ყველა საზღვარს გასცდა ამ თემაზე ალაპარაკდნენ.
აბაშიძეს მართლა ზედმეტი მოსდიოდა.. კვირაში 6 ჯერ ჩხუბობდა, დანარჩენი დრო ბირჯაზე იდგა, ან მარიამთან იდგა..
-ირაკლი რას აპირებ?-კითხა მათი ერთერთი პაემნის დროს მარიამმა..
პარკში ისხდნენ ისევ..
-რაზე?-ღიმილით იკითხა ირაკლიმ და სიგარეტს მოუკიდა.
-საერთოდ 20 წლის ხარ და რაღაცას ხომ უნდა აპირებდე..
-არაფერს ..
-სულ ასე ხომ ვერ იქნები?
-რა იყო უფულო შეყვარებული აღარ მოგწონს?
-ირაკლი..
-თქვი მიდი, არ მოგწონს პარკში ჯდომა ხომ? აგერ ის შენი ნიკოლოზია ფულიანი და შეგიძლია წახვიდე..
-ასე რატომ მელაპარაკები?
-აბა რა გინდა გოგო?-იყვირა ირკლიმ.
აცრემლებული ადგა და სახლში გაიქცა.
.....................................
-ძალიან მაგარი შანსია დე..-შეაპარა ნინომ- გერმანია, წარმოიდგინე დიზაინერი გახდები..
-დედა აქედან ვერ წავალ-ხმა გაიმკაცრა მარიამმა- ირაკლის ლილის ვერ დავტოვებ..
-ლილი აქ დაგხვდება, რაც შეეხება ირაკლის.. მარიამ დიდი ხარ და უნდა ხვდებოდე რომ ირაკლის გვერდით ბედნიერი ვერ იქნები..
-მორჩა ნინო დავამთავრეთ..
...................................................................................
-ისევ იჩხუბე?-ხმა გაებზარა ირაკლის გახეთქილი წარბის დანახვისას მარიამს, ხელი ფრთხილად წაიღო მაგრამ ირაკლიმ თავი გაწია და სიგარეტს მოუკიდა.
-არ დაიწყო რა...
-ირაკლი უნდა შეიცვალო ან..
-ან?
-ირაკლი გეხვეწები.
-ან?-ისევ იყვირა ბიჭმა.
-ან დავშორდებით-აღარ უტირია ისე ამოილაპარაკა.
-კარგი.
-რა კარგი?
-კარგი .
..................................................................................................
-სადაა ეგ კიდე?-პიცის გაკეთება გადაწყვიტეს გოგონებმა ლილიანასთან, მათი ყველა მეგობარი მოვიდა ვინც სასტავში იყო, ირაკლის და მისი ძმაკაცის გარდა.
- მალე მოვა-უპასუხა გოგლამ.
-რა იცი?- ჩაეკითხა მარიამი.
-მაგან ვაბსე ყველაფერი იცის-გაუცინა სანდრიკამ.
-ერთი თქვენ ხართ გაცივდა ეს პიცა..-გადახედა პიცას ლილიმ.
-ვჭამოთ და მოვლენ.-ფეხზე ადგა სანდრიკა..
გვიან მოვიდა ირაკლი ძალიან გვიან და ისევ ..
-იჩხუბეთ?-ფეხზე წამოდგა ლილი.
-ეგრე გამოდის-ნერვიულად გაიცინა მოდებაძემ იცოდა ირაკლის და მარიამის ბოლო საუბარი.
-ჩემი წასვლის დროა- ამოილაპრაკა მარიამმა და ჩანთას დაავლო ხელი.
-ფეხი არ მოიცვალო!-იყვირა ირაკლიმ.
-ხომ გთხოვე?
-თუ დამემუქრე..
-აღარ მაინტერესებს ..
-რა არ გაინტერესებს გოგო?
-შემეშვი..
-მარიამ!-ხელი წაავლო ირაკლიმ .
-შემეშვი-იყვირა და სახლი დატოვა.
...........................
-მართლა დე?-გადაამოწმა ნინომ-მართლა წახვალ?
-კი დე.
-კარგი რამდენხანში წახვალ? სწავლა სექტემბერში იწყება მაგრამ შენ თუ გინდა უკვე გაგიშვებ- იცოდა ნინომ შვილის ამბავი და ერთი სული ჰქონდა აქაურობას მოშორებოდა.
-უკვე წავალ..
-კარგი მაშინ ხვალ თბილისში წადი და როგორც კი საბუთებს მოვაგვარებთ გაფრინდები..
-კარგი..
........................................................................................
-რას აპირებ?-იკითხა სანდრიკამ.
-რაზე?-მეასე ღერს გაუკიდა ირაკლიმ.
-ხვალ ააქვსო ფრენაო ლილიმ.
-მკიდ*ა!
-რა გ*იდია ბიჭო ბავშობიდან გიყვარს..
-წავიდა და ვსო რა.. ვერ დაინახე თბილისში გაიქცა რო არ მენახა..
-რაკლი არ იქცევი სწორად..
-ვსო-იყვირა აბაშიძემ- წავიდა გაიგე? თავზე გადამიარა და წავიდა, აი მანდ დამტავრდა და ვსო აღარ ვეხებით მაგ თემას..
....................................................................................................
ათი წელი, ათი წელი იყო გასული იმ ყველაფრიდან.. ათი წელიათვქლით არ უნახავს საქართველო... იქიდან ბავშვი წამოვიდა ახლა კი.. ახლა ახლა 28 წლის იყო, ირაკლი 30-ის .. რა აზრი აქვს ახლა მარიამი შემდგარი დიზაინერი იყო, ინტერიერის დიზაინერი და წარმატებულზე წარმატებულიც..
საქართველოსკენ მიმავალი ბილეთები შეათამაშა ხელში და ვისკი მოსვა ჭიქიდან...
..................................................................................................................................
-ბატონო ირაკლი-მორიდებით შეაღო კარები გამხდარმა გოგომ და შავ მაგიდასთან მჯდარ 30 წლის მამაკაცს მიუახლოვდა.
-რა იყო თეა?
-იმ სახელზე და გვარზე აქეთ მომავალი ბილეთი დაფიქსირდა ..
-დარწმუნებული ხარ?
-დიახ მარიამ რობაქიძე..
-როდისაა ფრენა?
-დღეს ღამის ოთხზე ..
-მადლობა თეა..
.................................................
დავბრუნდი, ის დაუმტავრებელი ისტორია მაპატიეთ თუ სურტვილი გექნებათ დავასრულებ <3



№1  offline წევრი natia-natia

Sainteresooo dzaann ramoxdeba shemdegshi. Male Dade ra

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია გაგრდზელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent