აბა,აბაა...(მეორე ნაწილი)
... მარიამის სახლსაც მიუახლოვდა.კარებთან მისულმა ზარი ორჯერ დარეკა და რომ არავინ გაუღო,იფიქრა ალბათ გადარბენა აქვთ და ყურადღებას არ აქეცევენო.მარიამთან უნდა დაერეკა როცა ყურთან სუნთქვა იგრძნო: -გასაღები მაქვს,მე შეგიყვან... ბოხ,მოგუდულ ხმაზე შეხტა,მოტრიალდა დაგაუაზრებლად და ერთი თავით მაღალ ბიჭს მუცელში მუხლი უთავაზა."ახლა მასუნთქე კისერში,მენთოლით პირაყროლებულო".მსახოიბობით მოკუნტულ ბიჭს,რომელიც ნარესგან შემდეგ შეტავას აღარ ელოდა,ხვეულ თმაში წვდა და როცა მის გაოცებულ და ამავდროულად ღიმილშეპარულ სახეს გადაეყარა,მაშინღა მიხვდა რომ დაქალს ძმას უკლავდა,იმ ძმას რომლის დაბრუნების გამოც ოჯახი ბედნიერებისგან დაყრუებულიყო. გოგო მხრებამდე ძლივს სწვდებოდა, მხრებით კი ნარეს მთლიანად ფარავდა,ხვეული თმა და ჩამოქნილი ღაწვები სახეს სიმეტრიულს ხდიდა, და თვალები...ხშირ წამწამებს ამოფარებული ყველაზე მუქი თვალები...რომელებიც ნარეს გულს უჩხვლეტდნენ და აწყნარებდნენ ხოლმე ამავდროულად. გაქრობა მოუნდა. იმ დროს კი როცა გონს მოეგო და ბიჭის ხვეული თმიდან,რომელსაც 2 წთ-ის წინ გაპუტვას უპირებდა,ხელი უნდა გაეთავისუფლებინა,იგრძნო რომ ცერა და არათითზე მორგებული ბეჭდები საგულდაგულოდ გახლართულიყვენ თმაში."აჰა დავაგვირგვინოთ ხო?! ის არ მეყოფა ახლა ჯუნგლებიდან გამოქცეულ ტარზანას ცოლად რომ მომნათლავს?!" ბიჭი მის სიმაღლეზე დახრილიყო და გოგოს სახის მიმიკებით ერთობოდა: -ნარე ,ან ჩემს თმას შენი წიწილას კლანჭებისგან დაიხსნი ,ან მომიწევს სახლში,ხელში აყვანილმა შეგიყვანო. ნარეს, მისი დამცინავი გამომეტყველება ისედაც ნერვებზე ეთამაშებოდა.ღრმად ჩაისუნთქა და ბრაზი ცინიკური ღიმილის უკან შეკუჭა: -მეგონა გაიზარდე,თურმე მხოლოდ ფიზიკურად. რაოოო ტვინი ჰანტელების წევით და სწორი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვებით არ იზრდებაა? რაც მოხდა შენი ბრალია,ხოდა შენთვითონვე გამითავისუფლე ხელი.რაც შეეხება ჩემს ხელში აყვანას,ამაზე არც კი იფიქრო თუ არგინდა ოჯახმა მკვდრად გამოგაცხადოს. ირაკლის გაეღიმა და თბილად უთხრა: -სულ არ შეცვლილხარ ალქაჯო. გოგოს,თმაში გაბურდულ თითებს ,ნაზად შეეხო,ესაყვრლებოდა ნარეს ბუზღუნი. ბიჭის საქციელზე ნარას გაცრა და საკუთართავს გაუბრაზდა"რა ვნებათა ღელვა მოგაწვა გოგო.თან ვის გამო?სირცხვილი ნარა." მისი რეაქციებით გახალისებულმა გიორგიმ კი ნელ-ნელა გასწორება დაიწყო.ნარეს გაკვირვებით და ბრაზით აქაჩული წარბი არ შეიმჩნია და ბოლომდე გაიმართა.გოგო მთლიანად აეკრა სხეულზე.ფეხის წვერებზე შემდგარს ,ტერფები ეტკინა"რა იყო სასუქს უყრიდნენ?!" ირაკლის ასე მყოფი შეეცოდა, წელზე ხელი მოხვია და ქარიშხალისთვის მოემზადა. -აბა,აბა,აბაა-ექიმის ინტონაციით წარმოთქვა ნარემ-როგორ გათამამებულა პატარა იკაკუნია,გამოტყდი ახლა,რაც წახვედი რამდენ გოგოსთან ცადე ბედი?10-15?თუ ამ საკითხშიც რეკორდების მოხსნდა უფრო გიზიდავს, მოჭიდავე კაცს? ან ტორს მომაშორებ,ანდაც იმავე მუხლით,რომლითაც დარწმუნებული ვარ დიაფრაგმის და კუჭის ფორმა შეგეცვალა, უშვილოს დაგტოვებ!მერე სტრესის გამო დალევას დაიწყებ,გალოთდები,ღვიძლი მოგეშლება,კარიერაც მიყვება ზედ და საბოლოოდ სულს განუტევებ. თავის ნათქვამზე კისკისებდა და თან ძლივსძლივობით ამბობდა: -ფაქტობრივარდ...შემიძლია...ერთი დარტყმით...მტანჯველი სიკვდილი გაგემო. ირაკლის,მისი კისკისის გამო ღიმილი არ შორდებოდა.ცალი ხელით ნარეს თითები გაათავისუფლა.და როცა გოგონამ წელზე ერთი ხელის მაგივრად,მეორეც იგრძნო შემბრალებლური ღიმილით უთხრა: -გათამამებასთან ერთად უფრო მამაციც გამხდარხარ. ძლიერი,მკვრივი მკლავებისგან,რომლებიც წელზე სულისშემხუთავად ეხვეოდნენ ,თავის დაღწევა ცადა, მაგარამ თავისას რომ ვერ გახდა,წარბები შეკრა და უკვე დასერიოზულებულმა ირაკლის ,ჭინკებაცეკვებულ თალებში ჯიქურად მიაშტერდა. -გ ა მ ი შ ვ ი!-გამოკევეთილად უთხრა. ბიჭს გაეღიმა და უფრო ახლოს მიიზიდა სახეალეწილი გოგო -დაბნეული ალქაჯი არასდროს მინახავს-სითბოჩაღვრილი,ბოხი ხმით უჩურჩულა და ოდნავ გაეხახუნა მისი ბაგეები ნარეს ყურთან.მშვილდივით მოიმართა ნარე,თითქოს კისერი გაუშეშდა,გულის გაძლიერებული ცემა ყელში იგრძნო,ბიჭის დაკუნთულ მკერდზე ,მომუშტული ხელების მოძრაობაც აღარ შეეძლო.თვალები რომ აუცრემლიანდა,ბიჭს სახე ეცვალა და ხელები შესამჩნევად მოუშვა -ნარე,კარგად ხარ?-მზრუნველ ხმაში ნერვიულობა გაუკრთა ნარემაც დრო იხელთა,იარკლის დაუსხლტა და დემონური,თვითკმაყოფილი ღიმილითა და თმების შრიალით(რომლის დროსაც თმას ხელი,მკლავისამოგდებამდე გაჰკრა) უთხრა -შესანიშნავად! მარიამთან ტელეფონზე საუბრისას,ირაკლის პირდაღებულ სახეს არ იმჩნევდა,ფრჩხილებსა და კედებს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა თითქოს აინტერესებდა,არადა შინაგანად (ანუ ნარეს შინაგანი დემონი)ბიჭის გამომეტყველებაზე ხოხვამდე იცინოდა,მაგრამ როგორც ყოველთვის ამას,დიდი პროფესიონალიზმით ნარეს ნიღაბქვეშ კუჭავდა. როცა საუბარს მორჩა ირაკლისკენ შეტრიალდა ,კმაყოფილი ღიმილით უკვე აწეულ ნიკაპზე თითები აკრა ,თვალი ჩაუკრა და საკეტის ჩხაკუნზე კარის წინ აისვეტა,ისე თითქოს მას ელოდებოდა მთელი ყიფიანების ოჯახი. ______________________________ სალმებიი:) ესეც მეორე ნაწილი. მოიწონეთ,თუ წაკითხული გასიამოვნებთ,რათქმაუნდა ეს გამაგებინებს ღირს გაგრძელებად თუ არა... დახვეწაზე ვმუშაობ:):):) მადლობა ვინც კითხულობთ:) სურათი...სურათს დიდი ხანი ვეძებდი და აუცილებელი რომ არ იყოს არც დავამატებდი... თქვენს ფანტაზიას უფრო ვენდობიი:):) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.