შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი შანსი (თავი 9)


27-06-2022, 00:03
ავტორი sabrina
ნანახია 14 374

თავი 9




მთელი დღე ტირილში გავატარე, ვერ გავიგე ესე უცებ რა უნდა მომხდარიყო.ისე ვიყავი მის გრძნობებში დარწმუნებული როგორც საკუთარში.ერთადერთი რამ მაინტერესებდა რა მოხდა? ეს ყველაფერი რას ნიშნავდა? საღამომდე ველოდე , მერე კი თავი ხელში ავიყვანე, მანქანას ნავიგატორი ჩავურთე და თბილისში წამოვედი. გუშინ რომ ეკითხა ვინმეს ჩემთვის თუ წავიდოდი მანქანით ამხელა გზაზე დაუფიქრებლად ვეტყოდი არას , მაგრამ ეხლა ჩემთვის ერთადერთი მიზანი იყო მისთვის თვალებში ჩამეხედა და პასუხებუ მიმეღო ჩემს კითხვებზე.ჩემს ხელზე ჯერ კიდევ ბრწყინავდა ნიშნობის ბეჭედი.რაღაც მომენტში ისიც დავუშვი რომ ხუმრობდა.სახლში წასვლას არ ვაპირებდი , მინდოდა ჯერ პასუხი გაეცა ჩემთვის , ამიტომ მის სახლში მივედი .კარი დაცვის წევრმა გამიღო
- მე დემეტრესთან ვარ!სახლშია?
- დიახ ქალბატონო, მაგრამ მგონი დღეს არ ღირს მისი ნახვა.
- მელოდება!- პირველი რაც მოვიფიქრე ის ვუთხარი, მანაც აღარ შემაყოვნა.სახლის კარები ღია დამხვდა ამიტომ მიპატიჟების გარეშე შევაღე, იქ კი იგივე სიტუაცია იყო რაც ციხისძირში.ნამსხვრევები იატაკზე იყო მიმოფანტული თვითონ კი სავარძელში ვისკის ბოთლით იჯდა და ისეთი ყინულივით ცივი თვალებით მიყურებდა, მივხვდი ხუმრობა ნამდვილად არ იყო.
- რატომ მოხვედი?!
- მგონია რომ სალაპარაკო გვაქვს.
- კითხვა ხომ იცი? მგონი გასაგებად გითხარი- ფეხზე ძლივს წამოდგა- მოგწერე მაგრამ რაღაც მაინც ვერ გაიგე.
- პასუხები მჭირდება- ფეხზე ძლივს ვიდექი, მთელი სხეული მიკანკალებდა.
-პასუხები, იცი რამდენ კითხვაზე მჭირდება პასუხი? მე ვინ გამცემს ამ დედამ** ულ პასუხებს- ისე უცებ აღრიალდა ვერ მივხვდი რა დაემართა- მე შენ გითხარი, ერთად ვეღარ ვიქნებით.
- რატომ?
- რატომ, რატომ …იმიტომ რომ ესე მინდა
- ანუ გამომიყენე!შენ მე არ გიყვარვარ!- ცოტა ხანს მიყურა
- წადი სოფი , წადი და აღარ გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში.
- კარგი- მეტი უკვე აღარ შემეძლო, მერე ბეჭედი მოვიხსენი - ეს ბეჭედი..
-შეგიძლია დაიტოვო- ხმა გატეხილმა მითხრა.
- არ მჭირდება- ჩამეცინა- შენგან არაფერი მჭირდება - მაგიდაზე დავუდე ბეჭედიც და მანქანის გასაღებიც.უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე - მშვიდობით ბატონო დემეტრე- უკან დივანზე დაჯდა , ქვევიდან ამომხედა და განაგრძო ვისკის დალევა.მეც შემოვტრიალდი კარები გამოვიხურე და ისეთი ხმით შეასკდა რაღაც კარებს მივხვდი ვისკის ბოთლი იყო.
შეიძლება პატარა ვიყავი ,მაგრამ უმიზეზოდ რომ არაფერი ხდებოდა ზუსტად ვიცოდი. ამ შემთხვევაში კი მიზეზს უკვე მნიშვნელობაც არ ჰქონდა, მან მე მიმატოვა.
მთელი თვე ვცდილობდი ძალები აღმედგინა ისე მაინც , რომ ფეხზე დავმდგარიყავი.ლენაც მთელი ეს დრო რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა რომ დამხმარებოდა.არც ჭამა მინდოდა არც ფეხზე ადგომა. ან რისთვის უნდა ავმდგარიყავი, არსად მელოდნენ .უსამსახუროდ დარჩენილი მიტოვებული ქალი ვიყავი.მეც კი,ადამიანს რომელსაც ამდენი განსაცდელი მქონდა გადატანილი ამ სტატუსს ვერ გავუძელი.
- ეხლავე ადექი- ერთ დღესაც გიჟივით შემოვარდა ოთახში ლენა- აღარ შემიძლია შენი ესე ყურება.
- რა გავაკეთო , საქმე მაინც არ მაქვს.
- გაქვს , დათომ მე მჭირდება ეკონომისტიო
- და როგორ ფიქრობ მის ფირმაში ვიმუშავებ? როგორ წარმოგიდგენია ჩემი იქ მუშაობა? სისტემატიურად მომიწევს დემეტრესთან შეხვედრა. არა , არ მინდა!
- არ მოგიწევს!-თავი გააქნია- წავიდა შენი დემეტრე.
- რას ნიშნავს წავიდა!სად წავიდა?
- მაგდენი არ ვიცი. არ მინდოდა მეთქვა მაგრამ…. ერთი კვირის წინ დათას ჩააბარა თავისი წილი და სანამ ჩამოვა ხელმძღვანელი დათა იქნება .- საწოლზე ჩამოჯდა- მისმინე სოფი, უნდა ადგე. ის ცხოვრებას აგრძელებს .. ხომ იცი რომ ერთადერთი არ ხარ ვისაც არ გაუმართლა .
- მე დრო მჭირდება
- მთელი თვე გქონდა, დროა ადგე და დაამტკიცო რომ ძლიერი ხარ- მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
ალბათ რა საწყალი ვარ, როდის გავხდი ესეთი.სულ ვბრძოლობდი , ეხლა რა დამემართა?! ერთმა კაცმა როგორ უნდა მომერიოს?! ფეხზე ავდექი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.
- მშია- ლენას გავხედე- რამე გვაქვს?
- თევზი, შენ რომ გიყვარს ისეა შეკმაზული-სახე გაბადრულმა მითხრა.
- კარგია- მაცივრისკენ წავედი- მგონი გაფუჭებულია ლენა- პირველივე ლუკმაზე დავიჭყანე.
- ეხლა ვჭამე მეც რავიცი .მე ვერაფერი ვიგრძენი- მხრები აიჩეჩა .მეორე ლუკმაზე უკვე აბაზანაში ძლივს შევასწარი.
- გადი გთხოვ - ხელით ვანიშნე ლენას.
- ადე დამეყრდენი - ფეხზე ადგომაში დამეხმარა- კუჭი საჭმელს ვეღარ იტანს ხო ხედავ? - დედასავით გამიბრაზდა.
- ლენა კარებზე არიან გახედე- კარებზე გაუჩერებლად აკაკუნებდნენ- მე კარგად ვარ.
- დარწმუნებული ხარ?- თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- დათა იქნება , გავუღებ და მოვალ.
- არ გინდა.მოვწესრიგდები და მე თვითონ გამოვალ.
- სახეზე ფერი არ გადევს.
- ნუ გეშინია, მიდი გაუღე- ლენას ხმას დათოს როხროხიც მოჰყვა
- როგორაა ჩემი ქალბატონი?- შემოსვლისთანავე ტუჩებში ეცა.
- კარგად - დამორცხვილმა ახედა
- მიყვარს რომ წითლდები,ანიმაციებში რომ წითელლოყება ბავშვები არიან იმათ ემსგავსები- სიცილი აუტყდა
- მორჩი ჩემს დაცინვას- ფეხები დააბაკუნა.
- სოფი როგორაა?- ოთახისკენ ანიშნა.
- აბაზანაშია, მგონი რაღაცამ აწყინა გამოვა მალე.ყავა გინდა? - წინ წასულმა მიაძახა
- სოდიანს თუ არ დამალევინებ მინდა- უკან მიყვა ბატონიც.
- ოო , კარგი რა ერთხელ შემეშალა, შაქრის პუდრა მეგონა. რამდენ ხანს უნდა მეძახო ეხლა.
- ნუ იბუტები ცხოვრება- უკნიდან აეკრო და თავი ყელში ჩაუდო- ვგიჟდები შენს სუნზე
- რისი სუნი მაქვს?- გამომცდელი სახით შეხედა.
- ქოქოსის - არც უფიქრია ისე უპასუხა.
- გინდა დუშგელი გაჩუქოო?- დაეჭყანა.
- მინდა შენი თავი მაჩუქო- ლენამ ხმა რომ არ გასცა მერე გააგრძელა- ოღონდ ეხლა ისევ არ დამუნჯდე- სიცილით უთხრა და კიდეც მიიღო ლენასგან ბწკენა.
- კარგი რა ლენ, მოკლესახელოიანს ვეღარ ვიცმევ. სულ დალურჯებული ვარ.
- ესე გააგრძელე და სახეზეც გადმოვალ- ამაყად ასწია თავი.
- ვა სოფი?! როგორ ხარ ეეეე-აბაზანიდან გამოსულსოფის გადაეხვია.
- კარგად. შენ რას შვები? ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
- გითხრა ლენამ? - სახეზე ფერები რომ გადაუვიდა მერე დაამატა- სამუშაოს თაობაზე თუ გითხრა?
- კი , მადლობა მაგრამ ხომ იცი არ შემიძლია.
- დემე წავიდა და სავარაუდოდ სამუდამოდ სოფი- უცებ დასერიოზულდა-ჩემს ოფისში იმუშავე, მის ოფისთან და თანამშრომლებთან შეხვედრაც კი არ მოგიწევს.
- არ ვიცი დათა , მოვიფიქრებ-ბარის მაგიდასთან დაჯდა.
- დროზე თორემ სხვას ავიყვან- სცადა ხასიათზე მოეყვანა.
დათა საღამომდე დარჩა და თავის ხასიათით მართლაც მოიყვანა ცოტა ხასიათზე.მერე კომედია ჩართეს და სამივემ ბატიბუტით ხელში დიდხანს იცინეს.რამდენიმე დღეში სოფიც დათანხმდა წინადადებას და დაწყო მასთან მუშაობა.
ყველაფერი ლაგდებოდა, ყოველ შემთხვევისთვის მუშაობაში მთლიანად ვიყავი ჩაფლული და დღის განმავლობაში ფიქრისთვის დრო აღარ მრჩებოდა, ღამე კი ჯოჯოხეთურად იწელებოდა.ყველაფრის მიუხედავად მაინც უზომოდ მენატრებოდა, ვიხსენებდი მის შეხებას , ჩვენს საუბრებს .ვცდილობდი ყველა დეტალი გამეხსენებინა და პასუხებისთვის მიმეგნო.მერე კი ტირილში ვიძინებდი.ეს მანამდე ხდებოფდა სანამ ერთ დღესაც შეხვედრაზე, უცხოელი პარტნიორებისთვის ჩვენი პროექტის წარდგენისას ყველაფერი არ გაშავდა და გონება არ დავკარგე .გონზე მოსვლისას წამლების საზიზღარ სუნს ვგრძნობდი.
- რამე ხომ არ დაურტყია- უკვე მერამდენედ ეკითხებოდა ლენა დათოს.
- კარგი რა ლენ, ხომ გითხარი გვერდით მედგა და დაჭერა მოვასწარითქო.შენ ის მითხარი ექიმმა ანალიზების პასუხები როდის იქნებაო?
- ერთ საათში.ჩემი საბრალო გადაიღალა- სოფის ხელი ხელში დაიჭირა- რატომ არ იღვიძებს?
- დამამშვიდებლები გაუკეთეს ამბათ !-თავის მოსაზრება დააფიქსირა დათამაც .
სოფოს თვალების გახელისას პირველი თვალში ლენა მოხვდა და გაკვირვებულმა შეხედა.
- რა დამემართა- ჩახლეჩილი ხმით იკითხა
- გონება დაკარგე, ხომ გეუბნები წესიერად ჭამე ნუ იკიკნებ ჩიტივითთქო- შვილივით დატუქსა ლენამ
- გპირდები ბევრს შევჭამ- სცადა გაეღიმა.
- ბევრის ჭამა კი მოგიწევთ- საუბარს იმ წუთას შემოსული ექიმიც შეუერთდა- თავს როგორ გრძნობს ჩვენი ლამაზი პაციენტი?
- კარგად ექიმო.რამე მჭირს?
- ანემია გაქვთ! - ლენამ გამარჯვებულის სახით გახედა, ხომ გეუბნებოდიო- თქვენს მდგომარეობაში კი ეს არამც თუ სასურველი არ არის არამედ საშიშია.მე ვერაფერს გიქრჩევთ იმის გარდა რომ თქვენს გინეკოლოგს უთხრათ .
- ვერ გავიგე?- დაბნეული კითხა სოფიმ- გინეკოლოგი რა შუაშია?
- თქვენ რა არ იცით ?
- რა უნდა იცოდეს ექიმო?- ლენაც ჩაერთო საუბარში.
- ორსულად რომ არის! - სოფის დაბნეულ სახეს რომ შეხედა მერე დაამატა- იცით ჩვენც გვყავს საავადმყოფოში გინეკოლოგი.მე ეხლა ვეტყვი ექთანს და თუ თავისუფალია ჩაგიყვანთ.
სოფო ისე უსმენდა ვითომ სხვაზე ყოფილიყო საუბარი. ექიმის გასვლის შემდეგ ვერც ერთი ვერ იღებდა ხმას.
- სოფ!ხომ იცი, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ შენს გვერდით ვართ- პირველი მაინც ლენამ შეძლო ხმის ამოღება და მეგობარს ჩაეხუტა.
- აბა რა აქ არ ვართ?!- დაეთანხმა დათაც- ნათლია მე ვიქნები დაგასწარი !- ლენას ენა გამოუყო
- რა? -იმ წუთში წამოფრინდა ლენა- საიდან მოიტანე?
- მე სოფის მეგობარი ვარ , სრული უფლება მაქვს!-გაიჯგიმა ბიჭი.
- კარგი, ორივე ვიყოთ- ლენამ გამარჯვებულის ღიმილით შეხედა დათას. ზუსტად იცოდა რომ ის ამას არასდროს დაუშვებდა- ან მე ვიქნები ან ორივე.
- ოხ ლენა - თვალები მოჭუტა- კარგი, სამაგიეროდ შენი შვილის მამა მაინც მე ვიქნები.- ტუჩი ჩატეხა და ლენაც დაამუნჯა.
სოფის თითქმის არაფერი ესმოდა.ერთადერთი რასაც ახერხებდა საბნის ქვეშ მუცელზე ხელები დაეწყო და რიტმულად ეფერებოდა ჯერ არ დაბადებულ მისი და დემეტრეს შვილს.მერე გაახსენდა რომ დამამშვიდებლებს სვავდა და ისე უცებ წამოხტა ლოგინიდან მოკინკლავე წყვილმა თვალებდაქაჩული შეხედეს.
- რა მოხდა სოფი?
- დროზე ჩავიდეთ რა გინეკოლოგთან- შეევედრა ლენას.
- არა თქვა რომ ბავშვის მოშორებას აპირებ!- შეშინებულმა კითხა.
- რა მოშორებას ლენა, გადაირიე?
- აბა რა გიჟივით წამოფრინდი, გული გაგვიხეთქე!- თვალები დაუქაჩა.
- ლენა მთელი თვე დამამაშვიდებლებს ვსვავდი, ბავშვს რამე ხომ არ დაემართებოდა?!- მუდარის სახით გახედა.
- კარგი რა , ბალახეული იყო რა უნდა დამართვნოდა?! - ამ საუბარში იყვნენ ექთანმა რომ მოაკითხა და გინეკოლოგთან წაიყვანა.მარტოდ დარჩენილი ლენა კი დათას მიუბრუნდა.
- მითხარი რომ იცი სად არის მამამისი!- დემეტრეზე დაიწყო ინფორმაციის გამოძალვა
- წარმოდგენაც არ მაქვს!- საწოლზე ჩამოჯდა და ლენაც თან გაიყოლა- მეც ვეძებდი, მის დასთანაც დავრეკე და მანაც არ იცის.
- ესე როგორ წავიდა რომ არავისთვის არაფერი უთქვამს.
- არვიცი, ისიც ვერ გავიგე რატომ დაშორდნენ.იძახდა ცხოვრების ხალისი დამიბრუნაო, ბედნიერი იყო.რა მოხდა მერე არ ვიცი.რომ ვკითხე მითხრა ჩემს საქმეში ნუ ერევიო.
- შენ რომ ეგრე მომქცეოდი…
- რეებს ამბობ ლენ? - გაბრაზებულმა გახედა- საიდან მოიტანე რომ ოდესმე მიგატოვებ?
- რა ვიცი, მე იმასაც ვერ წარმოვიდგენდი რომ დემეტრე ესე გაქრებოდა.- მხარზე ჩამოსდი თავი.
- დემეტრეს ბავშვობიდან ვიცნობ.არაკაცურად არასდროს არავის მოქცევია, მითუმეტეს საყვარელ ქალს ესე არ მოექცეოდა .რაღაც მოხდა!
- ხო მაგრამ რა- მიეხუტა ლენა.
- არვიცი ლენ , მაგრამ მე არ მიგატოვებ. ეს თავშიც კი არ გაივლო- თავი ხელებით დაუჭირა- მარტო კი არ მიყვარხარ , შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ.უშენოდ სულს დავკარგავ, ჩემი ხომ გჯერა?-აწითლებულმა თავი დაუქნია, დათამაც მომენტი არ გაუშვა და ტუჩებზე დაეწაფა.
სოფიმ კი ამ დროს პირველად იხილა თავის ნაყოფი, პირველად მოისმინა მისი გულის ცემა და პირველად იგრძნო რას ნიშნავს გიყვარდეს საკუთარ თავზე მეტად.

ამ დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თვეები გადიოდა სოფო კი იბერებოდა.აპრილის თხუთმეტში კი დაიბადა პატარა ფერია მია, რომელიც რაც უფრო იზრდებოდა მით უფრო ემსგავსებოდა მამას. ამ დროის განმავლობაში დათა და ლენაც დაოჯახდნენ. სოფი კი თავის ფერიასთან ერთად მარტო ცხოვრობდა.ლენას და დათის შვილი მწვანეთვალება თოჯინას გავდა.თომამშვიდი და ულამაზესი ბავშვი იყო. ჯერ ისეთი ციცქნაა და ყველა უკვე მას ევლება თავს.მიაც ყოველ დღე მიდის, ნახულობს და როგორც პატარა ძმას ბაღში ნასწავლ ყველა ზღაპარს უყვება.ისიც თითქოს ესმისო დაჭყეტილი თვალებით უსმენს.დათა? დათა ამ ორ პატარას შორის განსხვავებას ვერ ხედავს, ორივე შვილივით უყვარს და თომა რომ დაიბადა იძახდა უკვე გამოცდილი მამა ვარო.მამობა უფრო უხაროდა თუ ლენას ცხრა თვიან კაპრიზებს რომ დააღწია თავი ეს იყო საკითხავი.თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა, დემეტრეს სახელიც უფრო და უფრო იშვიათად ისმოდა, მაგრამ თითქმის ხუთი წლის შემდეგ ისე უეცრად ჩამოვიდა როგორ უეცრადაც გაქრა მათი ცხოვრებიდან.რჩებოდა კითხვები და არ იყო პასუხები .






აწმყო
ისე დამათენდა ფიქრებში ვერც კი გავიგე. მზის პირველ სხივს აივანზე ყავით ხელში შევეგებე.ნეტა ოჯახი თუ შექმნა? სად იყო ამდენ ხანს? რას იტყვის რომ გაიგებს შვილის შესახებ ? ათასი კითხვა მიტრიალებდა და ვერ ვხვდებოდი რა იქნებოდა შემდეგ , თუმცა ჩვენი შეხვედრა რომ გარდაუვალი იქნებოდა ნამდვილად ვიცოდი.ფირმის გენერალური დირექტორის პოზიციას ვიკავებდი.ფირმის რომლის ორმოცდაათპრიცენტიანი წილი სწორედ დემეტრე თაბაგარს ეკუთვნოდა.მე კი ეს თანამდებობა ხუთ წლიანი შრომით მოვიპოვე და მის დაკარგვას არ ვაპირებდი.შხაპი მივიღე , მოვწესრიგდი და მიას გაღვიძების დროც დასდგა.
- მია, მიაააა- მიყვარს მის სუნი, პატარაობისას ყველა გრძნობს ბავშვის გასაგიჟებელს სუნს , თუმცა რომ იზრდებიან ასე მგონია მარტო დედებს რჩებათ მისი აღქმის უნარი- გაიღვიძე დედას ფერია.
- დე, დღეს თომას ხომ ვნახავთ?- პირველი კითხვა რა თქმა უნდა თომას ნახვაა ბოლო ერთი წელია.
- კი დედა , მე თუ ვერ შევძელი ლენა ნათლია გამოგვიყვანს .
- მართლა?- ტაში შემოჰკრა - მაშინ არ წავალ ბაღში!- ესღა მაკლდა
- მია დედას რომ სამუშაო აქვს დაგავიწყდა?
- მე უკვე დიდი გოგო ვარ! მარტო დავრჩები და დაველოდები თომას.- დოინჯი შემოირტყა
- მაშინ ვეტყვი ლენას აღარ მოიყვანოს!-არც მე ჩამოვრჩი სიჯიუტეში.
- კარგი ხო- ბუზღუნით შევიდა აბაზანაში.მალევე გამზადებულმა დედა- შვილმა სახლი დატოვეს.მიას ბაღში დატოვების შემდეგ კი ოფისს მიაშურა.გარეგნულად არ ეტყობოდა ნერვიულობა, თუმცა გულის ხმა ყურებში ესმოდა.ცხოვრებამ ისეთი გაკვეთილი ჩაუტრა, ხუთი წლის წინანდელი ბავშური სოფის სახე ამაყი , უკვე ზრდასრული ქალის სახით ჩაანაცვლა.მიუხედავად იმისა რომ იცოდა დემეტრე ამ ოფისში არ იქნებოდა , როგორც პარტნიორის ხშირ სტუმრობას არ გამორიცხავდა.ამიტომ მისი თვალები ინსტიქტურად ყველგან მას ეძებდნენ.
- გამარჯობა ქალბატონო სოფიო- მიესალმა მისი მდივანი.
- გამარჯობა ელენე, დღის განრიგი და ყავა თუ შეიძლება- დაუბარა მდივანს და თავისი კაბინეტის კარი შეაღო.
ღამე ნათევს თავისივე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა აწუხებდა, ეხლა მართლა ნატრობდა იმ ახალი კურსდამთავრებლი გოგოსავით კეტებით ევლო.
მდივანმა ყავა შემოუტანა და დათოსგან დანაბარები გადასცა კაბინეტში გელოდებაო.სოფიც ყავით ხელში შეკაკუნდა ფირმის მმართველის კაბინეტში.
- გისმენთ ბატონო დავით!- მხიარულად შეაღო კაბინეტის კარი.
- მოდი სოფი, აუ ყავა მეც მინდოდა- იქვე ტელეფონს დასწვდა და თავის მდივანს ყავა შეუკვეთა.
- აბა რა ხდება? - თითქოს ვერ ხვდებოდა
- იცი რაც!- გამჭოლი მზერით გახედა- მისმინე სოფი ხომ იცი რომ ფირმის მეწილეა და მასთან შეხვედრები გარდაუვალი იქნება.
- ვიცი დათა- ამოიდუდღუნა.
- მე ყველანაირად ვეცდები აგარიდო , თუმცა მგონია ამდენი წლის შემდეგ დროა დაილაპარაკოთ.მითუმეტეს რომ მიაც … ხომ ხვდები.
- მთელი ღამე გავათენე, მაგრამ რა როგორ იქნება არ ვიცი.ისიც კი არ ვიცი როგორი გახდა.
- თითქმის არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი უჟმურია- გაეცინა- უბრალოდ თმაში ჭაღარა აქვს გარეული- სიცილი აუტყდა.
- არ უთქვამს სად იყო? - ყურადღება არ გაამახვილა მის დახასიათებაზე.
- არა, არც გვქონდა მაგდენი დრო- მერე ჩაფიქრდა- მარტო ის ვიცი რომ სამუდამოდ დაბრუნდა.
დიდხანს აღარ დარჩენილა სოფიც , მალევე თავის ოთახში დაბრუნდა.საქმე იმდენი ჰქონდა ბაღში მისასვლელი დროც კი აღარ დარჩა .შეხვედრა გვიან გადაუტანეს და ლენას სთხოვა თავისთან წაეყვანა.ლენამ მანქანით გააკითხა და პატარა მიაც თომას ნახვით გახარებული საერთოდ არ ბრაზობდა დედაზე .გვიან კი სოფიმაც ლენასთან გააჩერა კუთვნილი ავტომობილი.
- როგორც იქნა- კარების გაღებისთანავე მიეგება ლენა
- სად ხარ აქამდე
- რა სახე გაქვს? მიამ ხომ არ გაგაბრაზა?
- მია რა შუაშია, საჭმელი ორჯერ გავაცხელე , არც შენ ჩანდი და არც დათა.მთელი დღე ვამზადებდი- ოჯახის შექმნის შემდეგ კულინარიამ გაიტაცა და დეგუსტატორებად სოფი და დათა ჰყავდა.
- მითხარი რომ სალათა არაა?! მგელივით მშია- სამზარეულოსკენ მიმავალს უკან გაჰყვა სოფიც- ბავშვები სად არიან?
- ეზოში არიან, სითბოა და იყვნენ აქედან ვუყურებ- სამზარეულოს კარების წინ მოწყობილ პატარა ეზოზე ანიშნა.
სოფიც ბავშვებთან გავიდა, მალე დათაც შეუერთდათ ერთად ივახშმეს.ბავშვები დათას მიაბარეს და ეზოში საჭორაოდ გავიდნენ.
-სახეზე გეტყობა გუშინდელი ღამე როგორც გაატარე- ხელით სახეზე ანიშნა ლენამ
- შენ რომ ყოფილიყავი არ გაათენებდი?!
- მე გუშინვე მივუარდებოდი სახლში- სიცილი აუტყდა ლენას- არ მინდა შეგაშინო მაგრამ ისეთი სიმპატიურია…
- რისი თქმა გინდა . მე მჯობია- თვალები დააჭყიტა .
- არა რა თქმა უნდა ! ჩემი დაცემა ქალი ხარ ხომ იცი?!- კატასავით მიეხუტა.
- ეხლა ბარემ დაიკრუტუნე და ეგაა… ფისო ხარ ლენ- გადაიკისკისა სოფიმაც.
- უმადური - გაბრაზებული სახით მიუტრიალდა.
- აუ შენთვის ახალი ამბავი მაქვს- ხელები გაუსვა ერთმანეთს- თუ გამოიცნობ ?!
- მინიშნება?-კითხვისნიშნიანი თვალებით შეხედა.
- როკერა- უცებ ისეთი ხარხარი მორთეს ორ ხმაში დათა ოთახიდან გამოვარდა.
- გაგიჟდით?! ძლივს დავაძინე ბავშვები.
- ჩუმად ვართ- ხელით ელვის შეკვრის იმიტაცია გააკეთა ლენამ- მეც ბავშვებთან დავწვე თუ ჩემს ცოლთან ვწვები ამაღამ.მიჩვეული იყო, სოფი როცა რჩებოდა დაქალები მთელი ღამე ჭორაობდნენ და დათა თომას ოთახში გასაშლელ დივანზე იძინებდა.განა იმიტომ რომ სხვა საძინებელი არ იყო ან სხვაგან დაძინება არ შეეძლო , უბრალოდ ერთ ოჯახად იქცნენ და კვირაში ერთი დღე მია სოფოსთან ერთად იქ რჩებოდა ხოლმე, ამიტომ თომას ოთახში მიასთვისაც იყო პრინცესული საწოლი დადგმული.
- არა , ამაღამ სახლში უნდა დავბრუნდე.
- მია მაინც დატოვე , ცოდოა გასაღვიძებლად, თან იცი რა საყვარლად სძინავს?- ისე თბილად უთხრა სოფის გაეცინა.
- კარგი ოღონდ , ამ კვირაში მეტჯერ აღარ დაგიტოვებთ.
-მიზანი მიღწეულია- თვალი ჩაუკრა ლენამ დათას- გვაცადე ქმარო ეხლა ჭორაობა.
- ნეტა გამაგებინა რა გაქვთ ამდენი საჭორაო- თვალები აატრიალა, ღმერთს გაძლება მომეციო შესთხოვა და გადაბჟირებული დაქალები ერთად დატოვა.
- რაო როკერაზე რას ამბობდი?
- რა და ცოლი მოიყვანა.
- დაგვიკაცდა ბიჭი!- თავი გააქნია ლენამ.
- მოიცა გითხრა, მაგის ცოლი როკს ვერ იტანს და თავის დანადგარები გარაჟში ჩაატანინა.
- ვაიმე- უკვე სულს ვერ ითქვამდა- რა გინდა დაგისვენია და ეგაა.
- კი როგორ არა! ერთი კვირაა მაგის ცოლის კვნესა იკლებს სამეზობლოს- თვითონაც გაეცინა- კიდევ კარგი მია ადრე იძინებს.
- ვაიმე საწყალო- საცოდავი სახით შეხედა სოფის.
- მე რა შუაში ვარ?
- ხუთი წელია კაცის ალერსი არ გღირსებია კიდე ეგ გინდოდა?
- შენ მაინც არ იცოდე, რომ მინდოდეს დღესვე დავთანხმდებოდი საბას- ცხვირი ასწია ამაყად
- ისე რას ერჩი, ერთი წელია კაცმარა აღარ გააკეთა შენი გულის მოსაგებად .
- არ მიზიდავს და რა ვქნა.
- აცადე? ახლოს არ იკარებ და რა იცი გიზიდავს თუ გადნობს?
- ოოო, რა დროს საბაა?
- აბა როდისაა დრო? მშვენიერი ბიჭია, სასტუმროებშიც უფასოდ დავისვენებთ.
- სასტუმროში რომ დაისვენო მაგიტომ მიმეტებ?- გაოცებულუ სახით შეხედა
- რას სჭირს იმ ბიჭს შენი დასაწუნი?! მთელი ფირმის გოგოები დებილდებიან მაგის დანახვაზე.
- არ მომწონს და რა ვქნა, არ მიყვარს ეგეთი ტიპები.
- ვუბნც მოგწონდა ხომ რას ამბობ!ხო მართლა, რას ფიქრობ დემეტრეზე?
- რა უნდა ვიფიქრო?! ხუთი წლის წინ დავვმთავრდით ჩვენ ლენა.უკან დაბრუნებას არ ვაპირებ.
- იქნებ რას ამბობს?
- პასუხები როცა მაინტერესებდა მაშინ გაქრა, ახლა აღარ მაინტერესებს.ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს.
ცოტა ხანს კიდე დარჩა და მერე სახლში დაბრუნდა.
ერთმა კვირამ მშვიდად განვლო.სოფიც გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებდა ნბავშვუს გამოყვანას, ამიტომ მისი ბაღიდან წამოყვანა დათას დაევალა.ოფისში ყველა იცნობდა ლამაზ ხუჭუჭა მიას , საბავშვო კუთხეც მის გამო ჰქონდა დათას მოწყობილი.მორიგი ბაღიდან გამოყვანისას , როგორც ყოველთვის ჯერ მარკეტს მიაკითხეს ტკბილეულობისთვის მერე კი ოფისისკენ აიღეს გეზი.უკვე ლიფტთან იყვნენ მისულები მის კარებში დემეტრე რომ გამოჩნდა.
- დათა !შენთან ვიყავი და მითხრეს ბაღში წავიდაო.
- ხოოო- სიტყვა გაწელა სიტუაციით დაბნეულმა.
- წამო ამოვალ ისევ საქმე მაქვს- საბუთების ფაილი დაანახა- ახალი პროექტია.ვფიქრობ რომ გაამართლებს- ლიფტში შევიდნენ.მიას ცალ ხელში შოკოლადების პარკი ეჭირა და ცალით დათაზე იყო ჩაბღაუჭებული.
- მეგონა ერთი გყავდა- ბავშვზე ანიშნა- რა გქვია პატარა ქალბატონო?
- მია- დამორცხვილმა უპასუხა.
- შოკოლადები გიყვარს?-შოკოლადების შეკვრაზე მიანიშნა.
- კი , შენც გიყვარს- ისეთი გაბრწყინებული თვალებით შეხედა დემეტრემაც ინსტიქტურად დაუქნია თავი- აი ერთს მოგცემ.მივცეთ ხომ ერთი? - მამა შვილის საუბრით გაქვავებულ დათას გახედა.
- მივცეთ-თავი დაუქნია დათამაც, რომელსაც ერთი სული ჰქონდა ლიფტის კარები დროზე გაღებულიყო.
- აი გამომართვი, ეს ყვეეელაზეეე გემრიელია- სიტყვა გაწელა და დემეტრესაც გულიანად გაეცინა.
ამ დროს ლიფტის კარიც გაიღო და და დათაც დემეტრეს მიუტრიალდა
- კაბინეტში შედი , მიას დავტოვებ და მეც მოვალ- დემეტრეც კარებთან იყო უკვე მისული სოფის ხმამ რომ გააქვავა
- მოხვედი დე- მოეხვია თავის პატარას- შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა დათას გაუღიმა- დათამ თვალით თავის კაბინეტისკენ ანიშნა სადც გაქვავებული დემეტრე ჯერ კიდევ ზურგით იდგა , თუმცა მალევე შემოტრიალდა.სოფის და დათას სხეზე ფერი აღარ ედოთ.სამაგიეროდ მია ენას არ აჩუმებდა და დედას გამალებით უხსნიდა როგორ კარგად იქცეოდა დღეს ბაღში.



№1  offline წევრი natikoo

აუუუ სად გაჩერდიიი ეს რა გვიქენი :D ახალ თავს როდის დადებ??

 


№2  offline წევრი ლელა1313

აუ მალე დადე რა heart_eyes

 


№3 სტუმარი ნი-კე

აუჰჰჰ ეს რა დროს გაწყვიტე?!შენი ოთხი ანგელოზი ღმერთმა გაგიზარდოს,მაგრამ ჩემი ორიც შეიცოდე მალე თუ არ დადებ ცნობის მოყვარეობა მომკლოვსjoyjoy

 


№4  offline წევრი OKI ME

აუუუუ, მითხარი რომ მალე დადებ ახალ თავს რა? რა ინტრიგნული საქციელია ეხლა ეს? კარგი რაააა sob sob sob

დედაააა, დემეტრეეე რა დღე გაგითენდააა smiley smiley smiley არ გავლანძღავ კარგი ბიჭია ჩემთვის მაინც. laughing laughing ექნება წასვლის მიზეზი ხომ ვიცი არა?

უუფ, რა ამბები გველის წიინ grin grin stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_closed_eyes

 


№5 სტუმარი Ana-maria

ახლა გაჩერება იქნებოდა?ძალიან საინტერესო ადგილზე დამთავრდა ეს თავი. იმედია მალე დადებთ ახალ თავს. წარმატებებ

ახლა გაჩერება იქნებოდა?ძალიან საინტერესო ადგილზე დამთავრდა ეს თავი. იმედია მალე დადებთ ახალ თავს. წარმატებებ

 


№6  offline წევრი Maia G.

ძალიან კარგია და არ გვალოდინო რააა♥️♥️♥️მალე დადე♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი sabrina

natikoo
აუუუ სად გაჩერდიიი ეს რა გვიქენი :D ახალ თავს როდის დადებ??

ვწერ და იმედია მალე ♡♡♡

ლელა1313
აუ მალე დადე რა heart_eyes

ვცდილობ მალე დავდო ♡

ნი-კე
აუჰჰჰ ეს რა დროს გაწყვიტე?!შენი ოთხი ანგელოზი ღმერთმა გაგიზარდოს,მაგრამ ჩემი ორიც შეიცოდე მალე თუ არ დადებ ცნობის მოყვარეობა მომკლოვსjoyjoy

იმედია მომდევნო თავზეც ესე იტყვით :D

OKI ME
აუუუუ, მითხარი რომ მალე დადებ ახალ თავს რა? რა ინტრიგნული საქციელია ეხლა ეს? კარგი რაააა sob sob sob

დედაააა, დემეტრეეე რა დღე გაგითენდააა smiley smiley smiley არ გავლანძღავ კარგი ბიჭია ჩემთვის მაინც. laughing laughing ექნება წასვლის მიზეზი ხომ ვიცი არა?

უუფ, რა ამბები გველის წიინ grin grin stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_closed_eyes

მეც მომწონს მაგრამ ცოტა
,,მე" შევიყვანე სოფის პერსონაჟში , ასე რომ არამგონია ადვილად მოგვარდეს ამ წყვილის ამბავი :)

Ana-maria
ახლა გაჩერება იქნებოდა?ძალიან საინტერესო ადგილზე დამთავრდა ეს თავი. იმედია მალე დადებთ ახალ თავს. წარმატებებ

ახლა გაჩერება იქნებოდა?ძალიან საინტერესო ადგილზე დამთავრდა ეს თავი. იმედია მალე დადებთ ახალ თავს. წარმატებებ

ცოტა ხომ უნდა ვინერვიულოთ, დამიჯერეთ მე ყველაზე მეტად ვნერვიულობ ყოველ თავზე.♡♡♡

Maia G.
ძალიან კარგია და არ გვალოდინო რააა♥️♥️♥️მალე დადე♥️♥️♥️

♡♡♡

 


№8 სტუმარი asdasdasd

Leave A Comment

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent