მზე
16 წლის ვიყავი პირველად რომ ვნახე, ახლა 20-ის ვარ... მე და ჩემი ნათესავი ერთ-ერთ ზღვისპირა ქალაქში საოჯახო სასტუმროს ვარჩევდით დასასვენებლად, ეზოში შესვლისთანავე დავინახე ტაქსის ფანჯრიდან და მისი მზერაც მაშინვე შემეჩეხა.დღესაც კადრებად მახსოვს ყველაფერი,ყველა დეტალი.წითელი შორტით, წელს ზემოთ შიშველი, დაბალზე შეჭრილი ქერა თმით, ულამაზესი სახით და ჩემი საყვარელი ყავისფერებით ოცნებას გავდა. მაშინ ვერ გავიაზრე რა ვიგრძენი, რომ გამიღიმა თითქოს მთელი ქალაქის ელექტროობამ ჩემში გაიარა. მანქანიდან გადავედით, გვერდი ისე ავუარე თითქოს მე არ გავშეშდი მის დანახვაზე, სასტუმრო დავათვალიერეთ, ოთახი შევარჩიეთ და მოკლედ დარჩენა გადავწყვიტეთ. ეზოში რომ გამოვედით და მანქანიდან ჩემი უზარმაზარი ჩანთის გადმოღებას ვეცადე ჩემკენ დაიძრა და გამოართვა, ისე გამიღიმა ვერც მივხვდი მადლობა მეთქვა და საბოლოოდ ისევ მან მითხრა პირველი სიტყვა "привет" მეც მივესალმე, ტვინი ავამუშავე და როგორც იქნა მადლობა გადავუხადე. მოკლედ ქართველი არ აღმოჩნდა (არც რუსი). მე ინგლისური ვიცოდი, მან რუსული და ეს პირველი გართულება იყო ჩვენი კომუნიკაციის. თუმცა მთავარი რა თქმა უნდა სურვილია და ჩვენც დავიწყეთ დიდებული გამოგონების, თრანსლეითის გამოყენება ჩემს დამტვრეულ რუსულთან ერთად:დარ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ერთად სულ ორი დღე გავატარეთ, მაგრამ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, საყვარელო და მოგონებებით დახუნძლული ორი დღე. მანამდე არავინ მყვარებია და შესაბამისად არც ურთიერთობა არ მქონია, არ მომწონდა სკოლის დამთავრებამდე შეყვარებულის ყოლის იდეა (მოკლედ ბავშვობიდან კარიერისტი პერსონა ვარ :დ) ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არც ის მომიშვია თავიდანვე ახლოს და დავიწყეთ უბრალოდ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება თუმცა ვერ ვიტყვი რომ მისგან არ იყო ფლირტის მცდელობები რომელის დაიგნორებასაც ვცდილობდი რაღც პერიოდი. იყო შეფარული ეჭვიანობაც სხვა დამსვენებლის მიმართ რომელიც მისი ეროვნების იყო და არ ვიცი როგორ მაგრამ ბოლომდე ჩამომშორდა მიუხედავად მისი აშკარა სიმპათიისა. მის წასვლამდე მთელ დროს ერთად ვატარებდით, ერთ წრეში. პლაჟზე ვიყავით როდესაც პირველად მითხრა "ძალიან ლამაზი ხარ" მსგავს ფრაზას მიჩვეული ვიყავი, ხშირად მეუბნებოდნენ მაგრამ მის ნათქვამს,ღმერთო მის ნათქვამ თუნდაც ასეთ გაცვეთილი სიტყვებს ენით აღუწერელი ემოციების მოტანა შეეძლო ჩემთვის. დავდნი, პირდაპირი მნიშვნელობით :დდ ცურვა კარგად არ ვიცი და შესაბამისად ზღვაში ღრმად არ შევდიოდი, როცა ჩემი სანაცნობო ჩემი ნათესავიანათ წყალში შევიდა წყალბურთის სათამაშოდ მე ნაპირთან ახლოს დავრჩი, პირველად მაშინ მითხრა რომ ჩემთან იყო და არ უნდა შემშინებოდა, პირველი შეხებაც ამ სიტყვებს მოყვა, წელზე ხელი მომხვია და თითქოს მისი გამბედაობა გადმომდო, იმედი მომცა რომ ჩემთან იყო და ხელს არ გამიშვებდა. როდესაც ვერავის შეხებას ვიტანდი, ხელის გადახვევასაც კი და ყველა ბიჭის მოახლოება გულს მირევდა მისმა შეხებამ მანამდე არ განცდილი ემოციები მომიტანა. იმ ღამით ერთდ გავათენეთ, სასტუმროს აივანზე ვისხედით მე, ის და კიდევ ორნი, ვსაუბრობდით, ვიცინოდით, ჩვენს სამომავლო გეგმებს ვყვებოდით კარიერაზე. (ნახევარი გზა ორივემ გავიარეთ ის ბოქსიორია, მე ჩემს საყვარელ საქმიანობას ვსწავლობ, მომავალი მეცნიერი ვარ) ჩემს გვერდით იჯდა და ძალიან ნაზად, თითქოს თოჯინა ვიყავი, ხელი ჩამკიდა. იცოდა რომ არ მიყვარდა მსგავსი რამეები, იცოდა რომ არ ვეძებდი სასიყვარულო ურთიერთობას და ჩემს თავსაც ვაჯერებდი რომ უბრალოდ სიმპათიური ბიჭი იყო რომელიც მომეწონა და ემოციებს არ უნდა ავყოლოდი, ამიტომ თავის გამართლების საბაბად მეგობრობა მოიმიზეზა და მითხრა ჩემს ქვეყანაში ეს მეგობრული ჟესტია და მეც მეგობრულად მომეწონეო (მინდა გითხრათ რომ ეს სიტუაცია შემდეგ ძალიან სასაცილო გასახსენებელი იყო). მის წასვლამდე რამდენიმე წუთით მარტო დავრჩით და დავემშვიდობე ისე თითქოს იქ მთვრდებოდა ყველაფერი, ვფიქრობდი რომ ასეც მოხდებოდა, რომ არ გაგრძელდებოდა. ჩამეხუტა... ჩემზე ორი თავით მაღლმა ისე ჩამმალა თავის მკლავებში ჩემი თავი პატარა ჩიტი მეგონა. ისე სწრაფად წავიდა, ისე მალე ვიგრძენი სიცარიელე... ჩემი არც ისე დადებითი ემოციები ნაწილობრივ გააქარწყლა მისმა მონაწერმა რომელსაც სიმართლე ვთქვა არ ველოდი. მთელი დღე მწერდა. თუმცა შემდეგ როგორც ხდება ნელ-ნელა მიმოწერა შემცირდა და ვიფიქრე აღარც განახლდებოდა თუმცა შევცდი. მაშინ მეგონა კონტაქტი აღარც კი ერქვა ჩვენს მიმოწერას, თუმცა რამდენიმე თვეში იმდენად გააქტიურდა და გააცოცხლა ჩვენი ჩათი, რომ ერთმანეთის ყოველდღიურობა გავხდით. დღე არ იწყებოდა მის გარეშე და არც მთავრდებოდა. ის იყო პირველი ვისთანაც ვსაუბრობდი გაღვიძებისას და ბოლო ვინც ტკბილ ძილს მისურვებდა. ჩვენი მიმოწერიდან ერთი წლის მერე მითხრა რომ მოვწონდი, მე არაფერი მიპასუხია. ექვს თვეში მოწონება სიყვარულით ჩაანაცვლა და მე ისევ არაფერი მითქვამს. ვიცოდი რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვიდოდა, ის ესტონეთში გადაცხოვრდა მისი კარიერისთვის, მე საქართველოში ვიყავი, ერთმანეთს ვერ ვნახულობდით, ორივე უზომოდ ეჭვიანები და მესაკუთრეები ვართ, ჯიუტები და ბევრ თემაზე ვერ ვთანხმდებოდით. ხშირად ვკამათობდით, მაგრამ უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. პირველ ნაბიჯს ყოველთვის ის დგამდა, ყოველთვის იცოდა როგორ უნდა მოელბო ჩემი გული და ჩემს შარიან ხასიათს მისი ჯადოსნური ღიმილით იგერიებდა. მაგრძნობინებდა ვინ ვიყავი მისთვის და ნელ-ნელა მიუხედავად ჩემი პროტესტისა დისტანციურ ურთიერთობაზე ისიც უზომოდ მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. ყოველთვის ვიცოდით ერთმანეთის ადგილსამყოფერლი, გეგმები და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ვცდილობდით ერათმანეთისთვის გაგვენეიტრალებინა ერთმანეთთან სიშორე. როდესაც შეჯიბრი ქონდა მის ვიდეოებს მისი მეგობრები მიგზავნიდნენ, ჩემი ოცნება იყო მის გვერდით ყოფნა, მისი გამხნევება და გამარჯვების პირველი მილოცვა. ეს იცოდა და როგორც კი შეეძლო მაშინვე მწერდა ან მირეკავდა. ვერ ავღწერ რამდენად მაბედნიერებდა მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი როგორ ვიყავით ისეთი ოპტიმისტები რომ მთელი ცხოვრებას ერთად ვგეგმავდით, მანამდე არავისთან წარმომიდგენია ჩემი მომავალი, ოჯახის შექმნაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. რა თქმა უნდა მომწონებია ბიჭი მაგრამ როგორც კი დავფიქრებულვარ მასთან ცხოვრების გატარებაზე მაშინვე ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა თითქოს ვიღაც ფრთების მოჭრას და ჩემს გალიაში გამომწყვდევას აპირებდა, სრულიად მიქრებოდა ჩემი წამიერი სიმპათია და მიუხედავად მრავალი თყვანისმცემლისა არავისთვის გამჩენია შანსის მიცემის სურვილი, მის გარდა. ჩვენი ჩხუბების კოლექციიდან ერთ-ერთის შემდეგ "გაბუტვა" საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. 5 თითქმის 6 თვე არ გვისაუბრია ნორმალურად. ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა ჩვენი მიმოწერა.ალბათ ორივე ვეჩვეოდით უერთმანეთობას, რთულად მაგრამ მაინც, ან მე მეგონა რომ ვეჩვეოდი მანამ სანამ ღამის 4 საათზე არ დამირეკა, არ ვიცი რამდენად სიმართლეა როდესაც ამბობენ რომ თუ საყვარელ ადამიანზე მთელი გულით ფიქრობ ის აუცილებლად იგრძნობს მაგრამ იმ საღამოს ამის ასი პროცენტით მჯეროდა. არ მეძინა, მასზე ვფიქრობდი, ყოველ წამს ველოდი მის გამოჩენადს და მაინც ჩემი სიამაყე არ მაძლევდა მისთვის მიწერის საშუალებას, ვიჯექი ჩემს ოთახში და პატარა ბავშვივით გულ ამოვარდნილი ვტიროდი ჩვენს ურთიერთობას რომელიც ვიცოდი თვიდანვე განწირული იყო, რომელიც ვერ შედგებოდა და რომელიც გულს მტკენდა და მაინც არ მეთმობოდა, ვერ ვუშვებდი. იცით როგორი გრძნობა იყო მისი ზარის ხმის გაგება? ტელეფონზე დახედვა არც დამჭირდა, მთელი სხეულით ვგრძნობდი რომ ის იყო, ვუპასუხე, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, იცოდა რომ ვუსმენდი, ჩემს სახელს ეფერებოდა და ისე მეძახდა. ვერ ვპატიობდი ჩემს გარეშე გატერებულ თითქმის ნახევარ წელს, ვიცოდი ისევ მატკენდა, ისევ ვერ შევთანხმდებოდით, ისევ ვიკამათებდით, საბოლოოდ მაინც დავშორდებოდით მაგრამ მაინც თავიდან გადავეშვი ჩვენს განწირულ ურთიერთობაში. ვერ გავუძელი მის სიტყვებს "ჩემი ცხოვრება შენს გარეშე ცარიელია" რადგან ზუსტად იგივეს განვიცდიდი მეც. ხასიათი მკვეთრად შემეცვალა მის გარეშე გატარებული დროის განმავლობაში მაგრამ როგორც კი ის დაბრუნდა ჩემი დღის რუტინაში თითქოს ჩემს გულს შემოხვეული ეკლიანი მავთული შემოაცალეს. თავიდან ჩვეულებრივად ვაგრძელებდით ისე როგორც მანამდე მაგრამ შემდეგ დაიწყო ის რასაც ვერ ვიტანდი სხვა კაცებში, სხვა წყვილებში. ახალი საკამათო თემა ჩემი ჩაცმის სტილი გახდა... ლამაზი ვარ და ყოველთვის ვხვდები ყურადღების ცენტრში, მიუხედავად იმისა რა მაცვია. თუმცა აქვე ვიტყვი რომ არასდროს ვიცვამ ვულგარულად (მე თვითონ არ მომწონს) და თუნდაც ასე იყოს ვერ ვიტან როდესაც ვიღაც ჩემს შეცვლას ცდილობს.ასეთი მოვეწონე, ასეთი დვაინტერესდი და შემდეგ ცდილობს აბსოლიტურად სხვა გოგოდ გადამაკეთოს, ქალად რომელსაც საკუთარი აზრი,სტილი და ხასაიათის სიმტკიცე არ გააჩნია და რომელიც ზუსტად ვიცი თვითონვე არ მოეწონება, ძირითადად ეს იყო ჩვენი კამათის თემა. შემდეგ მე ვნახე მის ფოტოებზე ერთ-ერთი მეგობრის დის კომენტარები, რაც საშინლად არ მომეწონა, ვერ ვხვდები რატომ უნდა უკომენტარებდეს გოგო ბიჭს ყველა ფოტოზე მსოფლიოს და გულის ემოჯებს თუ არ მოსწონს ან რამე არ ხდება, ანუ არ მაქვს საუბარი ერთ ან ორ პოსტზე და აქ უკვე წითელი ამენთო და უფრო ნერვები მომიშალა მისმა თავის მართკლებამ რომ ის პატარაა და ასე შემდეგ არადა სუნ 2-3 წლით იყო უმცროსი. საშინელი უსამართლობის გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მარტო მე ვცდილობდი ურთიერთობისთვის დათმობებზე წასვლას და მხოლოდ ჩემი მოვალეობა იყო. მოკლედ ეს კიდევ ერთი კამათის საბაბი გახდა. საბოლოოდ ისევ თვითონ გამოიჩინა შერიგების ინიციატივა. ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულია და სწორად ამ დროს შევრიგდით კიდეც. 4 იანვარს მეც გამოვუტყდი ჩემს გრძნობებში რომელიც უკვე აშკარა იყო, მაგრამ არა აღიარებული. ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ რაიმე შეიძლება გამოსულიყო. შერიგების შემდეგ ვამჩნევდი რომ აღარ იყო ისეთი თბილი და ყურადღებიანი როგორიც მანამდე, აღარ ქონდა ჩემთვის საკმარისი დრო და ვთქვი რომ მგონი დროა დავიშალოთ და არ მინდა ნაძალადევი ურთიერთობა მაგრამ იუარა, მითხრა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ამის პასუხად ვუთხარი რომ მთავარი სურვილია და მანამდეც იგივე გრაფიკი ჰქონდა მაგრამ მე ყოველთვის პირველ ადგილას ვყავდი, საბოლოოდ იმ შეთანხმებამდე მივერით რომ თუ ერთმანეთთან აღარ გვენდომებოდა პირდაპირ ვიტყოდით და არ დავმალავდით მანამდე კი ვეცდებოდით ძველებურად თბილები და ყურადღებიანები ვყოფილიყავით. ალბათ ორივე ბევრს ვაშავებდით მაგრამ ფაქტია სამი წლის მანძილზე საბოლოოდ მაინც ერთმანეთს ვუბრუნდებოდით. როცა მეგონა რომ გარკვეული უთანხმოებები უკან მოვიტოვეთ და შევთანხმდით ერთმანეთის აზრის პატივისცემაზე , რომ ურთიერთობაში მთავარი რომელიმე ჩვენგანი ცალკე კი არა თანაბრად იყო მნიშვნელოვანი და საერთო აზრამდე უნდა მივსულიყავით აღმოჩნდა რომ ასე არ იყო. მოკლედ კარანტინის პერიოდში ახალი ჰობი შევიძინე ტიკ ტოკზე სახალისო ვიდეოების გადაღება. არაფერი გრანდიოზული თუმცა იმის გამო რომ მას ეს აპლიკაცია არ მოსწონდა კი არ მთხოვა, მიბრძანა რომ უნდა შემეწყვიტა აქ უკვე მეორედ გამიჩნდა ჩემი დაუოკებელი პროტესტის გრძნობა რომ ჩემს პირად სივრცეს ზღუდავდა უსამართლოდ თითქოს ჩემი სუნთქვის გაკონტროლებაც კი უნდოდა, შემიძლია მივიღო ჯანსაღი კრიტიკა მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მას უსაფუძვლოდ რაღაც არ მოსწონს ვერ შევწყვეტ ყველაფრის კეთებას. წარმოვიდგინე როგორ ვყალიბდებოდი ნელ-ნელა ერთ-ერთ უბედურ ქალად რომლის აზრსა და სურვილს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც კაცის მონაა და მხოლოდ იმიტომ რომ ურთიერთობისთვის რაღაც დათმობებზე წავიდა თითქოს ვალდებულად იქცა ყველაფერზე უარი ეთქვა, მარტო მას და ყოველთვის მას... ბოლო ფრაზა რაც ვუთხარი ის იყო რომ მაშინ შემხმიანებოდა როდესაც გაიაზრებდა რომ ურთიერთობაში არც მისი სიტყვა იყო მთავარი და არც ჩემი, არამედ ორივეს საერთო გადაწყვეტილებას ქონდა მნიშვნელობა და რომ მეც არ მომწონდა მისი რაღაც მოქმედებები მაგრამ არ ვთხოვდი თავი დაენებებინა რადგან ვიცოდი მას აბედნიერებდა. მოკლედ ასე დავიშალეთ. 2021 წლის 3 მარტს ბოლოჯერ ვესაუბრე და მასთან დამშვიდობებას გავატანე ჩემი გული. ამ სამი წლის პერიოდში დაუსწრებლად გავიცანით ერთმანეთის საახლობლო და სანათესაო, სოციალურ ქსელებში დავიმეგობრეთ და ერთმანეთის სიახლეებს თვალს ვადევნებდით. ჩხუბის მერე გაბრაზებულმა წავშალე ინსტაგრამიდან ჩემი მიჯნური მაგრამ რამდენიმე დღეში მისი სთორი ჩემმა ნათესავმა ჩამიგდო, სხვასთან ერთად იყო. იცით? იმდენად მიყვარდა ყველაფერს ვაპატიებდი,მაგრამ ჩხუბიდან ერთ კვირაში სხვასთან ყოფნას? და თან ამის გასაჯაროებას? ალბათ ვერ შევძლებ.ფოტოს ნახვისას ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს თავში მძიმე საგანი ჩამარტყეს, იმ წამს დავიკარგ, ისტერიული სიცილი ამივარდა, ჩემს თავს ვაიძულებდი არ მეტირა , რომ არ იმსახურებდა მაგრამ დიდად ვერ შევინარჩუნე მაგარი გოგოს როლი. წარმოვიდგენდი რა სასაცილო ვიყავი როცა პატარა ბავშვივით ვიჯერებდი მის სიტყვებს. 3 ივლისს შუაღამისას დამირეკა, ვერ მოვასწარი მეპასუხა, სიმართლე ვთქვა ვერც გავიაზრე რა უნდა მექნა, ზარს მესიჯი მოაყოლა "ბოდიში, შემთხვევით დავრეკე" არაფერი მითქვამს . ჩხუბის შემდეგ საუბრის წამოწყების ნაცადი ხერხი იყო რომელსაც პირველად არ ავყევი. ის ფოტო დამიდგა თვალწინ. ვერ ვიგებდი მთელი 3 წლის მანძილზე რა იყო რეალური და რა უბრალოდ სიყვარულად შენიღბული ტყუილი. ახლა იცით რატომ ვწერ? წელიწადი და თითქმის ოთხი თვე გავიდა არ გვისაუბრია, საშინელი ერთი წელი გავიდა მის გარეშე, ჩემი მხიარული ხასიათი თითქოს ადგილზეა მაგრამ არა ჭეშმარიტად, აქამდე დაძინებაში ხელს ჩემი ბედნიერება მიშლიდა და ახლა მასზე ფიქრი არ მაძინებს. მიუხედავად ყველაფრისა ვერ ავღწერ როგორ მენატრება, როგორ მაკლია და რამდენად ცარიელი ვარ შინაგანად. ვცადე დავიწყება, სხვა ურთიერთობის დაწყება სხვა ბიჭთან მაგრამ სეირნობის დროს როდესაც ჩემსკენ ჩAსახუტებლად გამოიწია გულისრევა ვიგრძენი. მარტო ის მინდოდა ჩემს გვერდით, მხოლოდ მას წარმოვიდგენდი, მასთან როგო ვიქნებოდი და თან ნერვები მეშლებოდა , მაღიზიანებდა და ახლაც ასე მაღიზიანებს რომ ისევ ის მენატრება, რომ თანახმა ვარ მოვისმინო მისი თავისმართლება. ყოველთვის მაღიზიანებდნენ სუსტი ქალები და ახლა ჩემს თავს აღვიქვამ სუსტად, ეს გრძნობა შინაგანად მანგრევს და მანადგურებს მის მონატრებასთან ერთად...მაღიზიანებს ჩემი სინანული რომ მის ზარს ვერ ან არ ვუპასუხე... დღეს ჩებს ტელეფონში მისი ვიდეოები ვიპოვე. არა, უფრო მოვძებნე, მის ჩათსაც კი არ ვშლი, ვერ ვშლი, ჩვენს ყველა ბედნიერ მომენტს იტევს. უბრალოდ მინდოდა ეს დაგროვილი ემოციები სადმე დამეტია, ჩემი ვულკანი ამომეფრქვია, რომ ისევ შევძლო ბედნიერი, უგულო და მაგარი გოგოს იმიჯის მორგება... მადლობა ჩემი დრამის წაკითხვისთვის :D <3 არასდროს არაფერი არ დამიწერია.სიმართლე რომ ვთქვა დიდად არც მეხერხება წერა. საკუთარი დღიურიც კი არ დამიწერია არასდროს. უბრალოდ არის მომენტები როდესაც ადამიანში ემოციები ვულკანივით გროვდება, ვინახავთ და მერე ასე უბრალოდ, რაიმე სახით ამოიფრქვევა ხოლმე. არ მეგონა თუ ჩემი ვულკანი წერა იქნებოდა. დიდად არც მოწონებას ველი და არც კრიტიკას. ეს ის შემთხვევაა როდესაც უბრალოდ გინდა მოყვე, განთავისუფლდე და თავიდან ამოიგდო ადამიანი რომელმაც შენს ცხოვრებაში ახალი გამოცდილება მოიტანა, რომელმაც ერთდროულად სუნთქვა გაგიმარტივა და გაგირთულა კიდეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.