შეუძლებელია (16)
დილით თავის ნომერში გაეღვიძა. მეხსიერებაში ჩარჩენილ კადრებს იხსენებდა ,მაგრამ იქ დაბრუნების მომენტი ამოჭრილი იყო. არადა ზუსტად ახსოვდა თვალები რომ ეხუჭებოდა ჯერ კიდევ სანდროსთან ჩახუტებულს მისი ხმა ჩაესმოდა, მისი თითების შეხებას გრძნობდა და ბოლოს ტუჩთან ახოლოს კოცნაც ახსოვდა. ჯანაშიას ქმედების კვალს ბევრი დეტალი ადასტურებდა , საწოლზე ტანსაცმლით იწვა, მხოლოდ ფეხსაცმელი აღარ ეცვა , პლედი ეფარა და ბოლოს მზერის არეალში საყვარელი საუზმის მენიუ მოხვდა,შემდეგ წერილი დაინახა რამაც ყველაფერი გადაავიწყა „მაპატიე, თუ წუხელ გადავაჭარბე ...“ - გასაკვირად ლამაზი ხელწერა ჰქონდა ჯანაშიას. გოგონები წერდნენ, რესტორანში ელოდნენ და სწრაფად მოემზადა. ღიმილიანი სახით გაიარა მანძილი, ყველგან ელოდა სანდროს გამოჩენას, მაგრამ არსად იყო. შემდეგ გიორგი გადაეღობა წინ და ამჯერად განსაკუთრებული დისკომფორტი იგრძნო. ძალიან უჭირდა მისი საუბრის მცდელობების გაძლება იმდენად არ აინტერესებდა არცერთი თემა რასაც იგონებდა. -არ არის, ტყუილად დაეძებ. სადღაც წასულა დილიდან- ნატამ ჩასჩურჩულა როგორც კი მარტო დარჩნენ -შენ უთხარი მთელი ზამთარი კივითა და მანდარინით იკვებებაო? -ისეთი მოწიწებით მკითხა ნეტავ გენახა , ასეთი დახვეწილი საუბარი როგორ შეუძლია ნეტავ? -გიკრძალავ სანდროს მოწონებას, ნატალია! -გავიგე, ღმერთო ჩემო ეს რა დესპოტი აღმოჩნდა . -მანდარინის მურაბაზე არაფერი მითქვამს, თვითონ მკითხა მასაც უყვარსო? თან ისე საყვარლად ჩაეცინა ვფიცავ თვითონაც უყვარს ... ისიც არ გამიკვირდება სამზარეულოდან შეფი გამოეგდო და თავისი უგრძესი თითებით გაეკეთებინა მთელი დღე სანდროს მოლოდინში გაატარა, მეგობრების გვერდით იყო ,მაგრამ აზრებით სულ მასთან რჩებოდა. მეორე დილით უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ და არ უნდოდა მასთან შეხვედრის გარეშე წასვლა. ისიც კი იფიქრა განგებ ხომ არ იცავს დისტანციასო, მაგრამ ნამდვილად არ იმყოფებოდა სასტუმროს ტერიტორიაზე. -ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის მარიკუნა? ს.რივით დაგდევ და შენ მაიგნორებ ... -შენს ადგილას საკუთარ თავს ასე არ შევამკობდი,გიორგი -არ გვინდა ახლა ეს ფრთიან-ფრთიანი სიტყვები -თავად გადავწყვეტ როგორ ,როდის და ვისთან ვისაუბრო ან ვიკონტაქტო. შენ კი აშკარად ვერ აკონტროლებ თავს, იქ ხარ სადაც სასურველ შედეგს ვერ მიიღებ და კიდევ ერთხელ გირჩევ, დროს ფუჭად ნუ დაკარგავ -საჩუქრების მიღება გისწორდება და ლაპარაკზეც არ იწუხებ თავს? -თავად აღიარებ, რომ შენთან საუბარი ჩემთვის შემაწუხებელია ... ლოგიკურად უნდა ხვდებოდე, რომ არ გამოვა ჩვენგან წყვილი . საჩუქრების დაყვედრება უსაშინლესი ტონია და ჩემს შემდეგ ვისთანაც ცდი ურთიერთობას მასთან თუ არ გამოიყენებ კარგი იქნება -შენ გოგო ხო არავისში გეშლები ... გგონია ასე მომიშორებ? -არაფერი მგონია, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერი გამოვიდოდა და გითხარი კიდეც,მაგრამ შენ არასერიოზულად მიიღე ჩემი სიტყვები ახლა კი იმ ეტაპზე გადავდივართ,როდესაც საბოლოოდ ვსვამ წერტილს. -რა მაგარი ხარ ეე... მიხმარე და ახლა მაგდებ? -როგორ მოიხსენიებ საკუთარ თავს...ნუთუ ასე დამცირებულად გრძნობდი თავს როდესაც ყვავილებით მოდიოდი და სხვებს ეჯიბრებოდი . მე ვფიქრობდი ეკონომიკური სიძლიერის დემონსტირებას ახდენდი ... -ნუ მეირონიულები გოგო -გიორგი, მე ამ ტონით საუბარს არავის ვპატიობ და ისე ნუ მოიქცევი, რომ როდესაც მომავალში ჩვენი გზები გადაიკვეთება გამარჯობის თქმა შეგრცხვეს -მე რა უნდა შემრცხვეს გოგო -დავასრულოთ საუბარი. მორჩა, დაგემშვიდობები ცივილურად -შენ ცივილურობასაც გავკარი და შენც -არ შემეხო, არც კი გაიფიქრო - მისკენ რომ გადადგა ნაბიჯი მაშინვე შეცვალა ტონი-გონს მოდი რას სჩადიხარ . ნუ მოიქცევი უკანასკნელი, შეუგნებელი ადამიანივით - როგორ შემაშინეე- არ გაჩერდა სანამ ბიჭები არ გამოჩნდნენ. -შენი ძასვლის დროა ძმაო... მშვიდობიანად გაგვეცალე და დასვენებას ნუ ჩაგვიშლი , არ გვინდა ჩხუბი- გაბრიელმა დაიწყო ,მარიამი კი ისევ მშვიდად იდგა -დამშვიდდი , გაბრო . გიორგი უკვე მიდის, იმიტომ რომ არ უნდა მისმა მამიკომ დასაჯოს ჩხუბისა და აურზაურის მოწყობის გამო რომლის შესახებაც პირადად შევატყობინებ. ასევე არ სურს რეპუტაცია შეელახოს და მოძალადე კაცად გადაიქცეს. გიორგი ჭკვიანია , იცის როდის უნდა შეეშვას ქალს,რომელსაც მასთან გრძნობები არ აკავშირებს რამ იმოქმედა ვერ გეტყვით, იქნებ ბიჭებმა დააფრთხეს, მარიამის მუქარამ დააფიქრა თუ გონება გაუნათდდა და სწორი არჩევანი გააკეთა, მაგრამ წავიდა მანამ სანამ ყველაფერი გართულდებოდა. -კარგად ხარ? -სიყვარული არ გამოიხატება საჩუქრებითა და ყალბი ყურადღებით ... აღარასდროს მითხრათ,რომ რომელიმეს ვუყვარვარ ან ვუყვარდი. თუ მე მნახავთ ვინმეს გვერდით შემდეგ მიხვდებით რას ნიშნავს,როდესაც წყვილს შორის სიყვარულია - შინაგანი დაძაბულობა სახეზეც გამოესახა. ყველას გვერდი აუარა და მაშინ შენიშნა ჯანაშია. როდის მივიდა არ იცოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მისი დავალებით დაახვედრეს ჩემოდნები გიორგის კართან,მანამ სანამ შენობაში შეაბიჯებდა . იქ იყო , გიორგი ხედავდა და მანქანისკენ მიმავალსაც რაღაც ანიშნა შემდეგ კი ისე წავიდა,თითქოს მათ საერთოდ არ იცნობდა, არაფერი გაუგია და დაუნახავს. ................. კამათს არ წყვეტდდნენ, ერთმანეთს ადანაშაულებდნენ და პრობლემების მოგვარებაზე ფიქრის ნაცვლად ენერგიას ჩხუბზე ხარჯავდნენ. ნია იყო ყველაზე მხნედ , პროფესია ეხმარებოდა და ყველაფერს ცივი გონებით აღიქვამდა. დეას კი ყველაფერი ერთდროულად ამძიმებდა, ახლა როცა გაჩერდა და სიტუაცია თითქოს დასტაბილურდა ისეთ რაღაცებს აღიქვამდა რაც მანამდე დააიგნორა. მორიგ კამათს უსმენდა , უკვე სახლში იყვნენ და ფულის გამო ჩხუბობდნენ , ერთად არ ჰქონდათ ამდენი და უნდა აერჩიათ ბანკიდან სესხის გამოტანასა და ძმაკაცებიდან სესხებას შორის. თემურს არ უყვარდა ვინმეს რომ აწუხებდა , მაკა კი სამკაულებს არ თმობდა და თან არგუმენტებიც ჰქონდა. _ჩემი ძმა მოგვცემს ფულს არ მჭირდება შენი ძმაკაცები ... შენ იქეთ გიხმარონ და შენ რო გჭირდება არ შეაწუხო _შენი ძმის ფული რა ჩემ ს.რად მინდა. მთელი ცხოვრება დამაყვედრის მერე... ბიჭები მასესხებენ და მორჩა . შეწყვიტე ახლა მაგაზე ლაპარაკი, საჭმელი გააკეთე რამე , მშიერი ვარ მთელი დღეა , თავი მისკდება და თუ მოვკვდი მერე აგეწყობა საქმე _თავს ძალით იკლავთ და მე ნუ დამაბრალებ ... დალიე კიდე ორი სამი ჭიქა და გაგივლის. შენს ბიჭს სადღაც ბალახიც ექნება დამალული , გესიამოვნება _გაჩუმდები თუ წავიდე _ნეტა სად მიდიხარ ... ვისთან _რა ტყუილად ვეჩხუბები ლადოს? ჭკუა აქვს იმას . ამოუვა ერთი ყელში? ადგება მეორესთან წავა . მე შენ გაგათეთრებინე თმა და რატო მეტის ღირსი არ ვარ -ჩემი საწყალი , გესმის შვილო? თავის ბოზ ძმაკაცებს რომ არ ჰგავს ნანობს, საწყალიი... ეს ამბები რო ჩაივლის ვუპოვოთ ერთი მშვიდი,წყნარი ქალი . აქვე ხო არ მოვიყვანო . მეორე სართულზე დაგასახლებთ , რაც ჩემი არ მოგწონს იმას უნდა ჰქონდეს . ერთი ბიჭი მაინც არ გყოფნის და კიდე გააკეთე ორი სამი _არაა, შენთან როგორ მოვიყვან გადაიყვან შენს ჭკუაზე _არანორმალურო ... სასაცილოდ თუ გაქვს ნეტა საქმე . მეთერთმეტე კლასელმა ბავშვმა აგკიდა ვალები და გაგხადა სოფლის სალაპარაკო. სულს ამომხდიან ახლა , ყველაფერს დააბრალებენ რაც იყო და რაც არ გაუკეთებია არასდროს _მთავარია გადარჩა და არ დახეიბრდა , ფულს ვიშოვი კიდე . მანქანასაც ვუყიდი და _რას გააკეთებ? _ მანამდე თუ ჩუმად ეხმარებოდა დედას ახლა პირში წყლის დაგუბება აღარ გამოუვიდა, ხმაც ვერ გააკონტროლა ისე წამოიყვირა _ შენ აპირებ კიდე უყიდო მანქანა და ისევ ისე განაგრძოს როგორც აქამდე ცხოვრობდა? _ერთადერთი ბიჭი მყავს , ფეხით ვატარო თუ რა ვქნა. ისწავლა ჭკუა, აწი ასე სულელივით არ მოიქცევა _და შენ რა ასაკში დასერიოზულდი , რომ ვიცოდეთ მაინც ... ის ხომ შენი ასლია _რა იყო შენ , რა ლაპარაკია _მივდივარ მე , ხვალიდან სკოლაში და რეპეტიტორებთან ვივლი ჩბეულებრივად. ჩემი იქ ჯდომა არაფერს აკეთებს , ნიასაც თუ არ დააკარგვინებთ სამუშაოს კარგი იქნება _იქნება გამოაგდონ და დავისვენო . მრცხვენია რო ცნობენ და იციან რასაც აკეთებ _ისე ამბობ თითქოს ექიმი კი არა მეძავია _რაც მაგას ჩახდილი კაცი ყავს უკვე ნანახი და იმის იქეთ კიდე რას უშვება ფიქრიც არ მინდა _არ გრცხვენია მამა? მართლა მისი კი არა საკუთარი აზრების როგორ არ გრცხვენია _ პირველად ეუბნებოდა მსგავს რამეს , მაგრამ წუხილს ვერ გრძნობდა, პირიქით შვებაც კი იგრძნო . ბევრი ჰქონდა სათქმელი, მაგრამ ამის დრო არ იყო და მასთან ჩხუბზე ენერგიის ხარჯვაც უშედეგოდ მიაჩნდა. _სად მიდიხარ ...სად მიდის ამ დროს _რატომ თვითონ არ ეკითხები, შენი გოგო ხომაა . ნია კიდე მე გავზარდე და იმიტომაა უროლოგი _ნამდვილად გინდათ რომ მომკლათ... ყველა ერთად მაგიჟებთ სახლიდან რომ გავიდა ლაპარაკის ხმა ისევ ესმოდა. საღამო იყო, მზე ჩადიოდა და სოფლისთვის დამახასიათებელი ქაოსი სუფევდა ქუჩაში. ყველა თავის ცხოველსა თუ ფრინველს აბინავებდა, შეძახილები ისმოდა, ჩიხი სავსე იყო მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვით. გზის ნახევარიც ვერ გაიარა მშვიდად , მეზობლის ქალებმა შეაყოვნეს . ერთად იყვნენ შეკრებილები და ვინ იცის იქნებ მათზე საუბრობდნენ გოგონას დანახვისას წამსვე ყველამ მასზე გადაიტანა ყურადღება _დეა ,შვილო როგორაა შენი ძმა ... _უკეთ , გმადლობთ _კი დავურეკე დილას დედაშენს, გადაიყვანეს პალატაშიო . არა მაინც რანაირი ბიჭია ისე დაატარებდა იმ მანქანას სულ ვლოცულობდი რამდენი შევხედავდი ჩავლილს ან ვინმეს არ დაეჯახოს ან ვინმე არ დაეჯახოსთქვა მარა არ უშველა ამ ჩემმა ლოცვამ ... ეშმაკს რო ეთამაშები ასე იცის _აბა გოგოო, კი გადარია ყველა... იმდენი ვიტირე რო მითხრეს ასე და ასე ავარია მოუვიდაო _მანქანა მაინც არ მენახა, იქეთ მიწევდა გავლა სანამ წაიყვანდნენ ... არა მაინც პოლიციამ როგორ ვერ გაიგო ვერაფერი. ვისთან გადარეკეთ ასეთთან, ბიძაშენმა ჩარია ხალხი? _რა ვერ გაიგო გოგო, სასწრაფოზე ადრე მაგენი არ მიდიან? ამასწინათ ჩემი ბიჭი წააწყდა ავარიას რო დაურეკია 112_ში სანამ სასწრაფომ მოაღწია პატრულის მთელი ეკიპაჟი მოვიდა შემოავლენ ის ლენტი და იდგნენ ასე გალენჩებულებიო...რანაირი წესია ისე გადარევას ვარ ქალი_ლაპარაკს არ აცლიდნენ, საუბარს განაგრძობდნენ და არც ჩერდებოდნენ _მაგას არ გეუბნები მერე მეეც? საავადმყოფოში ვინ დარეკა არ ვიცი მარა , სასწრაფო იყოო იქო მარტო. მანქანაც ციმციმ გააქრეს სანამ გათენდა აღარც იყოო ჩემმა გოგლამ თქვა . ასეა პატრონი გინდა ყველგან თორე ჩემ ვაჟიკოს რომ მოუვიდა ავარია მანქანა ძლივს გამოატანეს _კაია ჯართში მაინც ჩააბარებენ რაღაცა ორ კაპიკს მოგცემენ თორემ ახლა ამ დროში ავადმყოფის ყოლას მეხუმრები? _მთავარია ბიჭი იყოს კარგათ და თემურის ფული არ უჭირს ... უფულო და უქონელი რო ყოფილიყო იმ გაპრიალებულ მანქანაზე კი ვერ მოსვამდა. გლახაკის შვილები კი დადიან ავტობუსებით _თქვენ საუბარი განაგრძეთ, ყველაფერი ჩემზე კარგად იცით მე მეჩქარება _სად გეჩქარება კი, მაგრამ ამ შუაღამეს რა საქმე გამოუჩნდა... _მიდიოდა და ხმები მიჰყვებოდა _ ის ხო კაცების ექიმი გახდა, მეტი ნაწილი ვერ იპოვა ამხელა ტანში რო ემკურნალა და ამას რა უნდა ნეტა ... რაზე სწავლობს ამდენს _გაჩერდი გოგო რა კაი ექიმია იცი? რა მნიშვნელობა აქ _გაჩერდი თუ ქალი ხარ მაგი დარჩენილია გაუთხოვარი...რომელი კაცი ითხოვს მილიონი რო აქ ქალს ნანახი . ეს კიდე არ ვთქვი თუარა , გამგებელმა მოაწყო ყველაფერი, მაგის ბიჭს ყვარებია თურმე . ბედი უნდა ყველაფერს ... _ ჩქარა მიდიოდა, უნდოდა ხმებს გაქცეოდა , მაგრამ ბოლოს ნათქვამმა ადგილზე გააქვავა. არ ეგონა ჭორები იქამდეც თუ იყო მისული . ვერ ხვდებოდა რა სჭირდა, არც ის იცოდა სად მიდიოდა, სუნთქვა რომ გაუჭირდა ვაჩეს ნომერი იპოვნა და წამის შემდეგ მისი ხმა ესმოდა -როოგრ ხარ ... დედა ამ წამს ესუბრა მორიგე ექიმს . კარგად არისო , პალატაშიც გადაიყვანეს და მნახველებსაც მიიღებს უკვე ჩვეულებრივადო -შენი ნახვა მინდა. შეგიძლია ჩემთან მოხვიდე ? -რამე მოხდა? სად ხარ ... -ტაძართან ... მოხვალ? -უკვე მოვდივარ, დეა -კარგად ვარ , დამშვიდდი - გაეღიმა , მისი მღელვარება, რომ იგრძნო - უბრალოდ მინდა გნახო , მომენატრე არ შეიძლება? -საჭესთან ვარ , მოვფრინავ ლამის და რას მეუბნები დეა? - აშკარად დაამუხრუჭა და გოგომ რომ გაიცინა ღრმად ჩაისუნთქა -დეა, სულ არ გეცოდები ხომ? -გეუბნები მომენატრე-თქო და რა რეაქცია გაქვს? -ნაღმს მესვრი და რეაქცია გიკვირს? -კარგი , მაშინ არაფერს ვიტყვი - იღიმოდა და უკვე ქუჩაში გამოჩენილ მანქანაში მჯდომ ბიჭს უყურებდა - ასე არ გამოვა -აბა როგორ გამოვა? ასე შეიძლება? თუ გული ცუდად გიხდება - გვერდით მიუჯდა, ლოყაზე აკოცა და თან იღიმოდა -მგონია,რომ მოვკვდი ...უეჭველად ჯოჯოხეთში ვარ და სადღაც გაქრები , ან რაღაც უბედურება მოხდება -რა პესიზმისმია გიგაურო,არ შეგეფერება -და რა გგონია ,რა შემეფერება -მე -შენ -დიახ, მე შეგეფერები მხოლოდ და ჩემი სიყვარული. არავინ სხვა -დარწმუნებული ხარ ? -სრულიად -სად მივდივართ ვიცით? -სადმე , ამ ხალხისგან შორს სუნთქვა რომ შევძლო -დრო რამდენი გვაქვს ? - მაჯაზე მორგებულ საათს შეხედა და სიჩქარეს უმატა -ვაჩე , უბრალოდ წავიდეთ ... ყველაფრის გათვლას შეეშვი -რაღაც მოხდა, ცუდად ხარ და არ მეუბნები ... მოსე უნდა ვიყო ყველაფერი რომ მითხრა? -არ მოგბეზრდა მოსეზე ეჭვიანობა მაშინ ,როცა მე შენს შეყვარებულსაც კი არ ვახსენებ იმდენად დარწმუნებული ვარ შენს გრძNობებში, საკუთარ თავში -მოსესთან შენი ემოციური კავშირი შეიძლება ნებისმიერ დროს გადაზრდილიყო სიყვარულში... გიყვართ კიდეც ერთმანეთი და თეკლა -თეკლასთან ბედნიერი ჩანდი, თავისუფალი და მასთან არ გექნებოდა ის ბარიერები რაც ჩემთან, მასთან არ იქნებოდა ისეთი რთული როგორიც ჩემთან იყო და მას ნამდვილად მოსწონხარ როგორც კაცი და არა როგორც მეგობარი . არ მინდა თქვენი ურთიერთობის გახსენება საკმარისად აუტანელი, სტრესული და შემაწუხებელი იყო ჩემთვის. მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ აღარ მინდა ოდესმე ვინმე შენთან ასე ახლოს იყოს ,როგორც ის ... არაფერი მითხრა, არაფერი ამიხსნა და ნურაფერს დამპირდები . ვიცი ,ყველაფერს გააკეთებ სწორად ,ისე როგორც საჭიროა , მჯერა , გენდობი და მე ჩემის მხრივ უკანასკნელად ვამბობ, რომ ამაღლობლის მიმართ ქალური გრძნობები არასდროს მქონია , მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია. -ფიქრობდი,რომ შემიყვარდებოდა რადგან კარგი გოგონაა და მასთან ბედნიერად ყოფნა შემეძლო? შენ ჩემ გამო ცუდად იყავი ? -ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ დაბინდული გონება გამეწმინდა და მივხვდი, რომ ჩემს მიმართ არსებული გრძნობები ასე ერთბაშად არ გაქრებოდა... მოდი წარსულზე ფიქრი არ გვინდა,თორემ ბევრ რამეს ვინანებ და არ მინდა კიდევ უარყოფითი ემოციების მიღება. -იყოს ისე როგორც გინდა, მაგრამ უნდა ვიცოდე როგორმე გავიგო ხოლმე რას ფიქრობ... რომ გხედავ დიდად აზროვნების უნარს ვერ ვინარჩუნებ, შედეგები გვახსოვს ორივეს და სანამ მოგშორდები, დავფიქრდები, გაგშიფრავ ,ვიმოქმედებ -დამშვიდდი, მოდუნდი, გათავისუფლდი და გაიაზრე,რომ აქ ვარ შენთან საკუთარი ნებითა და სურვილით ,მხოლოდ შენთვის - მისკენ იყო შებრუნებული, უყურებდა და ისე საუბრობდა იმას რასაც ფიქრობდა და გრძნობდა. გაეღიმა გიგაურმა რომ გამოხედა და კეფაზე მოისვა ხელი- ხო ნამდვილად ვარ , ნახე ? - მაჯაზე თითები შეახო , თვალებში უყურებდა და იღიმოდა . გიგაურმა მის თითებში თითები რომ ახლართა და მტევანზე აკოცა ღაწვები აუფერადდა, მაგრამ ხელი არ გაუთავისუფლებია. დანიშნულების ადგილამდე ასე ისხდნენ , საუბრობდნენ და ცხოვრებაში პირველად დეა ზღვარს არ აწესებდა. ....................... ვარჯიში დაიწყო . მკურნალობის კურსთან ერთად ოქტაგონზეც დაბრუნდა, მაგრამ ძალების დაზოგვა უჭირდა. არ იყო შეჩვეული მსუბუქ დატვირთვას და მეტის გაკეთება სურდა. პირველი კვირა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. საკუთარ თავთან ბრძოლაში ჩაება და დაივიწყა დისკომფორტი ,რომელიც ყველა ნაბიჯზე ექმნებოდა. დაღლილი იჯდა გასახდელში და ხელზე დარჩენილ ნაიარევს დაჰყურებდა . ძალა ისევ ეცოტავებოდა, ტკივილებიც ჰქონდა , ვეღარც ხვდებოდა რომელი ტრამვა აწუხებდა . ჩიხში მოექცა _კვირა საღამოს თავისუფალი ვარ ... თუ გაბედავ და მავარჯიშებ _გვერდით მიუჯდა, წყლის ბოთლი მიაწოდა და პასუხს დაელოდა _ აქ რას აკეთებ -ისე უპასუხა გაბრაზებულს უფრო ჰგავდა ვიდრე საყვარელი ქალის მოულოდნელი გამოჩენით გახარებულს -არ ვერევი შენი გამოჯანმრთელების პროცესში ... მე არც ექიმი ვარ და არც შენი მწვრთნელი , მაგრამ გოგო ვარ , რომელსაც უნდა შენთან გაატაროს დრო ... შენ კი იმდენად გინდა მარტო გაუმკლავდე ყველაფერს, რომ მე აშკარად გავიწყდები . სკოლაშიც არ დადიხარ, მთელი კვირაა მხოლოდ მობილურით ვსაუბრობთ და იმდენად დაღლილი ხარ ნორმალურად ესეც არ გამოდის ან სხვა მიზეზია და ჩემთან დისტანცირება გადაწყვიტე - ბიჭი ისევ ისე იჯდა, ფეხებზე იდაყვებით დაყრდნობილი, წელში მოხრილი ხელებს დაჰყურებდა და თავს მაღლა არ სწევდა. სესილიამ თითები თავზე შეახო , მხარზე აკოცა და ნიკაპით დაეყრდნო _ შენს ცხოვრებაში თუ არ შემომიშვებ ჩვენ ვერ ვიქნებით , მოსე _დრო მჭირდება , ხომ გითხარი ახლა მე მე არ ვარ . დავუბრუნდები რიტმს და _ცხოვრებას არასდროს აქვს ერთი და იგივე რიტმი... თუ გინდა იცხოვრო როგორც ადამიანმა და არა რობიტმა. ესეც ხომ შენი ყოველდღიურობაა რა მნიშვნელობა აქვს სასიამოვნოდ მიდის თუ არა ... ეს შენ ხარ _შენ მე უკვე დამეხმარე ... ამ შედეგს ვერ მივიღებდი _ერთმანეთს დახმარებებს ვუთვლით? არ შემომხედავ? _ ყბაზე მოუჭირა თითები და თავი შეაბრუნებინა _ რა გაუკეთე საკუთარ თავს _ ფერმკრთალი იყო, ჩაცვენილი თვალები, შავი წრეები თვალებს ირგვლივ და უძილობის ყველა მაჩვენებლით სახეზე _დრო ჩემს საქმეში უმნიშვნელოვანესია, ყველას თუ დავავიწყდი არაფერი გამოვა. უკვე კარგად ვარ , უნდა ვივარჯიშო რომ დავბრუნდე და გამარჯვება შევძლო. ისე ვერ ავალ ოქტაგონზე თუ არ მეცოდინება რომ შემიძლია _ძალების აღდგენას რატომ გავიწყდება . უნდა დაიძინო, ჭამო , დაისვენო და ენერგია დაიბრუნო . გტკივა ხომ ? გტკივა და გამაყუჩებელს არ სვამ რომ სუფთა იყო ... შემოწმების დროს პრობლემა არ შეგექმნას . გეჩქარება და გავიწყდება, რომ მხოლოდ ვარჯიში არ გიშველის _როგორ გიყვარს დომინანტობა ... მასწავლებელო _ნუ ახსენებ ჩემს სტატუსს . მოსწავლე და მასწავლებელი აქ არაფერ შუაშია. ურთიერთობაში ყოფნა გინდა? მოგესალმები , ესაა როცა ქალი გყავს რომელსაც უყვარხარ , აღელვებ და უნდა შენი მაქსიმუმი გააკეთო იმიტომ რომ ცხოვრებას გიკავშირებს და პირდაპირპროპორციულად ბედნიერდება ან უბედურდება შენთან ერთად _მე არ ვარ იმ მდგომარეობაში რომ შენ შენი ცხოვრება დაუკავშირო. ჩემთან ერთად იყო ცუდად და მე უფლება არ მაქვს ჩემი გაძლება გაიძულო _შენ ნამდვილად ვერ ხვდები , ცნებას ჭირსა და ლხინში თუ იმდენად არასერიოზულად უყურებ ჩვენს წყვილს , რომ გგონია ურეაქციო ვიქნები ...ან იქნებ მხოლოდ ცოლ-ქმრის სტატუსის ქვეშ ხედავ ამგვარ კავშირს და სხვა დონეზე არა _საუბარს თუ გავაგრძელებთ კონფლიქტამდე მივალთ ... ტოქსიკური ვხდები უკვე ხომ ხედავ. ამიტომ არ ვაჩქარებდი მოვლენებს, ვიცოდი რომ მზად არ ვიყავი . დრო მჭირდება ამ წყეული ცხოვრების დასალაგებლად , რომ ვიყო ის ვინც მინდა რომ ვიყო შენს გვერდით მყოფი _შენ ის ხარ ვინც უნდა იყო და შეიყვარე თავი ყველა სიტუაციაში! _მე ვიცი რა შემიძლია, ვიცი როგორ ვმართო საკუთარი თავი, მაგრამ შენი სიყვარული ჩემთვის იმხელა ამბიციაა , ზოგჯერ მგონია რომ წამში გაქრები. უცებ დაგკარგავ და დავინგრევი _შენ მე პრობლემად არ უნდა აღმიქვამდე, ისე არ უნდა მიყურებდე როგორც დავალებას, გეგმას ან მიზანს . მე უკვე აქ ვარ, შენთან და თუ არ მომცემ საშუალებას რომ გვერდით ვიყო , თუ ზღვარს გაავლებ და არ გათავისუფლდები , არ მენდობი თუ დაითვლი რა როდის გავაკეთე შენთვის , ვალის დაბრუნების კლასიკური აღრიცხვა თუ უნდა აწარმოო მე ნამდვილად მასწავლებელი ვიქნები და არა შენი საყვარელი ქალი _გენდობი , გეფიცები საქმე შენში არ არის არც ჩემს გრძნობებშია ... _კარგი , მოკლედ ამდენი სტრესი არ შემიძლია . დროს ფუჭად ვკარგავთ აქ საუბრით ამიტომ ჩემთან უნდა წამოხვიდე -ფეხზე წამოდგა და თვალების ციმციმით დახედა _რა ხდება შენთან _ნუ გეშინია, არ ვიძალადებ _10 წლის პეტრემ შეყვარებულს აკოცა და მე ნორმალურად ვერც ვეხუტები . ხუმრობაც კი როგორი აქვს _პეტრემ სილა მიიღო მაგ კოცნის გამო ... გამიბრაზდაო _უნდა ჩავიცვა _წელზე შემოხვეულ პირსახოცზე ანიშნა , როცა წამოდგა _რა კომპლექსია რა არის _კომპლექსი კი არა უსამართლობაა შენ ისედაც ზედმეტს ხედავ და მე ვერც გეხები . ვიყოთ სამართლიანები _მეც გავიხადო? _შენ ზედმეტად დარწმუნებული ხარ ჩემი თავშეკავების ამბავში თუ რადგან ზღვარს არ ვკვეთ გგონია ვნებას არ აღძრავ ან მე ვარ ასეთი არატემპერამენტიანი _ მშვიდად საუბრობდა, კარადასთან იდგა მოულოდნელად პირსახოცი ჰაერში რომ ააფრიალა და შედეგად ნამდვილად ის მიიღო რასაც არ ელოდა _ღმერთო ჩემო ... შენ რა ჯანდაბას აკეთებ ! არანორმალურო , მოკვდება რომ ვიხუმრო და მე დავრჩე გამარჯვებული . ბოლო სიტყვა აუცილებლად თვითონ უნდა თქვას_წამოიკივლა და თვალებზე ხელებაფარებული უსწრაფესად ამბობდა სიტყვებს _არაფერი მითქვამს ... უბრალოდ ვიცვამ , რომ გამოგყვე _როდის ვამბობდი, რომ თავხედი ხარ _რაღაც ისე ვერ არის _ ახლოს რომ გაიგო ხმა და ბიჭის შეხებაც იგრძნო კიდევ უფრო მეტად აუჩქარდა გულისცემა _თითები მომაშორე , ჩაიცვი და გამოდი _ყელზე ეხებოდა ორი თითის ზურგით , თითქოს პულსის გაზომვა სურდა მერე კი მკერდისკენ გადაინაცვლა და ზედის ჭრილშიც შეაღწია _რატომ გაქვს პატარა ბავშვის რეაქცია , მასწავლებელო? _მანძილი გაზარდე ამაღლობელო თორემ _თვალებს აღარ გაახელ? _ ხელები სახიდან მოაშორა და აწითლებულ ლოყაზე მოეფერა _ ჩემ გაოცებას არ წყვეტ ... _ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები .გაეღიმა , ქალმა ღრმად რომ ჩაისუნთქა ჰაერი და ერთმანეთზე დაშორებული ბაგეები დაისველა _ შეგვიძლია წავიდეთ _ ხელი ჩაკიდა, მტევანზეც აკოცა და ისევ გაეღიმა ქალმა თვალები რომ გაახილა _თუ დარჩები და დაპირებული ვარჯიში დღესვე დავიწყოთ _სარკეში ჩაიხედე , ფეხზე ძლივს დგახარ კიდევ ვარჯიშზე საუბრობ? _შენ რა გგონია აქამდე როგორ მოვედი ... სად გარბიხარ _ უკან მიჰყვა და თან იცინოდა _უჰაერობაა მანდ , გარეთ კიდევ სასიამოვნოდ გრილა _ღრმად ისუნთქე და იქნებ გაიაროს _გაიაროს რამ ... მშვენივრად ვსუნთქავ _ვიცი გცხელა , მაგრამ გარეთ ყინავს და ნუ გაცივდები . დამშვიდდი , მოდუნდი და მითხარი რას მიპირებ _ქურთუკი შეუკრა, ქუდი დააფარა და შემდეგ გაუღო კარი _თუ არ დავმშვიდდი ნამდვილად დაგახრჩობ _ისევ ღრმად ჩაისუნთქა და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა . ............... _მადა არ მაქვს , პროდუქტის დეფიციტი კი არა _სუპერმარკეტთან რომ გააჩერა წამსვე მიუხვდა გეგმას _ბინაში არაფერი მაქვს და თუ შოპინგის წინააღმდეგი ხარ მაშინ სოფელში უნდა გამომყვე _სადაც იტყვი იქ გამოგყვები, მაგრამ ჩემ გამო მზარეულობას თუ აპირებ არ გინდა. ისედაც გადაღლილი ხარ...რესტორანში წავიდეთ , შევჭამ რამეს და დამშვიდდები _რესტორანში წასვლა , რომ მდომოდა წავიდოდით ... თავს კი არ გაწონებ , რაღაცების მომზადების სურვილი მაქვს და თუ არ გინდა დეგუსტატორებს ვიპოვნი _ასეთი ბრაზიანი ხარ სულ როცა აღგზნებას გათავბის გარეშე ასრულებ ? _ნუ მიწვევ , გეყოფა ! _კერძის მომზადება გიშველის ვითომ? _არ აყვე პროვოკაციას სესილია. ამის დრო არ არის უზარმაზარი კალათა გაავსო პროდუქტებით . სალაროსთან მიახლოებისას მოსემ ჯიბიდან საფულე რომ ამოიღო წამსვე გაჩერდა _რას აპირებ _რას აპირებენ ხოლმე პროდუქტის გატანამდე, თანხას იხდიან _ერთი წუთით, ჩემს სახლში მიმაქვს პროდუქტი და შენ რატომ ყიდულობ _ჩემთვის უნდა მოამზადო თორემ კარგახანს არ გაგახსენდებოდა მზარეულობაც რომ შეგიძლია _ბავშვებს ჰკითხე მახსოვს თუ არა ... სულ ვამზადებ , ოღონდ ძირითადად საკუთარი თავისთვის და შენ ისე იქცევი ვატყობ შენ არაფერს გაგასინჯებ . საფულე შეინახე ნუ შემშლი _ჩემთან წავიდეთ მაშინ _სხვის სამზარეულოში ვერ ვამზადებ , გარკვეული ნივთები მჭირდება _იმედია ისე არ იზამ რომ ტიპიურ კაცად გადავიქცე და შენი სამზარეულოში დატოვება მომინდეს _აი თურმე რა გაფრთხობს ... _იმედია ასისტენტად ამიყვან _ისე გამოიყურები მგონია მალე გაითიშები და შეგიძლია ასისტენტობა? _უბრალოდ ვერ ვიძინებ როცა რაღაც მაწუხებს . ნუ აჭარბებ სესილია _არ გძინავს, არ ჭამ, არ ისვენებ და მხოლოდ ენერგიისგან იცლები _პირიქით, ენერგიას ვიბრუნებ ამდენხნიანი მოდუნების შემდეგ პროდუქტის უმეტესი ნაწილი ამაღლობელს მიჰქონდა. სამზარეულოს მაგიდაზე დააწყვეს ყველაფერი და შემდეგ სესილიამ მარტო დატოვა .სანამ მოსე პროდუქტებს ალაგებდა მანამ გამოიცვალა. თმა მაღლა ჰქონდა შეკრული, ერთიანი კაბა ეცვა და ხელნაწერებს შორის საჭიროს რეცეპტებს არჩევდა _ამდენი რამე გისწავლიათ მასწავლებელო და რეცეპტები ზეპირად არ იცით? _ასე უფრო მშვიდად ვამზადებ ... კერძის თავიდან მომზადებაც არ მჭირდება _აშკარად გქონდათ მსგავსი შემთხვევები _უთვალავი _რატომ მგონია, რომ სანამ კურსებს გაივიდით მანამ სრულიად უნიჭო იყავი და ბევრი სასაცილო მოგონება გაქვს _ვისთვის სასაცილო და ვისთვის სატირალი... იმდენი ქვაბი და ტაფა დამიწვავს. გაფუჭებულ პროდუქტზე და გადაყრილ საჭმელზე არაფერს ვამბობ. ერთხელ ცეცხლიც გამიჩნდა, აი ტაფაზე რომ ცეცხლი ადის და შეფები ატრიალებენ ოსტატურად ეგ მინდოდა გამეკეთებინა. ვიდეო ჩავრთე , დავიწყე და ყველა თითი დავიწვი ბოლოს, კარადაც გავაფუჭე. რას ვიზამდი ჩემები სახლში არასდროს იყვნენ და ან გარეთ უნდა მეჭამა ან სახლში მომემზადებინა სულ ერთი და იგივე . თინეიჯერობისას სულ დიდი წონა მქონდა და ამასთან ერთად ჯანმრთელობაც შემერყა . აუცილებლად მჭირდებოდა ჯანსაღი კვება , შესაბამისად მზადების სწავლა უბრალოდ გატაცება კი არ იყო საჭიროება მოითხოვდა. _სწორ კვებას არაფერი შეედრება , მაგრამ ყველაფერი გემრიელი არაჯანსაღია _გასაგებია შენი მინიშნება... უგემური , მაგრამ სასარგებლო არ გჭირდება _ზოგადად ვამბობ თორემ ჩემთვის სულერთია, ყველაფერი შემიძლია ვჭამო ... _ყველაფერი როგორ შეგიძლია , საკვების სიყვარული და მერე მისი მირთმევით განცდილი სიამოვნება ბედნიერების ერთ_ერთი წყაროა _ნინას არაფრისგან შეეძლო გემრიელი საჭმლის გაკეთება... _ აი ჩემს ოჯახში კი გემრიელად მზადება არავის შეეძლო , მეც მეჯერა რომ ვერასდროს ვერაფერს გავაკეთებდი. ჩემს მეგობრებთან რომ დავდიოდი სტუმრად მათი ბებიები მაინც ამზადებდნენ თუ დედები არა და ბებია თამარა კი გინეკოლოგი იყო და თან ისეთი ტიპის ქალს წარმოადგენდა სულ რომ ვიღაც ემსახურებოდა. დედაჩემიც მას ჰგავს უფრო სწორად მისი გავლენის ქვეშაა და მამაჩემს რომ გაჰყვა ცოლად თამარას მომავალი ექიმი სიძე კი მოსწონებია, მაგრამ სოფელში გაიზარდაო რომ გაუგია ლამის ქორწილი ჩაუშლია. ახლა ცოცხალი აღარ არის, ვერ გაიგო ექიმი რომ არ გავხდი, თორემ ნამდვილად ქეთევანზე ცუდი რეაქცია ექნებოდა. მეტიც, რომ გაეგო კულინარიის კურსებზე დავდიოდი და ჩემი ხელით ვაკეთებდი საჭელებს ეგეც გააგიჟებდა. მე კი ჭამა ძალიან მიყვარს, მზადებაც განტვირთვის საშუალებაა და სხვებს რომ მოსწონთ ეგ კიდევ უფრო დიდი. _ საჭმლისგან სიამოვნების მიღებაზე ნამდვილად არასდროს მიფიქრია, უბრალოდ ვჭამ და მორჩა _ სესილიას ისტორია კი ყურადღებით მოისმინა და ყველაფერი გაიაზრა, მაგრამ ყურადღება განგებ არ გაამახვილა. თავადაც ვერ იტანდა იმაზე მეტ რომ ეკიტხებოდნენ ვიდრე ამბობა და სჯერდებოდა იმ ინფორმაციას რისი გაზიარებაც თავად სესილიას სურდა _საყვარელი კერძი ან პროდუქტიც არ გაქვს? _ შენ რაც გიყვარს ის მოამზადე _ასე არ შეიძლება _წარბები შეკრა და უკმაყოფილო გაუხდა გამომეტყველება _მართლა არ შეიძლება , ასე ნამდვილად არ გამოვა ... ამდენად საყვარელი ნუ ხარ _ ლოყაზე მოეფერა და აკოცა კიდეც _საყვარელი სულაც არ ვარ... როგორც არ უნდა ვეცადო მზადების დროს მუდამ ყველაფერს ვსვრი, ვურევ, ვანგრევ და შედეგად გემრიელ კერძთან ერთად თავდაყირა მდგომ სამზარეულოს ვიღებ _აი ამიტომ უნდა გყავდეს ჩემნაირი დამხმარე ... რომელიც თანვე დაალაგებს _შენი სამზარეულო ვიცი როგორც გამოიყურებოდა... შენ რომ პედანტს ჰგავხარ ,რაც იმედია მეჩვენება თორემ ჩემს მუდმივ ქაოსს ვერ შეეჩვევი _ნინამ ბავშვობიდან მასწავლა რომ ყველაფერი მოწესრიგებული უნდა მქონოდა . ზუსტად ვიცი ხოლმე სად რა დევს და წესრიგის მთავარი დეტალი ისაა, რომ არევის პარალელურად უნდა ალაგებდე -ამდენი ხელი მააქვს ? თან ვამზადო თან ვალაგო . ხომ მოვკვდი და ჭამის სურვილიც დავკარგე_უცებ გაჩერდა მიმოიხედა და არეული არაფერი რომ არ დახვდა მერე გაიაზრა, მოსე ყველაფერს ზედმიწევნით სწორად აკეთებდა - შენთვის აშკარად არ აქვს უცხო გარემოს მნიშნელობა. ყველაფერი თავის ადგილზეა _სამზარეულოში რა უნდა შეცვალო... ჭიქები ჩანს სადაცაა. თეფშებიც, დაფებიც და ტაფებიც. ნაგვის ურნაში ეგრევე ჩაყრი ნარჩენებს , გამოყენებულ ჭურჭელს ნიჟარაში ჩადებ და ეგაა რა _საერთოდ დამიკარგე მზადების სურვილი... არ უნდა შემომეშვი სამზარეულოში. აქაურობაც აითვისე , დისკომფორტს არაფერი გიქმნის და ყველაფრის გაკეთება შეგიძლია . ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება ასე იყო დასტრესილი რომ ძილს და ჭამას ვერ ახერხებდე _აქ რას უნდა შეექმნა დისკომფორტი ... ყველაფერია. ჩემი სამზარეულოდან თაგვები ძლივს მოვაშორე და შარშან ვიყიდე კარადები, ახალი გაზქურაც და მაცივარიც. მანამდე უნდა გენახა სად ცდილობდა ნინა წესრიგის შენარჩუნებას და სად მასწავლიდა როგორ უნდა მეზრუნა საკუთარ თავზე როცა თვითონ ცუდად გახდებოდა . მე ყველგან შემიძლია გავაკეთო საჭმელი, ყველაფერი ვჭამო და დავნაყრდე თუ მინდა . ისიც შემიძლია საერთოდ არ ვჭამო და ბრძოლა მოვიგო. თავიდან რომ დავიწყე ფული საერთოდ არ გვქონდა, ეზოში მოყვანილი პროდუქტი რომ არა შიმშილით მოვკვდებოდით. ვალები მქონდა უამრავი ნინას წამლების გამო , მამაჩემმა ვიღაც სცემა და ციხიდან გამოსაყვანი გახდა. გირაოს ფული ბებოს პენსიით შევიტანეთ, ერთბაშად აიღო რამდენიმე თვის და ბექამ მწვრთნელი რომ გამაცნო და ბრძოლა დავიწყე ნახევრად მშიერი ვიყავი. აქედან ერთხელ ნახევარი გზა ფეხით გავიარე , რომელ ძილზეა საერთოდ საუბარი ... ბოლო ორი წელია ვცდილობ დავიძინო იმიტომ რომ მწვრთნელი და ექიმი ლექციებს მიკითხავდნენ. ნუ გეშინია რა , არაფერი დამემართება ... ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა _ჩემთვის არაა ბუნებრივი მდგომარეობა ასე რომ მაღელვებს ვინმე ... _ გვერდით მდგომ ბიჭს მკლავები შემოჰხვია და ჩაეხუტა _ რაც უფრო ახლოს მოვდივარ მით უფრო მეტს ვგძნობ და ეს ძალიან არაბუნებრივია. ამდენი ემოცია ყველასგან ერთად არ მიმიღია და ვერ ვიგებ როგორ შეიძლება ბავშვივით ვგრძნობდე თავს... სულ შენი ბრალია ასეთი რომ ხარ , გონებას მირევ _ ეფერებოდა , ყელში რამდენჯერმე აკოცა და მერე ბიჭმაც რომ მოხვია ხელები წელზე გაახსენდა, რომ ქვაბი იწვოდა _ ამდენი ლაპარაკი არ უხდება მზარეულს... ყველაფერს დავწვავ და შევრცხვები . _ისევ უსამართლობას აქვს ადგილი! როცა გაგიხარდება მაშინ მკოცნი და მე როგორც კი შეგეხები გარბიხარ _შენ თავშეკავების უნარი გაქვს და მე არ მიყვარს , არც მჩვევია ჩემს სურვილებთან ჭიდილი . რა არის აქ გაუგებარი , ამაღლობელო? დისტანცია დაიცავი თორემ მარინას ღაღადებას სიმართლედ ვაქცევ _მაგ ქალის ხსენება იქნებოდა ახლა ? კარგი რაა _იმ დღის შემდეგ არ გვისაუბრია... სკოლიდან წახვედი და აღარც გამოჩენილხარ. გგონია არ ვიცი,რომ ამ დისტანციის მიზეზი ჭორები არ არის? ასე რეაგირებ ბრბოს იერიშზე? _ მხოლოდ ჭორებია?ბავშვების ნაწილი რომ არ მოვიდა მეცადინეობაზე გგონია არ ვიცი? _მანანა დაბრუნდა... მე მხოლოდ თქვენთან ჩავატარებ გაკვეთილებს დაბალ კლასებში აღარ შევდივარ _ და რომ შედიოდე როგორი იქნებოდა ნახევარი კლასი, რომ არ დაგხვდებოდა. რამდენიმე თვე არაფერს შეცვლის ჩვენს ურთიერთობაში _სკოლა და სოფლის ბნელი მოსახლეობის აზრი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე შენთან განშორება ? რამდენიმე თვეში მოხდა ყველაფერი და ახლა შორს ყოფნის შემთხვევაშია ცოტა? შეგიძლია ასე უბრალოდ დისტანცირდე მხოლოდ იმიტომ რომ აღარ იჭორაონ? სერიოზულად გჯერა , რომ გაჩერდებიან ? ჩემთვის სულ ერთია, ეს დრო გამოცდილებად მჭირდებოდა . ის მივიღე რაც მსურდა,ბავშვები რომელთაც სწავლა შევაყვარე, ბევრი რამ ვასწავლე , მივიღე დადებითი ემოციები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ექიმის გარდაც არსებობს კეთილშობილური პროფესიები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს ცვლიან. შევძელი და ბევრს დავეხმარე, რომ წავალ შემდეგაც არ გავწყვეტ მათთან კონტაქტს. ჩემი სახით მეგობარი ეყოლებათ, შენი კლასელების გამო ვრჩები მინდა ამ რთულ დროს გვერდით ვყავდე და დავეხმარო. სწავლის დასრულებისთანავე ქალაქში დავბრუნდები და საერთოდ არ გამახსენდება რას ამბობდა ხალხი . მათგან ჩემი დაცვის მცდელობისას უშენობით დამსტრესე -ცხოვრებაში კიდე ერთი გაკვეთილი გამომიჩნდა ასათვისებელი, „როგორი უნდა ვიყოთ ურთერთობაში ყოფნისას“ -ის უნდა იყო ვინც ხარ იმ განსხვავებით, რომ მე ზრუნვის ობიექტი კი არ ვარ არამედ შენი თანასწორი ქალი, რომელსაც ოქტაგონის გარეთ შეუძლია ნებისმიერ საკითხში შენს გვერდით ყოფნა . რა თქმა უნდა ყველაფერი ორმხრივია და ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ამბებს უშენოდ არ გავივლი. -გასაგებია ,მასწავლებელო...ვეცდები დავიმახსოვრო - ხელი წელზე მოხვია, თვალებში უყურებდა და უახლოვდებოდა ,შემდეგ დაიხარა და ყელში აკოცა - ჩემი დახმარება აღარ გჭირდება, ჩამოვჯდები და გიყურებ -აჰაამ , რას ვაკეთებდი ?- თვალი გააყოლა , ყელზე ხელი მოისვა, ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ შუბლი მოისრისა თითქოს რამის გახსენებას ცდილობდა ... ..................... ................. -შენც თუ უნდა დამაყარო გაფრთხილებ დღეს მეტის მოსმენის თავი არ მაქ და ნუ დამაბრუნებთ რეამინაციაში _რეანიმაციაა სწორი სულელო _ არეულ თავზე გადაუსვა ხელი, თმები გაუსწორა, მერე ლოყაზე აკოცა და ფრთხილად ჩაეხუტა _ გიკრძალავ საკუთარი თავისთვის საფრთხის შექმნას! დღეიდან იცოდე, რომ თუ რამეს დაიშავებ მეც დამიშავებ და ნიასაც _ნიას არაფერი ეტყობოდა...ისე მელაპარაკებოდა ვიფიქრე თქვენიბით ხო არ დავებაზრო უცნობი ექიმივით_თქო _ხომ იცი როგორია,მოვიდა და საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი. სანამ გნახავდა და ექიმებს დაელაპარაკებოდა ცოცხალ_მკვდარი იყო. ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩვენთვის ისე წამოვიდა შენს სანახავად _მე ნახევრად მეძინა , ისეთ გამაყუჩებლებს მიკეთებენ კაიფში ვიყავი მგონი ... სიზმარივით მახსოვს რომ ტიროდა და დავიჯერო ნაღდად ეგ იყო? _ნუ ხვანცალებ ... თავიდან მოიტეხავ რამეს _ თმაზე ეფერებოდა და ისევ ისე მის ბალიშზე ედო თავი _ ჩემო პატარა სულელო ბავშვო _დების წინ მორბენალ კვიცს ასე დამემართა...დავიმტვრიე თავ_ყბა და ჩემი საყვარელი მანქანაც . ეჰ მომიწევს ფეხით ბოდიალი არადა მომავალ წელს მინდოდა ყველაზე მეტად . აუუ რაა , ბიჭებმა სურათები ჩამიყარეს ჯართში ჩაუბარებიათ ... იმენნა დედა მოვ.ტყანი მანქანას რა _გადაეჩვიე გინებას _შენმა ბიჭმაც მომინახულა სხვათაშორის ... თქვენ წასულები იყავით . ვიღაც კაცმა შემოიყვანა , ისე საკაიფო ვიდზე იყო ხალათში ძაან კაი სამედიცინოზე რომ აბარებს . იმენა ძერსკი ექიმი იქნება _რაო რა გითხრა _ცუდი ბიჭი ხარო დეა რომ ანერვიულეო , მაგრამოო რას ვიზამო ისე ხარ ვერც შემოგცხებო _სერიოზულად , ლუკა _ზუსტად ეგ მითხრა ... მაგას შენს გარდა ცვეტში არაფერი ადარდებს . იმენნა არაფერი და დანარჩენ დეტალებს რა აზრი აქვს რომ მოგიყვე. თან ექიმმა თქვა ბევრი ენერგია არ დახარჯოო _გოგოებს ძაან ელაპარაკები , ტელეფონი არ გაგიგდია ხელიდან _აუ ისე საღოლ რას გადარჩაა ... დუტის ჯიბეში მედო და მე დავილეწე უფრო ვიდრე ეგ _ღმერთო რა ფიქრები გაქვს _რა ვქნა ყველას გამგებლის შვილივით მშვენიერი ფიქრების ობიექტი არ გვყავს _გთხოვ გაჩუმდე და არ მაიძულო ფიზიკურად ძალადობა _დედამ და მამამ ფსიქოლოგიურად იძალადეს ... ცემა მაკლია მარტო _რაო _არაფრის ღირსი არ ხარო ... გადარჩენას ვინანებ მალე _თუ აზროვნებ უნდა მიხვდე , რომ ეს ნიშანიადა სისულელეებს შეეშვა , როცა შეგიძლია ნებისმიერი რამ გააკეთო ... _რა ნებისმიერი გოგო ნია10 წელია სწავლობს , ექიმია წამყვან კლინიკაში . თეთრი არ დაუხარჯავთ ისე ჩააბარა , ისწავლა , დაამთავრა და იმას ეჩხუბება . მე რომ ვუთხრა ჟურნალისტობა მინდა გავხდე_თქო არ შეიშლება ? მოკვდება _და იმიტომ იწამლავ თავს , რომ მის წინააღმდეგ წასვლის ტრ.კი არ გაქ ? როგორი ნაცნობი სიტუაციაა _რა მოულოდნელად იცი ხოლმე ცუდი სიტყვების თქმა მეშინია რომ სხვა ხარ _ცუდად ყოფნის საშაუალებას არ მოგცემ, კიდეც დახატავ , სცენაზეც დადგები , იმღერებ და იცეკვებ კიდეც... სულ ცოტა დრო მჭირდება მეც რომ წავალ ჩემთან წამოხვალ და ახლავე დაიწყებ იმის კეთებას რაც გიყვარს. საწამლავების გარეშე ... ისეთი როგორიც მაგათ უნდათ მეც საკმარისი ვარ _ისევ ეფერებოდა, შუშებისგან დაზიანებულ სახეზე ფრთხილად ეხებოდა თითებით, შიგადაშიგ კოცნიდა და იმ ძალას უზიარებდა რომლის არსებობის შესახებაც თავადაც არ იცოდა ჯერ კიდევ 2 საათია,მაგრამ ჩემთვის ეს დღე ჩავლილია. ურთულესი გამოცდა მქონდა და იმდენად ვარ გამოფიტული მხოლოდ წერა და თქვენთან თუ აღმიდგენს ენერგიას... ვიცი წინასთან შედარებით პატარა თავია, მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე და ვფიქრობ ძალიან საინტერესო მომენტებს წაიკითხავთ აქაც... მაქსიმალურად ვეცდები შემდეგი უფრო მალე იიყოს დასასრულს ვაანონსებ ერთი თვეა და ვეღარ დავასრულე , მაგრაამ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი და მოსაბეზრებელი თუ გახდება შემანჯღრიეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.