შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხიზანი (სრულად)


29-06-2022, 15:35
ავტორი tasusuna
ნანახია 14 225

თავსხმა წვიმა იყო.
ისხარი სითბოდაგროვილ ოთახში შემოჭრას ლამობდა,ისე გამეტებით ეხეთქებოდა მსხვილი წვეთები სარკმელს..
-შემოხეთქავს..-შიშით მოაცილა დედამ თვალი არაზანს,ნაქსოვი პლედი მჭიდროდ მოიხვია და გაღუღუნებული ფეჩიდან ემალის ჩაიდანი გადმოდგა..
-რაზე უნდა გამწყრალიყო ღმერთი ტატუში,თითქოს შურის საძიებლად გამოგზავნა ნაიადები..-ფიქრით სავსემ ამომხედა და ფინჯანი ცაცხვის ჩაი მომაწოდა,გასალღობად..
რბილი,მოტკბო გემო და სიყვარულის არომატი ჰქონდა მისი ხელიდან მორთმეულს..
ყველა უჯრედი საამოდ ჩაიარა მაცოცხლებელმა სითხემ და მომაფხიზლა..
შუაღამე გარდამტეხ წამებსღა ეჭიდებოდა თავგანწირული.
პირქუშ პირველს ადგი ლს უთმობდა ძალაგაცლილი თორმეტი..
-დედი,დაისვენე..-დაღლილ თვალებს ძლივსღა ახელდა..
მეოცე წელია გაუხდელად ატარებდა მისი კანი ძაძას და ასე მეგონა,ყოველი ახალი დღე უფრო ამძიმებდა..
მხრები საბრალოდ ჩამოეყარა და,თითო ნაოჭზე შერჩენოდა უწყვეტი ჯაფა..
გაჭირვებით წამოიმართა..
მხრებზე ხელის გულიდან გამოფრენილი სითბო მომახვია და მერეხს შემატოვა..
ფიქრებს გაყოლილმა,ყურისწამღებ წკარუნში სიცივემ რომ დამრია,მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ფეჩი რომ გამონელებულიყო..
მესიკვდილებოდა თქერში გასვლა,თუმცა,არც სიცივისთვის მემეტებოდა სუსტი სხეული..
სქელი შარფი მჭიდროდ გავიკარი თავზე და ერთიანად გავედი პარმაღზე..
ვარაუდით გავიარე წვრილი ბილიკი,
ფეხი ტალახში უღმერთოდ მეჭედებოდა და,
თითქოს ჩემი შთანთქვა განეზრახათ,
თავს არ მანებებდნენ.
-ღმერთო!-ცაზე ჰორიზონტად გადაჭიმულ წამიერ ელვას ზარით ავხედე და ფეხს ავუჩქარე..
კოპიტის მიჯრით მიწყობილი შეშიდან ხუთამდე ნაჭერი მარცხენა მორკალულ მკლავში სიჩქარით დავიწყვე და უკან გამობრუნებას ვიწყებდი,
ცამ რომ ისევ იქუხა და,
გადათეთრებულ კაბადონზე სარკედ აირეკლა ხის ღობეზე ჩაცურებული სხეული..
ძლიერმა გრუხუნმა მთლიანად შთანთქა ყელიდან ამოსული მოულოდნელი ზაფრი.
ვერც კი გავიაზრე,ისე მივვარდი უსულოს.
ერთიანად გალუმპული სამოსი მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი და,მის ქვეშ მოქცეული კანი,ქვა-ღორღისგან დასერილი..
თითქმის არც კი უფეთქავდა ყელთან არტერია..
ძლივსძლივს ისუნთქავდა ჟანგბადს..
-ჩემი გესმით?!-მკლავში შევუდექი,თუმცა,ძვრა ვერ ვუყავი..
-ეს რა დაგმართნიათ..-სიბრალულით და ღონზე მეტი შიშით მოცულმა დედას შევძახე,თუმცა,ამაოდ..
მიჭირდა ბნელში სველი,სახეზე აკრულ თმებში ნაკვთების გარჩევა,მაგრამ,
არც დრო დამიკარგავს მეტი..
თქორმა თითქოს რკინის ძალა მიწილადა,ძლიერად მოვეჭიდე და რაცკიშემეძლო,დავქაჩე.
პარმაღამდე ნახევარი სიცოცხლე დავტოვე გზაში,იმდენად ამძიმებდა მასზე დაცემული თითო წვეთი ტანს.
-ერთსაც გაუძელით..-ჩუმი ტკივილისგან მოწყვეტილი უცხო შევაგულიანე და,ორ საფეხურზე ბოლო ძალით ავათრიე..
ამოვარდნას მქონდა გული..
თავშალი სადღაც შუა ეზოში შემხსნოდა და მთლიანად სველი მქონდა წელამდე ნაწნავი..
ცოცხალის არცერთი ნიშანწყალი არ ეტყობოდა გადამთიელს..
მოთბო ოთახში,ჭრაქის სუსტ შუქზე მისი სახე ნატანჯი,დაღლილი და,უსიცოცხლო იყო..
სანამ ვფიქრობდი,რით დამეწყო,ხმაურზე დედაც გამოჩნდა დაბნეული,ნამძინარევი სახით..
ათასმა ფერმა გადაურბინა დაღლილ ნაკვთებზე შევატყვე და ვეღარც შესამჩნევი წყრომა დამალა..
-ტატუში..-ათასი ღელვა გაურია მხოლოდ ექვს ასოში..
ვიცოდი,ტყავს გაგვაცლიდნენ თუ კარს დატოვებდა ამბავი,თავკაცის გარეშე დარჩენილ სახლში შესვენებულ ხიზანზე..
ალბათ როგორ ეშინოდა და მაინც,დაბალ მოსასვენებელზე უღონოდ გადაწოლილს სუნთქვა შეუმოწმა,გულის ფორიაქით..
-აქ რა რისხვამ მოიყვანა ნეტა..-დანანებით გადააქნია დედამ თავი და მჭიდრომ შემოიხვია სქელი ხალათი გულზე..
კარებთან გახიდულს გვერდულად ამომხედა და,
განჯინისკენ მიმითითა..
-ტუხტი და ურცი მომაწოდე,სწრაფად!-მკაცრად ამომძახა და ეჭვის თვლი მოავლო უგონოს..
-შაითნის ნაგრამს ჩამოჰგავს..-ჩაილაპარაკა..
მინდოდა შევწინაადეგებოდი,მაგრამ,სიტყვა შემაშრა პირზე..
ბალახეულის მძაფრმა არომატმა თითქოს გონს მოიყვანა უცხო..
ტუჩებს დამცდარი ბგერები არ გავდა არცერთ შესწავლილ დიალექტს..
ამან უფრო დაზაფრა დედა და მე,კარებს უღონოდ ამაკრა..
-ეს რა ქენი ტატუში..-ალბათ ფიქრით სავსე თავი ხელის გულებში ჩარგო დედამ და მომავლის განჭვრეტა სცადა, ამაოდ..
-მას დახმარება სჭირდებოდა დედი..-გავიბრძოლე,უღონოსკენ დახრას ვაპირებდი,მაგრამ,ყინულივით ცივმა ხელებმა შემაჩერეს..
-საკმარისია რაც დაბინძურდი..აღარასდროს შეეხო და,თუ კი ადათის პატივი გაქვს,ჩამოირეცხე მისი სუნი..
-ისე,რომ აღარც შემოუხედავს,სახე ამარიდა და ავად მყოფისკენ გადაიტანა სრული ყურადღება..
ზიზღით ჩამოვიხეხე კანიდან ყველა სისხლშემხმარი წესი..
ლავანდის ღერს მანამ ვიტარებდი საცოდავ კანზე,სანამ სრული ბოღმა არ გავატანე და,
მხოლოდ შემდეგ დავუბრუნდი,
გამთენიისხანს
ოთახს,სადაც ცოდვა დავატრიალე საათების წინ..
დელგმა თითქოს ჩამდგარიყო,ნიჟისთვის იმზადებთა თავს ზეცა...
დედას უკიდურეს კუთხეში გადაენაცვლა..
მუხლებზე ხელნაწერები დაედო და გაბმით ლოცულობდა..
ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ოთახში დაგროვილი უცხო სუნისთვის,
მაგრამ,
ყველა კუთხეში ჩამჯდარიყო უკვე სხვა,გადამთიელი არომატები..
ჩვენი ჭერის ხიზანს სახეზე თოთქოს ფერი მოსვლოდა..
დედას სრულად მოეშორებინა მისი კანიდან ტალახი და გრძელ თმებში აბურდული წიწვები..
გონებამ ცხადად წარმომისახა დედა, თვალდახუჭული რომ აშორებდა სველ ნაჭრებს გადამთიელს და მამასგან დანატოვარს არგებდა შიშით,სინანულითა და მაინც,ძალიან დიდი გულით..
ვხედავდი კადრებად,როგორ ეწვოდა კანი სხვა კაცის შეხებისგან და,მაინც როგორ ასმევდა ტუჩმოკუმულს ნაყენს..
უფრო გავუტოლე მამაზეციერს მისი სული და უფრო ვიწამე,რაც კი შემეძლო..
-თვალი მოაცილე..-გამომიჭირა..
ძლივს ეტეოდა მძიმე სხეული კედლის სიგრძე სასვენებელზე..
თბილი მატყლის საბნის ქვეშაც კი იგრძნობოდა მკლავის სიძლიერე და ბრგე აღნაგობა..
არც კი შემეძლო წაოდგენა,რა ძალამ შეძლო მისი მუხლებზე დაცემა და ჩვენ ღობესთან მიტოვება..
არ უგავდა არცერთი ნაკვთი ამ მიწისას.
თეთრ კანზე მისხალი ნამზეურიც კიარ ჰქონდა..
სქელი შეყრილი წარბები და,შუბლზე გადაშლილი ნაოჭი განვლილ შფოთვებს ყვებოდა მაგრამ,
არცერთი მონათხრობის არ მესმოდა..
არ ეკუთვნოდა ამ რეალობას ვგრძნობდი და,არც დედას გაამორჩებოდა,ესეც ვიცოდი..
ამიტომ იყო,კლდეთ რომ აღმიდგა და სახლიდან გამომიშვა მთელი დღით..
ხელები ყალიბში ნაწრთობი ნაკეთობასავით ასრულებდა ერთსადაიმავე ბრძანებას,გონება კი იქ,ოთახში,ხიზანთან იყო..
არასდროს გასულა დღე ამაზე ტანჯვით და,არასდროს გავქცეულვარ სახლამდე მუხლის ჩაუხრელად..
ხის პარმაღზე სრული წუთი ვცდილობდი გული საგულეს ჩამესვა,მაგრამ,განცდა,რომ იქ აღარ დამხვდებოდა,მოუთმენელს მხდიდა..
-ტატუში..-დედას შიშნარევმა ხმამ გამაცივა..
-ნუ გეშინია დედი,მე ვარ..-კარებში შესვლამდე შევაგულე და,
მომენტალურად კუთხისკენ გამექცა მზერა..
შვებამ დამფარა..
გაუაზრებლად..
იქ იყო..
ჭრაქის სუსტ განათებაზე მისი კანი უფრო სიცოცხლეშეპარებული მომეჩვენა და გული გამილღვა..
-ისევ ისეა.. დღეს მხოლოდ თბილი რძე შესვა,ჭიქაც არა..
თუ სითხე არ მიიღო,სულ ტყუილი იქნება ჩვენი ცოდვაც და,შენი წარწყმენდა..-ხმაში ძველებური ყინვა დაუბრუნდა..
კიცხვით მიყურებდა,მაგრამ,ირისებში მიმალული სინანული,ღელვა და შფოთვა მაინც გამოუკრთა..
მხოლოდ დოგმებთან წყდებოდა მისი სიშმაგე..
გულს კი შვილზე ძვირფასი არავინ ეგულებოდა,თუნდაც ზეცისგან დაწყევლილი..
მთელი საღამო ვცდილობდი, მისი სიმშვიდისთვის, მზერა არ შემყინვოდა ინტერესით უცხოზე,
მაგრამ,
თავს ვერ ვაკავებდი..
იყო წამი,
მზერით ვცდილობდი უამრავი კითხვის პასუხი მის სახეზე მეპოვნა,
მაგრამ,ამაოდ..
არცერთი ბგერა არ იკითხებოდა მისი კანიდან..
-თუ გასკდა,ხომ იცი,წუთით არ გვაცოცხლებენ..-ჩქამზე უფრო ჩუმი იყო დედას ხმა კუნაპეტ ღამეში..
ცეცხლის ალით სუსტად განათებულ ოთახში იმდენი სითბო იყო,ერთადერთი ნაქსოვიც კი ყელში მაწვებოდა..
სუნთქვა ჭირდა.
-არავის ქარქაშით არუნდა წყდებოდეს ქალის ქარზე გამოკიდებული ბედი მაშინ,როცა სხვის სიცოცხლეს ხელით ებღაუჭები და მიქელ-გაბრიელს ეომები..-ზიზღნარევი ნერწყვი ძლივს გადავიტანე ყელში..
არცერთი ჩასუნთქვა აღარ იყო მას შემდეგ თავისუფალი,რაც ყოველი დღის გააზრება დავიწყე ჩემს ტყავში და,დედის ძაძის მიღმა..
-არავინ არუნდა მიდგენდეს საზღვარს იქ,სადაც ღმერთი ხელებს შლის...
თუმცა,უკვე იმის დაჯერებაც რთულია,
არის თუარა კამარის მიღმა მსაჯული ვინმე..-წყრომით ამოვხედე უძირო ტალღებს და სანამ პასუხს მივიღებდი,
გავეცალე..
აღარ მინდოდა მომესმინა მეტი,ვიდრე კარგად შეხორცებული..
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო,ოთახში დედას სუსტი ნაბიჯების ხმა რომ გაისმა და, ისე გავირინდე,თითქოს ღრმა ძილს წაერთმია სუნთქვა..
ვიგრძენი,როგორ ჩაიმუხლა..
როგორ აურთრთოლდა მკლავზე წამით მოდებული ხელი და,
როგორ გადმოსცვივდა დაღლილი თვალებიდან ცხელი ცრემლი..
სიცოცზლეს დავთმობდი,ოღონდ მისი ტკივილის განახევრება შემძლებოდა,მაგრამ,ვერასდროს ვწვდებოდი მისი გულის ყველაზე ღრმა კუნჭულებს..
ჯოჯოხეთის კარიბჭეს დავისახლებდი,ოღონდ თავისუფლად ესუნთქა,მაგრამ მის სევდას ფსკერი არუჩანდა..
თითქოს,არცერთი ბედნიერი დღისთვის გაეჩინა ღმერთს..
თითქოს,არც კი ეჯავრებოდეს,ისე იმეტებდა..
-ნეტა შემეძლოს გაგარიდო წუთისოფელს..-იმდენად ჩუმი იყო ხმა,მხოლოდ გვიან დამილექა გონებამ მისი სიტყვები..
ბნელს შეჩვეულ თვალებს არ გამორჩენიათ მისი მძინარე სახე და,
როგორც კი სუნთქვა დაუმშვიდდა,თითქოს ეშმაკს შევზრდოდი,
ქურდის ნაბიჯებით გავიპარე ოთახიდან და,
ერთი სიკვდილი გავათავე შიშით,სანამ სამყოფელს მივადექი..
სარკმელზე სქელი ნაჭერი ჩამოეფარებინა დედას,ჭრაქის შუქი რომ არ გასულიყო გარეთ..
კუთხეში სუსტად მოციალე ალი ხიზანის მხოლოდ ნახევარ სახეს ანათებდა და ისიც გაჭირვებით..
უცხოს ტუჩები გავარდისფერებოდა და შესამჩნევლად აფაკლოდა ღაწვები..
გული მოძლიერებოდა და მკერდი ისე რიტმულად ერხეოდა,სული ამომიჯდა წამიერი სიხარულით..
ვერც გავიაზრე ისე მივუახლოვდი და სასთუმალთან დადებულ სამფეხზე ჩამოვჯექი..
მტკიცედ სუნთქავდა..
თანმიმდევრობით..
იქვე დადებული ჯერკიდევ თბილი რძე ტუჩებთან მივუტანე და ყველა ღონე ვიხმარე,რომ არ შევხებოდი..
-უნდა მოსვათ..ისე ვერ გამოკეთდებით..-ვჩურჩულებდი,მაგრამ ზარივით ისმოდა ოთახში ხმა..
მომეჩვენა რომ გაიგო კიდეც ან მხოლოდ ინსტიქტურად დალია..
ჭიქა ისევ ადგილს დავუბრუნე და წუთები ღამეს შევეზარდე..
ვუყურებდი მხოლოდ მის სახეს და მეგონა არცერთი წამი არ იძროდა საათის..
მოზრდილი წვერი სახეს თითქმის უფარავდა,თუმცა მაინც დაითვლებოდა თითო ღარი ნაკვთებზე..
თვალთან მიჯრით მიეწყო შემოქმედს ხალები,კანზე ვარსკვლავებივით ანათებდა სამი წერტილი..
ხელები ამეწვა,ისე მინდოდა შევხებოდი მათ და ის ენერგია მიმეღო,უხილავად რომ ასხივებდნენ..
სულ ერთი წამით გადავწვიტე,რომ ამ სამყაროს არ ვეკუთნოდი და ისე შევეხე მის თბილ კანს,თითქოს საკუთარი ყოფილიყოს..
მეგონა ყველა კაპილარს ვგრძნობდი თითის ბალიშებით,იმდენად გამჭვირვალე იყო მისი სახე..
ვერც გავიაზრე, ისე დატოვა რბილმა თითებმა ტყუპი ხალი და,სახის კონტურებს შემოყვა..
უხეში წვერის ელექტროდები მთლიანად გადმოვიდა ტანზე და საკუთარი თავის შემრცხვა,იმდენად სასიამოვნოდ მოედო კანს ცხელი სუნთქვა..
-ღმერთო..-შეუცნოველის შეგრძნება ამაზე უცხო არასდროს ყოფილა..
თბილი ტალღები სხეულში მეწყერივით ჩამოიქცა და,მთლიანად მასში მომიყოლა..
ათრთოლებულ ხელის გულს მანამ ვითბობდი მის კანზე,სანამ სულად არ წამლეკა ნიაღვარად მოდენილმა ემოციებმა და არ მომადუნა..
ვგრძნობდი მთელი სხეული როგორ ხაოდა და მეშინოდა,
ხმაურს ქუდზე კაცი არ შემოეყარა სახლთან..
თუმცა,ინტერესი და უცხო აღმაფრენა იმაზე მეტი იყო ოთახში, ვიდრე შიში,რომ გაგვაქრობდნენ..
ალბათ,სრული საათი მაინც გავიდა,სანამ მთლიანად არ შევისრუტე მისი ენერგია..
წამოდგომას ვაპირებდი,
ხელი რომ მოვაცილე ღაწვებს და,მოულოდნელად,ძლიერად მომეჭიდა ხიზანი მკლავზე..
სადღაც ჩაიფსკერა ყელიდან ყრუდ ამოხეთქილი კივილი და მთლიანად გავშეშდი,ხასხასა მწვანე ირისები რომ შემომანათა..
კაშკაშებდა უღმერთო რისხვისგან კოინდრისფერი სფეროები..
ვუყურებდი,როგორ ჩაუმუქდა მზერა და ხავსისფერი გაუხდა დროდადრო..
მეგონა არც კი სუნთქვდა,ისე გაყინდოვა მზერა..
ვგრძნობდი როგორ მისერავდა სულს მისი ჭაობისფერი თვალები და,მაინც ვერ ვეხსნებოდი..
-ჰეკატე!-სუსტად ამომძახა დაუძლურებულმა და თითქოს შიშიც თან გაიყოლა..
სხეულმა მოძრაობის უნარი დაიბრუნა..
დაძაბულობისგან დამსკდარი კუნთები ერთიანად მოდუნდა და,
მოგუდულ ბარიტონს შეეზარდა..
-მე ტატუში მქვია..-გაუცნობიერებელი თავდაჯერებისგან შევუსწორე..
ჯერ კიდევ შემოეჭდო თითები მაჯაზე და ისე მტეხდა ტკივილი,სახე ამერია..
იგრძნო..
შემიშვა..
დაჭიმული ხელი საწოლზე სუსტად ჩამოუცურდა და რისხვისგან აციალებული თვალებიც ჩაუქრა..
ტკიოდა..
სახე მთლიანად დაეღარა ხიზანს..
გული სიბრალულით მომეწურა..
ემალის ფინჯანში დამზადებული დედას ბალახეულის ნაყენი ტუჩებთან მივუტანე,,იქნებ განელებოდა..
წუთი გავიდა,სანამ ჩემს მზერაში ნდობას დაიჭერდა..
სული ნაწილნაწილ ამომაცალა თითქოს,იმდენად ღრმა იყო მისი მზერა და,მხოლოდ შემდეგ მოსვა სითხე..
-უნდა დაისვენოთ.. -ჩრდილზე ჩუმი იყო ხმა,მაგრამ,თუნდაც მეყვირა,ვგრძნობდი ჩემი არცერთი ბგერა არ ესმოდა უცხოს..
გონება ვერცერთ მისხალს აღიქვამდა რაციონალურად,იმდენად ირეალური იყო თითო წამი და მისი თითო შემოხედვა..
გულის მესამოცე ჩქარ დარტყმაზე უკვე პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა გადამთიელი..
ღამის გაცრეცამდე დარჩენილი წუთები მის მშვიდ სუნთქვას ვუდარაჯე და,
შემოაბიჯა თუარა განთიადმა,
ქურდივით დავუბრუნდი საწოლს..
ვცახცახებდი..
შინაგანი ცეცხლისგან ცივი ოფლი მასხამდა მთელ ტანზე და გულს ვეღარ ვიმშვიდებდი..
თითქოს ხელმეორედ გაიარა ყველა ეტაპი სხეულმა..
სიამოვნება..
შიში..
გაურკვევლობა და,
ისევ უჰორიზონტო აღელვება...
ვცდილობდი საკუთარ თავს დავბრუნებოდი,
მაგრამ,
მოვხუჭავდი თუარა თვალს, ვხედავდი
ხავსისფერ ირისებს და მასზე შემოკრულ ძლიერს სხეულს..
განუწყვეტად ვგრძნობდი მის შეხებას მაჯაზე და ის ადგილი მეშანთებოდა,სადაც წუთების წინ თითები ძლიერად შემოეჭდო..
-ჰეკატე..-გონება უწყვეტად იმეორებდა მის დარქმეულს..
მწამდა,სხვა იყო და ზუსტად იმას ვერ ვხვდებოდი,რომელ ეპოქას ეკუთვნოდა მისი სხეული..
შიში,რომელიც სხეულში წვიმის ნაჟურივით იბუდებდა,
ყოველ წუთს იზრდებოდა და,
უფრო რეალური ხდებოდა..
-დედა,ის ამ სამყაროს არ ეკუთვნის..-ჩქამის გაგებისთანავე, ვეღარ დავაკავე გონებაში დატრიალებული ფიქრები..
მეთანხმებოდა, ვიცოდიი..
დიდხანს იჯდა საწოლზე თავჩარგული..
ერთიანად გამოფხიზლებულ გონებაში უამრავი ფიქრები უტრიალებდა ალბათ და ღმერთმა უწყის,რამდენ რამეზე ჯავრობდა..
-კითხვების დასმას დაიწყებენ ტატუში,დღესაც თუარ გავედი მიწაზე..-დილა კარგა ხნის შემოსული იყო,რომ ამომხედა..
თვალები სევდით ჰქონდა სავსე..
შავი ძაძა მძიმედ გადაიცვა დაღლილ მხრებზე და საწოლთან ჩამომიჯდა..
მატყლის საბანში ჩავმალე სირცხვილით ხელი,სადაც ხიზანი მეხებოდა..
ასე მეგონა,მის სუნს იგრძნობდა და გულს მოვუკლავდი..
-თუ კირამ გიყვარდეს,იმას გაფიცებ დედი,არ გადაუხვიო წესს..
მასში ყოველი მისხალი ახალია და სანატრელი უცხო სულისთვის..
არ გაცდუნოს..
არ შეცდე..
ეშმაკის კლანჭებს გაექეცი თუნდაც ჩემ მოსვლამდე და იქნებ ისე გახდეს,თვითონ გაგვეცალოს..-სული ხელებში გადამიშალა და ისე დამტოვა,პასუხს აღარ დალოდებია..
საბოლოოდ დავკარგე მოსვენება..
ძილგადაყრილი უძალოდ წამოვდექი და იქამდე ვუყურებდი სარკეში საკუთარ ანარეკლს,სანამ ჩემმა ფორმებმა მისი არ მიიღეს..
ავფორიაქდი..
ლანდი ხელებით გავფანტე დაუკანმოუხედავად დავტოვე ოთახი..
ფეხაკრებით შევედი სამყოფელში..
ჩაკეტილ სარკმლებში დაგროვილი მისი არომატი ერთიანად მომასკდა სახეზე და გამაჟრჟოლა..
ეკლებმა მთლიანი კანი ისე დამიფარეს,თითქოს ყინვა ჩამოესხათ..
აღარცერთი სხვა აღარ აღიქმებოდა..
აღარც დედას ტკივილის და,
აღარც საკუთარი ლავანდის არომატი..
ყოველი კუთხე,
ყოველი ჭუჭრუტანა მხოლოდ მისას დაეკავებინა და,
გამეფებულიყო..
მშვიდად სუნთქავდა..
სახეზე დაძაბულობა აღარ გადაჰკროდა..
გამჭვირვალე კანზე ვარდისფერი ციალებდა და თვალს ვერ ვაშორებდი..
-ნეტამ ჩვენი მიწის იყო..-სინანულმა გამიკენწლა გული..
ჰაერი აღარ მეყო..
პარმაღზე ისე გამოვვარდი,თითქოს მოსაკლავად მომზდევდნენ..
საკუთარ თავს ვკარგავდი..
თავისუფალი სუნთქვა ხელებში მეცლებოდა..
-ღმერთო.-მოთეთრებულ კამარას პასუხისთვის ამაოდ გავცქერე..
ჩვენი კერისთვის არ ეცალა შემოქმედს..
მანამ დავეძებდი ღრუბლებში გამოსავალს,სანამ ზურგსუკან ხმაური არ გაისმა და დაზაფრული მთელი ტანით არ ავეკარი ხიზანს..
გავცივდი..
წამებში დატრიალებულ ტრაგედიას შევეყინე..
გული ამომისკდა..
ნახევარი სიცოცხლე პარმაღზე დამემსხვრა სანამ გონება გამალებით ფიქრობდა,ვინმეს არ დავენახეთ..
ხელის გულებით ავეკარი მთასავით მაგარ მკერდს..
ძლივს მოვძებნე მისი მზერა..
კითხვებით ჰქონდა სავსე ხავსისფერი სფეროები..
არვიცი რა სიღრმის შიში დაინახა ჩემს თვალებში..
არ ვიცი როგორ გადმოვეცი იმწამს არაადეკვატური ძრწოლვა..
წელზე რომ ძლიერი მკლავის შემოხვევა ვიგრძენი და ამიკრეს,ეს სხეულმა მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა,როცა უკვე სახლში ვიყავით კარს შეზრდილები..
ყველა ძვალი მიცახცახებდა..
თვალებიდან ნიაღვარად მომდიოდა ცხელი შიშის ცრემლები და უღმერთპდ ეცემოდა უცხოს მკერდზე..
მიწას მილიმეტრითაც არ ვეხებოდი..
ბუმბულივით ვყავდი ატაცებული გადამთიელს და ძლიერ მკლავებს მთელი ძალით ვყავდი მიწებებული..
მის ხელებში დავიცალე ყველა არსებული შიშისგან და,
სხვა,უჰორიზონტო გრძნობებმა დამატყვევეს წუთების შემდეგ..
მისი გულის ცემა ოთახში იმაზე მეტი გახდა,ვიდრე ყველა ის სისხლი,ვენებიდან რომ დდაგვადენდნენ,თუ შეგვამჩნიეს..
რიტმს ყველა შკალით ამცდარი ფეთქვა ჩემს თითქმის გაყუჩებულ სულს მალამპდ მოედო და წამლად მეამა..
ცხადად ვგრძნობდი ანდამატივით მიმზიდველ არომატს..
მინდოდა მასში შემებუდა და არასდროს დამეტოვებინა სიმშვიდისა და არაამქვეყნიური შეგრძნებების საუფლო..
დავმავიდდი როგორც იქნა..
იქნებ საათის შემდეგაც კი.
ამწამს ყველა ეს ზაფრი მიღირდა თუნდაც წამით მეტი რომ
ვყოფილიყავი მისი ფრთების ქვეშ..
-ჰეკატე..-მთელი ტანი შემირყია მისმა ხმამ..
ციდან მიწაზე დანარცხებას გავდა ისევ ოთახის იატაკზე დაბრუნება..
გაუაზრებლად შემცივდა..
სითბოს მორევიდან ყინულის ზღვაში ჩამაგდეს თითქოს ზართქით.
ვეღარ შევბედე თვალის გასწორება..
სამფეხა დაბალ სკამზე უღონოდ ჩავცურდი და ათრთოლებულ ხელებში ჩავრგე განვლილისგან აფეთქებული თავი..
რომ ამეხედა,ვეღარ გავუძლებდი..
მას ვეღარ დავაღწევდი თავს..
უფრო კი,შედეგისგან გამოწვეულ თვითგვემას..
მიგებდა..
ვიბრაციით ვგრძნობდი,
ისევ კართან იდგა და ალბათ გაურკვევლობისგან არ იცოდა,რა ექნა..
საკუთარი დანაშაულის ნაჭუჭში ისე გამოვიკეტე,
ძალიან დიდხანს,
ძალიან ბევრი ტანჯვის წუთების შემდეგ ავწიე თავი..
კართან ჩამჯდარიყო..
მუხლებზე ხელები ჩამოეწყო და მთელი ამდროის მანძილზე მაკვირდებოდა..
უთვალავი კითხვით ჰქონდა სავსე ხასხასა მწვანე სფეროები..
სახეზე ყველა ლოგიკური კითხვა ეწერა, მაგრამ,მისთვის გასაგებ პაუხს ვერ ვუძებნიდი ვერცერთ ნაბიჯს..
შეჭმუხნულ წარბებს ჩემი სამი ტყუპი ხალიც მიჰყოლოდა და ერთი მთლიანი რკალი შეექმნათ..
ხელის გულები ამეწვა,ისე მომინდა,წამით მაინც შევხებოდი მათ..
გული გრამსაც აღარ იწონიდა,ისე მქონდა ჯავრისგან მოწურული და გაუგებრობისგან გაწყალებული..
-არ შეიძლება ასე.. -ათას ნაწილად დამმსხვრეოდა ხმა..
-სესე..-პასუხად შემომაშველა მისი სახელი..
გამეღიმა გაუცნობიერებლად..
მის სულს სხვა ალბათ არც მოუხდებოდა ისე,როგორც სესე..
არ ვიცი როგორ მიხვდა,რას ვეუბნებოდი,მაგრამ თავი დამიკრა..
წამოდგომა რომ სცადა,მუხლმა უმტყუნა და სახე ტკივილისგან ისე დაეღარა,მინდოდა ყავარჯნად შევდგომოდი მხარში,მაგრამ,ვეღარ გავბედე..
შემრცხვა..
ვუყურებდი როგორ მივიდა მის საწოლამდე..
როგორ ჩამოჯდა რბილ ზედაპირზე და როგორ დაეკარგა ნელნელა სახეზე ფერი..
ტკივილს ვეღარ უძლებდა..
ჩემი ზიდვისგან გამოცლილი ძალა ახლა გახდა თვალხილული..
შემენანა..
ვენებიდან გამოვიწურავდი ყველა ძალას და მას მივცემდი,ოღონდ კარგად გამხდარიყო..
არ მემეტებოდა ხორციელი ტანჯვისთვის მისი არცერთი შეუცნობელი მისხალი..
თვალებით ვუგზავნიდი მხნეობას,დედა რომ მოვიდა..
უკვე დროის შეგრძნებაც კი მიჭირდა..
გაოგნებული ვუყურებდი მის სხეულს და ვცდილობდი,გამეაზრებინა,როდის დაღამდა..
-ტატუში!-შეშინებული თვალებით ჩამომხედა..
ხიზანს რომ გავხედე,ეძინა და სახეზე მიტკლის ფერი ეკრა..
გამაკანკალა..
-რამე მოხდა?!-ბეჭებში მომეჭიდა..
ვეღარ ვიგრძენი უცხოს შემდეგ მისი შეხება..
მხოლოდ ინსტუქტურად გავხედე და უფეროდ გავუღიმე..
-ძალიან დავიღალე დედი..კარგია რომ მოხვედი!-ყველა გრძნობისგან გაცლილიყო ყველა ბგერა..
ეცადა,მაგრამ,მაინც დავულანდე დედას მზერაში ამოუხსნელი შიში..
მაგრამ,აღარ ჩამძიებია..
სნეულს დაუდარაჯდა სასთუმალთან და დანატოვარ წვენს ასმევდა ინტერვალებით..
იქნებ ეჭვებიც ღრღნიდა მის სულს,მაგრამ,სანამ კითხვებს დამისმევდა ისევ,
მანამ გავუჩინარდი ოთახიდან..
ცხელი წყლით სავსე სათლში გამხმარი გვირილები ჩავყარე და მთელი გულით ჩამოვირეცხე კანი,ოღონდ მისი სითბო გამექრო,მაგრამ,ამაოდ..
ხიზანის არომატი გაქრა.
გვირილის გაჩნდა,
მაგრამ,მისი სითბო მხრებიდან ვეღარ მოვიხსენი..
სამუდამოდ დაიდეს ბინა..
დედა რომ შემოვიდა,გვიანი ღამე იყო,ვარსკვლავებით მოჭედილი ცით..
მხრები ჩამოყრილი ჰქონდა..
წელში მოხრილიყო და შავზე მეტად ახალი ტვირთი უფრო ამძიმებდა დღეს..
უხმოდ ვიწექი,კედლისკენ..
რომ ჩამოჯდა და ზურგზე ხელი დამისვა,დაგროვილი სინდისი ვეღარ შევიკავე..
ცხლად გადმომცვივდა თვალებიდან ქენჯნა..
-დედი!-სიტყვასიტყვით მინდოდა ამომეღო ყველაფერი,მაგრამ,შემაჩერა..
-სულ ერთი წამით გაახილა თვალი და დაგეძებდა..- მთლიანად დამსხვრეოდა ხმა დედას..გული მომეწურა..სინდისი ამიჯანყდა..
-ერთადერთი რამ მაკავებს ამ მიწაზე ტატუში და,თუ დედა გიყვარდეს,ისე არ გამოვიდეს,ესეც დავკარგო..
გთხოვ!-სამყაროს წონა სიამაყე დათმო ერთი წინადადებისთვის და იქ დამისრულა..
მთელი ღამე ერთადერთ ვარსკვლავს ვუყურებდი და მინდოდა მასთან გადამენაცვლა,ოღონდ ორ ცეცხლშუა არ ვყოფილიყავი ამ სამყაროში..
იმდენად პატარა იყო სამყარო,ვერ ვეტეოდი მის ვერცერთ სივრცეში და ვგრძნობდი,არც კი არსებობდა სადმე ადგილი,რომ დამიტევდა..
განცდა,რომ არ ვეკუთვნოდი რეალურს,იმაზე მეტი იყო,ვიდრე უცხოზე გაბმული ფიქრები..
მეშინოდა..
შიში ძარღვებში სისხლად წამოვიდა და მთელი სხეული მოიცვა..
დამფარა..
ამრია და ერთ დიდ გაუგებრობაში გამხვია..
საკუთარ უსუსურობაში ჩაკარგულმა მხოლოდ გამთენიისას ვიგრძენი სრული დაღლა გათიშვამდე..
ვერ გავიგე ვერც დედას წასვლა..
წარმოსახვით სამყაროში დახატული სურათები იმდენად სანდომი,სასურველი,მიუღწეველი იყო,არ მინდოდა დასრულებულიყო..
სიცოცხლეს დავთმობდი,ოღონდ იქ დავრჩენილიყავი და არა ოთხკუთხა ამიერში..
შემენანა..
გულით დამენანა გაღვიძება და სარკმლიდან ისევ მოღრუბლული ცის დანახვა,ღამინდელი ვარსკვლავების მიუხედავად..
ჩამოქუფროდა სახე კაბადონს..
სატირლად ემზადებოდა შუადღის საათები..
მთელი ტანი მტეხდა,
ულმობლად...
საშინელი ავდარი დადგებოდა,ვგრძნობდი..
წუთები ვიწნიდი წელამდე თმას... ერთი სული მქონდა,გავსულიყავი და თან არ მინდოდა,მოუთმენლობა დამტყობოდა..
ჩემს მოკლე სიცოცხლეში, ალბათ მესამედ ვამოწმებ დისაკუთარ ანარეკლს სარკეში გაუცნობიერებლად და რაც შემიძლია ფრთხილი ნაბიჯით მივიწევ,იქნებ ძინავდეს..
კარების შეღებამდე ვიგრძენი მისი უცხო არომატი..
ინსტიქტურად გამეღიმა..
ელვამ დამაყარა..
სახეზე წამოვწითლდი,იმდენად სასიამოვნო იყო ჟანგბადში არეული ნაძვის წიწვის ტონი..
მაგრამ,ოთახის სიმყუდროვემ ძირს დამანარცხა..
იქ არ იყო..
ჩემ ხიზანს სახლში სულის შემხუთავი სიცარიელე დაეტოვებინა და გამყინავ სიცივეში მივეტოვებინე..
დავიბენი..
გულმა ძალიან მწარედ გამკრა და ჩავიკეცე..
თავი ვეღარ შევიმაგრე..
კუთხე-კუთხე დავუწყე ძებნა,თუმცა,ამაოდ..
-სესე..-ძლივს ამომცდა ბგერები..
თითქოს გაიგებდა და მიპასუხებდა,ისე დავუგდე სიჩუმეს ყური..
-სესე!-მთელი ხმით მინდოდა მეყვირა,მაგრამ,შიში მჭამდა..
ვეღარც დავუძახე..
კედელთან ჩამჯდარს მზერა კარზე მიმეყინა..
როგორ დამეჯერა,რომ წავიდა..
ან ის როგორ მეწამა,რომ ვერ დამტოვებდა?!
გული გამიჩერდა..
წარმოუდგენელ,ახალ,შეუცნობელ გრძნობებს ვერ დავუხვდი მომზადებული..
მთლიანად შემძრა ფიქრმა,რომ ვეღარ ვნახავდი..
აღარცერთ რაციონალურ ფიქრს აღარ დავუგდე ყური,
ისე წამოვდექი და გავიქეცი,თითქოს მდევარი მედგა კვალში,მაგრამ,ნაბიჯების დათვლაც ვერ მოვასწარი რომ შემაჩერეს..
კოპიტის გამხმარი შეშის ფარდულში ქურდულად შეპარულმა ხიზანმა დროულად დამლანდა გაშმაგებული და საკუთარი ეზოდან მომიპარა..
ვერცერთი სიტყვა მიჯრით ვერ ახსნიდა გრძნობას,მისი ხილვისას რომ ჩამომესხა მთლიან კანზე..
-სესე!-შვებისგან და ალბათ,მოულოდნელი სიხარულისგან ისე ამომასკდა ყელიდან ბგერები,
ვერ შევაკავე..
ამოუხსნელი ვარსკვლავებით უციალებდა უცხოს კოინდრისფერი ირისები..
დაუთვლელ სხივებს აგზავნიდა მზერიდან ჩემკენ და ისე საგულდაგულოდ მხვევდა მასში,მოცილება არ მინდოდა..
ძალიან,ძალიან ფრთხილად მომაცილა ხელი მაჯიდან და ისეთი სინაზით მიმიკრა მკერდზე,თითქოს ბროლის ვყოფილიყავი..
ვერ დავუთვალე გულისცემა..
ცაიერადზე სწრაფი იყო..
ჩემი კი,საერთოდ გამქრალიყო..
ხელჩამოშვებული ვიდექი მის ძლიერ მკერდზე მიყრდნობილი და სხვა,ამაზე მეტი სიმშვიდე თუ არსებობდა,არ მჯეროდა..
რა იყო ეს?!
რას ვაკეთებდი?!
სასაკლაოდ ვწირავდი თავს,მაგრამ,ყველა ამ წამისთვის მიღირდა..
სულ ახალმა შეგრძნებებმა დაიდეს ბინა ჩემში,წუთების,ან იქნებ საათის შემდეგ ჩამოყრილ ხელებში მისი თითები რომ ვიგრძენი და სხვა,უჰორიზონტო ემოციების ზღვაში გადამაგდო..
მასწავლა სრული ჩახუტება..
ძლიერ,განიერ ბეჭებზე რომ მტევნები დავაწყვე,ისე მჭიდროდ შემოვხვიე ინსტიქტურად მკლავები,სუნთქვა გაუჩერდა..
კანით ვიგრძენი,სიამოვნებისგან ათასმა ელვამ რომ დაუარა ხიზანს..
ხელის გულს ხერხემალზე დაატარებდა და ყოველ მილიმეტრზე ცეცხლის კვალს მიტოვებდა ნაზი შეხებით..
ამ წამს არც კი მჯეროდა,თუ კი არსებობდა რამე,ამაზე მეტი ქალ-ვაჟს შორის,ვიდრე უღმერთო ჩახუტება..
საუკუნე ვიქნებოდი მიწიდან შორს..
კისერთან მფეთქავ არტერიას ლოყას უსასრულოდ მივადებდი ...
უჰორიზონტოდ ავასრიალებდი ალვის ხის ტოტის სისქის თითებს მის სველ თმაში და არც არასდროს დავმალავდი ღიმილს,თავს რომ უკან გადმოხრიდა სიამოვნებით..
სასტიკად მომწონდა ყველა ეს განცდა და ხელზე დატოვებული ნაძვის წიწვის არომატი..
ოქროს ფასი ჰქონდა ყველა ამ განუცდელ შეგრძნებასა და გრძნობებს,უწყვეტად რომ მოდიოდა გულიდან..
-არასდროს წახვიდე,სესე,გთხოვ..-ცის პირველ გრუხუნს დაემთხვა ჩემი პირველი სიტყვები..
ვიცოდი,არ ესმოდა ჩემი ენა,მაგრამ,მასაც ვხედავდი,როგორ იგებდა თითო ბგერას..
თვალებში სევდის ძალიან სქელი,ღრმა ნისლი ჩაუდგა არსაიდან მოსულს..
იქნებ რა უნდოდა ეთქვა,მოეყოლა,მაგრამ,
ვერ აბიჯებდა წინაღობებს..
ჩქაფი დაატყდა ისევ ჩვენს მიწას, სანამ მისი გულიდან განშორებულს სუნთქვა აღმიდგებოდა..
ვუყურებდით ფარდულიდან როგორ ჩამოიქცა ცა ერთიანად და ჩამორეცხა მთელი სოფლის ავკარგი..
ზუსტად ისე თავგამოდებით წვიმდა,
როგორც ალბათ ოთხი დღის წინ,
პირველად რომ დავინახე ღობესთან უღონოდ ჩაცურებული გადამთიელი..
ზუსტად ისე იკლაკნებოდა უკვე მოშავებულ კამარაზე ელვა და,
ანათებდა ირგვლივ კარმიდამოს..
მხოლოდ მისი თითებიღა მათბობდა,სასტიკ სიცივეში,ჩემსაზე რომ გადაეჭდო და არ მიშვებდა..
ცერა თითით ხელის გულზე წრეებს მირკალავდა და ქარბორბალასავით მიტრიალებდა სხეულში აშლილ პეპლებს..
ისევ იქუხა და,ისევ გამონათდა მისი თვალების ფერი ეზო..
მჭახე შუქზე ღმერთების ძეს ჰგავდა ჩემი ხიზანი,
თითქოს მისთვის იყო ეს სტიქია მოვლენილი,
იმდენად უხდებოდა სახეზე დაცემული თითო ღრუბლის ცრემლი..
არ მეთმობოდა,მაგრამ,
სიცივემ ისე ამიტანა,
ჩამოწვა თუარა ისევ ბნელი,
სახლისკენ მიმითითა სესემ და,
რაც კი შეგვეძლო,ქურდული ნაბიჯებით გავიპარეთ სახლამდე..
წამებიღა გვრჩებოდა,
პარმაღზე რომ დაგვეწია ელვა და დღის შუქივით გაგვანათა კარებთან..
მოვკვდი..
სადღაც,გადაღმა მომეჩვენა,თითქოს ვიღაცამ სატანურად ჩაიხითხითა და,
ტალახში მთელი ძალით გაიქცა..
-დაგვინახეს!-მეგონა ჩვენს ენაზე თქვა,იმდენად გასაგები იყო ხიზანისგან წარმოთქმული..
ძალა წამერთვა..
ჩავიკეცე..
გავარვარებულ ფეჩს ხელით დავეყრდენი წამოსადგომად და,ისე დავიშანთე,ტკივილის არცერთი ბალი არ შემოვიდა სხეულში,
უკიდეგანო შიშის გარდა..
ვუყურებდი მას,
სახით მიკეტილი კარისკენ და მეგონა ყველაფერს ხედავდა,იმდენად დაძაბვოდა ბეჭები..
წარმოვთქვამდი ყველა სტროფს,რაც კი გამეგონა ლოცვიდან,მაგრამ,დავიფიცებდი,ღმერთი დღეს ჩვენ ჭერქვეშ არ იყო..
არ მინდოდა,
ღმერთო,როგორ არ მინდოდა რეალობას გავსწორებოდი და,
ისეთ არარსებულ ხავსებს ვეჭიდებოდი,
საკუთარი თავი მეცოდებოდა..
ისე მეწვოდა კანი ზაფრისგან,თითებით ავიგლეჯდი რომ შემძლებოდა,მაგრამ,
ვერცერთი მილიმეტრით ვერ ვირყეოდი..
ვუყურებდი მას..
მაღალს..
ძლიერს..
ჭაობისფერი თვალით..
თვალთან სამი ტყუპი ხალით და არაამქვეყნიური ემოციით..
ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი,
ვერც ვხვდებოდი და ვერც ვიაზრებდი რომელმა განგებამ ისროლა ამ დაწყევლილ მიწაზე მისი სული..
-სესე!-შემოვატრიალე..
თუ ვთავრდებოდით,
მის ცქერაში მინდოდა გამეტარებინა ბოლო საათი და არა ძრწოლვაში..
წამოვიდა..
ღვთიური ღიმილით..
სანდობი მზერით..
ბუმბულივით წამომაყენა დაუძლურებული და ზურგზე დაგდებული ნაწნავი ხელებში მოიქცია..
შლიდა ნელა..
ძალიან ფრთხილად..
წამით მომეჩვენა,რომ სქელ კულულს თითებით ეფერებოდა და მასში რაღაც სხვა,უხილავ ძალას დებდა ისე,რომ სხეულში გადმოდიოდა და ყინულის ძალას მისხამდა..
-ჰეკატე!-არასდროს ყოფილა მისი ხმა ამაზე მეტად დამუხტული..
მინდოდა მეკითხა,
რატომ მეძახდა ასე,მაგრამ,მიწიდან წამოსული ვიბრაციით ვგრძნობდი,
დიდი ძალა გვიახლოვდებოდა..
იგივეს მიხვდა ჩემი ხიზანიც..
მოუთმენლობა დაეტყო მასაც..
ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა ოთახი და კარი მთელი ძალით გამოხსნა..
დავშეშდი..
დაწყევლილი ელვის მომაკვდავ შუქზე დავინახე სახეწაშლილი დედა..
ძაძა ტალახიან მიწაში ეფლობოდა და მაინც მთელი ძალით მორბოდა..
ეცემოდა და ისევ დგებოდა..
ხელები სისხლით ეღებებოდა და მაინც ათი ნაბიჯით უსწრებდა უკან მომავალ სოფლის თავკაცებს..
-დედი!-უსუსურად ჩაიკარგა ღრუბლების ომში ყელიდან ამოდევნილი სასოწარკვეთილი ჩემი ხავილი..
წამოვიჭერი,გავიქეცი,
მაგრამ,
ისეც ჰაერში დამიჭირეს მისმა ხელებმა..
ისევ გახეთქვამდე აძგერებულ გულზე ამიკრეს და ყველა უნარი წამართვეს..
რაღაცას მეუბნებოდნენ მისი არსაიდან მოსული სიმშვიდით სავსე თვალები და მე,შიშს ისე ვყავდი დაცემული,არცერთი ბგერის აღარ მესმოდა..
-ტატუში!-კამკამა გახდა ყოველი ასო მისი წარმოთქმული,მოულოდნელად..
არასდროს მომისმენია აქამდე ამაზე წმინდათ წარმოთქმული ჩვენი მიწის ენაზე ჩემი სახელი და,თითქოს,მის ამეტყველებას ელოდა დედამიწა,ვიგრძენი ირგვლივ რომ ყველაფერი შეწყდა..
უკუნით სიბნელეში მხოლოდ მისი ირისები ციალებდნენ..
მომაკვდავ სიჩუმეში მხოლოდ მისი სამუდამო ხმა ისმოდა..
უმოძრაობაში მხოლოდ მისმა ტუჩებმა იპოვნეს გზა ჩემამდე და,საუკუნო ამბორი შემატოვეს..
მანამ,სანამ გაცრეცილ ამიერს ბოლო ამოსუნთქვას ვუტოვებდი,
ისევ გავიგონე ხიზანის ხმა..
-ყველა სამყაროში,
ყველა ტანჯვის ფასად,
ისევ მოგძებნი და,
ისევ შემიყვარებ!
___
***
თავსხმა წვიმა იყო.
ისხარი სითბოდაგროვილ ოთახში შემოჭრას ლამობდა,ისე გამეტებით ეხეთქებოდა მსხვილი წვეთები სარკმელს
____
დასასრული.

წარმოუდგენლად რომ მომენატრეთ,ამას სიტყვებიც არ სჭირდება..
ამის მუზა სად დაროგორ მოფრინდა,მე ვერ აგიხსბით,მაგრამ,მიყვარს და ისე ახლოა ჩემთან,ვერ გადმოგცენთ..
ჩემი ხიზანი-ჩემი სესე ...
ისევ გაივლის იგივეს და ისწვ იპივის,სხვა სამყაროში მის ჰეკატეს ..
გელით..
გულის ფეთქვით და,
მოუთმენლობით საცსე..
მიყვარხართ!
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი One

Rogor momenatre tasuna❤️
Saswauli iyo, dzalian didi emociit datvirtuli)
Shen khar saocari gogo ❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

One
Rogor momenatre tasuna❤️
Saswauli iyo, dzalian didi emociit datvirtuli)
Shen khar saocari gogo ❤️

მეც როგორ ვინ იცის ❤️❤️❤️
დიიდი მადლობა ძვირფასო ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი Ana-maria

როგორ გელოდით.ძალიან მომენატრა თქვენი ისტორიები,თქვენეული სიყვარული:ნაკლები სიტყვებით და მეტყველი თვალებით.დაბრუნდით და გული ისევ გამიჩერეთ! მე მინდა სესემ ტატუში მოძებნოს ყველა სამყაროში,ყველა ტანჯვის ფასად.წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიას

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
როგორ გელოდით.ძალიან მომენატრა თქვენი ისტორიები,თქვენეული სიყვარული:ნაკლები სიტყვებით და მეტყველი თვალებით.დაბრუნდით და გული ისევ გამიჩერეთ! მე მინდა სესემ ტატუში მოძებნოს ყველა სამყაროში,ყველა ტანჯვის ფასად.წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიას

იპოვნის ❤️❤️❤️ ყოველ ახალ სამყაროში ხელთავიდან პოულობს და აყვარებს თავს ❤️❤️❤️❤️
მადლობა ანამარია ❤️❤️❤️გელოდით მეც!

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

ჰეკატე მარტოა ამ სამყაროში, ძიებაშია, საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს. ირეალურ სამყაროშიც კი შედის ამისთვის, წარმოსახვით სახელ, ჰეკატეს ირქმევს და თითქოს დროებით იქ, უცხო ხიზანთან პოულობს შვებას. თავად უფრო ეხიზნება, ვიდრე ხიზანი მას. დედა, როგორც რეალური სამყაროს თავშესაფარი. მას დიდი დატვირთვა აქვს მთავარი პერსონაჟისთვის, მაგრამ არასაკმარისი - შემთხვევითი არ არის ამ პერსონაჟის შემოსვლა.
მთავარი პერსონაჟი ღმერთის ძიებაშია. ეჭვიც კი შეაქვს, რომ არ არსებობს- " თუმცა უკვე იმის დაჯერებაც რთულია, არის თუ არა კამარის მიღმა მსაჯული ვინმე". არეულია, ხიზანი აჰყავს ღმერთების შვილამდე "მჭახე შუქზე ღმერთების ძეს ჰგავდა ჩემი ხიზანი" - დიდებული წინადადება!
და ისევ სიმარტოვე. ხიზანი არ ეთმობა, მაგრამ იცის, რომ სხვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სჭირდება. მარტო დარჩენილი ბედს ეგუება, თუმცა იცის, რომ კვლავ შეაფარებს თავს ღმერთსაც და ხორციელ მეორე ნახევარსაც, ნუ, შეეცდება მაინც...
ძალიან კარგი ნამუშევარია, დახვეწილი, ღრმა შინაარსით!
რატომ მხოლოდ 4 კომენტარი?
კარგი იქნება, თუ მკითხველი გააცნობიერებს, რომ როცა მწერალს ნამუშევარი საჯაროდ გამოაქვს, ის მკითხველის შთაბეჭდილებებსაც ელოდება.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

K. I.
ჰეკატე მარტოა ამ სამყაროში, ძიებაშია, საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს. ირეალურ სამყაროშიც კი შედის ამისთვის, წარმოსახვით სახელ, ჰეკატეს ირქმევს და თითქოს დროებით იქ, უცხო ხიზანთან პოულობს შვებას. თავად უფრო ეხიზნება, ვიდრე ხიზანი მას. დედა, როგორც რეალური სამყაროს თავშესაფარი. მას დიდი დატვირთვა აქვს მთავარი პერსონაჟისთვის, მაგრამ არასაკმარისი - შემთხვევითი არ არის ამ პერსონაჟის შემოსვლა.
მთავარი პერსონაჟი ღმერთის ძიებაშია. ეჭვიც კი შეაქვს, რომ არ არსებობს- " თუმცა უკვე იმის დაჯერებაც რთულია, არის თუ არა კამარის მიღმა მსაჯული ვინმე". არეულია, ხიზანი აჰყავს ღმერთების შვილამდე "მჭახე შუქზე ღმერთების ძეს ჰგავდა ჩემი ხიზანი" - დიდებული წინადადება!
და ისევ სიმარტოვე. ხიზანი არ ეთმობა, მაგრამ იცის, რომ სხვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სჭირდება. მარტო დარჩენილი ბედს ეგუება, თუმცა იცის, რომ კვლავ შეაფარებს თავს ღმერთსაც და ხორციელ მეორე ნახევარსაც, ნუ, შეეცდება მაინც...
ძალიან კარგი ნამუშევარია, დახვეწილი, ღრმა შინაარსით!
რატომ მხოლოდ 4 კომენტარი?
კარგი იქნება, თუ მკითხველი გააცნობიერებს, რომ როცა მწერალს ნამუშევარი საჯაროდ გამოაქვს, ის მკითხველის შთაბეჭდილებებსაც ელოდება.

ქეთი ❤️❤️❤️ გული გამითბა ❤️❤️❤️ მკითხველი რომ ყველა წვრილმანს წვდება,ამაზე დიდი ბედნიერება მგონი არ არის და თან,შენ ❤️❤️❤️
ძიებაშია და იპოვნის,სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია..
ჩემი ხიზანი ❤️ღმერთების ძე და ღმერთზე გამწყრალი ჰეკატე ❤️❤️
სიტყვებიც არ მყოფნის , გამოვხატო ბედბიერება ❤️
მნიშვნელივანია აქ ყველა სიტყვა ჩენთვის და მიხარია,რომ მათ მიღმა დაინახე ..
_
დღეში ალბათ ათასჯერ ვამოწმებ,ახალი შეფასება ხომარაათქო და მწყდება გული,მაგრამ,დღეს დილით შემივსე ეს დანაკლისი ❤️
უღრმესი მადლობა!

 


№7 სტუმარი ნი-კე

მიყვარს თქვენი განსხვავებული სტილი..იმხელა გრძნობით და ემოციით წერთ, კითხვის პროცესში თითქოს ყველა პერსონაჟის გრძნობას და ემოციას განვიცდი..წარმატებები უამრავი...ისე დამწყდა გული დასასრულზე რომ არ ვიცი რა ვთქვა

 


№8  offline წევრი EllaTriss

ღრმა შინაარსი ყოველთვის განსაკუთრებულია. არარეალურის არარეალური და ამავდროულად ყველაზე რეალური.
არ ვიცი როგორ, თუმცა წვიმას ყოველთვის ახასიათებს ხოლმე , აი ასე, უბრალოდ, მაგრამ მაინც განსხვავებულად.
სიბნელეც თავისებურია, ყველა ასპექტით.
წვიმა უხდება, ან წვიმას უხდება, ასეც შეიძლება, ერთმანეთს ავსებენ, თუმცა ელვა, მაინც გამორჩეულია.
შეიძლება წამიერად ანათებს, თუმცა ძალიან ბევრ რამეს ცვლის.
ჰეკატეს ფერები უხდება.
ფერები საერთოდ ყველაფერს უხდება, მაგრამ ჰეკატე სხვაა, მას სხვანაირად სჭირდებოდა.
ადამიანს უნდა გრძნობდე, სიტყვის თქმა ყველას შეუძლია.
ალბათ ამიტომაც, ძალიან ახლოს მოვიდა.
ემოციებს როცა გრძნობ, ადამიანს გრძნობ, ეს კი აუცილებელია რომ დაინახო.
ყველაფერი ერთმანეთს ებმის, არ დავკონკრეტდები, ვიცი, ისედაც გასაგებია.
სხვა სამყაროს ალბათ კიდევ სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ მაინც, მთავარია უსასრულობა არ გაწყდეს.

და როცა ჰეკატე კვლავ იგრძნობს, ,,კიდევ ერთხელ გაიელვებს, სხვანაირად, ისე, როგორც არასდროს."
პ.ს

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
მიყვარს თქვენი განსხვავებული სტილი..იმხელა გრძნობით და ემოციით წერთ, კითხვის პროცესში თითქოს ყველა პერსონაჟის გრძნობას და ემოციას განვიცდი..წარმატებები უამრავი...ისე დამწყდა გული დასასრულზე რომ არ ვიცი რა ვთქვა

დიდი მადლობა ❤️❤️❤️ ემოციის გარეშე არც კი ვიცი როგორ გავძლებ ❤️❤️❤️ ჩემ
პერსონაჟებსაც ამიტომ ახასიათებთ გადაჭარბებული მგრძნობელობა ... ❤️❤️❤️

EllaTriss
ღრმა შინაარსი ყოველთვის განსაკუთრებულია. არარეალურის არარეალური და ამავდროულად ყველაზე რეალური.
არ ვიცი როგორ, თუმცა წვიმას ყოველთვის ახასიათებს ხოლმე , აი ასე, უბრალოდ, მაგრამ მაინც განსხვავებულად.
სიბნელეც თავისებურია, ყველა ასპექტით.
წვიმა უხდება, ან წვიმას უხდება, ასეც შეიძლება, ერთმანეთს ავსებენ, თუმცა ელვა, მაინც გამორჩეულია.
შეიძლება წამიერად ანათებს, თუმცა ძალიან ბევრ რამეს ცვლის.
ჰეკატეს ფერები უხდება.
ფერები საერთოდ ყველაფერს უხდება, მაგრამ ჰეკატე სხვაა, მას სხვანაირად სჭირდებოდა.
ადამიანს უნდა გრძნობდე, სიტყვის თქმა ყველას შეუძლია.
ალბათ ამიტომაც, ძალიან ახლოს მოვიდა.
ემოციებს როცა გრძნობ, ადამიანს გრძნობ, ეს კი აუცილებელია რომ დაინახო.
ყველაფერი ერთმანეთს ებმის, არ დავკონკრეტდები, ვიცი, ისედაც გასაგებია.
სხვა სამყაროს ალბათ კიდევ სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ მაინც, მთავარია უსასრულობა არ გაწყდეს.

და როცა ჰეკატე კვლავ იგრძნობს, ,,კიდევ ერთხელ გაიელვებს, სხვანაირად, ისე, როგორც არასდროს."
პ.ს

ჩემო ელლა ❤️❤️❤️
სზვანაირად გაიელვეს,აუცილებლად, მხოლოდ მათთვის,ოღონდ სხვა სამყაროში..
ელვის ისე მეშინია,ვერ აღვწერ..
ისეთი ენერგიაააქვს,ყველაფრის დასრულება შწუძლია ერთ წამში..
სიბნელეში წყდება ყველაფერი,ასე მგონია და სინათლეში გრძელდება.. ❤️❤️❤️
სადღაც გაგრძელდებიან..
მადლობა ელლა,რომ გამოჩნდი და გამაფერადე მეც ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი kesane1700

ძალიან კარგი იყო, გულს გაუხარდა. წარმატებები და ახალი ისტორიით გელოდებით❤️

 


№11  offline წევრი ფარვანა

საოცარი იყო!...
თითქოს პატარა, მაგრამ იმდენად ღრმა, იმდენად თბილი, იმდენი ემოციის მატარებელი, რომ ვერც კი აღვწერ...
იმდენად ახლოს მოვიდნენ ჩემთან როგორც შენი საოცარი ხიზანი, ისე მისი ტატუში, მისი ჰეკატე რომელთანაც ის წვიმასთან ერთად მივიდა. წვიმასთან, რომელიც "თითო ღრუბლის ცრემლის" სახით ასე ძალიან უხდება ხიზანის სახეს. ტატუში და მასში გაცოცხლებული ხიზანის ჰეკატე, თვითონ ხიზანი რაღაცნაირად მართლა არიან სახე იმის, რომ ყველაზე მეტის თქმა ხშირად არათუ სიტყვებს, არამედ იმ ემოციებს შეუძლია რომლებიც ყველაზე მეტს, ყველაზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ, და მაინც დარწმუნებული ვარ " ყველა სამყაროში, ყველა ტანჯვის ფასად" ისინი ისევ მოძებნიან, ისევ ისე შეიყვარებენ ერთმანეთს, როგორც ეს შენ ასე დასამახსოვრებლად, ასე ლამაზად აღწერე.
მადლობა ტასუსუნა <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

kesane1700
ძალიან კარგი იყო, გულს გაუხარდა. წარმატებები და ახალი ისტორიით გელოდებით❤️

❤️❤️❤️❤️❤️ დავბრუნდები აბა რა! ❤️❤️❤️

ფარვანა
საოცარი იყო!...
თითქოს პატარა, მაგრამ იმდენად ღრმა, იმდენად თბილი, იმდენი ემოციის მატარებელი, რომ ვერც კი აღვწერ...
იმდენად ახლოს მოვიდნენ ჩემთან როგორც შენი საოცარი ხიზანი, ისე მისი ტატუში, მისი ჰეკატე რომელთანაც ის წვიმასთან ერთად მივიდა. წვიმასთან, რომელიც "თითო ღრუბლის ცრემლის" სახით ასე ძალიან უხდება ხიზანის სახეს. ტატუში და მასში გაცოცხლებული ხიზანის ჰეკატე, თვითონ ხიზანი რაღაცნაირად მართლა არიან სახე იმის, რომ ყველაზე მეტის თქმა ხშირად არათუ სიტყვებს, არამედ იმ ემოციებს შეუძლია რომლებიც ყველაზე მეტს, ყველაზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ, და მაინც დარწმუნებული ვარ " ყველა სამყაროში, ყველა ტანჯვის ფასად" ისინი ისევ მოძებნიან, ისევ ისე შეიყვარებენ ერთმანეთს, როგორც ეს შენ ასე დასამახსოვრებლად, ასე ლამაზად აღწერე.
მადლობა ტასუსუნა <3

იუუჰ,ამიჩქარდა გული ❤️❤️❤️
მოძებნიან,ვიცი და მჯერა რომ ჩვენი ხიზანი ყველა სამყაროს კარს გახსნია მისთვის და,ყველა წესს მოერგება ოღონდ მასთან იყოს ❤️❤️❤️❤️
უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის..
გული გამითბა და გამაღიმე ❤️❤️❤️❤️

 


№13  offline წევრი Mariam_Mariam

სასწაულ ემოციებში ვარ.ბრავოოო

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Mariam_Mariam
სასწაულ ემოციებში ვარ.ბრავოოო

დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი კატერინა

თავიდან ბოლომდე, თავად ხარ შედევრი ❣ მეტს ვერაფერს ვიტყვი...

 


№16  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი კატერინა
თავიდან ბოლომდე, თავად ხარ შედევრი ❣ მეტს ვერაფერს ვიტყვი...

როგორ მახარებთ ❤️❤️❤️ მაბედნიერებთ ❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი mako-makako

სანამ ვკითხულობდი სულ ტაო მაყრიდა ტანზე, იმდენად ამაღელვებელი იყო თითოეული წინადადება.საოცარი წერის ნიჭი გაქვს და იმდენად შესანიშნავ ისტორიებს წერ რომააზე უკეთესი ვერ წარმომიდგენია.ამოუცნობი გრძნობებით და ემოციებით ხარ სავსე და ამას შენს ნაწერში მკითხველი ხედავს,ისეთი ემოციებით მმუხტავ რომ არ ვიცი როგორ აგიხსნა.მადლობა იმისათვის რომ ასე შეუცნობელს გვაცნობ და გვაძლევ საშუალებას ჩვენც შევიგრძნოთ თუნდაც წამით ის ემოციები????????
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

mako-makako
სანამ ვკითხულობდი სულ ტაო მაყრიდა ტანზე, იმდენად ამაღელვებელი იყო თითოეული წინადადება.საოცარი წერის ნიჭი გაქვს და იმდენად შესანიშნავ ისტორიებს წერ რომააზე უკეთესი ვერ წარმომიდგენია.ამოუცნობი გრძნობებით და ემოციებით ხარ სავსე და ამას შენს ნაწერში მკითხველი ხედავს,ისეთი ემოციებით მმუხტავ რომ არ ვიცი როგორ აგიხსნა.მადლობა იმისათვის რომ ასე შეუცნობელს გვაცნობ და გვაძლევ საშუალებას ჩვენც შევიგრძნოთ თუნდაც წამით ის ემოციები????????

ღმერთო ❤️❤️❤️ როგორ მჭირდებოდა ეს სიტყვები..
ემოციებს გულში ისე ღრმად ვინახავ,მხოლოდ ასე შემიძლია მათი გადმოტანა და სამყაროს სასწაულად. მიმაჩნია,მათ რომ ასე გებულობთ ❤️❤️❤️
მაკო ❤️❤️❤️გამათბე! დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის ❤️

 


№19  offline წევრი mako-makako

tasusuna
mako-makako
სანამ ვკითხულობდი სულ ტაო მაყრიდა ტანზე, იმდენად ამაღელვებელი იყო თითოეული წინადადება.საოცარი წერის ნიჭი გაქვს და იმდენად შესანიშნავ ისტორიებს წერ რომააზე უკეთესი ვერ წარმომიდგენია.ამოუცნობი გრძნობებით და ემოციებით ხარ სავსე და ამას შენს ნაწერში მკითხველი ხედავს,ისეთი ემოციებით მმუხტავ რომ არ ვიცი როგორ აგიხსნა.მადლობა იმისათვის რომ ასე შეუცნობელს გვაცნობ და გვაძლევ საშუალებას ჩვენც შევიგრძნოთ თუნდაც წამით ის ემოციები????????

ღმერთო ❤️❤️❤️ როგორ მჭირდებოდა ეს სიტყვები..
ემოციებს გულში ისე ღრმად ვინახავ,მხოლოდ ასე შემიძლია მათი გადმოტანა და სამყაროს სასწაულად. მიმაჩნია,მათ რომ ასე გებულობთ ❤️❤️❤️
მაკო ❤️❤️❤️გამათბე! დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის ❤️

ამიტომ ხშირად უნდა წერო რომ ჩვენც უფრო ხშირად გაგვიზიარო შენი ემოციები და განცდები. ჩვენც ხშირად მოვწყდეთ ამ სამყაროს და ვიმოგზაუროთ ირეაულ სამყაროში,სადაც იმდენი ამოუცნობი ემოცია გეუფლება გგონია რომ შეგისრუტავს და შენს ვენებში დაიწყებს სისხლის მაგივრად მოძრაობას. საოცრება ხარ და გისურვებ სულ გქონდეს ასეთი წარმოუდგენელი ემოციები და წერის მუზები
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent