შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფარვანა ( 10 )


30-06-2022, 15:38
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 460

ბაღი ისე გაიარეს და სახლის შესასვლელს ისე მიადგნენ არავინ შეხვედრიათ, უკვე ბინდდებოდა უზარმაზარი ღია ფანჯრებიდან სინათლე და მუსიკის ხმა გამოდიოდა, კახას აშკარად არ მოუტყუებია და ალბათ მართლა ჰქონდათ წვეულება სადაც ნათესავებს აცნობდნენ ცოტნეს, გული მოეწურა ლილიას, ნეტავ რა სისულელე მოიგონა კახამ რომ თავისი ნათესავებისთვის აეხსნა ცოტნეს გამოჩენა...
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, -ლუკამ იგრძნო როგორ ნერვიულობდა ლილია ხელზე ხელი მოუჭირა და თვალებში ღიმილით ჩახედა, თუმცა ლილიას თითქოსდა უდარდელი ღიმილის მიუხედავად მის თვალებში აკიაფებული ცეცხლი არ გამოპარვია.
კარი შუახნის ჭაღარათმიანმა ქალმა გაუღოთ, სიტყვაც კი არ ათქმევინათ ისე დაიწყო ქაქანი, თან მისაღებისკენ მიუძღოდათ.
- ესე იგი თქვენ ხართ ის დაგვიანებული სტუმრები კახა რომ ასე ელოდებოდა, მოდით, მოდით, ყველანი მისაღებში არიან, იმ ბავშვს კი ვეღარ ნახავთ მაგრამ...
- რას ნიშნავს ვეღარ ვნახავთ? სად არის ცოტნე? -ის იყო მისაღების კარი უნდა შეეღო ქალს ლილია მხარზე სწვდა და შეაჩერა, ქალი მისკენ გადმოიხარა და ცხვირი აიბზუა.
- ამაზე უცხო სტუმრებთან არ უნდა ვლაპარაკობდე მაგრამ ძალიან მაქვს ნერვები მოშლილი, არ ვიცი ეს ბავშვი საიდან მოიყვანეს მაგრამ ისეთი უზრდელი და ველურია ეტყობა ვინც იქნება დედამისი, კინაღამ მთელი წვეულება ჩაშალა, ბებიამისი იძულებული გახდა სადღაც ზემოთ სართულზე გამოეკეტა და დამამშვიდებელი მიეცა რომ გაეჩუმებინა, არა რა, ასეთ ინტელიგენტ ოჯახს არ ეკადრება ასეთი საიდანღაც მოთრეული ბავშვი...
გამშრალმა ახედა ლილიამ ლუკას, ამჯერად აღარ ტიროდა მის თვალებში ცრემლების ადგილი ბრაზსს, რისხვას და სადღაც შორეულ კუნჭულში მიმალულ სასოწარკვეთილებას დაეკავებინა, ზურგს უკან მცველებივით მდგარ ბიჭებს გადახედა ლუკამ რომლებიც ძლივს იკავებდნენ თავს რომ არ აფეთქებულიყვნენ, მერე უბოდიშოდ გასწია ქალი გვერდზე, კარი შეაღო, მისაღებში შევიდა და ლილიაც თან გაიყოლა, ფართო ოთახი ხალხით იყო სავსე, სასიამოვნო მუსიკა ჟღერდა, სასმლის ჭიქებით ხელში, მაკიაჟით, სამკაულებით და ყალბი ღიმილით მორთული საზოგადოების გართობა მცირედით შეაფერხა მათმა გამოჩენამ, თვალი მოავლო ლუკამ ოთახს და კუთხეში შუახნის ქალბატონთან ერთად მდგარ ლილიას დანახვის გამო პირდაღებულ მამაკაცში მაშინვე ამოიცნო კახა, ლილიას ხელი გაუშვა და მისკენ დაიძრა.

უნდოდა შეეჩერებინა, უნდოდა მაგრამ ვერ გაბედა, მონუსხული უყურებდა როგორ მიაბიჯებდა კახასკენ მყარი ნაბიჯებით, მხრებში ამაყად გაშლილი, როგორ უთმობდნენ გზას სტუმრები, გვერდით მდგარ ბიჭებს გადახედა რომლებიც უდარდელად იღიმოდნენ და მათმა სიმშვიდემ ისიც დაამშვიდა, ღრმად ამოისუნთქა და კახას დედას ქალბატონ ნანას თვალი აარიდა რომელიც გაცოფებული უყურებდა და ალბათ ერთი სული ჰქონდა შუაზე გაეგლიჯა ლილია, არც მამამისი ბატონი ვახტანგი აკლებდა გამანადგურებელ მზერას და ალბათ გულში ლანძღვა გინებასაც არ იშურებდა...
მაგიდას დაეყრდნო ლუკა და კახას თვალი თვალში გაუყარა, ყველა გაჩუმდა, სიტყვასაც კი ვერ გაიგონებდით, სტუმრები გაფაციცებული მისჩერებოდნენ მათ რომ არაფერი გამოპარვოდათ, ახლა უბრალოდ სეირის საყურებლად შეკრებილ აღგზნებულ ბრბოს გავდნენ, ის სასიამოვნო მუსიკა კი რომელიც უხვად იღვრებოდა ოთახში უფრო მეტად ტრაგიკომიკურს ხდიდა ამ სიტუაციას...
- სად არის ცოტნე? -ავისმომასწავებლად გაისმა ლუკას ხმა და ლილიამ დაინახა როგორ მოერღვა კახას სახეზე აქამდე გაჭირვებით შენარჩუნებული მშვიდი გამომეტყველება.
- თვით ლუკა ჟღენტი მესტუმრა ამ ქალის გამო საქმის გასარჩევად? -ლილიასკენ გაიშვირა ხელი და გაღიმება სცადა.
- მიცნობ? ესე იგი ისიც გეცოდინება რომ ხუმრობა და ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ბავშვი დედას დაუბრუნე, ახლავე და უპრობლემოდ წავალთ აქედან, იმის გამო კი რომ ლილიას დაარტყი სხვაგან და სხვა დროს მოგთხოვ პასუხს, არაკაცი ხარ და არაადამიანი მაგრამ არ მინდა აქ შენს სახლში შენი ოჯახის თვალწინ გაგიერთიანო თავყბა.
გაიძვერა აფთარივით უყურებდა კახა თითქოს სიტუაციის შეფასებას ცდილობდა, ფიქრობდა ღირდა თუ არა მასთან შეწინააღმდეგება, ნათესავებით და მეგობრებით სავსე ოთახს მოავლო თვალი და ცინიკურმა ღიმილმა აუპრიხა ტუჩის კუთხე.
- შენ ვინ ხარ რომ ჩვენს საქმეში ერევი, რა მოხდა ამ კახპას ერთი ქმარი არ ეყო და ის იდიოტი ჩაძაღლდა თუ არა მაშინვე მეორე იპოვა?

თვალზე ბინდი გადაეკრა ლუკას, სისხლი აუდუღდა და თავის შეკავება ვეღარ შეძლო, ამ არაკაცს ცოტნეს და ლილიას შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ აპატიებდა, გულისპირში ხელი ჩაავლო ჯერ კიდევ მომღიმარ კახას და მთელი ძალით ჩასცხო თავი სახეში, ავადმყოფური სიამოვნება იგრძნო მისი დასისხლიანებული სახის დანახვაზე, ყურადღება არ მიუქცევია ყვირილისა და პანიკისთვის, გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა, ძირს ჩაკეცილი კახა წამოაყენა და კედელზე მიანარცხა, სახეში დაარტყა და იატაკზე გაშოტილს ზიზღით სავსე მზერით დახედა ზემოდან...
- შე , უსინდისო გოგო, ნამუსგარეცხილო, როგორ ბედავ რომ ჩვენს სახლში მოდიხარ და საყვარელი მოგყავს, როგორ ბედავ, -ნანა კივილით გავარდა გაფითრებული ლილიასკენ და ალბათ შუაზე გაგლეჯდა რომ არა კოსტა რომელიც წინ აეფარა, ლადომ კი ერთი დარტყმით დასცა ძირს ერთ-ერთი სასმლისგან თვალებამღვრეული სტუმარი რომელიც ზურგ უკან ქამარში გაჩრილი იარაღის ამოღებას ცდილობდა.
- რას აკეთებ შენი... -ზედ ლუკას ყურთან გაისმა ბოხი ხმა, უკვე გონდაკარგულ კახას თავი ანება, წამოდგა და შემოტრიალდა, მის ზურგს უკან განვითარებული სცენის დანახვისას წარბი მაღლა ასწია, სტუმრების უმეტესობა გაშეშებული და პირდაღებული იდგა, კოსტა თავგამოდებით ცდილობდა გაცოფებული ნანასგან ლილიას დაცვას, ლადო ვახტანგს საშუალებას არ აძლევდა ლუკას და კახას მიახლოებოდა, ხოლო კახას ძმას რომელსაც ხელში ლუკასთვის ზურგში ჩასარტყმელად გამზადებული ბუხრის საჩხრეკი რკინა ეჭირა, მაღალი ახალგაზრდა, წაბლისფერთმიანი ბიჭი უჭერდა ხელს.
- ოჰ შენი... ვერ გადაეჩვიე არა ასე ჯეკა ძაღლივით უკნიდან მიპარვას? -მარჯვენა მოუქნია და მართლაც ძაღლივით აწკმუტუნებულს აიძულა დაეჩოქა.
- ირაკლი? არ ველოდი აქ შენს ნახვას, -ლუკამ ინტერესით შეათვალიერა ბიჭი.
- ეს მე უნდა მეთქვა, ყველაფერს ველოდი იმის გარდა რომ ლუკა ჟღენტს ჩემი ბიძაშვილის სახლში ვნახავდი, ჰო მაგრად მიტყდება რომ ჩემი ბიძაშვილია, უბრალოდ მშობლებს უარი ვერ ვუთხარი რომ ხუთი წუთით შემომევლო წვეულებაზე, რომ მცოდნოდა...
- შენ რა შუაში ხარ ძმაო, -ლუკამ მხარზე ხელი დაკრა და კოსტას უკან მდგარ ათრთოლებულ ლილიას შეავლო თვალი რომელიც გაფართოებული თვალებით, შეშინებული უყურებდა ლუკას.
- წამოდი გაჩვენებთ რომელ ოთახში ყავთ ბავშვი, -ირაკლი წინ გაუძღვა და გასასვლელამდე სანამ მივიდოდა მანამდე მოუბრუნდა ნათესავებს.
- ნანა ბიცოლა შეეშვი წიკვინს და შენს შვილს მიხედე ხომ ხედავ რა დღეშია, აი თქვენ კი -დანარჩენებს მოავლო მზერა, -რომელიმემ ხელი რომ შეუშალოთ ლუკას ბავშვის წაყვანაში დედაბუდიანად გადაგბუგავთ, მიცნობთ და იცით რომ გამკეთებელი ვარ.
ხმა არავის გაუღია, აშკარად არავის ჰქონდა მათთან შეწინააღმდეგების შნო, ვახტანგი ბოღმისგან გასიებული იდგა და ვერაფერს აკეთებდა, ნანა უკვე გონს მოსულ კახას და მის უმცროს ძმას სახედასისხლიანებულ მერაბს დასტრიალებდა თავს, ჯერ გასულები არ იყვნენ როცა დამხმარე ქალი ახალ სტუმრებს შემოუძღვათ, პატარა გამხდარი ბიჭი, ორ უზარმაზარ დაკუნთულ მამაკაცს მოუძღოდა წინ.
- ლევან როგორც იქნა მოხვედი, -ლუკამ ხელი ჩამოართვა და ხმადაბლა გადაულაპარაკა რაღაც, მერე შებრუნდა, თვალი მოავლო იქაურობას და ნანას და ვახტანგს გაუსწორა მზერა.
- ბატონი ლევანი ჩვენი კომპანიის მთავარი იურისტია და ახლა უკვე მას აბარია ლილიას საქმე, შეგიძლიათ ყველაფერი მასთან და მის დამხმარეებთან გაარკვიოთ, გაარკვიოთ, ამის შემდეგ ლილიასთან და ცოტნესთან მიახლოება რომ გაბედოთ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ გისოსებს მიღმა ამოყოთ თავი.
- ლევან იცი რაც უნდა გააკეთო, -თვალი ჩაუკრა და მერე ირაკლის ანიშნა წინ გამიძეხიო, გვერდზე აკრული მიყავდა ლილია და ერთი წამითაც არ იშორებდა, არც უცდია ლილიას მისი მოშორება, ასე მის ძლიერ მკლავებში შეფარებული თავს უძლეველად გრძნობდა, საერთოდ არ აინტერესებდა კახას და მისი მშობლების რეაქციები, ერთადერთი რაც ახლა უნდოდა ცოტნეს ნახვა და იმაში დარწმუნება უნდოდა რომ კარგად იყო.
- ჯანდაბა ჩაკეტილია, წავალ გასაღებს ამოვიტან ალბათ დამხმარეს ექნება, -ირაკლი წასასვლელად შებრუნდა მაგრამ ლუკამ შეაჩერა, ლილია გვერდზე გაწია და ფეხის ერთი დარტყმით შეანგრია კარი, პირველი ლილია შევარდა ოთახში და დაფეთებულმა მოათვალიერა იქაურობა, უზარმაზარ საწოლზე წერტილივით ჩანდა ცოტნეს გამხდარი მოკუნტული სხეული, თვალები დახუჭული ჰქონდა და არ ინძრეოდა, საწოლთან მივარდა, ჩაიჩოქა და ხელით ფრთხილად შეეხო, საშინლად ცივი იყო... მისი სახე ხელებში მოიქცია, ეფერებოდა, კოცნიდა, ეძახდა, ევედრებოდა რომ თვალები გაეხილა, ლოყებზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები...
- რა სჭირს? რატომ ვერ იღვიძებს? -სასოწარკვეთილმა შეხედა იქვე მდგარ მხრებაწურულ ლუკას რომელსაც ლილიას რეაქციით გულმოკლულს ვერ გაეგო რა უნდა გაეკეთებინა.
- თუ გახსოვთ, დამხმარე ქალმა ვინც კარი გაგვიღო, თქვა რომ რაღაც დამამაშვიდებელი მისცეს, -კოსტამ იქვე კართან მდგომ ლადოს გადახედა.
- ლუკა მგონი სჯობს ბავშვი სავადმყოფოში წავიყვანოთ, -ლადო გაშეშებულ მეგობარს მიუახლოვდა და მხარზე ხელი შეახო, ბევრი აღარ უფიქრია ლუკას, ლილია წამოაყენა, მოეხვია, შუბლზე აკოცა, ერთხანს თვალებში უყურებდა, მერე დაიხარა ლუკა ხელში აიტაცა და გასასვლელისკენ წავიდა.
- - - - - - - -
- კარგად იქნება? მითხარი ხომ კარგად იქნება, -ლუკას მხარზე მიყრდნობილი ჩურჩულებდა ლილია და საავადმყოფოს საწოლზე უძრავად მწოლ ცოტნეს თვალს არ აშორებდა.
- კარგად იქნება, ხომ გაიგონე ექიმმა რა თქვა, უბრალოდ დამამშვიდებლის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული, მალე გამოფხიზლდება, -თვითონაც უკვირდა ლუკას თავისი ასეთი სიმშვიდე, უკვირდა როგორ ახერხებდა თავის შეკავებას, თუმცა მის გვერდით სხვანაირად ვერც მოიქცეოდა, თბილი ხმით ელაპარაკებოდა ლილიას და დროდადრო უწესრიგოდ აბურდულ თმებზე ეფერებოდა, მოჩვენებითი სიმშვიდის მიუხედავად შიგნით ყველაფერი უდუღდა მრისხანებისგან, ცოტნეს რომ რამე მოსვლოდა, რომ დაეგვიანათ, რომ ვეღარ გამოფხიზლებულიყო...
- ახლა რა მოხდება ლუკა? -ლილია მოშორდა სავარძელზე აიკეცა ფეხები და აწყლიანებული თვალებით ახედა ქვემოდან.
- რას გულისხმობ? -გაღიმება სცადა.
- კახა... ის... რაკი გამოჩნდა და ცოტნესთან ურთიერთობა უნდა მისი წართმევა რომ მოინდომოს, კიდევ რომ სცადოს წაყვანა? მერე რა უნდა გავაკეთო?
ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა და თმებში ნერვიულად შეიცურა თითები, უყურებდა ამ პატარა გამხდარ არსებას რომელსაც დიდი ლურჯი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და გულზე თითქოს მარწუხივით უჭერდა რაღაც, ვერ იტანდა როცა ასეთს ხედავდა, მის თვალებს მხოლოდ ბედნიერებით უნდა ებრწყინა, ნამდვილად იმსახურებდა ამას, მის წინ ჩაიმუხლა და მისი ათრთოლებული თითები ხელებში მოიქცია.
- შემომხედე, შემომხედე ლილ, აი ასე, მითხარი მენდობი?
- გენდობი, -ერთი წამითაც კი არ უყოყმანია ისე უპასუხა და ლუკას კმაყოფილი სახის დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა.
- კახა ვერაფერს შეძლებს, როგორც კი ცოტნე გამოფხიზლდება, ამ საქმეს პირადად მე მივხედავ, გპირდები თქვენთან მოახლოებასაც კი ვერ მოახერხებს.
- მადლობა, შენ რომ არა... არც კი ვიცი რა მოხდებოდა, -თითები მისი ხელებიდან გაინთავისუფლა, ფრთხილად წაიღო სახისკენ, ერთ წამს სანამ შეეხებოდა ჰაერში გაუშეშდა და უცნაურად ლამაზმა ღიმილმა გაუნათა სახე, სუნთქვა შეეკრა ლუკას, გაშეშდა პირი გაუშრა და ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, არ ინძრეოდა თითქოს ეშინოდა არ დაეფრთხო, ნაზად შეეხო ლილია ჯერ ერთ შემდეგ კი მეორე ლოყაზე, ფრთხილად შეუცურა თმებში თითები, მისკენ დაიხარა და ტუჩებზე შეეხო...
- დედა დედიკო სად ხარ? -ცოტნეს მისუსტებულმა ხმამ გაჰკვეთა ვნებით და სურვილით დამუხტული ატმოსფერო, დაფეთებულები წამოხტნენ ლუკა და ლილია და ერთდროულად მიიჭრნენ საწოლთან.
- როგორც იქნა გამოფხიზლდი, კარგად ხარ პატარავ? -ლილია ეხვეოდა და სათითაო ნაკვთს უკოცნიდა გაფითრებულ ბიჭს.
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი და იქიდან წამომიყვანდი, ვიცოდი რომ მათთან არ დამტოვებდი, იქ ყველა ცუდად მექცეოდა, იმ ქალმა ძალით დამალევინა წამალი, ვუთხარი რომ იქ არ დავრჩებოდი და სახლში წასვლა მინდოდა შენთან... მერე მიყვირა გაჩუმდიო და დამარტყა... -ლურჯი თვალები ცრემლებით აევსო და სახე ლილიას მკერდში ჩარგო.
ასე უმწეოდ თავი არასოდეს უგრძვნია ლუკას, სისხლი უდუღდა, ხელებს ვერ იმორჩილებდა მაგრამ ახლა უბრალოდ მათ გვერდით ყოფნის გარდა სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
- მთავარია რომ ახლა ჩვენთან ერთად ხარ და კარგად ხარ, -უკვე დამშვიდებულ და ბალიშებზე მიწოლილ ცოტნეს რომელსაც უკვე თვალები ეხუჭებოდა გაუღიმა და ლოყაზე მოეფერა.
- ლუკა რაღაც უნდა გითხრა, -ძლივსგასაგონად ამოიჩურჩულა, როგორც კი ლილია მოშორდა, ლუკაც დაიხარა რომ უკეთ გაეგო მისი სათქმელი.
- დედასთან იყავი, მარტო არ დატოვო კარგი? მე როცა მის გვერდით არ ვარ ვერ იძინებს, მარტოობის ეშინია ღამე სულ კოშმარები ესიზმრება ხოლმე.
უსმენდა და გულში უცნაური სითბო ეღვრებოდა, ნამდვილი სასწაული იყო ცოტნე, პატარა სასწაული რომელიც ასეთ მდგომარეობაშიც კი ახერხებდა რომ დედაზე ეფიქრა.
- ნუ გეშინია მარტო არ დავტოვებ, დაიძინე, -თავზე ხელი გადაუსვა და მანამ არ მოშორებია სანამ ცოტნემ თვალები არ დახუჭა, საბანი გაუსწორა, მერე სავარძელზე მჯდომ მთვლემარე ლილიას მიუჯდა გვერდით, ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.
- - - - - - - - - -
- აქედან ფეხის მოცვლას არ ვაპირებ სანამ ბარგს არ ჩაალაგებთ და ჩემთან არ გადმოხვალთ საცხოვრებლად, -მის წინ მდგომ დოინჯშემორტყმულ სიბრაზისგან სახეაწითლებულ ლილიას ყურადღებაც არ მიაქცია მშვიდად დაისხა ყავა, სავარძელში მოკალათდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- შენ რა სულ მთლად გაგიჟდი? რას ნიშნავს შენთან გადმოვიდეთ? რატომ უნდა გადმოვიდეთ? -ლილია უკვე ვეღარ ხვდებოდა როგორ უნდა აეხსნა ლუკასთვის რომ მასთან საცხოვრებლად გადასვლას არ აპირებდა, გონება არეული ჰქონდა ნორმალურად ვერ აზროვნებდა, აოცებდა მისი ასეთი ცვლილება, კაცი რომელიც სულ ცოტა ხნის წინ უსულგულო მონსტრად მიაჩნდა, ახლა მის ბინაში მის წინ იყო მოკალათებული, ყავას მიირთმევდა და თავდაყირა უყენებდა აზრებს და ჰორმონებს, ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ მასთან შეწინააღმდეგებას ვერ ახერხებდა...
- მისმინე, არ ვიცი რას ფიქრობ ახლა მაგრამ აგიხსნი თუ რატომ უნდა გადმოხვიდეთ ჩემთან შენ და ცოტნე, -დაბალი თბილი ხმით ესაუბრებოდა, თვალს არ აშორებდა და თითქოს აჰიპნოზებდა, -ახლა როცა კახა გამოჩნდა სანამ ლევანი ყველაფერს მოაგვარებს მანამდე მარტო ვერ დაგტოვებთ, თანაც ორ დღეში ცოტნე საფრანგეთში წავა ნინისთან და ნიკოლოზთან ერთად შენ კი მარტო დარჩები და მე ნამდვილად ვერ ვიქნები მშვიდად თუკი მეცოდინება რომ მარტო ხარ.
- ჰო მაგრამ... მე შენთან...
- კარგი რა ლილ, ახლა არ მითხრა რომ გადარდებს ვინ რას იფიქრებს, თუ ნინის და ნიკოლოზის აზრი გაინტერესებს უკვე ველაპარაკე და იციან რომ ჩემთან გადმოსვლა შემოგთავაზე, ჩემთვის მთავარი თქვენი უსაფრთხოებაა და სხვა არაფერი, თანაც ყოველთვის ჩემთან ერთად ცხოვრება არ მოგიწევს, მოვაგვარებთ კახას საკითხს და მერე ისევ დაუბრუნდებით თქვენს ცხოვრებას.
- მოიცა შენ რა მათ ყველაფერი მოუყევი?
- არა რათქმაუნდა, ზეგ დაბრუნდებიან და მაშინ გაიგებენ რაც მოხდა,
თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა, უნებურად გულში რაღაც ჩასწყდა, ძველი ცხოვრება? შეძლებდა კი მასთან ახლოს ყოფნის მერე ისევ ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა? იცოდა რომ ახლა თუ დათანხმდებოდა დიდ შეცდომას დაუშვებდა, შეეჩვეოდა და მერე ძალიან გაუჭირდებოდა უიმისოდ, გული ეტკინებოდა, იცოდა მაგრამ ისე იზიდავდა ვერ ახერხებდა შეწინააღმდეგებას, ისევ ფარვანასავით მიიწევდა აალებული ცეცხლისკენ...
- კარგი, თანახმა ვარ, -ამოიოხრა და თვალები გაახილა, ძლივს შეძლო ლუკამ კმაყოფილების დამალვა, ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა შეუთამაშა მარცხენა ტუჩის კუთხე, წამოდგა და ხელი ხელს შემოსცხო.
- აბა, გინდა ბარგის ჩალაგებაში დაგეხმარო?
- ბარგს ვალაგებთ? სად მივდივართ? -იმ წამს მისაღებში შემოსულმა ცოტნემ ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა მიანათა ლილიას.
- სიხარულო ცოტა ხნით სხვაგან მოგვიწევს გადასვლა, -მის წინ ჩაიმუხლა და ღიმილით აუჩეჩა თმა.
- აუუ კარგი რა, წეღან დავივარცხნე, -სასაცილოდ გაბუსხა ტუჩები და ახლა ლუკას მიუტრიალდა.
- სად მივდივართ?
- რას იტყვი შენ და ლილია ცოტა ხნით ჩემთან რომ გადმოხვიდეთ საცხოვრებლად? -თვალებში ჩახედა და მხარზე ხელი დაადო.
- დედა? ლუკასთან უნდა გადავიდეთ? -გაოცებული მზერა მიაპყრო, -რატომ?
- ჰო ბაჭია, ცოტა ხნით ასეა საჭირო, თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები, რაღაც გარკვეული პერიოდი ლუკასთან უნდა გადავიდეთ საცხოვრებლად.
- ჩემთან თუ გადმოხვალთ ერთად კარგად გავერთობით ხოლმე, -ყოყმანი რომ შეატყო ლუკამ ჩარევა გადაწყვიტა, -ჩემს სახლს დიდი ეზო აქვს სადაც ფეხბურთის თამაში შეგვეძლება და ძაღლები მყავს...
- მართლა? -ცოტნეს მაშინვე აენთო თვალები, -დიდები არიან?
- ძალიან დიდები, მაგრამ კეთილები, თამაში უყვართ, შეგვიძლია კიდევ ერთი პატარა ლეკვი ვიყიდოთ შენთვის რომელსაც თვითონ გაზრდი.
- აუუ დედა მალე წავიდეთ რა, -მოუთმენლად ააბაკუნა ფეხები და საძინებლისკენ გაიქცა, -ჩემს ჩანთას მე თვითონ ჩავალაგებ, -უკანმოუხედავად მიაძახათ და კარი დახურა.
- ლეკვი არა? -მხიარულად მომღიმარ ლუკას მიუბრუნდა ლილია და მოღუშულმა შეხედა აციმციმებულ თვალებში.
- ჰო რა მოხდა, თავისი საკუთარი ლეკვი ეყოლება, მოუვლის, ზრუნვას ისწავლის, პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარდება...
- და მერე როცა ისევ უკან დავბრუნდებით, ამ ბინაში როგორ უნდა მოვუარო ძაღლს?
- მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, -თვალი ჩაუკრა გაანჩხლებულ გოგოს და შუბლზე მიაკრო თბილი ტუჩები.
- - - - - - - - - - -
- დარწმუნებული ვარ აქ გადმოყვანის გარეშეც მოახერხებდი მის დაცვას, - ვერანდის კართან მდგარმა კოსტამ ბალახზე ფეხმორთხმით მჯდომ ლილიას რომელიც უზარმაზარ შავ, ყავისფერლაქებიან ძაღლს ეთამაშაებოდა თვალი მოაშორა და ბედნიერად მომღიმარ ლუკას გადახედა რომელიც ლადოსთან ერთად ლუდს სვავდა და პირველად გრძნობდა თავს ასე მსუბუქად და თავისუფლად.
- რათქმაუნდა შეძლებდა მაგრამ უნდოდა ახლოს ყოლოდა, -ჩაიფხუკუნა ლადომ.
- კარგით ახლა, არ გინდათ ეგ უაზრო თეორიები, უბრალოდ მათი დაცვა მინდა, ეს არის და ეს.
- ანუ ლილია ახლა იმის გამო არ არის აქ რომ მასზე უბრალოდ აბოდებ? -კოსტამ ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
- არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ დღე და ღამ ჩემს გონებაშია, ვაღიარებ ყოველ წუთს მასზე ვფიქრობ, ვერაფერს ვეღარ ვუდებ გულს, უბრალოდ არ შემეძლო მისგან შორს ყოფნა როცა ვიცოდი რომ ის გამო**ირებული აუცილებლად დაუშავებდა რამეს, ამიტომაც წამოვიყვანე ჩემთან ის და ცოტნე.
- ჰო მაგრამ როცა ეს პრობლემები მოგვარდება და აქედან წასვლას მოინდომებს უფრო მეტად არ გაგიჭირდება? შეეჩვევი ლუკა, მის გაშვებას ვეღარ შეძლებ, -ლადოს სახეზე ეტყობოდა რომ მართლა აღელვებდა მეგობრის ბედი, იცოდა ლილია თუ აქედან წავიდოდა ისევ ის კუშტი უჟმური ლუკა დაუბრუნდებოდათ...
- და ვინ გითხრათ რომ მის გაშვებას ვაპირებ? -ეშმაკურად ჩაიღიმა და კიდევ ერთხელ მოსვა ლუდი.
- მოიცა რა, აქ ძალით გამოკეტავ რაპუნცელივით?
- კარგი რა ასე მიცნობთ? როგორ ფიქრობთ რომ არ ვხვდებოდე მის გრძნობებს ჩემს მიმართ ასეთ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამდი?
- ხომ გეუბნებოდი ლილიაც არ არის გულგრილითქო, -კოსტამ სიცილით დაკრა მხარზე ხელი ლადოს.
- ვიცი რომ მოვწონვარ და ჩემთან ერთად ყოფნა უნდა უბრალოდ ეშინია, ეშინია ახალი ურთიერთობის და კიდევ ერთხელ გულისტკენის თუმცა ვიცი როგორც უნდა დავაძლევინო შიშები, აი ნახავთ ცოტახანში თვითონ აღარ მოუნდება აქედან წასვლა, -თავი საზურგეზე გადააგდო, თვალები დახუჭა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
- გამარჯობა, -ლილიას ხმამ გამოარკვია სასიამოვნო ფიქრებიდან.
- გაგიმარჯოს, როგორ ხარ? -ბიჭები ღიმილით უყურებდნენ მორცხვად აწურულ ლილიას.
- გუშინ ვერც კი დაგელაპარაკეთ, მადლობა მინდა გითხრათ...
- აღარ გააგრძელო, -ლადომ ბელადივით აღმართა მაღლა მარჯვენა, -სამადლობელი არაფერია.
- პირიქით ეს ჩვენ უნდა გადაგიხადოთ მადლობა რომ ეს უჟმური მოათვინიერე და ღიმილი ასწავლე,
-მხიარულად გაიკრიჭა კოსტა.
- გეყოფათ, ზედმეტი მოგდით, -ჩაიღრინა ლუკამ და ფეხზე წამოდგა, -ამათ ყურს თუ უგდებ იცოდე გაგაგიჟებენ, წამოდი შენს საძინებელს გაჩვენებ და ცოტნესაც დავხედოთ, -ბიჭების ხითხითს ყურადღება არ მიაქცია, მისაღებიდან გავიდა, დერეფანი გაიარა და ლილიას მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე ანიშნა, ცოტნეს მის საძინებელში ეძინა, როცა ლილია და ცოტნე სახლში მოიყვანა მათი საძინებლები ჯერ მზად არ იყო და ამიტომ იძულებული გახდა გზაში ჩაძინებული ცოტნე საკუთარ საძინებელში შეეყვანა.
- აქაურობას ცოტა ნათელი ფერები ნამდვილად მოუხდებოდა, -ლილიამ უშფოთველად მძინარ ცოტნეს მზერა მოაშორა და შავ-ნაცრისფერ ფერებში გადაწყვეტილ საძინებელს მოავლო თვალი.
- ჰოო? -ლუკამ დაბნეულმა მიმოიხედა და პირველად მოეჩვენა საკუთარი საძინებელი სულისშემხუთავად უფერულად.
- მართალი ხარ, მგონი მართლაც კარგი იქნებოდა, -დაეთანხმა და გაიღიმა, -წამოდი საძინებლებს გაჩვენებ, ცოტნესთვის ცალკე საძინებელი გავამზადებინე მაგრამ თუ გინდა ერთად დაიძინეთ.
- ვცდილობ რომ ჩემთან ერთად ძილს გადავაჩვიო, თავისი საძინებელი აქვს თუმცა დილით მაინც ყოველთვის ჩემთან ერთად იღვიძებს ხოლმე, -მხიარულად გადაიკისკისა ცოტნეს ცუღლუტობები რომ გაახსენდა, მონუსხული შესცქეროდა ლუკა ლილიას სახეზე გადაფენილ იშვიათ მხიარულ გამომეტყველებას...
- აი ეს არის შენი საძინებელი, -ძლივს გამოერკვა და კარზე მიუთითა, გვერდით კი ცოტნეს საძინებელია, ბარგი უკვე შეტანილია, თუ გინდა ცოტა ხანს დაისვენე და მერე ჩამოდი ვივახშმოთ, იქამდე ცოტნეც გაიღვიძებს.
- მადლობა, -ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა, თითისწვერებზე აიწია, მხრებზე დააწყო თხელი თითები და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე, ლუკას რეაქციას აღარ დაელოდა სწრაფად შეაღო კარი, შევიდა ზურგს უკან მიიხურა და ზედ აეკრა, ანცი ბავშვივით ლოყებაწითლებული და სუნთქვააჩქარებული კარს ვერ შორდებოდა, ეგონა საყრდენის გარეშე მუხლები მოეკვეთებოდა, ღრმად სუნთქავდა და დამშვიდებას ცდილობდა, აცახცახებული თითებით ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი რომ ახლახანს მოსული შეტყობინება ენახა და როცა გახსნა ბედნიერი ღიმილი სახეზე შეეყინა...

- - - როგორ ხარ პატარავ? არ მეგონა ასე მალე თუ დაივიწყებდი ყველაფერს, მე ჯერაც ძალიან კარგად მახსოვს შენი სურნელი და შენი არაჩვეულებრივი სხეულის გემო, მახსოვს როგორ კვნესოდი ჩემს ქვემოთ მოქცეული, მალე შევხვდებით და ყველაფერს გაგახსენებ...



№1  offline წევრი Soraya

ვშიშობ, წერილის მფლობელს ფსიქიკური დარღვევა აქვს, რადგან მასზე წლოვანებით დიდ ქალებს ერჩის, კონკრეტულად კი უ*დგება(ბოდიშით ასეთი წინადადებისთვის მაგრამ რომ არ დამეწერა, ვერ გავძლებდი) რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა ლუკა რომელმაც ცხოვრებაში რაღაც გადალახა ეს ძალიან კარგია, ირაკლის გამოჩენა მეც კი გამეხარდა, გამეხარდებოდა თუ კიდევ ვნახავდი მას შემდეგ თავებში. ზემოთ არ ვხუმრობდი ლიკა ციხეში არა კლინიკაში უნდა დაწვეს, რადგან მისი და მისი შვილის აზროვნება უბრალოდ არანორმალურია რომ კითხულობ გულის რევის შეგრძნება დაგეუფლება, არ გამიკვირდება ლიკამაც რომ გააუპატიუროს ვინმე(ვაღიარებ ცოტა ცუდი ხუმრობა იყო) მაგრამ მიკვირს რანაირად შეიძლება შვილი ესე გაზარდო, შეიძლება შურისძიების გრძნობით გაზარდო მაგრამ აი ესე ცხოველურად? ისე რომ თვითონ ეუბნება რომ გააუპატიურეთო?
კარგი, წარმატებები!

 


"ჯეკა ძაღლივით მიპარვა laughing
იცი როგორი დაძაბული ვკითხულობდი? სულ ველოდი იმ შეშლილი დედა-შვილის გამოჩენას და ბოლოს შვილი გამოჩნდა. ავადმყოფები angry
მემგონი, დროა ლილიამ ლუკას სიმართლე უთხრას. ლუკა როგორ გაიგებს ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ვფიქრო, მხარს დაუჭერს და დაეხმარება.
ახალი პერსონაჟების გამოჩენა კარგი იყო. სიმართლე გითხრა ლუკა ისე უჟმური და გაუცინარი ტიპი იყო პირველად რომ გამოჩნდა არ მეგონა დიდი ცოტნეს გარდა სხვა მეგობრებიც თუ ყავდა.
ცოტნე, ეს ბავშვი ცალკე სასწაულია❤️
ველოდები შემდეგს❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Nestani

Vau kargi Tavi iyo momewona magram bolos shokshi chavardi exla mounds gamiche na mag maniaks????

 


№4 სტუმარი სტუმარი Ciyvi

შემდეგი თავი როდის იქნება? ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent