ფარვანა ( 9 )
- თუ გინდა არ წავალ პარიზში და შენთან დავრჩები, -ცოტნე გვერდით მიუჯდა ლილიას და მიეხუტა. - ამას რატომ მეუბნები ბაჭია? -მისი სახე ხელებში მოიქცია და გემრიელად ჩაკოცნა, ყოველთვის აოცებდა მისი გონიერება და აზროვნების უნარი, გული უთბებოდა როცა ხედავდა როგორ ცდილობდა მასზე ეზრუნა, არასდროს აბრაზებდა, არასდროს ითხოვდა რამე ზედმეტს, ისეთს რის გაკეთებასაც ლილია ვერ შეძლებდა. - მოწყენილი ხარ, სამი კვირა დიდი დროა, ძალიან მოგენატრები და უფრო მოიწყენ, წასვლა ძალიან მინდა მაგრამ შენ თუ ცუდად იქნები არ წავალ, -თავი ჩაღუნა და პატარა ხელები მუხლებზე დაიწყო, იგრძნო ლილიამ როგორ აევსო თვალები ცრემლებით და ყელში მომდგარი ბურთის გამო ვეღარაფერი რომ ვერ თქვა უბრალოდ გულში ჩაიხუტა და შუბლზე მიაკრო ტუჩები, ერთხანს ასე გაყუჩებულები ისხდნენ. - სულაც არ ვარ მოწყენილი და კიდეც რომ ვიყო შენ არაფერ შუაში ხარ, შემომხედე, აი ასე, მინდა რომ წახვიდე და კარგად გაერთო, გპირდები არ ვინერვიულებ, შენ კი შემპირდი რომ ჩემზე არ იფიქრებ და მოგზაურობას არ გაიფუჭებ. - ესე იგი არ მოგენატრები? -მის ხმაში იმედგაცრუება გაკრთა. - რათქმაუნდა მომენატრები სულელო, როგორ შეიძლება რომ არ მომენატრო, ძალიან, ძალიან მომენატრები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აქ უნდა დარჩე... - მგონი ვიღაც აკაკუნებს, -ცოტნემ სიტყვა შეაწყვეტინა და წამოდგა. - დაჯექი, მე გავაღებ, -ლილია კარისკენ წავიდა და ცოტნეზე ფიქრში გართულს რატომღაც არც კი უკითხავს ვინ იყო ისე გამოაღო, ზურგშექცევით მდგარი მამაკაცი ყურადღებით შეათვალიერა და როგორც კი შემობრუნებულს სახეზე შეხედა, სიტყვები ყელში გაეჩხირა და გაფითრდა, მის წინ წარსულის ყველაზე მტკივნეული მოგონება იდგა და ისე უღიმოდა თითქოს მათ შორის ცუდი არაფერი მომხდარიყო, თითქოს ღვთის ანაბარა არ მიეტოვებინა და მისი ცხოვრება არ დაენგრია... - დიდი ხანია არ შევხვედრილვართ, შეცვლილხარ, გაზრდილხარ და გალამაზებულხარ, რომ მგონებოდა ასეთი იქნებოდი ალბათ უფრო ადრე მოგაკითხავდით, -მისკენ საკოცნელად გამოიწია და როცა დაინახა როგორ დაიხია ლილიამ უკან სახე შეეცვალა. - ასე მხვდები? ნუთუ საერთოდ არ მოგენატრე? -სახეზე ნაწყენი კაცის ღიმილი აიკრა. - როგორ ბედავ, როგორ ბედავ და ისე მოდიხარ აქ ვითომ აქაც არაფერი, რა უფლება გაქვს? მის მერე რაც გამიკეთე იმის მერე რაც შენს გამო გადავიტანე... -ძლივსგასაგონად ლაპარაკობდა გულზე ხელმიჭერილი და ძლივს იკავებდა ცრემლებს. - ისე ნუ იქცევი თითქოს ყველაფერში მე ვიყო დამნაშავე, -ჩაიღრინა და იმდენად მიუახლოვდა მისი სუნამოს და კიდევ რაღაც სპეციპიკური სურნელის გამო ლილიას გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. - ამბობ რომ ჩემი ბრალია? დამცინი? მხოლოდ თხუთმეტი წლის ვიყავი, თავგზა ამირიე და ფეხმძიმე მიმატოვე, იცოდი რომ ამას არ მაპატიებდნენ მაგრამ ფეხებზე დაიკიდე, იცი მაინც რა გადავიტანე? იცი რისი გამოვლა მომიწია? ახლა რატომ მოხვედი? - ჩემი შვილის ნახვა მინდა, -ურცხვად გამოაცხადა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო, -აქ ვაპირებთ საუბრის გაგრძელებას? არ შემიპატიჟებ? - შენი შვილის? ჰმ, ახლა გაგახსენდა რომ შვილი გყავს? -თვალზე მომდგარი ცრემლები უკან გააბრუნა და წელში გაიმართა, როცა საქმე ცოტნეს ეხებოდა თავს სისუსტის უფლებას ვერ მისცემდა... - არ ვიცოდი რომ ორსულად იყავი, ხომ იცი რომ საფრანგეთში ვცხოვრობდი, ახლა კი უკან დავბრუნდი, მის შესახებ გავიგე და მინდა მასთან ურთიერთობა მქონდეს, მინდა საკუთარ მამას იცნობდეს, ბებიას, ბაბუას, ნახევარძმებს... - მატყუარა, უსინდისო ცინიკოსო, -მთელი ძალით გაარტყა სახეში და მისი გაცოფებული სახის დანახვისას საერთოდ არაფერი არ უგრძვნია, -როგორ ამბობ რომ არაფერი არ იცოდი, იცოდი რომ ცოტნე მყავდა, ისიც იცოდი სადაც ვცხოვრობდი, დარწმუნებული ვარ ისიც იცი რომ ერთხელ დედაშენი მესტუმრა მაშინ უკვე აქ ვცხოვრობდი და ცოტნე სულ რაღაც ერთი თვის იყო, ნუ მიყურებ ასეთი სახით, ამ გულუბრყვილო გამომეტყველებით ვერ მომატყუებ, ვიცი რომ იცი რისთვის იყო მოსული, თავიდან მეგონა რომ შვილიშვილის ნახვა უნდოდა და გამიხარდა მაგრამ თურმე ვცდებოდი, პირდაპირ მომახალა რომ შენი ცოლი ფეხმძიმედ იყო და უბრალოდ შეამოწმა რომ მე შენთან და შენს ოჯახთან არანაირი პრეტენზია არ მექნებოდა და შენი ოჯახის დანგრევას არ შევეცდებოდი... - გაჩუმდი, საკმარისია, კიდევ დიდხანს გისმინე, -კახამ ხმას აუწია და გამწარებულმა დასცხო ხელი კედელზე, -შენთან ლოლიავის თავი არ მაქვს, მისი ნახვა მინდა და ვნახავ კიდეც, სახლში დედაჩემი და მამაჩემი ელოდებიან, დღეს უნდა წავიყვანო... - როგორც იქნა ნიღაბი ჩამოიხსენი, აი ზუსტად ასეთი ხარ სინამდვილეში, ლამაზ სახეს და სხეულს ამოფარებული უგულო , რამდენი წელია არ გინახავს, არასდროს გინახავს, არ იცნობ და ასე პირდაპირ გინდა წაიყვანო? იმაზე თუ ფიქრობ როგორ ინერვიულებს, მისი ფსიქოლოგია საერთოდ არ გაინტერესებს? -უყურებდა და ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა როდისმე ისეთი სულელი ყოფილიყო ასეთი არარაობის გამო რომ დაეკარგა თავი. - რამდენ ხანს უნდა გელოდო? დაუძახე მეთქი, შენ გგონია გაპატიებს როცა ვეტყვი რომ მამამისი ვარ და ამდენ ხანს უმალავდი ჩემს არსებობას? იცოდე ვიზრუნებ იმაზე რომ შეგიძულოს, -უსიამოვნოდ ჩაიცინა და გამარჯვებულის მზერა მიაპყრო რატომღაც უცნაურად დამშვიდებულ მომღიმარ ლილიას. - ცოტნე სულელი გგონია? თავის ასაკთან შედარებით ძალაინ ჭკვიანია, მაგრამ რათქმაუნდა ეს არ იცი, შენ ხომ მას არ იცნობ, არასოდეს გინახავს, არასოდეს ყოფილხარ მის გვერდით, არც მაშინ როცა პირველად დაილაპარაკა, არც მაშინ როცა პირველად გაიარა, როცა პირველად წავიდა სკოლაში... ახლა კი მოხვედი და მისი წაყვანა გინდა, გაგიჟდი? ფიქრობ ამის უფლებას მოგცემ? რა გაქვს ჩაფიქრებული და დაგეგმილი? რის გამო გადაწყვიტე რომ ახლა გჭირდება შვილი? ვერ დამაჯერებ რომ საიდანღაც სინდისის გრძნობა გაგიჩნდა და ნუ მაშანტაჟებ, ცოტნე გიცნობს კახა, მშვენივრად გიცნობს, იცის ვინც ხარ, იცის რომ არ გიყვარვართ, არ გაინტერესებთ და არაფერში გჭირდებით, არასდროს მესმოდა იმ დედების რომლებიც რაღაც სულელური მოტივებით არაკაცი მამების ნამდვილ სახეს უმალავენ შვილებს, ცოტნემ ყველაფერი იცის შენს შესახებ, მიდი უთხარი ვინ ხარ და რატომ მოხვედი... - რა ხდება დედა, ეს კაცი ვინ არის? -ხმაური გაიგონა თუ არა ცოტნემ გარეთ გამოვიდა, ლილიას ამოუდგა გვერდით და ყურადღებით შეაცქერდა თვალებში პირგამეხებულ მამაკაცს, ლილია დაკვირვებით შეჰყურებდა კახას აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ცოტნეს დანახვისას, იმედგაცრუება არ უგრძვნია როცა მის თვალებში მცირეოდენი სიყვარული ან სიხარული ვერ დაინახა, აშკარა იყო რომ კახას რაღაც სხვა ჰქონდა გეგმაში და სულაც არ აინტერესებდა შვილთან თბილი ურთიერთობა იმედია ეს ყველაფერი ცოტნეს მიერ დატოვებულ ფულთან არ იყო კავშირში, ირონიული ღიმილით შესცქეროდა მის ცვლილებას, ცოტნეს დანახვისას წამსვე გადაიკრა სახეზე გულითადი ღიმილი და მის წინ ჩაიმუხლა. - გამარჯობა მე კახა ვარ, -ხელი გაუწოდა და როცა დაინახა რომ ცოტნე ხელის ჩამორთმევას არ აპირებდა ლილიას გაბრაზებულმა ახედა. - ეტყობა რომ შენი გაზრდილია, ვერ ხვდება რომ უნდა მომესალმოს? - უფლება არ გაქვს რამეზე მიმითითო ან პრეტენზიები წამომიყენო, -ლილიას ხმა ყინულივით ცივი იყო, ცოტნეს მიუბრუნდა და მისკენ დაიხარა... - რაღაც უნდა გითხრა ბაჭია და ეცადე არ ინერვიულო, ვიცი რომ უკვე დიდი ბიჭი ხარ და ყველაფერს კარგად გაიგებ, ეს კაცი მამაშენია, შენ მასზე ყველაფერი იცი, მოვიდა რადგან შენი ნახვა და შენი გაცნობა უნდა, ხომ იცი შენ თუ გენდომება მასთან ურთიერთობას არ დაგიშლი, ყველაფერი შენი გადასაწყვეტია... კახა აშკარად არ ელოდა ასეთ რამეს რატომღაც იფიქრა რომ ლილია ატყუებდა როცა უთხრა რომ ცოტნემ ყველაფერი იცოდა, ფეხზე წამოდგა და მოუთმენლად მიაჩერდა მოღუშულ ბიჭს, ახლა მასზე იყო დამოკიდებული ყველაფერი. რამდენიმე წამს თვალმოუშორებლად უყურებდა ცოტნე მის წინ აწურულ მამაკაცს, მერე ისე რომ არაფერი უთქვამს ლილიას ხელი ჩასჭიდა, სახლში შევიდა და ისიც გაიყოლა. - მოიცადე, სად მიდიხართ რას აკეთებთ, არაფერს მეტყვით? -კახა დაბნეული და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა დედა-შვილს. - მგონი ცოტნეს პასუხი სრულიად ნათელია, -ლილიამ კარი მიხურა და დაკეტვა სცადა მაგრამ ფეხი დაუხვედრა კახამ და არ დაანება. - გგონია ასე მარტივად მომიშორებ თავიდან? ბავშვს ტვინი გადაუტრიალე და ფიქრობ ეს ყველაფერი გაგივა? მე მამამისი ვარ, მა მა მი სი და ამას ვერაფერი შეცვლის... - შენ მამაჩემი არ ხარ, -უკვე ყვირილში გადასული მონოლოგი ცოტნეს ხმამ გააწყვეტინა, -დედას ნუ უყვირი, არ მინდა ინერვიულოს და მერე ღამე ვეღარ დაიძინოს, აქედან წადი, არ მინდა შენთან ლაპარაკი. - კი მაგრამ მე მამაშენი ვარ, -კახას აშკარად ეტყობოდა თუ რა ძალისხმევად უჯდებოდა შედარებით მშვიდად ლაპარაკი და ნაძალადევი ღიმილი. - ახლა წადი, ცოტნეს საშუალება მიეცი იფიქროს იმაზე რომ საქართველოში ხარ და მასთან ურთიერთობა გინდა, პირობას გაძლევ თუ თვითონ მოისურვებს შენთან ურთიერთობას მე არ დავუშლი, -ლილია ყველანაირად ცდილობდა რომ მშვიდობიანად გაესტუმრებინა კახა. - მის წასაყვანად მოვედი, ყველა ჩემთან არიან შეკრებილები მთელი ჩემი ოჯახი და ნათესავები მას ელოდებიან და შენ გინდა ასე უბრალოდ გამიშვა? -მხოლოდ ლილიასთვის გასაგონად ჩაიჩურჩულა მის ყურთან. - წადი კახა, ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, წადი თორემ პოლიციას გამოვიძახებ და გიჩივლებ, -ატყობდა რომ უკვე აღარ შეეძლო თავის შეკავება, ხელების ცახცახს ძლივს იჩერებდა, ცოტნე ხელზე ებღაუჭებოდა და ქაჩავდა თვითონ კი კარის დაკეტვასაც კი ვერ ახერხებდა. - თუ გგონია ამას შეგარჩენ ძალიან ცდები, -გაცოფებულმა ჩაისისინა კახამ, კარი გაიჯახუნა და ლილიამაც თავი ვეღარ შეიკავა, მუხლებზე დაეცა და უხმოდ ატირდა. - დედა რა გჭირს? კარგად ხარ? -ცოტნეს ხმამ მოიყვანა გონს, პატარა ხელებით ეფერებოდა თავზე და დროდადრო მუჭით იწმენდდა ცრემლებს. - რატომ ტირი დედა? -სლუკუნ-სლუკუნით კითხა. - შენ რატომ ტირი პატარავ, შეგეშინდა? -მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლებისგან დასველებული ლოყები დაუკოცნა. - მე არაფრის არ მეშინია, უბრალოდ არ მომწონს როცა ტირი, -სასაცილოდ გაიჯგიმა და შუბლზე ჩამოყრილი თმა გაისწორა. - ის კაცი არ მომეწონა, არ მინდა რომ კიდევ ერთხელ მოვიდეს ჩვენთან, ხომ აღარ მოვა? - ის მამაშენია ცოტნე მაგრამ შენ თუ არ გენდომება მისი ნახვა რა თქმა უნდა აღარ მოვა, გპირდები არავის მივცემ უფლებას რამე გაწყენინოს და იმის გაკეთება გაიძულოს რაც არ გინდა, მოდი ჩამეხუტე, -ხელები გაშალა და მაგრად ჩაიკრა გულში. საღამომდე ისე გაატარეს დრო კახა არ უხსენებიათ, ლილიამ ბატიბუტი მოხალა და ცოტნეს საყვარელ ფილმებს უყურებდნენ, ახლა ხვდებოდა როგორ ძალიან აკლდა ნინი, მასთან საუბარი და მისი თანადგომა, გვიან გაახსენდა რომ ლუკას უნდა შეხვედროდა მაგრამ ერთი წამითაც კი არ უფიქრია ლუკასთან შეხვედრის გამო ცოტნეს მეზობელთან დატოვება, მითუმეტეს ახლა როცა კახა გამოჩნდა... - დედა ნაყინი აღარ გვაქვს? -ცოტნემ მისი მუხლებიდან თავი ასწია და დიდი ლურჯი თვალებით მიაჩერდა ჩაფიქრებულ ლილიას. - საიდან გვექნება, დილით ნინიმ მთელი ყუთი ამოჭამა, -უნებურად გაეცინა როცა გაახსენდა როგორ მადიანად მიირთმევდა ნინი მარწყვის ნაყინს, ნეტავ ორსულად ხომ არ არისო გაუელვა აზრმა და ბედნიერებისგან ლამის ხტუნვა დაიწყო ნინის და ნიკოლოზის პატარა რომ წარმოიდგინა. - წამოდი რა ვიყიდოთ, რამე შოკოლადიანი, -ცოტნემ მსუნაგი ბავშვივით მოილოკა ტუჩები, რა გული გაუძლებდა ლილიას, მაშინვე წამოდგა და ჩაიცვა. - სხვადასხვა ნაყინით სავსე პაკეტებით გამოვიდნენ სუპერმარკეტიდან, გზა გადაჭრეს და ის იყო სახლისკენ უნდა გადაეხვიათ რომ მათ ფეხებთან საშინელი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა დაამუხრუჭა, შეშინებულმა შეხედა ლილიამ საჭესთან მჯდარ კახას რომელსაც გვერდით უმცროსი ძმა ეჯდა, ძმები გადმოვიდნენ, დათომ ცოტნეს ჩაავლო ხელი და ძალით წაიყვანა, კახამ კი აკივლებულ ლილიას ააფარა პირზე ხელი, როგორც კი დაინახა რომ მისმა ძმამ ცოტნე მანქანაში ჩასვა, ლილიას ხელი გაუშვა და მთელი ძალით დაარტყა სახეში, თავი ვერ შეიკავა ლილიამ, მუხლებზე დაეშვა და გამსკდარ ტუჩზე აიფარა ხელი. - ძუკნა, ხომ გითხარი რომ არ შეგრჩებოდა, ცოტნე ჩემი შვილია და დღეიდან ჩემთან დარჩება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ვეღარასოდეს ნახო, -ორი სიტყვა მიუგდო და მის მუდარას რომ არ წაეყვანა ყური არ ათხოვა, ასე მუხლებზე დაჩოქილი მიატოვა შუა ქუჩაში და წავიდა, რამდენიმე წუთი ვერ აზროვნებდა ლილია, ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, ტელეფონი ამოიღო რომ პოლიციაში დაერეკა და როცა ლუკას ნომერს მოკრა თვალი ბევრი აღარ უფიქრია, რატომღაც პოლიციის მაგივრად მას დაურეკა. - - - - - - - - - - - - ასე სად გეჩქარება? სად გარბიხარ? ისედაც იშვიათად გხედავთ და ახლა სადღა მირბიხარ? -შენობიდან გასასვლელთან შეხვდა მეგობრებს რომლებიც აშკარად მასთან მოდიოდნენ. - რა სახე გაქვს ძმაო რა ხდება, -მაღალმა ჩალისფერთმიანმა ოცდაათ წლამდე ბიჭმა გვერდით მდგარ დაახლოებით ამავე ასაკის შავთმიან მხრებგანიერ დაკუნთულ ბიჭს თვალით ანიშნა აქ რაღაც ვერ არის რიგზეო. - გეყოფა კოსტა, -ჩალისფერთმიანს მახარზე ხელი დაარტყა და საათს დახედა, -პანიკაში ნუ ჩავარდები როგორც იცი ხოლმე და ლადოსაც ნუ აურევ თავგზას, ახლა მართლა ძალიან მეჩქარება, რა საქმეც არ უნდა გქონდეთ სხვა დროს იყოს უნდა გავიქცე ლილიას ჩემი დახმარება სჭირდება. - ლილიას? იმ ლილიას რომლის გამოც ამ ბოლო დროს ყველა დაგვივიწყე და რომელიც არ გინდა რომ გაგავაცნო? შანსი არ არის ჩვენც მოვდივართ. - სად მოდიხართ, დაეტიეთ სადაც ხართ, ეს ყველაფერი თქვენ არ გეხებათ, -ხელით მოიშორა კოსტა და მანქანისკენ თითქმის სირბილით წავიდა. - რას ქვია არ გვეხება, ჩვენც უკან მოგყვებით, -ლადო სირბილით მივიდა თავის მანქანასთან და კოსტასაც ანიშნა დაჯექიო, ძლივს ახერხებდნენ რომ საშინელი სისწრაფით მიმავალი ლუკა თვალთახედვიდან არ დაეკარგათ, შენობის შესასვლელთან ქუჩაში ელოდა ლილია ლუკას, როგორც კი მანქანიდან გადმოსული დაინახა არც კი უფიქრია რას აკეთებდა მისკენ გაიქცა, გამხდარი მკლავები კისერზე მოხვია და ჩაეხუტა, ერთხანს გაშეშებული იდგა ლუკა ბოლოს თვითონაც მოეხვია და გულში ჩაიკრა მისი ათრთოლებული სხეული, ოდნავ მოშორებით მდგარი ლადო და კოსტა, პირდაღებულები უყურებდნენ ამ მათთვის უჩვეულო სცენას და ახლოს მისვლას არ ჩქარობდნენ. - უნდა დამეხმარო ლუკა, შენს გარდა ვერავის დავურეკავდი, ნინი და ნიკოლოზი აქ არ არიან მე კი მათ გარდა სხვა არავინ მყავს, -მის მკერდზე აკრული ჩურჩულებდა და ძლივს იკავებდა ლუკა მისი თბილი სხეულის შეხებით გამოწვეულ თრთოლვას. - მიდი მომიყევი რა მოხდა, სად არის ცოტნე, დამშვიდდი, დაწყნარდი და გასაგებად ამიხსენი, -ისევ ლუკამ ითავა საუბრის დაწყება როცა მიხვდა რომ ლილიას აზრების დალაგება უჭირდა. - მოვკვდები გესმის? ცოტნე რომ წამართვას მოვკვდები... - ვინ უნდა წაგართვას? მითხარი ლილ რა ხდება, მომიყევი, თუ მოიტაცეს პოლიციაში რატომ არ დარეკე? - პირველი შენ გამახსენდი და იმიტომ, თანაც ვიცი ვინც წაიყვანა,-როგორც იქნა მოშორდა და აცრემლებული თვალებით ახედა ქვემოდან - დღეს მამამისი გამომეცხადა, ამდენი წლის მერე მოვიდა და მითხრა რომ უნდოდა გაეცნო, ცოტნემ მისი ნახვა არ მოისურვა და ძალით წაიყვანა, დამემუქრა რომ ვეღარასოდეს ვნახავ. - ესე იგი მამამისი იყო, ეს მან ჩაიდინა? -ფრთხილად გადაუსვა გასისხლიანებულ ტუჩზე თითები და ღრმად ამოისუნთქა რომ როგორმე დამშვიდებულიყო. - ჰო მან დამარტყა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ცოტნე დავიბრუნო, ახლა ალბათ ძალიან ნერვიულობს, ძალიან მგრძნობიარე ბავშვია, შეშინებული იქნება, მითხარი ხომ დამეხმარები რომ იქიდან წამოვიყვანო... - იცი სად ცხოვრობს? -ლუკამ ლილია კიდევ ერთხელ მიიკრა მკერდზე და ბიჭებს ხელით ანიშნა ახლოს მოდითო, -იცი სად ცხოვრობს? -კითხვა გაუმეორა. - ვიცი სადაც ცხოვრობს, მაგრამ ასე ხომ ვერ მივალთ არ გამოგვატანენ, შენ მათ არ იცნობ, საშინელი ხალხია, ბავშვი საერთოდ არ აინტერესებთ, რა აქვთ ჩაფიქრებული ვერ ვხვდები... - სამაგიეროდ მე ვხვდები, მენდე ყველაფერს მე მივხედავ, დამშვიდდი შვილს ვერავინ წაგართმევს, მითუმეტეს ის არაკაცი, ახლა კი გაიცანი ჩემი მეგობრები, კოსტა და ლადო, -უკვე ახლოს მოსულ ბიჭებზე ანიშნა რომლებიც ღიმილით შესცქეროდნენ აცრემლებულ ლილიას. - სასიამოვნოა შენი გაცნობა, -ხელი გაუწოდა კოსტამ. - ესე იგი შენ ხარ ცნობილი ლილია, -გაუღიმა ლადომ და გვარიანი მუჯლუგუნიც მიიღო გვერდში ლუკასგან. - ლევანს დაურეკეთ ბიჭებო და უთხარით სასწრაფოდ მოვიდეს იმ მისამართზე ბიჭებთან ერთად რასაც ლილია ჩაგაწერინებთ, მერე კი უკან გამოგვყევით, -უხმოდ დაუქნიეს თავი, როგორც კი ლილიამ ბიჭებს კახას მისამართი ჩააწერინათ მაშინვე ჩასვა თავის მანქანაში, გვერდით მიუჯდა და საშინელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. - როგორც იქნა, ესე იგი დღეს გართობა გველის, -ლადომ ხელები მოიფშვნიტა და საჭეს ჩაფრენილ კოსტას გადახედა ღიმილით. - როგორც ძველად არა? - ჰო როგორც ძველად, იმედია ცოტა ხელებს გავავარჯიშებთ თორემ უკვე ჟანგი მომეკიდა, -თავი გადააქნია და გულიანად გადაიხარხარა. - რა გაცინებს ბიჭო, კაცმა არ იცის როგორ შეშლილებთან გვექნება საქმე. - არა მგონია ჩვენზე მეტად გიჟებს გადავეყაროთ, მიდი დააწექი გაზს თორემ სადაცაა დავკარგავთ ლუკას, -მათ წინ მიმავალ მანქანაზე ანიშნა და თვითონ ღიმილით მიეყრდნო საზურგეს. - - - - - - - - - - - არ მინდა ჩემს გამო პრობლემები შეგექმნას, -ძლივსგასაგონად საუბრობდა, აღელვებული იყო, ხელებს ადგილს ვერ უძებნიდა და თვალებში ვერ უყურებდა ლუკას, მის გამო რომ რამე მოსვლოდა თავს ვერასოდეს აპატიებდა, კახას რომ მისთვის რამე დაეშავებინა... - დამშვიდდი, ერთადერთი ვისაც პრობლემა შეექმნება კახა იქნება, ნურაფრის შეგეშინდება, როგორც არ უნდა მოინდომოს შვილს ვერ წაგართმევს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თუ თქვენი სურვილი არ იქნება ვერც კი მოგიახლოვდეთ. - არც კი ვიცი რა გითხრა, შენგან სამუდამოდ დავალებული ვიქნები... უყურებდა ლუკა, აღელვებულ, აფორიაქებულ, გაფითრებულ გოგონას და მთელი ამ სიტუაციის მიუხედავად ღიმილს ვერაფრით იკავებდა, სისხლი უდუღდა, ბრაზობდა, იცოდა კახას დაინახავდა თუ არა თავს ვერ შეიკავებდა და სიკვდილამდე სცემდა, ცოფდებოდა იმის წარმოდგენისას რომ ლილიას დაარტყა, რომ ცოტნე თავისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად საკმარისი იყო ლილიასთვის შეეხედა და მშვიდდებოდა, გული სითბოთი და სიყვარულით ევსებოდა... - იცი რომ ჩემზე საოცრად მოქმედებ? დამამშვიდებელი ეფექტი გაქვს, -ღიმილით გადახედა ლილიას და როცა მის გაკვირვებისგან გაფართოებულ ლურჯ თვალებს გადააწყდა სუნთქვა შეეკრა. - მოვედით, ეს სახლია, -ისევ მისმა ხმამ გამოარკვია, გაჩერდა თუ არა ბიჭებიც მაშინვე მოყვნენ უკან, გადმოვიდა და ორსართულიან მაღალი გალავნით გარშემორტყმულ სახლს თვალი შეავლო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.