შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველიც შენ ხარ და უკანასკნელიც (თავი მეორე)


3-07-2022, 04:35
ავტორი krizantema
ნანახია 1 287

ემოციურად დაღლილმა,ზლაზვნით ავიარე კიბეები და სახში შევედი. ჯერ კიდევ მომხდარზე ვფიქრობდი. ვცდილობდი ანდროზე ფიქრი თავიდან ამერიდებინა, მაგრამ საკუთარი გონება ამის ნებას არ მაძლევდა. თითქოს ჩემს შინაგან მეს არ უნდოდა მისი დავიწყება და ასე ვებრძოდით ერთმანეთს. გავურბოდი წარსულს, მაგრამ ღირდა? ღირდა ამდენ წვალებად. ფიქრებთან ერთად საწოლოთახში შევედი. ტანსაცმელი იქვე დავტოვე და საწოლზე გაშოტილს იქვე ჩამეძინა.
მეზიზღებოდა დალევის მეორე დღეს გაღვიძება, განსაკუთრებით მაშინ თუ ვინმე მაღვიძებდა.
-ქეთოოო! მესმოდა დედაჩემის ხმამაღალი შეძახილი
- მმმმ
- ადექი ხუთი დაიწყო, რადროს ძილიაა. ძილისთვის ჩამოხვედიი? თავზე დამაცხრა მაკო.
-მჰჰჰ. თვალებს ცოცხალი თავით არ ვახელდი. თავის ტკივილი ისე მაწუხებდა, მეგონა, სადააცაა გამისკდებათქო. მაკოს შემოძახილებს ნაკოს წიკვინი დაემატა და დუოს მიმღეროდნენ სიზმრებში. თავი დაძალებით წამოვდექი და ნაკოს ნაზი სახე შემრჩა ხელებში, რომელიც ყურებამდე გაღიმებული მიმზერდა.
- რამოხდა ნაკო, რა კონცერტები ჩამიტარე? გაღიმებულმა ვუთხარი
- და შენ რა მძინარე მზეთუნახავი მომიწყვე, სადმე აქვე ანდროც ხო არ უნდა გამოხტეს და კოცნით დაგაჯილდოვოს? სახე წამეშალა. მიხვდა, რომ ცუდად გამოუივიდა და მუდარის თვალებით მიყურებდა, რომელიც პატიებას მთხოვდა. მიხდვა, რომ ეგ ხუმრობაც წაშალა დრომ.რატომღაც ყველაფერი ანდროს სამყაროს გარშემო ტრიალებდა, იმის მერე რაც ჩამოვედი. ალბათ სამყაროც კი ჩემზე ხუმრობდა.
- ადექი ყავა დავლიოთ. სიტუაციის გასანეიტრალებლად თქვა და საწოლიდან წამოხტა. შორტი ამოვიცვი და სამზარეულოში ნაკოსთან ერთად გავედი. დედაჩემს მისი საამაყო ღვეზელები გამოეცხო, რომელსაც ნაკო უკვე შეექცეოდა. ვუყურებდი და ვხვდებოდ, რა მაკლდა ამერიკაში. ამაზე დიდი სანახობა ღმერთმა არ მომცეს მეტი. ბედნიერი ვიყავი ძალიან ბედნიერი.
- დღეს რა გეგმები გაქვთ?. გვკითხა ორივეს დედაჩემმა. ნაკოს ლაპარაკისთვის არ ეცალა, გემრიელად შეექცეოდა ღვეზელებს.
- არვიცი ალბათ ბავშვებთნ ერთდ გავალთ სადმე. ვუპასუხე მე და ნაკო უჩუმრად დამეთანხმა.
- მიქნიე თავი ეხლა და იყავი, ადექი მალე მოვემზადოთ. ვუთხარი ნაკოს და სამზარეულოდან კი არ წამოვიყვანე გამოვათრიე.
აქეთ იქით დადიოდა ოთახში სანამ მე ვემზადებოდი და ვიცოდი ლაპარაკის დაწყებას, რომ ცდილობდა. მე ვინ მასწავლის ჩემს საკუთარ მეგობარს, რომელთან ერთადაც გავიზარდე?
-მიდი ხო დაიწყე, მკითხე!
- რა? შეიცხადა ნაკომ, ისე თითქოს რამეს ვაბრალებდი.
- კარგი რა ნაკო, განა მე შენი მეგობარი არ ვარ?
- დაგირეკა? ვიცოდი ვისაც გულისხმობდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ჩუმად ვუსმენდი.
- შენი წასვლის მერე! ღრმად ამოისუნთქა და ისევ გააგრძელა. შენი წასვლის შემდეგ, ხშირად აღარც გვნახულობს. ყველაფერი წაშალა, რაც შენ თავს ახსენებდა. თვეობით სვანეთში მიდიოდა ხოლმე, მანამ სანამ ხვეწნით არ ჩამოიყვანდნენ ჩვენები.
- მე არ მინდა ანდროზე ლაპარაკი. არ მინდა. ახლა არა. სიტყვა შევაწყვეტინე და გაკვირვებული დავტოვე.
- გინდა ურეკში წავიდეთ? მხოლოდ მე და შენ, როგორც ადრე.
- მინდა.
იმ საღამოს წასვლა გადავიფიქრეთ. ბარგი ჩავალაგეთ. ბილეთები ონლაინ ვიყიდეთ და მეორე დღის მოლოდინში მშვიდად დავიძინეთ. მიყვარდა ურეკი, განსაკუთრებით ურეკში წასვლის დროს მატარებლით მგზავრობა. სანაპირო სადაც ქვები არ იყო. რბილი და წყნარი სანაპირო. ოდესმე ურეკში ყოფნისას, მზის ჩასვლა გინახავთ? ალბათ დამცინებთ მზის ჩასვლა სანაპიროზე, ვის არ უნახავსო. მაგრამ იქ სხვანაირია. წყნარი და ფაფუკი სანაპირო. მოგონებები და მიწისფერი, ლამაზის მზის ჩასვლა. მზე, რომელიც საოცრად უერთდება ზღვას და უეცრად ქრება. ქრება, თითქოს არც ყოფილა, თითქოს არავის შეუმჩნევია, რომ ოდესმე არსებობდა.
რვის წუთებზე, უკვე სადგურზე ვიყავით და ჩვენს მატარებელს მოუთმენლად ველოდით. ნაკო სიხარულისგან ცქმუტავდა. ამ გოგოს ხო ყველაფრისგან ბედნიერების შექმნა უყვარს. ნაკოს შემხედვარე, ცუდი ხასიათი, არც მეპარებოდა გონებაში. მალე მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით, მე ნაკო და ურეკი. ბავშვობაში დედაჩემს და ნაკოს დედას თინას სასაფხულად დასასვენებლად ურეკში მივყავდით. ალბათ სწორედ, ამიტომ გვიყვარდა ასე ძალიან ორივეს ეს ადგილი. უფრო მეტად ჩვენი მოგონებები, რომელსაც ყოველწლიურად ვიხსენებდით, ურეკში წასვლის დროს. ზუსტად ეგ მომენტი მიყვარდა, მხოლოდ არდადეგებზე. როცა დამოუკიდებლები გავხდით და ჩვენით შეგვეძლო მარტო სიარული, მაშინაც არ ვღალატობდით ურეკს, თუმცა შემდეგ ჩვენს მეგობრებათნ ერთად დავდიოდით ხოლმე. იმ სამეგობროსთან ერთად, რომელთანაც დღემდე ვაგრძელებთ ურთიერთობას და დღემდე მეორე ოჯახად ვთვლით, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი მე და ნაკო მივდიოდით და ვღალატობდით ჩენ ბედნიერ წუთებს. გულის სიღრმეში ვიცოდი, ვერ გავუძლებდით მათ გარეშე ყოფნას და მაინც ხვეწნა მუდარის შემდეგ, ყველა ერთად შევიკრიბებოდით ისევ ურეკის სანაპიროზე, ღამით. მაგრამ იქნებოდა რომ ასე?



№1  offline წევრი Marikagogolqdze

კარგია. უფრო უკეთესი იქნება თუ 2 დღეში ერთხელ დადებ და ასე პატარას არა???? წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent