უკანასკნელი ნატვრა (6თავი)
6თავი როდესაც გამეღვიძა საწოლიდან ავდექი აბაზანაში შევედი და გუშინდელ მომხდარ ამბავზე ვფიქრობდი. დედაჩემმა რომ გაიგოს რო ბიჭს ბოთლი თავზე გადავამტვრიე ალბათ მთელი ცხოვრება ოთახიდან ცხვირს არ გამაყოფინებს.ვიბანავე თუარა ტანსაცმელები ჩავიცვი და ნაკოს დავურეკე. -ნაკო უნდა შეგხვდე სახლში გამოგივლი თუგცალია. -ჰომიდი თან გუშინდელ ამბავსაც მომიყვები. გარეთ გავედი ველოსიპედზე შემოვჯექი და გუშინდელი მოტოციჯლეტზე ჯდომის მომენტი გავიხსენე.ნეტა რას გამოვყავდი იქიდან ან რატო დამრთო უფლება მოტოციკლეტზე დავმჯდარიყავი გეგონება ჩემზე დარდობდეს იდიოტი. მალევე მივედი ნაკოსთან ის კი კარებთან მელოდებოდა. -ნინ რო წახვედი ის ბიჭი გემუქრებოდა მერე ირაკლი მივარდა და ახლა იმან დაუწყო ჩხუბი წესით თავი უნდა დაგანებოს. -არ დამანებებს და უარეს დავმართებ -და რატო გადაამტვრიე ბოთლი? -ხელებს მისვავდა და ჩემი კოცნა დააპირა. მეც კიდე მეტი საქმე არმქონდა იმასთან გავჩერებულიყავი.ავიღე და შენც იცი რაც გავუკეთე. -ეგ ჰომაგრამ სად დაიკარგე. -ვერც კი წარმოიდგენ.გეგამ წამიყვანა მოტოთი. -გ ე გ ა? გაოცებისგან სახე შეეცვალა. ის გეგა ბიჭი რომ კინაღამ ცემით მოკლა? -ჰოო. -ანუ მაინც ვერ გავიგე რაუნდოდა. -არვიცი ნაკო დიდიხანი უნდა მელაპარაკო იმ იდიოტზე? წამოდი რა პარკში გავიდეთ აღარ მინდა სახლში ჯდომა. სულ მალე მედა ნაკო პარკში სკამზე ვისხედით და იკას მოსვლას ველოდებოდით.იქვე ბავშვები თამაშობდნენ სწორედ ჩვენს წინ 5 წლის სასიამოვნო შესახედის პატარა გოგონა გამორბოდა ქერა თმებითა და ცისფერი თვალებით. -ნუციკოო, ფრთხილად იყავი. გაისმა ქალის ხმა. ერთი შეხედვით ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ ალბათ დედაშვილნი იყვნენ. ფიქრებში გართულმა დავინახეთ როგორ წაიქცა ეს ბავშვი ჩემს თვალწინ.ისე წამოვხტი ნაკო შეშინებული მიყურებდა. იმ ბავშვთან მივვარდი და წამოვაყენე დასვრილი ტანსაცმელი ჩამოვბერტყე და ვეცადე დამემშვიდებინა. -არ იტირო საყვარელო ნახე არაფერი გჭირს. სანამ ვამშვიდებდი ის ქალიც მოგვიახლოვდა როგორც ჩანს მართალი აღმოვჩნდი და დედაშვილი ყოფილან. -მადლობა ყურადღებისთვის მითხრა დედამისმა მაგრამ ნუციკო არაფრით წყვეტდა ტირილს. ხელში ავიყვანედა და ისე გავართე ტირილი სულ გადაავიწყდა. უკნიდან ნაკოს ხმა მესმოდა ალბათ იკაც მოვიდა დამშვიდობება გადავწყვიტე მაგრამ ნუცამ ტირილი განაგრძო როგორც კი დაბლა ჩამოვსვი. -დედიკო ეს გოგო უკვე ჩემი მეგობარია სახლში წავიყვანოთ და ჩემი თოჯინებით ვეთამაშები გთხოვ, გთხოვ. ეხვეწებოდა ნუცა დედამისს მე კი გაკვირვებული შევყურებდი. -ნუცა სირცხვილია გაუშვი ეს გოგო და ატრაქციონებზე წაგიყვან. ნუცა უარზე იყო და დანებებას არ აპირებდა ბოლოს შეწუხებული ქალი თხოვნით მომიტრიალდა. -დიდი ბოდიშით რომ გაწუხებთ ნუციკოს ძალიან მოეწონეთ თუ შეგიძლიათ ცოტახანი დრო დაგვითმოთ და ჩვენთან წამოხვიდეთ კი მეუხერხულება ამის თქმა თქვენთვის მაგრამ შვილის გამო რას არიზავ სიცილით მითხრა. -გთხოვ წამოდი ჩემს სათამაშოს გაჩუქებ არგინდა? მაცდური ცისფერი თვალებით გამომხედა ნუციკომ. მათ დავთანხმდი და მთელი გზა მადლობის კორიანტელი დამახვიეს თავს. ნაკო ცოტახნით საქმე გამომიჩნდა ბოდიში ბავშვებო რომოვალ მოგიყვებით მივწერე და უკვე გაჩერებული მანქანიდან დავინახე როგორ გადადიოდა ნუცა და დედამისი ნაცნობი სახლისკენ. გაოცებისგან თვალები კინაღამ გადმომცვივდა სწორედ ის სახლი იყო გეგამ მკლავებში რო მომიქცია და ბიჭებს რომ ემალებოდა.მ -ნინი არმოდიხარ დამიყვირა ნუცამ. (მანქანაში უკვე გავიცანი ორივე.) მანქანიდან გადმოვედი და ეზოში შევედი ეხლა ინფაქტს მივიღებ ეზოში გეგას მოტოციკლეტი იდგა. -ნუციკო ეს ვისია და თითი მოტოციკლეტისკენ გავიშვირე. იმედი მქონდა რომ გეგას არიტყოდა. -ცუდი ბიჭის მითხრა და სახლისკენ გაიქცა. ყოჩაღ ნინი რას მოელოდი აბა 5 წლის ბავშვისგან გეგონა წესიერ პასუხს გაგცემდა?თუ ახლა მე გეგას სახლში ვარ და ესენი ვისაც ვფიქრობ ისინი არიან დამერხა.რა სირცხვილია აქ რომ დამინახოს იფიქრებს მე დამყვებაო და რაღა უნდა მის სრულყოფილებას. ძალიან ლამაზი და დიდი სახლი აქვთ შევედი თუარა თვალებს ვერ ვუჯერებდი ესეთი სილამაზე არსად არ მენახა აშკარად ბევრი ფულიაქვთ. ქალბატონმა მაიამ რა აღარ შემომთავაზა მაგრამ ნუცამ დიდიხნით მასთან არ გამაჩერადა მის ოთახში ამიყვანა. ოთახია თუ სათამაშოების მაღაზია გავიფიქრე შესვლისთანავე და დრო ვიხელთე ჩემი ინტერესები დამეკმაყოფილებინა. -ნუციკო და ან ძმა გყავს? -ამას ვარდისფერი კაბა ჩავაცვათ კარგი? ნუცა ისე იყო გართული საერთოდ არ მისმენდა. ცოტახნით ვეთამაშე და მერე ტუალეტში გასვლა მოვიმიზეზე რათა დამედგინდა გეგა მართლა აქ ცხოვრობდა თუ ყველაფერს ვაზვიადებდი. გარეთ გამოვედი მეორე სართულზე დებილივით დავეხეტებოდი. -რას ეძებ ვერაფერს ვერ იპოვი შედი ნუცასთან და მალევე წადი გეგას სახლი არა ისკიდე ვფიქრობდი ჩემთვის. ბოლოს ვიწრო დერეფნიდან გამოვტრიალდი რომ უკან დავბრუნებულიყავი მაგრამ სწორედ ამდროს მანიაკი გეგა წინ მეჩეხება. (ბავშვებო თქვენი კომენტარები სტიმულს და ხალისს მმატებს რომ ახალი თავის დადება გავაგრძელო. მართალია ცოტა ხართ ვინც კითხულობს მაგრამ არაუშავს მხოლოდ თქვენთვის ვდებდა თქვენი გამოხმაურება წამახალისებს <3) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.