შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი სიყვარული(თავი 8)


7-07-2022, 00:48
ავტორი Mysteries
ნანახია 2 402

8 თავი
ვისხედით და ისევ გავყურებდით ჰორიზონტს, საიდანაც მზე ამოდიოდა, მზის სხივები სახეზე მეცემოდა, მაგრამ გაყინული ვიჯექი, და ისევ გავცქეროდი აღელვებულ ზღვას
-მელანო…
-მე არ მინდა მესამე პირი ვიყო სხვის ურთიერთობაში
-ვიცი…მაგრამ არ შემიძლია გესმის? თავს ვერ ვიკავებ…
არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.
და წამოვედით, მანქანაში ისევ არ ამოგვიღია ხმა, და ეს სიჩუმე იმდენად შემაწუხებელი იყო, ფანჯარას ჩავუწიე, და გავიხედე.
კორპუსთან მანქანა გამიჩერა, გადასვლას ვაპირებდი, როცა მკლავზე ხელი მომიჭირა და მისკენ მიმწია
-შენ ისეთი…-ხმა გაუწყდა, ტუჩებზე დამჰყურებდა, მე კი მინდოდა ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო, რომ მანქანიდან გადავსულიყავი, და ისეთ ადგილას წავსულიყავი სადაც არავინ და არაფერი იქნებოდა… ისევ მაკოცა, გავუძალიანდი, რადგან მართლა არ მინდოდა მესამე პირი ვყოფილიყავი მის და ლილუს ურთიერთობაში
-ახლა შეგიძლია წახვიდე - მითხრა და ხელი გამიშვა
-ოდესმე მითქვამს რომ ვერ გიტან? - ვუთხარი თვალებ დახუჭულმა და განრისხებულმა
-არა
-ხოდა ახლა გეუბნები, რომ ჯიშკარიანო ვერ გიტან - ვუთხარი მანქანიდან გადავედი და კარები მივუჯახუნე, უკან მოუხედავად შევედი სადარბაზოში, გავიღიმე და ტუჩებზე ორი თითი მოვისვი.
გაღიმებულმა შევაღე სახლის კარი, შარფი მოვიხსენი, და სამზარეულოში შევაბიჯე. მაცივარზე წარწერა იყო დატოვებული
“მე და ნანო საყიდლებზე წავედით”
სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე, პირსახოც შემოხვეული ვიჯექი საწოლზე,და ისევ ჭერს ავყურებდი.
საღამომდე წიგნს ვკითხულობდი, როცა საათს შევხედე 7 სრულდებოდა, დრო იყო რომ გავმზადებულიყავი. სარკეში ვუყურებდი საკუთარ თავს, ქერა კულულები მხრებამდე მწვდებოდა, ლავიწები გამოკვეთილი მქონდა, თავი გვერდზე გადავხარე, და საკუთარ ანარეკლს თვალი კარგად შევავლე, ხელი ჩავიქნიე, და სარკეს გავეცალე.
ცოტახანში ანდრამ დამირეკა
-მელანო
-ხო
-მე ვერ მოვდივარ ლილუს დაბადების დღეზე - შეშფოთებული ხმა ჰქონდა
-რამე მოხდა?
-ანდრო ცოტა შეუძლოდაა
-მოვდივარ - დაკიდებას ვაპირებდი რომ შემაჩერა
-არა არა, წადი ახლა კარგად არის, უბრალოდ შეუძლიდ გახდა, მიყვარხარ - სწრაფად მომაყარა და დაკიდა.
***
უკვე ცისფერ კაბაში გამოწყობილი საკუთარ თავს სარკეში ვავლებდი თავს, კარი რომ გაიღო, სახლში კი მაკრინე ლევანი და ნანო შემოვიდა, ნანოს ხელი მაკრინეს თავისაში მოექცია და ღიმილით უსმენდა მის საუბარს
-გამარჯობა მელანო - ღიმილით გამომხედა
-გამარჯობა - მკრთალად გავუღიმე
-ჯერ არ წასულხარ? მე მეგონა უკვე წასული იყავი - მითხრა ლევანმა და თავზე მაკოცა
-ახლა გავდიოდი
-ლამაზად გამოიყურები - მითხრა მაკრინემ - ერთი წუთით - მითხრა, ჩანთიდან ბარხატის მოკლე “თოკი” ამოიღო - შეიძლება? - მანიშნა თმაზე, უხმოდ თავი დავუქნიე. თმის ნაწილი შემიკრა, და ბანტი გამიკეთა
-თუ არ მოგწონს შემიძლია…
-არა, იყოს, კარგია - ვუთხარი ჩანთა ავიღე, და კარი გავაღე
-მიყვარხართ - უკან ღიმილით მივიხედე.
***
ლილუს სახლის კარი, დამხმარემ გამიღო, სახლში ხმამაღალი მუსიკა და ბევრი ხალხი იყო. თინეიჯერბი ცეკვავდნენ, რიტმ აყოლილ სხეულებს მეც ავაყოლე საკუთარი სხეული თვალებ დახუჭულმა…
სასმელებთან მივედი, და ზედიზედ 3 ჭიქა არაყი დავლიე, იმის წარმოდგენაში რომ აქ დუდუც იქნებოდა, და ასევე ლულუც, ჩემს ბედზეც მეცინებოდა, და ყველაფერზე…მეხუთე ჭიქას ვსვამდი როცა მეორე კუთხეში მდგარი დუდუ დავლანდე, რომელიც მე მიყურებდა, მეხუთე ჭიქა “გადავკარი” და აივანზე გასვლა გადავწყვიტე…გარეთ გავედი თუ არა გაცხელებულ სხეულში გრილმა ჰაერმა სასიამოვნოდ დამიარა, თვალებ დახუჭული ვიდექი აივანზე, მოაჯირზე ვიყავი “გადაყუდებული”, სიჩუმე კი ჩემს უკან ხმამ დაარღვია
-მადლობა რომ მოხვედი - გვერდზე ლილუ ამომიდგა
-მადლობა დაპატიჟებისთვის - თვალები გავახილე და მას შევხედე
-მინდა გუშინდელზე დაგელაპარაკო…არ მოგჩვენებივარ - გაიცინა - მართლაც რომ მე ვიყავი იქ…მე…ვკვდები - ხმაჩამწყდარმა თქვა და თვალები დახუჭა, მე კი ერთ ადგილს მივეყინე, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა - არავინ არ იცის ამის შესახებ გარდა ოჯახის წევრებისა…საშინელი ტკივილები მაქვს, ვერ ვუძლებ ამ ტკივილებს…ღმერთო, არ მჯერა რომ მე ამაზე ვლაპარაკობ…-ხმამაღლა გაიცინა,დავინახე მის სახეზე ცრემლი - იმდენად მტკივა რომ ვნებდები დაავადებას, მინდა რომ გახსოვდეს რიცხვი 15 ოქტომბერს მე სამუდამოდ წავალ ამ სამყაროდან, და ჯანდაბა მინდა რომ ვიღაც ჩემს გვერდით იყოს…არ ხარ ვალდებული მოხვიდე…მადლობელი ვიქნები იმისთვის თუ ამ საუბარს არავის გაანდობ, არავინ არაფერი იცის…მადლობა რომ მომისმინე - მითხრა და ცრემლები შეიმშრალა, ჯანდაბა! დუდუმ არაფერი იცის.ოქტომრის თხუთმეტი…თვალი გავაყოლე მის სხეულს, ცრემლები წამომივიდა, ღმერთო, მე კი რას ვაკეთებ, ღმერთო ჩემო…ატირებული გამოვვარდი ლილუს სახლიდან, და ტროტუარს გავყევი, როცა უკნიდან ხმა მომესმა
-რატომ ტირი? - ჯიშკარიანი იყო
-არ ვტირი - ცრემლები შევიმშრალე, და გზა განვაგრძე
-მელანო…- მკლავზე თითები მომიჭირა და მისკენ შემაბრუნა.
-გამიშვი - მშვიდად ვუთხარი, თვალებში არ და ვერ ვუყურებდი
-თვალებში რატომ არ მიყურებ? - მკითხა და თითებით თმაზე მომეფერა
-არ მინდა, დუდუ გამიშვი - გავიბრძოლე
-თვალებში შემომხედე! - მკაცრი, ბრძანებლური ტონით მითხრა
-არ მინდა, შემეშვი - ვუთხარი
-მელანო!
-კარგი - დავნწბდი და თვალებში შევხედე, წარბებ შეჭმუხნული მიყურებდა
-რატომ იტირე?
-არ მიტირია ხომ გითხარი
-არასწორი პასუხია,მელანო, რატომ იტირე?- მეჩურჩულებოდა სახესთან
-ძალიან გაინტერესებს?
-შენ წარმოდგინე და კი
-უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ - ვუთხარი ირონიულად ჩურჩულითვე - ჯიშკარიანო გამიშვი
-ნიჟარაძე,ჯიუტი ვინმე ხარ - გამიღიმა, და თითები ოდნავ შემიშვა
-არ შეგიძლია უბრალოდ გამიშვა? - შევხედე
-არა - ყურში ჩამჩურჩულა და ტუჩებზე დამაცხრა. მკლავი გამინთავისუფლდა, ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე
-ეს ყველაფერი არასწორია - ვუთხარი თვალებ დახუჭულმა
-ვიცი - მითხრა და ცხვირიდ წვერო ცხვირზე გამიხახუნა.
-რატომ იტირე
-ისევ არ ეშვები მაგ თემას? - ვუთხარი ღიმილით
-არა - მითხრა და მკაცრად შემომხედა
-არაფერი უბრალოდ ვიტირე, რა არ შეიძლება?
-შენ და ლილუ ლაპარაკობდით, შემდეგ კი ტირილით გამოიქეცი
-არ გამოვქცეულვარ, წამოვედი - ვუთხარი წარბის აწევით
-თემა ნუ გადაგაქვს
-არაფერი მომხდარა, უნრალოდ ვიტირე
-ესე იგი არ ამბობ არა? მე თვითონ გავიგებ ამ ამბავს, ახლა კი მანქანაში ჩაჯექი სახლში მიგიყვან - ღრმა ამოსუნთქვა ამოაყოლა
-კარგი - სულიერად დაღლილმა მანქანის კარი გამოვაღე, და ჩავჯექი, სკამზე მისვენებული ვიყავი, რომ ჩამეძინა…
ცივ თითებს ვგრძნობ სახეზე, თვალებს ვახელ,
-მელანო, მოვედით გაიღვიძე - მზრუნველი სახით მიყურებდა ჯიშკარიანი, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და კარის გაღება ვცადე, როდესაც მკლავი დამიჭირა, სახე ახლოს მიმიწია, და ტუჩებზე დამაკვირდა, შემდეგ სახე უფრო ახლოს მომიტანა, და ყურში ჩამჩურჩულა
-ღამე მშვიდობის - სველი კოცნა დამიტოვა, და ბოროტული ღიმილით გამცილდა. დახუჭული თვალები გავახილე და მას შევხედე, სარკასტულად გავუღიმე, და მანქანიდან გადავედი, კარი მივუჯახუნე, და უკან მოუხედავად მივედი სადარბაზოსთან, როდესაც დუდუმ დაასიგნალა, მისკენ გავიხედე, ისევ ისე იღიმოდა, ისევ ისე როგორც მე მიყვარდა, და ჯანდაბა ისეთი სიმპათიური იყო, კოცნის მოძრაობა, გააკეთა, ტალი ჩაიკრა, მე კი მოვბრუნდი და სადარბაზოში შევედი.
-იდიოტი… - ჩავიდუდღუნე, და ლიფტში შევედი.
Სახლში ყველას ეძინა, ფრთხილი ნაბიჯებით მივედი ოთახამდე, საწოლზე დავემხე, თვალები დავხუჭე, და ემოციურად დაღლილი სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
Დილით კარგი შეგრძნებით გავიღვიძე, ბრეტელებიანი მაიკა გადავიცვი, და ფეხშიშველი გავედი ოთახიდან. Სამზარეულოში ლევანი და ნანო ისევ კამათობდნენ
-საერთოდ არ მოვქცეულვარ ცუდად - გაიძახდა ნანო
-ნანო მოიქეცი და ეს შენ კარგად იცი - ეუბნებოდა ლევანი, რომელიც “ყიყლიყოებს” წვავდა
-არ მოვქცეულვარ მამა, ეს ის ბავშვი მოიქცა ცუდად, თაია კარგი გოგოა, ყველაზე ჭკვიანი, უბრალოდ ჰგონიათ რომ აუტიზმი გადამდებია, ამის გამო მას რიყავენ, ამიტომ არ ვნანობ რომ ის გოგო ვატირე, რადგან ღირსი იყო - ეუბნებოდა, და თან მაგიდაზე თავი ჰქონდა დადებული
-ნანო, ნამდვილად კარგია, რომ შენ თაიას იცავდი, მაგრამ ამის გამო სხვა არ უნდა დააზიანო
-მაგრამ ის ღირსი იყო, აქამდე თაიას აზიანებდა - იცავდა საკუთარ თავს ნანო
-დილამშვიდობის - ვუთხარი მამა - შვილს და სკამზე დავჯექი
-მელი, გუშინ იცი რა კარგი იყო? - შემომხედა და გამიცინა
-დარწმუნებული ვარ - ვუთხარი, ოდნავ წამოვიწიე და ლოყაზე ვაკოცე
-როგორი იყო დაბადების დღე? - ლევანმა ყიყლიყოებით სავსე თეფში დადო, და შემომხედა
-კარგი იყო - ვუთხარი, და ყიყლიყო ჩავკბიჩე, იმ დღეს პირველი ოქტომბერი იყო, 14 დღე რჩებოდა, იმ დღემდე, როდესაც მე უნდა გამებედა და ლილუსთან მივსულიყავი.აივანზე ვიჯექი, წიგნს ვკითხულობდი ისევ, როდესაც ანდრამ დარეკა
-ხო - ვუთხარი, და ჭიქიდან ჩაი მოვსვი
-ჩემთან გამოხვალ?
-რამე ხომ არ მოხდა? - ვკითხე და წიგნი გვერდზე გადავდე
-არა უბრალოდ, თან ირინასაც მოენატრე
-კარგი, გამოვდივარ - სახლში შევედი, ჩავიცვი, მაცივარზე წერილი დავტოვე “ანდრასთან გავედი.მიყვარხართ” და სახლიდან გავედი.
Სუსხიანი დღე იყო, მივაბიჯებდი ქუჩებში და ანდრას სახლის კარსაც მივადექი.
Კარი ირამ გამიღო, ღიმილით შემეგება, გადამეხვია
-როგორ ხარ მელანო?
-კარგად ვარ ირა, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, ახლა უნდა გვესადილა, ხომ დაგვეწვევი? - სამზარეულოში შესულიყო, და გამომძახა
-სიამოვნებით, მომენატრა შენი გაკეთებული კერძი - ამ დროს სასტუმრო ოთახიდან ზურა გამოვიდა. Ზურა ანდრას მამაა, რომელიც ხშირად დაკავებულია, გამიკვირდა სახლში რომ იყო
-ვინ მოსულა - მკლავი მხარზე გადამადო, და გადამკოცნა - როგორ ხარ მელანო?
-კარგად ვარ ზურა, შენ როგორ ხარ - ვკითხე და გავუღიმე
-კარგად ვარ, ლევანი როგორ არის?
-კარგად არის - ვლაპარაკობდით, როდესაც ოთახიდან ანდრა გამოვიდა
-ჩემთან მოხვედი თუ ზურასთან და ირასთან? - მკითხა, და თან გადამკოცნა
-სადილი მზად არის - გამოგვძახა ირამ
-დედა, ორ წუთში მოვალთ - უთხრა, და ოთახში შემიყვანა
-რამე მოხდა? - საწოლზე დავემხეთ ორივე, და ჭერს ავხედეთ
-ანდრო ოპერაციას იკეთებს - ამოსუნთქვას ამოაყოლა
-მართლა? Როდის? - შვხედე
-10-ში
-მაშინ რატომ ხარ ცუდ ხასიათზე?
-ექიმმა თქვა 50 პროცენტია იმის შანსი რომ ამ პერაციამ არ გაამართლოსო, არ გამართლებაში კი…სიკვდილს გულისხმობს - მითხრა ჩუმი ხმით თვალებ დახუჭულმა
-ანდრა - წამოვდექი და მას დავაკვირდი ზემოდან - იმედი არ დაკარგო, ცუდზე არ იფიქრო, უბრალოდ იყავი მასთან, და ორივემ გაიზიარეთ თქვენივე ცხოვრების ტკბილი წამები, დამიჯერე ეს უფრო კარგი იქნება შენთვის და ანდროსთისაც - ვუთხარი, და შუბლზე ვაკოცე
-მიხარია რომ ამ სამყაროში გაჩნდი - მითხრა და მკრთალად გამიღიმა
-ირას და ზურას ვეტყვი მადლობას, რომ შენ გაგაჩინეს - გავუცინე, მანაც გადაიკისკისა და ბალიში მომარტყა
-ანდრა თუ არ მოხვალდ გაცივდება - გამოგვძახა ირამ
-წამოდი თორემ, ცივი საჭმლის ჭამა არ მინდა - მითხრა, ორივე სიცილით დავიძარით სამზარეულოსკენ, სიცილი მაშინ შეწყდა, როდესაც სამზარეულოში არსებული სიტუაცია დავინახეთ.ზურა სკამზე იყო ჩამომჯდარი, მის მუხლზე კი ირა იჯდა. Ანდრამ ჩაახველა
-ზურა, ბავშვები არიან, უნდა ავდგე - უთხრა ირამ
-ხო, ხო… - უთხრა ყელში აკოცა და ერთმანეთს დაშორდნენ.
Ირასთან ყოველთვის გემრიელად ისადილებდით, საღამომდე ვიყავი მახარაძეების ოჯახში, შემდეგ ღიმილით დავემშვიდობე, და დავადექი სახლისაკენ გზას. Თითქმის დაცარიელებულ ავტობუსში ავედი, ყურსასმენები გავიკეთე და თვალები დავხუჭე.
Სადარბაზოსთან ვიყავი, როდესაც გვერდიდან ხმა მომესმა:
-გელოდი პატარავ - მოულოდნელობისგან შევხტი
სიგარეტს ეწეოდა, თან თაფლისფერ თვალებს მანათებდა:
-შენ რა ნორმალურად მისალმება არ გასწავლეს? - ვკითხე გულზე ხელ დადებულმა
-არა - მითხრა და მომიახლოვდა, ჩემსკენ დაიხარა, ჩემს კისერში ჩადო თავი, სურნელი კარგად შისუნტქა - ვგიჟდები შენს სურნელზე - მითხრა და კოცნაც დამიტოვა.

მომიტევეთ დაგვიანებისთვის. შევეცადე დიდი თავი გამოსულიყო, იმედი მაქვს ისიამოვნებთ, გამეხარდება თუ აზრსაც გამიზიარებთ და მადლობა იმისთვის რომ კითხულობთ. პატივისცემით Mysteries person.



№1 სტუმარი სტუმარი Nestani

Ratom arastori siyvaruli da romeli igulisxmeba sainteresoa sikvdilistvis codoa es gogo

Velodebi axal tavs madloba warmatebebi ????

 


№2  offline წევრი Mysteries

სტუმარი Nestani
Ratom arastori siyvaruli da romeli igulisxmeba sainteresoa sikvdilistvis codoa es gogo

Velodebi axal tavs madloba warmatebebi ????

მადლობა აზრის გაზიარებისთვის და იმისთვის რომ კითხულობთ!

 


№3 სტუმარი სტუმარი ლელა

რატომ აღარ გააგრძელე?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent