არასწორი სიყვარული(თავი 7)
7 თავი რამდენიმე წუთი გაყინული ვიდექი, და გარძრევას ვერ ვახერხებდი, როცა დავინახე რომ ლილუმ თვალები გაახილა და დამიანახა, გამოვფხიზლდი, და სწრაფად მოვწყდი ადგილს. -ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა… - ნეტა დუდუმ თუ იცის? შენობიდან გამოსულმა ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე, ხელები გადავაჯვარედინე, და სვლა გაჩერებისკენ ავიღე, ხვალ მისი დაბადების დღე იყო, ის კი ისე სუსტად გამოიყურებოდა.ავტობუსში ფიქრს ვერ ვწყვეტდი,ერთდროულად გაოგნებული, და დაბნეული ვიყავი… სახლში დაღლილი მივედი, ჩანთა შესასვლელშივე იქვე მივაგდე, და სამზარეულოში გავედი, სადაც ნანო, და ლევანი ისხდნენ, პიცის გარშემო -მე მეგონა ბაღში “საქმეზე” იყავით, თქვენ კი პიცას მიირთმევთ? - ღიმილით დავჯექი სკამზე და პიცის ერთი ნაჭერი ავიღე -ვიყავით უკვე - მითხრა ლევანიმ -და მერე რაო რა თქვა იმ ქალმა -ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ერთ - ერთი ქალია, რომელმაც პრობლემების მიყვარება წყნარად არ იცის - მითხრა მომაბეზრებლად -გასაგებია - ვუთხარი და პიცა ჩავკბიჩე. -შენ სად იყავი? -ანდრამ, ანდრია გამაცნო - ვუთხარი ღიმილით, და მორიგი ლუკმა მოვკბიჩე -მერე? -მერე,ძალიან კარგი ადამიანია -მელანო - დაიწყო ლევანმა, და პიცა თეფშზე დადო -ხო -ხვალ მაკრინე მოდის ჩვენთან - მომლოდინე მზერით დამაკვირდა -კარგია - ვუთხარი, და მორიგი ნაჭერი ავიღე პიცის -სხვათაშორის კიდევ არის პიცა - მითხრა ლევანმა და თვალი ჩამიკრა, მე კი გამეცინა -ლევან სულ დამავიწყდა, მე ხვალ დაბადების დღეზე მივდივარ, მაკრინეს ჩემგან ბოდიში მოუხადე -კარგი, მაშინ მე მაკრინე და ნანო მთაწმინდაზე ავალთ, ნანო ხო წამოხვალ? -კი, კი - თავი დააქნია ნანომ, რომელსაც ტუჩებზე ტომატი ეცხო -კარგი, მე გავალ ოთახში - ორივეს ვაკოცე, და ოთახში შევიკეტე,საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დავწექი, და ჭერს ავხედე. ჩემი ოთახის ჭერი, ფოტოებით იყო სავსე, ყველა მოგონება ჭერზე მქონდა აღბეჭდილი. მე და ანდრა პატარაობაში, მე როდესაც პირველად დავიჭირე ნანო ხელში, მე და მარიტა ერთად, ლევანი ჩემი თავით ხელში, მე და ლიანა ერთად,ანდრა, რომელსაც მთელი დაბადების დღის ტორტი სახეზე აქვს, მისი შეშლილი სახე, მახსოვს ნერვების მოსაშლელად ვუთრბდი, მე და ანდრა გამოფენაზე, მე და ანდრა, როდესაც პირველად გავსინჯეთ სასმელი…ჯანდაბა,ყველაფერი მენატრება, შავ - თეთრ ფოტოებს შევცქეროდი, ნახევარზე მეტი ანდრას გადაღებული იყო, ყოველთვის მაღიზიანებდა, როდესაც მის ფოტო აპარატს “აჩხაკუნებდა”, ადამიანები რომლებმაც მე შემქმნეს…ღიმილით შევცქეროდი მათ,და ვერ კი მივხვდი როგორ ჩამეძინა…შუაღამისას ტელეფონის “ზუილი” მაღვიძებს, თვალდახუჭული დავწვდი მობილურს, არც დამიხედავს ვინ იყო ვუპასუხე -ბატონო - ძილის გამო ხმა დამბოხებოდა -გაგაღვიძე? - ჯანდაბა ის იყო, დუდა… -ჯიშკარიანო რომელი საათია? -ხუთის ოცდაოთხი წუთია - ვიცოდი რომ იღიმოდა -ხუთის ოცდახუთ წუთზე ადამიანებს ძინავთ -ჩამოხვალ? -სად უნდა ჩამოვიდე? -შენს სადრბაზოსთან ვარ -აქ რა გინდა? -მზის ამოსვლა ოდესმე ნანახი გაქვს? ზღვა… -ჩამოვდივარ - მოვუჭერი, და საწოლიდან ავდექი. ზღვა ადგილი რომელიც ძალიან მიყვარს, თვეს ან დროს არასდროს არ აქვს მნიშვნელობა აქვს, ეს არის ადგილი რომელიც ყველა მოგონებას აღვიძებს ჩემთვის… სწრაფად ჯინსი ამოვიცვი, ბრეტელებიან მაიკაზე, სიცილის გამო “პლაში” მოვიცვი, მარიტას შარფი გავიკეთე, ტელეფონი ავიღე, მაცივარზე წერილიც დავტოვე “ზღვაზე წავედი, არ ინერვიულო, მიყვარხართ” კორპუსიდან გასულს, მანქანაზე მიყრდნობილი დუდუ დავლანდე, რომელიც სიგარეტს ეწეოდა,რომ დამინახა გაეღიმა -ზღვა ახსენე? - შევხედე ღიმილით -გიყვარს? -ყველაფერზე მეტად - ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი. მანქანაში Treat you better - მა გაიჟღერა, ხმას არცერთი ვიღებდით, მე კი ვერ ვხდებოდი რატომ ვიყავი იმ წამს მის მანქანაში, მაგრამ გულის სიღრმეში მიხაროდა. და მივაღწიეთ თბილისის ზღვას, რა თქმა უნდა არავინ იყო. გრილი ჰაერი ჩავისუნთქე,ზღვის სურნელი რამდნეიმე მეტრის მოშორებითაცბიგრძნობოდა, თვალები დავხუჭე, და ზღვისკენ წავედი, ისიც გვერდით მომყვებოდა ხმას არცერთი ვიღებდით, ისევ. -ზღვა, რა ლამაზია არა? - საუბარი წამოვიწყე -ნამდვილად - დამეთანხმა, ნაპირთან ახლოს ვიჯექით, და ჰორიზონტს გავჰყურებდით. თავში იდეამ წამომიარა და კედების გახდა დავიწყე -მითხარი რომ ცურვას არ აპირებ -რა იყო არ იცი? - სიტყვა ბანზე გავუგდე -ვიცი, მაგრამ -დამშვიდდი, უბრალოდ ზღვა მომენატრა - ვუთხარი, “პლაში” გავიხადე იქვე მივაგდე კედებთან და შარფთან ერთად, ძალიან კი ციოდა, მაგრამ ამ იდეით იმდენად ვიყავი შეპყრობილი,სიცივესაც კი ვუძლებდი, თითები მხრებზე შემოვიხვიე, და ფეხები წყალში ჩავდგი, და ნაპირას სიარული დავიწყე. დუდუსკენ გავიხედე -არ შემომიერთდები? - გავუღიმე უხმოდ თავი ღიმილით დამიქნია, ფეხზე გაიხადა, და გვერდით ამომიდგა. რამდენიმე წუთი ასე დავდიოდით, როცა მას წყალი შევასხი -ამისთვის გაზღვევინებ ნიჟარაძე - გამიღიმა, წყალი სახიდან მოიშორა, და შემომხედა -არა, არა…არ გაბედო - ვუთხარი ხელის დაქნევით, და გავიქეცი -რამეს იტკენ - მეუბნებოდა -უკვე დანებდი? რა დასანანია - დამწუხრებული სახე მივიღე, ქვებზე დავდიოდი, და თან ვიცინოდი, მან მაინც დამიჭირა, იმდენად ახლოს იყო ჩემთან, დამავიწყდა ის რომ მას ლილუ ყავდა, ლილუს ამბავიც დამავიწყდა, დამავიწყდა ის ფაქტი რომ მე არასწორ რამეს ვშვრებოდი, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო იყო…მეორეჯერ მაკოცა, ჯანდაბა! მთელი ვნებით მკოცნიდა, მე კი არ ვცდილობდი რომ გამეჩერებინა, იმიტომ რომ უკვე მიყვარდა მისი ტუჩები ჩემსაზე. რამდენიმე წამის შემდეგ ორივე ღრმად ვსუნთქავდით -დუდუ, რას ვაკეთებთ -ნეტავ ვიცოდე - მითხრა, და თმაზე მომეფერა - ჯანდაბა მელანო…თავი უნდა გამეკონტროლებინა, ჯანდაბა, ამის დედაც - უცებ მანძილი გაადიდა ჩვენს შორის -დუდუ, უბრალოდ ვუყუროთ მზის ამოსვლას - ვუთხარი ხმა ჩამწყდარმა, და იმ ადგილისკენ დავიძარი სადაც აქამდე ვიყავით -მელანო -უბრალოდ მზის ამოსვლას ვუყუროთ… მომიტევეთ პატარა თავისთვის, მინდოდა მალე დამედო, ხვალაც დავდებ. დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ, პატივისცემით Mysteries person |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.