შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოზი (თავი I)


7-07-2022, 04:14
ავტორი Soul-Man
ნანახია 5 006

ღამის სამი საათია, დრო ისე ნელა მიიწელება, საათზე შეხედვაც აღარ მინდა, ოთახი - ბნელი, ქუჩა - ბნელი, ფიქრებიც კი - ბნელი. რაც უფრო მეტი დრო გადის იმ საბედისწერო დღის შემდეგ, უფრო და უფრო ბნელდება ირგვლივ ყველაფერი, შავდება, უკუნითი ღამესავით. მე კი, გულუბრყვილოს, მეგონა მართალი იყო, რასაც ყველა ჩამჩურჩულებდა ირგვლივ, საკუთარი ფიქრებიც კი ამით მანუგეშებდა, გავა დრო და დაგავიწყდება, გაგივლის ტკივილი, ისევ იცხოვრებ ბედნიერ ადამიანადო. ჩემი თავისგანაც კი ეს მესმოდა, სხვებს რა მოვთხოვო. არადა, ახლაც მახსოვს, ამდენი წლის შემდეგაც, ჩემს მკლავზე ედო თავი... თითქოს იღიმოდა კიდეც, არადა, სადღაც, გულის სიღრმეში თავადაც ხვდებოდა, რომ ეს დასასრული იყო. თვალებით მემშვიდობებოდა, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ან თქვა კიდეც და მე ვერ გავიგონე. რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ და მე თვალწინ სულ ეგ მომენტი მედგა, სიზმრებშიც კი მაკითხავდა ეგ „ღიმილი“ ვასალად. რამდნჯერ გამღვიძებია ელდა ნაცემს, ცივი ოფლი რომ მასხავდა, თვალებ გაფართოვებულს, სიტყვის თქმასაც, რომ ვერ ვახერღებდი. ვიჯექი საწოლზე ასე გაუნძრებლად, თვალსაც კი ვერ ვახამხამებდი, გახშირებული სუნთქვით, ღრმა ძლიერი ჩასუნთქვით, რომ შევისრუტავდი ოთახში თითქოს მთელს ჰაერს, თითქოს უკანასკნელად ვსუნთქავდი, თითქოს ბოლო ჩასუნთქვა იყო... ეჰ, რამდენი ღამე გამითენებია ასე მჯდომარს საწოლზე. უსიტყვოდ, გაუნძრევლად დილამდე. ვინ მოთვლის.. მაგრამ იმ დღის ლანდი დღესაც კი მომყვება, სულ თან მსდევს, მახრჩობს, არ მეშვება.
უცნაური რამ არის ღამე, იდუმალი, საინტერესო, პოეტური, რომანტიული, დამაფიქრებელი, მზაკვრულიც კი. გახსენებს ყველაფერს, არ რჩება რაიმე გაუმხელელი. შავებში ჩაცმულ ჯალათს გავს, ყველა კარის გასაღები თან აქვს დაკიდებული, ძველ, ჟანგიან საკიდზე, ყველგან შეიხედავს, ყველა კარს გააღებს, ყველა შენს საიდუმლოს მოინახულებს, კარგად აწონ დაწონის, შეაფასებს შენს გავლილ ყველა ნაბიჯს და ისე გამოგიტანს განაჩენს. ყველა პროექციაში დაგანახებს შენს ნამდვილ, შესაძლოა შენთვისაც კი უცნობ შენსავე თავს. რამდენჯერ ყოფილა გაოგნებულიც კი ვყოფილვარ - ნუთუ მართლა მე ვარ ეს. ბევრიც კი მიფიქრია ხოლმე მის განაჩენზე, მაგრამ არასდროს ცდება. ალბათ ამ ქვეყნად ყველაზე სამართლიანი მსაჯულია. სამწუხაროდ...
ღია ფანჯრიდან, სასიამოვნო ნიავთან ერთად, ჩიტების ღრიამულიც შემოდის. ზოგჯერ ესღა რჩება ხოლმე იმ თოკად, რაც დედამიწას, რელაურ სამყაროს მაბავს. ანდაც რავიცი აბა, რელურია რო?! ტკივილს სიზმარშიც ფიქრშიც და ამ სამყაროშიც ერთნაირად ვგრძნობ, როგორ გავარჩიო უნდა რომელია ნამდვილი. ჩემს პირად ექმისმ თუ დავუჯერებ ნამდვილი ისაა, რომელშიც ის არის და მესაუბრება, „მკურნავს“, მაგრამ მე სულაც არ მინდა, რომ ეგ იყოს ნამდვილი. არც ეს რეალობა მომწონს და არც ის ფაქტი, რომ ეს ექიმი მკურნავს. თავის დროზე „ინტიტუტში“ ოც მანეთად მოწყობილი, შემდეგ ლექტორების ჯიბის მეძებარი, კლინკიკაში მექრთამე და ცოხვებაში ოთხჯერ განქორწინებული ადამიანი. სიმართლე გითხრათ ზოგჯერ ძალიან მინდა ეს არარეალური იყოს და რაც მესიზმრება ის რეალური, ზიმრები ასეთი საშიში მაინც არაა ყველაფრის მიუხედავად. არადა რამდენი ხანია მაბრძოლებენ, რომ საკუთარ თავს დავაჯერო, რეალურია ის, რაც ყველაზე ნაკლებად მომწონს დ ამიზიდავს.. ზოგჯერ ძალიან უცნაურია ყველაფერი.
მეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა, არაფერი მჭირს, თავს კარგად ვგრძნობ, ძალ-ღონეს არ ვუჩივი. ნეტავ თუ იციან მაინც, რომ საერთოდ სხვა რამეზე „მმკურნალობენ“, თან ყველა ირგვლივ. ბოლოს ფსიქოლოგი მომივლინეს, იქნებ ამან უშველოს ვნახოთო. ამ ადამიანტან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ რეალობასთან, თუ ის ნამდვილად არსებობს, კავშირის დაბრუნება, საერთოდ არ მსურს. მეცინება, ბოლო სეანსზე რარაც ნახატები და კიტხვებით სავსე რვეული მომიტანა, მეუბნება - მინდა გადახედო, კარგად წაიკითხო და დაათვალიერო, შემდეგ შენი აზრი მითხრაო. ზოგჯერ მაოცებენ ადამიანები, მესამე კლასელის დაჯღაბნილი რვეული შემომაჩეჩა და ამით უნდა გაიგოს ჩემი „ემოციური ფონი“. ისე მიყურებს თითქოს საშიში ვიყო საზოგადოებისთვის, მისი ნება, რომ იყოს, persona non grata-ად გამომაცხადებდა. ზოგადად ფიქილოგების და ფსიქიატრების არ მჯერა, სულ ვფიქრობდი, რომ იტყუებიან. ზოგჯერ ადამიანს თავისი ფიქრების გაგება უჭირს, ზოგჯერ საუბრობს და მისიც კი არ ესმის ხალხს, ჩემსავით დადუმებულ-დამუნჯებული ადამიანის ფიქრები როგორ უნდა გაიგონ ვერ წარმომიდგენია. ან რაში სჭირდებათ, ეს კიდევ ცალკე თემაა. ჩემი გაგება, რომელიმეს ერთხელ მაინც, რეალურად, რომ ეცადა, რაღაც ნაჯღაბნი რევულით და ალმაცერი, ეჭვის თვალებით კი არ დამაკვირდებოდა, არა! უბრალოდ თვალებში შემომხედავდა. ბავშვობაში, ერთმა მოხუცმა მიტხრა, თვალები ადამიანის გადაშლილი წიგნიაო. ალბათ ეგრეც არის, მაგრამ ფაქტია, არასდროს, არეცერთ ადამიანს, ვისაც „გულში ჩემი დახმარების სურვილი უძგერდა“, ერთხელაც კი არ შემოუხედავს ჩემთვის თვალებში. ერთხელაც კი...
ვერა და ვერ გათენდა, გაილია გული საათზე ყურებით და მაინც - არ გადის ეს ოხერი დრო. თითქოს სატანჯველად მოიგონეს ჩემთვის და ჩემნაირებისთვის. ზოგჯერ მგონია, სპეციალურად ჩერდება, როცა ა რვუყურებ, რომ გაიწელოს მაქსიმალურად. ისე უცნაური რამ არის დრო.. ზოგჯერ წლები გადი ის ემალე უკან მოხედვას ვერ ასწრებ, ვერაფერს ვერ ასწრებ, სიტყვასაც კი ვერ ამბობ, ჰოპ და აღარაა შენი ნასესხები წუთისოფლის წლები. ეს კიდევ ცალკე უკიდურესობაა, მაგრამ ნამდვილი სატანჯველია, როცა წითები იქცევა ხოლმე წლებად. ბავშვობიდან მაშინებდნენ ჯოჯოხეთით და მპირდბეოდნენ სამოთხეს. თუ მართლა არსებობს ჯოჯოხეთი, მაშინ იქ აუცილებლად იქნება დრო. დრო, რომელიც უსაშველოდ იწელება, უზარმაზარი საათის უზარმაზარ ისრებზე იქნება მიბმული ალაბთ ადამიანის გულის ძაფები და უსაშველოდ, წარმოუდგენლად ნელა გამოწურავს ადამიანისგან გულს. თუ ნამდვილია და მართლა არსებობს, მე ასეთად წარმომიდგენია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent