შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველიც შენ ხარ და უკანასკნელიც (თავი მეხუთე)


7-07-2022, 10:35
ავტორი krizantema
ნანახია 4 683

ოთახიდან საღამომდე არ გამოვსულვარ, ანდროსაც არ შეუწუხებია თავი, ოთახში შემოსვლებით. გარეთ უკვე ბნელოდა. ქუჩებს ლამპიონის შუქი ანათებდა. უცნაური საღამო იყო. ამდენი ხნის, შემდეგ პირველად ვიყავი ანდროსთან სახლში, მის საძინებელში. პირველად ვიყავით ასე ახლოს მასთან, მაგრამ მაინც შორს. თითქოს აღარ ვიცნობდით ერთმანეთს. მომშივდა და ოთახიდან გავედი. იქ მყოფი ანდროსთის, რომელიც ტელეფონს ჩასჩერებოდა არც შემიხედავს, გეზი ისე ავიღე სამზარეულოსკენ. ადვილი რამ მინდოდა, მომემზადებინა. ანდრო პატარა ბავშვივით უკან ამედევნა და კითხვები მომაყარა.
- გეძინა? აქამდე რატომ არ გამოდიოდი? გშია? რამე უნდა მოამზადო? დაგეხმარები რა!- და კიდევ უამრავი. ორი წამი არ იყო გასული ჩემს გამოსვლამდე, უკვე ნერვები დამაწყვიტა. აღარც მშიოდა, აღარც მასთან ერთად ფუსფუსი მინდოდა. პასუხს არ ვცემდი. ოთახში დასაბრუნებლად შევბრუნდი.
- საით?- წინ გადამეღობა
- ოთახში ვბრუნდები! გაიწიე!- ბრძანებლური ტონი მქონდა. მეცინებოდა მის წაშლილ სახეზე და შემდეგ მის თვალებში მოციმციმე გრძონაბზე, რომელსაც ვერ ვხსნიდი. ვერც თქვენ ახსნიდით, რომ შეგეხედათ.
- ხომ არ გავიწყდება პატარავ, აქ მხოლოდ ერთი ოთახია, გამოდის ორივეს ერთად მოგვიწევს ძილი, ამიტომ ჩემს გარეშე არ დაიძინო!- დემონსტრაციულად ხელები გაშალა და ფართოდ გამიღიმა.
- გეყოს თამაში ანდრო! შეგიძლია დივანზე დაიძინო! მე საეღთოდ არ მანაღვლებს, სად შეძლებ ძილს, რადგან აქ შენი ნებით დამტოვე, უზრდელი ნუ გამოჩნდები და საკუთარი საძინებელიც დამითმე!- ჩქარა მივაყარე და ოთახში გავიქეცი. ,,რა პატარა ბავშვივით იქცევი ქეთო” გავიფიქრე. მე ცხოვრების სიყვარულთან ერთად ერთ სახლში, ვიყავი და იქაც გავურბოდი. საკუთარ თავს მინდა ბევრი დავცინო. რა დამაძინებდა. შუაღამემდე თვალი ვერ მოვხუჭე, თან იმაზე ვდარდობდი, საბანი და ბალიში, რომ არ ჰქონდა ანდროს, მითმეტეს დივანზე ეძინა. გამეღიმა, ამბის გახსენებისას. ვერ მოვისვენე. ოთახიდან ჩუმად გავედი, პლედთან ერთად. ისე მივაბიჯებდი, გეგონებოდათ, სახლს ვძარცვავდი. მივუაახლოვდი. პლედი გრძლად გავშალე. ის იყო უნდა გადამეფარებინა, ცალი ხელით დამიჭირა და ერთ ხელის მოსმით, მის გვერდით აღმოვჩნდი. ლაპარი, რომ დაეწყო ტუჩებით ჩემსას შეეხებოდა.
- რა ჯანდაბას აკეთებ!- ვუთხარი დაბნეულმა. უფრო ვლუღლუღებდი, ვიდრე ვლაპარაკობდი.
- არ გამიწიო წინააღმდეგობა რა! არაფერს დაგიშავებ გეფიცები, უბრალოდ დაიძინე ჩემთან ერთად.- ისე საყვარელი იყო იმ წამს, შემეძლო ჩახუტებებით ამევსო. თავს ძლივს ვიკავებდი. წინააღმდეგობა არ გამიწევია. თავადაც ხომ ეს მინდოდა არა? თვალები დავხუჭე და მასთან ერთად სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
მის საძინებელში გამეღვიძა. ფარდები დაეხურა, სინათლეს, რომ არ შევეწუხებინე. ერთხანს მეგონა, მესიზმრა გუშინდელი, მაგრამ მისი წერილის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი სინამდვილე იყო. ,, გავდივარ! აღარ გაგაღიძე, საქმეები მაქვს, მალე დავბრუნდები. ჭკვიანად იყავი! პ.ს რამე ჩაიცვი წელსქვემოთ, თორემ შემდეგში თავს აღარ შევიკავებ!;))”- თავიდან ამომივარდა, ის ფაქტი, რომ წელსქვევით საღამურს არ ვატარებდი, განსაკუთრებით ზაფხულში. შემრცხვა საკუთარი თავის და თავი საბანში ჩავმალე, ისე თითქოს ანდრო იქ იდგა და ვემალებოდი.
ისე მოსაწყენად გავიდა მის გარეშე დრო, აღარც ვიცოდი რა გამეკეთებინა. დედაჩემი არ მირეკავდა, იცოდა ნაკოსთან ვრჩებოდი. ნაკოზე გაბრაზებული ვიყავი. ამდენი ხნის განმავლობაში არც კიდაურეკავს. მისი ნომერი ავკრიფე და თვითონვე დავურეკე.
- ქეთოოოო- მისი ყვირილი ჩემს გარდა ანდროს სამეზობლოსაც ესმოდა.
- უნამუსო ადამიანს ვესაუბრები?- წარბს მაღლა ისე ვწევდი, თითქოს ამას ნაკო ამჩნევდა.
- გეფიცები ანდრომ მთხოვა ორი დღე შენთის არ დამერეკა! გავგიჟდები ამბები ისე მაინტერესებს!- ორი საათ გასტანა ნაკოსთან ლაპარაკმა, ბოლოს ძლივს გამოვემშვიდობეთ ერთანეთს. ამასობაში ანდროც დაბრუნდა. მზრუნველი ცოლივით შემოსასვლელში დავხვდი. გეგონებოდა უნდა შემემოწმებინა მღალატობდა თუ არა. საკუთარ თავზე თვითონვე გამეცინა.
- რას აკეთებ?- ცალი თვალი შემავლო ანდრომ!
- სად იყავი?- ვკითხე სერიოზული სახით.
- რა ეჭვიანი ცოლივით მეკითხები ქეთო?
- იოცნებე ოდესმე შენი ცოლი რომ გავხდე!- მომიახლოვდა წელზე ხელები მომხვია და ლოყაზე ნაზად მაკოცა, შემდეგ ცხვირზე და საბოლოოდ შუბლზე შეჩერდა.
- გახდები! ბოლოს მაინც ჩემთან იქნები! - მითხრა სრულიად დარწმუნებულმა, თითქოს საკუთარ თავშიც არ ეპარებოდა ეჭვი და გამეცალა.
- ჩაის გამიკეთებ?
- რატომ შენით გაკეთება არ შეგიძლია თუ?
- მე შენი გაკეთებული მევასება!- ბავშვივით იღიმოდა.
- გაგიკეთებ!- მეც ნაზად გავუღიმე და სამზარეულოში შევედი ჩაიდნის ასადუღებლად. ისიც უკან მომყვა.
- ისევ უკან ბრუნდები?- მკითხა აუღელვებლად!
- კი!
- რატომ არ გინდა დარჩე?
- რის გაკეთებას მთხოვ? რა გინდა რომ გავაკეთო?
- ჩემთან დარჩი ქეთო!
- ალბათ ხუმრობ!
- რატომ ვერ გავაკეთე შენთვის იმდენი, რომ ჩემი სიყვარული დამემტკიცებინა. რატომ არ გინდა ყოფნა ჩემთან? რატომ გამირბიხარ მუდმივად?
- მესაკუთრეობას შენ სიყვარულს ეძახი? გინდა აქ დარჩენით ოთხ კედელში გამომაწყვდიო, ოღონდ არავინ შემომხედოს, ოღონდ არავინ შემეხოს. ყველა ფეხის ნაბიჯით მაგრძნობინებ და ხაზს მისმევ იმაზე, რომ შენი საკუთრება ვარ. ახლად გაცნობილი ბიჭი უმიზეზოდ სცემე. ეგოისტობას ეძახი სიყვარულს?
- ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდი?
- მოვიდოდი და გეტყოდი, ჯანდაბაშიც წავიდეს ის წლები ქეთო,როცა მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ და მინდა ჩემთან იყო. მინდა დრო ერთად გავატაროთ. არც კი შემეკითხე შენთან ისე წამომიყვანე. ჩემი აზრიც კი არ გაითალისწინე, აქაც კი შემიზღუდე თავისუფლება! აი ასე მოვიქცეოდი შენს ადგილას ანდრო. შენ არაფერი გესმის სიყვარულის ანდრო!- ღრმად ამოისუნთქა და მომიახლოვდა.
- ყველა ჩემი ნაბიჯი რასაც კი ვაკეთებ, იმის დასამტკიცებლად არის, რომ მე შენ მიყვარხარ. მე ასეთი ვარ. ის რასაც თვალს დავადგამ, უკვე ჩემია. არ შეუძლია სხვას, რომ მას შეეხოს, მოეფეროს, შეხედოს. მარტო მე მეკუთვნის. არ გეუბნები, რომ კარგი თვისებაა, მაგრამ მე ასეთი ვარ. ვერასდროს შევეჩევი სხვას შენს გვერდით. ვერასდროს გაპატიებ სხვასთან მებდნიერებას. ხო ეგოისტი ვარ და ჭკუიდან ვიშლები, როცა სხვასთან მომღიმარს გხედავ. გონება მებინდება,რო ვაანალიზებ, რომ შეიძლება სხვა შეიყვარო. მე ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაბრუნებლად და ბოლოს, თუ ოდესმე მივხვდები, რომ არაფერი გამოდის და ტყუილად ვიწვალებთ თავს, ბოლოს, როცა ნამდვილად დავრწმუნდები, რომ შევცდი, იმაში რომ შენ აგირჩიე,პირველი ამას შენ გაგაგებინებ. ახლა გთხოვ ნუ გამექცევი, ნუ მომატყუებ, რომ აღარ გიყვარვარ, მე ნუ მომატყუებ, ასე ძალიან ნუ მატკენ ქეთო.- თავზე მაკოცა და ყურთან ახლოს ჩუმად მიჩურჩულა:
- შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ! გმადლობ ჩაისთვის! დილისთის მზად იყავი, სახლში ბრუნდები!
მინდოდა მისი სიტყვების გამო მეტირა, ასე ძალიან რომ მოვიდნენ გულთან ახლოს. ემოციებისგან დაღლილი ვიყავი. ახლა უფრო მეტად მივეჯაჭვე ემოციურად მას. მივხვდი, რომ მილიონი დღე შემეძლო მასთან ერთად გამეტარებინა, მაგრამ ვერ ვაღიარე. ისევ და ისევ ვერ ვაღიარე საკუთარ თავთანაც კი.
ორი კვირა გავიდა, რაც ანდრო სახლიდან წამოვედი. ორი კვირის განმავლობაში, ქუჩაში შემთხვევითც კი არ შემხვედრია, არამც თუ დაურეკავს. ამერიკაში წასვლის დრო უფრო ახლოვდებოდა. დაბნეული ვიყავი. მაღიზიანებდა საკუთარი სიამაყე, ასე რომ მასულელებდა. მაინტერესებდა სად იყო, როგორ იყო, რას აკეთებდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაბიჯებდი. ,,სიამაყე დაგღუპავსო” ტყუილად კი არ არის ნათქვამი.
საღამო იყო, თუმცა დღე ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. ბევრი ფიქრის შემდეგ ტაქსი ანდროს სახლის მისამართზე გამოვიძახე, ტანზე ჩავიცვი და სახლი დავტოვე. მისი უნახავობით გაგიჟებული ვიყავი. გონებაში იმდენჯერ მქონდა წარმოდგენილი, რა მინდოდა მისთის მეთქვა. როგორ მინდოდა მისთვის მეჩხუბა იმაზე, რომ ერთხელაც კი არ გავხსენებივარ. კარზე ზარი დავრეკე, დიდხანს ლოდინის შემდეგ გამხდარმა გოგონამ გამიღო კარი,ქერა თმებითა და უგრძელესი ფეხებით.
- ანდროო მგონი შენთან არიან- მხოლოდ ეს გავიგე. საკუთარ სუნთქვას წუილის სახით ყურებში ვუსმენდი. ვგრძნობდი, როგორ დავსუსტი და დავპატარავდი წამებში. როგორ ამემღვრა თალები, რის გამოც ვეღარაფერს ვხედავდი. როგორ მტკიოდა გული, როგორ ვბრაზობდი, როგორ მწყინდა. როგორ მინდოდა პატარა ბავშვივით ახლა დედის კალთაში. მერე აღარაფერიც მესმოდა და ვეღარაფერსაც ვხედავდი. თალებში დამიბნელდა და იქვე მივესვენე დამჭკნარი ყვავილივით.


პ.ს გამარჯობა მეგობრებო! ბოდიში დაგვიანებული თავებისთვის, რადგან ხშირად ვერ ვამთხვევ საქართველოს საათებს და გვიან იდება ჩემი თავები! ვცდილობ გავზარდო თავები. მადლობა დიდი რომ ჩემს ნაწერებს კითხულობთ და აფასებთ! მე თქვენ გაფასებთ<3333



№1  offline წევრი lilit

რა უცაბედად დამთავრდა ეს თავი((( ველოდები დიდი ამბიციებით შემდეგ თავს ❤

 


№2  offline წევრი OKI ME

უიი, უპატიებელი შეცდომა დავუშვი :DD თურმე რამდენი თავი არ წამიკითხავს :((( მაგრამ ამაშიც არის დადებითი მხარე :DD ახლა ყველას ერთად წავიკითხავ და მეც ბედნიერი ვიქნები. :DD

წავედი მე ჩავუჯდე და მოვბრუნდები რომ ყველა თავის კომენტარს აქ დაგიწერო :DD ❤️

და აი მეც მოვედიიი. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს.

ანდრის სახლში როგორ აღმოჩნდა? მოიცა მეოთხე თავი გამომრჩა? წინა თავი დასრულდა იმით რომ ანდრო და ქეთო ერთ ოთახში იყვნენ მაგრამ არა ანდროს სახლში. ახლა თავი იწყება რომ ანდროს სახლში და ოთახში არიან. ცოტა ავირიე. თან ამ თავს მეხუთე აწერია, წინას მესამე.

ნუ მოკლედ, საერთოდ ჯამში ისტორია ძალიან კარგი და საინტერესოა ❤️❤️ იმედი მაქვს რომ ის გოგო სანდროს სახლში უბრალოდ მეგობარი, ნათესავი ან მეზობელია :DDD

 


№3 სტუმარი ,

როდის დადებ შენდეგ თავს?

 


№4  offline წევრი M.Z°_°

ამ....მეოთხე თავი არ დევს•_•

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent