შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება იდიოტი ( თავი 8 )


9-07-2022, 10:16
ავტორი თამთა24
ნანახია 1 825

საოპერაციო ძალიან დიდი და ზედმეტად განათებული აღმოჩნდა. გორგოლაჭებიანი საწოლიდან გადამაწვინეს. ყურში ისევ გიგის სიტყვები ჩამესმოდა. ნუთუ ეს მხოლოდ ჩემს გასამხნევებლად თქვა. შესაძლებელია მართლა ვუყვარდე და თან წასულიყო?! ღმერთო ნეტავ აქედან ცოცხალი გავიდე და კიდევ ერთხელ გამაგონა მისი ხმა, ეს სიტყვები. ირგვლივ ყველა ფუსფუსებდა. რამოდენიმეჯერ ვენაში ნემსი გამიკეთეს და გადასხმები ჩამოკიდეს რკინის კონსტრუქციაზე.
- ნინო ეხლა წამალს შევუშვებთ. შენ მოდუნდი და მალე ისევ გვნახავ, ხომ ხედავ გარეთ ბიჭები ერთმანეთს წყვეტენ და თან რომეო უპასუხოდ დატოვე. მალე გაგიყვან აქედან გპირდები. - გიორგი ექიმი სამედიცინო ნიღბის ქვემოდან მიღიმოდა.
მხოლოდ ის მახსოვს სამამდე რომ დაითვალეს. მერე კი სიცარიელე და სიბნელეა. თავის ტკივილს ისე გამძაფრებულად ვგრძნობ. ყლაპვა მიჭირს. თვალებს ვერც კი ვარხევდი.
- ასეთი ახალგაზრდა და ლამაზია ნეტა გამოძვრებოდეს. - ხმა ჩემს ახლოს ისმოდა. ორი ქალის ხმასთან ერთად წრიპინა აპარატის ხმა თავის ტკივილს მიმძფრებდა.
- მგონი თვალებს ამოძრავებს?
- აბა დავაკვირდეთ. აუ რა იქნება ღმერთო გამოვიდეს რა ამ მდგომარეობიდან- როგორც ჩანს რაღაც პრობლემა იყო. ვერ ვფხიზლდებოდი. ვერც ვაგებინებდი რომ მესმოდა მათი. თითი გავაქენა, რაღაც მძიმე მეკეთა ზედ მაგრამ მაინც შევძელი ოდნავ შემერხია.
- ვაიმე ესმის, გადი ჩქარა დაუძახე გიორგი ექიმს. - ექთანის ფეხის ხმა ნათლად გავიგე. რაღაცას წამოედო და წაბორძიკდა. - ნინო გამოფხიზლდი რა შენიანები და შენი მწვანეთვალება ისეთი ანერვიულებულია მარტო მაგიტომ გადი აქედან.
- ნინო- გიორგი ექიმი ქოშინით შემოვარდა. - აბა ნინო თვალები უნდა გავახილოთ. უკვე ოპერაციიდან 4 დღე გავიდა. მიდი გაახილე თვალები. - დიდი ტკივილი და ძალიასხმევა დამჭირდა თვალები ოდნავ გავაღე. თავიდან ბუნდოვნათ ვხედავდი, შემდეგ ლანდები დავინახე და ბოლოს გიორგი ექიმის სახეც გავარჩიე. გაღიმება მინდოდა , მაგრამ მიმიკის ცვლა დიდ ტკივილს იწვევდა.
- სახელი და გვარი თქვი შენი?
- ნი, ნი , ნინო აზარაშვილი. - ხმა ნელ- ნელა მოვიდა მწყრობში.
- ყოჩაღ! ეხლა აქ შენები უნდა შემოვიყვანო , თორემ დიდი ხანი გაგიგრძელდა ძილი და განერვიულებულები არიან.
ექიმი გავიდა, ცოტა ხანში ექიმის აღჭურვილობაში გამოწყობილი მამაჩემი ვიცანი. გაღიმება მინდოდა მაგრამ ტკივილები ძალიან მაწუხებდა.
- მამას უძლიერესო გოგო! შენ რა ყოჩაღი ყოფილხარ. სულ ცოტაც და ყველა ერთად წავალთ აქედან. ყოჩაღ ნინო. ჩვენ გარეთ უფრო სუსტები აღმოვჩნდით. ვნერვიულობდით და შენ რამდენს გაუძელი. მა ყველა აქ ვართ ვინც ვიყავით და ყველა გარეთ გელოდებით - მივხვდი მამა მამშვიდებდა , რომ გიგიც აქ იყო და არ მენერვიულა. - მე ეხლა უნდა გავიდე. ხვალ ალბათ კიდევ შემოგვიშვებენ და მალე გნახავ. მამამ ნაზად ხელზე მაკოცა და გავიდა. ვხედვადი მის დაწითლებულ თვალებს. მამა ბედნიერი იყო. გიგის ნახვა ყველაზე მეტად მინდოდ, მაგრამ ტკივილებისაგან ძალადაკარგული და დაღლილი ვიყავი, ჩამეძინა.
გულისრევის და თავბრუსხვევევის შეგრძნებამ გამომაღვიძა. თავს ძალა დავატანე, თვალი გამეხილა. წრიპინა აპარატი მამცნობდა , რომ ჯერ კიდევ ცოცოხალი ვიყავი. ეს ხმა მაბედნიერებდა. კარის ხმა გავიგონე თუმცა თავის განძრევა ძალიან რთული იყო. ფეხის ხმა გაისმა. რამოდენიმე ნაბიჯი და გაჩერდა.
- ძალიან ცოტა ხნით შემოდი. სულ რამოდენიმე წუთის მერე შემოგაკითხავ და გაგიყვან.
- მადლობა. - გიგის ხმა მაშინვე ვიცანი. ის ცდილობდა ჩუმად ევლი, მაგრამ თავი ისე მტკიოდა მისი ყველა ნაბიჯი ყურებში მიორდებოდა. ჩემთან ახლოს მოვიდა და ჩაიმუხლა. - გამარჯობა ჩემო ლამაზო გოგო. შენთვის საუბარი და ნერვიულობა არ შეიძლება. ანუ ეხლა მე ვისაუბრებ და შენ მომისმენ. ხომ უჩვეულოა? - იღიმოდა ისე უდარდელად , თითქოს არაფერი გვქონდა სადარდებელი, მაგრამ თვალები აღარ უციმციმებდა. - ვიცი საშინლად მოგექეცი და გამართლება არც მაქვს , მაგრამ იმედია ოდესმე გამიგებ. ეხლა ჩემი ერთადერთი სურვილი და ოცნება შენი კარგად გახდომაა. - გაეცინა. - ისეთი უჩვეულოა რომ არ მეპასუხები და არ მეწინააღმდეგები. ნინ ვიცი გაინტერესებს თუ მიყვარდი მაშინ რატომ წავედი ხომ- თვალები დავახამხამე ხმის ამოღება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. - ნინ არ აქვს მნიშვნელობა მე შენს გვერდით ვარ თუ არა მთავარია შენ უნდა იყო ჯანმრთელად და ძალიან ბედნიერი. მთავარია ერთ პლანეტაზე ვიყოთ და შენს სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. არ აქვს მნიშვნელობა რა მანძილი დამაშორებს შენთან მე შენ ყოველთვის მეყვარები და თუ შენი გული არ იფეთქებს ჩემსას ვერ ვამუშავებ. თუ მე შენთან არ ვიქნები ეს არ დაივიწყო და კიდევ ერთი შენ უნდა იყო ბედნიერი. იცოდე რამდენჯერაც გაიღიმებ მეც იმდენჯერ გავიღიმებ. ჩემო გოგო.
- კარგი რა რომეო - გიორგი ექიმი გაბრაზებული შემოვიდა - მე მეგონა მისი გამოჯანმრთელება იყო შენთვის პრიორიტეტი და მან თუ არ დაისვენა ისე ვერ გამოვა აქედა. ნინ აბა როგორ ხარ?ეხლა შენებს დავუძახებ და ნელ ნელა უნდა ავდგეთ.
- ხომ არ ეტკინება ? - გიგი შეშფოთებული იყო.
- რომეო ჩემს კომპეტენციაში ნუ ერევი! მოკლედ უნდა მოვიხსნათ ეს ყველაფერი და ვეცადოთ ავდგეთ. - დედა შემოვიდა პალატაში. გიგიგმ თავი დახარა, როგორც ჩანს არც ისე კარგი საუბრები ჰქონდათ.
დედა ახლოს მოვიდა ძალიან ნაზად მომეფერა. ორი გოგონა შემოჰყვა დედაჩემს, ექთნები. წრუპუნა აპარატიდან ჩემი შნურების გამოერთება დაიწყეს და ისიც დამშვიდდა. მხოლოდ გადასხმის პეპელა მეკეთა, იქაც არაფერი იყო შეერთებული, როგორც ჩანს სამომავლოდ დაეტოვებინათ. ექიმმა ექთნებს და გიგის მითითებები მისცა. გიგიმ თავზე ხელი კომკიდა და ნელ- ნელა ადგომა დავიწყე. თავის ძლიერი ტკივილი და გულისრევა მერთმანეთში აირია. დედან ფეხები საწოლიდან გადმომაწევინა. ადგომა მათი დახმარებით შევძელი. უეცრად ფეხებში ძალა ვეღარ ვიგრძენი. დაცემამდე გიგიმ ხელში ამიყვანა.
- გიორგი ექიმო ხომ გითხარით, ნახეთ როგორ ეტკინა. - გიგის მკაცრი ხმა ჰქონდა.
- როგორც ჩანს ვიჩქარეთ.
-თუ აუცილებებია რომ გავატაროთ ასე ხელში აყვანილი წავიყვან სადაც მეტყვით. - გიგის ამ ნათქვამმა ყველა გაგვამხიარულა.
- თუ მასაც უნდა შეგიძლია დერეფანში რამოდენიმე წუთით გაასეირნო.
- არა არაა საჭირო არ გაუვარდეს. - დედა გიგის არც უყურებდა.
- თქვენ ნება მომეცით და მთელს დედამიწას მოვატარებ ასე. - დედამ გადასაფარებელი მომაფარა.
- მზად ხარ?- გიგის უფრო უხაროდა
- წავედით. - თავის მის მკერდს მივადე და დერეფანში გავედით. მამა , დიმა , ნათია და დაჩი მაშინვე სკამიდამ წამოცვიდნენე.
- რა ხდება ? მშვიდობაა? - მამა განერვიულებული ჩანდა, მაგრამ ჩემი ღიმილიანი სახე რომ დაინახა მოლბა.
- დათო ბიძია- დარცხვენილმა დაიწყო გიგიმ.- გასეირნების უფლება მოგვცეს.
- წადით ისეირნეთ მაშინ.
სავადმყოფოს ცივ კედლებში მე მის თბილ გულზე მედო თავი. ჩვენს გვერდით ჩვენი მეგობრები მოსეირნობდნენ და თითქოს ყველაფერი ცუდი სადღაც გაქრა და დავრჩით მხოლოდ მხიარული სტუდენტები. ამ ბედნიერ წუთებში წამიერად მისი სიტყვები მახსენდებოდა, რომელიც რაღაცნაირად გამომშვიდობებას უფრო ჰგავდა, თუმცა ეს ფიქრები მალე მოვიცილე და მხოლოდ ამ წამებით დატკბობა გადავწყვიტე.
- კარგია სეირნობა , მაგრამ ნინოს ნემსი უნდა გაუკეთონ და დააბრუნეთ - ლამაზი და ძალიან გამხდარი ექთანი დაგვეწია და გაბადრული სახით ექიმის დანაბარები გადმოგვცა. გიგიმ ნაზად მაკოცა.
- ცოტა იყო მაგრამ ხომ გამხიარულდი. ეხლა დაისვენე.
- შენ აქ იქნები?- ისე ჩუმად ვუთხარი მხოლოდ მას ესმოდა.
- მთავარია გამოჯანმრთელდი სხვაზე არაფერზე იდარდო. - ისე თბილად მიყურებდა. მის მკერდს მივეკარი და ასე შევედით ოთახში. ნემსი გამიკეთეს, არაფერი მტკიოდა ღიმილით ვიწექი და ბედნიერი ვიყავი ჩემს გვერდით იყვნენ ყველა ვინც მიყვარდა. თუმცა მისი სიტყვები ბოროტად ჩამესმოდა და მაგრძნობინებდა , რომ ის მიდიოდა. დღეს თუ არა ხვალ მაინც. შიში მქონდა ყოველ წამს მისი წასვლის. მაგრამ დღევანდელი დღით ვხარობდი. ის აქ იყო და ეს მაძლევდა იმის საბაბს, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.
დედა და მამა მას დაძაბული უყურებდნენ.
- დააწვინე არ დაგივარდეს. - დედა ბუზღუნებდა.
- ვგიჟდები ამ შენს პიჟამოებზე. - მე ნათია და გიგი ვიცინოდით, რადგან მხოლოდ ჩვენ ვიცოდით რას იხსენებდა გიგი. ჩემები კი ისევ დაძაბული ხან მე და ხან გიგისკენ იყურებოდნენ.




ოპერაციიდან ერთი თვის თავზე უკეთ ვიყავი. ანალიზებიც მწყობრში მქონდა. ყველაფერი კარგისკენ მიდიოდა და ქიმიის კურსის მოლოდინში ნელ- ნელა წინ მივიწევდი. ჩემებიც დამშვიდდნენ და ჩემი უკეთესად ყოფნით ბედნიერად გრძნობდნენ თავს.
- აბა როგორ ხარ?- კარებში გიორგი ექიმი შემოვიდა, არასდროს მეგონა, რომ ექიმი ასეთი დადებითი და პოზიტიური შეიძლებოდა ყოფილიყო. - დღეს პალატას გიცვლი და სხვა სართულზე გადავდივართ. შენით ვერ წამოხვალ , არ მინდა დაიღალო და ეს ეტლი მოვიტანეთ- ექთნებმა ბუშტებით და ფერადი ლენტებით გაფორმებული ეტლი მოიტანეს. გამეცინა- ხომ იცი როგორი სამეგობრო გყავს ისინი თვლიან რომ სავადმყოფო გსტრესავს და ასე გიფერადებენ აქაურობას.
- საოცარი ხალხია ჯერ კიდევ თოთო ვგონივარ -ყველა ვიცინოდით- მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ეს ძალიან მომწონს.
- აბა ნინო წამოვდგეთ ეს მტკივნეული იქნება , მაგრამ შენით უნდა ადგე. ეხლა შენს რომეოს , რომ დავუძახო ხელში აგიყვანს და ეს არ გვაწყობს. - გიგის ხსენებამ ცოტა დამასევდიანა. ის აქ არ იყო. რამოდენიმე დღეა არ მოსულა , ან არ უშვებდნენ. ვერც ვკითხულობდი შიშისგან.
ადგომა მართლაც ძნელი აღმოჩნდა. სავარძელში გადავჯექი, თავის ტკივილი გამიმძაფრდა. ლიფტში შემიყვანეს. დაბლა ჩასულებს დერეფანში ჩემი გულშემატკივრები დამხვდნენ. გიგი კუთხეში იდგა. მიღიმოდა, თუმცა დათრგუნული ჩანდა. მინდოდა მისთვის დამეძახა და ჩემთან მოსულიყო, მაგრამ ვერ გავბედე.
- ნინ დედას გოგო როგორ ხარ?
- კარგად დე. თქვენ მომენატრეთ. კარგია ამ სართულზე უფრო ხშირად შეძლებთ ჩემს ნახვას.
პალატაც ბუშტებით იყო მორთული. ვამაყობდი ასეთი ხალხი რომ მყავდა გვერდით. ჩემს გამო და ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. ცოტა ხანში პალატაში ლუკა, დედა და მამამ შემოვიდნენ. ლუკა აღარ მაწვალებდა , რაც ძალიან მაოცებდა. სავარაუდოდ გააფრთხილეს ნერვებს ნუ მოუშლიო.
- ნინ რაღაცას გთხოვ კარგი დე - თამრიკო სერიოზული სახით მომიახლოვა.
- ხო დე.
- გიგიმ გვთხოვა შენთან შეხვედრა და უარს ნუ ეტყვი.
- კარგი დე. შენგან გამიკვირდა ამის მოთხოვნა.
- სიმართლე რომ გითხრა მეც მიკვირს, მაგრამ არ გამოიყურება კარგად , ძალიან გვანერვიულა და უბრალოდ დაელაპარაკე კარგი.
- კარგი დე. - ჩემები გიგიზე მართლა ნერვიულობდნენ ამან ძალიან შემაშინა. როცა გავიდნენ ჩამეძინა. გამოღვიძებულს გული დამწყდა გიგის მოლოდინში რომ ჩამეძინა. ფანჯრიდან მთვარის შუქი პალატას და ბუშტებს ლამაზად ანათებდა. თავი მეორე მხარეს მოვაბრუნე, რაც აქამდე დამოუკიდებლად არ შემეძლო და სკამზე დამჯდარი გიგი დავინახე, რომელიც ფანჯარაზე ერთ წერტილს მიშტერებოდა და ღრმა ფიქრებში წასულიყო. ჩემს მოძრაობაზე გამოიხედა და სახეზე ღიმილი დაეფინა.
- ვცდილობდი არ მეხმაურა. როგორც ჩანს არ გამომივიდა- ვხვდებოდი ნაძალადევად იცინოდა.
- არა არ გაგიღვიძებივარ. კარგია, რომ აქ ხარ.
- ხო მეც მიხარია შენი ნახვა. - ჩემსკენ მოიწია და ხელზე ნაზად მომეფერა. ვენაში გაკეთებულ პეპელას დახედა. ჩემი ყველა ნანემსარი მას უფრო სტკიოდა. მოიღუშა.
- შეიძლება რაღაც გკითხო? - ძალიან ჩუმად ვკითხე. მან თავისი მწვანე თვალები შემომანათა და თავი დამიქნია. - ის სიტყვები ლიფტთან…
- რომ მიყვარხარ?!- ისე სწრაფად თქვა გული ამიჩქარდა.
- ხო ეს სიტყვები იმიტომ თქვი რომ გინდოდა გაგემხნევებინე?- გაოცებულმა შემომხედა. - ეს სიტყვები რეალობას აცდენილია.
- შენი აზრით ეს გადამხნევებელი სიტყვებია? შენ ხომ იცი ჩემი ამ სიტყვასთან დამოკიდებულება. ამას ისე არ ვიტყოდი?!მეგონა მიცნობდი! მე შენ მიყვარხარ და ამას ვერაფერი შეცვლის ! სადაც არ უნდა ვიყო და რა მანძილიც არ უნდა გვაშორებდეს ერთმანეთს.
- ხო მაგრამ შენ წახვედი და თუ გიყვარვარ. აი ვე ვხედავ ლოგიკას.
- ნინი მე წავედი და ამას არ ვუარყოფ, მაგრამ მაშინაც და ეხლაც უზომოდ , აი განუზომლად მიყვარხარ და ფიქრი იმაზე რომ შენ ჩემს გამო.
- შენს გამო კიბო ვერ დამემართებოდა.
- არ დაიწყო ეხლა შენ არ გეხება. შენი ბრალი არ არისო. აბა ვისი ბრალია იმ იდიოტი დაჩის?
- დაჩი საერთოდ რა შუაშია ?
- მამაშენი რომ არა გავგუდავდი ისე მომიშალა ნერვები.
- ის ჩემი მეგობარია და.
- ის შენი ყოფილი შეყვარებულია და მას ისევ უყვარხარ.
- მაგრამ მე შენ მიყვარხარ!- ცრემლნარევი თვალებით შემომხედა.
- ნინ- ისე მძიმედ დაიწყო ვიცოდი კარგს არაფერს მეტყოდა.
- უნდა წახვიდე?
- იმისთვის რომ შენ იყო კარგად მე უნდა წავიდე. ეს უბრალოდ აუცილებელია.
- მაშინ ეხლავე წადი!- თავი ფანჯრისკენ მივატრიალე. არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა.
- ნინ. - ადგა მისი ფეხის ნაბიჯები მძიმედ ისმოდა.
- გთხოვ წადი. ნუღარ გააგრძელებ. თუ მტოვენ ეს ახლავე გააკეთე. და ბიძაშენს გადაეცი რომ იმედია გამოვჯანმრთელდები და ვალს დავუბრუნებ!
- შენ არავის ვალი არ გაქვს. მე გადავიხადე უკვე.
- ვერ გავიგე?
- არც არის საჭირო. უბრალოდ იცოდე რომ შენ არავის ვალი არ გაქვს და არავის წინაშე არ ხარ ვალდებული.
- გიგი არ წახვიდე! - გიგი შეცბა ჩემსკენ დაიხარა.
- მე შენზე მეტად მიჭირს ეხლა შენი მიტოვება, მაშინ როდესაც ასე მიყვარხარ და ასე გჭირდები, მაგრამ ასეა საჭირო. მე შენი ღირსი არასდროს ვყოფილვარ. - ტუჩებზე თითი გადამისვა - მიყვარხარ საპირფარეშოში ჩაკეტილო ლამაზო ნინი-კარებთან შეყოვნდა და სევდიანი სახით გამომხედა.
- ვერ მივხვდი რატომ დამსაჯე უდანაშაულოდ!- თვალები ცრემლით ამევსო. ვხედავდი ჩემი თითოეული სიტყვა მას როგორ სტკიოდა.
- მიყვარხარ!- ეს თქვა და კარი გაიხურა.
ძნელია გააჩერო ის ვისაც წასვლა გადაწყვეტილი აქვს. ვერც შეაჩერებ და აზრიც არ აქვს. წამსვლელი უნდა წავიდეს. მე კი სხვა მიზანი უნდა გამეჩინა. ჩემი გამოჯანმრთელება და ჩემი ოჯახისთგის სიმშვიდის დაბრუნება. ვიცოდი ეს რთული იქნებოდა , მაგრამ აუცილებელი ჩემებისთვის.



საავადმყოფოში გატარებული დღეები ერთისგან არ განსხვავდებოდა. ტკივილი წამლები ექიმები ექთნები ჩემები და ყალბი ღიმილი. ამ ღიმილს ჩემებიც გრძნობდნენ , მაგრამ არაფერს ამბობდნენ.
ოპერაციიდან ორი თვის თავზე გაწერა დაგეგმეს. შემდეგ თერაპია უნდა დაგვეწყო.
გიორგი ექიმმა პალატის კარი რომ შემოაღო ისევ გაბრაზებით გადახედა ჩემებს , რომლებიც კედელთან იდგნენ და ამაოდ ცდილობდნენ უჩინარი ხალხი ეთამაშად.
- მთელი თვეებია გავყვირი ამდენი ხალხი ნუ ხართ პალატაშითქო და უშედეგოდ!
- ისინი ჩემზე კარგად მოქმედებენ ექიმო - გავუღიმე გიორგი ექიმს.
- ინფექციის წყაროები არიან და მეტი არაფერი.
- ხვალიდან აქ ვეღრ გვნახავთ და დაგასვენებთ- ნათის როგორც ყოველთვის ენა წინ მიურბოდა. ყველას გაგვეღიმა.
- რომეო სად არის არ აპირებს გაწერად დაესწროს ?- სამარისებული სიჩუმე დადგა. გიგის წასვლის დღიდან მასზე აღარავინ საუბრობდა, ჩემთვის ტკივილი რომ არ მოეყენებინათ. ექიმი ჩემების სახეებს რომ დააკვირდა მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ თქვა და ეცადა გამოესწორებინა. - უტაქტოდ მომივიდა უბრალოდ გუშინ აქ იყო და ვიფიქრე. -სიტყვების უკან წაღება უკვე გვიანი იყო. - მაპატიეთ. იქნებ პაციენტთან მარტო დამტოვოდ უნდა გავსინჯო- მამაჩემი ისე უყურებდა ექიმი მიხვდა არავინ არსად რომ არ გავიდოდა. - თქვენთან ერთად ვერ გავსინჯავ. გთხოვთ.
- გიორგი ექიმო- მამა ექიმთან ახლოს მივიდა
- გასაგებია ბატონო დავით.
ჩემები მძიმე ნაბიჯებით გარეთ გავიდნენ. მე თავზარი დამეცა ის აქ იყო და მე არც კი მნახა ისე წავიდა არც დაინტერესდა. გული მეწვოდა.
- ექიმო გიგი აქ იყო?- ისე ჩუმად ვთქვი მეც კი ძლივს გავიგონე ჩემი ხმა.
- მაპატიე ნინო არ მინდოდა რამეს მტკივნეულს შევხებოდი. უბრალოდ ის საღამოს აქ მოვიდა შენზე ყველაფერი გამომკითხა, შემდეგ აქ შემოიპარა. მე ვითომ ვერ შევამჩნიე და ვაცადე შენთან ყოფნა. მეგონა შერიგდით. მოკლედ მე მაპატიე. არ იყო ჩემი საქმე.
- თქვენ არაფერ შუაში ხართ. ჩვენ ადრე დავშორდით ერთმანეთს , მან თავი დამნაშავედ იგრძნო და აქ ამიტომ იყო. ეხლაც იმიტომ მოვიდოდა რომ გაეგო კარგად გავხდი თუ არა და იოლად წასულიყო.
- ეს ჩემი საქმე არ არის , მაგრამ არამგონია ის იმიტომ კითხულობდეს შენს ,ამბავს დანაშაულის გრძნობის გამო. მას ძალიან უყვარხარ.
- ის წარსულია და მე მისთვის დროს ვეღარ დავკარგავ. ეხლა მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე უნდა ვიფიქრო. ეს არის ჩემი მიზანი.
- სწორია. ეს ნამდვილად კარგი მიზანია და ხომ იცი მე და შენი ძალიან ძლიერი ოჯახი გვერდით გყავართ. რაშიც შემეძლება ყველაფერში გვერდით დაგიდგები. შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ! ეჭვიც არ მეპარება ყველაფერი ძალიან კარგად გექნება.
გაწერის პროცედურა ყველასათვის დამღლელია. მე იმდენი ბარგი მქონდა დაგროვილი ძლივს ავლაგდით. მართალია მე არავინ არაფერს მავალებდა ვიჯექი და მათი ყურებით ვიღლებოდი.
- გინდა გარეთ გავიდეთ- ჩემს გვერდით დიმა იჯდა და ალბათ ისიც შეწუხებული აქედან გაქცევას ნატრობდა.
- გავიქცეოდი სადმე. - გავეხუმრე და მის მხარზე თავი დავდე.
- დათო ბიძია მე და ნინო გარეთ გავალთ ცოტას გავივლით.
- წადით ჩვენ ჩავლაგდებით და სახლში წავიდეთ. ნათი გაყევი შენც.
- არა მე ნინოს ნივთებს ჩავალაგებ და თამროს მივეხმარები.
- ნინო მოიცვი რამე გარეთ მოღრუბლულია და არგაცივდე.
გარეთ შემოდგომა დადგა. არადა ზაფხული, რომელიც ასე ძალიან მიყვარს ფანჯრიდან ვნახე. მხოლოდ ფანჯრიდან დავტკბი მისი სილამაზით. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ფანჯრიდანაც რომ შემეძლო ამინდით ტკბობა უკვე კარგია.
- ნინ როგორ ხარ?- დიმა მოწყენილი მომყვებოდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა , მაგრამ ვერ გაებედა.
- უკეთ ვარ ვიდრე გუშინ, მაგრამ ძალიან ცუდად ვიდრე რამოდენიმე თვის წინ.
- შენზე ვდარდობ.
- უკეთ ვარ მართლა.
- არა. ვდარდობ შენზე რომ არ საუბრობ და შენთვის ინახავ დარდებს.
- გიგიზე?
- ვიცი რომ ძალიან გიყვარს და გენატრება.
- კი ასეა მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ის წავიდა და ვცდილობ მასზე აღარ ვიფიქრო. - ამ სიტყვების არ მჯეროდა , მაგრამ რა უნდა მეთქვა. გარეთ წინწკლავდა. წვიმა ისე მომნატრებია სახე მაღლა ავწიე და ვაცადე ცას კარგად დავენამე.
- მოდი აქ ჩამოვსხდეთ. - დიმამ სავადმყოფოს ეზოში მდგარ სკამზე მიმითითა.
- მე უკეთ ვარ მართლა. მენატრება და მიყვარს არ ვუარყოფ, მაგრამ მას წასვლა უნდოდა და არ მქონდა უფლება მისი გაჩერების , განა შეიძლება ძალით ვინმე შეაჩერო?!
- მჯერა რომ მასაც უყვარდი. ამის მართლა მჯერა.
- დიმა მე ის წარსულში დავტოვე. უაზრობაა დაუბრუნდე იმ ადგილს , სადაც მიგატოვეს და მარტო დაგტოვეს. მოდი ვიფიქროთ ამის შემდეგ რა იქნება.
- ერთი ვიცი ყველაფეი კარგად იქნება. წამო შევიდეთ არ გაცივდე.
- თავზე მაფარია და მაცვია. გთხოვ აქ ვიყოთ მომენატრა ასე გარეთ ყოფნა.
- მე შევალ გამოვატანინებ რაღაცეებს და შენ აქ იყავი.
- სად წავალ? - დიმა გაიქცა. მე კი ეზოს მოვავლე თვალი. ღრუბელი ჩამოწვა და მალე ძალიან ძლიერი წვიმა წამოვიდოდა. მიუხედავად იმისა რომ აქ ბევრჯერ ვიყავი მხოლოდ ეხლა მქონდა ეზოში ჯდომის საშუალება. სიმწვანეში ჩაფლული კლინიკა უფრო სასტუმროს გავდა. ეზო ძალიან დიდი იყო და მოვლილი. შემოსასვლელ გზას გავხედე და გიგი დავინახე. მომინდა გავქცეულიყავი. ის ვერ მხედავდა. მაგრამ მისი ყურებით ისე გავერთე. სპორტული ქურთუკის კაპიუნშონი ეფარა და მოწყენილი მოაბიჯებდა. იქვე შემოსასვლელთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ფაჯრისკენ დაიწყო მზერა. ნეტავ რას ელოდება. ჩემი პალატის ფანჯრებს უყურებს და აქ ზის. ჩემამდე არ მოსულა. მე კი მისი მოლოდინით ყოველ დღე ვიტანჯებოდი და თურმე ეს აქ ზის. რა მოხდა ? რატომ არის ასეთი. მისვლა მინდა , მაგრამ რა უნდა ვუთხრა. ღირს ალბათ გარისკვად. ფეხზე მედგრად ავდექი და ჩემი ფეხით მივედი მის სკამამდე. თავზე რომ დავადექი მხოლოდ მაშინ გამოიხედა და ერთიანად გაფითრდა.
- მეგონა სიზმრებს მხოლოდ ძილის დროს ვხედავდით. - გაოგნებისგან თვალებს იფშვნეტდა.
- სიზმარი? არამგონია ეხლა სიზმარს ხედავდე. ყოფილი შეყვარებული დაგადგა თავზე ალბათ უფრო კოშმარია. - ვეცადე მეხუმა, თუმცა მას არ გაუცინია.
- ასე შენით დადიხარ? ანუ უკეთ ხარ? ექიმმა მითხრა უკეთააო მაგრამ რომ დაგინახე სულ სხვაა. ანუ მართლა უკეთ ხარ?- ფეხზე წამოხტა და გულწრფელად უხაროდა.
- სიარული და მეტყველება შემიძლია. მაგრამ ალბათ დავჯდე ჯობია. - ჩამოვჯექი და მაშინვე დაღლილობა ვიგრძენი.
- ეზოში გამოდიხარ ხოლმე?
- არა არ მიშვებდნენ, თორემ აქ გნახავდი. სავარაუდოდ პირველად არ ხარ აქ. - დაიბნა.
-მე დღეს ვიცოდი რომ გწერდნენ და შენი დანახვა მინდოდა.
- და არა ნახვა ?
- ნახვა არ დამიმსახურებია. - თავი დახარა.
- მე უნდა წავიდე ჩემები ალბათ მეძებენ.
- ვიცი ჩემზე ბრაზობ, მაგრამ იმედი მაქვს რომ როდესმე გამიგებ. - თავჩაღუნული მესაუბრებიდა.
- არ ვბრაზობ- თავი ასწია და ეჭვნარევად შემომხედა.
- არ მჯერა.
- მე კი შენი არ მჯერა. იმისა რომ გიყვარვარ. ამიტომაც მიდიხარ.
- იქნებ სჯობს ასე გეგონოს.
- იქნებ სჯობდა საერთოდ არ მენახე. არ ჩავკეტილიყავი იმ საპირფარეშოში და არ გეკოცნა.
- ნეტა ისევ ის დღე იყოს , როდესაც ლაღად და თამამად შემეძლო შენთვის კოცნა. არ მქონდა ვალდებულებები და მითითებები. თუმცა მე არც ერთი წამით არ ვინანებ შენთან შეხვედრას. შენ ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული და ერთ - ერთი უსაყვარლესი ქალი ხარ სამიდა.
- სამი?
- შენ , დედა და ბებო. ეს სამი ქალი არის ჩემი ყველაფერი და აქედან სამივე დავკარგე. დედა გარდამეცვალა , შენ ჩემი ხელით დაგკარგე და ბებო ხმას აღარ მცემს.
- ბებო გააბრაზე? რა მოხდა?
- ჩემს წასვლას ვერ ეგუება. მოკლედ ყველა გამიგებთ როდესმე. შენ კი პატარა ჯიუტო გოგო ეცადე მშვიდად იყო აქ უჩემოდ და ბედნიერი ცხოვრებით ჯანმრთელად იცხოვრო. მე შენ ყოველთვის მეყვარები. მსოფლიოს მეორე ბოლოდა. გავიგებ შენი გულისცემას და თუ მას რამე დაემუქრება ჩემს გულს ვეღარ ვაიძულებ იმუშაოს. - ადგა და თითქოს რაღაცას ფიქრობდა , ეშინოდა არც უკან მიდიოდა არც ჩემსკენ.
- მიდიხარ?
- დარჩენა არ შემიძლია. სხეულით მივდივარ. სულს კი შენ გიტოვებ. შენ უკეთ მოუვლი. - ახლოს მოვიდა ჩამეხუტა, ნაოპერაციევ თავზე მაკოცა , ხელები დამიკოცნა. ტუჩებზე თითი გადამისვა. ერთმანეთს თვალებში ვიყურებდით. - გაკოცებდი და არსად არ გაგიშვებდი. მიყვარხარ.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ხელები გამიშვა და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას. მე სკამზე ჩამოვჯექი და თავის სამშვიდება ვცადე არ მინდოდა ჩემებს ენერვიულათ და გაეგოთ გიგის მოსვლის შესახებ.
- დიდხანს გალოდინე?- დიმა ჩემსკენ სწრაფი ნავიჯებით მოდიოდა.
- არა აქ მომეწონა. ძალიან მშვიდი ადგილია.
- წამო გველოდებიან. სახლში ლუკა გველოდება. გაგიჟდა ის მოენატრე.
- აფერისტი. მოვენატრე კი არა ჩემი გაწვალება მოენატრა.
სკამიდან ავდექი და დიმას დავეყრდენი. უკან მივიხედე გიგი ხესთამ იდგა და ღიმილით მაგრამ სევდიანი თვალებით მაცილებდა. ვიცოდი მას ვეღარ ვნახავდი. მაგრამ მავსებდა მისი სიტყვები. მე შენ მიყვარხარ. ნუთუ შეიძლება გიყვარდეს და ტოვებდე. ალბათ შეიძლება, რადგან მის სიყვარულში ეჭვი ვერ შემქონდა. ალბათ დიდ სიძლიერეს მოითხოვს გიყვარდეს და ტოვებდე. მაგრამ უფრო დიდ სიძლიერეს მოითხოვს სიგიჟმდე გიყვარდეს უშვებდე. მე არ მქონდა უფლება ის გამეჩერებინა.



№1 სტუმარი სტუმარი Nestani

Zaluan an mainteresebs ratom iqceva es bici ase iseti ra saidumloa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent