შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდამ ერთად


11-07-2022, 16:54
ავტორი Khatina
ნანახია 878

Still Together

Flashback *

„ეშტონ,წამოდი გთხოოვ. ოჰჰ ღმერთო ჩემო რა ნელი ხარ.“ დავუყვირე როცა მაღლობზე ავედი.

„სემ..მე..არ შემიძლია...მეტი...სიარული..“ სუნთქვა უჭირდა ისე გახშირებულად ოხრავდა.

„ღმერთო,როგორი უხალისო ხარ“
მან,როგორც იქნა მოაღწია შემამდე,მაღლობზე ამომოღდა და წელზე მომხვია ხელები.

„შემიძლია ვიყო მხიარული.: -ჩაიცინა და გულში ჩამიხუტა

„რა თქმა უნდა შეგიძლია,როცა კუ ხარ.“ ორივემ უმიზეზო სიცილი დავიწყეთ და როდესა ღუტუნი სცადა,მოვშორდი და ისევ გავიქეცი.
ბოლოს როგორც იქნა ბალახზე დავწექი და ცას ავხედე.ისიც გვერდით მომიწვა და მზერა ღრუბლებს მიაპყრო.

„შეხედე: თითით მიმანიშნა ერთ-ერთ ღრუბელზე

„რა არის?“

„პინგვინი.“

„არა,არ არის.ის უბრალოდ ღრუბელია ეშტონ“ სიცილი ვერ შევიკავე

„არა.ის პინგვინია !“

„ეშტონ,ძვირფასო,მგონი დროა,რომ ექიმს გაესინჯო.“

„არა,ეს უბრალოდ შენ არ გაქვს წარმოსახვის უნარი“ შეიცხადა და ისევ ცას ახედა
ორივენი ვდუმდით გარკვეული დრო,უბრალოდ ღრუბლებს ვაკვირდებოდით და ერთმანეთთან სიახლოვით ვტკბებოდით.

„არ მინდა რომ წახვიდე.“სახე მის ყელში ჩავრგე და სურნელით დავტკბი

„ყველაფერი კარგადაა პატარავ.მე უფრო მალე დავბრუნდები,ვიდრე შენ გგონია.“

„მაგრამ შენ ამერიკაში მიდიხარ.მეც სახლში ვბრუნდები.“

„რადგან აქაურობას ვტოვებ,არ ნიშნავს რომ სამუდამოდ მივდივარ აქედან.“

„თუმცა მიდიხარ.“

„საკუთარი სურვილით არა,სემ..“

„რა მნიშვნელობა აქვს.ხომ მიდიხარ.აქ არ იქნები.“

„არ დაგავიწყდეს,მე აქაური ვარ და ისევ ჩამოვალ.“ -გაიცინა და თითებით ნაზად მომეფერა სახეზე.

„მინდა,რომ ჩემთან წამოხვიდე.“ რამდენიმე წუთში ყურში ჩამჩურჩულა და ბალახზე გადამაგორა.ჩემს ზევიდან მოექცა

„მეც მინდა,მაგრამ რამდენიმე დღეში სწავლა იწყება.“

„როგორც კი ჩამოვალ,მაშინვე შენს სახლში მოვალ და აღარ წამოვალ,სანამ არ გამომაგდებ.“ გაიცინა ეშტონმა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.მეც ვაკოცე.

„ეშტონ,მართლა გიყვარვარ?“ ყველაზე სულელური კითხვა დავსვი პატარ ბავშვივით,რომელიც ცდილობს უფრო მეტი სითბო და მოფერება მიიღოს.

„ეს რა კითხვა იყო?“

„არ ვიცი.“

„რათქმა უნდა მიყვარხარ სემ.“

„მეც მიყვარხარ.“ გავუცინე,ავიწიე და ვაკოცე.ალერსში დრო ისე გავიდა,რომ ვერ გავიგეთ.მალე დაბნელდა და სახლში წასვლის დრო იყო.ის მომენტი მოახლოვდა,რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა.რაც ყველაზე მეტად მაშინებდა.
სახლთან მიმაცილა ეშტონმა,გულში მაგრად ჩამიხუტა და ყურში ჩამჩურჩულა.

„დაიმახსოვრე რომ ძალიან მიყვარხარ,მეყვარები და არასდროს დაგივიწყებ!“

„მეც მიყვარხარ ეშტონ და მოუთმენლად გელი.“
საბოლოოდ ვაკოცეთ ერთმანეთს,სევდიანად დავემშვიდობე,თვალებზე ცრემლები მადგა და სახლში შევედი.

ეშტონი წავიდა....

ფანჯრიდან გავყურებდი იმ გზას საიდანაც გაუჩინარდა.დავინახე როგორ პატარა წერტილად იქცა,მერე კი საერთოდ გაქრა..
მისი წასვლის შემდეგ ცხოვრება შეიცვალა.ყველაფერი გაქრა რაც კი ბედნიერებას მანიჭებდა მანამდე.ყველაფერი გაუფერულდა.ხშირად მივდიოდი იმ ადგილას,სადაც ბოლოს ვიყავით ერთად ბედნიერები,მხიარულები და ვიხსენებ ეშტონთან გატარებულ ყოველ წამს.
მის დაპირებას და ბოლოს თვალცრემლიანი,გულგატეხილი ვბრუნდები სახლში..

მან დაპირება არ შეუასრულა..

მიმატოვა.

დამივიწყა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent