შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმდა


27-03-2022, 21:40
ავტორი NieMaND
ნანახია 1 300

წვიმდა და თქეშად მოსცვიოდა ღრუბლებს ცრემლები,
დაჰქროდა ქარი, შლეგი, თუმცა მიუსაფარი
და შესჩიოდა ზეცას უხმოდ, უტყვი ვედრებით,
სხვაგან ეძებნა მისთა ცრემლთა თავშესაფარი...

არ წყვეტდა ზეცა ცრემლისღვრას და უხმო ქვითინებს,
შორს კი ელავდა, ცა ქუხილით ვენებს იჭრიდა.
თუკი, ოდესმე, სიყვარულით ისევ ვიტირებ,
ზეცის ცრემლები გამომიყვანს შენზე ფიქრიდან.

დაფანტავს ქარი საავდაროდ შეგროვილ ღრუბლებს,
როგორც სანთელი, აინთება შენი თვალებიც.
სულ მცირე სითბო შეაერთებს უცხოთა გულებს,
მთვარის სინათლე აგვარიდებს ტკივილს წვალების...

2020 წელი. მაისი. L.T.



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ყოჩაღ.♡ კარგია

 


№2  offline წევრი NieMaND

სტუმარი სტუმარი
ყოჩაღ.♡ კარგია

მადლობა ❤
--------------------
L.T.

 


№3  offline მოდერი ჰოლანდიელი

მომეწონა : )

 


№4  offline წევრი NieMaND

ჰოლანდიელი
მომეწონა : )

გმადლობ ))
--------------------
L.T.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent