შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფარვანა ( 12 ) დასასრული


11-07-2022, 17:17
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 720

- ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია ნიკ, -თვალებჩაწითლებული ნინი დაპროგრამებული რობოტივით შეუჩერებლად იმეორებდა ერთიდა იგივეს და ნიკოლოზის ხელს წყალწაღებულივით ებღაუჭებოდა.
- ჩუ დამშვიდდი, ის რაც მოხდა ძალიან ცუდია მაგრამ შენ არაფერ შუაში ხარ, თავს ნუ იდანაშაულებ, თანაც შენთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძლება, ჩვენს შვილზე იფიქრე გთხოვ, -ნიკოლოზი ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ისედაც ანერვიულებული ნინი უფრო მეტად არ გაენერვიულებინა.
- ჩემს გასაცილებლად რომ არ გამოსულიყო გარეთ არაფერიც არ მოხდებოდა, დამარწმუნა რომ ტყუილუბრალოდ გეკამათე და უნდა დაგლაპარაკებოდი, მითხრა ძალიან უყვარხარ ასე ნუ ექცევი არ იმსახურებსო, ლამის ძალით გამაგდო სახლიდან რომ შენთან წამოვსულიყავი, ახლა კი შეხედე რა ხდება,
-ლუკაზე ანიშნა რომელიც მისაღების ფანჯარასთან გაუნძრევლად იდგა და ეზოში შემოსასვლელ კარს უყურებდა, ერთი შეხედვით ჩანდა რომ მშვიდად იყო, მხოლოდ დაძაბული დაჭიმული სხეული თუ ამჟღავნებდა მის მღელვარებას, თვალცრემლიანი ცოტნე, კოსტასა და ლადოს შუა იჯდა დივანზე რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ მის ხასიათზე მოყვანას, თუმცა აშკარა იყო რომ არაფერი გამოსდიოდათ...
- უნდა უთხრა, ლუკას ყველაფერი უნდა მოუყვე, ვიცი რომ ლილიას სიტყვა მიეცი მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი გატაცება ზუსტად რაჭაში მომხდარ ამბებთან არის დაკავშირებული, ყველაფერი უნდა უთხრა თორემ მერე შეიძლება გვიან იყოს, გესმის ჩემი, -ნიკოლოზმა ლამის აიძულა ნინი რომ ლუკასთან მისულიყო, ფეხაკრეფით მიუახლოვდა გაუნძრევლად მდგომ მამაკაცს და მხარზე მსუბუქად შეეხო, ამღვრეული, ჩაწითლებული თვალებით შეხედა ლუკამ...
- უნდა დაგელაპარაკო რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს შენთვის მოსაყოლი, -ნინის თვითონაც ძლივს ესმოდა თავისი ხმა.
- ახლა არა ნინი, რაც არ უნდა იყოს მოიცდის, ირაკლის ველოდები წუთი წუთზე მოვა, მგონი რაღაც გაარკვია, დარეკა ახალი ინფორმაცია მაქვსო.
- ისიც ლილიას ეხება რაც მე უნდა გითხრა, მგონი ვიცი ამ ყველაფერში ვინ არის გარეული.
- რა თქვი? -ყბა უცნაურად მოექცა გვერდზე და თვალებში მრისხანება ჩაეღვარა, მხრებში ხელი ჩაავლო მთლად გაფითრებულ გოგოს და შეანჯღრია, -აქამდე სად იყავი, იცოდი და ხმას არ იღებდი?
- გეყოფა, -ნიკოლოზი წამსვე მათთან გაჩნდა და აიძულა ხელი გაეშვა, -გეყოფა ლუკა, არ დაგავიწყდეს რომ ფეხმძიმედაა, ისედაც ბევრი ინერვიულა და თანაც ნინი არაფერ შუაშია, აცადე მოგიყვეს ყველაფერი, ვიცი ის ინფორმაცია დაგვეხმარება რაც მას აქვს.
- მაპატიეთ, ზედმეტი მომივიდა, უკვე ნორმალურად ვეღარ ვაზროვნებ, -ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და ხელები მაღლა ასწია იმის ნიშნად რომ მშვიდად იყო, -წამოდი ნინი, კაბინეტში შევიდეთ რომ მშვიდად ვისაუბროთ.
- შეძლებ რომ ყველაფერი მოუყვე პატარავ? -ნიკოლოზმა თავი ააწევინა და აცრემლებულ თვალებში ჩახედა, უხმოდ დაუქნია ნინიმ თავი და ლუკას აედევნა უკან.
- - - - - - - -
თითქოს იყო ამქვეყნად და არც იყო, ყველანაირი ემოციისგან დაცლილი თვალებით უაზროდ იყურებოდა სივრცეში და არ იძროდა, ოდნავ დაღებული ბაგეებით ამაოდ ცდილობდა ჰაერის შესუნთქვას რათა ცარიელი ფილტვები შეევსო, ამწუთას მთელი მისი არსება მიქცევისას უწყლოდ დარჩენილ ქვიშიან სანაპიროს ჰგავდა ხელახლა რომ ელოდება როდის დაფარავს აზვირთებული და აბობოქრებული ტალღები, გულზე ხელი მიიჭირა და თვალები მაგრად დახუჭა როცა იგრძნო როგორ ჩნებოდა მის შიგნით ტკივილი რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა და რომელიც მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა...
შეშინებული უყურებდა ნინი და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა გასულიყო თუ დარჩენილიყო და ენუგეშებინა, ყველაფერს ელოდა მისი ასეთი რეაქციის გარდა, ხმა არ გაუღია და თვალი არ დაუხამხამებია ლუკას სანამ ნინი უყვებოდა რაც რაჭაში მოხდა ახლა კი გაშეშებული, თვალდახუჭული იჯდა და თითქოს აღარც სუნთქავდა, წამოდგა ფანჯარა გამოაღო, მერე ფრთხილად მიუახლოვდა და მხარზე შეეხო.
- კარგად ხარ ლუკა? გინდა ვინმეს დავუძახო? ბიჭებს ან...
- გადი აქედან, -ამღვრეული მზერა მიაპყრო და კარისკენ ანიშნა.
- კი მაგრამ... მე...
- გადი აქედან, -კიდევ ერთხელ ძლივსგასაგონად ამოიხრიალა და ნინისაც აღარაფერი უთქვამს სწრაფი ნაბიჯით მოშორდა და კარი გაიხურა თუ არა, მსხვრევის და არაადამიანური ღრიალის ხმა მოესმა, შეკრთა კედელს მიეყრდნო და სახეზე ხელები აიფარა.
- რა სჭირს? -წამსვე გვერდით ამოუდგა ნიკოლოზი და საცოდავად მოფუზული გოგო გულზე მიიხუტა, -შენ როგორ ხარ?
- მე კარგად ვარ, ის არის ცუდად და მიხედეთ, შედით იქნებ როგორმე დააწყნაროთ, -იქვე მდგარი ლადო და კოსტა მაშინვე კაბინეტში შევიდნენ, ნიკოლოზმა კი მისაღების კარში მდგარ თვალცრემლიან ცოტნეზე ანიშნა ნინის.
- ზემოთ აიყვანე და მიხედე, იქნებ ცოტა დაამშვიდო, შენც მასთან დარჩი და თუ არ დაგიძახებ არ ჩამოხვიდე კარგი?
უხმოდ დაუქნია თავი, ცოტნეს ხელი ჩაკიდა და კიბისკენ წაიყვანა, ყურადღება აღარ მიუქცევია ზუსტად ამ დროს დერეფანში შემოსული ირაკლისთვის რომელსაც უკან მაღალი წაბლისფერთმიანი სიმპათიური მამაკაცი მოყვებოდა, მათ ნიკოლოზი შეეგება.
- მე და დაჩი ერთად ვმუშაობთ, შეგიძლიათ ენდოთ, თანაც მას პირადი მოტივიც აქვს რომ ლილია უსაფრთხოდ დაბრუნდეს სახლში, -მაშინვე განუმარტა ირაკლიმ როცა შენიშნა როგორი ეჭვით უმზერდა ნიკოლოზი მის თანმხლებს.
- პირადი მოტივი? საინტერესოა, ჯობია ლუკას თანდასწრებით ვისაუბროთ, -ჩაილაპარაკა კარი შეაღო და ირაკლის და დაჩის კაბინეტში შეუძღვა.

მაგიდის კიდეზე იყო ჩამომჯდარი ლუკა და სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა, თუმცა ოთახს აშკარად ეტყობოდა მისი ცოტა ხნის წინანდელი აფეთქების კვალი, ირაკლი უემოციოდ შეათვალიერა და მზერა მის გვერდით მდგარ დაჩიზე გაუშტერდა.
- ეს აქ რას აკეთებს? -ცივად იკითხა.
- ახლა ამის დრო არ არის ლუკა, რაღაც-რაღაცეები გავარკვიეთ და...
ირაკლის სიტყვა დაჩიმ შეაწყვეტინა, მხარზე ხელი დაადო, რამდენიმე სიტყვა გადაულაპარაკა და მერე ლუკასკენ დაიძრა და ხელი გაუწოდა.
- მე დაჩი ცინცაძე ვარ, ლილიას...
- გიცნობ, ვიცი ვინც ხარ, -მის გამოწვდილ ხელს ირონიულად დახედა და მერე მზერა გაუსწორა.
- როგორ იფიქრე რომ არ მეცოდინებოდა ვინ არის ჩემი საყვარელი ქალის ძმა, ჯობია რაც გკითხე იმაზე მიპასუხო, ჩემს სახლში რას აკეთებ?
არასდროს უგრძვნია თავი ასე უმწეოდ და უმაქნისად დაჩის, ხელები მაგრად მომუშტა და კბილი კბილს დააჭირა, უნდოდა ეპასუხა, უნდოდა მაგრამ იცოდა ამის უფლება არ ჰქონდა, ისევ ირაკლიმ სცადა სიტუაციის განმუხტვა...
- დაჩი ჩემთან ერთად მუშაობს, ვმეგობრობთ და ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელია, სანამ შენ დამირეკავდი ზუსტად ერთი საათით ადრე მთხოვა დახმარება, მითხრა ჩემს დას საფრთხე ემუქრებაო...
- რას ამბობ? რა საფრთხე, შენ რა შუაში ხარ ამ ყველაფერთან? -წამოდგა გულისპირში ჩაავლო ხელი გაცოფებულმა მიახეთქა კედელზე, -იცოდე თუ შენც რამეში ხარ გარეული...
ხელით ანიშნა დაჩიმ ირაკლის არ ჩაერიოო და მანაც თავის მხრივ ნიკოლოზსს და ბიჭებს გადახედა არ ჩაერიოთ თვითონ გაარკვევენო.
- მესმის ასე რატომ ხარ ჩემს მიმართ განწყობილი და მერწმუნე ჩემი თავი მეზიზღება იმის გამო რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი და ჩემი და ვერ დავიცავი, ვერც მაშინ როცა ჩემს გარდა არავინ ჰყავდა და დახმარება სჭირდებოდა და ვერც ახლა, არარაობა ვარ ჰო ხმამაღლა ვამბობ რომ არაკაცივით მოვიქეცი როცა მარტოდმარტო მივატოვე და ამის გამო მერწმუნე საკმარისად დავიტანჯე, ახლა კი უბრალოდ დამაგვიანდა... ჯანდაბა, ძალიან დავიგვიანე...
თავზე შეოიჭდო თითები, კედელზე ჩაცურდა და იატაკზე ჩაჯდა, ვერ დაიჯერა როცა ლუკას ხელი დაინახა რომელსაც მას უწვდიდა რომ წამოდგომაში დახმარებოდა.
- ადამიანში ყველაზე მეტად გულწრფელობას ვაფასებ, თანაც ახლა კამათის დრო არ არის, აქ ყველას ლილიას დაბრუნება გვინდა ასე რომ ადექი და დაწვრილებით მოგვიყევი რისი თქმაც გინდა.
- - - - - - - - -
- ასეთი რა ადამიანია, როგორ შეუძლია ასე მოიქცეს? -კოსტა ყურებს არ უჯერებდა.
- ესე იგი ლიკამ შემოგთავაზა მასთან ერთად გემოქმედა რომ ის ქონება რაც ცოტნემ დაუტოვა ხელში ჩაგეგდოთ? -ამჯერად ლადომ ვერ შეიკავა თავი რომ კითხვა არ დაესვა.
- გეგმა ჰქონდა, მე ლილიასთან ურთიერთობა უნდა დამელაგებინა და ყველაფერი დამეტყუებინა ის კი სამაგიეროდ საკუთარ თავს და პარტნიორობას მთავაზობდა, რათქმაუნდა უარი ვუთხარი, რამდენჯერმე სცადა ჩემთან დაახლოება და რომ მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა ბოლოს დამემუქრა, ადამიანების ცნობა კარგად მეხერხება, ლიკა საშიში ქალია, ძალიან საშიში, ტვინში ყველაფერი რიგზე ვერ აქვს...
- მთელი ქალაქის მასტაბით ამოვიღეთ კამერების ჩანაწერები, -ირაკლიმ ლუკას მხარზე ხელი დაკრა და თანაგრძნობით სავსე მზერით შეხედა, -მითუმეტეს მას შემდეგ რაც ირაკლიმ მომიყვა უკვე ვიცოდი რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება, მართლაც ლიკა ფიგურირებს ამ საქმეში თანამზრახველებთან ერთად...
- არ გაბედოთ და უკან არ გამომყვეთ, -ლუკამ ირაკლის საუბარი აღარ დაასრულებინა, გასაღებს ხელი დასტაცა და გარეთ გავარდა.
- სად წავიდა? -ირაკლიმ უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი.
- დარწმუნებული ვარ ლიკას სანახავად წავიდოდა, -ნიკოლოზმა ჩაფიქრებულმა გახედა ჩაბნელებულ ეზოს.
- ჰოო ეს რატომ ვერ ვიფიქრე, გავყვეთ და ეს სიტუაცია საჩვენოდ გამოვიყენოთ, -ირაკლიმ დანარჩენებსაც ანიშნა გამომყევითო.
- შენც იმას ფიქრობ რასაც მე?
- ჰო დაჩი ვფიქრობ რომ ის ფსიქოპატი როგორც კი ლუკასგან საფრთხეს იგრძნობს მაშინვე თავის თანამზრახველებს დაუკავშირდება და თანაც დიდი ალბათობით ისეთი კონტროლის მანიაკია მათ მიაკითხავს რომ სიტუაცია თავად გააკონტროლოს, ჰოდა როგორც კი მათთან წავა უკან გავყვებით.
- - - - - - - - - -
არ გაკვირვებია როცა ნიკოლოზმა კარი გამოაღო და გვერდით მიუჯდა, საჭეზე ნერვიულად აათამაშა თითები და ისევ შენობის შესასვლელს მიაშტერდა.
- დარწმუნებული ვარ წუთი-წუთზე გამოვა.
- ესე იგი ირაკლი სწორად ფიქრობდა, თქვა რომ როგორც კი დაელაპარაკებოდი მაშინვე თავის თანამზრახველებთან წავიდოდა, რა უთხარი? რაზე დაელაპარაკე?
- მასთან როგორც დარდისგან განადგურებული კაცი ისე მივედი რომელსაც უბრალოდ ვიღაცასთან დალაპარაკება სჭირდებოდა, წარმოგიდგენია? ნახევარი ბოთლი ვისკის დალევა დამჭირდა რომ არაფერი შეეტყო, -უგემურად ჩაიცინა და უკანა სავარძელზე მიგდებულ ბოთლზე ანიშნა.
- ოჰო, არადა მეგონა რომ შემოგაკვდებოდა ისეთი გაცოფებული წახვედი.
- ისე იქცეოდა ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მცოდნოდა ვინც არის თავისუფლად დამაჯერებდა რომ მართლაც არაფერი არ იცოდა, ისე გულწრფელად სწუხდა ლილიას გამო, ისე მითანაგრძნობდა... მაგის დროც მოვა რომ საკუთარი ხელით დავახრჩობ იმ ძუკნას მაგრამ ახლა ასე ვერ მოვიქცეოდი, ლიკას ვუთხარი რომ პოლიციას რაღაც ახალი ინფორმაცია ჰქონდა ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ახლა ფიქრობს რა გააკეთოს, ნახავ მალე გამოვა, აი ისიც...
შენობის შესასვლელიდან შავ შარვალსა და მოკლემკლავიან ზედაში გამოწყობილი ლიკა გამოვიდა, ირგვლივ ქურდულად მიმოიხედა და ავტოსადგომისკენ წავიდა.
- დანარჩენები სად არიან? -ლუკამ იქაურობა მოათვალიერა.
- ყველა აქ არის, შენ ლიკას გაყევი, ისინი ჩვენ გამოგვყვებიან უკან, -ნიკოლოზმა ღვედი გადაიჭირა და ნახევრად ჩაბნელებულ გზას თვალებმოჭუტულმა გახედა.
- არ მინდა ვიფიქრო რომ დავაგვიანებთ, -საჭეს ისე ჩააფრინდა რომ თითები გაუთეთრდა, -რომ ვერ მივუსწრო, ლილიას რამე რომ დაუშაონ...
- არ გინდა, ახლა ცუდზე ნუ იფიქრებ კარგი? გზას უყურე, მშვიდად უნდა იყო, ყველაფერი კარგად იქნება გესმის? -მხარზე ხელი დაარტყა ნიკოლოზმა და აიძულა მათ წინ მიმავალ ავტომობილზე მოეხდინა კონცენტრაცია.
- - - - - - - -
გაჭირვებით გაახილა თვალები, პირველი რაც დაინახა თეთრად შეღებილი ჭერი იყო, მერე უბრალოდ შელესილი და შეთეთრებული კედლები და ერთ-ერთ კედელში დატანებული ვიწრო, რკინის გისოსებიანი ფანჯარაც შეამჩნია, საწოლზე იწვა და ხელ-ფეხი ისე ჰქონდა დაბუჟებული განძრევა უჭირდა, წამოჯდომა სცადა მაგრამ ვერ მოახერხა, ახლაღა გააცნობიერა რომ დაბმული იყო, ხელებიც და ფეხებიც საწოლზე ჰქონდა მიბმული, ერთბაშად ამოუტივტივდა გონებაში, როგორ აცილებდა ნინის, ახსოვს როგორ მიაფარეს პირზე რაღაც, მერე ნინის კივილი... ყველაფერი მეორდებოდა, ისევ იგივე... ალბათ ლუკა უკვე ეძებს, რომ ვერ იპოვოს? რომ ვერ მიაგნოს? გულისცემა აუჩქარდა და მიხვდა რომ პანიკური შეტევა ეწყებოდა, იგრძნო, მისი სიახლოვე იგრძნო, კარის ხმა არ გაუგია, იქნებ არც გაღებულა და ის თავიდანვე ოთახში იყო, ნაბიჯების ხმა მოესმა, ნელ-ნელა, აუჩქარებლად უახლოვდებოდა...
- დამშვიდდი პრინცესა, ასე თუ გააგრძელებ გულის შეტევა დაგემართება ჩვენ კი ეს ჯერჯერობით არ გვაწყობს, -ნაცნობი საძულველი ხმის გაგონებისას მთელ სხეულში გამყინავმა სიცივემ დაუარა და გააშეშა, ეს შეუძლებელი იყო
- იოანე? -ძლივსგასაგონად ამოიხრიალა.
- მოგენატრე? -მის მხრებთან დაეყრდნო ხელებით და ზემოდან დახედა, ისევ ისეთი იყო, მშვიდი და ცინიკურად მომღიმარი, ერთი განსხვავებით, სახის მარჯვენა მხარე საშინლად ჰქონდა დამწვარი.
- მოგწონს შენი შემოქმედება? საუკეთესო ექიმებიც კი ეჭვობენ რომ როდისმე ძველებურ სახეს დავიბრუნებ მაგრამ იცი რა, ფეხებზე , მას მერე რაც იმ ცეცხლმოდებული სახლიდან ნახევრად დამწვარმა გამოვაღწიე, ერთადერთი რამ მასუდგმულებდა შენთან ისევ შეხვედრის სურვილი იყო.
- არანორმალური ხარ, რა გინდა ჩემგან? რას მერჩი? რა დაგიშავე? -ნაწყვეტ-ნაწყვეტ სლუკუნებდა და ცდილობდა მისი სახისთვის თავი აერიდებინა.
- მართლა არანორმალური ვარ რომ იმის მერე რაც გააკეთე კიდევ ასე თბილად გექცევი, იცი რატომ დავიწვი? გიორგის გადარჩენას ვცდილობდი, არ დაიჯერებ მაგრამ როცა ვიპოვე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ძლივს ამოვათრიე იმ სარდაფიდან, სახლიდან გაყვანაც მოვახერხე თუმცა ვეღარ გადავარჩინე, ერთადერთი რაც მოვასწარი ჩემს თანამზრახველებთან დარეკვა იყო.
- თანამზრახველებთან? რას გულისხმობ?
- იმ ხალხთან რომლებიც ლიკასთან მუშაობენ, მათ მოახერხეს ჩემი წაყვანაც და გიორგის გვამის მოშორებაც, ძალიან ცუდად ვიყავი, რა გგონია ამდენ ხანს რატომ არ ვჩანდი? ვკმურნალობდი და სულმოუთქმელად ველოდი დღეს როცა ისევ ჩაგიგდებდი ხელში, ამჯერად ყველაფერი ისე იქნება საყვარელო როგორც მე დავგეგმე და არა ისე როგორც ლიკას სურს, მას რომ ჰკითხო მთავარია ქონება ჩაიგდოს ხელში და მერე უპრობლემოდ მოგიღებს ბოლოს, მე კი შენ მჭირდები, მხოლოდ შენ, აქ ვერ გვიპოვნიან, ცოტა ხანში კი როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, საზღვარგარეთ წავალთ და დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთად, ჩვენი საკუთარი ოჯახი გვექნება, თუ შენი სურვილიც იქნება ბავშვებსაც გამიჩენ...
უსმენდა ლილია და ხვდებოდა რომ ამ შეშლილ ფსიქოპატთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, მას მხოლოდ ის ესმოდა რაც თვითონ უნდოდა, გვერდით რომ მიუწვა იოანე და მკერდზე თავი რომ დაადო სუნთქვა შეიკრა და კბილი კბილს დააჭირა...
- ამ მკერდის ხათრით ისიც კი შემიძლია გაპატიო რომ ლუკას უფლებას აძლევდი შეგხებოდა, -წამოიწია, სარაფნის ღილები ჩაუხსნა, მკერდი მოუშიშვლა და ფერება დაუწყო, ცალი ხელით კი კაბა აუწია და აცახცახებულ ფეხებზე აუსრიალა თითები, ის იყო საცვალში უნდა ჩამძვრალიყო რომ კართან ამტყდარმა ხმაურმა აიძულა ლილიასთვის თავი მიენებებინა და წამომდგარიყო, უკმაყოფილო სახით შეხედა ოთახში შემოჭრილ ლიკას.
- აქ რას აკეთებ? ხომ შევთანხმდით რომ არ მოხვიდოდი?
- შენ რომ მხოლოდ ერთი ადგილით არ ფიქრობდე ახლა აქ არ ვიქნებოდი, შენს გამო, იმის გამო რომ მხოლოდ ამ კახპაზე გიდგება მთელი გეგმების შეცვლა მომიწია, იმის მაგივრად რომ წამებით ამოხადო სული და მოიშორო, დგახარ აქ და ელოლიავები, სწრაფად მოაწერინე საბუთებზე ხელი და მერე რაც გინდა ის უქენი, თვალით აღარ დამენახოთ, იმ იდიოტებს კი ახლავე მოვიშორებ თავიდან, ფულს მე ვუხდი და თურმე შენს ბრძანებებს ემორჩილებიან, -ირონიულად გაიცინა და სახეგაფითრებულ, ენაჩავარდნილ ლილიას გადახედა.
- იტყვი თუ არა ბოლოს და ბოლოს რა გინდა, -იღრიალა იოანემ.
- პოლიციაში განაცხადეს, თვითონ ლუკამ მითხრა რომ შეიძლება ჩვენს კვალზე იყვნენ გასულები.
- ლუკა როდის ნახე?
- ახლახანს, ჩემთან იყო მოსული და ვილაპარაკეთ, სულელი იმის მაგივრად რომ თავისი ქალი ეძებოს, ლოთივით მხოლოდ სვავს და ტირის, არადა მე მეგონა...
- შენ რა გაგიჟდი? -იოანემ გაცოფებულმა შეაწყვეტინა სიტყვა, -ლუკას ელაპარაკე და მაშინვე აქ გამოვარდი? საერთოდ არ გიფიქრია იმაზე რომ შეიძლებოდა გამოგყოლოდნენ?
- კარგი რა, გგონია ეს ძუკნა მისთვის ასეთი მნიშვნელოვანია? ნუ მაცინებ.
- შენი შეცდომა ის არის რომ უგულო და უგრძნობი ხარ და ყველა ასეთი გგონია, -ლილიამ ზიზღით ამოილაპარაკა და ლიკას უშიშრად გაუსწორა თვალი, ის იყო ლიკამ მისკენ გადადგა ნაბიჯი რომ გასროლის ხმამ იქაურობა შეაზანზარა, ჩოჩქოლი ატყდა, მერე რამდენიმე ძლიერი დარტყმის ხმა მოისმა და კარიც შემოინგრა...

ბუნდოვნად ჩარჩა ლილიას მეხსიერებაში შემდეგი რამდენიმე საათი, სახეშეშლილი ლუკა რომელიც აკანკალებული თითებით ცდილობდა მისთვის ხელებზე და ფეხებზე შემოჭერილი თოკები შეეხსნა, გაცოფებული დაჩი რომელსაც ირაკლი აკავებდა რომ უკვე ცემისგან თითქმის სიკვდილის პირას მისულ, დასისხლიანებულ იოანეს აღარ მიკარებოდა, ნიკოლოზი რომელიც გააფთრებულ ლიკას უფლებას არ აძლევდა გაქცეულიყო, არაფერი აღარ აინტერესებდა, მისთვის მაშინ დამთავრდა ეს ჯოჯოხეთი როცა ლუკა დაინახა და ისევ იგრძნო მისი სურნელი, ხელები როგორც კი გაუნთავისუფლა, მაშინვე მოეხვია, ტკიპასავით მიეკრო, სახე მის ყელში ჩარგო და აღარც მოშორებია, ახლა მისთვის სულერთი იყო რა მოუვიდოდათ იოანეს ან ლიკას, მთავარია რომ ლუკა მის გვერდით იყო, სახლისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილის უკანა სავარძელზე მის კალთაში მოკუნტული და მასზე მიკრული, სიამოვნებისგან თვალებ მილულული უსმენდა მის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს რომ დღეიდან ყველაფერი კარგად იქნებოდა.
- - - - - - - - - -
დილა ისევ ნაცნობი სურნელით დაიწყო, თვალდახუჭულმა გაიღიმა და ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა, ამ სურნელს მილიონ სურნელში გამოარჩევდა...
- როდის შემომიძვერი საწოლში? ისევ არ იშლი შენსას? ასე აღარ შეიძლება, უკვე თორმეტი წლის ხარ ცოტნე, -ჩაიბურტყუნა და საყვარლად თვალებმოჭუტულ ბიჭუნას აპრეხილ ცხვირზე აკოცა.
- აუ კარგი რა, უკვე პირველი საათია, თანაც ჩემს დაიკოს უნდა მივესალმო და წავალ მერე, -საბანი გადააძრო ლილიას, ქვემოთ ჩაცოცდა, მაისური აუწია და საყვარლად გამობზეკილ მუცელზე მიეკრო ლოყით.
- დილის ჩახუტების თერაპია უჩემოდ დაიწყეთ? -ლუკამ ღიმილით შემოაღო საძინებლის კარი და მათკენ დაიძრა, ლილიას გვერდით მიუწვა, ჩაეხუტა და ბალიშზე ორი ცალი წითელი ვარდი დაუდო.
- გილოცავ ქორწინების ორი წლის თავს, -ჩასჩურჩულა, ლოყაზე მიაკრო ტუჩები, მერე ზუსტად ცოტნესავით ჩაცურდა ქვემოთ და მუცელზე დაადო თავი.
- რაო შენმა დაიკომ, დღესაც არ ვაპირებ განძრევასო? -ღიმილით ჰკითხა ცოტნეს.
- რამდენჯერ გითხრათ რომ ჯერ პატარაა და არ გაინძრევა, თანაც საიდან მოიტანეთ რომ გოგოა?
- ვგრძნობ რომ გოგო იქნება, -ცოტნე წამოჯდა და დაბეჯითებით განაცხადა, -თანაც მე დაიკო მინდა.
- მეც ვგრძნობ რომ პატარა პრინცესა გვეყოლება, -ლუკამ მუცელი დაუკოცნა და ფეხზე წამოდგა.
- ჰოოო რაკი თქვენ ასე ამბობთ... -ლილიამ მხიარულად გადაიკისკისა და წამოიწია, -უკვე მოვიდნენ?
- ნიკოლოზი და ნინი აქ არიან, დანარჩენები საღამოს მოვლენ, მიდი ჩაიცვი და ჩამოდი, ცოტნე წამომყევი რა, დათა შენ გკითხულობს და არ ჩერდება ერთ ადგილზე.
- ვაა მართლა? დათაც მოიყვანეს? მე მეგონა ძიძასთან დატოვებდნენ, -ცოტნე საწოლიდან წამოხტა და სირბილით გავარდა ოთახიდან, ლუკა ღიმილით მიყვა უკან.
- ლუკა, -ლილიამ შეაჩერა სანამ გავიდოდა და შემოაბრუნა, სუნთქვა შეეკრა როცა დაინახა როგორ იჯდა საწოლში ფეხმორთხმული, საყელო მოღეღილი მარჯვენა მხარზე ჩამოცურებული მაისურით, გაშლილი, აბურდული წელამდე ჩამოშლილი თმით და ავარდისფრებული ლოყებით, ულამაზესი იყო...
- რა ხდება? -ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა და მღელვარებისგან გამშრალი ტუჩები ენით დაისველა.
- პოტენციალი იგრძნობა რომ ოდესმე ურომანტიულესი ქმარი გახდები, -ვარდებზე ანიშნა ლილიამ და მხიარულად ჩაუკრა თვალი.

- რა ხდება, დაჩის რატომ დააგვიანდა, -ლილიამ ბაღში გაშლილ მაგიდასთან შეკრებილ სტუმრებს გადაავლო თვალი, ყველა აქ იყო, ნინი ნიკოლოზი და მათი პატარა, ქერა კულულებიანი დათა, კოსტა ახალშერთულ ცოლთან და ლადო შეყვარებულთან ერთად...
- სადაცაა მოვა, -ირაკლი უკნიდან მოეხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა, -შენთვის სიურპრიზი აქვს და ეცადე არ გაიკვირვო ისედაც ძალიან ღელავს, აი მოვიდა კიდეც, -ლილიამ ინტერესით შეათვალიერა ეზოში შემოსული დაჩი და მისი დაბნეული სახის დანახვისას გაეღიმა, გვერდით პატარა, გამხდარი, ლამაზი გოგო მოყვებოდა რომელიც ზუსტად დაჩისავით დაბნეული აცეცებდა თვალებს, გულში გაიფიქრა რომ საოცრად შესაფერისი წყვილი იყო და მათკენ დაიძრა, დაჩის უზარმაზარ მკლავებში რომ ჩაიკარგა და მისი სურნელი რომ იგრძნო მიხვდა იმ ყველაფრის მიუხედავად რაც წარსულში გადახდათ თურმე მაინც როგორ ყოველთვის აკლდა მისი სიახლოვე.
- გაიცანი დაიკო, ეს ანაა ჩემი საცოლე, -გოგონა ისე ამაყად გაჯგიმულმა წარუდგინა რომ ლილიამ ღიმილი ვერ შეიკავა, გოგონას ხელი ჩამოართვა, მიესალმა და მაგიდისკენ წაუძღვა.
- ორი წუთით შეიძლება მარტო დაგელაპარაკო? -ანა დაჯექი და დამელოდე ახლავე მოვალ, -ლილიას ხელი ჩაკიდა და გვერდით გაიყვანა.
- მგონი ვხვდები რაც უნდა მითხრა და არ გინდა, ნუ მეტყვი, ხასიათს ნუ გამიფუჭებ დაჩი.
- როგორ ფიქრობ დრო არ მოვიდა რომ აპატიო?
- არ მოსულა და არც არასოდეს მოვა, თუ არ გინდა რომ ჩვენც გაგვიფუჭდეს ურთიერთობა მეორედ მათზე აღარ დამელაპარაკო, მე მშობლები არ მყავს, ისინი მაშინ დავკარგე როცა შუაღამისას თავგზააბნეული გამომაგდეს ქუჩაში.
- ცოტნეს ნახვა უნდათ, -დამნაშავესავით ჩაღუნა დაჩიმ თავი და ფეხით დაიწყო გაზონის წვალება.
- არ იმსახურებენ დაჩი, შენ ხომ მაინც იცი რომ არ იმსახურებენ, არც ისინი და არც ის ადამიანის მსგავსი არსება თავს რომ მის მამას უწოდებს და ჩემთვის მის წართმევას ცდილობდა, ცოტნეს არ იმსახურებენ.
- მესმის, მაპატიე თუ განწყობა გაგიფუჭე, მათ შენთან აღარასოდეს ვახსენებ, კახასთან რა ხდება, ხომ ყველაფერი რიგზეა?
- სასამართლომ კვირაში ერთხელ ნახვის უფლება მისცა, თუმცა ცოტნე მასთან შეხვედრას არასოდეს დათანხმდება, დარწმუნებული ვარ კახასაც არ კლავს ცოტნესთან ურთიერთობის სურვილი, ასე რომ ყველაფერი კარგადაა, კახა როგორც იქნა მოვიშორეთ, ლიკა და იოანე ციხეში არიან და კარგა ხანს დარჩებიან იქ, ახლა მხოლოდ ჩემს ოჯახზე მინდა რომ ვიფიქრო, ეზოს თვალი მოავლო და ლუკას თვალებს შეეფეთა, ბიჭებს შორის იდგა რომლებიც აშკარად რაღაც ძალიან სასაცილო ისტორიას ყვებოდნენ თუმცა ლუკას არაფერი ესმოდა და ლილიას მზერას არ აშორებდა.
- ძალიან გიყვარს არა? -დაჩიმ მსუბუქად გაკრა მხარი დას.
- მთელი ჩემი სიცოცხლეა, ჰაერია რომელსაც ვსუნთქავ.
- მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს ბედნიერი ხარ, -ორივე ხელით დაუჭირა სახე და თვალებაწყლიანებულმა აკოცა შუბლზე.
- - - - - - - -
ჩაბნელებულ ეზოში აუზის პირას გაშლილ შეზლონგზე იწვა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას აჰყურებდა, გაეღიმა როცა ნაცნობი ნაბიჯების ხმა მოესმა, ფრთხილად მიუახლოვდა ლილია, არაფერი უთქვამს, გვერდით შეზლონგზე წამოწვა, გულზე დაიკრიფა ხელები და ცას ახედა, ერთხანს ორივე დუმდნენ...
- შენი აზრით მართლა არსებობს რამე? -სამარისებურ სიჩუმეში რომელსაც ხანდახან მხოლოდ ჭრიჭინობელების ხმა არღვევდა, ლუკას ხმა რატომღაც ძალიან იდუმალი მოეჩვენა ლილიას.
- სამოთხეს და ჯოჯოხეთს გულისხმობ? შეიძლება არსებობს კიდეც, -გაიღიმა და ლუკას გადახედა რომელიც უცნაურად დასევდიანებული ვარსკვლავებს თვალს არ აშორებდა.
- თუ არსებობს ალბათ ცოტნეც სადღაც იქ არის არა?
- ალბათ, -ცოტნეს გახსენებისას ყელში თითქოს რაღაც მოაწვა ლილიას და პირი ფართოდ დააღო რომ როგორმე თავისუფლად ჩაესუნთქა ჰაერი.
- მან მე სიცოცხლე მაჩუქა, ცხოვრება მაჩუქა, სიყვარული მაჩუქა, შენი თავი მაჩუქა, შენ კი დამანახე რომ ცხოვრება მხოლოდ შავ-თეთრი არ ყოფილა, ყველაფრით მისგან ვარ დავალებული.
- მეც ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა, -ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა ათრთოლებული თითებით და შესამჩნევად წამოზრდილ მუცელზე გადაისვა ხელი.
- არ მინდა ვიფიქრო რომ მისნაირი არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩემი მფარველი ანგელოზი, ჩემი საუკეთესო მეგობარი უბრალოდ გაქრა, მინდა მჯეროდეს რომ სადღაც აგრძელებს არსებობას, იმედია მართლაც არსებობს რაღაც.
- იმედია...
- იმედია...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი
-
-
-
-
-
ესეც ასე, როგორც იქნა დასასრულამდეც მივედით :) იმედია მოგეწონებათ.
ცოტა ხანს ახალ ისტორიას ვერ შემოგთავაზებთ, ''ჩემი აზრაელი'' -ს მეორე ნაწილის წერას ვიწყებ, ვნახოთ რა გამოვა :)



№1 სტუმარი Ana-maria

თქვენი ისტორიები ძალიან მომწონს. ძალიან კარგად წერთ.სადაც ვნახავ ყველგან თავიდან ვკითხულობ. წარმატებები და მოუთმენლად დაველოდები ახალ ისტორიებს

 


ეს ფსიქოპატი დედა-შვილი საიდან მოვიდნენ, ვინა არიან, რა რჯულის არიან? angry კიდევ კარგი რომ ლუკამ და დანარჩენებმა შეძლეს და გადაარჩინეს ლილია❤️ მიხარია და-ძმა რომ შერიგდნენ❤️
დაველოდები შემდეგ ისტორიას❤️

 


№3 სტუმარი One

Kargi iyo lila, male dagvibrundi❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Nestani

Zalian lamazi tbili saintereso sadiamovno wyvilebit iyvnen momewona motxroba kargad dasrulda madloba warmatebebi ❤️????????

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგი და საინტერესო იყო
დიდი მადლობა და გელით

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

როგორც ყოველთვის,ძალიან კარგი ისტორია იყო

 


№7 სტუმარი სტუმარი ირმა

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე საინტერესო ისტორიაა

 


№8  offline წევრი ნათიადანი

უმაგრესი იყო ყოჩაღ თქვენ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent