შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებების სასაფლაოსთან


12-07-2022, 00:08
ავტორი Mariam_Mariam
ნანახია 9 369

თავი პირველი-"დასასრულის დასაწყისი"
დავმარცხდი...
საკუთარ თავთან და ჩემს შიშთან დავმარცხდი...

"ფრენა ჩემი საქმე,რომ იყოს,ფრთებიც ხომ მექნებოდა?!"-ვფიქრობ და ცრემლები უნებლიედ იკვალავენ გზას სახეზე,ვტირი გაუჩერებლად.რაღაცის შიში მიპყრობს ვგრძნობ როგორ შემოდის ფეხის თითებიდან და როგორ მოცოცავს ზევით,ვერ ვეწინააღმდეგები, ბოლოს ვნებდები და სწორედ ეს შიში მამარცხებს… ვიდრე დავმარცხდებოდი მე მჯეროდა,რომ ძლიერი ვიყავი...
დაჯექი,მომისმინე,ჩემი ცხოვრების ისტორიას მოგიყვები...უფრო ზუსტად თუ რატომ დამთავრდა ის! ბევრჯერ გავექეცი საკუთარ თავს,ბევრჯერ ვცადე გადავრჩენილიყავი...მაგრამ...ვერა,ვერ შევძელი!

თავი მეორე-"რაღაცის დასასრული"
ვოცნებობდი ბევრი მეგობარი მყოლოდა...მყოლოდა ადამიანები,რომლებთანაც ბედნიერი ვიქნებოდი... დიახ,ასე მინდოდა...მაგრამ მე ,,მეგობრები“ მყავდა და არა ადამიანები რომლებთანაც ბედნიერი ვიყავი... ეს ისტორია იწყება მაშინ,როცა ჩემს მეგობართან,ენჯისთან ერთად წყეულ წვეულებაზე წავედი...არც კი ვიცი რატომ ან რისთვის მაგრამ ამ დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა... საღამო ბუნდოვნად მახსოვს...ცხადია არ მემახსოვრება მე ხომ ნარკოტოკი ჩამიყარეს!თავიდან ვერთობოდი,ვცეკვავდი,ვმხიარულობდი შემდეგ ვიღაც უცნობმა სასმელი შემომთავაზა და მეც დავლიე...ყველაფერმა ჩემს ირგვლივ ტრიალი დაიწყო,ფერები ერთმანეთში ირეოდა და უცებ დაბნელდა... იცით რა არის, მე ეს სამყარო არ შემიქმნია,წლებია ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას ვუძლებ და სწორედ იმ დღის შემდეგ გადაიქცა ჩემი ცხოვრება ,,სამოთხედ“... კიდევ და კიდევ ვაძლევდი თავს იმის უფლებას,რომ უბრალოდ ბედნიერი ვყოფილიყავი,დრო მიქროდა,არ ჩერდებოდა,თანდათან ვსწავლობდი როგორ გავმკლავებოდი ტკივილის... როგორ გამეყუჩებინა ის...ამას კი მხოლოდ ნახევარი დოზა კოკაინი,მეტამფეტამინი და სულ ცოტა ნიკოტინი სჭირდებოდა... აი ეს იყო რეალობისგან გაქცევის ერთადერთი საშუალება,რომლითაც ბედნიერი ვიყავი... თვრამეტი წლის ვიყავი,როცა ენჯი დავკარგე...სამშაბათი იყო საღამოს ექვსის ნახევარი... „გთხოვ,მაპატიე...მაპატიე,რომ გტოვებ“ -ჩამქარლი მზერით გამომხედა და უკანასკნელი სიტყვები წარმოთქვა-„ჩემ გამო მაინც დაანებე თავი...გთხოვ“ ენჯის გვერდით ვიჯექი,მის გაყინულ თითებს ვეფერებოდი,მის გაყინულ გვამს დავცქეროდი და ვტიროდი...მეტამფეტამინის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო ენჯი გარდაიცვალა... სწორედ ენჯის სიკვდილმა მიმახვედრა,რომ ფსკერზე ვიყავი,სწორედ იმ ფსკერზე,თავის დაღწევის უფლებას,რომ არ მაძლევდა! ვცადე...განა არ ვცადე! ... უბრალოდ არ გამომივიდა,ვერ დავანებე თავი...ვერ გადავეჩვიე წამალს,თავიდან ვერ ამოვიგდე…


თავი მესამე-"სულის კვილი"
როგორც ყველა თინეიჯერს მეც მქონდა ოცნებები,მეც მინდოდა მომავალი,მეც მინდოდა სიცოცხლე... იცით მე ექიმობა მინდოდა... მე მინდოდა სხვები გადამერჩინა...მაგრამ ჩემს თავს სიცოხლეს ვართემევდი და სხვებს როგორ შევუნარჩუნებდი? როცა სკოლა დავამთავრე ვთქვი,რომ თავს დავაღწევდი ამ საშინელებას,რომ საკუთარ თავს გავექცეოდი და ჩემს მომვალს მივხედავდი მაგრამ ვერ შევძელი...ისევ ვერ შევძელი... ჩემს ოცნებებთან ერთად მომავალიც დავასაფლავე...ჩემი ხელით ამოვთხარე ორმო...ორმოში ჩვასვენე და მიწით ამოვავსე... და ახლა სწორედ ამ სასფლაოსთან ვზივარ...ვტირი...ვნანობ...მინდა ძველი დრო დავაბრუნო...მაგრამ უკვე გვიანია...ძალიან გვიანი... შვიდი წლის რომ ვიყავი დედას ვუთხარი რომ მე გადავარჩენდი...მე გამოვიგონებდი წამალს,რომლითაც სიმსივნე გაქრებოდა...გვაქრობდი იმ ტკივილებს,რომლებიც მას ტანჯავდა...მაგრამ ზუსტად ოთხ თვესა და სამ დღეში მე დედის ცივ სახეს ვეფერებოდი...მის სახეს ბოლოჯერ ვუყურებდი...აი ამის შემდეგ დრო მალე გავიდა...მე ბებისთან ვიზრდებოდი და როცა მამასთან დავბრუნდი ყველაფერი მაშინ დაიწყო აი შემდეგ რაც მოხდა უკვე იცით...
ახლა გული ორმაგად მტკივა...რადგან დედას იმედი გავუცრუე...რადგან ჩემი მომვალი გავინადგურე...



თავი მეოთხე-"უბედური ჩიტის დასასრული"

ამბობენ-აუცილებლად გამოიდარებს წვიმის შემდეგო...მაგრამ ჩემთან არა! ამბობენ-მოვა უკეთესი დღეებიცო...მაგრამ ჩემთან არა! ამბობენ-დრო ყველაფრის მკურნალიაო...მაგრამ ჩემი არა! და კიდევ უმრავ სანუგეშო სიტყვებს გვეტყვიან,გვეტყვიან მაგრამ ასრულდება? 2021წლის 14აგვისტოს...პარიზში,კაფე დე ფლორში ოცდაერთი წლის მე ნარკოტიკის დოზის გადაჭარბების შედეგად მოვკვდი... "და თუ ოდესმე ღმერთი კიდევ ერთხელ მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ პატარა ნაგლეჯს“, მე მას უსასრულ ოცნებაში დავხარჯავდი... იცოდეთ,სიკვდილი ნათელი წამებია,თავად სინათლეც კი არის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent