შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოზი (თავი III)


15-07-2022, 03:48
ავტორი Soul-Man
ნანახია 9 168

ყველაფერი მარიამობა დღეს დაიწყო. დიდად რელიგიური არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად სამწუხარო ფაქტია, რომ მაინცდამაინც ამ დღეს დაიწყო ყველაფერი ის, რამაც მომიყვანა აქამდე. მათ ჩემი არ სჯეროდათ, ალბათ არც ახალ სჯერათ, სულ იმას მიმეორებდნენ, რომ ყველაფერი მოვიგონე, ან მომეჩვენა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი რეალური იყო. სიმართლე, რომ ვთქვა, სიტყვა „რეალური“ იმ ყველაფერთან, რაც ჩემს ტავს ხდება, რბილად, რომ ვთქვათ, შეუფერებელია, რადგან იმის გარკვევა, რა რეალურია და რა არა, უკვე შეუძლებელია. ჩემთვის ყველაფერი ის, რაც ჩემს მორალურ, ეთიკურ და ზნეობრივ პრინციპებს არ ეწინააღმრდეგება, ყველაფერი რეალურია, მაგრამ ამის დაჯერება ჩემი ექიმისთვის ძნელი საქმეა, სიმართლე, რომ ვთქვა, მის რეალურობაში ნამდვილად ეჭვი მეპარება, უფრო სწორედ იმედი მაქვს.
გიჟს და ჩველებრივ ადამიანს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ გიჟმა არ იცის, რომ გიჟიაო. საინტერესო მოსაზრებაა.. მაგრამ მე ალბათ არცერთ მათგანშია რ ვითვლები, რადგან ვიცი, რომ გიჟი ვარ, მაგრამ იმასაც კარგა დვაცნობიერებ, რომ „ჩვეულებრივი“ ნამდვილად არ ვარ.
იმ ღამეს ჩემი მანქანით მოვდიოდით, ეგეთი ბნელი ღამე არც მანამდე და არც მერე არ მინახავს. გაწვდენილ ხელზეც კი ვერაფერ სვხედავდით. სადღაც ჯურღმულიდან მოვდიოდით მაგრამ სად მივდიოდით არ მახოსვს, ან რატომ. ამ შუა ღამეს, უკუნეთში მანქანის ფარების შუქზე ერთი ბიჭი დვაინახეთ, შუა გზაზე იდგა, რათქმაუნდა გავაჩერეთ, გადმოვედით და რომ მივუახლოვდით, შევამჩნიეთ, რომ საშინლად შეშინებული იყო, თვალები გაფართოვებული, სუნთქვა გახშირებული, ცივი ოფლი ასხავდა და ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, თითქოს ვერც გვხედავდა. იდგა გაუნძრევლად და სადღაც უსასრულობაში იყურებოდა.
- მეგობარო, როგორ ხარ?
ხმას არ იღებს.. ხელი მხარზე დავადე და ისევ ვკითხე მშვიდი ხმით, ა რმინდოდა უფრო ამეღევებინა.
-რა მოხდა მეგობარო? ხომ ყველაფერი კარგადაა?
უცებ შემომხედა, თვალები და თავი ერთად მოატრიალა ჩემსკენ, როგორც იქნა დამინახა და ისეთი რეაქცია ქონდა ორივე გავოგნდით. სასოწარკვეთილი ხმით აღმოხდა
-როგორც იქნა! მადლობა, რომ მიპოვნეთ, რამდენ ხანს ვეძებდი სულიერს..
ატირდა, ძირს დაეცა..
წამოვაენეთ, მანქანაში ცავსვით, სულ გაყინული იყო, არადა გარეთ აგვისტოს პაპანაქება სიცხეა. გამუდმებით იმეორებდა, ძლივს მოგაგენითო, არადა ამ ადამიანს ოპრივე ცხოვრებაში პირველად ვხედავდით.
გზა გავაგრძელეთ, ბიჭს ჩაეძინა, ჩვენ გაოგნებულები ვუყურებდით ერთმანეთს..
-ნეტა რა შეემთხვა, ასეთი შეშინებული აქამდე არავინ მინახავს.
-არ ვიცი, მეც ეგრე ვარ, ხმას ძლივს იღებდა, ხელი, რომ დავადე ხომ დაინახე ისე შემომხედა, თითქოს მაშინ დაბრუნდა ამ სამყაროში. შეიძლება რმა ეპორობლ;ემები აქვს და დაიკარგა.
-შეიძლება, მაგრამ არ გავს შშმ პირს. არც საუბარზე ეტყობა რამე, მაგრამ ფაქტია საშინად არის შეშინებული. რას ფიქრობ, რა უნდა ვქნათ?
-წარმოდგენა არ მაქვს, ერთადერთი ახლა რაც აზრად მომდის ისაა, რომ პირველსავე კლინიკაში მივიყვანოთ, რომელიც შეგვხვდება.
-ეგ კი მართალია, ეგრე ჯობს.
გზას მოვუყვებოდით ამ დიალოგში, როცა მას გამოეღვიძა, აგვიყვირდა, აზრზე ვერ მოდიოდა რა ხდებოდა, სად იყო, მანქანის კარი გამოაღო და მანქანიდან გადაგვიხტა. მაშინვე გავაჩერეთ, ვხედავთ გარბის, გზის ირგვლივ ტყეა, ტყეში შევარდა, სანამ მანქანაში ფანარი მოვძებნე და დავედევნეთ უკან, მან საკმაოდ გაირბინა და გაგვასწრო. მივდევთ, სანამ ხმა გვესმის, მერე უჩებ ჩუმდება.. ამ უკუნით სიბნელეში, ტყეში, არ გინდა მიაგნო?! სხვა რა გზაა, ხომ არ მივატოვებთ, მაგრამ ფარანი ერთი ცალი მაქვს, ვერ გავიყოფით, რომ სათითაოდ მოვძებნოთ. ვცდილობთ იქნებ ნაკვალევით მივაგნოთ, მაგრამ არც მე და არც გიორგი არც მონადირეები ვართ და არც კვალის ეგრე კარგად ძებნაში გვაქვს გატარებული ცხოვრება. მივდივართ ამ ჩამობნელებულ ტყეში, თან გინდა არ გინდა გვეშინია ორივეს, შუარამეა, ტყეა, ნადირის მეტი რა დადის ტყეში, ჩვენ კიდევ ორი „პატიოსანი მოქალაქე“ დანასაც კი არ ვატარებდით მანქანითაც კი. ტელეფონი ავიღე და სამაშველოში დავრეკე. ავუხსენი სიტუაცია, მიახლოებითი ადგილი, ჩაინიშნეს და დაგვპირდნენ, რომ ჯგუფს გამოაგზავნიდნენ. რაღა დაგვრჩენოდა, განვაგრძეთ ძებნა მათ მოსვლამდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent