მენჯის ხალი(თავი II)
ზარის ხმამ გააღვიძა ჯერ კიდევ ადრე იყო სრულად არ გათენებულა. კართან მივიდა ცოტნე იყო. დაუფიქრებლად გააღო კარი,შემოსვლა არც აცალა ისე გადაეხვია. იმ წამს ჩახუტებაზე მეტად არაფერი სჭირდებოდა, უნდოდა თავი დაცულად ეგრძნო. ცოტნე გაშეშებული იდგა, მალევე მოახდინა რეაგირება და ხელები ნეკას ზურგს შემოაჭდო, მაგრად მიიხუტა, ძლიერად, თითქოს ეშინოდა გამექცევაო. იგრძნო მხარი როგორ დაუსველდა, აშკარა იყო ნეკა ტიროდა, უხმოდ, ჩუმად და ძლივსშესანჩნევად. ხელები მხრებში მოხვია და თვალებში შეხედა -ნეკა რა გჭირს? რა მოხდა?-თავადაც აღელვებული იყო ნეკა ასეთი რომ ნახა,არასდროს უნახავს მისი ტირილი,იცოდა როგორი ძლიერიც იყო-ეს თუ იმის გამოა რაც გუშინ ვთქვი მაპ…-მის ლოყას შეხედა და სიტყვა გაუწყდა… მიხვდა რაც მოხდა… ახსნა აღარაფერს სჭირდებოდა- ეს-ფრთხილად დაადო თითი დალურჯებაზე- ირაკლიმ გააკეთა? ხმა არ ამოუღია ნეკას კვლავ ჩუმად იდგა და ტიროდა -სად არის?-კვლავ დუმილი… აუტანელი გახდა ცოტნესთვის დუმილი, იმ წამს ისეთი გაბრაზებული იყო ყველანაირმა ემოციამ იფეთქა მასში,ზიზღს გრძნობდა ირაკლის მიმართ და მთელი გულით უნდოდა ნეკასთვის თავი უსაფრთხოდ ეგრძნობინებინა-ნეკა მითხარი სადაა ის ნაბიჭ.ვარი -ოთახშია-ჩუმად და აკანკალებული ხმით საუბრობდა- ძინავს -მან… მან სხვა რამეც დაგიშავა?-ხმის კანკალით იკითხა. ვერ ეგუებოდა, რომ მის საყვარელ ადამიანზე იძალადეს. -არა. მხოლოდ სახეში გამარტყა-დარცხვენილმა თქვა ნეკამ. -აქ იყავი კარგი?-თავზე აკოცა- ისე მალე მოვალ ვერც კი მიხვდები -ცოტნე-ნეკა მის შეჩერებას შეეცადა -გთხოვ ნეკა აქ იყავი-ლოყაზე აკოცა და ოთახისკენ დაიძრა. კარი ხმაურიანად შეაღო,იცოდა რაც უნდა ექნა. არხეინად მძინარე რომ დაინახა უარესად გაბრაზდა. მძინარეს არ დაარტყა,საყელოში ხელი წაავლო და საწოლის კიდეზე მიანარცხა -რა ჯანდაბააა -მართლაც რომ რა ჯანდაბაა შე გამოსი.რებულო?-ხმამაღლა დაუყვირა- როგორ გაბედე?-ირაკლი შეშინებული თვალებით უყურებდა, მიხვდა რაშიც იყო საქმე, იცოდა რომ ცოტნეს რაღაც გრძნობები ჰქონდა ნეკას მიმართ, თავიდანვე ამჩნევდა ამას და ყოველთვის ცოტა არ იყოს ეშინოდა მისი. ცოტნე მართლაცაა ისეთი ბიჭი რომლისაც უნდა შეგეშინდეს თუ მის საყვარელ ადამიანს რამეს დაუშავებ. მდიდარიცაა და გავლენინანიც,ასეთები კი ყოველთვის მარტივად ახერხებენ შურისძიებას.-გეკითხები როგორ გაბედე და მას შეეხე? -ეს… ეს შემთხვევით მოხდა -შემთხვევით? მისმინე,ახლა ამ ოთახის გვერდითა ოთახში რომ არ იჯდეს ატირებული და შეშინებული ღმერთმა იცის რას დაგმართებდი, წარბსაც კი არ შევხრიდი ისე მოგკლავდი და იცი რომ არ გამიჭირდებოდა. მადლობა გადაუხადე რომ აქაა და არ მინდა უარესად შეეშინდეს. ახლა აქედან აეთრიე,შენი ნივთები მობოჭე და მასთან ახლოს აღარ დაგინახო-ირაკლი შეშინებული თვალებით უყურებდა და არაფერს ამბომდა- გაიგე?- ცოტნე წყნარად საუბრობდა, არ უნდოდა ყვირილით ნეკა შეეშინებინა იცოდა როგორ ვერ იტანდა ყვირილს. -გ…გავიგე-სწრაფად წამოდგა და ოთახიდან გავიდა ნეკას ერთხელ შეხედა და სახლი დატოვა. ნეკა ისევ იმ სავარძელში იჯდა, კვლავ ტიროდა. ცოტნე მასთან მივიდა და მის წინ მუხლებზე დადგა. -ნეკა-წინ გადაიწია და ცერებით ცრემლები მოწმინდა-გთხოვ ნუ ტირი, მისმინე ყველაფერი მორჩა კარგი? მსგავსი რამ აღასდროს, აღარასდროს განმეორდება. გპირდები. ხომ იცი რომ პირობას ყოველთვის ვასრულებ?-ნაზად და ტკბილად ელაპარაკებოდა. ნეკამ საპასუხოდ თავი დაუქნია -ცოტნე-კვლავ ჩუმად საუბრობდა-შეიძლება ჩაგეხუტო? ცოტნემ სწრაფად მოიქცია თავის მკლავებში. იმდენად უსუსური იყო იმ დროს, არ შეეძლო მისი ასეთი ყურება. ზედა სულ სველი ჰქონდა ცრემლებისგან, თმა აბურდული და თვალები ჩასიებული. ცოტნეს მხარზე ედო თავი და თავს დაცულად გრძნობდა, აღარ ეშინოდა, ყოველშემთხვევაში მის გვერდით მართლა გაუქრა შიშის გრძნობა. -ნეკა წამოდი დაიძინე კარგი? -ოთახში შეიყვანა -აქ დაძინება არ მინდა. ამ საწოლში არ მინდა რომ დავიძინო. -ჩემთან წამოხვალ? -შეიძლება? -ნუ სულელობ მაგას კითხვა არც სჭირდება. მხრებზე ხელი მოხვია და ნელა გაიყვანა ბინიდან, ლიფტი გამოიძახა. იმდენად ფრთხილად ეპყრობოდა გეგონება ფაიფურის იყო და ეშინოდა არ დამივარდესო. მანქანაში ჩასვა ღვედი გაუკეთა და თავად მძღოლის ადგილას დაჯდა. ჩუმად ისხდნენ,არც ერთს ხმა არ ამოუღია. ცოტნეს სახლში ისე მივიდნენ ნეკას მისკენ არც კი გაუხედავს, ცოტნე დროდადრო გახედავდა ხოლმე, აინტერესებდა ისევ ხომ არ ტიროდა. აღარ ტიროდა,უბრალოდ ჩუმად იჯდა და სახეზეც ეტყობოდა როგორი უბედური იყო. სახლშიც ჩუმად შევიდნენ. თავის ოთახში შეიყვანა, მართალია სტუმრებისთვისაც ჰქონდა ერთი ოთახი მაგრამ ჩათვალა რომ მის ოთახში უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს. -ჩემს მაისურს მოგცემ კარგი? ეგ სულ სველია-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. კარადიდან თეთრი მაისური გამოღო, ძალიან უყვარდა ის მაისური, ნეკას ნაჩუქარი იყო სეკრეტ სანტაზე. -გახსოვს ეს მაისური? -კი-გაეღიმა, პირვლად დაინახა მთელი დილის მანძილზე მის სახეზე ღიმილი- გასაბრაზებლად გიყიდე პანდებიანი. -მე მაინც მომწონდა, შენგან იყო და როგორ შეიძლებოდა არ მომწონდებოდა? ნეკას ხმა არ ამოუღია. საწოლზე იჯდა, ცოტნემ მაისური წინ დაუდო და ოთახიდან გასვლა დააპირა -ცოტნე-მაშინვე შემობრუნდა- გთხოვ დამეხმარე… არ იფიქრო რომ დრამატული ვარ, უბრალოდ ცუდად ვარ და ძალა აღარ შემწევს -ნეკა მორჩი ახსნას-ფრთხილად ჩამოჯდა საწოლზე. მაისური ნელა თითქმის შეუხებლად გადააძრო. თავისი მაისური აიღო და გაშალა მარტივად რომ ჩაეცმია. წამით გაექცა თვალი მისი მუცლისკენ. მენჯზე ხალი დაინახა,რომელიც პირვლად დაახლოებით 10 თვის წინ შეამჩნია აუზზე რომ მოხვდნენ ერთად. სულ ორი ხალი ჰქონდა წინა ტანზე. 1 ლავიწზე და ერთიც მენჯზე. იმ წამს იმდენად მოუნდა იმ ხალზე ეკოცნა, თავი ძლივს შეიკავა. უნდოდა დაევიწყებინა ყველაფერი და ორივე ხალი დაეკოცნა, თუმცა მენჯზე განსაკუთრებული სურვილი გაუჩნდა. მიხვდა რომ გონება აღარ ემორჩილებიდა და საკუთარი აზრების გასაფანტად ჩაახველა. მაისური სწრაფად გადააცვა თორემ უკვე თავის შეკავება უჭირდა. -შენ დაისვენე კარგი? თუ რამე დაგჭირდეს უბრალოდ დამიძახე, სამზარეულოში ვიქნები.- საწოლშიც თავად ჩააწვინა და გადასაფარებეკიც გადააფარა. შუბლზე ნაზად აკოცა და ოთახიდან გამოვიდა. სამზარეულოში შევიდა, საუზმის მომზადება უნდოდა მაგრამ მიხვდა რომ ნეკა შუადღემდე არ გაიღვიძებდა,ამიტომ საჭმლის მომზადება გადადო. ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა, ერთი ზარის გასვლის შემდეგ უპასუხეს -ლევან საქმე მაქვს -გისმენ რა ხდება -ირაკლი გახსოვს? ნეკას შეყვარებული- ჩუმად საუბარობდა არ უნდოდა ნეკას რამე გაეგო-მოგიყევი ერთი-ორჯერ -მაგარი მაღიზიანებსო რო იძახდი? -ჰო… მინდა ისე გააკეთო,რომ ნეკას ახლოსაც კი არ გაეკაროს მთელი თავისი ცხოვრება. -მშვიდობაა? -ახლა ვერ აგიხსნი. დღეს დილით კი დაველაპარაკე მაგრამ ვიცი რა სი.რიცაა და ეგეთები მარტივად არ ჩერდებიან. ნეკას ბინის გასაღები აქვს ისე ქენი რომ ეგ გასაღები დააბრუნოს და ყველაფერი რაც ნეკას ეკუთვნის. -პრობლემა არაა, დღესვე? -რაც მალე მით უკეთესი -კარგი დღესვე ვნახავ უბრალოდ გვარიც დამჭირდება -მუმლაძეა, ირაკლი მუმლაძე -ჩათვალე მოგვარებულია -მადლობა ლევან -რისი მადლობა ბიჭო არ გრცხვენია? კაი მიდი მიხედე საქმეებს ტელეფონი გათიშა და დივანზე ჩამოჯდა. კვლავ იმ ხალზე ფიქრობდა. ნეკაზე ფიქრები აქამდეც ხო არ ასვენებდა და მისი თითოეული დეტალი ხიბლავდა, მაგრამ ის ხალი მენჯზე… ის ხალი რაღაც განსაკუთრებული აღმოჩნდა მისთვის. მთელი სულით უნდოდა იმ ხალხე ეკოცნა და შემდეგ ლავიწზეც ასულიყო. უნდოდა რაც შეიძლება ბევრჯერ ეკოცნა. ოცნებად კი არა აკვიატებად ექცა ეგ ერთი ხალი,რომელშიც განსაკუთრებული არაფერი იყო.თუმცა აშკარაა ცოტნესთვის განსაკუთრებული იყო, ასე ძალიან რატომ მოხიბლა თავადაც ვერ ხვდებოდა. ნეკას კარგა ხანს ეძინა, მანამდე საჭმელიც მოამზადა. მაკარონი მოხარშა იცოდა ნეკას რომ უყვარდა. ნეკა სამზარეულოში შემოვიდა ცოტნეს მაისურით, მაისური აშკარად დიდი ჰქონდა. იღიმოდა და შედარებით უკეთ გამოიყურებოდა -ეს ისაა რასაც მე ვფიქრობ? -ნამდვილად ისაა -ცოტნე საოცრება ხარ -გშია და იმიტო მაქებ ხო?-სიცილით გადმოუღო ცოტნემ თეფშზე მაკარონი და მაგიდაზე დადგა-მოდი დაჯექი- თავისთვისაც დაისხა და ნეკას წინ დაჯდა-იცოდე თუ რაიმე აკლია არ იწუწუნო -ტყუილად იძახი ხო იცი რომ მაინც ვიწუწუნებ?-მაკარონი შეჭამა,ცოტნე სულგანაბული უყურებდა, მის რეაქციას ელოდა- ჯანდაბა დადიანი საოცრად გემრიელია -ვიცოდი რომ მოგეწონებოდა-ცოტნემ შეიფერა შექება და თავი ამაყად ასწია. -თავში ნუ აგივარდება-ცოტნემ გაიცინა და ჭამა დაიწყო. ცოტა ხნით ორივე ჩუმად ჭამდა მალევე ნეკამ ლაპარაკო დაიწყო-ცოტნე… მადლობა… -მადლობა? ნეკა მადლობას ნუ მიხდი. არაფერია სამადლობელი -როგორ არა,არის. შენ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა. ძალიან მადლობელი ვარ, არ ვიცი მადლობა რითი გადაგიხადო,მაგრამ მართლა მთელი გულით მადლიერი ვარ. -ნეკა ნუ სულელობ არაფერი არაა სამადლობელი. მთავარია კარგად ხარ. -მართლა კარგად ვარ და ამისთვისაც მადლობა შენ. -ჰო კიდევ სანამ დამავიწყდა. ეს შენი გასაღები-ბინის გასაღაბი მაგიდაზე დაუდო თეფშის გვერდით-და სახლში რომ მიხვალ ახალი საწოლი იდგება იმ ოთახში და არ გაგიკვირდეს -ცოტნე-ინსტიქტურად წამოდგა და ძლიერად გადაეხვია არ იცოდა მადლობა როგორ გამოეხატა- ეგ მართლა არ იყო საჭირო,ჩემითაც შევძლებდი,მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. -გთხოვ შეწყვიტე მადლობები-ცოტნე ფეხზე წამოდგა, ნეკაზე ძალიან მაღალი არ იყო,მაგრამ ასეთუისე მაინც მაღალი იყო ზევიდან დასჩერებოდა. მისი სახე ხელებში მოიქცია- ჩემთვის მთავარი შენი კარგად ყოფნაა ნეკა გაბრწყინებული უყურებდა, არ იცოდა რა ეთქვა ან რა ექნა. ცოტნეს გრძნობები იცოდა და არ უნდოდა მისით ესარგებლა. არაფერი უთქვამს უბრალოდ კვლავ მაგრად შემოეხვია. მისაღებში ისხდნენ ტელევიზორს უყურებდნენ. მაგრამ რეალურად არც ერთი არ უსმენდა ტელევიზორს ნეკა ცოტნეზე და კარავში მომხდარზე ფიქრობდა. ნუთუ შესაძლებელია მასაც ჰქონდეს რაიმე გრძნობა ცოტნეს მიმართ? აქამდე ამაზე არასდროს უფიქრია. გრძნობდა რომ რაღაც მიზიდულობა ჰქონდა მასთან,მაგრამ გრძნობები? არა მსგავსი რამე არც კი გაუვლია გულში. აქამდე. მანამ სანამ ცოტნემ არ დაანხა თუ რამდენად ძვირფასი იყო მისთვის იგი. ცოტნე კვლავ ხალზე ფიქრობდა და გონებაში ათი ათასჯერ წარმოიდგინა როგორ ეამბორება იმ ხალს ნეკას წინაშე ყვალანაირად უძლური. იცოდა, თავიდანვე იცოდა რომ ნეკა მისი სისუსტე გახდებოდა. მაშინაც კი ვითომ რომ სძულდა და სიძულვილის თამაშებს თამაშობდა. თავიდანვე პირველივე დანახვისას მიხვდა რომ ეს გოგო მისი სისუსტეც და სიძლიერეც ერთდროულად იქნებოდა. ის ხალი კი მისი უნდოდა ყოფილიყო. უნდოდა მხოლოდ მას ჰქონოდა უფლება იმ ხალს შეხებოდა, მასზე ეკოცნა და თავისი კვალი დაეტოვებინა. უნდოდა ერთადერთი ყოფილიყო ვინც ნეკას იმ ხალზე აკოცებდა. თავისთვის უნდოდა და არავისთვის ემეტებოდა ის უბრალო მენჯის ხალი. დუმილი ნეკამ დაარღვია -ბოდიში უნდა მოგიხადო -შენ? მე? რაზე? -კარავში მომხდარზე. მე არ უნდა წავსულიყავი. არ უნდა დამეტოვებინე და ლაჩარივით არ უნდა გავქცეულიყავი. -არასწორი არაფერი გაგიკეთებია. ეს მე ვარ დამნაშავე მოვედი და ყველაფერი გითხარი. არაფერი არ უნდა მეთქვა. -ამას ნუ აკეთებ -რას? -ნუ ხარ იდეალური. -იდალური არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ -ამ წუთას ჩემთვის ყველაზე იდეალური ადამიანი ხარ.-ნელა გაიხედა ცოტნესკენ და მის რეაქციას დააკვირდა. -რას მიკეთებ ნეკა? გთხოვ ეგრე ნუ მიყურებ. ეშმაკმაც დალახვროს როგორი რთულია შენს გვერდით კონცენტრირება -ანუ რისი თქმა გინდა, რომ თვით ცოტნე დადიანი ჩემს გვერდით კონცენტრირების უნარს კარგავს?-ნელა გადმოიხარა ცოტნესკენ, აშკარა იყო თავს კარგად გრძნობდა და ცოტნეს მიმართ მიზიდულობაც გაიზარდა. ცოტნეს პასუხს არ დალოდებია სახე გაუსწორა და სწრაფად აკოცა. ცოტნე ყველაფერს მოელოდა მაგრამ კოცნას? თან ნეკა იქნებოდა ინიციატორი? არა ამას ვერც კი წარმოიდგენდა. სწრაფად აყვა, არ უყოყმანია. ან კი როგორ იყოყმანდებდა რამდენი ხანია, როცა ხედავს სულ მისი კოცნის სურვილი უჩნდება.მალევე შეწყვიტეს კოცნა. შუბლები ერთმანეთზე ჰქონდათ მიდებული. იღიმოდნენ, ორივე იღიმოდა და ერთმანეთს უყურებდნენ -შენს გვერდით ნეკა? ვერც ვერასდროს ვახერხებდი კონცენტრაციას-ნელა და ვნებიანად ამოილაპარაკა ცოტნემ, იცოდა როგორ მოეპოვებინა გავლენა ნეკაზე და როგორ გაეღვივებინა მასში სიამოვნების ნაპერწკალი. ამჯერად ცოტნემ აკოცა. ელვის სისწრაფით აღმოჩნდა ნეკა მის ფეხებზე. ცოტნეს ხელები კი ნეკას ბარძაყებზე. ნელა და ვნებიანად კოცნიდა. უნდოდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ფეხზე წამოდგა, სივრცე აღარ ჰყოფნიდა, თითქოს მისაღები მათ ქიმიას და ვნებას ვეღარ იტევდა. ნეკა არ ჩამოუსვამს, კვლავ მასზე ჰქონდა შემოჭდული ფეხები ისე გავიდა სამზარეულოში. არც კოცნა შეუწყვიტავს. სამზარეულოს ბარზე ერთი ხელის მოსმით მოაშორა ნივთები და ნეკა ზედ შემოსვა. მის ფეხებს შორის ჩადგა და ხელებით ბარს დაეყრდნო, რაც შეეძლო ახლოს მიიწია მასთან. ნეკას ხელები ცოტნეს თმაში აიხლართა. კოცნა შეწყვიტეს. კვლავ გაღიმებულები იყურებოდნენ. ცოტნემ კისერში აკოცა, ნეკა შეიშმუშნა და ხელები უფრო ძლიერად ჩაავლო თმაში. გრძნობდა რამხელა გავლენაც ჰქონდა ამ ბიჭს,რომელზეც ორი დღის წინ რომ გეკითხათ იტყოდა მძუულსო. ცოტნემ ლავიწზე ნელა გადაატარა თავისი გრძელი თითები და ხალზე აკოცა, ცოტა დაწყნარდა და მოითქვა სურვილი,მაგრამ ის მენჯის ხალი კვლავ მის ოცნებად რჩებოდა. დაუოკებელი სურვილი კლავდა მენჯზეც ეკოცნა,მაგრამ არ უნდოდა ნეკა შეეშინებინა ან რაიმე დაეძალებინა, ამიტომ ზემდეტად არც კი ინძრეოდა. ლავიწის ხალზე კიდევ ერთი სველი კოცნა დაუტოვა, ნეკამ ამოიკვნესა და ფეხები ძლიერად შემოხვია ცოტნეს,რასაც მისი ღიმილი მოჰყვა. კვლავ ტუჩებს მოუბრუნდა. ნეკამ მაისურის ბოლოებზე დაავლო ხელი და მარტივად გადააძრო. წამით მის სხეულზე გაუჩერდა მზერა, კვლავ ცოტნეს შეხედა და გაუღიმა. ისევ მიაწეპეს ტუჩები. ამჯერად ნეკას ხელები ცოტნეს ბეჭებზე აღმოჩნდა და ნაზად მაგრამ ვნებიანად ეფერებოდა. ცოტნემ კვლავ ხელში აიტაცა, საძინებლისკენ წავიდა, ხელით იპოვა შუქის ჩამრთველი. ნეკა ნაზად და ფრთხილად დააწვინა საწოლზე, არ უნდოდა რაიმე ცუდად გაეკეთებინა. მის ზემოდან მოექცა. მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები. სანამ მაისურს გადააძრობდა მანამდე გახედა,უნდოდა მისგან თანხმობა მიეღო. საპასუხოდ ნეკამ თავი დაუქნია. გაიღიმა და სწრაფად გადააძრო მაისური. ცალ ხელზე დაეყრდნო და ისე აგრძელებდა კოცნას. ტუჩებს მოსწყდა და კისერზე გადავიდა. ლავიწის ხალზე კვლავ დაუტოვა სველი კოცნა. მკერდის ძვალზე რბილად აკოცა და ნელ-ნელა ქვევით ჩაუყვა მის გასწვრივ. ჭიპზე მსუბუქი კოცნა დაუტოვა. ნეკას ახედა -მენდობი? -კი შარვლის სათავე პატარაზე ჩაუწია, მხოლოდ იქამდე რომ ხალი გამოჩენილიყო. ნელა,აუღელვებლად დაიხარა მენჯის ხალისკენ. ნეკა ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. აბა საიდან უნდა სცოდნოდა რომ ცოტნეს მისი დიდი ოცნება აუსრულდა. მენჯის ხალს გარშემო ნელა შემოავლო თითები, თითქოს ეფრებაო. ნაზად შეახო ცხელი ტუჩები. ნეკას ტაომ დააყარა. მიხვდა რამდენად სასიამოვნო იყო იმ ხალზე კოცნა,რომელიც არასდროს არ მოსწონდა საკუთარ სხეულზე. ცოტნემ ახედა და ნეკას სიამოვნებისგან გაბადრულ სახეს რომ შეხედა კვლავ მიუბრუნდა მენჯის ხალს. ამჯერად უფრო მომთხოვნად აკოცა, სველი კოცნა დაუტოვა და კვლავ თითების მოეფერა თითქოს ანიშნა კიდევ დავბრუნდებიო. ზევით აიწია და ტუჩებზე ნელა აკოცა. სულ ორი წამი გაგრძელდა ეს კოცნა. მალევე ნეკა მოექცა ზევიდან. მის ქვევით ცოტნე სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ის არ იყო ძლიერი და უშიშარი ცოტნე რომელსაც შეეძლო ყველაფერი ჰქონოდა რაც მოუნდებოდა. მიხვდა რომ იმ სიტუაციაში ყველაფერი ნეკაზე იყო დამოკიდებული. ცოტნეს ზუსტად ის ექნებოდა რასაც ნეკა მოინდომებკდა,არც მეტი და არც ნაკლები,ზუსტად ის. ყბის ძვალზე ნელა აკოცა ნეკამ. ყოველთვის მოსწონდა ცოტნეს ყბის ძვალი,რომელიც ლამაზად იყო გამოკვეთილი. ყბის ქვემოთ ცოტა უხეშად აკოცა და მის ნავარჯიშებ მკერდზე გადავიდა. მსუბუქი კოცნა დაუტოვა რასაც ცოტნეს ხმაურიანი ამოსუნთქვა მოჰყვა თითქოს ამ დრომდე სუნთქვას იკავებდა. ნეკამ ეშმაკურად გაიღიმა და ამჯერად უფრო მომთხოვნად აკოცა. ცოტნესაც უფრო ხმამაღალი რეაქცია ჰქონდა. კვლავ ტუჩებს მიუბრუნდა. ფეხები გადაადო და მარტივად აღმოჩნდა მის პრესზე. ცოტნეს ხელები კვლავ ნეკას ბარძაყებს დაუბრუნდნენ. ცოტნე იმ წამს სრულიად უძლური იყო ნეკას წინაშე. უფლებას აძლევდა რაც უნდოდა და როგორც უნდოდა ისე გაეკეთებინა. ცოტა ხანში კვლავ ნეკას ზევიდან აღმოჩნდა. ნეკნების დასასრულს ორივე მზარეს აკოცა. კვლავ მენჯის ხალისკენ მიიწევდა. შემდეგ ჭიპს ზემოთ აკოცა და კვლავ მიდივიდა იმ ხალთან. კვლავ ნელა შემოატარა თითები. რგოლი შემოხაზა და სველი ვნებიანი კოცნა დაუტოვა. ნეკამ ამოიხვნეშა, აშკარა იყო ამ ხალზე პირვლად ეხებოდა ასე ვიღაც. -მასე ნუ მიყურებ-დაიჩურჩულა ცოტნემ- თითქმის ერთი წელია ვოცნებობ ამ ხალს ვაკოცო. -გიჟი ხარ-გადაიკისკისა ნეკამ. ცოტნე გვერდით მიუწვა და ნეკა მიიხუტა. წელსზევით ისევ შიშვლები იყვნენ. -ნეკა დამპირდი…დამპირდი რომ იმ ხალზე არასდროს არავის აკოცნინებ. -გპირდები რომ ზოგადად ხალზე არასდროს არავის ვაკოცნინებ შენს გარდა-ცოტნესკენ შეტრიალდა და მოწყვეტით აკოცა -მაგიჟებ. -და არ მოგწონს? -მომწონს? სიგიჟემდე მომწონს. შეპყრობილი ვარ. ყველაფერი მომწონს რაც შენ გიკავშირდება. თითები ერთმანეთში ახლართეს, ნეკა წინ იყურებოდა, ცოტნე კი ნეკას დასჩერებოდა -ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს დღეს მოხდებოდა- ჩუმად დაიწყო ნეკამ -ვერც მე.-დაიხარა და შუბლზე ნაზად აკოცა -ძალიან კარგი ხარ იცი? -ნეკა უფრო მეტად მიყვარდები-დაიხარა და ტუჩებზე ნაზად აკოცა,ნეკას დაბნეულ სახეს რომ შეხედა კი ინანა ნეტავ არ მეთქვაო-არაფერი თქვა. ვიცი რასაც ფიქრობ ჩემზე, მაგრამ შეეცადე რომ ჩემი სიძულვილი შეწყვიტო კარგი?-საცოდავი თვალებით უყურებდა ნეკას. ნეკასთან ძალიან უძლური იყო -მე არ მძულხარ. ის სიძულვილის თამაშები უბრალოდ ბავშვობა იყო. ჩვენ კიდევ ბავშვები არ ვართ ჰო?-გაიკრიჭა და ხელები უფრო ძლიერად მოხვია.-ცოტნე იცი იმ ხალს ვერ ვიტანდი. დღემდე. ვთვლიდი რომ მახინჯი იყო და უფუნქციოდ იყო მოწეპებული. -ჩემს მენჯის ხალს ვერ იტანდი? არაუშავს მეც ხო ვერ მიტანდი? არადა ორივე ძალიან კარგები ვართ-სიცილით ამბობდა ცოტნე- მაგრამ სერიოზულად შენს სხეულში ყველაზე მეტად ის ხალი მიყვარს. მთლიანი შენი სხეული და მთლიანად შენ მიყვარხარ, მაგრამ ის ხალი,ის ხალი განსაკუთრებულია, ამიტომაც ის მხოლოდ ჩემია გესმის? მითზარი რომ სხვას არავის უკოცნია მასზე ისე როგორც მე. -მასზე არასდროს არავის უკოცნია. -ახლა ასმაგად უფრო ბედნიერი ვარ. ჩემი ნება რომ იყოს მთელ ცხოვრებას ასე გავატარებდი. ჩემს ოთახში საწოლში შენს გვერდით უდარდელად და ბედნიერად. -მერე ვინ თქვა რომ არ შეგვიძლია ეგრე ვქნათ? -შე პატარა ეშმაკუნა-გადაიკისკისა ცოტნემ-ნეკა მისმინე არ მინდა რამე გავაფუჭო. მითუმეტეს ახლა როდესაც ასეთი ბედნიერი ვარ მაგრამ უნდა დაგელაპარაკო. მისმინე ახლა ეს რაც გვაქვს თუ უბრალოდ გართობაა შენთვის და ცდილობ ყურადღება გადაიტანო მითხარი გთხოვ. გეფიცები არ მეწყინება და პრობლემა არ მექნება. გაგიშვებ,არაფერს არ ვიზამ. მაგრამ… თუ ეს მართლა გინდა… და გადაწყვეტ რომ დარჩე ისე მარტივად ვეღარ გაგიშვებ ხო იცი? ვიცი რომ ურთიერთობებისთვის ახლა მზად არ ხარ და მესმის კიდეც შენი მაგრამ როდესაც მზად იქნები მინდა მე ვიყო ის ვინც შენს გამო ყველაფერს გააკეთებს. კარავშიც გითხარი და ახლაც გეუბნები ვიცი რომ არ გიმსახურებ-ნეკამ საჩვენებელი თითი ტუჩთან მიუტანა -ჩშშშ სისულელეებს ნუ ამბობ. რაც ახლა გვაქვს ძალიან მომწონს და არ მინდა დასრულდეს. ვერ დაგპირდები რომ ურთიერთობისთვის ხვალ ან ზეგ უკვე მზად ვიქნები. არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდება ამისთვის. არ ვიცი როდის ვიქნები მზად. არ მინდა ტვირთად დაგაწვე და რაიმე ვალდებულება გქონდეს. -მთელი ცხოვრებაც რომ მომიწიოს ლოდინი დაგელოდები,რადგან შენ ხარ ის ერთადერთი ვისთანაც ყოფნა მსურს. ნეკას არაფერი უთქვამს, სწრაფად აიწია ცოტნესკენ და აკოცა. მანამ კოცნიდნენ სანამ უჰაერობამ არ შეაწუხათ. ორივე ღრმად სუნთქავდა. -ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ რომ ეს მართლა ხდება თან შენს გვერდით. შენ ხო ცოტნე ხარ. ცოტნე დადიანი. ბიჭი რომელსაც პირველივე დღეს შევძულდი -არასდროს არ მძულდი. უბრალოდ არ მინდოდა მყვარებოდი. ვიცი რომ უკეთესს იმსახურებ. -შენზე უკეთესს? უკვე გითხარი ჩემთვის ახლა შენზე იდეალური ადამიანი არ არსებობს. ცოტნემ სწრაფად აკოცა ცხვირზე და შემდეგ ლოყაზე გადაინაცვლა. ლოყა კვლავ დალურჯებული ჰქონდა და კოცნამ ატკინა, რაზეც თავი ვერ შეიკავა და ამოიხვნეშა -სულ დამავიწყდა… ხომ არ გატკინე? -არა არაფერია კარგად ვარ -ნეკა თუ გატკინე მითხარი მართლა -ცოტნე პანიკაში ნუ ხარ არაფერი მჭირს-თან იცინოდა და თან ისე ამბობდა- ფაიფურის თოჯინა არ ვარ, მაგდენი ამბორი და ყურადღება არაა საჭირო -ამაზე ბევრად მეტია საჭირო-ყურის ბიბილოზე წაეთამაშა -სიმართლე მითხარი მართლა თითქმის ერთი წელია იმ ხალზე კოცნაზე ოცნებობ? -კი… აუზზე დავინახე პირვლად ეგ ხალი და მის მერე სიზმრებშიც კი მელანდებოდა -არ ხარ ნორმალური. აუზზე უამრავი ლამაზ საცურაო კოსტიუმში გამოწყოფილი გოგო იყო და შენ ამ მახინჯ ხალზე დაიწყე ოცნება? -ჩემს ხალს მახინჯს ნუ უწოდებ-ვითომ ნაწყენი ტონით თქვა ცოტნემ- ის გოგოები არ მაინტერესებდნენ, შენ მაინტერესებდი და შემდეგ უკვე ჩემი ხალი. -იცი რომ უცნაური ხარ? -დაე ვიყო უცნაური თუ ეს საკმარისი იქნება იმისთვის რომ იმ ხალს ვეამბორო ხოლმე. სიმართლე მითხარი არასდროს გდომებია მასზე ეკოცნათ? -ჩემს სიმახინჯედ ვთვლიდითქო ხო გითხარი მაგრამ იყო მომენტები როდესაც მინდოდა მასზე ვინმე შემხებოდა კოცნა არ მიფიქრია, საერთოდ ვინ კოცნის ხალებს? -მე. ეგ ლავიწის ხალიც ძალიან მომწონს. -ბევრი ხალები არ მაქვს ტანზე. წინ ეს ორი მაქვს უკანაც ორი. -მართლა? ისინი არ მინახავს ნეკა წამოჯრა და ბიუსჰალტერის ზორტი შეიხსნა სადაც ერთი ხალი ჰქონდა -ეს ერთი ცოტნემ ნაზად გადაატარა თითები და იმ ხალზეც აკოცა. ნეკამ ზორტი შეიკრა და ადგილს დაუბრუნდა -მეორე? -მეორეს სხვა დროს გაჩვენებ-თვალი ჩაუკრა ნეკამ -დაიცა დაიცა სადაა მეორე? -არ გშია? -თემას ნუ მიცვლი-უნდოდა სიცილზე გაბრაზებული ტონი მოერგო მაგრამ არ გამოუვიდა -ოდესმე გაჩვენებ… ან ვინ იცის, იქნებ არც გაჩვენო?-ნეკა საწოლიდან წამოდგა, მაისური გადაიცვა და სამზარეულოში გავიდა. წელსზევით შიშველი ცოტნე უკან მიჰყვა. -იმ ხალის ნახვაც მინდა. მითხარი შენი აზრით მენჯის ხალზე მეტად მეყვარება? არა მგონია. მენჯის ხალი ხო ჩემი ოცნება იყო? ნეკა არ შეიძლება ადამიანი ასე დააინტრიგო და დატოვო. -ვითომ?-ცოტნემ ნეკასკენ გადადგა ნაბიჯი, თვალი თვალს გაუსწორა და ჩუმად დაიჩუერჩულა -ოდესმე მაინც ვნახავ მაგ ხალს და გეფიცები ისე ვაკოცებ ჩემს სახელს კვნესით წარმოთქვავ.-ნეკა დაიბნა არ ელოდა მოვლენების ასე განვითარებას, სადავეები ნელ-ნელა ხელიდან ეცლებოდა და ხვდებოდა,რომ ახლა თავად კარგავდა კონცენტრაციას.- მართალია ეს მაშინ მოხდება როდესაც შენ გენდომება,მაგრამ მაგის შემდეგ ყველაფერი ისე წავა, როგორ მე მენდომება და ოთხივე ხალი მხოლოდ ჩემი იქნება-ნეკას ხელი მოჰკიდა და წელზე შემოისვა. ხელები ზურგზე შემოხვია, ახლოს მიიზიდა და კვლავ აკოცა. -ისევ იგივეს ვუბრუნდებით? -ამჯერად ნამეცადინები ვართ კვლავ იგივე სცენარი გაიმეორეს და ბოლოს ისევ საძინებელში აღმოჩნდნენ. ნეკა ცოტნეს ზემოდან იყო მოქცეული და ყურის ბიბილოს ქვეშ კოცნიდა. ცოტნეს თავი გადაეგდო და სიამოვნებისგან ქშინავდა. ლავიწებს დაუყვა ნეკა სველ სველი კოცნებით. ცოტნემ ხმას უმატა. უფროდაუფრო სიამოვნებდა. მკერდზე გადავიდა. მაგრამ ამჯერად მსუბუქად არ უკოცნია. უფრო მომთხოვნად და ვნებიანად აკოცა ვიდრე წინაზე, თან ამ ყვეკაფერს ენის წვერიც შეაშველა და ცოტნე ბოლომდე გადაიყვანა ჭკუიდან. -ჭკუიდან მშლი- ძლივს წარმოთქვა ცოტნემ და თავი კვლავ უკან გადააგდო. ნეკა მკერდის ძვალს ჩაუყვა. პრესამდე მივიდა, ჯერ თითები მოუსვა, ცოტნეს ტაომ დააყარა, შემდეგ ტუჩები შეახო. ნეკნებს სათითაოდ დაუყვა და ყველას აკოცა. ნეკნებზე გაკეთებულ ტატუს რამდენჯერმე ხელი გადაუსვა და მასაც აკოცა. ენა აქაც მიაშველა და ცოტნეს ამოქშენა და ნეკას კოცნა ერთი იყო. -ნ…ნ…ნეკა- ძლივს წარმოთქვა -გავჩერდე? -ა…რ…ა-შუალედებით წარმოთქვა და თვალები დახუჭა-ჯანდაბა ასეთი რამს არასდროს მიგვრძნია. ნელა ააყოლა თითები გვერდებზე. მკერდს ქვევით გაჩერდა და კვლავ მკერდზე აკოცა. ხვდებოდა როგორ სიამოვნებდა და მოსწონდა ის ფაქტი რომ მსგავსად მოქმედებდა მასზე. მენჯთან ტატუს პატარა ნაწილი შენიშნა -აქაც ტატუ გაქვს?-ცოტნემ საპასუხოდ თავი დაუქნია და გაუღიმა- შეიძლება ვნახო? -ყველაფერი შეიძლება რაც გსურს-წამოიწია და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. ნეკამ ნელა ჩაატარა თითები გვერდებზე, შარვლის სათავე მხოლოდ იმ დონეზე ჩასწია რომ ტატუ ენახა. თითები გადაატარა,რაზეც ცოტნეს ტაომ დააყარა. -მოგწონს? -კი, ლამაზია. მეც მაქვს ტატუ მენჯზე -მე რომ ვერ შევამჩნიე? -მენჯზე მხოლოდ იმ ხალს უყურებ და რას შეამჩნევ? -შეიძლება ვნახო? -კი-ნეკამ საკუთარი შარვლის სათავეს ხელი მოჰკიდა და ფრთხილად ჩაიწია ტატუს საჩვენებლად. მეორე მხარეს ჰქონდა და ამიტომაც ვერ შეამჩნია ცოტნემ. ბაბუაწვერა ეხატა რომლის ბუსუსებიც ვითომ იფანტებოდა გარშემო. ცოტნემ თითები ნაზად გადაატარა -ძალიან ლამაზია- ტატუსკენ დაიხარა-შეიძლება?-თვალებით ახედა და მას შემდეგ რაც ნეკასგან დასტური მიიღო ნაზად აკოცა. კვლავ ისევ ისე დაწვნენ ერთმანეთში გადახლართულები. -ცოტნე -ჰმმმ -ჩვენ ახლა ვინ ვართ ერთმანეთისთვის? -სიმართლე გითხრა არ ვიცი-ცოტნემ გაიღიმა და ნეკას დახედა- შენზეა დამოკიდებული ვინ გინდა რომ ვიყოთ. -ჯერ წყვილი არ ვართ,არც მეგობრები ვართ, არც მტრები მაშინ ვინღა ვართ?-აკისკისდა ნეკა -განსაკუთრებული მეგობრები?-ახლა ცოტნემ დაიწყო სიცილი -განსაკუთრებული მეგობარი რაღაა მოდი არ გვინდა ეს ოფიციალობები კარგი? ყოველშემთხვევაში ჯერ. -ხო გითხარი რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ გინდა. -ძალიან საყვარელი ხარ-ნეკამ ნიკაპზე მოკიდა ხელი და ნაზად აკოცა. -ნეკა თხოვნა მაქვს -გისმენ -თუ ირაკლი კიდევ შეგაწუხებს ან საერთოდ მოგიახლოვდება გთხოვ მითხარი. კარგი?-ნეკას დახედა რომელსაც გამომეტყველება შეეცვალა- არ მინდა ახლა მასზე იფიქრო უბრალოდ თუ მოგეკარება უნდა მითხრა გესმის? -გპირდები რომ გეტყვი,მაგრამ ხო იცი რომ სუსტი არ ვარ? -რა თქმა უნდა ვიცი. სუსტი? შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ვარ ვისაც ვიცნობ-მის თმაში ჩარგო ცხვირი და ცოტა ხნით ასე იყო. -იცი მართალი იყავი -მე ზოგადად ხშირად ვარ მართალი-გაიცინა ცოტნემ- მაგრამ ამჯერად რაზე? -ირაკლიზე… ის რეალურად არასდროს მომწონდა და მითუმეტეს მიყვარდა. მასთან რატო ვიყავი არ ვიცი მაგრამ… -მე კი ვიცი რატო იყავი მასთან. მასთან ჩვენი კოცნის შემდეგ გამოჩნდი. -ჰოო ჩვენი პირველი კოცნა სრული შოკი იყო ჩემთვის -იმდღესაც გამექეცი და მეორე დღეს ირაკლისთან ერთად დამადექი. -რა მექნა? შოკში ვიყავი და მინდოდა დამევიწყებინა. -მაგრამ აღიარე რომ მოგეწონა -ვაღიარებ იყო იმ კოცნაში რაღაც განსაკუთრებული. ვერ ვხსნიდი რა მაგრამ იყო რაღაც -მაშინ ძალიან მომწონდი… სიგიჟემდე… ახლაც ეგრეა. -ასეთ დროს არ ვიცი რა უნდა გიპასუხო -პასუხი საჭირო არაა.-შუბლზე აკოცა და უფრო ძლიერად მიიხუტა.- რომ არ მეკოცნა იქნებ იმ სირთან არც ყოფილიყავი? -ეგ ყველაფერი რომ არ მომხდარიყო ახლა სავარაუდოდ აქ შენს გვერდუთ არ ვიწვებოდი. -ან იქნებ მაინც მომხდარიყო,რა იცი? -ვიცი -ცუდად მოვიქეცი საკუთარი სურვილები შენსაზე მაღლა რომ დავაყენე და მაშინ გაკოცე როდესაც მიხსნიდი თუ როგორ გძულდი -არადა სულაც არ იყო ცუდი კოცნა-მკერდზე დააწვა და გაღიმებული შესჩერებლდა მის ღიმილზე ცოტნესაც უნებურად გაეღიმა-მაგრამ უკეთესიც მქონია -მაგალითად? -მაგალითად დღეს- ზევით აიწია და სწრაფად აკოცა. თავის ადგილს დაუბრუნდა და ისევ ღიმილიანი შესცქეროდა. -მაგიჟებ გესმის? ჭკუიდან მშლი და რაც მთავარია ეს ძალიან მომწონს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.