შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შვიდი საიდუმლო (თავი 1)


18-07-2022, 14:33
ავტორი Mim-i
ნანახია 1 909

ადამიანებს რომ კითხო რა არის სიყვარული,სხვა და სხვა პასუხს გაგცემენ,თუმცა დარემუნებული ვარ ყველა ერთსა და იმავეს გრძნობს.
სიყვარული ბევრ ნაირი კი არა,ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ ადამიანებშია.


ჩემნაირ ადამიანებზე იტყოდნენ ხოლმე,როგორი ახალგაზრდაა და რა უმღიმღამოდ ჩამოსტირის სახეო,სიმართლე იყო?
კი ..
იცით, ადამიანების მთავარი საიდუმლო რა არის ? ის,რომ ყოველ ნაბიჯზე ახლიდან ეცნობიან საკუთარ თავს,ეს მუშაობას გავს,მაგრამ სამწუხარო ფაქტი ისაა,რომ თანხას არავინ გიხდის ამისთვის.
არასდროს ვყოფილვარ ზედმეტად გამომწვევი,თავნება ან კეკლუცი.
არ ვიცი,იქნებ აღზრდის გამო ან იქნებ,ჩემს გამო მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი,რომ ქალის მთავარი გასაღები გონებაა და არა სხეული.
ჭკვიანმა ქალმა იცის,როდის იტიროს,როდის იყო სულელი და როდის გამოავლინოს გონებამახვილობა .


-იცი რას ვფიქრობ? -ხელებგაშლილი ლილე ახალ გაკეთებულ ფრჩხილებს მთელი ინტერესით აჩერდებოდა -იქნებ რაღაცმხრივ სწორიც იყო-ტუჩები მობრიცა და ეშმაკურად გამომხედა
-იქნებ
-შენი აზრით პატიებას თუ გთხოვს ? - ცოტა ხანს დავფიქრდი,დავითისგან მოსალოდნელი ყველაფერი იყო, მაგრამ ერთადერთი რაც ვიცოდი ზუსტად, იყო ის რომ ბოდიშს არასდროს იხდიდა,მაშინაც კი თუ დამნაშავე იქნებოდა
-პატიებას? რამდენი წელია ცოლ-ქმარი ვართ,ჯერ არადროს მსმენია მისგან სიტყვა მაპატიე
-გეუბნებოდი წამოდი მაგისგან მევთქვი , შენ კიდევ თავს იგიჟებდი, გაიძახოდი მიყვარს მიყვარსო, აგერ შენი სიყვარული, მოგი***ნა ტვინი და ბავშვის გაკეთებაც ვერ შეძლო- მხრები აზიდა და გულიანად გაიცინა.
ჩემი ოჯახის პრობლემა სწორედ ეს იყო, იცით ? თურმე ზოგი ადამიანისთვის მოსაბეზრებელია ხოლმე ყველაფერი, მაშინ როდესაც ადამიანს ათი თითივით იკითხავს.
დავითი სულ გაიძახოდა გიცნობ
და კარგად ვიცი რაზე ხარ წამსვლელიო,ხან ძალიან იჭრებოდა როლებში, მეუბნებოდა მომაბეზრე თავიო, მივხვდი რომ სიყვარული იქ ქრება, სადაც შენ მთავრდები ადამიანისთვის, ხოდა…. მეც შევწყვიტე მისი სიყვარული წლების წინ.
ყველაფერზე მეტად მქონდა შეძულებული მისი მზერა, დარწმუნებული ვარ მასაც უზომოდ ვეზიზღებოდი, მაგრამ საკმაოდ ამაყი და მესაკუთრე იყო საიმისოდ რომ გავეშვი. თუმცა ეს ხელს
არ უშლიდა საყვარლების ყოლაში, ამას შეჩვეული ვიყავი, თავიდან ვტიროდი, ვკიოდი და მწყინდა.
მერე მივხვდი,რომ ერთგულება სულიდან ამოძახილი ღრმა გრძნობაა რომელსაც ცხოველური ინსტიქტის მქონე ადამიანი ვერ შეითავსებს, გავერიდე და ნება მივეცი ეცხოვრა თავისთვის.
ასეთ ადამიანებს არ ესმით და არ ეშინიათ,მაგრამ დასასრულისას მაინც ისინი იტანჯებიან. მოღალატე თვლის,რომ ღალატისთვის მიზეზი აქვს,მიზეზების ჩამოთვლაც კი შეუძლია. ჯერ ბედნიერია,ახალ შეგრძნებებს იღებს,თავისუფლებას უგებს გემოს,იმ თავისუფლებას რომელიც არასდროს დაუკარგავს. მერე წინააღმდეგობას აწყდება, ან ტოვებს ან ტოვებენ, მაგრამ მთავარი აზრი იმაში დევს, რომ ორივე შემთხვევაში ნანობს. ხო.. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ასეთი ადამიანი ყველაზე ხშირად ნანობს.

-ბავშვი რომ არ გვყავს კარგიც კია-ხმადაბლა ამოვღერღე და სკამს მივეყრდენი
-რას იძახი.. მერე ვეღარასდროს მოიშორებდი
-შენ გგონია ასე, დამიჯერე გაიქცეოდა - გულიანად გავიცნე და ტუჩები შევკარი- სიკვდილივით ეჯავრება ბავშვის ტირილი
-იცის კაპიკად არ უვარგა , დაბოღმილია, აბა წარმოიდგინე ? ერთი ნაკლი რომ გაქვს ადამიანს, თან ასეთი.
შენი თავი ღმერთი გგონია და უცბად იგებ,რომ უხარისხო გაქვს ინსტრუმენტი
-ხოო… კაცისთვის ეს სიკვდილივითაა
-იმასთან რას შვება? -წარბები აზიდა და მანიშნა,რომ დიანას გულისხმობდა , დავითის იმჟამინდელ საყვარელს
-არ მკითხო-სიცილი წამსკდა-ძალიან ვერთობი ხოლმე,ეს თუ უხასიათოდ მოდის სახლში უკვე ვიცი რომ დიანასთან იჩხუბა. თან უნდა ნახო რეებს სწერენ ხოლმე ერთმანეთს
-ხო?? რეებს ? - ინტერესით თვალები გაუფართობდა - მიდი წამაკითხე რა გთხოვ


დავით: პრინცესა, აქ ხარ ?
დიანა: ხო ჩემო დათვის ბელო

-დათვის ბელო? -ლილემ გამაწყვეტინა კითხვა
-ჯერ სად ხარ

დავით: ერთი სული მაქვს როდის დავშორდები ამ ნაბ***არს
დიანა:წელიწადია შორდები, მომბეზრდა მაგის მოსმენა
დავით: ხოიცი არ შემიძლია ჯერ
დიანა: რატო,გაბავს ?
დავით: ხო ნახე რა ინტერიჩკაა

-ისტერიჩკა?-ლილემ კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა კითხვა
-საიდან მოიგონა არ ვიცი


დიანა:ნერვები გაგინადგურა
დავით:ზოგჯერ ძალიან ვნანობ რომ საერთოდ გავიცანი
დიანა:ხოდა მალე დაშორდი..
დავით:ცოტაც მოითმინე ჩემო ყვავილო
დიანა: დღეს არ შევხვდეთ ?
დავით; სმენას მოვრჩები და გამოვვარდები შენთან
დიანა: სიურპრიზს დაგახვედრებ
დავით: რა სიურპრიზს ?
დიანა: რომ შევხვდებით ნახავ , მოუთმენელი ნუ ხარ

-ერთი გამაგებინა რა საცვლები იყიდა ასეთი რომ სიურპრიზია-ტელეფონი მაგიდაზე დავდე
-არ ვიცი, სიურპრიზს სახელი ელახება უკვე
-ისე ლილე,დავფიქრდი და მომბეზრდა რა
-ახლა მოგბეზრდა ? - ლილეს ჩაეცინა
-არა აქამდეც მობეზრებული მქონდა,ხოიცი არ მაძლევს განქორწინების უფლებას ?
-ვაიმე…სალომე ! გეხვეწები- ბრაზისგან თვალები აენთო-დაახვევინე რა

დღის მიწურულს, როცა დავითი კერას
დაუბრუნდა უკვე საწოლში ვიწექი, ყოველდღიურობა იყო ასეთი. ის დიანასგან დაღლილი მოდიოდა, მე კი სამსახურში ვიღლებოდი.
არ ვიცი რამდენად ბევრს ვფიქრობდი ხოლმე, მაგრამ ვიცი რომ ერთი და იმავეზე ბევრჯერ მიფიქრია და მომბეზრებია კიდეც.
ფიქრი საშინელი რამაა,თუ გღლის ხომ საერთოდ.
-დაწექი? -საწოლზე დაჯდა და ნასკებია გახდა დაიწყო
-ვერ ხედავ? სად იყავი ამდენ ხანს ? -მისკენ გადავტრიალდი
-სამსახურში მქონდა ბევრი საქმე
-ძალიან დაკავებული კაცი ხარ
-რას გულისხმობ?
-არ მეგონა შენი სტატუსის მქონე კაცი ასე დაჯავენული თუ იყო
-სალომე რას ნიშნავს ეს ?
-იმედი მაქვს ხელფასს მოგიმატებენ,თორემ რთულია ალბად ტელეფონების შეკეთება -გავიცინე და საწოლზე გავსწორი
-იცი რას ვფიქრობ?
-რას ?
-წარსულში რომ დავბრუნდე გამოგყვებოდი თუ არა ცოლად
-მერე ? რა მოიფიქრე
-შენ არ მგონია გამოგყოლოდი, ერთი სული მაქვს დამშორდე -გულწრფელად
ვუპასუხე
-რატომ უნდა დაგშორდე ?
-განქორწინება მინდა- მოულოდნელად წამოვიძახე
-მეასედ ამბობ ამას
-ხო ოთხმოცდაცხრამეტჯერ ვერ გაიგე
-მე არ გცილდები, ვსო.. გადატრიალდი და დაიძინე ახლა

ძალიან ლამაზია ზამთარი, არასდროს მყვარებია სიცივე მაგრამ,წელიწადის ეს დრო საიდუმლოსავითაა.
ერთი სიკვდილი სამსახური იყო,მეორე იქ მჯდარი უფროსი რომელის ცოფებს ქაფებად ყრიდა ხოლმე,ასეთი უჟმური ქალის მნახველი ჯერ არსად ვიყავი.
კომპიუტერის წინ მჯდარი ყველა მოვალეობას ვასრულებდი,ერთადერთი რაც მაკლდა ცოცხი და აქანდაზი იყო, ხელფასზე მეტის თქმა
შემიძლია, თავისუფლად ვიტყვი რომ ჩემი ხელფასით ფასდაკლებაში
მოხვედრილ ტრუსებს თავისუფლად იყიდდა ადამიანი.
ძალიან მობეზრებული მქონდა იქაირობა,მაგრამ ვიცოდი სახლში ჯდომა უფრო მომბეზრდებოდა,ამას დროის გაყვანას დავარქმევდი უფრო ვიდრე მუშაობას.
-იქნებ,სადმე წავსულიყავით და გვეგულავა? - მაგიდაზე წამოჯდა ნიკა
-სიტყვა გულაობა მეზიზღება -მოკლედ მოუჭრა ნათიამ
-იქმებ სადმე წავსულიყავით,გვეხალისა? -გადააკეთა დამცინავად ნიკამ
-მაგალითად ? -ჩავერთე საუბარში
-კლუბში წავიდეთ - ნინომ იდეა მოგვაწოდა და მაშინვე გაჩუმდა
-თინეიჯერობის მერე არ ვყოფილვარ - დაამატა ლევანმა
-არც მე-სიცილი წამსკდა
-წავიდეთ რაა-ბავშვურად შეიშმუშნა ნიკა

ქალაქში ბევრი ღამის კლუბი იყო,თუმცა რატომღავ მე არცერთ მათგანზე ვიცოდი, განა იმიტომ რომ უჟმური ვიყავი, უბრალოდ არასდროს დავინტერესებულვარ.
უკვე ვიცოდი რომ ჩემი საყვარელი მეუღლე ღამით სახლში არ იქნებოდა,სარკის წინ მდგარს ბოლო შტრიხი შემქონდა საკუთარ თავში
-ესეც ასე - ტუჩსაცხი მაგისაზე დავსე და ტუჩები ერთმანეთს გავუსვი -ლამაზი ხარ დღეს სალო,მაგრამ ერთი ნაკლი გაქვს -ჩემს თავს ვუთხარი და წელში გავსწორდი.



№1  offline წევრი ♥️♥️

ძალიან კარგი და საინტერესო არის ველოდები ახალ თავს♥️♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი OKI ME

მომეწონა ძალიან heart_eyes heart_eyes ვფიქრობ წინ ძალიან საინტერესო ამბები გველის stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye

ჯერ ვერ გავიგე ეს დათვის ბელი როგორი ადამიანია ამიტომ მასზე ბევრს არაფერს დავწერ. მოვა მისი მიწასთან გასწორების ან ქება-დიდების დროც laughing laughing ველი ერთი რატომ არ უნდა გაშორება სალომესთან, მიზეზი მაინტერესებს. ააქვს კი რაიმე ისეთი მიზეზი რითიც თავს გაიმართლებს? confused confused

აი ის დიანაა თუ ვიღაც პრინცესა კი უკვე მიშლის ნერვებს laughing laughing

ეს ინტრიგნული დასრულება რა იყო ისე ? laughing laughing იმედი მაქვს მალე დადებ ახალ თავს. მოუთმენლად ველიი heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

რა კარგია. მოღალატე და უსინდისო ქმარი

 


№4 სტუმარი სტუმარი Nestani

Aba ra tan shen ROM ici da vitom araferi????????????momewona imedia gavertobit kargi Tavi iyo momewona warmatebebi ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent