შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შვიდი საიდუმლო (თავი 2)


19-07-2022, 14:17
ავტორი Mim-i
ნანახია 1 723

შეგრძნება თუ გაგჩენიათ ისეთი,თითქოს ადამიანს ღალატობთ? მაშინ როდესაც არ ღალატობთ.. ზუსტად მსგავსი შეგრძნება მქონდა სარკის წინ მდგარს.
არ ვიცოდი, იქნებ მსგავსი თავისუფლება უკვე სიმარტოვის ნიშანი იყო,იქნებ ეს ის ზღვარი იყო რომელსაც ბევრ წლიანი ჩაკეტილობის შემდეგ ვკვეთდი?
საკუთარ თავს ცოტა ხანს მივაჩერდი, სიმართლე რომ ითქვას,ვერც კი შევამჩნიე როდის გაუჩნდა ჩემს ოჯახს ბზარი.. ეს უცნაური რამ არის,ფიქრობ და ვერ იხსენებ რომელი დღე იყო,რომელი წამი,რომელი დღის მონაკვეთში გაწყდა კავშირი რომელიც სამუდამო გეგონა.
თავიდან ყველაფერი ზღაპარივითაა,ყველას ერთი და იგივე სცენარი აქვს. გიყვარდება და უყვარდები,თავს ბედნიერად გრძნობ,გგონია უკეთესს ვეღარსად შეხვდები.
თუთქოს ცხოვრებაში ის პერიოდი დგება რომელსაც მთელი არსებობის მანძილზე ელოდი,ეჩვევი და ეგუები.
მერე რაღაც იცვლება,როდის ვერ ამჩნევ თუმცა მთელი სხეულით გრძნობ.
ხომ გაგიგიათ,ქალი ყოველთვის გრძნობს მამაკაცის ღალატსა და გულგრილობასო?
მართალი ყოფილა. როდესაც მოდის დრო,ჯერ კიდევ შეუმზადებელი ხარ და გგონია შეგრძნება გღალატობს,სახეში სილასავით გაწნის ცხოვრება მარტოობას,სულიერ სიცარიელეს და სიმართლეს.
ჯერ მიღება არ გინდა,თითქოს იბრძვი,მაგრამ რისთვის აღარ გახსოვს.. მერე იკარგები,სადღაც მიდიხარ და ქრები.
ადამიანი რომელიც გიყვარდა შენს წინ ჯდება,უყურებ თვალებში და ფიქრობ აქამდე როგორ მოხვედით,როდის გაუცხოვდით.
ისიც იმავეს ფიქრობს ალბად,ალბად ასეთი ადამიანებიც ფიქრობენ რამეს.

კაბის ბოლო შევისწორე.წითელი ფერის იყო,ძალიან მიყვარდა წითელი.
ვნებასთან და ცეცხლთან ვაკავშირებდი მუდამ,თავისუფლებასთან და ომთან.
თითქოს ეს ფერი მხოლოდ ქალებისთვის შეიქმნა.
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი,ძალდატანებით გავუღიმე საკუთარ თავს და წლების შემდეგ ახლიდან გადავდგი თავისუფლებისკენ ნაბიჯები.

გრძელ რიგში ვიდექით,ჯერ კიდევ დაძაბული და შეშფოთებული ვიყავი,მთელს სხეულში ვგრძნობდი დანაშაულს,თითქოს საკუთარ თავს ვღალატობდი,თითქოს დავითი სახლში მელოდა .
-მიბრძანდით-ჩემს წინ მდგარმა დაცვის კაცმა შეგვიშვა შენობაში
-რამდენი წელია აქ არ ვყოფილვარ-წაიცვეკა ნათიამ-ასე მგონია თინეიჯერობის ასაკში ვარ ისევ.. ღმერთო რა ამაზრზენი და თან რა სასიამოვნოა
-იგივე კომენტარს ვაკეთებ მეც-მსუბუქად გავკარი მხარი და გავუღიმე .
მუსიკის ხმა კედლებს ანგრევდა,ერთმანეთში აზელილიყვნენ სიცოცხლით სავსე ადამიანები,ცეკვავდნენ და ცეკვავდნენ მთელი შეგრძნებით.
თითქოს მუსიკას მთელს სხეულში შეეძლო გავლა და ყველას აიძულებდა ცეკვას.
სასიამოვნოც კია ბედნიერი ადამიანების ყურება,მაშინაც კი თუ ისინი პატარა ცოდვას სჩადიან სიამოვნების მისაღებად, მე ეს შეგრძნება დიდი ხანია რაც არ მახსოვდა.
გრძელ ბართან თავმომწონედ ვიდექით,ლევანმა შეკვეთა მისცა ბარმენს. რატომღაც ჩვენს თავს გულით ახალგაზრდა მოხუცებს ვამსგავსებდი,სასაცილოც კია , თუმცა მაინც სასიამოვნო.
-კაი მუსიკაა რა -ნიკოლოზმა სასმელი მოწრუპა და ჭიკა გამომიწოდა
-მადლობა,რა არის ეს ? -ვიკითხე და ინტერესით დავაჩერდი სასმელს
-ლევანს კითხე აზრზე არ ვარ
-გემო კარგი აქვს
-საკაიფოდ,კი-ადგილზე გაჩერება უჭირდა,თუთქოს სხეულზე ჭიანჭველები დასდიოდნენ, უხერხულად იკლაკნებოდა.
-ხოარ გეწყინებათ რომ გავიაროთ ბიჭებმა ? -იკითხა ლევანმა და ნიკას თვალით ანიშნა წამოდიო,უკლებლივ რაღაც ვერაგულისთვის ეპატიჟებოდა.
-წადით -ნინომ ხელი აუქნია.
ნათია წამოიწია,თვალი მოავლო მის ირგვლივ მოქმედ სიტუაციას
-ვიცეკვოთ რა -თვალი ჩაგვიკრა და კეკლუცად გააქნია თეძოები,შეუძლებელი იყო უარის თმა,უპატიებელიც კი.
ხალხში აზელილ არეულობას ვგავდით,მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ სად იყო, ვინ ვინ იყო და ვისთან ერთად,თითქოს არავის ადარდებდი,არავის ჭირდებოდი.
ეს უკეთესი აღმოჩნდა,ვიდრე ხელების ფათური,თუმცა გამიჭირდა, კომპლექსიან ბავშვს ვგავდი,თითქოს სამყაროს უდიდესი თვალი ჰქონდა და მხოლოდ მე მაკვირდებოდა.
-გააქნია ეს ლამაზი თმა-სიცილით წამოიყვირა ნინომ,ხელები თეძოებზე შემომაჭდო და ამიყოლია. ჩემდაუნებურად გამეღიმა სრულიად უმიზეზოდ.
ახლა მეც ვგრძნობდი ყველაფერს რაც ჩემს გარშემო იყო,მუსიკას,მსუბუქ დავბრუსხვევას რომელიც სასიამოვნო მომეჩვენა,თავისუფლებას,ბედნიერებას.
ადამიანებს ყველაზე მეტად მუსიკა აბედნიერებთ,ამაში დავრწმუნდი.
უსმენ და არ იღლები,მეტი გინდა.
-ვაიმე-ჩამჩურჩულა ნინომ ყურში
-ვაიმე ?
-ვაი მე-წარბები აზიდა,ჩემს უკან რაღაცას მთელი ინტერესით აჩერდებოდა,თვალს ვერაფრით წყვეტდა
-რა მოხდა? -საპასუხოდ ჩავჩურჩულე მეც
-შენი ქმარი არაა ეს ?
-სად?
-უკან მიიხედე-ტუჩები დაბრიცა.
უდარდელი მზერით,ისე თითქოს არც კი ვიცნობდი თვალი გავუსწორე დავითს. ჯერ ვერ მიცნო,არც მიკვირს,ძალიან დიდი ხანია ასე ლამაზი და ლაღი არ ვუნახივარ.


გავუღიმე. გაოგნებული მეტად დამაკვირდა,მიცნო… ბაგეები გაეპო.
იცით … ცოტა ხანს დამავიწყდა კიდეც ის რაც ჩვენს შორის ხდებოდა,ერთი წამით ვინატრე “ახლიდან შეიძლებოდეს ნეტავ შენი გაცნობა” თქო,თუმცა გონს მალე მოვედი, მასთან დიანა მივიდა. მაღალ ქუსლებზე მდგარი,მოკლე ლამაზ კაბაში გამოწყობილი,ლამაზი,თუმცა ოდნავ საშიში იერით .
დავითს თავი დავუკარი,კიდევ ერთხელ გავუღიმე,საპასუხოდ თავი გააქნია.
ჩემი უჩვეულო სიმშვიდე ომს გავდა,რადგან მიხვდა,რომ ყველაფერი ვიცოდი .
აზრი აღარ ჰქონდა არაფერს,
არც ჩემს წინ მდგარ ქმარს და მის საყვარელს,არც ნერვიულობას და არც დარდს,მაგრამ მივხვდი,რომ აზრი ჩემს ბედნიერებას ჰქონდა.
ვინანე ის სინანული თავდაპირველად რომ ვიგრძენი,თითქოს მხრებიდან ტვირთი მოვიხსენი მათი დანახვის შემდეგ.
დავითი იდგა,მიყურებდა და ალბად ნანობდა უკვე…

-კარგად ხარ სალომე ? -ნათიას ხმა ჩამესმა ყურში-ეს არის ?
-კი..და კარგად ვარ..ისე როგორც არასდროს
-ჰაერზე ხომ არ გინდა გასვლა? -ნინომ მხელი ჩამკიდა
-რატომ? -ზურგი ვაქციე დავითს-პირიქით,ამ შენობაში მინდა ყოფნა
-ჩემი ლამაზმანი-სიამაყით დაიყვირა ნინომ-ღმერთო რა ქალი ხარ ! საოცრება
-გეფიცები ძეგლი გეკუთვნის
-და ოსკარიც ჩემი ღიმილისთვის-სიცილით დავამატე.

ღამე საოცარი იყო,აღარ მახსოვდა რამდენიმე საათის უკან ნანახი ქმარი,თუმცა დაღლას მაინც ვგრძნობდი. სასაცილოდ ჟღერს,წელი ამტკივდა! ცეკვისგან წელი მტკიოდა და ამ ტკივილზე ვგიჟდებოდი კიდეც.
-სახლში წავალ უკვე -ჩემთან ერთად მყოფ მეგობრებს დაღლილმა გავხედე
-დავიღალე მეც-ლევანმა სასმელი კიდევ ერთხელ მოწრუპა -წამოდი და გაგაცილებ თან.
ნათიას,ნინოს და ნიკას დავემშვიდობეთ. შენობიდან გამოსვლისთანავე მეტად ვიგრძენი დაღლა,თითქოს ყურებმაც კი დაიწყეს სუნთქვა.
-კარგად ხარ ? -ლევანმა დუმილი დაარღვია
-რატომ მეკითხები-გამეცინა გულიანად
-შენი ქმარი .. ხო ხვდები რას ვგულისხმობ
-აააა ეგ-ახლოს მდგარ გრძელ სკამზე დავჯექი-აღარც მახსოვდა. ყველაფერი ფანტასტიურად არის
-ასეთ სინაგლეს არ ველოდი -მხრები აიჩეჩა-ძალიან დიდი სირცხვილია
-ალბათ ყურები ეწვის
-შეიძლება..რატომ არ დაშორდები?
-თვითინ არ უნდა, თან დღეს გაიგო რომ ვიცოდი მისი საყვარლის შესახებ
-ელაპარაკე?
-არა. მივახვედრე,ეს უკეთესია
-სასიკვდილო გასროლა-გაეცინა ლევანს და გვერდით მომიჯდა.
სუფთა ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი,შენობის კედლებიდან მუსიკის ხმა ყრუდ აღწევდა,მომაბეზრა კიდეც თავი. ყველაფერს დაღლა ცოდნია.
-სალომე-ნაცნობი ხმა მომესმა.
დავითი სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა ჩემკენ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა,თითქოს ჯაჭვებიდან ახლა ხანს დაიღწია თავი
-გამარჯობა დავით-ლევანი ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამოართვა გაცოფებულ დავითს-მე წავალ
-არა დარჩი,მოდი მომიჯექი ისევ-ხელით ვანიშნე სკამისკენ,უხმოდ დაუბრუნდა ადგილს და ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა
-აქ რას აკეთებ?
-რასაც შენ,ვერთობი-წარბები ავზიდე და გავუღიმე,დარწმუნებული ვარ ჩემი ღიმილი ეზიზღებოდა იმ ღამით
-აქ ერთობი?
-არ ვიცი..როგორც დაინახე ალბად კი
-აქ ?
-დიახ-დიანა შევნიშნე,რომელიც მთელი სისწრაფით მორბოდა დავითისკენ-აი შენი საყვარელიც შემოგვიერთდება ახლა
-ჩემი საყვარელი არ არის
-გამარჯობა ყვავილო-დამცინავად შევახსენე მისი სიტყვები.
-აქ რა ხდება ? -გააფთრებულმა დიანამ ხელი მკლავში ჩაავლო დავითს
-ვსაუბრობთ-მშვიდად ვუპასუხე და ფეხი ფეხზე გადავიდე
-დავით ?
-ვსაუბრობთო გიპასუხა
-რახან აქ ვართ ყველა-თქვა დიანამ -მინდა კარგი რჩევა მოგცე- ჩემკენ დაიხარა
-ხო? -ლევანმა და მე ერთმანეთს შევხედეთ-მიდი
-როცა ადამიანს აუბედურებ ეგოიზმის გამო არ უნდა აკავებდე
-ვინ დავაკავე? ააა.. ალბად შენს გვერდით მდგარ კაცს გულისხმობ,ჩემი ქმარი რომაა-ლევანმა სიცილი ვერ შეიკავა-საიდან მოიტანე რომ ვაკავებ?მთლიანად შენია,გაჩუქებ კიდეც .. ალბად არ უთქვამს,რომ განქორწინებას ვითხოვ თვეებია-დიანას სახე აელეწა-ნახე.. რჩევას მე მოგცემ ახლა, მოღალატე ყოველთვის მოღალატედ დარჩება-სკამიდან წამოვიწიე-დარწმუნებული იყავი შენც გიღალატებს,მობეზრდები მალე. ნუ იფიქრებ თქვენ ღრმა სიყვარულის წინააღმდეგი რომ ვარ,პირიქით,მინდა რომ წაიყვანო…შეიძლება რაღაც გთხოვო? რაც შეიძლება მალე გააკეთე ეს , ქორწილია გადახდა მის ღალატამდე რომ მოასწრო
-რეებს ლაპარაკობ? -საუბარში დავითი ჩაერთო
-რა იყო? -თავი გავაქნიე უკმაყოფილოდ -დღეს გაიგე რომ აღარ მჭირდები?
-ნასვამი ხარ, დროზე წამოდი სახლში-ხელი მკლავში მტაცა
-გვერდით მიიხედე, იმდენადაც ნუ დაეცემი რომ საყვარელმაც მიგატოვოს-მისგან გავნთავისუფლდი
-შეხედე..სახე ჩამოსტირის,უბედურია მე რომ მეხვეწები სახლში წასვლას
-შე ნ****ო-დიანამ კაბის საყელოში მტაცა ხელი,ეს-ეს იყო მთელს ღვარძლს გადმოანთხევდა რომ დავითმა საპასუხოდ ჩაავლო ხელი კაბის ბოლოში,მთელი ძალით განიზიდა და მისი კლანჭებისვან მიხსნა
- ერთმანეთს უხდებით
-იქნებ წავიდეთ სალომე-ლევანი შეწუხდა,ალბად ეს ყოველივე მისთვიასაც ისეთივე გულის ამრევი იყო როგორც ჩემთვის
-სიამოვნებით
-დროზე სახლში-დავითი ჩემკენ წამოიწია
-მაგას ვაპირებ კიდეც დათო
-დათო რას აკეთებ ჰა ? -დიანას სიმწრისგან ცრემლები სდიოდა,ერთ ხანს შემეცოდა კიდეც
-შენ ახლა ტაქს გააჩერებ-საყვარელს ბრძანებითი ტონით მიუგო-და სახლში წახვალ,მერე დაგელეპარალები შენ-კბილებიდან ცრიდა .
-კარგი ლევან.. დღეს გადავაგორებ ამ საუცხოო ღამეს-გადავკოცნე
-კარგად იქნებით?
-კი .. რა თქმა უნდა ?
-მიდი ძმა -დავითმა ვეღარ მოითმინა.
მის უკან მდგარი დიანა ჯერ კიდევ გახევებული იდგა,ალბად ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს,
მშვიდი ნაბიჯებით დავითის მანქანასთან მივედი,კარი გამოვხსენი და ჩაჯდომამდე გავუღიმე.
თითქოს გამარჯვება მოვიპოვე…

-ახალი იდეა მაქვს-ელვა შესაკრავი ნაზად ჩამოვწიე
-მე და შენ დიანასთან ერთად რომ გვეცხოვრა,რას იტყვი? -კაბა იატაკზე დაეცა
-სისულელეებს ლაპარაკობ სალომე-ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფი ბოლთას სცემდა
-ძალიან უნიჭო ხარ-დავიხარე და ეშმაკურად ავხედე-ვერ შეძელი დაგემალა
-რამდენი ხანია რაც იცი? -ხელის გულებით შიბლს ნერვიულად იზელდა
-რამდენი ხანია მღალატობ?-პასუხის გაცემა გაუჭირდა
-ერთი წელია
-ერთი წელი ვიცოდი მეც
-და რატომ არაფერს ამბობდი?
-ალბად იმიტომ,რომ ფეხებზე ,ვინ იცის ..
სკამზე დავჯექი,მაკიაჟის მოშორება დავიწყე.გონებაში ჩარჩენილ მუსიკას ვუსმენდი ჯერ კიდევ,სასიამოვნო მომეჩვენა და ღიღინით ავყევი
-რას აკეთებ? -დავითის ხმაში იგრძნობოდა ღრმა იმედგაცრუება
-მაკიაჟს ვიშორებ სახიდან,შეგიძლია ბიუზჰალტერი შემიხსნა? -გავხედე , მის სახეზე ერთ დიდ უბედურებას ამოიკითხავდა ადამიანი.
თავს ბედნიერად ვგრძნობდი,ვიცოდი საშინლად განიცდიდა.
სასაცილო მხოლოდ ის იყო,რომ ბიუზჰალტერის ხსენებაზე თვალები გაუფართოვდა,თითქოს ლახვარი ჩასცეს გულში
-რა ?
-ცხრა წელი მიხსნიდი -გამეცინა-ახლა რაშია პრობლემა ? -სკამიდან წამოვდექი, მისი დახმარების გარეშე გავხსენი,მოვიშორე სხეულიდან და იატაკზე მოვისროლე
-ხვალ ავიღებ -თავი გავაქნიე
-რას აკეთებ სალომე ?
-ვიხდი,რომ დავწვე და დავიძინო,რამე ახალი დაინახე ?
-არ მესმის…-გაოცებისგან სახე წაშლოდა
-ხო რთულია შენს ადგილზე ყოფნა ალბად,წარმომიდგენია
-რატომ აკეთებ ამას ?
-რას ელოდი? ალბად პანიკას და ცრემლებს-საწოლზე ფრთხილად დავჯექი-შენი პრობლემა შენ თვითონ ხარ,მე პრობლემები არ მაქვს .
დავითმა ტანსაცმელი გაიხადა,არ იცოდა საწოლზე დაწოლილიყო თუ სადმე სხვაგან. იცით რა ? მომეწონა კიდეც მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა, კრინტი არ დამიძრავს,მერე მიხვდა რომ არც მისი ძილი მადარდებდა და არც ის,თუ სად მოახერხებდა ამას. საწოლზე თითქმის შეუმჩნევლად მოთავსდა, ჩვენს შორის დუმილი ჩამოწვა .

-სინათლეს არ ჩააქრობ?
-ხო .. ხო.. -საწოლის გვერდით მდგარ ღამის სანათს გადაწვდა
-გაიხარე
ვგრძნობდი როგორ სურდა შემხებოდა,როგორ ელამაზებოდა ის რაც მე გამაჩნდა, როგორ არ მაშორებდა მზერას.
-თუ ოდესმე მაპატიებ…-ხმა დაბლა აღმოხდა
-გაპატიე
-მაპატიე?
-კი, ექვსი თვის უკან,უბრალოდ აღარ მიყვარხარ.. შეგიძლია ბარგი ჩაალაგო,წახვიდე და დიანასთან ამოალაგო.. -მცირეხნიანი პაუზის შემდეგ განვაგრძე
-არ მესმის,რატომ მაინც და მაინც ის ?
-არ ვიცი.. შემიყვარდა
-სიყვარულიც როგორი უგემოვნო გქონია-ხმა დაბლა ჩამეცინა,თუმცა მისთვის მაინც გასაგონად
-არ ვიცი რატომ..
-იმიტომაც დატოვე დღეს ალბად
-გაბრაზებული ვარ მასზე..
-რჩევასაც ხომ არ მთხოვდი? -წამოვიწიე -იქნებ ნამუსმა შეგაწუხოს?
-ბოდიში
-რატომ არ მომეცი წასვლის ნება მაშინ
-არ მინდოდა ასე დაშორება
-ხვალ ჩაალაგებ ტანსაცმელს და აქედან გადახვალ, გასაგებია? -ბრაზი მომერია -საერთოდ არ ღირდი იმ ცხრა წელიწადად
სანათისკენ გადავიხარე . მერე ახალი იდეა დამებადა ..
მისკენ მივიწიე, მკერდით მის სხეულს შევეხე,აღარაფერს ვგრძნობდი, საერთოდ არაფერს.
-რას აკეთებ? -ხმა დაბლა მკითხა. თითები გულმკერდზე დავუსვი
-ამას ვეღარასდროს იგრძნობ-მშვიდად ვუპასუხე და საწოლიდან წამოვდექი.

ცხოვრებაში ყველაფერზე რთული სიმშვიდის შენარჩუნებაა.
ზოგჯერ ადამიანს გბეზრდება,გინდება დაიჩუტო.

-და როგორ ხარ ახლა? -ლილე ჯერ კიდევ შოკში იმყოფებოდა
-იდეალურად
-არ მჯერა რომ ასე მოიქეცი-ფინჯნიდან ყავა მოსვა,ცოტა ხანს გაჩუმდა,მერე გაეცინა და თავი გადააქნია
-არც თვითონ ელოდა ჩემგან ამას
-მაგისი სახე მანახა
-ეს რა ამბები გამოგვიტოვებია-თქვა ნინომ
-ის ალქაჯი როგორ მოგვარდა
-არ მკითხოთ.. მინდოდა გამეგლიჯა,ბინძური ღორი… -ბრაზმა სხეულში დამიარა
-კარგი ქენი რომ არ დაეცი მასსავით
-რა სისულელეა-ლილეს თავმომწონედ გავხედე
-დავითი ასე უხმოდ წავიდა? -იკითხა ნინომ
-ხო.. დილით რომ ავდექი აღარ იყო
-რა ნა****ია. მიკვირს სცენები არ მოაწყო
-რისთვის მოაწყობდა ? მიღალატა,მისმა საყვარელმა კინაღამ კაბა შემომაგლიჯა სხეულზევე და კიდევ სცენა უნდა მოეწყო?
-ეგეცაა ხო-ნინომ შუბლი მოიზილა- რა არ მესმის იცი? მიყვარსო რომ თქვა,არ შერცხვა მაინც?
-როდის სრცხვენოდაა რამის-ლილემ პასუხის გაცემა დამასწრო
-ისე..ნეტავ რა ბედი ეწია იმ დიანას-დავინტერესდი მე
-ეგ მეც მაინტერესებს -ერთხმად წამოიყვირეს გოგოებმა..

———

დავითის წასვლის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა,მასზე არაფერი მსმენია და არც შემხვედრია.
ხელი ერთმანეთის უნახავად გავაწერეთ,მისი ნახვის სურვილი დიდად არც მქონია, თავად კი ალბად სრცხვენოდა კიდეც ჩემი.
უცნაური შეგრძნებაა განქორწინებულ ქალად ყოფნა,თითქოს ცუდი წიკნის კითხვას ასრულებ.
სამყარო სულ სხვანაირი გახდა,ვერ ვიტყვი ძალიან ბედნიერი
ვიყავი მეთქი ოჯახის დანგრევით,მიჩვევა იცის ადამიანმა.
მიჩვევაზე უარესი კი იმ სიყვარულის მოკვლაა რაც ადამიანს გიღრღნის გულს წლების მანძილზე.
თითქოს ორად იყოფი,ტკივილს და შვებას ერთდრლულად გრძნობ,ვერაფრით იგებ რომელი ჯობია,მარტო ყოფნა თუ ადამიანთან,რომელსაც აღარ უყვარხარხარ, ან უყვარხარ მაგრამ ძველებურად აღარ.
გონებაში ფილმის ფირივით ვატრიალებდი იმ საბედისწერო ღამეს,საკუთარი თავით ვამაყობდი,მაგრამ სხეულზე დარჩენილი ტალახივით მქონდა გონებაში დალექილი დავითის უკანასკნელი სიტყვები.
ვერ ვპატიობდი ღალატს,ვერაფრით ვამართლებდი და მეტად ვბრაზდებოდი.
მობეზრებული მქონდა ერთი და იგივე კითხვების მოსმენა,ის დღეები,გარეთ გასვლისას ძლიერი ქალის როლის თამაში რომ მიწევდა და სახლში მისულს ცრემლების შემშრალება.
ვერავის მივცემდი უფლებას შევბრალებოდი,სიბრალური უსარგებლო განცდაა,არავის სიამოვნებს .
მარტო დარჩენის შიში შევიძინე,იმიტომ არა,რომ საწოლში მხოლოდ მე მეძინა მარტოს,იმიტომ,რომ მეგონა თვითონ სამყარომაც მაქცია ზურგი.
სიყვარულის ცუდი მხარე ისაა,რომ ძალიან გიჭირს ადამიანს გადაეჩვიო,თითქოს კარგი მხარე არც აქვს,მაგრამ მაინც ჰაერივით საჭიროა.
სახლს საძირკველს თუ გამოაცლი,ერთიანად ჩამოიშლება,ნანგრევებში მოყვები.
ამ საძირკველს გავს ადამიანი,ძალაუფლებას ანიჭებ,არ
იცი როდის რას მოიმოქმედებს მაგრამ იმედი გაქვს რომ არ გიღალატებს.
შრომობ,თავსაც კი სწირავ მაგრამ ვაი თუ სადმე ხელი წაგიცდეს.
იმედი,მხოლოდ იმედი განგრევს და იმედი გაცოცხლებს.


საღამოხანი იდგა როდესაც კაკუნის ხმა გაისმა,აუჩქარებლად მივუახლოვდი კარს და გახსნისთანავე აღმოვაჩინე,რომ ჩემს წინ მამაკაცი იდგა უცნაურად დაგრეხილ პოზაში.
გაოგნებულმა ავათვალიერე,ზუსტად ვიცოდი რომ არასდროს მენახა აქამდე.
-ბოდიში…ვიცი გვიანია და გაწუხებთ-ძლივს გასაგონად აღმოხდა ბაგეებიდან. მარჯვენა ხელით კედელს ეყრდნობოდა,მარცხენა კი ქურთუკში ჰქონდა შეცურებული.
-არაფერს დაგიშავებ-დამაჯერებლად ჟღერდა მისი სიტყვები
-რა გნებავთ ?
-გთხოვ… დამეხმარე -თვალებ დახუჭული ძლივს აბამდა სიტყვას სიტყვაზე. ადვილად მისახვედრი იყო,რომ ნამდვილ გასაჭირს წაწყდომოდა.
საიდან მომეცა გამბედაობა?
არ ვიცი
გვერდზე გავიწიე და შემოსვლის ნება დავრთე.
მამაკაცმა ნელი ნაბიჯი გადმოდგა,ზღურბლს გადააბიჯა და გაჩერდა, თითქოს შესვენება სჭირდებოდა.
დიდ გაურკვევლობაში ჩავვარდი,გაოცებული მივაშტერდი და კარი ფეხით მივიხურე
-რა გჭირთ ? -ვიკითხე და მაშინვე ვინანე
-კარი გადაკეტე
-რა?
-კარი…გადაკეტე თქო კარი-მაშინვე გასაღები გადავატრიალე,დავრწმუნდი რომ კარგად ჩავკეტე კარი და მამაკაცს მისაღები ოთახისკენ გავუძეხი
-არ მეტყვით ?
-ძალიან დიდი მანძილი გამოვიარე,პატარა ჭრილობა მაქვს,მაგრამ არაფერია,ნუ შეგეშინდება.
-ვინ ხართ ? ჯერ აქედან დავიწყოთ -კაცმა გაკვირვევებით შემომხედა
-თუ მაინც და მაინც სახელის გაგება გინდა,ლადო …
-ლადო ჩემს სახლის კართან რანაირად აღმოჩნდი?
-სრულიად შემთხვევით -მხრები აიჩეჩა
-დაჭრილი რატომ ხარ ?
-შეგიძლია რომ ბევრი კითხვა არ დამისვა? -თავი შეურაწყოფილად ვიგრძენი,თუმცა მისი მესმოდა კიდეც
-რამდენ ხანს უნდა იყო აქ ?
-რამდენიმე საათი და წავალ-ძალიან მინდოდა მეკითხა კარი რატომ გადამაკეტინე თქო,მაგრამ აღარ მიკითხავს.
მსგავსი სცენები სერიალშიც არ მინახავს,მე კი რეალურ ცხოვრებაში ამიხდა. უცხო მამაკაცი,ოდნავ დაჭრილი,რომელმაც ბევრი იარა..ჩემს სახლში იყო.
რამდენიმე ხანს დუმილი ჩამოწვა.
მის წინ მდგარ მაგიდაზე ფინჯანი ჩაი დავდგი,მერე ისევ გვერდით მივუჯექი.
თავს უცხოდ ვგრძნობდი საკუთარ თავში,უხერხულადაც კი..
-ბოდიში,თქვენი მეუღლე რომ მოვიდეს რას იფიქრებს -გონზე მოსულმა მოულოდნელად გადაწყვიტა ალაპარაკება
-ქმარი?
-ბეჭედი გიკეთიათ თითზე და მივხვდი-ჩაი მოსვა და ტახტის საზურგედ მიეყრდნო
-აა ეს.. ბოდიში მაგრამ,მგონი უნდა გავიგო, რა მოხდა ? რა გადაგხდა თავს
-მოსმენას არ მოისურვებდი-გაეცინა და გვერდულად გადმომხედა-ნუ ნერვიულობ,შენ არაფერი გელოდება ჩემს გამო
-არც მიფიქრია
-მართლა? -გულწრფელად გაუკვირდა
-სანერვიულო მაქვს ?
-ჭკვიანი ხარ,არა არ გაქვს
-უკეთ ხარ? -თავაზიანობის გამო დავინტერესდი
-ბევრად
-ბევრი გირბენია.. აქედან წასვლის შემდეგაც უნდა ირბინო? -დამცინავად ვიკითხე
-აღარ მგონია-თვითონაც გაეცინა
-ჭრილობის დამუშავება თუ გინდა..
-არა მადლობა-გამაწყვეტინა საუბარი
-უნდა მეთქვა,რომ ჩემი იმედი არ გქონოდა,სისხლის დანახვისას გული მერევა-უფრო მეტად გაოგნდა. ალბად არასდროს უნახავს ქალი,რომელიც სახლში უცხო კაცს უშვებს.მერე და თან როგორს ?
-ყოველთვის ასეთი ხარ ?
-სისხლის დანახვა ნამდვილად არასასიამოვნოა, მაგრამ გასაჭირში არ მოგიხურე კარი, მთავარი ესაა
-მადლობელი ვარ ამის გამო.. რით გადაგიხადო?
-რაც შეიძლება მალე წასვლით-გავუღიმე და ტახტიდან წამოვდექი.



-ყოჩაღ, კარგი რესტორანი აგირჩევია-შევაქე ნათია
-მოგწონს ხო?
-კარგი გარემოა კი
-დღეს ჩვენი იუბილარი რამდენი წლის გახდა ? -ეშმაკურად იკითხა ნიკამ
-ნიკაა-ნაწყენმა ნათიამ თვალები გადაატრიალა.
რესტორანი ხალხით გაივსოთუარა ცოცხალი მუსიკის ხმა გაისმა,უსასრულოდ შეიძლებოდა მსგავსი შესრულების მოსმენა. ყოველთვის მიკვირდა ამ მომღერლების ენერგიისა და მშურდა კიდეც ცოტა.
ღვინით შეზარხოშებულებმა რამდენჯერმე ცეკვაც კი გავბედეთ.
ყველაფერი ძალიან კარგი და ლამაზი იყო,იქამდე სანამ დავითის მზერას არ წავაწყდი.
თითქოს ეს შეხვედრა გარდაუვალი იყო,რატომღაც არ გამკვირვებია მისი ხილვა,თუმცა უცნაური შეგრძნება მაინც დამეუფლა.
-სალომე -მომღიმარი სახით მომიახლოვდა
-დათო
-რა სასიამოვნო დამთხვევაა
-იმავეს ვერ ვიტყოდი-ძალით გავუღიმე
-როგორ ხარ ? -მკითხა და ხელი თმაში შეიცურა. შევნიშნე მის თითზე ახალი ბეჭედი,საშინელმა ტალღამ დამიარა მთელს სხეულში,თითქოს ფეხებიდან მიწა გამომაცალეს
-მშვენივრად როგორც ხედავ,თავად?
-მადლობა მადლობა.. არამიშავს
-შეიძლება წავიდე? -თავაზიანად ვიკითხე
-კი რათქმა უნდა-ცოტა იმედგაცრუებული ჩანდა რომ არ ავღნიშნე მისი გაბედნიერება. ეს-ეს იყო ზურგი უნდა მექცია მისთვის ნაცნობი სახე რომ შევნიშნე ..
ვერაფრით გავიხსენე სად მყავდა ნანახი
-დავით , გელოდებიან -ეს ხმა..
-კარგი, ახლავე მოვალ
-გამარჯობა-თავაზიანად დამიკრა მამაკაცმა თავი-არ არსებობს-მარჯვენა ხელი გულზე მიიკრა და გადაიხარხარა -შენ?
-მეც მიჭირს ამის დაჯერება -გამეღიმა და თავი გავაქნიე -ლადო? ლადო ხო ?
-კი ლადო-წვერზე მოისვა ხელი. გაკვირვებული დავითი ჩუმად გვაკვირდებოდა
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო-გაკვირვებულმა მკითხა
-თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ? -დავითმა ინტერესი ვერ დამალა
-შენ საიდან იცნობ -კითხვა შეუბრუნა ლადომ
-ჩემი ყოფილი მეუღლეა,სალომე-ამაყად აღნიშნა, ვინმე იფიქრებდა რომ ზღაპრული დაშორება გვქონდა
-რომელსაც შენი ყურება მობეზრდა უკვე-უხეშად მივუგე-ვფიქრობ დიანა უნდა გელოდებოდეს ახლა სადღაც ახლოს.. ნახვამდის ლადო, სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა -უკმაყოფილომ ზურგი შევაქციე ორივე მათგანს.

საღამო არც ისე კარგი აღმოჩნდა,ხასიათი წამიხდა და თან გონებაში დავითის ქორწინების ბეჭედს ვატრიალებდი.
არ ვიცი მეწყინა თუ მეტკინა, მაგრამ გამახსენდა,რომ ბეჭედს არასდროს იკეთებდა ჩვენს ქორწინებაში,
თავი უბედურად ვიგრძენი.
სახლში მისვლისთანავე შხაპი მივიღე, შპაპის ქვეშ ტირილი მხატვრულად საოცარი ყოფილა,მითუმეტეს მაშინ,თუ მუსიკასაც უსმენ ტირილისას.

რაც არ უნდა თქვას ადამიანმა,როგორც არ უნდა ეცადოს სიმართლის დამალვას,საკუთარ თავს ვერ მოატყუებს.თუ საკუთარი თავის მოტყუებას შესძლებს,ესე იგი ტყუილი არც ყოფილა.
რამდენიმე დღე დამჭირდა იმისათვის,რომ გონზე მოსვლა მომესწრო. ახლოვდებოდა ყველასთვის სანატრელი დრო,სამსახურში კორპორატიულო საღამო უნდა გამართული.
არ ვიცი ჩვენმა უფროსმა ამ აზრამდე მისვლა როგორ შეძლო,დიდი წუწურაქი ვინმე გახლდათ,კაპიკს ვერ გააგდებინებდა ადამიანი ხელიდან,მაგრამ ახლა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გააჟღერა “ორ კვირაში “ კორპორატიული საღამო გელითო.
დადებითი ამ საღამოსი ის არის,რომ კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს,მოულოდნელობები კარგია.
ხოლო ცუდი ის,რომ მიწურულს შეიძლება შენც მოგიწიოს ხვეტა-წმენდა. ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა,რომ საღამოს დამთავრებამდე მე უნდა გავმქრალიყავი.

-ძალიან ლამაზად გამოიყურები-ჩურჩულით მითხრა ლევანმა და წვენით სავსე ჭიქა გამომიწოდა
-მადლობა, რატომ ჩურჩულებ?
-არ ვიცი.. დამავიწყდა კიდეც დღეს რა დღეა, ასე მგონია ლალი გამოვარდება თავისი გაპოხილი თმით და ბოლო ხმაზე დაიწყებს ღრიალს -დამცინავად მიიხედ-მოიხედა
-არ გამოირჩევა სინაზითა და პოზიტივით. რატომ დაგეგმა ეს საღამო? დავიჯერო კეთილშობილებისკენ პირველ ნაბიჯს დგამს?
-არაა. იმ დღეს გავიგე ქვედა სართულის ნელი ამბობდა,ვიღაც უნდა მოიპატიჟოს,ბიზნესპარტნიორიაო.
-საინტერესოა, ვინაა ვერ გაიგე ?
-აზრზე არ ვარ
-გამარჯობა ხალხო - ნათია ნელი ნბიჯებით მოგვიახლოვდა. ჩვენი სართული ნელ-ნელა ხალხით გაივსო, ზოგ სტუმარს არც კი ვიცნობდი,უფრო მეტიც თვალი არასდროს მომიკრავს. არ ვიცოდი რას გეგმავდა ლალი მაგრამ,აშკარად მაგარ რისკზე მიდიოდა რაზან საღამოსთვის ფულის დახარჯვა გარისკა.
იცით, ადამიანი რომელიც ფულზეა შეყვარებული,ყოველთვის მარტოსულია ხოლმე. ამას დავაკვირდი.
-იქ რომ ქალი დგას, რა ლამაზია -ნიკამ ტუჩი მოიკვნიტა და მთელი თავისი ჩარები გაუშვა ქალისკენ,რომელიც ჩვენს მოპირდაპირედ იდგა
-სირცხვილია
-არ მგონია
-მაშინ გაეცანი, ქალებს არ უყვართ პირველი ნაბიჯის გადადგმა .. თანაც არ მგონია საერთოდ რამეს აპირებდეს, მაგრამ სცადე -ნებართვასავით ჟღერდა. ნიკამაც არ დააყოვნა, ისე მოსწყდა ადგილს თითქოს წლები ოცნებობდა უცნობი ქალის გაცნობას და როგორც იქნა შანსი გამოუჩნდა
-ამდენ მოულოდნელ დამთხვევას ვერაფრით გავუგე
-ლადო-ჩემს გვერდით ისევ ის ტკივილისგან დამანჭული კაცი აისვეტა.
-როგორ გიკითხო?
-კარგად ვარ…-მოკლედ მოვუჭერი
-როგორც ვხვდები,აქ მუშაობ
-სწორად მიხვდვი
-საინტერესოა, შენნაირ ქალს ამ საქათმეში რა უნდა -ჭიქა მოიყუდა და ერთ ამოსუნთქვაზე ჩაცალა
-საქათმე ?
-დღემდე არ ვიცოდი თქვენი კომპანიის შესახებ,საერთოდაც,უცნაურიც კია
-რა არის უცნაური
-ის რომ არსებობს -ირონიულად ჩაეღიმა
-არ ვიცი .. არც ისე კარგია მაგრამ არც ცუდია
-ვეცდები ხელფასები მაღალი გქონდეთ
-ეცდები? -კინაღამ წვენი გადამცდა -შენ რატონ ?
-ლალიმ თქვენი თავი მაჩუქა, მომყიდა თქო ვიტყოდი მაგრამ…
-ჩვენი თავი არ მოუყიდია,შენობა და საქმე მოგყიდა .. ალბად
-ესე იგი, კარგი დიზაინის შექმნა შეგიძლია-მხრები აიჩეჩა-რახან ასე მედგრად დგახარ
-საკმაოდ კარგი ვარ ჩემს საქმეში
-მართლა ? მერე სხვა ადგილზე რატომ არ იმუშავებ ?
-მაკმაყოფილებს ის რაც აქ არის -ნიშნის მოგებით ვუპასუხე. ჩვენკენ მომავალი ნინო შევნიშნე,აშკარა იყო მანაც იცოდა ახალი ამბავი უკვე, ლადოს თვალებ გადართოებული მისჩერებოდა.
-გამარჯობა-თავაზიანად მიესლმა კაცს და მის გვერდით დადგა,
ლადომ თითქოს ვერც შენიშნა ზურგი ისე აქცი,მერე ადგილს მოწყდა და ხალხში დაიკარგა
-რა უტაქტოა
-არ ღირს ნინო -ვეცადე გამემხნევებინა
-ეს უნდა იყოს ახალი უფროსი?
-კი
-არ ვიცი , არ ვიცი…
ამდენ მოულოდნელ დამთხვევას ხალხი “ნიშანს” უწოდებს, მე ცოტა მეუცნარურა კიდეც ..
იმ საღამოს ბევრი საინტერესო რამ გაჟღერდა. მაგალითად ის,რომ ლალი ვაშალომიძე თურმე სამოცი წლის იყო, წარმოგიდგენიათ ? ვერავინ იტყოდა მასზე სამოცი წლისააო, ენერგიით სავსე იყო თანაც,არც გარეგნობა ჰქონია ტიპიური ქალის. არ ვიცი მისმა აზიურმა გარეგნობამ იმოქმედა თუ არა ასე,მაგრამ მოვლილი და ლამაზი იყო.
გაჟღერდა ისიც,რომ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურს დატოვებდა,აუცილებლად თან !
“ვინაიდან და რადგანაც,პრობლემატურია სამუშაო პროცესის გაკონტროლება ზედამხედველობისთვის,გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ლადომ,რომ ჩემი პოსტის დატოვების შემდეგ,რამდენიმე თანამშრომელს აუცილებლად გაანთავისუფლებს”
მაშინ გავიგეთ,რომ ზარალი ჰქონია კომპანიას საკმაოდ დიდი,ვალის გადახდასაც ვერ ახერხებდნენო.
სასიამოვნო სიახლე ცოტა იყო,იმის გათვალისწინებით,რომ ლადომ გადაწყვიტა სათვალთვალო კამერები დაამატოს .
“ მოგესალმებით. ალბად მიხვდით,შემდეგი კვირიდან ჩემთან ერთად რომ მოგიწევთ მუშაობა. რამდენიმე სიახლე უკვე ქალბატონმა
ლალიმ გაცნობათ, შემდეგში მე გაგარკვევთ. პირადად გავაკონტროლებ ყველას სამუშაო პროცესს,შემთხვევაში თუ არ მომეწონება თანამშრომელი,მხოლოდ ერთ გაფრთხილებას მიიღებს,მეორე ჯერზე დატოვებს პოსტს.
რაც შეეხება ხელფასს,ხელფასი იქნება იმდენი,რამდენ შრომასაც გაწევთ. ყველას ინდივიდუალური საქმე მოგეცემათ, მაგ: ვინმე სალომე (სალომე? მეტი სახელი არ მოაფიქრდა)
იმუშავებს კონკრეტულად შენობის გარეთ, შეხვდება კლიენტებს და შესთავაზებს ვარიანტებს.”
ძალიან ბევრი ილაპარაკა თავის ახალ წესებზე,ზოგ რამეში ვეთანდმებოდით კიდეც, აშკარა იყო ჭკვიანი და მიზანდასახული კაცი აღმოჩნდა.
საკითხავი ის იყო,რამდენად შესძლებდა ლალის გაფუჭებული საქმის გამოკეთებას და ჩვენი სახელის გამოსწორებას.
ბევრი საუბრისა და გაცნობის შემდეგ, როგორც იქნა ამოვისუნთქეთ.
მუსიკის ხმა გაისმა,თითქოს ყველა მოდუნდა ცოტა ხნით და მეც მივეცი საკუთარ თავს უფლება რომ მოვდუნებულიყავი.

-ზოგჯერ მგონია რომ უსამართლობამ გაგჭყლიტა -დამცინავად მითხრა ლადომ და ჩემს გვერდით დაჯდა,აივანზე სუფთა ჰაერი ტრიალებდა, სასიამოვნო ამინდი იდგა
-გაჭ....ტილს ვგავარ ? -გამეცინა კიდეც მის სიტყვებზე
-გამკვირვებია,დავითის ნაირმა კაცმა როგორ შეძლო შენი დაკარგვა -მის ხმაში გულწრფელი იმედგაცრუება გაისმა
-სად გაიცანი დათო?
- გრძელი და უინტერესო ისტორიაა
- გასაგებია..
- ვხედავ გიყვარს კიდევ
- რთულია ადამიანის გულიდან ამოღება
- ძალიან კარგად მესმის შენი-ხელი მუხლზე დამადო
- შენც გიღალატეს?
- არა მაგრამ,ღალატი ჯობდა

ცოტა ხანს ხმის ამოუღებლად ვისხედით, მერე ვიღაცამ დაუძახა და ისიც როგორც ყოველთვის მოულოდნელად გაქრა.
მივხვდი რომ ადამიანები ერთმანეთს საერთოდაც არ ჰგვანან, მე რომელმაც ღალატი ვერ ვაპატიე ვიჯექი,ვიჯექი და თვეების შემდეგაც ვდარდობდი. გამახსენდა რომ დავითს არც პატიება უთხოვია,სახე დამემანჭა უშნოდ.
ლადო კი იძახდა,რომ ღალატი ჯობდა..
ალბად არ იცოდა რა მწარე იყო თორემ არ იტყოდა ამას.

დავითის ქცევებს მიჩვეული ვიყავი, მის ღალატსაც, დაშორებასაც მაგრამ ვგრძნობდი რომ მისი და დიანას ამბის შემდეგ ჩემში რაღაც შეცვლილი იყო.
არ მესმოდა მისი, არც იმ ქალის და საერთოდ, არ ვიცოდი რა იყო სწორი და რა არასწორი.
მინდოდა ჭიაყელასავით გამესრისა, გამახსენდა ჩემი სიტყვები “ამას ვეღარასდროს იგრძნობ” და მივხვდი,რომ არ უნდა დამეტოვებინა ეს საქმე ასე.
ომში ყველა ხერხი კარგიაო გამიგია,არ მინდოდა მისი დაბრუნება,მაგრამ მინდოდა ენახა თუ ვინ დაკარგა, საშიში და უცნაური თამაში იქნებოდა მაგრამ მას შემდეგ რაც რესტორანში მოხდა,აღარაფერი მეჩვენებოდა საშიშად.



-სულ გაგიჟებულხარ-ნათიამ თმა შეისწორა და სკამზე ფრთხილად დაჯდა
-დიდი ხანია ეს არ მიქნია- მაგიდაზე მდგარ ლეპტოპს ხელი ვტაცე..

დავითი:სახლში რა წამოვიღო?
დიანა:რაც გინდა
დავითი:საჭმელი რა გვაქვს ?
დიანა:ჯერ არაფერი გამიკეთებია
დავითი: ჩვენი პატარა როგორ არის

-ვინო? -გაოცებისგან ლამის თვალები გადმოცვივდა ლილეს
-რომელ პატარაზეა საუბარი -დაამატა ნინომ

დიანა:ფეხებს ძალიან მირტყამს,მოუსვენარია
დავითი:რამე ხომ არ გჭირდება ?
დიანა:არა არაფერი, მალე მოდი სახლში მე და ჩვენი პატარა პრინცესა გელოდებით

-თუ მჯეროდეს-წამოიკივლა ლილემ
-ახლა ისევ იმ სიტუაციაში ვართ,როგორშიც ადრე -სიცილი ვერ შევიკავე
-ფეხმძიმედაა? -იკითხა ნათიამ
-ამათ თუ შ** არ ქონდეთ, რანაირად შეიძლება რომ დაფეხმძიმდე უშვილო კაცისგან? ანუ გესმით რა ხდება ?
-კი და მეც ეგ მაინტერესებს
-ცხრა წლის მანძილზე ერთი ფეხმძიმობაც არ გქონია შენ? -იკითხა ნინომ
-არცერთხელ
-გეფიცები რაღაცას ჩათლახობს ეს ქალი- დაამატა ნათიამ. ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ
-მასეთი სულელიც არ მგონია იყოს დათო
-კარგი რა სალომე, კაცის მოტყუებას ბევრი უნდა ?
-ძალიან სულელურად ჟღერს ხალხო
-ლადოს გამოჩენაც სულელურად ჟღერს?
-ეგ უცნაურია
-დათოს დაშორდი,რამდენიმე თვეში სახლის კარზე გადგება ლადო, მერე რესტორანში გხვდება, თან იგებ შემი ყოფილი ქმრის ნაცნობი რომაა-ინტრიგულად გააჟღერა ლილემ -ესენი ან ძალიან დიდ ყ***ას ამზადებენ, ან ჩვენ ვართ გოიმები
-ნეტავ რამდენი თვისაა-იკითხა ნათიამ
-არ ვიცი, ზამთარში გავცილდი ხომ ასეა ?
-იანვარში მგონი
- თუ იმ დროს ორსულად იყო , მაშინ გამოდის რომ, ახლა რომ მეცრე თვეშია, ერთი გაწი-გამოწიე
- ვერაფერიც ვერ გავიგე-ამოიხბნეშა ნინომ
- ყველაფერი არეულადაა,რანაირად ჩაისახა ბავშვი?
- არ ვიცი, რომც მოეტყუებინა არ მგობია ჩვენი საქმე იყოს
- იმიტომაც წავიკითხეთ თვეების მერე ამათი მესიჯები?
- არც კი მეგონა რომ პაროლი ისევ იგივე ქონდა-გამეცინა და ლეპტოპი დავხურე-ეს კაცი ან ძალიან დებილია ან ძალიან ჭკვიანი
- დავიჯერო გაიგო რომ კითხულობდი ხოლმე ?
- არაა არ მგონია

ბავშვის შესახებ ამბის გაგებამ არც ისე ძალიან იმოქმედა ჩემზე,არ ვიცი თითქოს სისხლი გამეყინა, საერთოდ არ მომსვლია გულთან.
თუმცა ვგრძნობდი რომ რაღაც არ იყო რიგზე



№1  offline წევრი OKI ME

ოჰ ოჰ ოჰ ოჰ ოჰ რაა საინტერესოო რაღაცეეები ხდება აქ :P:P

ვაიი დიანააა, ნეტა რას ხლართავ? :P

არ ვიცი მე ამ ლადოს მიმართ ცოტა დადებითად ვარ განწყობილი. რატო არ ვიცი.
ალბათთ მინდა რომ დათოსგან განსხვავებული, ღისეული კაცი აღმოჩნდეს. არადა ესეც კაი ცბიერი ვინმე ჩანს მაგრამ მაინც დადებითად ვარ განწყობილი.

ეს დათო მართლა შტერია. ამ დიანამ დააშტერა სულ. ერთი კითხვა არ გაუჩნდა ორსულობაზე კაცო? მარა ის ისეთი გაიძვერა ჩანს დააბოლებდა.

მოკლედ, საერთო ჯამში ძალიან კარგი თავი იყო. არ მოველოდი დღეს თუ დადებდი. ❤️❤️❤️ წარმატებებიი ❤️❤️ ველი ახალ თავს მოუთმენლად ❤️❤️

 


№2  offline წევრი Mim-i

OKI ME
ოჰ ოჰ ოჰ ოჰ ოჰ რაა საინტერესოო რაღაცეეები ხდება აქ :P:P

ვაიი დიანააა, ნეტა რას ხლართავ? :P

არ ვიცი მე ამ ლადოს მიმართ ცოტა დადებითად ვარ განწყობილი. რატო არ ვიცი.
ალბათთ მინდა რომ დათოსგან განსხვავებული, ღისეული კაცი აღმოჩნდეს. არადა ესეც კაი ცბიერი ვინმე ჩანს მაგრამ მაინც დადებითად ვარ განწყობილი.

ეს დათო მართლა შტერია. ამ დიანამ დააშტერა სულ. ერთი კითხვა არ გაუჩნდა ორსულობაზე კაცო? მარა ის ისეთი გაიძვერა ჩანს დააბოლებდა.

მოკლედ, საერთო ჯამში ძალიან კარგი თავი იყო. არ მოველოდი დღეს თუ დადებდი. ❤️❤️❤️ წარმატებებიი ❤️❤️ ველი ახალ თავს მოუთმენლად ❤️❤️


მადლობა,მიხარია რომ მოგეწონა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent