შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით სიყვარული?! XII თავი


19-07-2022, 16:40
ავტორი sTiTcHhhh
ნანახია 5 274

დილით მზის სხივებთან ერთად ტელეფონის ზარის ხმამ შემაფხიზლა.მალევე გამოვფხიზლდი და ტელეფონს დავდხედე და ალექსანდრეს ნომერი რომ დავინახე მაშინვე ვუპასუხე.
-დილა მშვიდობისა პრინცესა.-მხიარულად ჩამძახა ტელეფონში.
-ერთი საათით გვიან რომ დაგერეკა უფრო მშვიდობიანი იქნებოდა.-დავიბუზღუნე.
-მოიცა გეძინა?-გაიკვირვა თითქოს დილის რვა საათი არ ყოფილიყო.
-შენ წარმოიდგინე და კი.-ვთქვი და წამოვდექი,რომ თორიკე არ გამეღვიძებინა.
-რავიცი გუშინ,რომ მითხარი ორი დღით ქალაქგარეთ მივდივართო მეთქი დილიდან დავიწყებდით აბარგებას.-დაიწუწუნა.ღმერთო შევჭამ.
-არა რა დილიდან ხო არ ღადაობ ჩვენ დილის ძილს ვაღმერთებთ ასე,რომ ასე პირველზე ან ორზე გავალთ.-ვთქვი და აბაზანისკენ გავეშურე.
-მოიცა მაქამდე ვერ გნახავ?
-ვწუხვარ მაგრამ ვერ.რადგან გამაღვიძე მოვამზადებ ყველაფერს. თან თორნიკესაც ვუთხარი მინდა უკეთ გაგიცნოს და ის შტერული აზრები მოიცილოს შენთან დაკავშირებით.-დავიწუწუნე და ხმამაღალზე ჩავრთე რათა დილის რუტინა შემესრულებინა. ალექსანდრემ ერთი ამოისუნთქა და სერიოზულად დაიწყო.
-ხომ იცი,რომ შენ ძმასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს მეც მინდა,რომ დავახლოვდეთ და არანაირი ფაქტორი არ მინდა იყოს რაც ჩვენს ურთიერთობაზე ცუდად იმოქმედებს.-ცოტა პაუზის შემდეგი კი განაგრძო.-თან ძაან ტეხავს შენი შეყვარებულის ძმას,რომ არ ეხატები დიდად გულზე.-თქვა და გაიცინა.
-ხოდა დღეს რომ უკეთ გაგიცნობს მერე აზრი შეეცვლება.კაი კაი წავედი ახლა მოვემზადო.
-კაი მიდი მიყვარხარ.-თქვა თუ არა მაშინვე ელექტროობამ დამიარა ტანში.ღმერთო სულ ასე უნდა მემართებოდეს?
-მეც მიყვარხარ.-ვუთხარი და ეგრევე გავთიშე.მალევე მოვემზადე და ოთახში დავბრუნდი.თორნიკეს ისევ ეძინა ამიტომ სამზარეულოში გავედი და ყავის მომზადებას შევუდექი.
-მამას გოგოს გაუღვიძია.-ზურგიდან გავიგე მამაჩემის ხმა და მაშინვე ღიმილი მომეფინა სახეზე.მაშინვე შევტრიალდი და ჩავეხუტე.
-მაა რაღაცნაირად მომენატრე.-დავიწუწუნე და მოვშორდი.
-რაღაცნაირად ხო?-სერიოზული სახე დაიყენა და ცალი წარბი აწია.
-მამაა არ გიხდება სერიოზულობა.-დავიბუზღუნე და ყავის გაკეთებას შევუდექი.-ყავას დალევ მაა?
-კი ოღონდ მალე სანამ დედაშენი გაიღვიძებს მოვასწრო თორე მომკლავს.-თქვა და ორივემ ერთად გავიცინეთ.ხო დედა ყავას ვერ იტანს და მამასაც ‘უკრძალავს’ მის დალევას,თუცა ჩემთან და თორნიკესთან ეს ‘აკრძალვა’ ვერ მოქმედებს.მალევე მოვამზადე ყავა,მაგიდაზე დავდგი და მეც დავიკავე ადგილი.-აბა თაი რა ხდება ახალი სამსახურში?-მკითხა და ყავა მოსვა.
-რავიცი მა ჯერჯერობით კარგად მიდის ცოტა ბევრი დატვირთვა მიწევს მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად არის.-ვუთხარი და ჩემს ყავას მივუბრუნდი.თუმცა ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა და მისკენ გადავიტანე ყურადღება.
-„უკვე ძალიან მომენატრე.“-როდესაც წავიკითხე მაშინვე ღიმილი მომედო სახეზე და პასუხის დაწერა დავიწყე.
-„მართალია გუშინ საღამოს გნახე თუმცა მეც მენატრები.“-დავწერე და ტელეფონი თავის ადგილზე დავაბრუნე.
-თაი ვინმე ხომ არ გამოჩენილა შენს ცხოვრებაში მა?-ეს კითხვა როგორც კი გავიგონე მაშინვე ყავა გადამცდა.-ფრთხილად მა.-მითხრა და გაიცინა.
-ე..ეს კითხვა საიდან მოიფიქრე ახლა მამა.-ვთქვი და ნერვიულად მოვიყუდე.
-საიდან და ბოლო პერიოდია რადიკალურად შეცვლილი ხარ თაი. თვალებიც სხვანაირად გიბრწყინავს.ხომ იცი პრინცესა მამას ვერაფერს ვერ გამოაპარებ არა?-მითხრა და მხარზე ხელი მომითათუნა.ღღმერთო როგორ მიყვარს ეს ადამიანი ვგიჟდები. ყოველთვის მამას გოგო ვიყავი,ვერავინ ვერ მიგებდა მამაჩემის გარდა და სულ მასზე ვიყავი მიკედლებული.როგორც დედამ მითხრა ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა ჩემი და დიმას მიჯაჭვულობას, როდესაც მხოლოდ მისი ხმის გაგონებაზე ვურტყამდი დედას ფეხს მუცელში და მიყვებოდნენ კიდევაც თუ როგორ ეჭვიანობდა მარინა ამ ყველაფერზე.რაც მახსოვს ყველაფერს ჯერ პიირველი მამას ვუყვებოდი და ისიც გულდასმით მისმენდა.სულ მეცინება იმ ამბავზე ბაღიდან დაბრუნებულმა რომ ვახარე ბიჭმა მაკოცათქო.სულ მემახსოვრება მისი სახე თუ როგორ დაუსერიოზულდა და ისე შემომხედა რომ მაშინვე ცრემლები წამომივიდა.ვერასდროს ვიტანდი და ვუძლებდი მის სერიოზულ მზერას.მე ვერ მეჩხუბებოდა და დედას უსაყვედურა თუ როგორ გაბედა იმ ბიჭმა ამის გაკეთება და მის მშობელთან დასალაპარაკებლად მიდიოდა და დედამ ძლივს დააკავა.ამ ამბის შემდეგ კი დიმას დავყავდი სულ ბაღში და არ მტოვებდა მარტოს. კიდევ კარგი ეს ამბავი თორნიკემ არ იცოდა თორე მაშნ ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა ის ბიჭი.
-მა.-საწყალი სახით შევხედე.მაინც მეუხერხულებოდა მასთან ამ თემაზე ლაპარაკი.
-მითხარი მა ხომ იცი,რომ არ ვეტვი არავის.რამდენი სქაიდუმლო შეგვინახია ერთმანეთისთვის დედაშენმა,რომ გაიგოს ყველაფერი ალბათ წნევა დაარტყამს.-მითხრა და გაიცინა.
-არის ერთი ადამიანი ვის მიმართაც სერიოზული გრძნობა მაკავშვირებს.-ვუთხარი და თვალი ავარიდე რათა მისი რეაქცია არ დამენახა.ჯერ კიდევ 5 წლის ბავშივით მეშინოდა მისი გაბრაზების.
-სერიოზული გრძნობა.-გაიმეორა და ჩაიცინა რაზეც დაიძაბე.-გიყვარს?-სერიოზული ხმით მკითხა.არ ვიცი რა დამემართა თითქოს დავმუნჯდი და პასუხიც ვერრ გავეცცი უბრალოდ თავის დაქნევით გავეცი პასუხი.-მასაც უყვარხარ?-ისევ თავი დავუქნიე.-ანუ ერთად ხართ?-კვლავ იგივე ქცევა გავიმეორე.ჯანდაბა რა მჭირს.რატომ არ ვიღებ ხმას.-რამდენი ხანია რაც ერთად ხართ?
-თვეზე მეტი იქნება.-ჩავიბურტყუნე და საწყალი სახით შევხედე.
-თვეზე მეტი.-ჩაიჩურჩულა და ჩაეცინა.-აქამდე რატომ არ მითხარი?-მკითხა მკაცრად რაზეც ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით.ღმერთო მის ოდნავ ხმის აწევაზეც კი ვტირი.შევხედე და მაშინვე გადმომცვივდა ცრემლები.-რატომ ტირი პრინცესა?-მკითხა და გვერდით მომიჯდა.-უბრალოდ მაინტერესებს რატომ არ მითხარი.როდის იყო მე გიშლიდი ვინმესთან ურთიერთობას.-მკითხა და ჩამეხუტა.
-მართლა ვაპირებდი თქმას უბრალოდ მინდოდა,რომ ცოტა დრო გასულიყო,თან თოკოსთანაც მომივიდა ჩხუბი და არ მინდოდა, რომ იგივე განმეორებულიყო.-ამოვიტირე.
-ოჰ ბატონ თორნიკეს რატომ არ მოსწონს ვითომ?-თქვა და წარბი ასწია.
-ოჰ გაიკვირვე ახლა შენც ჩემს გვერდით ბიჭს,რომ ხედავს ხომ იცი გიჟდება მაგის შიშით სკოლაში ვერცერთი ბიჭი ვერ მეკარებოდა.-ამოვიწუწუნე.
-კარგი მაგას თავი დავანებოთ.მითხარი აბა როგორი ბიჭია?-შემომხედა დაინტერესებული მზერით.
-ძალიან კარგი ადამიანია მამა.ჩემი უფროსია.მის გვერდით დაცულად ვგრძნობ თავს და ვრწმუნდები,რომ ეს ის ადამიანი არის ვისაც ამდენი ხანი ველოდი.-ვთვი და ვიგრძენი როგორ ამიწითლდა სახე.
-აჰამ ძალიან კარგი და როდის უნდა გავიცნოთ პოტენციური სასიძო?-მკითხა და გაიცინა.
-მამა კარგი რა შენც?რა სასიძო.ჩემებიც მასე მიმართავენ და ლამისაა გავგიჟდე.-ამოვიწუწუნე რაზეც მას გაეცინა.
-კარგი ხო როდის უნდა გავუცნოთ შენი მიჯნური?-თქვა და მაშინვე სიცილი ატეხა.
-არ ვიცი მა დღეს წყნეთში ავდივართ ბავშვები დამიანე ჩამოვიდა და მაგის აღსანიშნავად ორი დღით დავისვენებთ თან ალექსანდრეც მიმყავს გინდა თუ არა წამოიყვანეო გოგოებმა,თან თორნიკეს მინდა შეეცვალოს დამოკიდებულება და.-ვუთხარი და თვალებში შევხედე.
-მაგას თუ ფიქრობ კარგია აქედანვე უნდა მოაგვარო ეგ თორე ხო იცი შენი ძმა თუ გაჯიქდა მერე ვსიო იქ ვერ შევცვლით ვერაფერს.-თქვა და გაიცინა.
-ხო და მერე დედასაც ვეტყვი და ერთად გაგაცნობთ.-ვუთხარი და გავუღიმე.
-ძალიან კარგი სანამ დედას არ ეტყვი მანამდე ჩვენს შორის დარჩეს ეს საიდუმლო.-თვალი ჩამიკრა და თავის ადგილას გადაჯდა როდესაც დედა შემოვიდა სამზარეულოში.
-ოჰ მამა-შვილს გულახდილი საუბარი აქვს?-თქვა და გაიცინა.
-ნუ როგორც ყოველთვის მაგრამ ახლა წყნეთის სახლის გასაღები მთხოვა.-თქვა და მე თვალი ჩამიკრა.
-ოჰ რა ხდება წყნეთში?-მკითხა და თან მაცივარი გამოაღო.
-დამიანე ჩამოვიდა და ვიკრიბებით თან თოკოც მიმყავს.-ვუთხარი და ჩემი ყავის ფინჯანი ამოვრეცხე.
-რამდენი ხნით ჩერდებით?
-მხოლოდ ორი დღით მეტს სამსახურს ვერ გავაცდენ.-მუთხარი და მამაჩემის ჩაცინები ხმაც გავიგე რაზეც მეც ჩამეღიმა.-კარგით გვრიტებო მე დაგტოვებთ თან უნდა ჩავალაგო და თან ბატონ თორნიკესაც შევაღვიძებ თორე დღეს ვერ გავაღწევთ დროულად.-გავუცინე და გასვედი მარა მალევე შემოვბრუნდა სიცილით ვუთხარი.-ხო ისე ორი დღით მარტო რჩებით და რომ იცოდეთ მაინც და მინდა.
-თაია.-დამიყვირა და როდესაც მამას ეშმაკურ სახეს გავხედე მაშინვე სიცილი ავტეხე.
-კარგი კარგი წავედი.-ოთახში შევედი და თორნიკეს გაღვიძებას შევუდექი.-თოკოო გაიღვიძე,რა დაგვაგვიანდება.თოკოოო-ნჯღრევა დავუწყე და საპასუხოდ ზმუილიც გავიგე.-კარგი რა თოკო.
-კარგი ხო ვდგები გაჩერდი.-ამოიზმუვლა და წამოდგა.ჩანთის ჩალაგება ევუდექი და თან ბავშვების გაღვიძებაც არ დამვიწყებია მათ შორის დამიანეც,რომელიც დიდი ხნის ლოდინის მერე გაიღვიძა და სანამ ჩხუბს დაიწყებდა მანამდე მიზეზი ვუთხარი და მომზადებასაც შეუდგა.როდესაც ყველაფრის ჩალაგებას მოვრჩი და ალექსანდრესაც დავურეკე.
-რას შვები სანი?-როდესაც აიღო მაშინვე ვკითხე.
-რავიცი თაი სახლში ვარ და ველოდები დროს როდესაც შენ გნახავ და ჩაგეხუტები.-თქვა და მაშინვე გავიღიმე მის სიტყვებზე.
-მეც ერთი სული მაქვს ერთი საათიც და გნახავ.-ვუთხარი და გავიღიმე თითქოს და დამინახავდა.
-შენი ძმაც ჩვენთან ერთად წამოვა ალბათ ხო?-მკითხა და მაშინვე თვალები დავაჭყიტე.ჯანდაბა თორნიკე.ასი პროცენტით ვიცი, რომ მის მანქანაში არ ჩაჯდება და ვშიშობ მეც არ გამაყოლებს ნუ ამ ეტაპზე.ჯანდაბა.
-ეგ სულ არ მახსოვდა ჯანდაბა მაგაზე უნდა დაველაპაროკო ახლა და გადმოგირეკავ.-ვთქვი და მისი ამოოხვრაც გავიგე.
-კარგი მიდი და მალევე გადმომირეკე.-თქვა და გათიშა.ღმერთო თორნიკე ასეთი რთული რატომ ხარ.ახლა როგორ შევაპარო თან დავითანხმო,რომ ალექსანდრესთან ერთად წავიდეთ. დაახლოევბით 10 წუთი სარკესთანნ ვიდექი და ვფიქრობდი თუ როგორ მეთქვა.ბოლოს მაინც ვერაფერი მოვიფიქრე,ხელი ჩაივიქნიე და თორნიკეს ოთახში შევედი.
-თოკო აბა რას შვები მოემზადე?-ვკითხე თითქოს და უდარდელად.
-კი ყველაფერი მზად მაქვს და ბარემ ისიც გავარკვიოთ ვის უნდა გავუაროთ და მალევე წავიდეთ რო ძაან არ დაგვიღამდეს.-თქვა და ჩემსკენ შემობრუნდა.მაშნვე შემატყო ნერვიულობა და კითხვამაც არ დააყოვნა.-რატომ ნერვიულობ თაი?პირდაპირ მითხარი რაც გინდა.
-ალექსანდრეს ველაპარაკე და ერთ სააათში მოგაკითხავთო და რა საჭიროა ამდენი მანქანით სიარული წავიდეთ მისი მანქანით თან უცხო ადგილას მარტო ხომ არ ივლის.-ვუთხარი და საწყალი თვალებით შევხედე,რაზეც მან ამოიოხრა.-აუ გთხოვ რა ჩემებსაც მარტო ვერ ჩავსვამ არავის იცნობს და უხერხული იქნება გთხოვ რა.ამ ერთხელაც დამითმე გთხოვ.-უთხარი და კვლავ საწყალი თვალები მივანათე მას.ერთი ამოიხვნეშა და თავი დამიქნია.
-კარგი ჯანდაბას მაგრამ ანას ჩვენ გავუაროთ გაგვართობს მაინც.-თქვა და მაშინვე ჩავეხუტე მას.
-მადლობა,მადლობა საუკეთესო ძმა ხარ.-ვუთხარი და მაშინვე ჩემს ოთახში გავიქეცი და სანის გავაგებიე ყველაფერი.
ბავშვებს დავურეკე და გავარკვიე,რომ ყველანი მზად არიან. ალექსანდრესაც მივწერე და ვუთხარი,რომ ერთ საათში უნდა გამოევლო.მანამდე კი ცოტაც წავუძინე.ღმერთო ალექსანდრე რამ გადაგრია დილაუთენია,რომ დამირეკე ახლა როგორ შევიბრუნო ძილი.ათი წუთი ტყუილად ვიწრიალე და რომ მივხვდი,რომ ძილს ვერ შევიბრუნებდი ავდექი და მისახებში შევედი და ფილმს ჩავუჯექი.მანაც ისე ჩამითრია,რომ ვერც გავიგე წასვლის დრო როდის მოვიდა.
-თაია ადგები ახლა დროზე თუ დავრჩეთ სახლში.-თორნიკეს ხმა გავიგე და მაშინვე გამოვფხიზლდი.
-ხო ხო ვდგები.ალექსანდრეს დავურეკავ და გავიდეთ.-ვუთხარი და ტელეფონიც მოვიმარჯვე.-ალო სანი რას შვები მოდიხარ?
-კი თაი დაახლოებით 10 წუთში მანდ ვარ.-თქვა და გამითიშა. ანასაც გადავურეკე და გავაგებიე რომ 10 წუთში ქვემოთ უნდა იყოს.-თოკო 10 წუთში იქნება აქ ალექსანდრე და იცოდე არ იჩხუბო თორე გავგიჟდები.-ამოვიწუწუნე.
-ვნახოთ.-თქვა და ბარგი აიღო.-წავედით მოვიდოდა უკვე.-მითხრა და სახლიდან გავიდა.ღრმად ამოვისუნთქე და მეც გარეთ გავედი. ღმერთო იმედია მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი.კარები ჩავკეტე და გარეთ გავედი.აი დაძაბულობაც დაიწყო.
-გამარჯობა თორნიკე.-უთხრა ალექსანდრემ და ხელი გაუწოდა. როდესაც მივხვდი,რომ ხელის ჩამორთმევას არ აპირებდა მის გვერდით დავჯექი და შეუმჩნევლად ვუჩქმიტე რაზეც გამომხედა და შემდეგ ხელიც ჩამოართვა.ამინ!
-გამარჯობა.-უთხრა და მძღოლის გვერდით ადგილი დაიკავა,რაზეც მე და ალექსანდრეს ჩაგვეცინა.ოხ თორნიკე.
-როგორ ხარ პატარავ.-მითხრა და ჩამეხუტა რაზეც თორნიკემ ჩაახველა.ღმერთო.
-რავიცი ვნერვიულობ იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.- ჩავიჩურჩულე.
-ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება.მიდი ახლა დავჯდეთ თორე შენი ძმა ნამდვილად მომკავს.-თქვა და გაიცინა.ჩავჯექი მანქანაში და ღრმად ჩავისუნთქე.მალევე მიუჯდა სანიც საჭეს.
-დაურეკე ახლა შენ დაქალს და ჩამოვიდეს რამდენი ხანი უნდა ველოდოთ.-გამომხედა თორნიკემ.მეც ანას გადავურეკე და მალევე სადარბაზოდან გამოვიდა.იმხელა ჩანთა მომქონდა სიცილი ვერ შევიკავე.-ამან ნამდვილად იცის ორი დღით,რომ ვრჩებით?-მკითხა თორნიკემ და მანქანიდან გადავიდა რომ დახმარებოდა ბარგის ჩადებაში. მის ნათქვამზე კი უარესად ამიტყდა სიცილი.მალევე ჩაჯდნენ ორივე მანქანაში.ანას ჩაჯდომა და დაძაბულობის განეიტრალება ერთი იყო.
-აბა რას შვებით.თაი არ გამაცნობ ჩვენ სიძეს?-მკითხა რაზეც თვალები გადმომეკარკლა ჯანდაბა მგონი ამას ავიწყდება თორნიკეც ჩვენთან ერთად,რომ არის.თორნიკეს გაბრაზებულმა მზერამაც არ დააყოვნა და გამოხედა ანას.
-ალექსანდრე მაჩაბელი და შენ როგორც ვიცი ანა ხარ არა?-კითხა და გაუცინა.
-დიახ.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება თაიას ცხოვრებაში.-თქვა ამაყად და გაიცინა.
-აღარ წავიდეთ?-იკითხა გაღიზიანებულმა თორნიკემ და წინ გაიხედა.
-ხო ხო წავიდეთ.ერთი სული მაქვს როდის მივალთ.მომენატრა წყნეთი.-თქვა ანამ და თავი სავარძლის საზურგეს მიადო.
მთელი გზა არ გაჩერებულა ანა და ყველას გვაცინებდა.თუმცა თორნიკე თავის ხასიათს არ ღალატობდა და შეუმნევლად თუ გაიცინებდა ხოლმე.ჯანდაბა იმედია წყნეთში ყველაფერი შეიცვლება.
-უი ანა შენი უფროსი რას შვება ბატონი დიმიტრი?-ვკითხე და მის აწითლებულ სახეზე გავიცინე.
-რავიცი არი რა ჯერჯერობით ორჯერ ვიყავით მარტო კაფეში და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.-ჩაიცინა და ამ დროს თორნიკეს ჩახველების ხმაც გავიგე და ისკენ გავიხედე.კვლავ დაძაბული იჯდა.ოხ ჯანდაბა როდის უნდა მოეხსნას ეს დაძაბულობა.
-მოწონხარ?-სიჩუმეში გაისმა თორნიკეს კითხვა.რაზეც გაკვირვებულმა გავხედე.შემდეგ კი ანას გავხედე რომელსაც ლოყები აწითლებული ჰქონდა.
-არ ვიცი მგონი კი ნუ ჯერ სერიოზული არაფერია და ვნახოთ.-თქვა და ფანჯარაში გაიხედა.
-რას ნიშნავს სერიოზული არაფერია.აი ძაან სიმპატიური ტიპია რა გავაკეთო.-ვთქვი და თალები დავხუჭე,შემდეგ კი სარკეში ალექსანდრეს გაბრაზებულ თვალებს შევეჩეხე.წინ მივიწიე და ყურში ჩავჩურჩულე.-შენ ვერავინ გაჯობებს ხო იცი არა.-ვუთხარი და მსუბუქიუ კოცნა დავუტოვე ყურთან.რაზეც მან გაიღიმა და წინ გაიხედა.მეც მგზავრობამ მომთენთა და ანას თავი ჩამოვადე მხარზე და ვერც მივხვდი როდის ჩამეძინა.



№1  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი თავი იყო ველოდები კიდევ უფრო საინტერესო განვითარებას heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი მირანდა

ვახ რა კარგია და სასიამოვნო და სასწაულია ველი ახალ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი მირა

საოცრებააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent