შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა, სიცოცხლისა (დასასრული)


20-07-2022, 13:49
ავტორი სესილია
ნანახია 1 641

***
სიყვარულში ყოველთვის არის „სიგიჟე“. როცა გიყვარდება, მიზეზი ერთი არ არის, მიზეზები სხვადასხვა და ბევრია... თუმცა როცა გიყვარდება მთავარი იცით რა არის? ის, რომ ვინც შეგიყვარდა შენი ადამიანია და სხვა ადამიანებისგან განსხვავებულია. მის დანახვაზე გული სხვანაირად იწყებს ძგერას, მისი სურნელი თავბრუს გახვევს და პეპლების ფრენას იწყებს შენს სხეულში, უცნაურ ტალღების რბოლას გრძნობ. მისი შეხება, ოჰ, მხოლოდ შენ გიჟდები მისი სხეულის ყველა მოქმედებაზე, მისი თმების ოდნავ შერხევისას თუ მისი ღიმლიანი სახის დანახვის დროს. სიყვარულის დროს გული უცნაურად თუმცა სასიამოვნოდ თრთის. სასწაულია, ბედნიერებაა, იცი რა? როცა შენს ხანმოკლე ცხოვრებაში, შეხვდები შენს პირად ადამიანს, შენს პირად სასწაულს და ამ სიყვარულით გაბედნიერდები, ამიტომ როდესაც ჰარმონიაში ხარ, ის ადამიანი არ უნდა დაკარგო, პირიქით ხელი მაგრად უნდა ჩაჭიდო და არსად არასდროს არ უნდა გაუშვა.
სევდა, მონატრება, თავმოყვარეობა, რომელიც გვებრძვის და ამ ჭიდილში დრო გადის, მონატრება თითქოს ნელდება, მაგრამ ერთ დღეს უჰაერობა გიპყრობს, გაგიჟებს, გრძნობ თუ როგორ იხრჩობი, ჰაერს ვერ გრძნობ, თითქოს გონებას კარგავ და უცებ ხვდები რომ სიგიჟემდე, სხეულის ყველა უჯრედამდე გენატრება მისი სურნელი, მისი ღიმილი, მისი თვალები, მისი შეხება... და ან დღეს ან არასდროს უკანმოუხედავად გარბიხარ მასთან, შენს ადამიანთან.
- ნია. - ყრუდ გაისმა ნაცნობი სახელი სკვერში, შეჩერდა, იქეთ მიიხედა, საიდანაც ხმა მოესმა, მანქანასთან იო იდგა.
- იო? - ძლივს ამოიბუტბუტა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია, იგრძნო მიწა როგორ ეცლებოდა ფეხქვეშ. უმცროსი კალანდაძე მას ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა.
- ნია. - მის წინ თავდახრილი იდგა და მის სახელს ისევ ჩუმად ბუტბუტებდა.
- რატომ მოხვედი?
- წავიდე? - ქვემოდან ახედა.
- არა, მაგიტომ არ მითქვამს. - უხერხულად შეიშმუშნა ნია.
- დავიჯერო, ვერ ხვდები აქ რატომ ვარ? - შუბლზე თითები გადაიტარა, თითქოს ოფლს იწმენდდა. - მე ის მიკვირს აქამდე როგორ გავძელი, რომ არ მოვედი, ან შენ როგორ გაძელი? ან იქნებ სიყვარული არ არის ის რასაც ჩვენ სიყვარულად აღვიქვამთ? როცა გენატრება, როცა სუნთქვა გეკვირს როცა მას ვერ ხედავ და მხოლოდ მაშინ სუნთქავ, როდესაც ის შენს გვერდითაა, ნუთუ ეს სიყვარული არაა? იქნებ აკვიატებაა? იქნებ არსწორად გვესმის იმ გრძნობის რასაც სიყვარულს ვეძახით? იქნებ... იქნებ... - ხელი ჩაიქნია და თავი მაღლა ასწია, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, არ უნდოდა ხმა აკანკლებოდა. - ნია.
- ჰო...
- აღარ გიყვარვარ?
- კი.
- რა კი? - სუნთქვა მომენტალურად შეეკრა კალანდაძეს.
- მიყვარხარ, - ტუჩები გაბრაზებით გაბუსხა ნიამ, - თუმცა გაბრაზებული ვარ შენზე.
- ჰმ, - სახე ბედნიერმა ღიმილმა გაუპო იოს, - და რატომ?
- არ ვიცი, ყველაფერზე.
- ნია, - მხრებში ჩაეჭიდა, - ასე ვაპირებთ ჩვენი სიყვარულის შენარჩუნებას და მომავლის გაგრძელებას? როცა რამე პრობლემაა, უნდა თქვა, როცა რაღაცაზე ეჭვობ ისიც უნდა თქვა, როცა გიხარია ისიც! წყვილი იმიტომ გვქვია, რომ პრობლემები ერთმანეთში განვიხილოთ მშვიდად, ობიექტურად და შემდეგ გადავწყვიტოთ ვშორდებით თუ ერთად ვაგრძელებთ გზას. ჩემთვის სიყვარული არ არსებობს, თუ იქ ნდობა არ არის. თუ ერთმანეთს არ ვენდობით, თუ ეჭვიანობის ჭია გვჭამს, ბედნიერება და ჰარმონია ასეთ ურთიერთობაში ვერ ისადგურებს, რადგან გინდა თუ არ გინდა ყველაფერზე ეჭვიანობ, ფანტაზიებს მიჰყვები და შენც გიჟდები და სხვასაც აგიჟებ. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, თუ ერთმანეთი გვიყვარს, თუ ვფიქრობთ, რომ ვიპოვეთ ჩვენი ადამიანი, რომელიც შენია და მასთან ერთად მზად ხარ მომავალი დაგეგმო, ამიტომ ჯობია ორივე ღია ვიყოთ, გულახდილები და ვეცადოთ ერთმანეთში გავერკვეთ, ერთმანეთს მოვუსმნოთ, ავუხსნათ და დავლაგდეთ, კარგი?
- კარგი, - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელით სწრაფად მოიწმინდა.
- იცი როგორ მიჭირდა ეს დღეები უშენოდ?
- მეც.
- მერე რატომ არ მომწერე? რატომ არ დამირეკე? ხო ხედავ, მე მეჩხუბე და მე მოვედი ისევ. სხვა დროს აღარ მოვალ იცოდე პირველი.
- აუუ, გთხოვ ნუღარ იხსენებ, მართლა მრცხვენია და მრცხვენოდა. შენ ვერ წარმოიდგენ რამდენჯერ ავკრიფე და წავშალე საბოდიშო ტექსტებიი. - კოსტუმის კუთხეს ხელზე ნერვიულად იხვევდა.
- ოჰ, ჩემი ბოთუკელა. - ხელები მოხვია და გულთან მიიკრა, - აი, ახლა ვსუნთქავ, ახლა უკვე მშვიდად ვარ, ეს სურნელი მამშვიდებს. იცოდე მეტჯერ აღარ გაბედო ამდენი ხნით დამშორდე.
- ჭკვიანად იყავი, თორემ უფრო მეტს გაწუწუნებ მერე. - გადაიკისკისა ნიამ.
- აჰა, გასაგებია. ვიმახსოვრებ იცოდე.
- ოჰ, შერიგდით ბარტყებო?
- ვაიმე დაო შემაშინე. - გულზე ხელი მიიდო ნიამ.
- ოჰ, შევაშინე გოგო, გამარჯობა გენაცვალე. - გაუღიმა იოს, - რაო აღარ ვიჩხუბებთ აწი თუ კიდევ უნდა ველოდო ჩემი დის ცრემლებს?
- ნუცა რას ამბობ? - თვალებს უქაჩავდა მის დას.
- აჰა, არ უთხარი, ხომ რომ ტიროდი და იძახდი, ჩემი იო მენატრება, ჩემი ყურპარტყუნაო.
- ყურპარტყუნა? - ყურებზე მოისვა ხელი იომ.
- ნუცა!
- ხო, კაი, კაი წავედი, მაგრამ შენ არ აპირებ წამოსვლას სახლში? დედამ დარეკა, ბებია გითხოვთ, ვერ გავაჩერეო, ტიროდა კიდეცო.
- უი, რას ამბობ. აუ იო, წავალ ხო და დაგირეკავ.
- კი, კი აბა დროებით. - წასვლას არ ჩქარობდა იო.
- ხო, კაი წავალ მე, აკოცეთ ერთმანეთს და დამეწიე გზაში.
- ნუცაა, რაებს ამბობ. - ხელი სწრაფად უშვა იოს და დას უკან გაეკიდა, თან უკან უკან იხედებოდა და მომღიმარ შეყვარებულს ჰაეროვან კოცნებს უგზავნიდა.
- მოვედიით. - დაიყვრა სახლში შესულმა ნუცამ.
- რა გაყვირებს მერე? - სამზარეულოდან გამოიხედა დედამ, - სანამ ჩაეძინება შედით ბებიათქვენთან.
- ბებოო, - საძინებლის კარები ფრთხილად შეაღო ნუცამ, უკან ფეხაკრეფთ ნია მიჰყვა.
- ბებო, ბებიკო, გძინავს? - ლოგინზე კუთხეში ჩამოჯდა ნია.
- ვაიმეე, ვინ მოსულან აქო. ასე რატომ მიმატოვეთ? ასე შეიძლება? ვიღაც ქალი მივლის მარტო და თქვენ კიდე არა და არ მოდიხართ.
- მოიცა ამ დილით არ გნახეთ?
- ამ დილით? - თვალები გაუშტერდა, - ახლა ღამეა?
- კი ღამეა, თან გაზაფხულის თბილი საღამოა. ჩიტების ხმა არ გესმის?
- ჩიტების, კი ხანდახან. - დაფიქრდა, - თქვენ ახლა ასე გვიან ვინ წაგიყვანთ სახლში?
- სახლში ვართ ბებო და წასვლით სად გვიშებ?
- აა, სახლში ვართ? მე რომ აქაურობა არ მეცნობა? მართლა, სახლში ვართ?
- კი, ბებო. სახლში ვართ.
- ის ვინ არის?
- ვიზე მეკითხები? ნია ვერ იცანი?
- არა, არა კარებთან რომ დგას.
- კარებთან? - შიშით გაიხედეს დებმა.
- იქ არავინაა ბებო.
- მოდი, მოდი, - ხელი დაუქნია ვიღაცას, - აქ ჩამოჯექი. - ანიშნა.
- მე უკვე მეშინია დაო. - აიბუზა ნია.
- რისი გეშინია? - დაუბრიალა თვალები ნუცამ, - სკლეროზს ახასიათებს ასეთი რაღაცეები.
- ბე, საჭმელი ხომ არ გინდა? ან წყალი?
- ნწ, - გადააქნია თავი და სივრცეს მიაშტერდა, თავისთვის დაიწყო ბუტბუტი.
- წამოდი, მგონი ეძინება.
- ხო გავიდეთ, ჯობია. - ოთახის კარი ფრთხილად გაიხურეს.
- ქალბატონო მოდი აქ! - სამზარეულოდან ცივად გაისმა დედის ხმა.
- რომელზეა გაბრაზებული ნეტა? - გადახედა ნუცამ დას.
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ნიამ და სამზარეულოში შევიდნენ.
- რა დღეში ხარ შენ? - მწველი მზერა მიაპყრო ნიას.
- მე? - გულზე ხელი მიიდო უმცროსმა ქალიშვილმა.
- დიახ, შენ.
- თუ ამიხსნი რას გულისხმობ, გეტყვი.
- ვინაა ის ბიჭი?
- ვინ ბიჭი?
- სკვერში რომ ჩაეხუტე!
- დამინახე?
- ნეტა მე დამენახე, ყველამ დაგინახა ჩემს გარდა. - გულთან ხელები ჩაიხვია გაბრაზებით.
- შენ იმაზე ბრაზობ შენ რომ არ დაინახე თუ ყველამ რომ დაინახა იმაზე? - ხუმრობას ცდილობდა ნუცა.
- ხომ იცი ამ კორპუსს რამდენი ფანჯარაც აქვს, იმდენი თვალები არსებობს!
- ე.ი შეყვარებული ვერ მინახავს, მთელმა კორპუსმა ისტორიები რომ არ შეთხზას. - უკმაყოფილოდ ჩაიდუდუნა ნიამ.
- რაო? შეყვარებულიო? - თვალები დაქაჩა ნელიმ, - ნუგზარიი, რა გაძინებს, ნუგზარიიი.
- დედა მემგონი შენ უფრო აგებინებ ხალხს შენი წიოკით ყველაფერს. - ფანჯარაში გაიხედა ნუცამ.
- რა არის? - დაფეთებული გამოვარდა ახლადგაღვიძებული მამა. - დედაჩემს მოუვიდა რამე?
- არა! - მკაცრად ჩაიპალარაკა ნელიმ, - ქალიშვილი გვეღუპება.
- რომელი? - კეფა მოიფხანა მამამ.
- უმცროსი.
- და რატომ?
- შეყვარებული ჰყავს.
- უიმე, მეთქი რამე ისეთი მოხდათქო, - გაეცინა მამას, მაგრამ ცოლის გადაბრიალებულ თვალებს რომ შეხედა, - ხო, კაი, თქვი ვინაა? ვის ხვდები? - ხმა გაიმკაცრა ოჯახის უფროსმა.
- იონა კალანდაძე.
- ანა კალანდაძის ვინ არის?
- მოგვარე.
- რა გინდა კაი გვარის ბიჭი ყოფილა. - ხელები გაშალა მამამ.
- ისედაც კარგია. - კმაყოფილმა გადააქნია თავი უმცროსმა ქალიშვილმა.
- გილოცავ მამა, წავალ ახლა მე ძილს გავაგრძელებ. - წამოდგა.
- არა რაა, შენ აფუჭებ ამ ბავშვებს.
- ნელიკოო, ჩემო მუარაბავ, რაზე ბრაზობ? ნია რამდენი წლის ხარ?
- 23 წლის.
- ქალო, მაგ ხნის რომ ვიყავით ნუცა გვყავდა. შეუყვარდება ბავშვს ვინმე აბა მე ხო არ მიყურებს მთელი ცხოვრება?
- კი უნდა შეუყვარდეს, მაგას არ ვამბობ, მაგრამ ვინ შეუყვარდება, რატომ შეუყვარდება, როდის შეუყვარდება და ა.შ და თან მე ამას მეზობელი მალვინასგან უნდა ვგებულობდე? - გული აიჩუყა დედამ.
- გეცდია მერე, იქნება და ნია გეუბნებოდა?
- ვინ დამაცალა? დამასწრო მალვინამ. - ეცადა მეზობლისთვის გადაებრალებინა ნიას ყველაფერი.
- შენ იცოდი ქალბატონო? - ახლა ნუცას გახედა დედამ.
- კი, ვიცოდი.
- აჰა, უყურე ამას. მერე რატომ არ მითხარი?
- ვაიმე დედა დამღალე, თქვი რაზე გაბრაზდი იმაზე რომ ნიას შეყვარებული ჰყავს თუ იმაზე რომ არ გითხარით?
- ორივე.
- მამა, როგორ უძლებ ამას? - გადაჩურჩულა ნუცამ მამას.
- სუ, ხმა, სანამ სამივე გარეთ გაგვსვა.
- ვინ არის დეტალურად მოყევი. - შუბლი წაიკრა ნელიმ.
- იონა კალანდაძე, 26 წლის, არიქტექტორი, კარგი ოჯახის შვილი, ჰყავს უფროსი ძმა.
- ქუთაისელია?
- კი, ჭომაში ცხოვრობს, ბოტანიკურ ბაღთან.
- სხვა?
- რა სხვა?
- კიდევ არაფერი გაქვს დასამატებელი?
- ის, რომ მიყვარს.
- რამდენი ხანია?
- ნუ ერთი წელია რაც ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა შეყვარებულები სულ ცოტა ხნის წინ გავხდით.
- რას აპირებთ სამომავლოდ?
- დედა რას უნდა ვაპირებდეთ?
- თუ აპირებთ დაქორწინებას?
- აი, ახლა ხომ ხვდები დაო რატომ არ მყავს შეყვარებული? ასეთ დაკითხვებს ვერ გავუძლებ. - გამხნევების ნიშნად მხარზე ხელი მოუთათუნა დამ ნიას.
- შენ ნუ გვეჭრები, შენ ცალკე მოგხედავ.
- ნია გამძლეობა, მე უნდა წავიდე.
- ვინ გითხრა რომ უნდა წახვიდე?
- დედაა, დღეს მგონი შარზე ხარ. ამიტომ მეც, ჩემი დაც და მამიკოც გაგეცლებით, შენ შენთვის იჩხუბე, თუ გინდა ჭურჭელიც დალეწე და როცა ბრაზიდან დაიცლები, მერე ვისაუბროთ! ისეთ ისტერიკას მართავ აქ, გიყურებ და ვფიქრობ ეს დედაჩემია? ამიტომ, keep calm down. - თვალი ჩაუკრა და სამზარეულოდან თავაწეული გავიდა.

***
- არ მჯერა, - შუა კარებში გაჩერებული ნუცა ხელებს აქნევდა უარის ნიშნად.
- რა არ გჯერა ქალო? ამხელა ქალის არსებობის თუ არ გჯერა აბა რისი გჯერა შენ?
- თეკოო, აუუ რა გამახარე. - ჩაიხუტა გულთან მონატრებული დაქალი. - შენ ერთი, რომ შემოგეზარა, თითი მოგტყდებოდა? - თვალები მოუწკურა დეას.
- დილიდან ისევ უშაქრო ყავა დალიე? - ენა გადმოუტიტა მხეიძეს.
- დიახ, მაგრამ ახლა ჩემი ტკბილი გოგო დამატკბობს, რა მაგარია, რომ აქ ხარ. - მკერდთან შვილივით ჰყავდა მიხუტებული დაქალი. - როდის მიდიხარ?
- ქალო, ახლა მოვედი და უკვე იმას მეკითხები, როდის მივდივარ?
- რავიცი შენი ამბავი, რომ ვიცი ჩამოსული არ ხარ და წასული ხარ. ისე დადიხარ ამ ესპანეთსა და საქართველოს შორის, მე ვერ დავდივარ მასე, მაგალითად წყალტუბოში.
- არა, ეს წყალტუბო ახლა საიდან მოიტანე?
- აბა რა უნდა მომეტანა? ხო კაი, მითხარი ბავშვები სად დატოვე?
- მამასთან. - თვალები უსიამოვნოდ გადაატრიალა.
- რაღაც მოხდა ხომ?
- კი.
- მოიცადე, გამოვიცნობ. - თითქოს ჩაფიქრდა ნუცა, - იჩხუბეთ ხომ?
- ბრავო, ბრავო. - ტაში შემოსცხო თეკომ, - თქვენ იდიეალურად ხვდებით ყველაფერს, შემთხვევით წინასწარმეტყველი ხომ არ ხართ?
- ეე, მოიცა მართლა იჩხუბეთ? - ყავა გადასცდა დეას.
- ვაიმე, ქალო, შენ არ დაიხრჩო ოღონდაც და რას ვჩივი ჩემს ჩხუბს? - მხრებში ხელი ჩასცხო თეკომ.
- ეს ისე გამეტებით მირტყამს აშკარად ვაკო ვგონივარ, - ძლივს ამოიხავლა დეამ.
- კაი გოგო, გეყოს. ამოღერღე რა მოხდა?
- რავი ტვინი მო@@ნა, შენს მშობლებს არ ვუყვარვარ, შენი მშობლები არ მაფსებენ, მაგრამ მე ამას ვითმენ. შენი მშობლები ჩემგან არაფერს იმსახურებენ, წესით არ უნდა გიშვებდე მათთან, მაგრამ მე ასეთი არ ვარ და გიშვებ და ათასი მსგასვი რამ.
- ქალო ვაკოს თავი რამეზე ხო არ დაურტყია ან შენ ხო არ ჩაარტყი ტაფა?
- მე არ დამირტყია, შეიძლება თვითონ დაარტყა.
- ვაკოს ქებაშია დედაშენი, ძირს არ ადგმევინებს ფეხს, რომ დაიწყებს ხოლმე ჩემი ვაკო, ჩემს თეკოზე ასე ზრუნავს და ვაკომ ბარსელონაში დინოზავრებით მაკატავა.
- რა დინოზავრები გოგო? - გაოცდა თეკო.
- ის გამოთქმა არ გაგიგია? დღეს ჩემმა შეყვარებულმა დინოზავრებით მაკატავა.
- არა საიდან მოაქვს ხოლმე ასეთი შედარებები თუ არ მიკვირდეს? - დეამ თავი უიმედოდ გადააქინია.
- ხოდა მეთქი კარგად იყავითქო, ჩავალაგე ბარგი და წამოვედი.
- მოიცა გაშორდი?
- არაა, იწვალოს ბავშვებთან ერთად ცოტა. ათასჯერ გავაფრთხილე, რომ თავი დაენებებინა ჩემი მშობლებისთვის. ისე წუწუნებს ხოლმე, თითქოს მე არ მწყინს ხოლმე რამე დედამისისგან, მაგრამ ვამბობ რამეს? ხოდა იყოს ახლა იქ გაბუსული.
- თუ გიჟი არ იყო, შენ თავს გეფიცები. მე მაგას ვერ ვიზამდი, დიდი დიდი საღამომდე არ გამეცა ხმა.
- მერე მაგიტომ ხარ მარტო, არ გეწყინოს, - ბოლოს ტკბილი ხმით დაასრულა.
- და ვინ გითხრა, რომ მარტოა?
- მოიცა ანდროს შეურიგდი? - თვალები დაქაჩა თეკომ.
- ნწ, ახალი ჰყავს.
- ეს „ახალი ჰყავს“ როგორი ნათქვამია, თითქოს ხშირად ვიცვლიდე პარტნიორებს. - ტუჩები აბზიკა დეამ.
- მორჩით ახლა კამათს, ვინ არიის? ამას მიმალავდით?
- მაქსიმეს ძმაა, დემნა.
- მოიცა ნანუს ქმრის?
- ხო.
- მოიცა ეგ ხო საზღვარგარეთ იყო?
- კი, მაგრამ იმ ტრაგედიის შედეგ საქართველოში დაბრუნდა და დეას გულიც მოიგო.
- ვაა, რა მაგარია და შენებმა რაო?
- როგორც ყოველთვის, დაშორდიო. განაცხადა ცისანამ.
- ცისანა ხო არ შეიცვალა, დაბერდა ქალი.
- ოჰ, დაბერდი შენ. ისეთ ვიდზეა, მე ვარ 60 წლის თუ ეგ ვერ გაიგებ.
- აუუ, ძაან გამიხარდა ეგ ამბავიი. ვივი როგორ შეეწყო?
- ჰმ, ვივის ბრალია ყველაფერი, მაგან დაუძახა მამა დემნას და ასე შეაკავშირა ეს წყვილი.
- ყოჩაღ ვივის, იცის ბავშვმა აქედანვე რა არის ქალური ბედნიერება და სიყვარული.
- ქალური ბედნერება არა კვახი, საიდან უნდა იცოდეს 5 წლის ბავშვმა ეს?
- ხო, ეგეც მართალია.
- დედაშენთან იქნები ეს პერიოდი?
- ხო, აბა სად წავალ?
- არა მეთქი ვაკოს სახლშითქო.
- ნწ, იგრძნოს ვაკომ, რომ მკარგავს. - ცხვირი მაღლა ასწია.
- და რო გითხრას წადიო?
- წამოვალ.
- აღარ გიყვარს? აბა ასე როგორ ლაპარაკობ? - შეშფოთდა დეა.
- შენ მაინც რატომ მისვამ მასეთ სულელურ კითხვას? შენც გიყვარდა ანდრო, მაგრამ გაუშვი, როცა გითხრა, რომ უნდა წავიდეო. ხო არ დააკავე? ხოდა ვინც არ გაკავებს, ვინც უშენოდ კარგადაა, იმას რატომ უნდა ეხვეწო და ეღრიტინო სიყვარულზე?
- ხო, ეგეც მართალია.
- ხოდა ახლა მოვრჩეთ ამ საკითხის განხილვას და სხვა უფრო კარგ საქმეებზე ვიჭორავოთ.
- მაგალითად რაზე?
- მოიცა დავიჯერო კარგი ამბები არ ხდება?
- კი, როგორ არ ხდება, - გახედა დეამ, - ნია გვყავს შეყვარებული.
- ვინ? ჩვენი პატარა ნია?
- მოიცა რატომ იოცებ?
- უკვე ამხელაა?
- გოგოო, 10 წლით კი არის პატარა, მაგრამ უკვე სიყვარულის ბუშტები გაუსკდა და პეპლები დაფრინავენ მის ირგვლივ.
- ღმერთო, რა შედარებები გაქვს, - სიცილი აუტყდა ნუცას განმარტებებზე თეკოს. - აუ, რა უცებ გადის დრო? თოჯინასავით ვეთამაშებოდით და უკვე შეყავრებული ჰყავს გოგოს.
- აბაა, სად არ დავაპორწიალებდით. ნეტა იმ დროს.
- ნეტამც. - სამივე დაქალი მოგონებების მორევში გადაეშვა. - დრო უცებ გარბის, დღეები დღეებს ცვლის, მოგონებები ხან ფერადია, ხან კიდევ სევდით სავსე... მიხარია, რომ ბევრი ლაღი მოგონება მაქვს თქვენთან ერთად, მიხარია რომ არსებობთ და აწყმოს თუ მომავალს იმედს და სიფერადეს მატებთ. ჩემი საყრდენები ხართ ხომ იცით?
- ვუამეე, ჩვენი სიყვარულის ბუშტიკო. - ნუცამ გულთან მიიკრა დაქალი, - გეტყობა რომ მოგენატრეთ, მგონი ჩვენს გამო გაებუსე შენს ქმარს, რომ აქ გამოქცეულიყავი, ჰა? გამოტყდი.
- აუუ, შენ და შენი ფანტაზიები. - სიცილი აუტყდა, - ამიტომაც მიყვარს ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლა, თქვენი ნახვა, აი ეს მაკლია ხოლმე, ურთიერთობები.
- მეგობრობა უპირველეს ყოვლისა ხო?
- დიახაც!
- დეაკო ვივიენი როგორ არის?
- რავი, ნელნელა უმჯობესდება მისი უნარები. აი, მამიდაჩემი რომ არ მყავდეს არ ვიცი რა მეშველებოდა. ბაღიდან აკადემიაში დაგვყავს, კერძო მასწავლებელიც გვყავს აყვანილი და საკმაოდ განვითარდა, სკოლაში რომ დავარეგისტრირე, მასწავლებელმა მითხრა ამას რა უნდა ვასწავლო, რამდენი რამ იცის უკვეო და მთხოვა არ გინდა სპეც-მასწავლებელი, ჩვეულებრივ კლასში დავაჯინოთო, მაგრამ მირჩევნია ასე, შეეჩვიოს ახალ გარემოს მშვიდად.
- აუ, რა მაგარია. ჩვენი პრინცესა გოგო უკვე დიდია და სკოლაშიც მიდის.
- აი, ვერ წარმოიდგენ დემნა როგორ მეხმარება კიდე.
- მართლა? აუუ, გამაცანით რა მეეც ეგ დემნა.
- გაგაცნობთ, კი არ ვმალავ.
- აი, ძალიან მნიშნელოვანია როცა გვერდით ადამიანი გიდგას, რომელიც მხარს გიჭერს.
- ვივიენმა თვითონ აირჩია დემნა, - ხელები გაშალა ნუცამ, - იცის ბავშვმა მისთვის საყრდენი ვინ არის.
- მოიცა დეა, ანდრო ჩამოსული, რომ იყო, აღარ გეხმიანება?
- წასულა ისევ.
- მოიცა ვინ გითხრა?
- მისი მამიდაშვილი იყო მოსული, იამზე და მან მითხრა.
- ან ჩამოსვლა რა იყო ან წასვლა? - მხრები აიჩეჩა ნუცამ.
- ეგონა, რომ დავინახავდი მუხლებში ჩავუვარდებოდი და რადგან ვერ მიიღო, ადგა და წავიდა. უფრო მშვიდად ვარ, რომ ვიცი ქვეყანაში არ არის.
- ბავშვი ნახა? - იკითხა თეკომ.
- არ ვანახე, კი უნდოდა, მაგრამ ძლივს ბავშვის უნარები უმჯობესდება, ნამდვილად არ მქონდა სურვილი ანდროს აერია.
- კარგი გადაწყვეტილებაა, გეთანხმები. მოიცა ნუცა, - მიუბრუნდა დაქალს, - ბებო როგორ გყავს? უკეთ არის?
- რავი სიარულით სპეციალური გადასაადგილებლით გადაადგილდება, თუმცა აზროვნება არეული აქვს, ანუ წარსული და აწყმო ერევა.
- ვაა, რა ცუდია. ამ დღეებში გამოვალ, ვნახავ აუცილებლად.
- კი, მოდი, მიუხედავად იმის, რომ შეიძლება ვერ გიცნოს, ამაზე არ ინერვიულო. ხანდახან ჩვენც ვერ გვცნობს.
- რა არის ცხოვრება? - თავი დივანზე გადადო თეკომ, - არ ვიცით თუ რას გვიმზადებს... ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ დაემართებოდა? მაგრამ მთავარია, რომ სხვა არაფერი აწუხებს და იცოცხლებს.

***
- არ გაინძრე, არც ხმა ამოიღო... - ყურთან ჩუმი ჩურჩული იგრძნო მაქსიმემ, გაიყინა, ხმა იმდენად ნაცნობი და ახლობელი იყო. - გეკითხები რატომ? რატომ გააკეთე ეს? ახლა ბედნიერი ხარ? ახლა სუნთქავ? მოგწონს ჩემი სხეული სისხლისგან როგორ იცლება? მოგწონს, როგორ მტკივა? - მაქსიმემ პირი გააღო, თუმცა ხმა არ ამოუვიდა, ვერც ინძრეოდა, თითქოს საწოლზე გადააკრეს, ან სხეულმა დაკარგა ყოველგვარი შეგრძნება. - ჰმ, ხმის ამოღებას ცდილობ? არა, წამებით უნდა მოკვდე... თავს რატომ არ იკლავ? თუმცა ისედაც მკვდარი ხარ, ლეშის სუნი აგდის, მკვლელო... - ყურთან ჩურჩულებდა.
- არა, არა, - ყურებზე ხელი აიფარა მაქსიმემ, - შენ მოჩვენება ხარ, შენ ცოცხალი არ ხარ, არა, არა...
- სუუ, ნუ ხმაურობ, შენი დასასრულის დღეა დღეს... აი, იქ - საკნის პატარა ფანჯრისკენ ანიშნა, - ჩვენი გზები სამუდამოდ უნდა გაწყდეს, როცა თავს მოიკლავ... გესმის? შენ ამას შეძლებ. შენ ეს გამოგივა. - სხვადასხვა ხმები ესმოდა მაქსიმეს, ეს ხმები აგიჟებდნენ, სუნთქვა უფრო და უფრო ეკვერებოდა, გრძნობდა ამოსუნთქვას, რომ ვეღარ ახერხებდა, გრძნობდა ეს შვება იქნებოდა. ზეწარს ხელი დაავლო, მთვარეულივით მოქმედებდა, მარყუჟი შეკრა, თავი მშვიდად გაჰყო, საკანს თვალი მოავლო, იქ კუთხეში სისხლში მოსვრილი ნანუ უმზერდა და ანიშნებდა, დროულად მიეღო გადაწყვეტილება. თვალწინ ჩაურბინა ბედნიერმა მომენტებმა, ჩაეღიმა, სკამს ფეხი ჰკრა და იგრძნო, როგორ ახრჩობდა ყელში მოჭერილი მყარი ნაჭერი, ნელნელა გონება ებინდებოდა, თუმცა ხედავდა ნანუ როგორი ბედნიერი იყო და მისკენ იშვერდა სისხლიან ხელებს.

სამკერვალოში აქტიური ფუსფუსი მიმდინარეობდა, პატარძალი პატარძალს ცვლიდა.
- მოიცა ეგ ნაჭერი არ აჭრა ჯერ, რაღაც სხვა იდეა მომივიდა და უნდა ვცადო, - შეაჩერა დეამ ნათია.
- კაი, მაშინ რა გავაკეთო?
- მოდი ამ ლამაზ გოგოს, თქვენი სახელი? - ახედა ხელებგაშლილ კლიენტს.
- მართა.
- ხო, მართას, აუღე ზომები, ამასობაში მე ამ თვლებს ჩავაწებებ.
- კარგი მიდი. - საზომი ლენტით დაიწყო აზომვა.
- ვაა, მოხვედით? - კარებში შემოსულ დემნას და ვივის გახედა საქმეში ჩაფლულმა დეამ.
- დედაა, - ფეხზე მიეკრა.
- რაო ჩემო პრინცესა, ხომ არ დაიღალე?
- არაა. - თვი გადაუქნია უარყოფის ნიშნად.
- ბევრი საქმე გაქვს ხომ?
- კი, დაიწყო ფაქტიურად გიჟური გრაფიკი. რამე ხო არ ჭირდებათ ბაღის ბოლო ზეიმისთვის? ხომ არ უთქვამს მასწავლებელს?
- მითხრა დავურეკავო.
- რატომღაც შენი ფერი არ მომწონს, ხომ ხარ კარგად?
- რავი მთელი დღეა ვერ ვარ კარგად.
- ნორმალურად არ ჭამ და არ გძინავს და აბა როგორ იქნები? მიდი წადი, დაისვენე.
- მერე ვივი? - მაგიდასთან მჯდომ ბავშვს გახედა.
- ლილი გამოუვლის და წაიყვანს, კინოში მურტფილმიაო.
- მართლა? მაშინ წავალ ხო?
- კარგი.
- იცოდე საღამოს გელოდები, ხომ იცი შენს მკლავებში უფრო მშვიდად მძინავს. - ყურთან ჩაჩურჩულა.
- სუ, სირცხვილია, არ გაიგონონ. - ლოყები აეფაკლა დეას.
- ხო ოთო... - მობილურს უპასუხს დემნამ, - რა თქვი?... - წამებში სახე მოეშალა, უდიდესი ტკივილი გამოეხატა სახეზე, იგრძნო როგორ დაიშალა შინაგანად და შეაბარბაცა. - არ დამიმალო, არ მომატყუო იცოდე, - მაგიდას მიყრდნობილი თავს ძლივს იკავებდა, დეა შეშინებული თვალებით შესცქეროდა. - კარგი, მე ბინასთან ვარ, გარეთ დაგიცდი. - მობილური გათიშა, გაქვავებული იდგა, თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა.
- რა მოხდა აღარ იტყვი? - დაზაფრულს წამოცდა და საყვარელ მამაკაცს მკლავებში ჩაებღაუჭა.
- გარეთ გავიდეთ, - ძლივს ამოთქვა და მძიმე ნაბიჯებით გარეთ გავიდა, დეაც უკან მიჰყვა.
- დემნა... - მკლავში ჩაეჭიდა.
- მაქსიმემ თვითმკვლელობა სცადა... - სახეზე ხელები აიფარა, ცრემლების დასაფარად.
- რაა? - მოსმენილისგან შოკირებული იდგა დეა, - მოიცა, - უცებ მობილიზდა, - დამშვიდდი, რადგანაც ცადა და ცოცხალია, ამ კუთხით შეხედე, ეცადე არსად არ გავიდეს ეს ამბავი, თორემ მერე ხალხის სხვადასხვა გამოგონილი ისტორიები უფრო აგრევენ. კარგი? დამშვიდდი გთხოვ. - გულთან მიეკრა და მთელი ძალით შემოხვია მკლავები.
- მადლობა. - ცხვირში ჩაიდუდუნა დემნამ.
- რას შვრებით მერე? უნდა წახვიდეთ? რა გითხრა ოთომ?
- კი, მოვა და უნდა წავიდეთ.
- კარგს იზამთ, აუცილებლად დაელაპარაკე და ნახე შენი ძმა. მისი იმედი მხოლოდ შენ ხარ, გესმის? თქვენ მხოლოდ ერთმანეთი გყავთ.
- კარგი, წავედი.
- დაგირეკავ მოგვიანებით.

გზა იმაზე გრძელი აღმოჩნდა ვიდრე ეგონა, ვერც დაძინება სცადა, მთლიანად დამსხვრეული იყო, ვერც წინადადებებს აწყობდა, თუ რა უნდა ეთქვა ძმისთვის, რომელიც თვეებია არ უნახავს.
პალატის კართან იდგა, ტანში ცივი ჟრუანტელი უვლიდა, ნერვიულად აკანკალებდა, პირიც გაუშრა, ისე ღელავდა, ისე თრთოდა თითქოს გარდაცვლილ მშობლებს ხვდებოდა. კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და შეაღო. საწოლზე თვალდახუჭული იწვა მაქსიმე.
- გამარჯობა, - ოჰ, როგორი უხერხული და შორეული იყო ეს მისალმება.
- მოხვედი? - თვალები არ გაუხელია ისე ამოიბუტბუტა მაქსიმემ.
- ჰო... - იქვე სკამზე მოუხერხებლად დაჯდა დემნა და თვალს არ აცილებდა გაცრეცილ ძმას, რომლისგანაც ძველი მაქსიმე არსად ჩანდა, ყელში ძლიერი ბურთი მოაწვა, ცრემლების შესაკავებლად ტუჩი კბილებ შორის მოიქცია და წვალება დაუწყო.
- რამდენხანს უნდა ვიყოთ ჩუმად? - დუმილი მაქსიმემ დაარღვია და ჩამქვრალი თვალებით ახედა ძმას. - ნუთუ სიტყვები, რომლებიც ერთმანეთს უნდა ვუთხრათ, აღარ გვაქვს?
- გვაქვს... თან ძალიან ბევრი... - ხელი ხელზე დაადო ძმას, - უბრალოდ, მითხარი ეს რატომ გააკეთე?
- იმიტომ, რომ აღარ შემეძლო...
- რატომ?
- მე ადამიანები მოვკალი! იცი ეს რას ნიშნავს? - თვალებამღვრეული მიაშტერდა ძმას მაქსიმე, - ჰმ, ამას მხოლოდ მკვლელი ადამიანები გამიგებენ თუ რას განვიცდი! გგონია მარტივია? გგონია რაც დრო გადის ტკივილი ნელდება? არა! - მთელი ხმით იღრიალა, - არა, გესმის? აქ, - გულზე მჯიღი დაირტყა, - და აი აქ! - შუბლთან თითები დაიკაკუნა, -უფრო და უფრო ქაოსია, ყოველ ღამით ვხედავ როგორ მოდის ჩემთან სისხლიანი ნანუ და ტირის თუ როგორ ტკივა, მთხოვს, რომ გადავარჩინო, მთხოვს, რომ ვიხსნა! აი, აქ ვიხრჩობი, რაღაც ან ვიღაც მარყუჟებს მიჭერს, მგუდავს, გონების წასვლამდე მივდივარ და რომ უნდა მოვკვდე, თვალს ვახელ, წამით ამოვისუნთქებ და ეს ჯოჯოხეთი თავიდან იწყება. ამიტომაც მინდოდა სიკვდილი, მინდოდა ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავი ამ ჯოჯოხეთისგან!
- ჯოჯოხეთისგან? - სიმწრით ამოთქვა დემნამ, - გგონია სიკვდილი რამეს მოაგვარებს? რამე შეიცვლება? გგონია, რომ აღარ დაიტანჯები? გარანტიას მოგცემ, რომ იმაზე დიდი ტკივილი გელოდება იქ, ვიდრე ახლა გრძნობ! სამუდამოდ გინდა ყველასთან კავშირი გაწყვიტო? მშობლებს რას ეუბნები? თუმცა თავს, რომ მოიკლავ მათ ვერასოდეს ნახავ, ვერც ნანუს ნახავ, რომ იქ მაინც სთხოვო პატიება! ასეთი ეგოისტი როდის გახდი? თუ დანაშაული ჩაიდინე, ბოლომდე მიიღე სასჯელი, ბოლომდე გაიზიარე ის რაც ნანუს, მის ოჯახს, მის საყვარელ ადამიანებს გაუკეთე და ყველაზე ბოლოს იფიქრე შენს თავზე, შენს ტკივილზე! ადამიანები მოკალი, გესმის? - მთელი ხმით დაიღრიალა დემნამ, - მოკალი! მკვლელი ხარ და უნდა აიტანო ეს უჰაერობა, ეს სულიერი თუ ხორციელი ტკივილები რაც გაქვს...
- მეუბნები, რომ არ... - ტირილი წასკდა უმცროს დევდარიანს, - რატომ? მე ხომ არაფერს ვაკლებდი? მე ხომ ძალიან მიყვარდა? რატომ ჩავიდინე ეს? იქნებ ადრე , რომ მივსულიყავი ან მეორე დღეს, ეს ყველაფერი არ მომხდარიყო? ძალიან მიჭირს როცა მის სისხლიან სხეულს ვხედავ, იმდენად რეალურია, მინდა გულში ჩავიკრა, ბოდიში მოვუხადო... მინდა დრო უკან დავაბრუნო, რომელიც არასდროს ბრუნდება უკან... ვნანობ, მთელი არსებით ვნანობ ჩემს ჩადენილ და ეს მაგიჟებს, რომ მიუხედავად სინანულისა ვერაფერს ვცვლი, ვერაფერს.
- ტკივილი, სევდა, მუდამ თან სდევს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ ჩენი ვალია, მიუხედავად ყველაფრისა წინ ვიაროთ, რადგან ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება და ჩვენს ყოველ არჩევანს კარგი ან ცუდი შედეგი მოჰყვება! ერთი დაიმახსოვრე, რომ შენი ცხოვრების ყველა მომენტში შენს გვერდით მინდა ვიყო და მეტჯერ არ სცადო თვითმკვლელობა, გთხოვ! - მხარეზე ხელი გამხნევების ნიშნად დაადო და დაუმშვიდობებლად დატოვა ციხის საავადმყოფოს პალატა.
გარეთ გამოსული დემნა კედელს მიეყრდნო, ფეხზე დგომა, რომ შეძლებოდა. თავდახრილი და ჩაფიქრებული დამშვიდებას ცდილობდა.
- როცა ცხოვრება ისე აიბურდება, რომ თვლი კვანძს ვერ გახსნი, არ უნდა დანებდე. კვანძის პოვნა უნდა განაგრძო, რადგან ხელის ჩაქნევა, იმედის გადაწურვა პირველივე დაბრკოლებაზე არასწორია. ბრძოლას მუდამ აქვს აზრი, თუნდაც ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში ვმარცხდებით.
- უკაცრავად, მე მეუბნებით? - დემნამ გულზე ხელი მიიდო.
- დიახ, გეტყობათ, რომ დიდი განსაცდელის და ფიქრების ჭიდილში ხართ.
- ჰო, მარტივად ნამდვილად არ არის ჩემი მდგომარეობა, - თქვა ჩამქრალი ხმით.
- უნდა გაძლიერდეთ, არ დანებდეთ, ყოველი განსაცდელი ან გაჭირვება ღრმა აზრს შეიცავდ და ტავისებურ ხიბლს ატარებს. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შება, მოულოდნელი სიხარული და პირიქით, რაც აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: „გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო“ და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი წარმატებისა და წინსვლის საფრთხე კი იმაში მდგომარეობას, რომ იგი პიროვნებაში ამპარტავნებას, დამოუკიდებლობის გრძნობას აძლიერებს და აღვივებს ცრი აზრს, თითქოს ღვთის დახმარების გარეშე გვქონდეს უნარი ვიყოთ განმგებელნი ჩენი ყოფისა. მხოლოდ განსაცდელის ჟამს ვაცნობიერებთ ხოლმე, რამდენად უსუსურნი და უმწეონი ვართ და როგორ აუცილებლად გვჭირდება შეწევნა ღვთისა.
- მადლობა მამაო ასეთი სიტყვებისთვის. - თავი მოწიწებით დახარა დევდარიანმა.
- ეს ილია მეორის სიტყვებია, უბრალოდ მივხვდი, რომ ამის მოსმენა გჭირდებოდა და გამხნევდი აუცილებლად. დალოცვლი გამყოფოს უფალმა, - პირჯვარი გადასახა და საავადმყოფოს დერეფანში გაუჩინარდა.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა პალატის კარებს, იქ სადაც მაქსიმე იწვა. ფრთხილად დააკაკუნა და შევიდა.
- შეიძლება?
- მამაო? - წამოჯდომა სცადა.
- იწექი. - სკამი საწოლთან მისწია მამა ანდრიამ. - აბა როგორ ხარ?
- ძალიან მრცხვენია.... - დანისნული თვალები სითხით აევსო.
- სხეული როცა კვდება, აქ რჩება და სული სად მიდის, როგორ ფიქრობ? - ღიმილით ჰკითხა.
- ალბათ იქ... - ხელით მაღლა ანიშნა.
- არსადაც არ მიდის, სულიც აქ რჩება ამ სამყაროში, თუ ის არ იკვებება ღმერთს ენერგიით. დემონები ამ სამყაროში არიან გამოკეტილები, რადგან არ შეუძლიათ ღმერთთან ყოფნა, ღმერთთან არიან სერაფიმები, ქერუბიმები, მთავარი ანგელოზები, ანგელოზები, ისინი ღვთაებრივი ენერგიით საზრდოობენ, როგორც მცენარე არსებობს მზის ენერგიით. ადამიანის ხეული - კვებით, წყლით და ჰაერით, ხოლო სული - ღმერთის ენერგიით. სხვანაირად ადამიანში დეპრესიული განწყობებია - ბოღმა, შური, მრისხანება, რაც არის დემონური სული. ეშმაკი, რომელიც ანგელოზი იყო და უარი თქვა ღმერთთან ურთიერთობაზე, ამ სამყაროშია გამოკეტილი და დილეგში ზის და ადამიანი, როცა კვდება უღმერთოდ, ისიც მასთან ამ დილეგში რჩება. ამიტომ ადამიანი თავს არ იკლავს, პრობლემებისგან რომ გათავისუფლდეს, უარეს მოაწევს საკუთარ თავს, იმიტომ რომ სანამ ხორცში მიყოფება, კიდევ რაღაცის შეცვლა შეუძლია, რომ მოკვდება და ხორცის გარეშე არჩება, აღარაფრის შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნება, ამიტომ მეტჯერ მსგავსი რამ აღარ სცადო. ხომ გესმის?
- მესმის... - ყრუდ ამოილაპარაკა მაქსიმემ და ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლი მოიწმინდა.
- მრავალი ჭირით ვცხონდებით, შვილო ჩემო. რომელი წმინდანი განწმენდილა და რომელი ადამიანი ცხონებულა სხვადასხვა სიმწრის სახმილის გაუვლელად? შვილო, ცხოვრებისეული სატანჯველი ერთ დღეს დასრულდება, რადგან ეს სოფელი წარმავალია. მხოლოდ ის დარჩება საუკუნოდ, რასაც კაცი თავისი საწყალი სულისთვის მოიმოქმედებს; ეს საქმე წაჰყვება მას ზეცაში ან წარსაწყმედელში. ნუთუ გგონია, რომ უფალმა რომელსაც თმის ყოველი ღერი დათვლილი აქვს, შენი ტკივილის საზომი არ იცის? დიახაც, იცის. ამიტომ მიენდე და მეტჯერ აღარ იფიქრო თვითმკვლელობაზე და სულის სამუდამო წარწყმედაზე, შენ ისედაც მძიმე ჯვარი გერგუნა სატვირთავად. მოუსწრაფო ადამიანებს სიცოცხლე, მართლაც, დიდი განსაცდელი და სულის ჭრილობაა, მაგრამ უნდა შეძლო, პირველრიგში იმათი სულებისთვის, რომლებიც შენი დაუდევრობით სიცოცხლეს გამოასალმე.
- კარგით, - თავი მორჩილად დაუქნია მაქსიმემ მოძღვარს.


***
- ნიაკო.
- ხო იო.
- დღე საღამოს სად წავიდეთ?
- სადაც გაგიხარდება, მეც იქ წამოგყვები.
- ოჰ, იო? - სალონში დეა ვივიენთან ერთად შემოვიდა.
- აჰ დილა მშვიდობისა. - ყურებამდე გაიკრიჭა იო.
- ნია, მიხედე ამ ყურებამდე შეყვარებული ბიჭს, თორემ ხომ ხედავ „დილა მშვიდობისა“ მითხრა საღამოს 6 საათზე.
- მივხედავ არ იდარდო შენ. აბა ვივი, როგორ ჩაიარა ზეიმმა?
- ცუდად. - გულთან ხელები ჩაიმწყვრია გოგონამ.
- რატომ?
- მამა არ მოვიდა.
- დემნას ითხოვდა, ძლივს დავითანხმეთ, რომ გამოსულიყო. - ჩუმად გადაუჩურჩულა დეამ ნიას.
- ხომ იცი მამა წასულია და როგორც კი დაბრუნდება, მერე პირადად ჩაუტარე კონცერტი.
- არ მინდა. - წარბშეკრულმა თქვა ვივიენმა და სამკერვალოში გაიქცა.
- მგონი დემნას ძვირი დაუჯდება შენი გოგოს შემორიგება.
- მეც ასე მგონია.
- ხო არ ჩამოსულან.
- არ ვიცი, სიმართლე გითხრა ეს დღეებია არ შევხმიანებივარ, რომ ჩამოვა, დარეკავს აბა რას იზამს.
- ეგეც მართალია, კარგი გავედი იქეთ.
- კარგი.
- ხო ოთო, - უპასუხა მობილურს.
- როგორ ხარ დეა?
- მე რავი ნელნელა და თქვენ?
- ჩვენც მასე.
- წეღან დავტოვე დემნა სახლში, ეს სამი დღეა მისი ხმა არ გამიგია და გეხვეწები, როცა მოიცალო, ადი და ნახე.
- კი, კი, საღამოს ავალ.
- მადლობა.
- რისი მადლობა, დროებით ოთო.
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დეა ნელა მიუყვებოდა დემნას ბინისკენ მიმავალ კიბეებს, კარებთან მცირე ხნით შეყოვნდა, ვერ გაიგო დაეკაკუნებინა თუ პირდაპირ შესულიყო. ბოლოს პაროლი აკრიფა და ფრთხილი ნაბიჯებით შევიდა ჩაბნელებულ სახლში, რომელსაც ძლივს ანათებდა გარედან შემომავალი ღამის სინათლე. საძინებელში შეიხედა, სადაც გულდამხობილ დემნას ეძინა, ფრთხილად მიუწვა გვერდით და ოფლისგან დანამულ სახეს პირსახოცით პერიოდულად უწმენდდა.
- როგორ დაიტანჯე... რამდენ სევდას და ტკივილს ატარებს შენი გული... - თმებზე ნაზად ეფერებოდა.
დემნა მოულოდნელად შეკრთა, გვერდი იცვალა და დეას წელზე ძლიერად შემოეჭდო და ძილი განაგრძო.
- დემნა? - შეშინებული წამოხტა დეა, როდესაც მის გვერდით დემნა ვერ დაინახა და საძინებლიდან გავარდა, - აქ ხარ? - გულზე ხელი მიიდო, თითქოს უნდოდა აფორიაქებული გული დაემშვიდებინა.
დევდარიანი სრულ სიბნელეში ღია ფანჯარასთან იდგა ვისკით ხელში და სივრცისთვის უაზროდ გაეშტერებინა თვალი. დეა გვერდით ამოუდგა. სიჩუმეში რამოდენიმე წამმა გაიარა.
- შენ მე მაბედნიერებ, მაშინაც კი, როდესაც ჩემს გარშემო ნაცრისფერი ბურუსი წვება და მგონია შთანმთქავს და წამლეკავს! შენ ამ დროს ჩემი ციცინათელა ხარ, ციცინათელა, რომელიც იმედს მაძლევს და ცხოვრების გზას მინათებს, მაგრამ ახლა... - ყრუდ გაისმა დემნას ხმა, - ახლა ვხედავ, რომ რაღც საზღვართან ვდგავარ და არ ვიცი ეს დასაწყისი თუ დასასრული! არ ვიცი ეს მკვეთრად გავლებული საზღვარი რას მპირდება, სად და როგორ შევძლებ სუნთქვას! ახლა ჩემს ირგვლივ ისეთი სიბნელეა, ისეთი სიცარიელე, ისეთი სიცივე... ვგრძნობ როგორ ვეფლობი წყლის წვეთებში და სუნთქვა მიგუბდება, ვგრძნობ როგორ ვიხრჩობი... მხოლოდ ერთ გზას ვხედავ, უნდა წავიდე, ამ გარემოს უნდა გავეცალო, სადღაც შორს უნდა გადავიკარგო, რომ... - ხმა აუთრთოლდა, - რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს უფრო მეტად არ ვატკინო, რომ ისინიც არ დავკარგო ამ საზღვრის გასაყარზე, რომელიც ჯერაც ვერ გამირკვევია თუ რას მპირდება... უნდა დაგტოვოთ, ყველაზე მეტად თქვენი დატოვება მიჭირს... - ნესტოები დაებერა, მთელი ძალით ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა, ტუჩებს იკვნეტდა. - მაგრამ უნდა წავიდე, რომ გადავრჩე და თუ გადავრჩები, თქვენთან დავბრუნდე.
- კარგი... - მთელი შინაგანი ძალისხმევა დაჭირდა დეას ამ ერთი სიტყვის წარმოსათმქელად. შებრუნდა, დამშვიდობება არ უნდოდა, იცოდა ვერ შეძლებდა, თუმცა მთელი სხეული ეწვოდა, ისე მძლავრად სურდა გულში ჩაეკრა საყვარელი მამაკაცი, რომელიც ახლა უამრავ შინაგან ჭრილობას და ტკივილს ებრძოდა. - ოღონდ, - შეჩერდა, - გთხოვ ვივიენს დაემშვიდობე... ამ ერთს გთხოვ... - ჩანთას ხელი დაავლო და კარები ჩუმად გაიხურა.


***
ცხოვრების გზაზე თუ სიცოცხლის გზაზე ყველა სხვადასხვა ტრაექტორიას თუ სისწრაფეს ვირჩევთ. ზოგი დიდ და გრძელს გზას ირჩევს, ზოგი კიდევ პირიქით. ზოგი 20 კმ სიჩქარით მოძრაობს, ზოგს კიდე 200 კმ სიჩქარეც არ ჰყოფნის. თუმცა გზის ბოლოს ჩქარა ვივლით თუ ნელა, ყველანი შუქნიშანთან ვჩერდებით და ველოდებით როდის ჩაქრება წითელი, როდის გვანიშნებს ნარინჯისფერი მოძრაობის დაწყებას და ბოლოს კი მწვანე ფერი ყველასთვის ინთება ვინც ვჩქარობდით და ვინც არა!
სიცოცხლის გზა ქალაქის გზას ჰგავს... მიდიხარ ხან კუს ნაბიჯებით, ხან კიდევ კისერს იტეხ, თუმცა საბოლოოდ ყველანი თანასწორნი ვართ უფლის თუ კანონის წინაშე, ყველანი ვჩერდებით შუქნიშანთან კუს ნაბიჯით მოსიარულეები და პანტერასავით სწრაფები, ყველა ველოდებით ჩვენს მწვანე შუქს, რომელიც უფლებას გვაძლევს გზა განვაგრძოთ, ცხოვრების გზა, მთავარია ყველა გაჩერება უსაფრთხოდ დასრულდეს, მთავარია, რომ სწორ შუქნიშანთან მოვხვდეთ.
- როგორ უცებ გავიდე ერთი წელი, ჩვენი პრინცესა პირველ კლასს ასრულებს უკვე. - თმებს ნაზად უშრობდა ანო ვივიენს. - გიხარია ჩემო ფერია არდადეგები, რომ გეწყება?
- არა. - ტუჩები გაბუშტა.
- რატომ? კლასელები მოგენატრება?
- კი.
- მერე ნახავ, როცა მოგენატრება.
- მასე მითხრა მამამ, როცა მოგენატრები მნახავო, მაგრამ უკვე რამდენი დრო გავიდა და ის კიდევ არ ჩანს...
- არ იდარდო მაგაზე, რადგანაც გითხრა აუცილებლად მოვა. - თმის ვარცხნა განაგრძო ანომ, - მითხარი თუ დაგეწიწკნება.
- ანო, - სწრაფი ნაბიჯებით შევარდა ნიაკო.
- ხო?
- გადაწყდა, ის ვარცხნილობა აღარ მომწონს.
- ისევ? - მხრები ჩამოყარა დაღვრემილმა ანომ.
- აი, სხვა მოვიფიქრე და ის ვცადოთ.
- მისმინე, იო სად არის?
- მუშაობს, რატომ მეკითხები?
- ვეტყვი, რომ ქორწილი გააუქმოს.
- რატომ? - ნიამ გაკვირვებისგან თვალები დაქაჩა.
- აბა თუ მე, თუ დეა, თუ მაია და რავიცი მე კიდევ ვინ აჭერი უკვე ჭკუიდან და სანამ უარი გითხარით მომსახურეობაზე, ჯობია ქორწილი გააუქმო. აღარაა ისედაც მოდაში ეს ქორწილები, წადით სამოგზაუროდ
- მგონი ცოტა გაგიჟდი ჰა? - თვალები მოწკურა ნიამ.
- კი, გამაგიჟე. უბრალოდ მეშინია ხონში არ აღმოვჩნდე შენს ხელში, მაგრამ მე მაინც იო მეცოდება, ასე ყოველწამიერად, რომ ცვლი იდეებს, ჯვრისწერაზე არა არ თქვა.
- ჯობია წავიდე, სანამ წაგეჩხუბები. - ხელი აიქნია ნიამ და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- ანი, მორჩით უკვე? - მიუახლოვდა დეა.
- ბოლო დეტალები დაგვრჩა.
- ვუამეე, როგორი პრინცესა მყავს, დეე, როგორ გიხდება ასე თმები. - ვივიენი ხმის ამოღებას არ აპირებდა, გაბუტული იჯდა.
- დემნა მოითხოვა, - ჩუმად გადაულაპარაკა ანომ, დეამ უიმედოდ გადააქნია თავი. უკვე ერთი წელი გავიდა ლოდინში, გაურკვევლობაშ და ბურუსში. დემნასგან დატოვებულ სიცარიელეს ვერაფრით უვსებდა ვივიენს, რას წარმოიდგენდა, რომ ბიოლოგიურ მამაზე მეტად უცხოს ასე შეიყვარებდა ბავშვი. - რომელ საათზე გაქვთ ღონისძიება?
- 2 საათზე.
- ბოტანიკურში აკეთებთ ხო?
- კი, რაღაც პატარა სპექტაკლი დაუდგამს მასწავლებელს, მერე ალბომებს და სიგელებს გადასცემს და ეგ იქნება. ალბათ დიდი დრო არ დასჭირდება.
- ვივი აბა შენ იცი, ველოდებით შენს სურათებს და ვიდეობს. - სიყვარულით გააცილეს სალონის თანამშრომლებმა.
ბოტანიკური ბაღი ულამაზესად იყო გაფორმებული, პატარა ბავშვები საოცრად ართმევდნენ თავს მათ როლებს.
- ძვირფასო მშობლებო მიხარია, რომ შეძელით და დაესწარით ჩვენი პატარების ამ მცირე ღონისძებას, რომლიტაც პირველი კლასის დასრულება ავღნიშნეთ. მინდა ჩვენს ჩიორებს ბედნიერი, ფერადი და ია-ვარდით ფენილი სიცოცხლის გზა ვუსურვო. შეუძლებელია გზა ის განვლო, დაბრკოლებები არ შეგვხვდეს, ხან დავეცემით, ხან ავდგებით, ეს გზაა, რომელიც ყველამ უნდა განვლოთ, მთავარია ამ ბავშვებმა უნდა ისწავლონ ერთგულება, თანადგომა, ერთიანობა, რომ როდესაც რამე დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდებიან ერთამნეტს დახამრების ხელი გაუწოდონ და ერთმანეთით გაძლიერდნენ. მინდა ახლა ჩვენს პატარებს ალბომები გადავცე და დავულოცო გზა მეორე კლასისკენ.
მხურვალე ტაში გაისმა, ზოგი ბებია ტიროდა კიდეც. დეამ თავი მარტოდ იგრძნო, ვივიენის არცერთ ღონიძიებაზე დედამისი არ გამოჩენილა.
- პირველი კლასის დასრულება უნდა მივულოცოთ ჩვენს უსაყვარლეს და გამორჩეულ ვივიენს. მოდი ჩემთან, - ხელებით ანიშნა პედაგოგმა, რომ მასთან მისულიყო, თუმცა ვივიენი ერთ ადგილს თვალს არ აცილებდა, უცებ სახე გაებადრა, მთელი ხმით დაიყვირა:
- მამააა ... - და ხელებ გაშლილი კიბეებზე ჩამომავალი მამაკაცისკენ გაიქცა, ყველამ ბავშვს გააყოლა თვალი, დეა კი მომენტალურად გაშეშდა, გვერდზე გახედვის ეშინოდა.
- უკაცრავად, არეულობა შემოვიტანე, - ბოდიშებს იხდიდა დემნა, ხალხში კი დეას ეძებდა, იპოვა, მათი თვალები მომენტალურად შეხვდნენ ერთმანეთს და გაუღიმა. - მიდი მამა, აიღე ალბომი და მერე ერთად წავიდეთ. - მასწავლებელთან გაუშვა ბავშვი. - არ მელოდი ხომ? - გვერდით დაუდგა დეას.
- მიხარია, რომ დაგვიბრუნდი. - არც კი შეუხედავს ისე უპასუხა.
- ანუ მიმიღებ?
- და როდის გაგიშვი, რომ?
- ეგეც მართალია... - მხარზე ხელი მოჰხვია და ბედნიერი სახით უცქერდა ღიმილიან ვივიენს.
***
მას შემდეგ 10 წელი გავიდა, რაც გარე სამყაროსთან კედელი და რკინის მავთულებით დახალართული მაღალი ღობე აშორებს... არადა ერთ დროს წამითაც ვერ იფიქრებდა, რომ იქ მიღმა ოთხკედელ შუა გარე სამყაროს მოყწვეტილი იცხოვრებდა უდიდესი ტვირთით... მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე... თავიდან უჭირდა, თუმცა მიეჩვია...
- მამაო, თქვენთან ციხიდან ერთმა პატიმარმა წერილი გამოატანა. - კონვერტი მიაწოდა. მამაომ კონვერტი ქივე გახსნა და კითხვას შეუდგა:
„ დამლოცეთ მამაო... შეილება ვეღარც კი გამიხსენოთ, მაგრამ მე არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი მოძღვარი და ადამიანი, რომელმაც აცდენილი გზიდან სწორ გზაზე დამაყენა და თვალები ამიხილა... მე ერთ ერთ პატიმარი ვარ ტქვენს მიერ მოქცეული... მას მერე დიდი დრო გავიდა. თქვენ ჩემზე უკეთ იცით, როდესაც კაცი განმარტოვდება და საკუთარ თავთან რჩება, სულიერი პრობლემები წამოიწევს ხოლმე და უფლისგან შენდობას ითხოვს... ციხეში შემოსულ ადამიანში სინანულის ნაპერწაკლაი ჩნდება და ამ დროს პატიმარს სჭირდება ადამიანი, ვინც დახმარება ამ სინანულის გაღვივებაში... თქვენ კი მამაო, დამეხმარეთ, როგორც სინანულის ნაპერწკალის ანთებაში, ასევე გაღვივებაში... მე ის მეასე გზააცდენილი კრავი ვარ, რომლის გამოც 99 ცხვარი მინდვრად დატოვა და ჩმს საშველად გამოემართა... მან მომივლინა საკმაოდ მძიმე განსაცდელი, ჩემი ხელით ორ ადამიანს სიცოცხლე წავართვი, უფლისგან მოძებული და გული სისასტიკით, სიძულვილით, უნდობლობით მქონდა სავსე... ამ განსაცდელით ალბათ უფალს სურდა მცდარი გზიდან უფლისკენ მავალ გზაზე დავეყენებინე. ჩემი ერთადერთი სურვილია, აქედან გასული მონასტერში წავიდე. უფლის გზა ხომ შეუცნობელია, თუ ღირსი ვიქნები, ალბათ უფალი დაუშვებს ამას და შევძლებ, რომ ცოდვით დამძიმებული სული გადავირჩინო, ღმერთს ვემსახურო და დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე ვილოცო იმ სულებისთვის, რომლებსაც სიცოცხლე ჩემი დაუდევრობით მოვისწრაფე. პატარა არ ვარ, რომ ვერ განვსაზღვრო ის თუ რა სირთულეები შემხვდება ამ გზაზე, ეს ვინმე აყოლით არ გადამიწყვეტია. ისიც კარგად ვიცი, რომ მძიმე ჯვარი იქნება ეს ჩემთვის, მაგრამ ვეცდები შევძლო...
ჩემო მოძღვარო, მამა ანდრეა, ილოცეთ ჩემი ტანჯვითა და ცოდვებით დამძიმებული სულისთვის. ღმერთი იყოს თქვენი ოჯახისა და მრევლის მფარველი.
თქვენი სულიერი შვილი მაქსიმე დევდარიანი.“
მამა ანდრეა ღიმილი მოეფინა სახეზე, წერილი კონვერტში დააბრუნა:
- ამ წერილის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განსაცდელს, ტკივილს განმწმენდელი მნიშვნელობა აქვს... რომ დაცემა და გახრწნილება არ არსებობს სულიერი აღდგომისა და ამაღლების გარეშე. ისინი ერთმანეთის გვერდით არსებობენ... - ეს თქვა და საკურთხველში გაუჩინარდა.



გამოყენებული მასალა : „ჟურნალი კარიბჭე“

------------------------------------------------------------------------

მადლობა ყველას ვინც თუნდაც ერთი მოწონება გამომიგზავნა, ერთი კომენტარი დამიწერა, ვინც ელოდით შემდეგ თავს და კითხულობდით. იმედი მაქვს, ის დრო რომელიც ამ ისტორიის კითხვას დაუთმეთ დაკარგულად არ ჩათვლით.

წარმატებებს გისურვებთ ყველას მთელი გულით.

თქვენი ხ.მ.



№1  offline წევრი ნათია სტურუა

ყველა თავი წავიკითხე ჩემთვის მძიმე საკითხავი იყო მაგრამ სასწაული დასასრული ქონდა ????

 


№2 სტუმარი One

Pirvel rigshi visiamovne rom qutaisze iyo saubari, chemi monatrebuli da sayvareli qalaqi❤️
Saocrad kargad iyo saganmanatleblo kutxit gadmocemuli modzghvris dialogebi da zogadad rwmenis tema, yochagh, imdenad daikhvewa tqveni shemoqmedeba, chemi udidesi pativiscema, warmatebebi.

 


№3  offline წევრი სესილია

ნათია სტურუა
ყველა თავი წავიკითხე ჩემთვის მძიმე საკითხავი იყო მაგრამ სასწაული დასასრული ქონდა ????


დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ heart_eyes ნამდვილად, რთული წასაკითხი იყო, არ ყოფილა მარტივი თემები წინ წამოწეული, პირადად მეც მიჭირდა ხოლმე წერის დროს, რადგან ზუსტად მინდოდა დამეჭირა ის ემოციები თუნდა მაქსიმეს, რომ მკითხველამდე ყალბი ემოციები არ მიმეტანა. მადლობა თქვენ

ნათია სტურუა
ყველა თავი წავიკითხე ჩემთვის მძიმე საკითხავი იყო მაგრამ სასწაული დასასრული ქონდა ????


დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ heart_eyes ნამდვილად, რთული წასაკითხი იყო, არ ყოფილა მარტივი თემები წინ წამოწეული, პირადად მეც მიჭირდა ხოლმე წერის დროს, რადგან ზუსტად მინდოდა დამეჭირა ის ემოციები თუნდა მაქსიმეს, რომ მკითხველამდე ყალბი ემოციები არ მიმეტანა. მადლობა თქვენ

One
Pirvel rigshi visiamovne rom qutaisze iyo saubari, chemi monatrebuli da sayvareli qalaqi❤️
Saocrad kargad iyo saganmanatleblo kutxit gadmocemuli modzghvris dialogebi da zogadad rwmenis tema, yochagh, imdenad daikhvewa tqveni shemoqmedeba, chemi udidesi pativiscema, warmatebebi.


დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის, ეს ჩემთვის დიდ მოტივაციას ნიშნავს. მიხარია, თუ ქუთაისზე გული გაგითბათ (შეგიძლიათ სხვა ისტორიებიც წაიკითხოთ ჩემი, სადაც უფრო ვრცლად მაქვს ქუთაისი გადმოცემული). მაქსიმალურად ვეცადე დიალოგებს მითუმეტეს რწმენის საკითხს ფაქიზად მოვკიდებოდი. მიხარია, თუ ხედავთ ჩემს ზრდას heart_eyes

 


№4 სტუმარი Ana-maria

ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა. სევდიანი ისტორია იყო იუმორის ელემენტებით. კარგად იკითხებოდა და ძალიან საინტერესოდ იყო დაწერილი. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს

 


№5  offline წევრი სესილია

Ana-maria
ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა. სევდიანი ისტორია იყო იუმორის ელემენტებით. კარგად იკითხებოდა და ძალიან საინტერესოდ იყო დაწერილი. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს


დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. მიხარია რომ მოგეწონათ. ისტორია ნამდვილად არ არის მხიარული. ვეცდები დიდხანს არ დავიკარგო.

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთა

კარგი, საინტერესო და დამაფიქრებელი ისტორია გამოვიდა. ძალიან ნიჭიერი ხარ და ფაქიზი სულის ადამიანი ხარ ავტორო. ბედნიერებაა შენი ისტორიების კითხვა. ეს ემოცია კარგა ხანს გამყვება და მადლობა შენ ამისთვის.

 


№7 სტუმარი სტუმარი Nestani

Zaluan momewona cota sevdiani iyo znelia maqsimes emociebis gamklaveba zaluan shemecoda magram ipova tavis gza,wyvilebit momewona kargi iyi mxuarulu iOS ty vinme sheutvardeboda ar megona kidev wavikitxavdi rim ar damtavrebuliyi kargi dasasrulit velodebi axal nacarmoebs madloba warmatebebi ????????????

 


№8  offline წევრი სესილია

სტუმარი ქეთა
კარგი, საინტერესო და დამაფიქრებელი ისტორია გამოვიდა. ძალიან ნიჭიერი ხარ და ფაქიზი სულის ადამიანი ხარ ავტორო. ბედნიერებაა შენი ისტორიების კითხვა. ეს ემოცია კარგა ხანს გამყვება და მადლობა შენ ამისთვის.

უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის

სტუმარი Nestani
Zaluan momewona cota sevdiani iyo znelia maqsimes emociebis gamklaveba zaluan shemecoda magram ipova tavis gza,wyvilebit momewona kargi iyi mxuarulu iOS ty vinme sheutvardeboda ar megona kidev wavikitxavdi rim ar damtavrebuliyi kargi dasasrulit velodebi axal nacarmoebs madloba warmatebebi ????????????

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. ხო სევდიანი გამოვიდა, ვეცდები მომავალი ისტორია იყოს უფრო ფერადი.

 


№9  offline წევრი ელენე (ნენე)

არც თუ ისე ცოტა გრამატიკული შეცდომის მიუხედავად, მომეწონა, საკმაოდ აქტუალური პრობლემები გაქვს წამოჭრილი.

სიმართლე გითხრა, მიკვირს, ასეთი ცოტა ნახვა რატომ აქვს.

წარმატებები!

 


№10  offline წევრი სესილია

ელენე (ნენე)
არც თუ ისე ცოტა გრამატიკული შეცდომის მიუხედავად, მომეწონა, საკმაოდ აქტუალური პრობლემები გაქვს წამოჭრილი.

სიმართლე გითხრა, მიკვირს, ასეთი ცოტა ნახვა რატომ აქვს.

წარმატებები!


მადლობა გამოხმაურებისთვის.

ალბათ არ არის სხვებისთვის საინტერესო თემები blush თუმცა ვინც წაიკითხა ესეც ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

 


№11 სტუმარი magda

ასეთი აბდა უბდად გადმოცემული ისტორია არ წამოკითხავს,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent