ელფთა სამეფო: შავი ჯადოქარი
საოცარი არსებაა ეს ელფი! ადამიანსაც კი მიამსგავსებდით გარეგნულად, გრძელი თმიდან დაცქვეტილი ყურები რომ არ შეგემჩნიათ, მაგრამ ელფის დაყენება ადამიანის გვერდით სრულებით უაზრო იქნება, რამდენადაც გულადი და პატივსაცემი უნდა იყოს თქვენი პატივცემული ადამიანი. ეს მეტად მომხიბვლელი არსება მაღალი და ლამაზია (თქვენს დღეში ვერ შეხვდებით დაბალ, უშნო ელფს), ტანადი, კოხტა, კოპწია და ახალგაზრდა. უმეტესი მათგანი ქერა ან ჩალისფერთმიანია, იშვიათობაა შავგრემანი ან ჟღალთმიანი ელფი. თვალის ფერი მეტად მრავალფეროვანი აქვთ: თაფლისფერი, გიშრისფერი, ზურმუხტისფერი, საფირონივით ლურჯი, ნაცრისფერი და სხვანი. ლამაზ ხელებს მშვილდ-ისარი ან ელფურად გამოჭედილი ხმალი შვენით; გრძელ ფეხებს უმშვენებთ ელფური ქალამნები, რომლებიც ხშირად გამოსდგომიათ ბრძოლებში, ვინაიდან ისინი საოცრად მსუბუქი და ფარფატაა; ტანსაცმელი მეტად მოხდენილი აქვთ, არსად მოიპოვება მსგავსი სამოსელი - მრავალგვარი ნაჭრისგან ამზადებენ საოცრად ნაზ, მაგრამ გამძლე შარვლებს, კაბებს, სარაფნებს, პერანგებსა თუ მოსასხამებს. ხელობებიდან ყველაზე კარგად ჭედვა, მორთვა-მოკაზმვა და საბრძოლო იარაღების დამზადება ეხერხებათ, სხვა დანარჩენთან ერთად, რა თქმა უნდა, თუმცა ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ ოსტატობას საჭიროებს როგორც შექმნაში, ისე - გამოყენებაში. საბრძოლო ხელოვნება ელფებს საუკეთესოდ აქვთ განვითარებული. აქ ჰასიკიც ისეთივე მამაცი და გულადია, როგორიც - ჰარინი. ფასს ვერ დაუდებ მათ ბრძოლის უნარსა და წყურვილს. ელფი ისეთივე მხიარული და გართობის მოყვარულია, როგორიც სევდიანი და მდუმარე. თან შეუძლია გამარჯვების ნაყოფით დატკბეს, თან - მოსალოდნელი საფრთხე განჭვრიტოს შორს. ეს არსებები ოჯახებად ან განმარტოებით ცხოვრობენ ტყესა თუ მდელოზე, მდინარესა თუ ზღვის სიახლოვეს, ოჯახები კი დიდ და ძლიერ სამეფოს ქმნიან, რომელსაც თავისი დროის უძლიერესი მეფე-დედოფალი უდგას სათავეში. სწორედ მათი მეფობით იწყება ეს ამბავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.