19 + 1
ბევრი რამ მსმენოდა ზაროს შესახებ, ზაური რომ ერქვა და ახლა მე მელოდებოდებოდა რომ მივიდოდი და ერთ ბოთლ არაყს მივუტანდი. წინადღით შემხვდა. სკვერში სკამზე იჯდა თავჩაქინდრული. გაჭირვებით ვიცანი და გვერდით მივუჯექი. არყის და ოფლის სუნი მეცა. მივესალმე. თავის შეხსენება მომიწია. მხედველობა და სმენა დაქვეითებია. გაუპარსავი იყო, მაგრამ მის დაღარულ და დაღლილ სახეს მაინც დააფიქსირებდით. თმები შეუკრეჭავი და მოუვლელი, ალაგ-ალაგ ერთმანეთზე მიკრული. პერანგი ლაქებით დაფარული. შარვალი დაუუთოვებელი. ,,ნეტავი, სახლი თუ აქვს?,, კი, ჰქონდა. მითხრა ხვალ ჩემთან მოდი რაღაც უნდა მოგიყვეო, ოღონდ უარყოდ ნუ მოხვალო. გარეუბანში მის სახლს ძლივს მივაგენი. უფრო სწორად მიწური უფრო იყო. არყის და ოფლის სუნი ოთახში უფრო მკვეთრად იგრძნობოდა. ჩქარა დამისხიო- ხრინწიანი ხმით და ერთი თლილი შუშის ჭიქა მომეჩვენა რომ ერთ ყლუპზე დაცალა. რაღაც მისაყოლებელი კი მივუტანე, მაგრამ მხოლოდ ყველს დაყნოსა. ცოტა ხანს ჩუმად იყო. ვიცოდი ზარო ადრე ქურდი იყო. ვიცოდი რომ საქმეზე მასთან ერთად წასულმა მისმა პაძელნიკმა მოხუცი ქალი გაგუდა და ზარომ სასწრაფოდ შეკრიბა ურკები და საკითხი ასე დააყენა - ან ეს მაკრუშნიკი აღარ იქნება ქურდი, ან მე ვიტყვი უარს ამ სტატუსზეო. საქმე ზაროს საწინააღმდეგოდ გადწყდა და ზარომაც - თუ ამას ქურდად ტოვებთ, მე ჩემს სიტყვას არ გადავალო და მონასტერში წავიდა. წესის კაცობას არჩევდა ზარო და მიიღო მონასტრული ცხოვრება. სამი წლის შემდეგ ბერად აღიკვეცა. მერე მღვდლად აკურთხეს და გალთან ახლოს ერთერთი სოფლის ტაძარში წინამღვრად გაამწესეს. მერე ის საშინელი ომი დაიწყო, შეცდომა რომ იყო. შემდეგ რა მოხდა ზაროს ცხოვრებაში არ ვიცოდი. მხოლოდ ის გავიგე რომ ამ ომის აქტიური მონაწილე და მეომარი გახდა. რაღაც სამხედრო წოდებაც კი მიუნიჭებიათ. - რა იცი ჩემზე? მკითხა ისე რომ თავიც არ აუწევია. ვუთხარი. ზარომ ღრმად ჩაისუნთქა ნახევადჩაბნელებული ოთახის სუნიანი ჰაერი და ისე თავაუწეველი თხრობას შეუდგა. - იქ, სოფელში, ცოტანი კი იყვნენ, მაგრამ კარგი მრევლი მყავდა. შემიყვარეს და მეც შემიყვარდნენ. ომი რომ დაიწყო სოფელი მეომრებისთვის სურსათს აგროვებდა და მე ვაგზავნიდი. საომარი მოქმედება რომ გალს მოუახლოვდა ბიჭებისთვის საკვები თვითონ მიმქონდა. ერთ დღეს როდესაც მივედი და სურსათი და წყალი მივუტანე. ოდნავ მოშორებით, ხეზე მიბმული წვერებიანი გადამთიელი დავინახე. მივხვდი, ჩეჩენი იქნებოდა. დამიძახა: - батюшкааа, у тебя мама есть? თავი დავუქნიე. მან კი: - Вот, я твою маму ебал! მომაძახა. - ახლა ამ შვილს დავბრიდავ! ავტომატი გადატენა ერთმა მეომარმა. გავაჩერე. მე ყელში რაღაც მომაწვა, მაგრამ გადავყლაპე ის რაღაც. - Да, простит, тебя Господь! ვუთხარი. მერე მივედი და ცოტაოდენი საკვები და წყალი მივუტანე. რადგან ხეზე ზურგიდან ხელებით იყო მიბმული ჩემი ხელით ვაჭმევდი და წყალიც შევასვი. თვალი თვალში გამიყარა და მგონი არც დაუხამხამებია. არ ჰქონდა ბოროტი თვალები და ამან გამაკვირვა. მეორე მისვლაზე, ისევ სურსათ-სანოვაგით რომ მივედი ჩეჩენი ისევ მეკითხება: -Батюшкааа, у тебя жена есть? ბიჭებმა იარაღი ააჩხარუნეს. მე ვთხოვე რომ რაც არ უნდა ეთქვა არც კი გაეფიქრად მისი მოკვლა, რადგან ის ერთი ქართველი ტყვედმყოფი მეომრის სიცოცხლე იყო. ამჯერადაც კი დავამშვიდე, მაგრამ მირჩიეს არ უპასუხოო. მაინც გავძახე ჩეჩენს: - Да, есть у меня жена. - Я твою жену ебал! სულმუდამ თან რომ ვატარებდი ხელი იმ ბასრი ბებუთისკენ თავისით წავიდა, მაგრამ ვუთხარი: - Да, простит, тебя, Господь! პასუხად დამცინავად გადაიხარხარა და: - Я, всёравно сильнее тебя! უკანგზაზე ლოცვა არ შემიწყვეტია. მრისხანების ბურთი ყელში მაინც დიდხანს მქონდა გაჩხერილი და მახრჩობდა. იმ დღეს ადრიანად ავდექი. კვირადილა იყო და ცხრისთვის ტაძარში მინდოდა ვყოფილიყავი. მანამდე ბიჭებისთვის სურსათი მიმეტანა. მთელი გზა ავტომატების კაკანი ისმოდა. ვერაფრით ვუკავშირებდი მზიან ზაფხულის დილას იმ ბოროტებას რაც აქედან სულ ახლოს ხდებოდა. ჩეჩენი თავის ადგილას იყო. გულში ვლოცულობდი რომ არაფერი ეკითხა და უცებ მესმის მისი საოცრად თბილი მოსალმება: - Здравствуй, батюшка, Бог ведь один, благослави меня. გაოცებულ-გახარებულმა გავხედე, გავუღიმე, ჯვარი გადავსახე და დავლოცე. - Батюшка, ко мне подойдёшь? ძალიან ახლოს მივუჯექი. შემომხედა, გამიღიმა და მეუბნება: - Извини меня, батюшка, я был неправ. - Да, простит, тебя Господь ვუთხარი. მან კი გააგრძელა: - Плохо это война, батюшка, плохо. Вот я из деревни, которая высоко в горах. Красиво там, очень красиво. Там у меня мать, жена, двое пацанов растут. Плохо война.. Ещё хуже чужая война. А, у тебя дети есть? -Да есть, дочка, маленькая ვუპასუხე. - Вот и хорошо. Когда мои пацани вырастут, они твою дочь выеб... მაგრამ ვერ მოასწრო დასრულება ისე წამში გამოვჭერი ყელი. - მეც მასე მოვიქცევოდი!წამოვიყვირე მე. ზარომ გამომხედა, რაღაცნაირად გამიღიმა და: - იცი რა? ყელი მოშვერილი ჰქონდა. ჰო, ჰო, ის მზად იყო ამისთვის. ბოლომდე თვალებში მიყურებდა და ტუჩების მოძრაობაზე მივხვდი რომ მადლობა გადამიხადა. თვალებიც ამასვე ამბობდნენ. მაშინ საშინელი რამ დავიყვირე: -მაჯობააა! ბიჭები მომცვიდნენ და ერთერთმა ბებუთი გაშეშებული ხელიდან გამომართვა. მეორე დღეს საპატრიარქოში დავრეკე და სულ რამდენიმე სიტყვა ვუთხარი: - მე ბერი აღარ ვარ. მე მკვლელი ვარ. ჩავები ბრძოლებში და მალევე ჯერ ბატალიონის მეთაური გავხდი, მერე ასეულის უფროსი. ნელნელა ტყვეები დაგვიგროვდა. ოცი ჩეჩენი დავთვალეთ და გაცვლა გადაწყვიტეთ. ჩვენს წინააღმდეგ შამილ ბასაევი იბრძოდა და მოლაპარაკებაზე სწორედ ის მოვიდა. ყოველგვარი მისალმების გარეშე ვუთხარი: - У нас двадцать чеченцев. ის მპასუხობს: - У нас девятнадцать плюс один. პირველად ვცვლიდი ტყვეებს და ვუთხარი: - Значит тоже двадцать. და დავთქვით დრო. როდესაც ოცი ტყვე დათქმულ ადგილას მივიყვანე, მოლაპარაკების მიხედვით ჯერ ბასაევს უნდა გადმოეცა ჩვენი მეომრები. ერთი ითვლის ჩვენს მეომრებს ჩვენსკენ რომ გადმოდიან - Один, пять, семнадцать, восемнадцать, девятнадцать და როდესაც თქვა: - плюс один გარდაცვლილი მეომარი გადმოვქცეს. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ვიგრძენი ყელში ისევ მახრჩობდა რაღაც. ჩვენ ხომ ოცი ცოცხალი ტყვე მივიყვანეთ? გაცოფებას ცოტა მაკლდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ჩვენი მხრიდან ტყვეები რომ უნდა გადაეცა იმ მეომარს ჩავენაცვლე და თვლა დავიწყე: - одинь, пять, семнадцать, восемнадцать, девятнадцать და როდესაც მეოცე ტყვე გამისწორდა ზედ საფეთქელთზე ნაგანის ლულა მივაბჯინე, ჩახმახს გამოვჰკარი და მივაყოლე: - Вот тебе девятнадцать плюс один! ბასაევი გაფითრდა, მაგრამ ვერაფერს გახდებოდა. ამის შემდეგ მალევე დასრულდა ომი და დავსრულდი მეც. მეგონა ადამიანი ვიყავი, მაგრამ არ აღმოვჩნდი. ვნატრობ და ვეძებ სიკვდილს ის კი, არ მოდის. ზარომ რაც დარჩა ის არაყი პირდაპირ ბოთლიდან ჩაცალა, საწოლზე მიეგდო და მალევე გაითიშა. ცოტახანს ვისმენდი მის ხვრინვას და მერე დამძიებული ქალაქის ქუჩებში დიდხანს დავდიოდი, დამძიმებული გაგონილით და იმ მიზეზით რომ მიუხედავად იმისა არასოდეს მიომია და არავინ მომიკლავს, არაფრით განვსხვავდებოდი ზაროსგან და გავაცნობიერე რომ სწორედ ამ მიზეზით ვიყავი პაციფისტი. გვიან გავიგე რომ ზარო მალევე გარდაცვლილა. უპატრონოთა სასაფლაოზე, ნომრით 1191, ხის ბოძის ქვეშ, სწორედ ზაურ ნ-ძე განისვენებს. მერაბ ჩხაიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.