სიყვარულის შვიდი საიდუმლო (თავი 6)
პატარაობაში მამა ხშირად მიმეორებდა,რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანია. ვერასდროს ვხვდებოდი ამ სიტყვების აზრს,თუმცა გაზრდასთან ერთად დანახვა დავიწყე. თურმე უკეთესი ფიქრი კი არა,თვალების გახელა ყოფილა. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სტასუსს,სახელს და რასას.არც მის ხასიათს და დამოკიდებულებას ყველაზე ღირებული მასში ის გაკვეთილია,რომელიც თავის მოსვლასთან ერთად მოაქვს. “დარდია ადამიანიო გამიგია,სევდის ამტანი და გამჭვირვალე. მისი სული ისეთი ღრმაა რომ მასში დაკარგვაც შეიძლება,სამწუხაროა საკუთარი თავის ფასს მხოლოდ თვითონვე რომ ვერ ამჩნევენ. ტკივილი კლავს და აძლიერებს, ტკივილია ერთადერთი ძალა რაც გახსენებს,რომ ჯერ კიდევ ადამიანი ხარ. “ ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი ლადოს მოყოლილ ამბავზე, რატომღაც არცერთ მის სიტყვაში არ შემპარვია ეჭვი. მხოლოდ საკუთარმა თავმა გამიცრუა იმედები,დიდი ტვირთია როცა იაზრებ საკუთარ შეცდომას, სწორედ იმას რომელიც უნებლიედ დაუშვი. ნისლივით ჩამომაწვა ფიქრები. მარტივია ალბათ მოატყუო ადამიანი,რადგან მოტყუებული როცა თავად ხარ დიდ ტანჯვას გრძნობ,მაშინაც კი თუ ზიანი შენთვის უფასურმა ადამიანმა მოგაყენა. არ ვიცოდი როგორ მეკითხა დავითისთვის რაიმე,აღარ ვენდობოდი. იცით? ერთია ღალატი მაგრამ,სულ სხვაა ის ტყუილი რომელიც წლების მანძილზე საიდუმლოდ რჩება. ვიცოდი რაღაცაში გამაცურებდა,არ იყო სანდო და გულწრფერი. მოსვენება მთლად დავკარგე,იქნებ ჩემი ცხოვრება ბევრად მარტივი ყოფილიყო ამ ყველაფრის გარეშე.. კაბინეტში მჯდარს აღარაფერზე მინდოდა ფიქრი, კალამს თითებს შორის ვატრიალებდი და უაზროდ ვაშტერდებოდი . სწორედ მაშინ გამახსენდა ნათია. -უაზროდ ჩაიარა დღემ-ხმა დაბლა ვთქვი და ჩემს წინ მჯდარ ნიკოლოზს გავხედე-მინდა რომ სულ ცოტა ხნით მაინც ვიგრძნო ამ დღის ფასი -ყველაფერი რიგზეა? -იკითხა ნინომ -ყველაფერი რიგზეა-თავი გავაქნიე და საათს გავხედე. უკვე ცხრის ნახევარი იყო. ლადო:სახე ჩამოგტირის ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ გამომარკვია თითქოს დაბნეულობიდან. პასუხი არ გამიცია,თუმცა კამერას ავხედე და შეუმჩნევლად დავუქნიე ხელი. მთელი სხეულით ვგრძნობდი რომ დაკვირვებით მიყურებდა. ცოტა ხანში თავქუდმოგლეჯილი ჩვენს ოთახში შემოვარდა,მთელი ინტერესით მომაშტერდა და როცა გაახსენდა,რომ ჩვენს გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო, ღრმად ამოიხვნეშა. -სახლებში წახვიდეთ შეგიძლიათ-ტაში შემოკრა -ნახევარი საათი წინ არის -დაბნეულმა ნათიამ შეახსენა. ლადოს სახე აელეწა,მთელი სხეულით შეტრიალდა მისკენ და წინ გადაიხარა -საათის ცნობა ვიცი-უპასუხა და უემოციოდ გაუღიმა. ვერაფერი გაეგო,ვერც მე ვიგებდი მაშინ რა ხდებოდა ამ ორ შორის,თუმცა ერთი რამ ცნობილი იყო.. ძალიან მალე ზურგში ჩამცემდა დანას ის,ვისთან ერთსდაც ნახევარი ცხოვრება მქონდა გავლილი. -სალომე შენ ჩემს კაბინეტში გელოდები,სალაპარაკო გვაქვს-სერიოზული სახე ჰქონდა. ამ სიტყვების გაგონებაზე ყველამ ერთდროულად ამორგო თავი კონპიუტერებიდან, შემზარავი თანადგომა დასთამაშებდათ. -რა უნდა შენგან?-იკითხა ნათიამ და სკამიდან წამოდგა -არ ვიცი-მოკლედ მოვუჭერი. საერთოდ არ მქონია სურვილი მასთან საუბრის -რამე უნდა ?-ჩამაცივდა. უცნაური დაძაბულობა იგრძნობოდა. თითქოს სხვებმაც იგრძნეს რაღაც აუხსნელი და მძიმე. ერთმანეთს გადახედეს ლევანმა და ნიკოლოზმა -რას ჩაბჟირდი? -წარბებ შეკრულმა ნიკამ უხეშად დაუბრუნა პასუხი. ნათიას ხმა არ ამოუღია, თავისი ჩანთისკენ გადაიხარა და ისე აიღო,რომ თვალი არ მოუცილებია ჩემთვის. -ლევან თუ სადმე შევლას გადაწყვეტთ შეტყობინება გამომიგზავნე,მეც მოვალ-დავიბარე. გრძელ კოლიდორში სირბილით მივექანებოდი ლადოს კაბინეტისკენ,შიგნით შესვლისთანავე შევნიშნე რომ თავის ჩვეულ პოზაში იჯდა.მთელი სხეულით ეკვროდა სავარძლის საზურგეს და პირიდან რგოლებს უშვებდა -აი შენც მოხვედი-მშვიდი ხმით აღნიშნა და გასწორდა -რატომ გვიშვებ სახლში? -თუ გინდა დარჩი და ყველას სამუშაო გააკეთე- თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა-რადგან, მინდა რომ ამ დღის გემო იგრძნო -რას გულისხმობ? -შენ ის მითხარი ჯერ.. ასე რომ მორბოდი , ჩემი ნახვა გეჩქარებოდა? -არ მოვრბოდი , მოვდიოდი -მორბოდი , დაგინახე - მხრები აათამაშა -შეგიყვარდი ხო? -ნიშნის მოგებით ვიკითხე -გეყოფა -აღიარე, ასეა ? .. მიდი თქვი -კარგი კარგი -ხელები ასწია -შევამჩნიე უგუნებოდ იყავი.. ვიფიქრე რამით წავახალისებ თქო,რომ დავინახე როგორ მორბოდი მივხვდი რომ არ შევმცდარვარ - მისი შემოთავაზება კარგად ჟღერდა,არ მაწყენდა გულის გადაყოლება და პრობლემების დავიწყება. ლადომ საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი. მიუხედავად იმის,რომ მისი მადლიერიც კი ვიყავი თავს მაინც უხერხულად ვგრძნობდი,თუმცა როდესაც შევნიშნე ჩემს წინ ხელის გულზე გადაშლილი ქალაქი მაშინვე გადამავიწყდა ყველაფერი. -ლამაზია არა? -იკითხა და მანქანიდან გადავიდა -ლამაზია -აი იქ რომ ქვა არის-თითი გაიშვირა ჩვენს წინ არსებული უზარმაზარი ზომის ქვისკენ-იმასთან წამოდი - რაც მეტად ვუახლოვდებოდით,მით მეტად იშლებოდა ქალაქი ჩემს წინ. ბალახზე დავსხედით და ერთდროულად ჩავისუნთქეთ სუფთა ჰაერი. -აქ უნდა მოხვიდე,თუ გინდა რომ დაისვენო -აქ ისვენებ ხოლმე ? -მისკენ შევატრიალე თავი -სამწუხაროდ ისე ხშირად ვეღარ-მის ხმაში გულწრფელი დარდი ერია,ვგრძნობდი ძალიან ახლოს იყო მთელი ის სიჩუმე მასთან -ასეთ ადგილებში ადამიანები ბევრს ფიქრობენ -მართალი ხარ , შეგიძლია შენც იფიქრო -მე არ მინდა, დავიღალე -თავი მუხლებზე დავიდე და თვალები დავხუჭე. გამაგიჟებელი სიჩუმე ჩამოწვა,მსუბუქს ნიავს მთელი არსებით შევიგრძნობდი და ჩემდაგასაკვირად საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი. -პირველად აქ ჩემს ცოლთან ერთად მოვედი-დუმილი ლადომ დაარღვია,ვგრძნობდი საუბარი სურდა-უფროსწორად… პირველად აქ თვრამეტი წლის ასაკში აღმოვჩნდი,ჩემს საყვარელ ადგილად იქცა -ჩაასწორება შეიტანა თავის სიტყვებში -მერე კი ცოლთან ერთად -ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რახან შენს საყვარელ ადგილს უზიარებდი -ძალიან..სალომემაც შეიყვარა აქაურობა,ძალიან მგავდა -მერე რა მოხდა? -დავინტერესდი -მერე ის ღამე იყო-ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა-მოულოდნელად გამომეცალა ხელებიდან -ეს რას ნიშნავს -იმ ღამით, მე რომ იმ ღამით მისთვის მეპასუხა .. იცი? საკუთარ თავსაც კი ვადანაშაულებდი ამ ამბავში, ზოგჯერ დღემდე ვკიცხავ ხოლმე.. ჩემთან საუბარი სურდა, მე კი ვუთხარი რომ არ მქონდა დრო და ტელეფონი გავთიშე. ვერც კი ვიგრძენი საფრთხეში რომ იყო, არადა მოსმენილი მქონდა გულით ახლობელი ადამიანის ტკივილს ყოველთვის გრძნობო, მე ვერ ვიგრძენი.. -მერე რა მოხდა? -როცა ტელეფონი ჩავრთე ძალიან გვიანი იყო უკვე.. ბოლოს საავადმყოფოს გაცრეცილ პალატაში ვნახე,ლაპარაკი და ბოდიშის მოხდა ვერ მოვასწარი ისე დაიძინა . მითხრეს,ფემხძიმედ იყოვო, არც ეს ვიცოდი. მაშინ მივხვდი რომ დიდი ხანი მყავდა მიტოვებული . ძალიან ლამაზი და მშვიდი სახე ჰქონდა, ისეთი მშვიდი რომ შემეშინდა კიდეც. თითქოს უკეთესი რამ მოხდა მის ცხოვრებაში,გეგონებოდა თავი იხსნა აქაურობისგანო. მრცხვენოდა რომ არ მოვუსმინე და ვნახე, ვინ იცის რა ხდებოდა მის თავს მაშინ? როგორ ვჭირდებოდი მხოლოდ სალომეს ესმოდა. -ეს ხომ შემთხვევით მოხდა.. -შემთხვევითობების არ მჯერა -გაეცინა-მჯერა რომ ადამიანი წინასწარ გრძნობს ყველაფერს,იმ ღამით იმიტომაც მთხოვდა დაჟინებით რომ მომესმინა მისთვის -სიმართლე იყო? -რა? -შენი სიტყვები, რომ არ გეცალა მაშინ -არა-თავი უკან გადასწია და მძიმედ ამოისუნთქა-სწორედ ამის გამო ვიდანაშაულებდი საკუთარ თავს. -ალბათ ძალიან რთული იყო -რთული? არა, დაუჯერებელი იყო.. თუ რამის არ გჯერა,მისი სირთულე მიუღებელია-ცოტა ხანს გაჩუმდა,მთლიანი სხეულით შემოტრიალდა ჩემკენ და განაგრძო- და შენ? , შენ როგორ იყავი როცა დაკარგე ქმარი -მე შეგიებული ვიყავი, წინასწარ ვგრძნობდი გარდაუვალი რომ იყო .. არ გამიჭირდა, მაგრამ თავს მძიმედ და მარტოდ ვგრძნობდი.. ეს აუხსნელი გრძნობაა სიმართლე რომ გითხრა, ალბათ მართალი იყავი როცა თქვი შემთხვევითობები არ არსებობსო. ზოგჯერ უკეთესია ადამიანის გარდაცვალების არ დაჯერება,ვიდრე ღალატის ნახვა .. ძალიან მიყვარდა .. ადრე -ადრე? -ჩვენც გვქონდა საყვარელი ადგილი.პირველად იქ გამომიტყდა სიტყვარულში,მაშინ ბედნიერი ვიყავი. როცა იმ ადგილის არსებობის შესახებ დამავიწყდა,მივხვდი რომ აღარც დავითი იყო ახლობელი ძველებურად. თანაცხოვრების მერვე წელიწადს ვიფრძენი რომ შეიცვალა,მეცხრე წელს გავიგე აღარ ვუყვარდი, ალბათ მაშინ მოხდა ესეც.. ახლა გავიგე რომ შვილიც ჰყოლია თურმე, როგორ შეიძლება გიყვარდეს ასეთი ? -მეც მაგ კითხვას ვუსვამდი ჩემს თავს გამუდმებით, რადგან მიკვირდა რომ ვუყვარდი სალომეს -რატომ? -ზედმეტად კარგი იყო,მე კი მოღალატე ვიყავი-გაოცებისგან პირი დავაღე -შენზე ამას ვერ ვიფიქრებდი .. რატომ ღალატობენ კაცები? -არ ვიცი- მხრები აიჩეჩა- ამაზე პასუხს ვერ გაგცემ, თუ გაგცემ ბანალური იქნება თან მოსმენელიც გექნება მსგავსი სადმე .. -მგონია მაშინ ღალატობენ,როცა სიყვარულს წყვეტენ -ასე გგონია? -დაფიქრდა -იქნებ საკუთარ თავს ღალატის გამო ადანაშაულებდი მთელი ის დრო-თვალებ მოჭუტულმა გამომხედა,თითქოს საინტერესო ვერსია მოისმინა. ქალაქი იყო ლამაზი,მშვიდი და ნათელი -შეხედე, იმ სახლში არ სძინავს ჯერ კიდევ ვიღაცას- ფეხზე ავდექი და უკეთესად დავაკვირდი. რამდენიმე საათიანი ჯდომისა და საუბრის შემდეგ,ტელეფონზე შეტყობინება მივიღე ლევანისგან რომელსაც თან გრძენი განმარტება სდევდა “ძალიან ამაღელვებელი ღამე იქნება დღეს, შენ ვერ წარმოიდგენ რა სისულელე მოხდება ცოტა ხანში. ვეცადე დავლაპარაკებოდი ნიკას მაგრამ არც კი მომისმინა,აზრი არ აქვს.. აუცილებლად ჩვენთან ერთად უნდა იყო, აუცილებლად ! ჯერ-ჯერობით ნიკას დედასთან ვართ,ჩაის ვსვამთ, ნახევარ საათში ბარ carroline-ში მოდი! “ ვერაფერი გამეგო,რამდენჯერმე ახლიდან გადავიკითხე შეტყობინება თუმცა უშედეგოდ -წამოხვალ ჩემთან ერთად? -ლადოს ვკითხე და მხარზე დავარტყი ხელი -სად ? -ლევანმა მომწერა-ტელეფონი გავუწოდე, მანაც გამომართვა და შეტყობინება გადაიკითხა -გინდა დავნიძლავდეთ ? -მომღიმარი სახით გააჟღერა -რატომ? -კარგი არ გვინდა.. მაგრამ აუცილებლად წამოგყვები, მინდა ჩემს თავში დავრწმუნდე -რა? -რაღაც აზრი მაქვს, მაინტერესებს სწორი თუა- მანქანის კარი გამიღო. ———- ძალიან გაუკვირდათ ლადოს დანახვა, უკვე მეორედ დაუპატიჟებელი სტუმრების სიაში ეწერა თუმცა არცერთ მათგანს გამოუხატავს უსიამოვნება. -ჭკუა დაკარგე ხო? -ჩემს წინ მდგარ ნოკოლოზს თავში წამოვარტი ხელი -უარი რომ თქვას ? -არ იტყვის, იმასაც აკლია და ამასაც, ერთმანეთის ესმით-ნინომ ლადოს გახედა და გაუღიმა, მანაც არ დაავყონა -შენც გაგიჟებულხარ -რა გინდა ? რას უწუნებ ჩემს იდეებს ? -პატარა ბავშვივით დაემანჭა სახე ნიკას -იმას რომ ადრეა თქვენთვის ! -მძაფრი შეგრძნებებია -გაისმა ლადოს ხმა , ყველამ მისკენ გაიხედა -ზოგჯერ კარგიც კია,აზრი მომწონს -ესეც მე ვარ? -შვება იგრძნო ნოკოლოზმა.. - მოკლედ ! არავინ არაფერი იცით ! -არავინ არაფერი ვიცით -ლევანმა თვალები გადაატრიალა. ზუსტად ნახევარ საათში ბარში ლილე შემოვიდა,კარგ ხასიათზე იყო აშკარად რადგან მისთვის საძულველი ლადოსთვის ყურადღება არც კი მიუქცებია. ისე ვისხედით თითქოს დედამ რამდენიმე წუთის უკან დავტუქსა,საეჭვოდაც კი გამოვიყურებოდით. ნიკოლოზის გამაფრთხილებელმა “არაფერი იცით” ძალიან ახლოს მივიტანეთ გულთან. -ვინმე მოკვდა? -ნიკოლოზს გვერდით მიუჯდა ლილე -არა.. პირიქით-პასუხი გავეცი და ჩემს გვერდით მჯდარ ნინოს ფეხი შეუმჩნევლად მივარტყი. ნინომ გამომხედა და წარბებით მანიშნა რაღაც,თუმცა ვერ გავიგე რა უნდოდა. -მაშინ..ვინმეს შვილი შეეძინა? -უფრო უკეთესი-ახლა ნინომ უპასუხა -არ შეეძინა მაგრამ ორსულადაა ვინმე -ყველაფერი ჩამოთვალე ? -ნიკამ დამცინავად ჰკითხა -უკეთესი რა უნდა იყოს აბა? -ყველა დავდუმდით.. გული ისე მიცემდა თითქოს მე ვთხოვდებოდი იმ ღამით, ერთი სული მქონდა როდის ამოღერღავდა ნიკოლოზი სათქმელს. ლადოს სახისთვის შეგეხედათ ნეტავ! -დღეს ჯვარი უნდა დავიწეროთ-თქვა ნიკამ და სწორედ იმ დროს ჩაირთო მუსიკა, ლილემ ვერ გაიგონა ვერაფერი და სახე დამანჭა -რა? -ხმამაღლა იკითხა -ჯვარი , ჯვარი უნდა დავიწეროთ მევთქვი-მეორედ გაიმეორა ნიკამ -რაო? -ჩვენკენ გამოიხედა ლილემ -ამ გოგოს აკლია თქო ხომ ვიძახი-წამოვიყვირე -ჯვარიო უნდა დავიწეროთო მე და შენო,დღესო-სიტყვა სიტყვით გავუმეორე-გაიგე ახლა? -როდის? -დღეს , დღეს .. დაყრუვდი? -თავი ვეღარ შეიკავა ლევანმა -კარგი-მშვიდი ტონით თქვა ლილემ -კარგი? -სკამიდან წამოხტა ნიკა -ამან ახლა კარგიო თქვა მართლა? თქვენც ის მოისმინეთ რაც მე ? -გაოცებულმა გადავხედე ყველას -ხო რა იყოთ? ნიკა თანახმა ვარ, ახლა წავიდეთ ? -ნიკასაც არ სჯეროდა ლილეს სიტყვების -მართლა? -ახლა ამან დაიწყო რა-ნინომ გაჭირვებით ამოიხვნეშა- ამათ ერთმანეთი რომ არ ეპოვნათ რა ეშველებოდათ ნეტავ? “არ გადაიფიქროსო” გაიფიქრა ალბათ ნიკოლოზმა,ხელი ჩასჭიდა ლილეს და მხარზე ტომარასავით მოიგდო. ცხოვრებაში არცერთხელ მენახა მსგავსი ხელის თხოვნა და ქორწილი, მაგრამ იმ წამს პირველად ნანახიც საკმარისი იყო ჩემთვის. მთელი სისწრაფით გავარდა ბარიდან, უკან გზა აბნეული ბატებივით გავედევნეთ და სწორედ მაშინ გაახსენდა ლევანს ნათია. გარეთ გასულებს დაგვიბარა მე თვითონ გავუვლი და დაგეწევით გზაშიო. ეკლესიის ეზომდე მისულებს შემოგვიერთნენ, ხმა არცერთს ამოგვიღია,მაგრამ სახეზე ეწერა ნინოს დიდი ასოებით “ მ ე ჯ ა ვ რ ე ბ ი” . მამა დემეტრე მძინარი სახით მოაბიჯებდა ჩვენკენ,თან მარჯვენა ხელის თითებით თვალებს ისრესდა, ცოტა შემებრალა კიდეც მაშინ. უხერხულად გავუღიმეთ -რა ამბავი აგიტეხიათ -მშვიდად გახედა წყვილს და გაეცინა-ხომ არ გალოდინეთ, ჩამძინებია -არა რას ამბობთ-დაიმორცხვა ლილემ -ასე მოულოდნელად პირველად ვწერ ჯვარს წყვილს-ეკლესიის კარის გასაღები ამოაძვრინა ჯიბიდან. თვალი ისევ ნათიასკენ გამეპარა,შევნიშნე ისიც მიყურებდა და როცა საპასუხო გარტყმასავით იგრძნო ჩემი მზერა ძალით გამიღიმა -მოდით-უკან გავყევით მამა დემეტრეს. ეკლესიის შუა გულში ნიკოლოზი და ლილე დადგნენ,მეჯვარეებად აღნიშნული ლევანი და ნინო კი მათ გვერდზე აისვეტნენ. მე და ლადო მათგან მოშორებით ვიდექით და მთელი ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს. -ეს არ მომხდარა როცა გავთხოვდი-გადავუჩურჩულე ჩემს გვერდით მდგომს -ჯვარი არ დაგიწერია? -არა, მხოლოდ ხელი მოვაწერეთ-მამაო ლოცვას კითხულობდა როცა დავაკვირდი,რომ ლილე ბედნიერი ჩანდა. მე კი მის ნაცვლად მეშინოდა თითქოს მოსალოდნელი მოვლენების. -შენი აზრით საჭიროა ეს ყველაფერი? -იკითხა ლადომ მაგრამ პასუხი აღარ გამიცია….. ————— -როგორ მოხდა რომ ერთად მოხვედით დღეს-გვერდით მომიჯდა ნათია. ბარში სადაც ხალხი ძლივსღა ეტეოდა მძიმე და მხუთავი ჰაერი იდგა. -მოხდა-მოკლედ გავეცი პასუხი -შენგან ამას არ ველოდი-ნაწყენმა თავი გააქნია. გაკვირვება ვერ დავმალე,მის სიტყვებზე გულიანად გამეცინა. წარმოგიდგენიათ? ვერ წარმოედგინა თურმე -რას ელოდი აბა ? -თანადგომას -აი თურმე -თავი დავაქნიე -ალბათ ისე გემუქრებოდა ლადო,რომ შეშინებული ხარ დღემდე -შენ წარმოიდგინე -რატომ არ უჩივლებ? მე ვუჩივლებდი შენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი -საპირფარეშოდან მომავალი ლადო ჩვენკენ წამოვიდა, სახეზე ეტყობოდა არ სიამოვნებდა ნათიას გარემოცვაში ყოფნა,თუმცა ჯელტმენობა არ აძლევდა უფლებას რომ შეემჩნია დისკომფორტი. ჩემს გვერდით დაჯდა და ერთი ჭიქა ვისკი შეუკვეთა თავისთვის,მერე ჩემს წვენს დახედა,თითქოს რაღაც არ მოეწონა და ბარმენს მიაძახა მეორე ჭიქაც მოეყოლებინა -რა ხდება? -ნათიას გახედა -ვსაუბრობდით-შეეტყო გუნება წაუხდა -ვსაუბრობდით .. რომ ემუქრებოდი იმაზე, ვეუბნებოდი უჩივლე თქო-ამის გაგონებაზე შეცბა, სკამზე უხერხულად გასწორდა ნათია და საწრუპს ტუჩებით მისწვდა - რატომ ემუქრებოდი? -ლადოსკენ შევტრიალდი, მანაც თითქოს იგრძნო რისი გაკეთება მინდოდა და უსიტყვოდ ამყვა ჩუმ ომში -ნათია, ხომ გაგაფრთხილე..-სახე შეეცვალა და ნათიას მკაცრად გახედა -რატომ ემუქრები თქო? -ვკითხე მეორედაც -მე…-ენა დაება ლადოს-იცი არ მინდოდა შენთვის ეთქვა, შენს ჩანთაში რომ ვძრომიალობდი -ქალს არ უნდა დაემუქრო, მითუმეტეს მაშინ თუ შენდამი გრძნობები აქვს-გამეცინა და ისევ ნათიას გავხედე- ხო ნათია? -რა ? -დაიბნა,ლოყები სირცხვილისგან აუჭარხლდა -გავიგე გყვარებია ჩვენი უფროსი , ჭორები ისე მალე ვრცელდება რომ დამახსოვრებას ძლივს ასწრებ ადამიანი - დარცხვენილს პასუხის გაცემა გაუჭირდა- კიდევ მინდა იცოდე,რომ მთელი სიმართლე ვიცი, არ იყო საჭირო ასე მოქცევა.. არ ვიცი რას ცდილობდი მაგრამ იცოდე,რომ მეორედ არ უნდა შეგამჩნიო სადმე, რადგან თუ შეგამჩმევ პასუხს ისე გაგცემ როგორც დაიმსახურე. სამწუხაროდ მეტისმეტად ახლობელი იყავი საიმისოდ,რამე რომ გაპატიო -ორი -ბარმენმა ჭიქები გამოაცურა. -კარგი.. სასოწარკვეთილ ქალს არ უნდა ესაუბრო ბევრი თორემ გამიგია შხამს გველივით ქვაზე ტოვებსო -ლადოს სიტყვებმა მეტად გაანაწყენა ნათია -არაფერს იტყვი? -ჩავაცივდი მე -რა უნდა ვთქვა ? ყველაფერი გაგიგია-მის თვალებში საუტეველ სიბოროტეს ვხედავდი,რომელსაც იმ დღემდე ვერასდროს ვამჩნევდი. მინდოდა საპასუხო დარტყმა მიმეყენებინა მაგრამ უფლება არ მქონდა იმ ღამის გაფუჭების. ჭიქას დავავლე ხელი და სკამიდან წამოვდექი,ნიშნის მოგებით გავუღიმე,ლადოს მარცხენა ხელი ჩავკიდე და ჩემკენ გამოვწიე. -ხომ არ გვეცეკვა? -სიამოვნებით-მიპასუხა და ჭიქიანად წამოფრინდა. დალევა ვერ შევძელი, მინდოდა ფხიზელი ვყოფილიყავი იმ ღამეს და დამემახსოვრებინა ყველაფერი. ლილე და ნიკოლოზი ხალხში ერეოდნენ დრო და დრო,ახალ ნაცნობებს იძენდნენ და ყველას უყვებოდნენ იმის შესახებ,თუ როგორ გიჟურად დაიწერეს ჯვარი. -ავადმყოფები-მოგვიახლოვდა ლევანი -ბედნიერები რომ არიან ეგაა მთავარი-კიდევ ერთხელ გავიხედე მათკენ. ლევანისკენ გოგონა წამივიდა,ქერა გრხელი თმითა და მუხლამდე მოტკეცილი კაბით, როგორც შევატყვე ერთმანეთს იცნობდნენ უკვე რახან გულთბილი შეხვედრა მოაწყვეს. ქალს ხელი მოხვია კისერზე და შეატრიალა,მეორე ხელით მანიშნა რომ მოვცილებოდით იმ ადგილს და ჩვენც უხმოდ გავერიდეთ. შეზარხოშებულიყო ლადო , სასმელს ძირამდე დასვლას არ აცდიდა რომ ზევიდან ახალს ამატებდა უკვე. ხმაურიან მუსიკას ხელს აყოლებდა და თვალებდახუჭული იღიმოდა, ამასობაში ჯვარდაწერილი წყვილიც ჩვენამდე მოვიდა და ლადოს მსგავსად დაიწყეს ცეკვა. სულელივით მეღიმებოდა მათ გამო, საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს მაგრამ ისე ერთობიდნენ თითქოს წლების მეგობრები ყოფილიყვნემ, გულ დამძიმებული ნათია კი მოჩვენებასავით დაიარებოდა აქა-იქ. -მიდი დალიე-იყვირა ნინომ და სასმელი გამომიწოდა -არ მინდა -ეეე-დაიჯხანა და მეორეჯერ გამომიწოდა სასმელი- ყოველ დღე კიარ იწერს ეს ორი ჯვარს -მინდა ფხიზელი ვიყო -რატომ ? დედობა უნდა გაგვიწიო? -ირონიულად გააჟღერა და მესამედაც ჩემკენ გამოსწია ჭიქა -მიდი ჩემი ხათრით-ახლა ლილემაც აიკვიტა ჩემი დალევის ამბავი. -ისე უნდა დავთვრეთ რომ ხვალ არაფერი გვახსოვდეს ! -ამაყად მახარა ნიკამ და ხელი გადამხვია -ხოდა ახლა დალევ შენც! -ჭიქა ხელებიდან გამოგლიჯა ნინოს , ეს-ეს იყო ძალით უნდა ჩაესხა პირში რომ ჩემი ნებით გამოვართვი და მოვსვი. მძიმედ გადავყლაპე,გემო მწარე და არასასიამოვნო ჰქონდა, თუმცა ტემპერატურა მაღალი აღმოაჩნდა. -ხოდა მასე რაა-ბედნიერი სახე მიიღო ნინომ , მეეორე ჭიქაო ხელით ანიშნა ლადოს და იმანაც წამებში მოარბენინა ისე,თითქოს ალკოჰოლს ზეციდან აწვდიდა ვინმე . სუნთქვა გაუჭირდებოდა ფხიზელ ადამიანს ისეთი კვამლი იდგა შენობაში. ხალხი ერთმანეთში ინი და იანივით ირეოდნენ,თავიდან ფეხებამდე ვგრძნობდი თავბრუსხვევასა და სიმსუბუქეს. -ჩემიი მუსიკაა ეს-თავი გააქნია ლადომ და მხრების ქანაობით გაექანა ხალხში -წამოდი- გამომძახა მეც -იცი რა მომწონს ყველაზე მეტად? -მკითხა და ცხვირი აათამაშა -რა მოგწონს? -თვალი ლადოს უკან მდგარი ნინოსკენ და ლილესკენ გამექცა, ხელებს მიქნევდნენ, მერე ერთმანეთს გადაეხვივნენ და კოცნის იმიტაცია გააკეთეს. ეს ორი ბავშვებს გავდნენ,თუმცა კარგი იყო რადგან მთელი ცხოვრება ყველაფერზე მეტად ეს თვისება მიყვარდა მათში. -შენი თვალები-მიპასუხა და გაიცინა -საინტერესოა -კიდევ წარბებიც ლამაზი გაქვს -თითები გადამისვა წარბებზე -რა მეწვრილმანეობაა -სხვათა შორის, თმის ბოლოები გაქვს შესაჭრელი-მითხრა და თვალები გამიფართოვდა იმ წამსვე -რა ? -ბოლოჭამიები გაქვს აქა-იქ -რა? -დღეს შევნიშნე -ეს კაცი ნამდვილად შეშლილი იყო. ხელები კისერზე შემოვხვიე და რაც ენერგია მქონდა ცეკვაში ჩავდე. ადამიანის ერთ-ერთი კარგი თვისება,დაკვირვებულობა არის,მაგრამ საინტერესო იყო,რამდენად დიდ დაკვირვებას ახდენდა ლადო,რომ თმის ბოლო ჭამიები შენიშნა,რომელსაც მეც კი ვერ ვამჩნევდი. სასაცილოდ არ მყოფნიდა მისი სიტყვები,მომეჩვენა თითქოს ამაყობდა კიდეც . -რაღაც იდეა მაქვს-თავი გადააქნ-გადმოაქნია **** -ხომ ვამბობდი ორი მანქანით წავიდეთ-თქო? -უკანა სავარძლიდან მოისმა ნინოს წუწუნის ხმა -ერთითაც რომ მივდივართ ამ დროს მადლობა თქვი-ლევანიმ მსუბუქად მოქაჩა თმა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო -ნათიას რა უთხარით ? -დაინტერესდა ლადო -არც არაფერი-მშარად უპასუხა ნინომ-რა უნდა გვეთქვა რო? ვერასდროს წარმომედგინა ასეთი რომ იყო -ვინ წარმოიდგენდა -მაინც ვერ ვხვდები რა მოტივი ჰქონდა -ხომ მოგიყევი ? -ვუპასუხე და თავი უკან შევატრიალე კარგად რომ დამენახა იქ მსხდომი ყველა -იცი რა ? დაიკიდეთ ყ***ე -წამოიყვირა ნიკოლოზმა -ნუ შეჭამეთ ტვინი, ნათია-ნათიას ძახილით ! ყველამ გავიგეთ როგორიც ყოფილა,მით უკეთესი ხოდა -მართალი კაცია-საჭესთან მჯდარმა ლადომ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად -შენ ის გვითხარი ბევრი დარჩა კიდევ? ჯდომისგან უკანალი სკამის ფორმის მაქვს უკვე -შევიშმუშნე და ღვედი გავწი-გამოვწიე -მალე მივალთ -მარტო ჩვენ ვიქნებით?-დაინტერესდა ლევანი -რათქმა უნდა -მაინც ორი მანქანით უნდა წამოვსულიყავით,რა გედარდებათ თქვენ თავისუდლად სხედხართ, მე კი ნიკოლოზი მიზის კალთაში- გააგრძელა ნინომ და მის მუხლებზე მჯდარ ნიკას დიდი ალბათობით უბწკინა რადგან მოულოდნელად წამოიყვირა -მოითმინეთ ცოტა დარჩა -ამხნევებდა ლილე… უზარმაზარი ჭიშკრის წინ გაჩერდა მანქანა. -მაღაზიაში წავალ და მოვალ თქვენ რაც გინდა ის ქენით ჩემს მოსვლამდე. -გასაღები გადაუგდო ნიკოლოზს და მანაც მაშინვე ორივე ხელით დაიჭირა. -მანქანა შეიყვანე და სადმე დააყენე -გინდა გამოგყვე ? -მორცხვი ბავშვივით გადავაჯვარდინე ფეხები -გინდა? -კი -წამოდი მაშინ.. -და მაღაზია შორსაა?-ვეკითხებოდი ჩემს წინ მიმავალს -ჩვენს წინ , სწრაფად უნდა იარო რომ დაინახო რა ხდება წინ-სირბილით დავეწიე. გამიკვირდა კიდეც მაღაზიის არსებობა, თანაც ოცდაოთხ საათიანის -აქ ბევრი ხალხი არ უნდა ცხოვრობდეს -სწორედ ეს იყო გეგმაში როცა აქ ვყიდულობდი სახლს -შენი შპიონობით ბევრ ფულს შოულობ შევატყვე -ხომ არ ცდიდი? -და შეიძლება? -იარე,იარე. მაღაზიის კართან მისვლისთანავე ლადოს შეეგება იქვე მჯდომი კაცი,მთლად ფხიზელი არ ჩანდა მაგრამ ეტყობოდა კეთილი ადამიანი იყო. ჩემი სისუსტე ყოველთვის ხანში შესული კაცები იყვნენ,ბაბუებს ვგულისხმობ,მათი დანახვისთანავე სიბრალურსა და თანაგრძნობას ვგრძნობდი. კაცმა გამომხედა და ჩაიღიმა,ეტყობა იფიქრა როგორც იქნა ქალი მონახაო ისე მარტოსული იყო ლადო თავის ცხოვრებაში. -მე აქ დაგელოდები-ვუთხარი და ხელით ვანიშნე შიგნით შესულიყო. მამაკცის წინ პირისპირ აღმოვჩნდი, კარგა ხანს კიდევ იღიმოდა,მერე სკამისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით და ვაი-ვაგლახით დაჯდა -ბევრს სვამთ ძია-კაცო-არც მე ვიცოდი რატომ წამოვიწყე მასთან საუბარი,თანაც მაინც და მაინც ამ თემაზე -ასე ძალიან შესამჩნევია? -მე რადგან შეგატყვეთ ალბათ სხვებისთვისაც შესამჩნევი უნდა იყოს -შენ რა გითხარი-ხელები მუხლებზე დაიწყო-ამის გამოა ჩემი ცოლი რომ წლებია მწყევლის და მკულავს -არ შეიძლება ასე ცხობრება და იმიტომ,ალბათ ძალიან უყვარხართ რახან იწყევლება-ჩემს სიტყვებზე გამეცინა. -შენც კი გცოდნია -რა ? -ქალი რომ კაცს წყევლის და ბრაზდება ისაა კაი,თორე როცა ამას აღარ აკეთებს ესეიგი აღარ უყვარხარ და დამთავრებულია-სინანულით გააქნია თავი- მარა თავს ვერაფერს ვუხერხებ ბიძია,დარდი მაქვს გულზე ლოდად -დარდი ცუდი რამაა..- -ძნელია როცა მშობელზე წინ შვილი მიდის , ყველას არ შეუძლია ამას შეეგუოს, ჩემმა მარინამ კი შეძლო მადა რად გინდა ? ახლა მე გავუხდი სადარდებელი და ცხოვრებას ვუმწარებ -მერე არ გაუმწაროთ ცხოვრება-მაღაზიიდან ლადო გამოვიდა პარკებით ხელში. -რაზე გესაუბრება ეს აბეზარა ბიძი?-სიცილით იკითხა, მამაკაცმა თავი გააქნია არაფერზეო და მკლავზე მსუბუქად დამარტყა ხელი. -აბა ნახვამდის-დავემშვიდობე და ფეხზე ავდექი,მინდოდა გადამეკოცნა მაგრამ მეუხერხულა. ეზოში ვისხედით და ლუდს შევექცეოდით,ვერც კი წარმომედგინა ოდესმე,რომ ლადო ჩემს გარემოცვაში ჩემს მეგოვრებთან ერთად მოახერხებდა ყოფნას,ანდაც ჩემი მეგობრები რომ მიიღებდნენ ოდესმე -რა ლამაზი ეზო გქონია-აღნიშნა ლილემ და ირგვლივ მიმოიხედა -ხოო.. ეზოც და სახლიც ლამაზია-ლევანმა ჭიქა მოიყუდა და მთლად ჩაცალა სასმელი -ვერასდროს ვიფიქრებდი უფროსთან ერთად რომ დავლევდი -იუმორით თქვა ნინომ -რახან დაგვიმეგობრდი-დაიწყო ლევანმა,უკვე ეტყობოდა რამე ისეთს იტყოდა,რაც აუცილებლად გაგვახალისებდა-ხელფასსაც მოგვიმტებ? -არა-სიცილი წასკდა ლადოს-ვერა მაგრამ სამომავლოდ ვეცდები -ა კაცი-ხელები გაშალა ნიკამ- ა ძმაო ჯიგარი ადამიანი -ისე და .. თქვენ როგორ დაახლოვდით ?- კი იცოდა ლილემ,მაგრამ აშკარად ლადოსგან სურდა პასუხის მოსმენა. არამხოლოდ მას ! ყველა მიაშტერდა.ჯერ ვერ მიხვდა,მერე გაანალიზა რომ ხუთი ადამიანი ელოდა მისგან პასუხს და ჩაახველა -მტრობა და მეგობრობა ძმები არიან -მე კი მეგობა მოგწონდა-წამოროშა ნინომ -ნინო-თვალები დავუბრიალს უხერხულობის გამო- კი არ მოვწონვარ ვუყვარხარ -მაგრამ უხერხულობის დედაც ! -ჩაიხვია სამი დღეა გიყვარვარო, რა უნდა ამიხსენით? -ბავშვივით აწუწუნდა -ეჭვიანობდა გეფიცებით ! -თითი მისკენ გავიშვირე -ეჭვიანობდი? -ნიკოლოზის მზერის მხოლოდ ღმერთს თუ არ შეეხათრებოდა -არ აღიარებს მაგრამ ასე იყო, და უფრო მეტიც…-გავხედე ლადოს - ვუთხრა ? -მოგხვდება -სამაგისოდ დიდი გოგო ვარ -მერე რა, მაინც მოგხვდება -გაეცინა და ახლიდან დაიწყო ლუდის ჩამოსხმა ჭიქებში -რა ქნა ? -დაინტრიგებული ლილე ვეღარ ითმენდა რომ გაეგო -ვაკოცე,ერთხელ-მოულოდნელად უპასუხა ჩემს წინ მჯდარმა ლუდის მსხმელმა, არ მეგობა თუ იტყოდა. სიმართლე ითქვას,მეც არ ვაპირებდი თქმას -თქვენ ან ჩხუბს როდის ასწრებთ ან კიდე კოცნას -ლევანმა თავი ჩაქინდრა,ყრუდ მოგვესმა მისი სიცილის ხმა -რაა ? -გეფიცებით ყველა შეყვარებული ადამიანი ავადმყოფია ! გეფიცებით-ამოსწია თავი და ხელები გულზე დაიწყო -ღმერთო ნურავის შემაყვარებ რა ! დიდ ხნიანი საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ლილეს ჯვრის წერის ამბავი ხუმრობა ეგონა და ეკლესიის ეზოში მიხვდა რომ ნიკოლოზის ცოლობას მართლა დათანხმდა, ამის გამო ძალიან ბევრი ვიცინეთ, ცოტა ეწყინა კიდეც თითქოს ნიკას მაგრამ მალევე გაუარა. გავიგეთ,რომ ის ქალი ლევანმა რომ გაარიდა ჩვენს გარემოცვას მისი ბავშვობის სიყვარული იყო,რათქმა უნდა ცალმხრივი სიყვარულის ! თურმე ლადოს ფობია ქონია,სიმაღლის, მოყვა როგორ იფსამდა ხოლმე ბავშვობაში ხშირად ამის გამო რომ მერვე სართულზე ცხოვრობდნენ. -იფსამდი? -დიდი ინტერესით ვიკითხე-და რომელ წლამდე? -შენ არ იფსამდი ხოლმე ? -გვერდში დაუდგა ნიკა თითქოსდა დაჩაგრულ კაცს -უკვე გვიანია-გაიჯგიმა ნინო-იქნებ სახლში შევსულიყავით ? მგონი წვიმას აპირებს თან -შევიდეთ. სახლი პატარა კია,მაგრამ მყუდროა და ოთახები გვეყოფა .. მგონი -მგონი? -უკვე ვხვდებოდი საითაც მიყავდა საუბარი და რისთვის გვამზადებდა. სახლი ძალიან ძველი,მაგრამ ლამაზი აღმოჩნდა. შუა გულში მრგვალი ზოლებიანი ნოხი იყო დაფენილი და ზედ ხის,მაღალი მაგიდა იდგა. კედლები ცისფრად შეეღება,ბოლოში კი პატარა ბუხარი ამოეშენებინა. ორ-ორად გაგვყო სტუმრები, თქვენც მიხვდებით ვის მოუწია მასთან ერთ ოთახში ყოფნა…. ისევ … მე! ოთახში შესვლისთანავე ღამის სანათი აანთო. ოთახი პატარა იყო, ხის დიდი საწოლი შუაში იდგა,ერთ მხარეს უჯრებიანი მაგიდა ედგა,მეორე მხარეს კი უზარმაზარი საყვავილე -უჯრებიან მაგიდებს დიდ პატივს სცემ -კი გცოდნია და რაღას მეკითხები-ფეზსაცმელების გასახდელად დაიხარა -შენ არ იხდი? -მკითხა და თავი ამოსწია -რამე ხომ არ გაქვს.. აი ისეთი მე რომ შევძლო ჩაცმა? -სამწუხაროდ არა, აქ ხშირად არ მოვდივარ ხოლმე -აბა რისთვის იყიდე ეს სახლი? -მიკვირს რომ არ იცი -გეყოფა რა -ვუსაყვედურე და მაგიდასთან დავჯექი.. -სხვათა შორის, შენს წინ ვერ გავიხდი -წინა ჯერზე არ გაგჭირვებია-ნიშნის მოგებით მიპასუხა და საწოლზე დაენარცხა -როგორც მიხვდი მეც აქ ვიძინებ-დაამატა მერე -წინა ჯერზე იატაკზე იწექი -ამ სახლში ტანსაცმელი თუ არ მაქვს,შენი აზრით იატაკზე დასაფენად მექნება გადანახული რამე ? - გვერდზე გადმოწვა და ხელზე დაიდო თავი -ასე არ შემიძლია -მაშინ იჯექი მთელი ღამე -მეხუმრები კიდეც ? -არა , მართლა ვთქვი ეს -არ ვიცოდი რა გამეკეთებინა -და მისაღებ ოთახში რომ დამეძინა ? -მოულოდნელად გამახსენდა ! -როგორც გინდა, მაგრამ იცოდე რომ კართან ხვრელია და ამინდი უარესდება,შეგცივდება.. -მიიწიე -ვუთხარი და საწოლზე დავჯექი-მიიხედე-ფეზსაცმელები გავიხადე და საწოლის ქვეშ შევაცურე ფეხებით -ზოგჯერ მგონია რომ რაღაც განსაკუთრებული გაქვს , ისე მალავ -დამცინავად აღნიშნა და ჩაიხითხითა -გამახსენდა-მისკენ შევტრიალდი-მარი 1, მარი 2, მარი 3 , გამოცდილი კაცი ხარ ვინ გაგაკვირვებს ? -როდის მოასწარი ნახვა ? -ზოგი რამ გულში უნდა შეინახო ადამიანმა -ტანსაცმლის გახდისთანავე ვიგრძენი სიცივე-მიიწიე დროზე. საბნის ქვეშ დავწექი და როგორც ბავშვებმა იციან მთელს სიგრძეზე შემოვიკეცე რომ სიცივე არსაიდან შემოსულიყო -გცივა? -იკითხა ლადომ და ისევ ჩემკენ გადმოტრიალდა -რა იყო უნდა გამათბო? -გინდა? -რა აბეზარი ხარ ზოგჯერ-ხმადაბლა წამომცდა -რა იგრძენი როცა გაკოცე? -მისმა შეკითხვამ შოკში ჩამაგდო სხვა სიტყვებით რომ არ ვთქვა -არანორმალური ხარ ლადო -გინდა გაკოცო კიდევ? -მთლად გაგიჟებულხარ შენ უბედურო -ქალებს გიყვართ თავის დაფასება -რა შუაშია ეს ? -როგორ შეიძლება არ გინდოდეს ? -მთლად გააფრინე? -თავი ბალიშიდან წამოვწიე- რეებს ლაპარაკობ? -კოცნა ვიგულისხმე , აი შენ კი გარყვნილიც ყოფილხარ სხვა ყველაფერთან ერთად -ნუ მიწვევ -თორემ გარყვნილებას მეტად გამოავლენ? -არაადეკვატური ხარ -მეც კი მეცინებოდა ჩვენს საუბარზე -კიდევ გცივა? -კი -მოვიკუნტე -ეგ პოზა არ შველის სიცივეს,რაც მეტად ცდილობ გათბობას მეტად გცივა -აბა რომელი პოზა შველის? შენს მუცელზე დაწოლა ? -გარყვნილი ხარ მევთვთქვი ვიძახი და არაო- საბანი ყელამდე აიწია - მაშინებ კიდეც უკვე -მარი1.მარი2.მარი3 -შევახსენე ისევ და მეორე მხარეს გადავტრიალდი.. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვფიქრობდი გატარებულ არაადეკვატურ დღეზე,მერე თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე . უბრალოდ ვცადე მაგრამ უშედეგოდ … საწოლში წრიალი დავიწყე, კომფორტულ პოზას დიდი მონდომებით ვეძებდი მაგრამ ვერც ეს შევძელი, ან საწოლი იყო პრობლემა ან ლადო, დასაშვები იყო რომ მეც ! რათქმა უნდა.. ისევ პირღიას ეძინა. -პირღიას რანაირად სძინავს -ხმადაბლა გავიცინე და ბალიშში პირქვე ჩავემხე -მღვიძავს -ჩურჩულით მიპასუხა . საკუთარი თავის შემრცხვა თუ არა? საერთოდ არა! -ვერ იძინებ გატყობ სალომე -მითხრა და მაშინვე დადუმდა. აღარც მე დამიძრავს კრინტი. უეცრად საწოლის ჭრაჭუნის ხმა მომესმა, დავინახე როგორ მოხოხავდა ნელ-ნელა ჩემკენ, საპასუხოდ ვიწეოდი მის საწინააღმდეგო მხარეს მეც. როდესაც ადგილი აღარ დარჩა და მივხვდი,რომ თუ კიდევ მივიწეოდი უსათუოდ იატაკზე აღმოვჩნდებოდი ადგილს მივეყინე -იატაკზე გინდა ძილი?-მკითხა და კიდევ მოიწია ჩემკენ -რატომ მოღოღავ? -პასუხი აღარ გაუცია. გაჭირვებით გადავბრუნდი მეორე მხარეს და ზურგი ვაქციე, ეს-ეს იყო უნდა ჩამძინებოდა მისი სუნთქვა რომ ვიგრძენი კისერთან. მაშინვე თვალები დავაჭყიტე და საზარელი სიბნელის გამო ისევ დავხუჭე. მთელი სხეული დამეძაბა და თმის ღერებიდან - ფეხის თითებამდე ვიგრძენი არაკომფორტული სიმხურვალე და ჩხვლეტას. “ახლა თუ მოიმოქმედებს რამეს,მაგიდაზე რომ საფერფლე დევს იმას ვწვდები და ჩავარტყამ” თქო გავიფიქრე და მარჯვენა ხელი მოვამზადე კიდეც საამისოდ. თუმცა რაც მეტად ვგრძნობდი მის სუნთქვას მით მეტად მიბინდდებოდა გონება. მარცხენა ხელი წელზე გადმომადო და მთელი სხეულით მომეკრო ზედ,მაშინვე სუნთქვა შევწყვიტე -არაფერი მითხრა, გთხოვ-ხმადაბლა შემევედრა. მომზადებული მარჯვენა ხელი უიმედოდ შევაცურე კვლავ საბნის ქვეშ -სიმშვიდეა -რა? -სიმშვიდეა-თქო- ცხვირი კისერზე შემახო, თითქოს ღრმად ისუნთქავს სურნელსო , მთელი გულმკერდით უშვებდა ფილტვებში დაგროვილ ჰაერს გარეთ -ბევრი დალიე დღეს -არაფერც ცვლის,ან ცვლის.. -უხერხულად ვგრძნობ თავს -არაფერი მითხრა თქო-საყვედურივით გააჟღერა-მინდა ასე ვიყო-მარჯვენა ხელი თავქვეშ ამომიდო, მარცხენა კი მუცელზე ძლიერად მომაჭდო -მეგონა ჩემს ცოლს გავდი, სახელიც კი იგივე გაქვს. მაგრამ სურნელი სხვა არის , პირველად მომწონს -რა? -არავის მისცე უფლება , ამ სხეულს უდიერად მოექცეს-დარდიანად მთხოვა-გაუფრთხილდი ძილი აღარ შემეძლო, ლადოს კი ჩემს თმაში ჰქონდა თავი ჩარგული და ისე დასძინებოდა.. მებრალებოდა ეს კაცი, არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ძალიან ძლიერ მებრალებოდა. ——- უცნაურია ადამიანის შეგრძნებები.. მაგრამ უფრო უცნაური ის ადამიანია,რომელიც შეგრძნებებს გიჩენს. შენ გიყვარდება მისი სუნი,ხმა და სურნელი, არ იცი რატომ მაგრამ დამოკიდებული ხდები. ეხები და გრძნობ,რომ გამშვიდებს,თავს თითქოს სახლში გრძნობ,კერა გაქვს გგონია რომელიც არასდროს გაგაჩნდა. დილით ოთახში შემომავალმა სინათლემ,რომელიც ფარდის პატარა ხვრელში იპარებოდა მომჭრა თვალი. მივხვდი რომ ლადო ობოლივით ჯერ კიდევ ჩემს სხეულს ეკვროდა და ცოცხალი თავით არ მაძლევდა მისი მკლავებიდან თავის დაძვრენის საშუალებას. მისკენ გადავტრიალდი,თითქოს ღრმა ძილში ჩემი მოძრაობა იგრძნო ისე დაეძაბა ხელი. გრძელი წამწამები ჰქონია მაშინ შევამჩნიე პირველად თუმცა მისი თვალიერება აღარ გამიგრძელებია რადგან თვალები დავხუჭე ისევ. -სალომე.. სალომეე-ლილეს ხმამ გამომაფხიზლა -ხო..რა ხდება-გაჭირვებით გავახილე თვალები. მისი სახით თუ ვიმსჯელებდი,ძალიან ბევრი კითხვა უნდა ჰქონდა. თვალებ დასიებული გვაკვირდებოდა მე და ლადოს -ეს რა არის? -ეს რა -ძილის პოზა-პირზე აიფარა ხელები-ძალიან მომწონხართ ასე -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ -ერთმანეთს შეეწებეთ და მე ვლაპარაკობ სისულელეებს? -მთხოვა ადამიანმა -ჩამეხუტეო ? -გეყოფა -მალე გამოდით, ეზოში ვიქნებით მე და ნიკა- ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. -ლადო-ახლა ლადოს ჩავაცივდი -ლადო,ლადო-ცერა თითი შუბლზე მსუბუქად მივარტყი რამდენჯერმე -მამალმა იყივლა? -კი, გაიღვიძე -მაგ მამალს უთხარი,რომ ქმართან უნდა სძინებოდა კიდევ -გაიღვიძე -მღვიძავს -თვალები დახუჭული გაქვს -შეგიძლია რომ არ ისაუბრო? -დამცხა-ღრმად ამოვისუნთქე-გამიშვი თორემ სული მეხუთება -არადა გარეთ სიგრილეა -შენ საიდან იცი? გარეთ გეძინა? -არა , მაგრამ გადახდილს მეძინა —— იმ ღამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, მე კი მხოლოდ ერთ მოგონებას ვატრიალებდი კინო ფირივით გონებაში. ახლიდან ვგრძნობდი იმ სუნთქვასა და შეხებას, ეს უცნაური იყო, განცდა ბავშვურს გავდა ოღონდ მუცელში პეპლების გარეშე. საკუთარი თავის მრცხვენოდა,მეცინებოდა კიდეც რადგან პირობასავით მეგონა,რომ მსგავს შეგრძნებას აღარასდროს დავეუფლებოდი. ტყუილად არ უთქვამთ არასდროს თქვა არასდროსო. იმ დილით საშინელი წვიმა მოდიოდა,მიუხედავად იმისა რომ მიყვარდა , მაინც საშიშად დაეტბორა ქუჩები. გადამეტებული ყველაფერი ულამაზო ხდება თურმე . პავლე ბაბუა კარგა ხანს არ მენახა იმ დღემდე,ქუჩის კუთხეში არსებულ,პატარა ბარში შევიყუჟეთ. მთლად დანაოჭებული ჰქონდა ხელები და სახე,მხნედ აღარ იყო და წამდაუწუმ გამეტებით ახველებდა, სიბერის ძალიან შემეშინდა, არ მინდოდა იგივე გამევლო. ამ კაცის გაზრდილი ვიყავი,მამაჩემის მამა იყო და ჩემი სისხლ-ხორცი, საკუთარი სიცოცხლესავით მიყვარდა ბავშვობიდან. გუშინდელი დღესავით მახსენდებოდა მისი რჩევა-დარიგებები,თითქოს ახლიდა მიმეორებდა ერთსა და იმავეს ხოლმე. მაგრამ ერთი რამ ყოველთვის მაკვირვებდა,საკუთარ რჩევებს არასდროს უჯერებდა თვითონ, არც დარიგებებს.. მძიმე ცხოვრება განვლო, თვითონ დედ-მამა ადრეულ ასაკში დაკარგა და ბავშვთა სახლში გაიზარდა, იქიდან რომ დაიხსნა თავი ქუჩაში ბედის ანაბარა დარჩა. რა შეეძლო რომ მოემოქმედა? თინეიჯერობის ასაკში სხვების გაქურდვა დასჩემდა, ბევრი ვერაფერი შეეძლო , თვითონაც ერიდებოდა ხოლმე თავისი საქმის,მაგრამ ერთხელ ციხეშიც კი ჩასვევს ამის გამო. მაშინ გაიგო რა ცუდ საქმეს მიჰყო ხელი და როცა გამოუშვეს დაიფიცა,რომ აღარასდროს მოიქცეოდა ისე. უსახლკარო იყო და თავშესაფარი მისი მეგობარი გახდა, როგორც იხსენებდა იმ კაცს ერეკლე ერქვა. იძახდა არაფერი ქონდა ბევრი, მაგრამ მე მაინც მიზიარებდა სულო , საკუთარი ძმასავით შეიყვარა. ორ წელიწადში ერეკლეც მოკვდა,მანქანამ შეიწირაო გაიხსენა და ატირდა კიდეც რახან თავისი თვალებით უყურებდა მომაკვდავს. “ მე სიმარტოვისთვის შემქმნა თითქოს ღმრთმა.. ასე იძახიან უფალი მხოლოდ ისეთ გასაჭირს უგზავნის ადამიანს რომელსაც გაუძლებსო,აშკარად ზედმეტად მაფასებს მეო” გამონათება მხოლოდ ორი იყო მის ცხოვრებაში, ცოლის შერთვა და შვილის დაბადება, ოც წელიწადში ჯერ ცოლი მოუკვდა მერე კი შვილი. “აბა თუ ჯოჯოხეთი არაა აქაურობა,მაშინ ნამდვილი ჯოჯოხეთი მინდა ვნახოო” ხშირად ამბობდა. სიბერეშიც მარტო დარჩა,ძალიან მინდოდა ჩემთან წამეყვანა მაგრამ მტკიცე უარი მთხლიშა, მეწყინა და გავბრაზდი.. მენანებოდა ამდენი სიმარტოვისთვის, მან კი მითხრა, რომ ახლა ადამიანს ვეღარ გავუძლებ თორე,სიმარტოვე დიდი ხანია შევიყვარეო. ბრძენი იყო ბაბუაჩემი! ბევრი რამ ესმოდა და ბევრსაც იძახდა,მხოლოდ სიბერეშიღა შეიძინა მეორედ მეგობარი, ლილი დაარქვა.. ოთხ ფეხა საყვარელი ცხოველი ჰყავდა “კი ვერლაპარაკობს მარა, მოსმენა კარგად იცისო” ხშირად ამბობდა და თვალებს უკოცნიდა ხოლმე. ყველაფერზე მეტად მისი ბედნიერება მსურდა,ხშირად ვეღარ ვახერხებდი ნახვას და ძალიან მერიდებოდა ამის. როცა შენიშნა, რომ უხერხულად ვგრძნობდი თავს და დამნაშავე ვიყავი მის წინაშე , მშვიდი ხმით მითხრა -კარგია რომ მალ-მალე ვერ გხედავ -არ გიხარია ჩემი ნახვა ბაბუა? -მიხარია, მაგრამ მბეზრდება ხოლმე-სერიოზული ტონით განმიცხადა.. ვხვდები რის გაკეთებასაც ცდილობდა, მეტად დავიზაფრე და შევრცხვი. -მინდა რომ ჩემს სახლში იცხოვრო-ალბად მეათასედ ვთავაზობდი უკვე -არ შემიძლია, ხომ იცი ჭირივით მეჯავრება ეგ ადგილი -გეცადა იქნებ -არა ბაბუა, ჩემი ადგილი ლილისთანაა -ლილიც მოიყვანე თუ გინდა, სამმა ვიცხოვროთ ერთად -თვალებზე ცრემლები მომაწვა, ძალიან ვცდილობდი არ ავტირებულიყავი -არ უყვარს უცხო გარემოში ყოფნა, ბებიაშენს გავს, თავის ლოგინში თუ არ დაიძინა კი ვერ ისვენებს- რამდენი არ ვემუდარე უარებით გამისტუმრა.. მიხაროდა რომ მეგობარი ჰყავდა,ყველაზე ერთგული იყო ლილი მეც კი ვიცოდი, რომ არ დატოვებდა მარტოს ისიც ვიცოდი, მაგრამ მაინც მძიმედ ვგრძნობდი თავს . დავითი არ უკითხავს, არც განქორწინების მიზეზმა დააინტერესა, არ უყვარდა ბევრი კითხვების დასმა, ესმოდა ხალხის… ****** -აბა … -შემოსასვლელ კარში გაიჭედა დიანა -არ შემომიშვებ? -შემოდი-ვუთხარი და მისაღებ ოთახში მივიპატიჟე. დაღლილ-დაქანცული ვიყავი, ბაბუას ნახვამ მეტად მომქუფრა მაგრამ , დიანას სახის ნახვა ერთი სიამოვნება იყო და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ფინჯანი ყავა მაგიდაზე დავდგი და მის წინ მოვკალათდი -ყოფილი ცოლების შეკრებაა ? -დამცინავად ვიკითხე და ფეხი ფეხზე გადავიდე -ასე გამოდის … -რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ ? -ძალიან ბევრი ვიფიქრე აქ მოსვლამდე, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე შემეწუხებინე -ვხედავ , კი -მინდა რომ რაღაც მოგიყვე-ყავა მოსვა და თითქოს უკეთესად მოთავსდა დივანზე -აბა გისმენ -დათოსგან გაიქეცი, ძალიან მალე შენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდება და გონებას აგირევს -რას გულისხმობ ? -ის კაცი არაა ვინც შენ გგონია .. -მაგას მივხვდი კიდეც -იცოდი რომ შვილი ყოლია? -მკითხა და თვალი გამისწორა -არა … საიდან გაიგე შენ? -ჩემი თვალებით ვნახე ოთხი თვის უკან , ჩემი თვალებით -ირწმუნებოდა გაგიჟებით-შენთან აპირებს შერიგებას, გაიძახოდა სალომე მიყვარსო - ამის გაგონებაზე გამეცინა კიდეც -და ? -არ უნდა მოუშვა ახლოს -რატომ? -მე ვნახე.. როგორია რეალურად ვნახე და ჩემს თავზე გამოვცადე , ვიმწვიე კარგად .. ბოლო თვეებში მცემდა კიდეც, დაიჯერებ ? -არც კი ვიცი… არ ვიცი.. -აგერ შრამი დამიტოვა- სვიტერის საყელო ჩამოსწია, ყელზე უზარმაზარი შრამი ჰქონდა .. გაოგნებულმა გადავწყვიტე ახლოდან მენახა -ეს რანაირად მოგივიდა ? -მახრჩობდა , ხელებით კი არა ! -როგორ გადარჩი კი მარა-გულწრფელად შემებრალა ქალი -თვითონ გამიშვა ხელები როცა დაინახა სიკვდილის პირას ვიყავი უკვე -ახლა ვხვდები ახალ ამბებში რატომაც იყო მასზე საუბარი- მაშინღა გამახსენდა -მაიძულა საჩივარი გამომეტანა, დამემუქრა კიდეც.. ასე მითხრა, კაცი მყავსო და იქიდანაც მოვახერხებ ბოლო მოგიღოო -ვინ კაცი-დავინტერესდი მე -არ ვიცი … შენამდე მოდის, მებრალები.. ოჯახი დაგინგრიე და თავი გავიუბედურე, მტრად გექეცი.. რომ არ გამეფრთხილევინე ვიცი,ვინანებდი მერე- თქვა და ბოლომდე დალია ყავა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.