შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შვიდი საიდუმლო (თავი 7)


26-07-2022, 23:10
ავტორი Mim-i
ნანახია 1 533

ნუ გებრალები, არ არის საჭირო, მაგრამ მადლობა რომ მითხარი და გამაფრთხილე- გულწრფელად მადლიერი ვიყავი მისი.
-თავს უნდა გაუფრთხილე- წასვლამდე ბოლო სიტყვებად გააჟღერა..
საფიქრალად მექცა დავითის სიტყვები რომელიც დიანას უთხრა, კაცი მყავს მეო.. საინტერესო იყო იმ კაცში ლადო იგულისხმა თუ არა მაშინ,ამის წარმოდგენაც კი მზარავდა.
თავქარიანი და ფეთქებადი კი იყო , მაგრამ მკვლელი?
გვიანობამდე ვიბორგე საწოლში,ვერაფრით ვახერხებდი დაძინებას. ხან საბანი არ მომწონდა,ხან ბალიში არ იყო ზედმეტად რბილი,მიზეზები საკმაოდ ბევრი გამოვნახე საკუთარი თავის დასატანჯად.
ცხადია დილით დიდი გაჭირვებით გავახილე თვალები,რომ შემძლებოდა დიდი სიამოვნებით დავისჯიდი თავს მაგრამ ზედმეტად მიყვარდა საკუთარი თავი და რაც შემეძლო საწოლიდან კვნესა-ჯიჯღინით წამოდგომა იყო.
დილის სუსხი თითქოს სახლში შემოპარულიყო,საბნიდან გაგყავი თუ არა ფეხი მაშინვე ვინანე და ლოკოკინასავით გავეხვიე ისევ. მთელი ცხოვრება მეჯავრებოდა სიცივეში დილიაობით გაღვიძება და ადგომა.
მახსოვს სკოლის პერიოდში ნახევრად მძინარე როგორ ვიმხნევებდი ადგომამდე თავს ხოლმე,ყოველ ჯერზე მეცინებოდა ამ სცენაზე.
სირბილით გამოვეწყვე და სახლიდან გასვლამდე ყავის მოწრუპვაც კი მოვასწარი,კიბეებზე ქაჯივით მივხტოდი,ვინმეს რომ დავენახე ვერ დაიჯერებდა რომ რამდენიმე წელში ოცდაათი შემისრულდებოდა.
იმ დღეს მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო თითქოს. ჯერ წვიმით სავსე გუბეში ჩამიცურდა ფეხი და აღმოვაჩინე რომ შიგნით ტალახიც იყო, წარმოიდგინეთ რა წამებით ვეცადე ფეხსაცმლიანს ამომეყო ფეხი უკან..
მერე გზაზე გადასვლისას შუქნიშნის არსებობა დამავიწყდა,დარწმუნებული ვარ მძღოლები ხოშიანად შემაგინებდნენ..
ტაქსის პოვნა გაჭირდა,წამლად რომ გდომოდა ერთ მანქანას ვერსად იპოვნიდი. სირბილით შემოვუარე შენობას ორჯერ იმ იმედით , რომ სადმე აღმოვაჩენდი თუმდა უშედეგოდ..
ტელეფონის არსებობა გამახსენდა, ტაქსი გამოვიძახე მაგრამ არ მოვიდა,რომ გადავრეკე ასე მითხრეს “მხღოლს მანქანა გაუფუჭდა და სხვა მანქანა აღარ გვყავს თავისუფალიო”
ავტობუსს ვერ დაველოდებოდი, ისედაც ნახევარი საათით დავაგვიანე სამსახურში მისვლა…
მთელი არსებით არ მინდოდა იმ დღეს კომპანიაში წასვლა,მაგრამ საქმიანი შეხვედრა იყო დათქმული და სხვა გზა არ მქონდა,შეხვედრაც რომ არა ლადო არაფრის დიდბით მომცემდა სახლში დარჩენის უფლებას.
ტყლაპუნით შევვარდი შენობაში და კიბეები ისე ავირბინე,რომ მარცხენა ფეხის კვალი ყოველ საფეხურზე დავტოვე.
-მოვედი! -კარები გავხსენი და გამარჯვებული სახით დავიყვირე, სახტად დავრჩი როცა კაბინეტში ლადოსა და ჩემი თანამშრომლების გარდა,კიდევ ოთხი ადამიანი დავინახე.
ძალით გავიღიმე რომ უხერხულობა გამეფანტა,ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი იქ მსხდომთ და ეს-ეს იყო უნდა დავჯმდარიყავი სკამზე,რომ დამიზნებაც ვეღარ შევძელი უკანალის და იატაკზე დავენარცხე.
ფეხები ჰაერში ავწიე და ორივე ხელი იატაკს მივაჭდე, თავი ქათამივით წამეგრძელებინა , ილუზია შევქმენი . თითქოს არაფერი მომხდარა და არაფერი დაუნახავთ.
ხმა არავის ამოუღია,გაკვირვებული სახებიით მიყურებდნენ, მაგიდასთან მჯდარი ლადო მთელი ძალებით ცდილობდა რომ არ გაეცინა
-არაფერია-ამოვიბურდღუნე და ფეხზე წამოდგომა ვცადე
-წადი მოწესრიგდი-ამ სიტყვებზე მეტად ვერაფერი გამახარებდა. ლადოს მადლიერი თვალებით შევხედე და კაბინეტიდან უკან-უკან სვლით გავედი.
-რა დღეა დღეს-შერცხვენილი საპერფარეშოსკენ წავედი.

-ხომ კარგად ხარ? -ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო ნინო,ეცადა სერიოზული ტონით ეკითხა მაგრამ ვერაფრით შეძლო და სიცილი წაასკდა
-მადლობა ნამდვილო მეგობარო! ახლა კარგად ვარ, მაგრამ შენ არ იცი მე რა გამოვიარე აქამდე მოსასვლელად-სკამზე დაჯდომამდე კარგად შევამოწმე ტერიტორია-მეშინია უკვე-ვთქვი და ძლივს ამოვისუნთქე.
ხომ გაგიგიათ,მარცხენა ფეხზე თუ ადრქი დღე უკან წაგივაო?
არ დაიჯეროთ!
მარჯვენა ფეხით მურტალი ყოფილა..
ერთადერთი რაც იმ წამს მადარდებდა შეხვედრა იყო რომელსაც ვერ დავესწარი, ჩემდასაბედნიეროდ მერე გავიგე რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მშვიდი გულით შევძელი არსებობის გაგრძელება.
დიდი შესვენებისას გავიგეთ,რომ ახალი თანამშრომელი შემოგვემატებოდა კომპანიაში, რახან ამბები კარგად მიდიოდა და იმაზე უკეთესადაც კი ვიდრე სიტყვა კარგია.
კაბინეტში რომელშიც ვიყავით ჩვენ, ახლა კიდევ ერთმა ძუძუმწოვარამ დაიკავა ადგილი რომელიც რაც თავი მახსოვდა სულ ცარიელი იყო.
მახსოვს წლების უკან ვიცინოდით კიდეც იმ მაგიდის გამო, დაწყევლილიაო გაიძახოდა ნათია ხოლმე. პირველი ის იყო ვინც ცხვირი კომპანიაში შემოყო და მოგვიყვა კიდეც,რომ თავის დროზე იმ კუთხეში ახალგაზრდა გოგო იჯდა, მაგრამ სადღაც გამქრალა,თანაც მერე გაირკვა რომ დაკარგულა საბრალო და ვეღარსად იპოვნეს. მაგიდა კი არა მაგიური კუთხეო.
ახლა კი, ჩვენს წინაშე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა მამაკაცი, მაღალი და სიმპათიური. შავ თმაში ჭაღარა აქა-იქ
შეჰპარვოდა მაგრამ უხდებოდა კიდეც,ვერაფერდ იტყოდი მასზე რადგან უდავოდ საინტერესო იერი და ცხვირ-პირი ჰქონდა.
დიდად მოლაპარაკეს არ ჰგავდა , უფრო პირიქით, ზედმეტად საქმიანი და ჩაციკლული ტიპი მომეჩვენა და შემოსვლისთანავე ვანიშნე,რომ დიდად არც მე ვაპირებდი მასთან კონტაქს. თუმცა ჩემმა მეგობრებმა თითზე დაიხვიეს, დეტალურად გამოიკითხეს მისი არსებობისა და ცხოვრების შესახებ ყველაფერი, უფრო მეტიც, ლევანს სახეზე ეტყობოდა რამდენად მოსწონდა ახლად გამომცხვარი თანამშრომელი, ნიკოლოზს კი დიდი დაკვირვება არ სჭორდებოდა, პირდაპირი ადამიანი იყო და ხმამაღლა აღნიშნა “მიხარია რომ შენც ჩვენთან ერთად მოგიწია ყოფნა, დარწმუნებული ვარ შევეგუებით ერთმანეთსო” …
არ იფიქროთ.. მისი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა,უბრალოდ ადამიანების ნდობა აღარ იყო ისე მარტივი,თანაც ვიცოდი რომ უსათუოდ ჩაიხვევდნენ მის გამო ჩემი მეგობრები და ოდესმე მომიწევდა მასთან შეგუება. იქამდე კი სიჩუმე და დაკვირვება ვარჩიე თითქოს, ან ამით ვიტყუებდი თავს რომ გამემარგლებინა ჩემი სიჩუმე და უინტერესობა მისადმი.
მამაკაცს თორნიკე ერქვა..
ტალახში ამოსვრილ ფეხს მივაჩერდი, ვინანე რომ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და შარვალი იმ დღეს არ წამიღია თან, მერე გამახსენდა რომ არც არასდროს მოვქცეულვარ ასე და პირობა მივეცი ჩემს თავს,რომ მეორე დღიდან აუცილებლად ვიქონიებდი ხოლმე კიდევ ერთ ხელ ტანსაცმელს.
გვიანი იყო,როცა ტელეფონზე შემომავალმა ზარმა გონება გამიფანტა.
პასუხისთანავე მივხვდი,რომ არასდროს უნდა უპასუხო ადამიანმა უცხო ნომრებს
-დიახ ..ხო … -მობეზრებულად ვპასხობდი ყურმილის მეორე მხარეს მყოფ დავითს. ამ კაცს თითქოს სიგიჟემდე მოსწონდა უაზრო თემებზე საუბარი, ვერაფრით გამეგო საერთოს როდის ან რას ვპოულობდი მასთან ადრე
-ჩემი ახალი ნომერია-გააჟღერა და მამაკაცურად ჩაახველა. თუმცა შთაბეჭდილება დიდად არ მოუხდენია ამას, მიჩვეული ვიყავი მის მოჩვენებით კაცურობას, ყოველთვის ახველებდა როცა რამე სჭირდებოდა ან, როცა მე ვიყავი გაბრაზებული.
-მივხვდი
-როდის ამთავრებ მუშაობას ?
-უკვე
-სადმე ხომ არ გაგვევლო? -ცოტა ხანს დავფიქრდი.. გამახსენდა დიანას სიტყვები, მაგრამ მე დიანა რომ არ ვიყავი ისიც კარგად ვიცოდი და დაუფიქრებლად ვუპასუხე
-კი-მშვიდი ბედნიერებით დამემშვიდობა .

პარკში ვიწრო სკამზე ვისხედით, დავითი მზესუმზირას ფრცქვნიდა,მე კი ჩემს წინ დარგულ ყვავილებს მივჩერებოდი
-რისთვის დამიბარე? -ვკითხე და მისკენ გავიხედე
- გავიგე, გუშინ დიანა გინახავს -მხესუმზირის გული პირში გაიქანა
- დავუშვათ
- მიკვირს
- ყოფილი ცოლების შეხვედრა გაგაკვირვებდა, მესმის
- რაზე ისაუბრეთ?
- არ ვიცი.. იმაზე რომ სცემდი-უიმეციოდ ვუპასუხე
- აჰჰ…-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და შეურაწყოფილი ადამიანის როლის მორგება სცადა-თავი შეგაცოდა
- მისი შრამი სიმართლეზე მეტყველებდა,არ მგონია ..
- ეგეც გინახავს
- ხო.. ხომ იცი ცნობის მოყვარე ვარ ..
- კიდევ რა გითხრა?
- ისეთი არაფერი რაც არ ვიცოდი
- და მაინც?
- რა უფრო გაინტერესებს ? დიანა რაზე მესაუბრა თუ ის,რა ვიცი მე -მთელი გულით მინდოდა მასში არსებული ტირანისა და მანიპულატორის ჩაკვლა
- ორივე
- სხვები თუ გენდობიან და რამეს გიყვებიან არ უნდა გაყიდო.. შენზე კი ბევრი რამ ვიცი , დიდი ხანია.
- რათქმა უნდა იცი, ცოლ-ქმარი ვიყავით
- თურმე სულეიმანთან მიცხოვრია-სასაცილოდ მომეჩვენა დავითი, ღიმილი ჩემდაუნებურად გამომესახა სახეზე- შვილის ამბავი როგორაა? ბავშვი გაიზრდებოდა უკვე.. იცი, მინდა რომ ჩემი მასწავლებელი იყო, შენზე უკეთესი მატყუარა არ არსებობს
- აბუჩად მიგდებ? -თითქოს გაბრაზდა კიდეც
- მე ? არა.. ღმერთმა აგიგდო უკვე რახან ვეღარაფერს ჩქმალავ. მატლი ხარ , მატლი.. ერთ ლუკმად არ ეყოფი პატიოსან კაცს ისე გაგაცამტვერებს,შენნაირები მალე იღებენ საზღაურა, მალე თუ არა წლების მერე კი მიიღებ
- და შენ აპირებ ამას ?
- პატიოსანს თქო-წარბები ავზიდე და თვალი ჩავუკარი-მეც შემიძლია შენნაირი ვიყო, თუ საქმეს დასჭირდება
- რელობისგან შორსაა შენი სიტყვები
- ხო ? .. ასეა.. ძალიან მარტივი ყოფილა
- თუ ასე გეზიზღები, რატომ მნახე ?
- ჩემი დაზიანება რომ გდომოდა აქამდე იზამდი,ყოველ შემთხვევაში პარკში არ მგონია რამე ქნა. ჩვენს წინ სამი კაცი ზის, გვერდზე კი წყვილი.. დიანას რამეს თუ დაუშავებ ჩემი მონახულების გამო კი იცი რაც მოგელის, მოწმე მე ვარ, თან ძალიან ჭკვიანი
- რა?
- ზოგი ინფორმაცია მარტო გონებაში არ უნდა შეინახო-ეშმაკურად გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი. ეს-ეს იყო უნდა მექცია მისთვის ზურგი, ხელი რომ ჩამავლო ხელზე
- მოიცადე
- კარგი-მშვიდად მივუტრიალდი ისევ
- თუ ოდესმე,გაბედავ რომ ვინმე სხვა კაცთან იყო..-ტუჩები მოკუმა.
- სასაცილო სახე გაქვს როცა ტირანობას ცდილობ თურმე, ძალიან მიკვირს დიანამ როგორ ვერ შეძლო შენი დამცირება-ხელი გავინთავისუფლე და ფილებიან გზას გავუყევი..


————

-და რა იგულისხმე როცა უთხარი ის სიტყვები? -დაინტერესდა ლანა დეიდა
-სულელი რომ არ ვარ ხომ იცით ? -უკვე იცოდა ჩემზე ყველაფერი, დედასავით იყო ჩემთვის. ლილეს და არისო ჩემზე იძახდა ყველგან, ჩემი მეორე შვილია-ო
-რას გულისხმობ?
-დიანას საუბარი ჩავიწერე ტელეფონში, რა იცი რა ხდება ცხოვრებაში? -თვალები გაუფართობდა ჩემს გვერდით მჯდომ ლილეს
-სატანაზე უარესი ხარ ქალო! -წამოიძახა და ფეხები სკამზე შემოალაგა
-ანგელოზი ჯერ არსად შემხვედრია მე-ლანა დეიდამ მხრები აიჩეჩა და ფინჯნებში ჩამოასხა წყალი
-როგორ გგონია რამეს იზამს ?-დაინტერესდა ნიკოლოზი
-შენ გგონია რომ არა ?
-მე მგონია რომ ავადმყოფია , კი-თანში გასცხრა თავისივე სიტყვების გაგონებაზე- მარტო აღარ შეიძლება შენკ ყოფნა
- სად წავალ ან გავიქცევი? ჩემი სახლი ეს ქალაქია
- მისმინე..-ლანა სკამზე ჩამოჯდა-ბავშვები რომ შენთან გადმოვიდნენ რაღაც დროით საცხოვრებლად?
- გენიოსი ხარ დედა-თითი გაიშვრა ლილემ დედამისისკენ-იდეალური აზრია
- არაა, არ მაწყობს -მკაცრად ვიუარე-მე ხო საფრთხეში ვარ და თქვენც თან წაგიყოლოთ არა ? .. არანაირად
- ერთ ნავში ვართ ყველა,შენ თუ რამე მოგივა მაინც მოხდება საშინელება, ხომ არ გგონია თვალები დავხუჭოთ რამეზე ? -ნიკოლოზს ბრაზისგან სახე აუხურდა
- მაგრამ მაინც არა-ვუპასუზე და საათს ავხედე, რომელიც კედელზე ეკიდა. უკვე თორმეტი იყო და დრო იყო ჩემი წასვლის..
თბილი დამშვიდობების შემდეგ ფანჯრიდან გადმოყეს თავები დედა-შვილმა,ლანამ მომაძახა თუ რამე მოხდება მაშინვე დამირეკეო და იქამდე მიყურეს სანამ არ გავქრი ეზოდან.
იმ ღამემ მშვიდად ჩაიარა,გასაოცარი იყო, დამეძინა კიდეც კარგად..

მეორე დღეს, როდესაც კომპიუტერთან ვიჯექი და სურათს ვაკეთებდი გამახსენდა, რომ ლადოსგან არანაირი მინიშნება მიმიღია. იცით ? უცნაურია როცა ადამიანს ეჩვევა თვალი და მერე მოულოდნელად ქრება.
ვიცოდი თავის კაბინეტში იჯდა მაგრამ ვერაფრით გამეგო რატომ აღარ ცდილობდა ჩემთან კონტაქტს, არ მინდოდა მეკითხა, მაგრამ ვგრძნობდი რომ შევეჩვიე მცირე დროში.
სათვალე მოვიხსენი და მაგიდაზე დავდე, დაძაბულმა თორნიკეს გავხედე
-შენ -დავუძახე მე -ხო შენ
-რა იყო? -შეურაცხყოფილი სახე ჰქონდა
-უფროსი ხომ არ შეგხვედრია დღეს ?
-დილით ველაპარაკე-წარბები შეკრა .
მეტად დავიზაფრე..
არც ზარი და არც შეტყობინება, არც ნახვა და თავის მობეზრება, ლადოს არ ჰგავდა..
მშვიდი სახით იჯდა ნათია და რაღაცას წერდა ტელეფონში, არცერთ ჩვენგანს აღარ ეკონტაქტებოდა რადგან მიხვდა ალბად, რომ ყველამ ახსნის გარეშე აქცია ზურგი.
აღარც მადარდებდა დიდად, როდის გაგონილა ასეთ ქალებზე დარდი?
ჩემი გონება მთლიანად ლადოსკენ იყო მიმართული.
რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ,როცა მივხვდი რომ მისგან ვერაფერს ვეღირსებოდი მის კაბინეტში შევიჭერი დაუკითხავად და სკამზე ისე წამოვჯექი, თითქოს ძმაკაცი ვყოფილიყავი მისი.
ჩვეულებრივი სახე ჰქონდა,როგორც წესი ჩემი დანახვისას ან ძალიან იღიმოდა ხოლმე ან ძალიან იბღვირებოდა
-რა მოგივიდა! - ვიკითხე და სკამიდან წამოვიწიე
-დაკავებული ვარ სალომე ახლა-მკვახედ გამცა პასუხი.. პირველად მეწყინა მისგან რაღაც, დამცირებასავით მივიღე და სახე იმ წამსვე შემეცვალა
- როდიდან არ გაქვს დრო ჩემთვის?
- ვალდებული ვარ რომ ყოველთვის გისმინო?-ქვევიდან ამომხედა და მარჯვენა ხელით ყური მოიფხანა. ჯერ კიდევ ვერ ვუჯერებდი საკუთარ ყურება
- რამე მოხდა? -ჩავეძიე მე
- და უნდა მომხდარიყო?
- არა.. უბრალოდ, უცნაური ხარ დღეს
- რას ვიზამთ, ადამიანები ასეთები ვართ
- რა დაგემართა ?
- დრო არ მაქვს შენთან საჭორაოდ, შეგიძლია დამტოვო მარტო-ეს თხოვნაც კი არ იყო, მიბრძანა და მაგიდაზე დაყრილ ფურცლება დააჩერდა
- არა, სანამ არ მეტყვი პასუხს
- ვხედავ დაგვიწყებია რაღაცეები -ისევ ამოსწია თავი
- რა დამავიწყდა ?
- ის რომ შენი უფროსი ვარ, შენ კი ჩემზე მუშაობ. არ უნდა ვარდებოდე ჩემს კაბინეტში თანაც დაუკითხავად, არ უნდა მიწყობდე დაკითხვებს და არ უნდა მაბეზრებდე თავს -ერთი ამოსუნთქვით ამოფქვა
- თავს გაბეზრებ?
- ჩინურად ავხსენი რამე? -აშკარად დაიძაბა, შუბლზე ძარღვი გამოებერა და ამის დანახვამ შემაშინა..
- უბრალოდ მინდოდა მეკითხა რატომ არ ჩანდი -ხელები ავიქნიე და სკამიდან წამოვდექი
- საჭირო არც არის მხედავდე , ან იკითხო -ძალით გამიღიმა- ახლა კი დამტოვე,ბევრი სამუშაო მაქვს.


-რა არაპროგნოზირებადი ვინმეა-ამოიხვნეშა ნინომ
-წარმოგიდგენია? მომაბეზრე თავიო
-რაც თავი მახსოვს ეგ დაგსდევდა სულ, ერთხელ მოიკითხე და მაშინვე მოგიშორა. აი ეს არიან კაცები
-მაინც უცნაური არაა?
-არ ვიცი, დიდად არ მეუცნაურება-თქვა ნიკამ
-რატომ?
-იმიტომ რომ არ ადარდებ ესეიგი-ლევანმა ამოიღო ხმა- უკვე დამღალეთ გოგოებო
-არ ვადარდებ? -გული დამწყდა
-ხო რა იყო? არ შეიძლება არ ადარდებდე ?
- ერთ დღეს დასდევდეს,მერე კოცნიდეს, ისევ დასდევდეს, მერე სუნავდეს ძაღლივით ტანზე, ეხვეოდეს და ელაპარაკებოდეს-აღნიშნა ნინომ- და მეორე დღეს მობეზრდეს ?
-კაცია , კაცი .. ღრუბლებიდან დაეშვი დაიკო- ნიკოლოზმა ხელით მანიშნა ვერ ხარო- რამის იმედი გქონდა ?
-არა, მაგრამ მაინც მწყინს
-თუ გწყინს ესე იგი ელოდი რაღაცას მისგან , ქალები ასეთები ხართ.. მალე ეჩვევით
-ახხ-საკუთარი თავი მეჯავრებოდა-ვნანობ რომ მოვიკითხე
-არ უნდა ნანობდე, პირიქით .. სხვა თუ არაფერი გასაგები გაიგე და სანახავიც ნახე
-ეგ კია სწორი მაგრამ..
-არანაირი მაგრამ-გამაწყვეტინა ლევანმა საუბარი-რაც არ უნდა იყოს და როგორც,კაცს თუ ქალის მოპოვება უნდა მოიპოვებს, თუ გაშვება უნდა გაუშვებს და ამას ვერაფერი შეცვლის.. ხომ გესმის -მისი სიტყვები სიმართლეს შეესაბამებოდნენ,თუმცა რთულია რაღაცეებთან მარტივად შეგუება როცა სურვილი არ გაქვს ამის.
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, უკვე აზრი რომ აღარ ჰქონდა ამაზე საუბარს ცხადი იყო, რის შეცვლა შემეძლო? არაფრის…
ნინომ ცოტა ხანს მიყურა და მიხვდა რომ ზედმეტად დათრგუნული ვიყავი.
ვერაფერს დაუმალავ ახლობელ ადამიანსო ნათქვამია და სწორადაც.
მრავალი იდეა მოუვიდა თავში ჩემს გასამხნევებლად,მაგრამ არაფრის კეთების სურვილი გამაჩნდა. ამის გამო,სამუშაო საათების დასრულებისთანავე ჩემი სახლის გზას დავადექი .
ჩემდაგასაკვირად სასიამოვნო ღამე იყო, არც ისე ძალიან ციოდა და პრინციპში ფეხით გასეირნება შეიძლებოდა.არ მახსოვს რამდენ ხანს ვიარე ასე უაზროდ,რადგან დავიღალე მივხვდი,რომ ზედმეტი მომივიდა და გზის გასაყარზე,შუქნიშანთან ჩამოვჯექი.
გზის მეორე მხარეს პატარა ბარი იყო რომელსაც წიგელი აბრა ჰქონდა ზედ თავზე, მის კარებთან ხალხი ირეოდა. შევნიშნე ბორდიულზე მდგარი ბიჭი სიგარეტს მთელი ძალით ექაჩებოდა , თან იფურთხებოდა და მის გვერდით მდგარ გოგოს დრო და დრო კოცნიდა.
გამაჟრჟოლა ამის დანახვაზე,გულის რევის შეგრძნებაც კი დამეუფლა.
თვალები დავხუჭე და მთელი ჰაერი ამოვისუნთქე, არ მინდოდა ამ
სანახაობას ემოქმედა ჩემზე.
ცოტა ხანში, როდესაც წასვლა დავაპირე ნაცნობი სილუეტი შევნიშნე,გავჩერდი და მთელი ინტერესით მივაშტერდით.
ხალხი რომლებიც გარეთ იდგნენ,ნელ-ნელა შენობაში იყრიდნენ თავს,ამიტომ მისი დანახვა გამომარტივდა კიდეც როდესაც პირისპირ ქალთან ერთად აღმოჩნდა მარტოდ.
რათქმა უნდა, ჩემი გაოცება მხოლოდ ლადოს თუ შეეძლო. ეს ის იყო.
ქალს რაღაცას ელაპარაკებოდა,ძალიანაც რომ მეწვალა ვერ გავიგებდი სიტყვასაც კი მაგრამ მაინც ჯიუტად ვძაბავდი ყურებს , თითქოს სასწაულის იმედზე ვიყავი.
ერთ ხანს ხელები ასწია ლადომ, სახის მიმიკით შევატყვე დაძაბული რომ იყო და დიდად არ სიამოვნებდა პარტნიორთან საუბარი. მეორე ხანს კი დავინახე,მსუბუქად როგორ ჰკრა ხელი ქალმა, მერე მიუახლოვდა და ისეთი სილა უთავაზა რომ გზის მეორე მხარეს გავიგონე.
საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი.
მინდოდა მივსულიყავი და გამერკვია როგორ იყო,თუმცა გამახსენდა მისი უკანასკნელი სიტყვები და თავმოყვარეობამაც გაიღვიძა ჩემში.
მთელი დარჩენილი გზა ნანახზე ვფიქრობდი,მინდოდა იმ ქალის ადგილზე ვმდგარიყავი და მე გამეწნა მისთვის სილა, ამის გაკეთება მარტივი კი იყო მაგრამ მიზეზი არ მქონია საიმისო და ცოტა გავბრაზდი კიდეც.
ვერაფერს აიძულებ ადამიანს და თუ შეძლებ და იძულებით რამეს გააკეთებინებ,მიხვდები რომ ფასი არა აქვს. ამიტომაც სახლში მისულმა გადავწყვიტე რომ მასზე მეტი არ უნდა მეფიქრა.

თოთხმეტი სექტემბერი ჩემთვის ყოველთვის მძიმე დღე იყო,მას შემდეგ რაც მამა დავკარგე და კაცი,რომელიც ჩემი იმედი და საყრდენი იყო თითქოს ყველაფერმა დაკარგა აზრი.
ამ დღეს მძიმე დაავადებამ იმსხვერპლა,თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა რთული იყო ჩემთვის, რადგან იმავე დღეს დაბადების დღე ჰქონდა და ტორტით ხელში ვიჯექი მის წინ.
ხომ გაგიგიათ,მამა ქალიშვილისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანიაო?
მართლა ასე ყოფილა თურმე.
მასზე რომ ეკითხა ვინმეს როგორი კაცი იყოვო,გამიჭირდებოდა პასუხის გაცემა რადგან ვერ შევძლებდი ერთი სიტყვით აღწერას, ამიტომ არასდროს ვსაუბროდი და არც სხვების წინაშე ვიხსენებდი ხოლმე .
თუმცა მარტო დარჩენილს თითქმის-ყოველ დღე მახსენდებოდა მისი წვერ-ულვაში და ხმა.
კვირა დღე იყო,დილა ადრიან მისი მოსასვენებელი ადგილის ნახვა მომინდა და როგორც კი პატარა ისარი გაჩერდა შვიდთან ყვავილებითა და სიგარეტით ხელში მივაკითხე.
ჩვევად მქონდა მასთან საუბარი,პასუხს ვერასდროს ვისმენდი მაგრამ შეგრძნება მრჩებოდა,თითქოს თავად ესმოდა ჩემი.
ერთადერთი ადგილი იყო რომელიც სხვებს აშინებდა მე კი სიმშვიდეს მგვრიდა,უცნაურად ჟღერს ვიცი, მაგრამ ეს ასე იყო.
მჯეროდა მხედავდა კიდეც,ამიტომ ბევრი არ მისაუბრია იმ დღეს, ყვავილები დავუტოვე მხოლოდ.
უკან მომავალს ტელეფონზე ზარმა გამაწყვეტინა მასზე ფიქრი
-: მითხარი რომ ამ წამს ზიხარ -აფორიაქებული ხმა ჰქონდა ლილეს
-ვზივარ, რა ხდება ?
-ახლავე, ა ხ ლ ა ვ ე სამსახურში წადი -ყვირილით გააგრძელა
-გზაში ვარ უკვე, რა ხდება აღარ იტყვი?
-გირჩევ სავარძლიანად იარო, რომ მიხვალ დიდი შოკი გელოდება- მითხრა და ყურმილი გათიშა.
ერთი სული მქონდა ინტერესის გამო მივსულიყავი ძალიან მასე , ტაქსის გაჩერებისთანავე გადმოვხტი მანქანიდან და მთელი სისწრაფით ავირბინე კიბეები.
სული მეკვროდა და სუნთქვა აღარ შემეძლო, კაბინეტის კარი შევხსენი და კოშინით შევედი შიგნით.
ჩემს ადგილზე ლადო იჯდა,ყველა მას მისჩერებოდა გაოცებული და ხმას არცერთი იღებდა. ცოტა დავიბენი მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია, მშვიდად მივიხურე კარი და ჩანთა მაგიდაზე დავდე
-დილამშვიდობისა-მივესალმე ყველას, მაგრამ ნიკოლოზმა თავის მსუბუქი მოძრაობით მანიშნა რომ არც ისე მშვიდობიანი იქნებოდა დილა იმ დღეს .
-მშვიდობიანი დილააო ვერ ვიტყოდი-ლადოს პასუხსმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ მართალი ვიყავი
-მე მეუბნები? .. მეუბნები-თ -ჩავასწორე და ვეცადე ძალით გამეღიმა. წარბიც არ შეუხრია,სკამიდან წამოიწია და მაგიდას დაეყრდნო
-ეს რა არის ? -ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ჩემს წინ დადო. ჯერ ვერ გავიხსენე, ვერ მივხვდი რა უნდა მეფიქრა, მაგრამ კარგად დავაკვირდი და გავაანალოზე რომ ტელეფონი მისი გარდაცვლილი ცოლის იყო, სწორედ ის იმ ღამით მის სახლში რომ ვიპოვნე
-ტელეფონი-ცივად ვუპასუხე და თორნიკეს მაგიდის წინ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი
-რომელი ტელეფონია?
-ააა-გამეცინა-კარგად იცი რომ ვიცი, რაღატომ მეკითხები? -მიმოვიხედე ირგვლივ-თანაც, რატომ ვსაუბრობთ ამაზე აქ ?
-დასამალი არაფერი გვაქვს -მხრები აიჩეჩა და მის მოპირდაპირედ მჯდარ ნიკას გახედა
-რას გულისხმობ? ვერაფერი გავიგე
-ამ ტელეფონი რაღაც იყო-მაშინღა გამახსენდა ნომერი, რომელიც მოვიპარე და ბიუზჰალტერში შევინახე… საქმე არ მიდიოდა კარგად, ვეღარც ფიქრს ვასწრებდი და ვერც პასუხების გაცემას
-მერე ?
-მომეცი -სკამიდან წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა , მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი, დაძაბულობისგან მუხლები ამიკანკალდა
-მე რატომ მთხოვ?
-შენს მეტმა არავინ იცოდა ამ
ტელეფონის არსებობაზე , ნომერი რა უყავი?
-ქურდობაში მდებ ბრალს? -შეურაცხყოფილი სახე მივიღე
-ბრალს არ გდებ, ასეა
-არაფერი ამიღია მე ! -თავი გამოვიდე
-მაშინ ეს რა არის -მივხვდი რომ აქამდე მეთამაშებოდა და ჩემი რეაქციის ნახვა უნდოდა რადგან,მეორე ჯიბიდან კარტა ამოიღო და ცხვირ წინ მომიწია- ნაცნობია? - თანხმობის ნიშნად დავუქნიე თავი, რადგან მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა
-ეს ჩემი გარდაცვლილი მეუღლის არის, რაში გჭირდებოდა ამიხსნი? თან… კიდევ კარგი ნათიამ ნახა, თორემ რას მოიმოქმედებდი ღმერთმა უწყის
-აა .. შენი ლაქია ნათია ? -ბიგრძენი როგორ ჩამესხა ტვინში სისხლი და ახლა მე წამოვდექი ფეხზე -არაფერში მჭირდებოდა მე, უბრალოდ ავიღე რადგან “რა იცი რაში დამჭირდეს” თქო გავიფიქრე, მაშინ ერთმანეთს ვერ ვუგებდით, ასე რომ ვერაფერს მეტყვი ახლა, არც გამომიყენებია და ნივთიც შენთანაა უკვე . შეგიძლია მშვიდად იყო.. აღარც მახსოვდა, და შენი ლეკვი სად არის ? -ვერსად დავინახე ნათია და დავინტერესდი
-ლეკვი?
-ხო აი ის, რომ უსტვენ და რაღაცეები მოაქვს,უპირობოდ რომ გეგება ფეხქვეშ, ნათია ჰქვია, დაახლოებით მეტრი და სამოცი სანტიმეტრის , წაბლისფერი თმით - პასუხი არ გაუცია,კაბინეტიდან გასვლა დააპირა
-ასე წახვალ? -ტუჩები დამებრიცა
-სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს
-ამის გამო მომიშორე თავიდან იმ დღეს?
-არა
-აბა რის გამო? -ჩავეძიე მე
-ზოგი ადამიანი არ ღირს იმისთვის რომ დრო დაუთმო სალომე, ამ ზოგში შენც შედიხარ
-შენ არ მეხვეწებოდი კოცნას? -დამამცირებლად გავაჟღერე.დამავიწყდა კიდეც რომ მარტონი არ ვიყავით კაბინეტში
-ხვეწნა არ მჭირდება, როცა მომინდა გავაკეთე კიდეც-ნიშნის მოგებით მიპასუხა
-ხო.. თუ არ გავითვალისწინებთ იმას,რომ დამდევდი -გავუღიმე -ხომ გესმის, რას ვგულისხმობ, ჩემო საყვარელო ?
-დევნას მიზეზი ჰქონდა
-ამ კომპანიაში მოსვლასაც - ვუპასუხე და ჩემი ადგილისკენ დავიძარი- არ მესმის, ცდილობდი ჩემთან ყოფილიყავი, მერე შეწყვიტე და ახლა ცდილობ ამით იყო ამაყი -სკამზე დავჯექი და კომპიუტერის ჩართვის ღილაკს მივაჭირე
თითი- მეცოდები, საცოდავი კაცი ხარ -დავამატე მე -ალბად გინდოდა დაგემცირებინე და გული დაგეწყვიტა ჩემთვის, მაგრამ არც არასდროს ყოფილხარ იმდენად საყვარელი ეს რომ გამოგსვლოდა, შანსი მოგეცი მაგრამ ხელიდან გაუშვი, თანაც ზრდასრული ადამიანები საუბრობენ პრობლემებზე, შენ გულში შენახვა გყვარებია -ხმა არ ამოუღია.. უპასუხოდ დატოვა კაბინეტი..
-სამსახურეობრივი რომანია?-სიცილით იკითხა თორნიკემ
-არა, სამსახურეობრივი მტრობა, შენ კი არ მგონია გეხებიდეს -უხეშად ვუპასუხე მე
-ეს რა მოხდა ახლა? -ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ნინომ იკითხა
-აზრზე არ ვარ, მაგრამ არ მივცემ უფლებას იფიქროს რომ გაიმარჯვა -თმა შევისწორე და საქმეს შევუდექი…..

რამდენიმე დღე არ მისაუბრია ლადოსთან, სიმართლე გითხრათ ძალიან გაბრაზებული ვიყავი მასზე და თან აღარც
სურვილი მქონდა რამის გარკვევის.
მაგრამ ჩემ ცხივრებაში დავითი შემოიჭრა,მოსვენებას არ მაძლევდა და უკვე მოქმედებდა კიდეც ჩემს ნერვებზე .
ამასთანავე დიანა გაქრა, რამდენი არ ვურეკე ვერ დავუკავშირდი მაინც.
მომბეზრდა კიდეც ეს ყველაფერი, გადავწყვიტე აღარაფერი გამერკვია, აღარ მეკითხა და არც მომეძებდა.
თუ ადამიანს ჭაობში ცხოვრება მოსწონს, ამის უფლება უნდა მისცე მაგრამ საშუალება უნდა წაართვა იმის,რომ შენ ჩაგიყოლოს თან.

-რის გამო ვართ აქ -ჩემს წინ მჯდარმა ნათიამ ნაყინს აუსვა ენა
-იმისთვის რომ ჩემი დაპირება შევასრულო
-ეს რას ნიშნავს ?
-ნიშნავს რომ დროის ათვლა
დაიწყო, შენ კი რამდენიმე წამში ან იქნები ცოცხალი, ან არა -ფეხი მივკარი ფეხზე და გავუცინე
ჩემს წინ ურცხვი სახით იჯდა და არც ნანობდა იმას,რაც ჩაიდინა. ვფიქრობდი და ვერ გამეგო როდის მექცა მტრად ერთ დროს დად ნაფიცი მეგობარი,მის თვალებში მხოლოდ სიძულვილს და ღვარძლს თუ ამოიკითხავდი ადამიანი.
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი პატარა ნაბიჯია , ან საერთოდ არც არის .
მეგობრობიდან მტრობამდე კი დიდი ნახტომი,ამას მხოლოდ ის გაიგებს ვინც მეგობარმა უღალატა.
- მემუქრები სალომე? -უემოციოდ იკითხა და კიდევ ერთხელ აუსვა ნაყინს ენა, ვხედავდი ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა, ის კი ვერ აანალიზებდა რომ მე არ ვხუმრობდი. თამაში არასდროს მყვარებია და თუ მტრობა მიწევდა გვერდს არც მე ვუვლიდი მტერს, შემეძლო მოწინააღმდეგეს დავმსგავსებოდი და ჩემში გამექრო ემოცია. ეს თავისით ხდებოდა ძირითადად,საუკეთესო თავდაცვა თავდასხმა კი არა ლოდინი და სწავლაა იმ ადამიანის,ვინც შენზე გალაშქრებას ბედავს. რაც მეტად სწავლობ მით უკეთ შეგიძლია შენკენ წამოსულს მოულოდნელად მოუღო ბოლო და მიწაზე დასცე .ჭკუა ის არის რაც გაძლევს გასაქანს და გზას, მე კი მხოლოდ ჩემი ჭკუის იმედი მქონდა. დავიწყებული ჰქონდა რამდენი ვიცოდი მის შესახებ,რადგან ვერასდროს წარმოედგინა ჩემგან რომ მის სისუსტეებს დავაყრიდი მარილს. მოულოდნელობა კიდევ ერთი ხერხია.. ადამიანს ასუსტებს და შენ გაძლევს დროს,რომ მეტად გაძლიერდე. მის არაფრის მთქმელ სახეს ვუყურებდი და მეცინებოდა,საბრალო იყო და ღვარძლს ვერ იტევდა .
- ისე ნუ საუბრობ.თითქოს არ მიცნობ-ვუპასუხე და წარბები ავზიდე. ის მხოლოდ ისეთს მიცნობდა როგორსაც მხედავდა ხოლმე. ჩვენგან მუდმივად შორს მყოფს ცოტას დანახვა თუ შეეძლო, ბევრი არაფერი გაეგებოდა ჩვენი ცხობრების მაგრამ არასდროს ვუშვებდით. მთელი სამყაროც რომ დაგვდგომოდა წინ ხელს ჩავკიდებდით,არ მივცემდით უფლებას წაერთმია ეს პატარა ადამიანი. ის მდიდარი იყო,ისე მდიდარი რომ გონი დაკარგა და გაიფანტა.
- მართალია.ერთი რამ არ მესმის,რატომ არ მეშვები?
- ისე მეკითხები თითქოს შენ მიშვებდე შენი ცხოვრებიდან. ყოველთვის ჩემს გარშემო ხარ,მე კი უბრალოდ გეწევი
- ასეთი სულელიც არ მეგონე
- რატომ მოიქეცი ასე? -დავინტერესდი და მისკენ გადავიხარე
- არ ვიცი.. ალბად იმიტომ რომ მომბეზრდა შენი ყურება.. ცხოვრების ნახევარი შენი პრობლემების მოგვარებაში განვლიე, არამარტო მე ! დამღლელია .. შენ კი ვერასდროს ხედავდი რა ხდებოდა ჩემს თავს , ეგოისტი ხარ და ვინმემ უნდა მიგიჩინოს ოდესმე ადგილი
- და ეს ვინმე ალბად შენ ხარ-თავი გააქნია და ტუჩები აათამაშა, ნიშანი იყო იმის რომ სწორად მივყვებოდი მის გეგმებს. ნერვები მტკიოდა კიდეც,ისე დავიძაბე მისი ყურებისას, მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე გამეცა საკადრისი პასუხი, ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე და ფეხზე წამოვდექი. დაუკითხავად ჩავავლე მკლავში ხელი და სკამიდან წამოვაყენე. დაბნეული ვეღარც ყვირილს ბედავდა რადგან იცოდა დიდ ყურადღებას მიიქცევდა,მთლად თავის ნებით არ გამომყოლია მაგრამ ეცადა გაეთამაშა. სწარი ნაბიჯებით გავიყვანე გარეთ და პირველივე შემხვედრ ტაქსიში ჩავტენე , გვერდით მე მივუჯექი.
თხითმეტ წუთში კომპანიის შენობასთან გავჩერდით, გადავედი და გადმოვიყელო ნათიაც. იმ დღეს მუშაობა არ მიწევდა არც მე და არც
მას, ამის გამო დიდ საგონებელში ჩავარდა და შეეტყო სახეზე ანერვიულდა კიდეც.
მეორე სართულზე როგორც კი ავედით კარისკაცს მივესალმე, ნათიას ვაიძულე ბედნიერი ან წყნარი სახე მაინც მიეღო და ისე გამომყოლოდა. ისიც დამთანხმდა.
ლადოს კაბონეტის კარი დაუკითხავად შევხსენი, შიგნით შევედი და როცა შევნიშნე რომ ნათიას შემოსვლა არ უნდოდა,ისევ მოვკიდე მკლავში ხელი და მაბიჯის გადმოდგა ვაიძულე.
დიდი გაურკვევლობა ჰქონდა აღბეჭდილი ლადოს სახეზე, სკამიდან წამოდგა და მაშინვე ჩვენკენ წამოვიდა თუმცა არც ამას შეუშლია ხელი ჩემთვის. უნდოდა რამე ეთქვა,თუმცა მე დავასწარი მაგრამ იქამდე, ნათია სკამისკენ განვიზიდე და ლადოს პირისპირ დავდექი.
თვალებში მიყურებდა,მე კი მრავლისმეტყველად გამოვხატავდი გულგრილობას მისადმი. იმ დღემდე არასდროს მიგრძვნია ასეთი ძალა და არც ასეთი გაცხარება
- შენი ძაღლი მოვიყვანე, მაგრამ სხვა რამისთვის -რაც კი ბრაზი
მქონდა დაგროვილი ყველა ერთ მიმიკაში გამოვხატე-მაინტერესებს რამდენად გავხართ ერთმანეთს,რომ ასე დაეცით ერთდროულად.. ხო რა იყო ნათია? რამე გიკვირს ? ხომ გითხარი დღეს ან ცოცხალი წახვალ, ან მკვდარი მევთქვი ?
- რაზე საუბრობ ? -დაინტერესდა ლადო. მაგრამ პასუხი აღარ გავეცი, ხელჩანთიდან გასაშლელი დანა (რომელიც ბაბუაჩემს ეკუთვნოდა) ამოვიღე და გავშალე. ამის შემჩნევისთანავე სახე მწვანედ ექცე ნათიას, სკამს მიეკრა და რაც ძალი და ღონე ქონდა ხელები ჩაავლო .
- სალომე, რას აკეთებ ? -ძლივს გასაგონად წამოიძახა და ჩემს უკან მდგარ ლადოს გახედა, თვალებით ევედრებოდა შველას. ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი და დავიხარე მისკენ, დანა,მის ყელთან მივწოე და თვალი-თვალში გავუყარე. ერთი სიამოვნება იყო მისი დამპალი სულის დანახვა მის თვალებში, რა თქმა უნდა მის დაშავებას არ ვაპირებდი რადგან კარგად ვიცოდი,რომ ადამიანი ცოცხალი უნდა იყოს თუ გინდა რომ სამაგიერო გადაუხადო, აი მკვდარს ვეღარაფერს მოსთხოვ. “თუ გინდა,რომ თავი დაგანებონ შეაშინე ადამიანები. ისინი იფიქრებენ რომ შეშლილი ხარ და აღარ გაგეკარებიან”
- შენ მე და არა მარტო მე, დაივიწყე და გადაწყვიტე ღალატი. შენი მიზეზები კი იმდენად სასაცილოდ მომეჩვენა,რრომ ვიფიქრე რას იზამს როცა გაანალიზებს რომ მე ჩემი მიზეზები მაქვს იმისთვის რომ საპასუხოდ ვატკინო თქო-თვალები დავხუჭე, მეტად მივუახლოვდი. სახე მის სახესთან ახლოს მივიტანე, ვიგრძენი მისი დაძაბულობა
- დაუშვი დანა -ლადომ ჩემკენ ნაბიჯის გადმოდგმა სცადა
- იქნებ შენს გინდა ? -ვკითხე მე და მეტად მივაჭდე ყელზე ნათიას.. სასაცილო მხოლოდ ის იყო,რომ დანა იმდენად ძველი გახლდათ რომ პურსაც ვერ გაჭრიდა ადამიანი. მე კი საოცარ სცენაა ვდგამდი მაშინ
- დაუშვი მევთქვი -მარჯვენა ხელი ჩემკენ გამოსწია, ყურადღება არ მივაქციე მის ჰუმანურ ჟესტს .
- ალბად იქაც შევხვდებით , არ იდარდო მარტო არ იქნები.. ბოლოს საყვარელი ადამიანების დანახვა მოსწონთ ამ დროსო გამიგია, ხოდა ამიტომაც ხარ ახლა აქ -ნათიას ვუთხარი და ეს-ეს იყო გწარებული ქალის იმიტაცია უნდა გამეკეთებინა, ნათიამ თვალები რომ დახუჭა და ყვირილი დაიწყო. უნდა დაგენახათ მისი სახე ! გეფიცებით ყველა შურისძიებაზე საშინელი იყო ჩემი შურისძიება. ნახევარი სიცოცხლე შიშისგან დალია . სიცილი ვეღარ შევიკავე, დანა მოვაცილე და პირზე ავიფარე ხელები. გაკვირვებული ლადოსკენ შევატრიალე თავი და მანაც არ დააყოვნა, მოულოდნელად მწვდა მკლავებში და დანის წართმევა სცადა.
- არანორმალურო! ავადმყოფო! -მომესმა გაფითრებული ნათიას ხმა
- აღარ გიყვარვარ ? -ვკითხე და გავუღიმე -მეგონა მეგობრები ვიყავით -ლადომ პირზე ამაფარა ხელი რომ გავჩუმებულიყავი..



№1  offline წევრი Marikagogolqdze

სალომე ჩემთვის გაურკვეველი პიროვნებაა..ლადოსგან რა უნდა ვერ გავიგე. რა თამაშს თამაშობს. ცოტა დავიბენი. იმედია მონდწვნო თავებში გავარკვევთ

 


№2 სტუმარი ჯვარშეიშვილი ეკატერინე

,8 თავის წაკითხვა სად შეიძლება?????

 


№3  offline წევრი Mim-i

ჯვარშეიშვილი ეკატერინე
,8 თავის წაკითხვა სად შეიძლება?????


❤️ მხოლოდ აქ ვდებ ახალ თავებს. დღეს დაიდება მერვე თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent