შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შვიდი საიდუმლო (თავი 8)


28-07-2022, 14:17
ავტორი Mim-i
ნანახია 1 851

ვხედავდი ჩემს წინ მჯდარ ჯერ კიდევ შეშინებულ ნათიას და ვტკბებოდი მისი სახის ყურებით.
- ჭკუაზე აღარ ხარ -იღრიალა ლადომ და ძალით გამიყვანა კბინეტიდან.
- მე არ ვარ ჭკუაზე ? და თქვენ ? -მისგან დავიხსენი თავი
- რა ? რაში მდებ ბრალს?
- იმაში , რომ ბავშვივით იქცევი შენც და ის ვინც იმ კაბინეტში დატოვე ! მომბეზრდა გესმის? მ ო მ ბ ე ზ რ დ ა , მომბეზრდი შენც, ნათიაც და დათოც ! -პასუხი არ გაუცია,ხელი მომკიდა ხელზე და ძალდატანებით მაიძულა გავყოლოდი. სწრაფი ნაბიჯებით დავუყევით კიბეებს და როცა ღია ვის ქვეშ ამოვყავით თავი ცოტა ხანს გაჩერდა.
ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი, უკმაყოფილო სახით გამომხედა და თავი გადააქნია. არ მესმოდა მისი, არ მესმოდა აღარცერთი ადამიანის რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო. პირველად მაშინ ვიგრძენი რომ
ნამდვილად დაღლილი ვიყავი, მობეზრებული მქონდა ყველაფერი რაც მაიძულებდა ფიქრსა და მოქმედებას.
მანქანით დაადგა გზას მთელი სისწრაფით,სხვა სიტუაციაში რომ ვყოფილიყავით აუცილებლად შემეშინდებოდა
მაგრამ მაშინ არაფერი მიგრძვნია.
დაძაბულობა იგრძნობოდა.
როდესაც მისი სახლის ეზოსთან აღმოვჩნდით გამიკვირდა კიდეც, მანქანა ჭიშკართან გააჩერა და გადასვლა მაიძულა .
სირბილით მივიდა სახლის კართან და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ფეხი ჰკრა, კარი შუა ხნის ასაკის მამაკაცმა გახსნა და აშკარად ეტყობოდა რომ მსგავსს სცენებს შეჩვეული იყო. უხმოდ გადგა და შიგნით შესვლის საშუალება მოგვცა .
- სიმართლის ცოდნა გინდა ? -შემოტრიალდა და სვიტერის საყელოში მომკიდა ხელი,სახეზე ვატყობდი გარტყმა უნდოდა მაგრამ ვერ ბედავდა. თვალის დაუხამხამებლად მივაჩერდი და უემოციოდ დავუქნიე თავი
- მაშინ მიიღებ სიმართლეს, რადგან შენი ადგილი არ იცი და ვერც იმას ხვდები როდის უნდა გაჩერდე- ნაცნობი ოთახის კარი გახსნა,ფანჯარა გამოაღო და მაგიდას მიეყრდნო.. მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ წამოიწია , უჯრიდან ყველა ფურცელი ამოიღო რაც კი ხელთ მოყვა და მაგიდაზე დაყარა. ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა მაგრამ ვიცოდი, რომ ფარდას ახდიდა იმას რაც არ ვიცოდი და მიხაროდა კიდეც .
- ეს -თაბახის ფურცელი ხელებში მომაჩეჩა -აქ წერია ის რის ცოდნაც გინდა
- რა არის ეს ?
- წაიკითხე სალომე, წაიკითხე და დაიტანჯე.. -მითხრა და სკამზე დაჯდა -ხმამაღლა -თითი აიქნია და ფეხი გადაიდო ფეხზე
გულმა გამალებით დამიწყო ძგერა, დაძაბული ვერ ვაანალიზებდი საიდან უნდა დამეწყო კითხვა და როცა ფურცელზე დიდი ასოებით დაწერილ წარწერას წავაწყდი თვალებით გული შემეკუმშა
“ სალომესა და დავითის საქმე . გასაიდუმლოებული ინფორმაცია “ -გვერდზევე იყო დავითის ხელმოწერა.
- ხმამაღლა- კიდევ ერთხელ შემახსენა ლადომ .

-“ 2016 წლის 5 ოქტომბერს მოხდა დავითისა და ჩემი (ლადოს) შეხვედრა. მამაკაცი დამიკავშირდა რათა სურდა დაკვირვების მოხდენა თავის კანონიერ მეუღლეზე (სალომე) .
მიზეზი : ბატონ დავითს ჰყავს სხვა ქალაქში ქალბატონი და მცირეწლოვანი ვაჟიშვილიში. როგორც ახსენებს ის განქორწინება სურს კანონიერ ცოლთან ისე,რომ მან ვერ შეძლოს ქონების გაყოფის მოთხოვნა.
მისი სურვილია, თვალთვალი განხორციელდეს ქ.სალომეზე , რათა დაფიქსირებული იქნას საეჭვო გარემოებებში, რაც დაეხმარება მამაკცს რომ ბრალი დასდოს მას .
საქმის ხანგრძლივობა ; ქ.სალომეს თვალთვალი განხორციელდება იქამდე, სანამ საჭირო მასალა არ იქნება მოპოვებული კლიენტისთვის.
საჭირო მასალა; მამაკაცთან იქნას დაფიქსირებული. საჭიროა ფოტო-სურათი დამამტკიცებელ საბუთად.
თუ საქმე არ წარიმართა ისე,როგორც კლიენტს სურს: ამ შემთხვევაში აქვს მოთხოვნა, რომ გამოვიყენოთ საკუთარი ძალა,რაც იგულისხმევა ქალის დაბნევაში.
ბატონი დავითი-: თანახმა ვარ, თუ ჩემი ცოლი, არ იქნება აღმოჩენილი და დაფიქსირებული საეჭვო მომენტებში, რომ ბატონმა ლადომ დახმარება გამიწიოს, სალომეს მიუგზავნოს
მამაკაცი რათა აურიოს გონება .

თანხა: ფიქსირებული ყოველ თვიურად :3000 აშშ. დოლარი .

(დავითის ხელმოწერა)
1 ეგზემპლარი.

ფურცელი დავუშვი. საკუთარი თვალების ჯერ კიდევ არ
მჯეროდა.

-კიდევაა-თქვა ლადომ და სკამიდან წამოდგა. მეორე ფურცელი იპოვნა მაგიდაზე და ახლა ის მომაწოდა -ესეც ხმამაღლა წაიკითხე

“ დავითს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ქალბატონი რომელთანაც მაშინ ატარებს დროს,როცა ამის შესაძლებლობა ეძლება.
ბავშვს იაკობი ჰქვია ხოლო მის დედას მარიამი.
ის ორ კვირაში ერთხელ ხვდება ქალს ჩუმად “ ზედ ჰქონდა ფოტო მიკრული, რომელზეც აღბეჭდილი იყო დავითი ჩემთვის უცნობ ქალთან ერთად.

-ეს იმისთვის თუ ზედმეტს
მოითხოვდა შენი ქმარი, არ რაიმეს აურევდა-დაამატა და ახლა კონვერტის გახსნა დაიწყო.
კონვერტიდან ნაცნობი ფოტოები ამოალაგა რომელზედაც მე ვიყავი აღბეჭდილი - ეს იცი უკვე -თქვა და ჩაიცინა
-ყველაფრის ცოდნა მინდა ! დეტალურად- ძლივს გასაგონად ვითხოვე და ახლოს მდგარ სავარძელში ჩავესვენე.
-რის ცოდნა გინდა ? არ ვიცი.. მაგრამ მოგიყვები.
უფლება არ მაქვს რამის მოყოლის მაგრამ ჩემთვის სულ ერთია რადგან დიდი ხნის უკან არია დავითმა ყველაფერი.
საქართველოში ახალი ჩამოსული ვიყავი როცა ჩემი ნომერი მოიძია და დამიკავშირდა. როგორც მიხვდი ძალიან კანონდამცველი ადამიანი არ ვარ, ჩემს საქმეში პირველი და უბადლო შემსრულებელი ვარ.
ცნობილი ვარ,ამით ტრაბახი შემიძლია, მაგრამ მხოლოდ ისეთი წრისთვის როგორშიც შენი დავითი არის.
ნებისმიერ საქმეს ვიღებ, გარდა ადამიანის სიცოცხლის მოსწრაფების ანდაც წამების.
დავითს რა სურდა უკვე წაიკითხე.
მაშინ გართულდა როცა საეჭვო ვერაფერი ვიპოვნე ,სამაგალითო ცოლი იყავი და შეუძლებელი იყო შენი გამოჭერა. ამიტომაც მოითხოვა დახმარება რის გამოც წინასწარ გადაიხადა 2000 ლარი.
მამაკაცი მე მოვიძიე თუმცა როგორც კი შენამდე მოსვლა შეძლო , შენმა ბედოვლათმა ქმარმა იეჭვიანა და სცემა.
მერე რა მოხდა ?
იყო საავადმყოფოები და ამ ყველაფრის ისე მოგვარება, პრობლემა მე რომ არ შემქმნოდა.
მერე მოინდომა მეორედ გამომეგზავნა კაცი,რაზეც უარი ვთქვი და გადაწყვიტა დავეშანტაჟებინე.
ხედავ აქ ვარ, ვერაფერი შეძლო თუმცა მოუშორებელ ჭირად მექცა!
დაახლოებით წელიწად ნახევარი გრძელდებოდა ეს საქმე, მერე მობეზრდა და მითხრა აღარ მინდაო, ბოლოჯერღა გამომიგზავნა თანხა და გაქრა.
დანარჩენი ფოტოები რაც ნახე , სხვა და სხვა წლის , მე გადავიღე რადგან მე მსურდა ასე მოქცევა .
მომეწონე და შემეცოდე კიდეც ასეთ ავადმყოფ ადამიანთან ცხოვრების გამო. ძალიან უცოდველი ჩანდი.
რათქმა უნდა ახლოს არ მოვსულვარ მაგრამ შორიდან ყურებაც მაკმაყოფილებდა.
ავადმყოფი არ გეგონო ! საქმე ძალიან ბევრი მქონდა და ყოველ დღე არ ხდებოდა ასე, ამიტომაც ბევრი რამ არ ვიცოდი შენზე.
ფოტოებს ჩემთვის ვიღებდი, სამახსოვროდ..
წლების შემდეგ როცა გასცილდი ისევ გამოჩნდა დავითი, მთხოვა შეაშინეო .
ჩემს მოვალეობაში მხოლოდ შეშინება შედიოდა და არაფერი სხვა, თუმცა მე არ უნდა გამეკეთებინა ეს . თანხა გადაიხადა .
იმდენი წელი გიყურე რომ სურვილი არ მქონია, თანხა კი მაინც ავიღე, ასე მდიდრდებიან ადამიანები…
შენს სახლთან ჩემივე ფეხით მოვედი, მხოლოდ იმიტომ რომ ახლოდან მენახე, მაგრამ არაფერი გამიკეთებია, გახსოვს ალბად..
დავითს კი ვუთხარი რომ საქმე გაკეთებული იყო..

-დაუჯერებელია- თავი გავაქნიე და ხელებში ჩავრგე თავი , შეგრძნება მქონდა თითქოს სიკვდილს გადავურჩი დავითთან განშორებით .
-რაც შეეხება სხვა დანარჩენს—-განაგრძო და მაშინვე ამივწიე თავი
-ისტორია რომელიც მოგიყევი ჩემს გარდაცვლილ მწუღლეზე სიმართლეა , შენს კომპანიაში იმიტომ მოვედი რომ სიმპათია მქონდა გაჩენილი, თუ ახლოს მინდოდა ყოფნა ასე უნდა მოვქცეულიყავი. ქ. ლალის კი ბიძაჩემი იცნობდა, მისი დახმარებით შევძელი ლალისთან დაკავშირება და საქმის საჩემოდ შემოტრიალება
-და
-და ბოლოს…. იმიტომ ჩამოგშორდი რომ მივხვდი, არ იყო სწორი შენი ამ ყველაფერში ჩათრევა. შემეძლო ნორმალურად დამეწყო ყველაფერი და პირწმინდა ვყოფილიყავი, მაგრამ ასე არ მოვიქეცი და შენს ზურგს უკან ვმოქმედებდი - გამიღიმა და შუბლი მოიზილა. არ ვიცოდი რა მეთქვა მეტი, გულდაწყვეტილი ვიყავი და საერთოდ არ მესმოდა არაფრის. ყველაფერი ცხადად კი იქცა თუმცა ამით არაფერი შეიცვალა.
-წარმომიდგენია თავს როგორც გრძნობ
-წარმოგიდგენია? -თვალებზე მომდგარ ცრემლებს გაჭირვებით ვიკავებდი - წარმოგიდგენია არა ? რა წარმოგიდგენია ამიხსნი? რას გრძნობ ახლა, რას ფიქრობ
-მესმის რომ რთულადაა საქმე, მაგრამ შენ გინდოდა გარკვევა ყველაფრის
-მე არ მიკითხავს ეს -სავარძლიდან წამოვდექი, მუხლები მეკვეთებოდა თუმცა თავს ნებას არ ვაძლებდი რომ წავქცეულიყავი.
-ეს გაინტერესებდა ყოველთვის
-მართლა ? შენ ყველაფერი ჩემზე უკეთ გცოდნია ჩემზე.. წარმოგიდგენია კიდეც. პრობლემაც სწორედ ეგ არის, რომ უბრალოდ წარმოგიდგენია და არ იცი რას ნიშნავს რეალურად. შენ არ გიცხოვრია ამხელა ტყუილში, მე ვიცხოვრე და შენი დახმარებით თან
-არ გიცნობდი
-ახლა მიცნობ ? -ჩემკენ წამოვიდა და მაშინვე გაჩერდა როგორც კი ხელით ვანიშნე აღარ გადმოედგა ნაბიჯი
-ახლა გიცნობ
-უსამართლობაა, მიცნობ იმიტომ რომ ჩუმად არკვევდი რაღაცეებს ?
-იცი, რომ მართალი არ ვარ და მეც ვიცი ეს
-შენ ფულს იღებდი რომ ეს გეკეთებინა, მერე რა შეიცვალა ? რატომ არ გააკეთე ბოლოს რაც დაგავალა? იმიტომ რომ მოგეწონე ? რომელ მოწონებაზე მესაუბრები, ჰა ? რომელზე.. კაციც კი გამოგიგზავნია, რისთვის ? რომელ ფულად გიღირს ადამიანებთან ასე მოქცევა, მათ ცხოვრებაში ასე შეჭრა ? -ყვირილი დავიწყე. მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს გავხედე, მუჭებში მოვიქციე და ძირს დავფანტე
-დამშვიდდი
-ამას მიმეორებ ყოველთვის ! დამშვიდდი სალომე, დაწყნარდი , დამშვიდდი.. ამომივიდა ყელში გესმის? საკუთარ თავსაც კი გაყიდდი რომ შეგძლებოდა.. რამდენ ქალს
დაუნგრიე ცხოვრება ასე ? ათს… ასს… ორასს ?
-იმას ნუ მკითხავ რის ცოდნაც არ გინდა -მშვიდი ხმით მითხრა და იატაკზე მიმოფანტული ფურცლების აკრეფა დაიწყო.
-ვინ ხარ ? -ზევიდან დავხედე, ვიგრძენი როგორ მოგორავდნენ ცრემლები ჩემს ლოყებზე.
-რა ? -ამომხედა ლადომ
-ვინ ხარ ლადო- გავუმეორე შეკითხვა - არ ვიცი ვინ ხარ, ვიცოდი და ვხვდებოდი რას აკეთებდი მაგრამ, ეს ?
-გულს ნუ მწყვეტ - თქვა და წელში გასწორდა. მარჯვენა ხელი აზიდა, უნდოდა მკლავზე შემხებოდა მაგრამ არ დასცალდა. -ასე ნუ იქცევი,ძალიან ვნანობ იმის გამო რაც გავაკეთე მაგრამ მეც არ ვიცოდი, ყველაფერი ამგვარად რომ შეიცვლებოდა
-რამდენი ქალი იყო-ცრემლები მუჭებით მოვიწმინდე
-სალომე
-რამდენი თქო
-არ ვიცი, არ დამითვლია..
-მინდა რომ წახვიდე -ვედრებად გაისმა ჩემი თხოვნა -მინდა რომ კომპანია დატოვო, ხვალვე -გული ამოვარდნას მქონდა.
დავითზე მეტად ლადოზე ვიყავი გაბრაზებული, რადგან ვხვდებოდი რომ მნიშვნელოვან ადამიანად იქცა ჩემთვის, შეუმჩნევლად და მოულოდნელად.
ვუყურებდი და ვერ ვცნობდი
-სისულელეს მთხოვ
-წადი- გავუმეორე და უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი
-ნუ მაიძულებ ამის გაკეთებას , დაფიქრდი , მიხვდები მალე რომ არც ჩემი ბრალია- სახე მოექუფრა
-რამდენ ადამიანს დაუნგრიე ცხოვრება და ოჯახი.. რამდენ ქალს აიძულე ღალატი, რამდენი მოატყუე..
-მესმის - ისევ მომიახლოვდა, ხელის გულებში მოიქცია ჩემი სახე და თვალი-თვალში გამიყარა -არ იცი რას ლაპარაკობ რადგან ნაწყენი და გაბრაზებული ხარ, მაპატიე რომ ასე მოვიქეცი , მაგრამ შენც გამიგე.. ვიცი , ვიცი რომ არ ვარ მართალი ადამიანი, საშინელი და ამაზრზენი კაცი ვარ. მესმის რას გრძნობ ახლა, როგორ გეზიზღები ვგრძნობ და შენს თვალებში ვხედავ. მაგრამ ნუ მომთხოვ წასვლას, ძალიან გთხოვ ნუ მეტყვი ამას მეორედ- თვალებზე ცრემლები მოაწვა, ტუჩები დაებრიცა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი
-სალომე უბრალოდ..
-არა
-არა სალომე .. უბრალოდ უნდა დაფიქრდე.
-რაზე დავფიქრდე? ჩემს წინ ადამიანი დგას რომელიც თავს ამ ავადმყოფური ქმედებებით ირჩენს .. არ მინდა რომ შემეხო, დაგინახო და შენი ხმა გავიგონო, მინდა რომ წახვიდე.. რადგან არ ვიმსახურებ , რომ ჩამითრიო ამ ყველაფერში- ხელი გულმკერდზე მივაჭდე, ვკარი და გავწიე. აღარაფერი უთქვამს, გასვლამდე ისევ მივიხედე უკან, გაუნძრევლად იდგა და თითქოს აღარც სუნთქავდა.
სწრაფი ნაბიჯებით გავერიდე ოთახს და ცოტა ხანში სახლსაც.

****

-ადამიანი ვერ უბრძანებ გულს, ყველაფერი თავისით ხდება -მითხრა ბაბუამ და საწოლზე გასწორდა- ვერც იმას გააკონტროლებ რაც შენს შიგნით ხდება ახლა, სიმართლე გითხრა დაბნეულ ბავშვს გავხარ. ნუ იქნები ასეთი მკაცრი და სიამაყე ნუ გძლევს
- არა ბაბუა, სიამაყე არაფერ შუაშია -მხრები ავიჩეჩე და ჩაი მოვსვი_ჩემთვის ძალიან რთულია ამ ყველაფერთან შეგუება. ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება სხვების ცხოვრებაში იქექება … -ჩემს ნათქვამზე თავადვე გამაჟრიალა
- მერე და , არ დაინტერესდი რატომ აქვს ეს გზა არჩეული? ყველაფერს აქვს თავის მიზეზი ცხოვრებაში .. რამდენი წელიწადიც არ უნდა მოგემატოს ყოველთვის რაღაცის სწავლა მოგიწევს და აჰა-ჩაიცინა ეშმაკურად_არავის ბრალია რაც მოხდა შენს ცხოვრებაში და მითუმეტეს მაგ კაცის, რა იცოდა რომ შეუყვარდებოდი? თანაც.. ცხოვრება ისეთია ადამიანს ფეხი აუცილებლად დაგიცდება, დასაძრახი არაფერია
- მაინც რთულია
- რთული სიკვდილია ბაბუ.. სანამ ცოცხალი ხარ იქამდე ყველაფერი მარტივია,თუ ისწავლი როგორ შეგეხო სიტუაციებს ცივი გონებით .. შენ ხომ არ იცი რის გამო მიჰყო იმ საქმეს ხელი?
- მართალი ხარ, ხო
- მაშინ რატომ არ კითხე ?
- არ ვიცი .. შენი აზრით , ზედმეტად მკაცრი ვიყავი? -ვკითხე და დარცხვენილმა თვალებში ჩავხედე. მის მობერებულ სახეზე ღიმილი დავინახე, ეტყობოდა არაფერში მთვლიდა დამნაშავედ და რასაც ფიქრობდა,მხოლოდ ის იყო რომ ჯერ კიდევ იმ ასაკში ვიყავი როცა შეცდომების დაშვება ნორმალური იყო. თითქოს ავიწყდებოდა ხოლმე რომ დიდი ხანია რაც ბავშვი აღარ ვიყავი.
- სიმართლე გითხრა ?
- კი
- ჩემი აზრით , ფარგლებს გასცდი.. შეგეძლო გესაყვედურა საკუთარი თავის გამო, მაგრამ სხვების გამო? ისინი შენ არ გეხებოდნენ.. თანაც, ხომ მითხარი არ მიყვარსო? . ან გიყვარს ან ზედმეტად სულელი ხარ რომ გაიაზრო რომ გიყვარს .
- რა სიყვარული ბაბუა
- სიყვარული საოცარი გრძნობაა-თვალები დახუჭა ,თითქოს რაღაცას იხსენებდა- შეიძლება ახლა ვერ ხვდები, ან მე არ მიტყდები ამაში. ძალიან ბევრი გადაიტანე მცირე დროში და ზედმეტი იყო შენთვის, არაუშავს.. ყველაფერს აქვს საშველი ბოლოს და ბოლოს . დამშვიდდებით ორივე
- ისე მელაპარაკები რომ მანანებინებ საკუთარ სიტყვებს -თავი გადავაქნიე
- არაუშავს, სინანული კარგი გრძნობაა. მაგ კაცისთვის აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი ხარ სალომე
- ალბად ..
- მხოლოდ შეყვარებული კაცი სთხოვს ქალს,რომ არ გაუშვას მისი ცხოვრებიდან .
მისმა სიტყვებმა დამაფიქრეს.


უკვე რამდენიმე დღე არსად მენახა ლადო,თითქოს მიწამ ჩაყლაპა და შთანთქა.
ერთის მხრივ მიხაროდა მაგრამ ვაანალიზებდი რომ მენატრებოდა კიდეც .
ნაცნობია თქვენთვის შეგრძნება,
როცა ადამიანს უარყოფ,მაგრამ ბოლომდე გაშვება არ შეგიძლია ?
საშინელი რამ ყოფილა რადგან საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი ამის გამო ..
იმ დილით სამსახურში მისულს ახალი ამბები დამხვდა, კაბინეტში შესვლისთანავე მიამბო ნინომ, რომ ჩემს მისვლამდე ლადო ყოფილა მათთან და ნათია გაუნთავისუფლებია სამსახურიდან. მოსმენილს ვერ ვიჯერებდი იქამდე,სანამ ყველამ არ დაადასტურა
-რა მიზეზით? -დავინტერესდი მე
-არაფერი აუხსნია, შემოვარდა მოულოდნელად და ნათიას დაადგა თავზე -თქვა ნიკოლოზმა და ფინჯანი ყავა მოსვა
-თან უყვიროდა “განთავისუფლებული ხარ ! მეორედ აქ არ დაგინახოო” ნათია კი დაინტერესდა რის გამო, მაგრამ ამის გამო უფრო გაბრაზდა უფროსი და კინაღამ კინწისკვრით მოისროლა შენობიდან-სახე მოეჭმუშნა ნინოს მოყოლისას
-რა საშინელებაა-დაამატა მერე- მე რომ ასე გავეგდე ვინმეს ალბად ვერ გადავიტანდი მსგავს სირცხვილს
-ალბად დაიმსახურა კიდეც- იქვე მჯდარმა თორნიკემ სიკვა შეაწია ნინოს
-უმიზეზოდ არავის უწყობენ სკანდალს , ასეა
- რა დღეა .. -ვეღარაფრის დამატება გავბედე.
რამდენიმე საათი გავლიე ნათიაზე ფიქრში, თუმცა საერთოდ არ დამაყვეტია გული მის გამო.
კამერას შეუმჩნევლად ავხედე და გავიფიქრე ნეტავ თუ მიყურებს ლადო თქო მაგრამ გონზე მოსვლა მალევე მოვასწარი.
დიდი შესვენებისას ბუფეტში ვისხედით და განვიხილავდით ლადოს ბიძიის ქორწილს, რომელზედაც ჩვენ უნდა გვეზრუნა. რამდენიმე კვირაღა იყო დარჩენილი და ყველაფრის მოგვარება უნდა მოგვესწრო.
დიდ თაბახის ფურცელზე ლევანი ესკიზს ქმნიდა, თუ როგორ უნდა მოგვეწყო სახლი წვეულებისას (დიდად არ გვეხებოდა ეს ამბავი, მაგრამ რატომღაც ჩვენს საფიქრალად იქცა) როცა ბუფეტში დავითი შემოვარდა ღრიალითა და აჟიოტაჟით .
მისი ხმის გაგონებისთანავე სკამიდან წამოვფრინდი, მოულოდნელი სტუმრის გამო ცოტაც და გული გამისკდებოდა .
ჩვენი მაგიდისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა, მისი შემჩნევისთანავე წინ გადამიდგნენ ნიკოლოზი და ლევანი
-რა ხდება ? -მშვიდად იკითხა ლევანმა და ჩემკენ გამოიხედა . თავით ვანიშნე არაფერი თქო და მიხვდა, რომ მეც დიდ გაურკვევლობაში ვიმყოფებოდი
-გაიწიე-უპასუხა დათომ და ხელი მოჰკიდა მხარზე. ლევანის გაწევა მოინდომა თუმცა ადგილიდან ვერ დაძრა.
- რა ხდება თქო? -გაუმეორე შეკითხვა ლევანმა
- შენთან საქმე არ მაქვს, გამეცალე მევთქვი
- დავით , ჩემი ძმა-ნიკოლოზი დაიძაბა-აბა მიიხედ-მოიხედე, სად ხარ ? რამე ხომ არ გეშლება? მაგალითად ადგილი, დრო და რაც ყველაზე მთავარია ადამიანი
- დაიკარგე აქედან- დაამატა ლევანმა და მის წინ მდგარი დავითისკენ გაიწია, ეს-ეს იყო დიდი ამბავი დატრიალდებოდა, რომ ჩავერია და მათ შორის ჩავდექი.
- რა ხდება დათო? -ვიკითხე და თან ხელი გულმკერდზე შევახე ლევანს რომ აღარ გადმოედგა ნაბიჯი. სახე ალეწილს ერთი სული ჰქონდა მუშტი ეთავაზა ჩემი ყოფილი ქმრისთვის, თუმცა ვერ ბედავდა იქამდე სანამ მე ვიდექი მათ შორის.
- სალაპარაკო გვაქვს, ახლავე ! -თითქმის ყვირილით განმიცხადა
- ჩადი და ჩამოვალ მეც-წარბები ავწიე . თვალი მოავლო დავითმა იქ მყოფ ადამიანებს, პიკაკი შეისწორა და ჩემს სიტყვას დაუჯერა.
- არსად ჩახვალ- ჩაერია ნიკოლოზი
- ნიკა , აქ ღრიალსა და ომის ატეხვას ჯობს მე ველაპარაკო
- ვერ დაინახე რას მიუგავდა სახე? არსად წახვალ !
- აქვე ვიქნებით, ფანჯრიდან გადმოიხედეთ თქვენ - ვუთხარი და სირბილით გავვარდი ბუფეტიდან.
დავითი კომპანიის შემოსასვლელ კართან იდგა და სიგარეტს ექაჩებოდა. მშვიდი და გაწონასწორებული ნაბიჯებით მივუახლოვდი და მის წინ დავდექი. სახე აწითლებული ჰქონდა , ეტყობოდა ნერვები უმტყუნებდა მალე.
- ეს რა ამბავი ატეხე
- სახეს დაგიყანავ-მითხრა და სიგარეტი გვერდით მოისროლა
- ბოდიში? -მის ნათქვამზე გულწრფელად გამეცინა
- რამდენს ბედავ ? -ხელი მკლავზე მომკიდა და მთელი ძალით მომიჭირა.
- შენ რამდენს ბედავ - დავიძაბე მე
- დედას მოგ****ავ , ისე დაგასახიჩრებ რომ შენს თავს ვერ იცნობ
- მართლა ? -დავინტერესდი. ძარღვებში მიმავალი სისხლის მიმოქცევა ვიგრძენი და ბრაზისგან ლოყები ამიხურდა.
- შენ პატარა ბ***ო -ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი და გაჩერდა- შე ა****ო , აქვე მოგიღებ ბოლოს
- რა გინდა არ იტყვი?
- ლადოსთან რა საქმე გაქვს ?
- შენ უნდა მოგიყვე ვისთან რა საქმე მაქვს ?
- მეორედ გისვამ კითხვას, ლადოსთან რა გესაქმება- პასუხის გაცემას არ ვაპირებდი
- მომბეზრდი შენი კლოუნადით- ვუთხარი და მძიმედ ამოვისუნთქე, დავითმა ხელი აღმართა და მარჯვენა ლოყაში სილა მიწილადა. სიმწრისგან სუნთქვა შემეკრა და თვალთ დამიბნელდა. გაანალიზება ვერ მოვასწარი მოხდენილის, რომ ვიგრძენი როგორ ჩამავლო ხელები მკლავებში. ერთი-ორჯერ შემარხია, მესამედ კი კედელს მიმანარცხა და ტკივილისგან მუხლებზე დავემხე.
- ავადმყოფო ! -ძლივს გასაგონად ამოვღერღე. მომიახლოვდა და თმაში მწვდა, მაიძულა ავმდგარიყავი და ეს იყო უნდა გაერტყა კიდევ ერთხელ, ნაცნობი ხმა რომ მომესმა.
გაჭირვებით დავინახე ნიკოლოზი, რომელიც საყელოში სწვდა დავითს და სახეში მუშტი მთელი ძალით უთავაზა.

- რა ამბავია? სალომე ? -ეს უკვე ლადოს ხმა იყო …



თვალები საავადმყოფოს პალატაში გავახილე. წამლის არასასიამოვნო სურნელი იდგა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
ირგვლივ მიმოვიხედე,საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში მჯდარი ლილე დავინახე
-ლილე!…ხმადაბლა დავუძახე
-სალო-სავარძლიდან წამოხტა და ჩემთან მოირბინა -როგორ ხარ ? რამე ხომ არ გტკივა ?
- მგონი არაფერი- ბალიშიდან თავის აწევა ვცადე, თუმცა საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი და მაშინვე უწინდელ პოზას დავუბრუნდი- ეს რა ჯანდაბაა..
- რამე გახსოვს ?
- ამნეზია კი არ დამმართნია,მახსოვს ყველაფერი
- როგორ შევშინდი რომ იცოდე-ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან, ხელები პირზე აიფარა და თავი დახარა
- კარგად ვარ , მადლობა აქ რომ ხარ
- ეს რა მოხდა , რა ამბავი დატრიალდა შენს თავს ?
- არ მკითხო.. ნიკა სად არის ?
- გასულია, ყავა უნდა მოეტანა ჩემთვის, რა უნდოდა იმ რეგვენს ? ისე სცემეს დედაც ვეღარ იცნობდა
- არ ვიცი.. მკითხა ლადოსთან რა გესაქმებაო, მერე ეს მოხდა.. ახლა სად არის?
- ვინ შენი გამო*****ლი ყოფილი ქმარი?
- ხო
- არ ვიცი, ნიკამ როგორც კი დამირეკა საავადმყოფოში გამოვიქეცი შენს სანახავად.. ლადო დამხვდა და წავიდა ჩემი მოსვლისთანავე, იმან მოგიყვანა
- წავიდა?
- კი დიდი ხანია უკვე.. წავალ რამეს მოგიტან - თქვა ლილემ და ფეხზე წამოდგა.
სიცოცხლეში ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ჩემს თავს მსგავსი რამ მოხდებოდა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი,თუმცა ერთი რამ ცხადად დავინახე, დავითი ჩემი მტერი იყო იმ დღიდან.
სამი საათის შემდეგ,დაახლოებით შვიდს რომ აკლდა თხუთმეტი წუთი, პალატის კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
ლილემ თავაზიანად მიიღო პოლიციის ოფიცერი და ჩემი საწოლის გვერდით მიუდგა სკამი რომ დამჯდარიყო.
შუახნის ასაკის კაცმა კარგად შემათვალიერა და წარბები შეკრა, ეტყობოდა წუხდა მოხდენილის გამო მაგრამ ვერაფრით მამხნევებდა.
-თავს როგორ გრძნობთ-იკითხა და ფეხი გადაიდო ფეხზე
- არც ისე კარგად
- რა მოხდა, შეგიძლიათ რომ მომიყვეთ ? -გონებაში დამიტრიალდა მოხდენილი სცენა. დიდი მონდომებით ვუამბე ოფიცერს ყველა დეტალის შესახებ და ბოლოს, როცა დასასრულს მივუახლოვდი მივხვდი,რომ უკანასკნელი წუთები საერთოდ არ მახსოვდა
- ბოლოს აღარ მახსოვს..
- საერთოდ არაფერი?
- საერთოდ.. გონება დავკარგე
- აქ ვინ მოგიყვანათ ?
- მისმა უფროსმა -პასუხი ლილემ გასცა - ლადო ჰქვია
- ახლა სად იმყოფება ბატონი ლადო?
- სიმართლე გითხრათ არ ვიცი-უპასუხა და მე გამომხედა. ლილეს არსებობა იმ წამს მაბედნიერედა, ვიცოდი ასეთი მეგობრის ყოლის გამო მდიდარი ადამიანი რომ ვიყავი
- თქენს ყოფილ მეუღლეს, დიდი ალბათობით კარგი დღე არ ელის, თუ რა თქმა უნდა თქვენ მოისურვებთ ამას

ბევრი ფიქრი არ დამჭირდა იმისთვის,რომ მოქმედება დამეწყო.
ახლა უკვე დროის ათვლა დაწყებული იყო დავითისთვის.
გათვალისწინებული იქნა ისიც,რომ დიანაზე ასწია ხელი და ისიც , რაც მე გადამხდა თავს მის გამო.
ჩემს მოსანახულებლად ნიკოლოზი,ლევანი და ნინოც იყვნენ.
პაკეტებში ვაშლები დაეგროვებინათ ისე,როგორც ფილმებშია ხოლმე და პატარა მაგიდაზე მიუჩინეს ადგილი.
მეცინებოდა კიდეც,მათ სახეებზე ბრაზი იყო აღბეჭდილი.
შეგრძნება მქონდა,თითქოს იმ დღის შემდეგ ვეღარაფერი მაიძულებდა ტირილს და დარდს.
რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ,საკუთარ ბინაში ვისვენებდი.
ახალი ამბავი ბაბუას გაეგო ლევანისგან, გაავებული ყოველ წამს მირეკავდა და მკითხულობდა.
როგორ არ ვეცადე მის დამშვიდებას ვერაფრით შევძელი, ამბობდა სადაც ვნახავ ნეკნებს დავუჟეჟავო .
ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი იყო რომელიც ბრაზთან ერთად იმ ტკივილს გრძნობდა რომელსაც მე და ამისთვის მენანებოდა.
სარკის წინ მდგარი საკუთარ თავს მივაჩერდი,სახეზე კვალიც აღარ დამრჩა იმ დღის თუმცა,ნაიარევი სულში დამიტოვა და ვაანალიზებდი,რომ რეალურად უსუსური ქალი ვიყავი, რომელსაც თავის დაცვა არ შეეძლო რთულ მომენტებში.
ბედის ირონია თუ გინდათ..
ადამიანი გტოვებს და მერე ბრუნდება იმისათვის რომ ზიანი მოგაყენოს.
ვერაფრით ვპატიობდი საკუთარ თავს ასეთ სისუსტეს, ვინატრე კაცი ვყოფილიყავი და როცა შეუძლებლად მომეჩვენა საკუთარი ოცნება ყელში გაჩხერილი ბურთი ვიგრძენი.
ყოველ საათში მახსენდებოდა ახლიდან და ახლიდან
“ლადოსთან რა გესაქმება”
“დაგასახიჩრებ”
და ტანში ამაზრზენი ჟრუანტელი მივლიდა. უკანასკნელი ადამიანი ვისი ხმაც გავიგონე იმ დღეს არ გამოჩენილა, აღარ ვუნახივარ მაგრამ, როგორც ნიკასგან და თორნიკესგან გავიგე ხშირად კითხულობდა ჩემს ამბავს ხოლმე .
პალატაში ყოფნისას რამდენჯერმე ლადოს სახის დანახვა ვინატრე,მისი ხმის გაგონება მოვისურვე და ტელეფონს იმდენჯერ გავხედე რამდენჯერაც მსგავსმა ფიქრებმა გონება დამიბინდეს.
ძალიან მინდოდა მადლობა გადამეხადა მისთვის, თუმცა აღარ ვიცოდი რა იქნებოდი სწორი ჩემი მხრიდან და თავი საიმედოდ შევიკავე.
ნინოს დავაბარე “მადლობა უთხარი” ჩემი პირით თქო.

—————

სუსხიანი საღამო იდგა.
იმავე დღის,ღამის თორმეტ საათზე უნდა შევკრებილიყავით და აღგვეღნიშნა თორნიკეს დაბადების დღე. ვერ ვიტყვი რომ
ძალიან დავვახლოვდით, თუმცა ცოტათი გავუგეთ ერთმანეთს და როცა წვეულება ახსენა უარზე არ ვყოფილვარ.
თავს კარგად ვგრძნობდი, აღარც თავბრუსხვევა მაწუხებდა
-ულამაზესი ადგილია -აღნიშნა ლილემ და პაკეტში ჩადებული საჩუქარი გრძელ მაგიდაზე დადო
-მეც ძალიან მომწონს
-ვინ იქნებიან დღეს?
-თანამშრომლები, მისი მეგობრები, არ ვიცი-ჭიქა მოვიყუდე და ტკბილი ლიქიორი მოვსვი
-ამას რა ვასმევს-გააჟრჟოლა ლილეს-შეიძლება შენთვის?
-ტკბილია და გემრიელი.. არ მგონია რამე დამიშავდეს
-გოგონებო, რას განიხილავთ - ნაცნობი ხმა მომესმა.
შევტრიალებისთანავე ლადოს სახე დავინახე, ადგილს მოვწყვდი დაუფიქრებლად და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე ეზოს ჭიშკრისკენ -სალომე მოიცადე -გამომედევნა ისიც
-ნუ გარბიხარ -ხელები ასწია - მაინტერესებს , როგორ ხარ -მკითხა და უკან დაიხია. პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდა,გეგონებოდა ენაზე ხავსი მქონდა მოდებული . უხმოდ შევტრიალდი მისკენ მთელი სხეულით
-კარგი .. კარგი - მომაძახა შორიდან - წავალ- გულში დანის ჩარტყმას გავდა ის გრძნობა, რომელიც ამ სიტყვის გაგონებისას ვიგრძენი
-წახვალ?
-წავალ თუ ასე უკეთ იგრძნობ თავს
-სამუდამოდ ? -ჩავეძიე მე
-სამუდამოდ და აღარასდროს შევხვდებით
-აღარასდროს ?
-კი .. გპირდები
-მპირდები?
-ხო- გაურკვევლობაში მყოფი ლილე და ნინო მოგვიახლოვდნენ , ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ მათ სახეებზე უსათუოდ ამოიკითხავით შოკსა და ინტერესს
-კარგი -ვუპასუხე ლადოს და თავი დავუქნიე
-სალომე
-რა იყო? - ჩემკენ დაიძრა
-არაფერი.. მინდა ბოლოჯერ ჩაგხედო თვალებში -ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და მეც აღარ გავქცეულვარ მისგან. დუმილი ჩამოწვა ჩვენს შორის, სათქმელი ბევრი მქონდა მაგრამ ვიცოდი, უადგილო იქნებოდა და გაჩუმება ვარჩიე. მის თვალებში დიდ მწუხარებას ვხედავდი, ჩემს წინ მდგარი მთავასით კაცი თითქოს ნაწილებად იშლებოდა. სახე ისე ჩამოსტიროდა, ისე უმწეო იყო რომ საკუთარ თავზე გავნაწყენდი ჩემი სიტყვების გამო, რომელიც უკანასკნელად ვუთხარი.
-მაპატიე-ხმადაბლა მითხრა, ენით ქვედა ტუჩი მოისველა და თვალები მილულა - ძალიან ვწუხვარ სალომე .. მაპატიე თუ ოდესმე შეძლებ, იქნებ.. იქნებ ერთ დღეს ჩემი გაგება შეძლო კიდეც . წასვლამდე მინდოდა მეთქვა-უნდოდა თმაზე შემხებოდა მაგრამ ვერ გაბედა - მიყვარხარ - აღმოხდა ბაგეებიდან.
თითქოს ჰაერი აღარსად იყო,ვერაფრით შევძელი გონზე მოსვლა.
-ჩემს კაცობას ვფიცავ,სიმართლეს ვამბობ, ღმერთია ამის მოწმე-დაამატა და გვერდი ამიარა
-ნახვამდის -ჩემთვის ჩავილაპარაკე მე



№1 სტუმარი სტუმარი ეკატერინა

აუ შემეცოდა ლადო ძააან

 


№2 სტუმარი სტუმარი Mxolos is

Rodis dadeb axall tavs

Moutmenlad velii dzan momwons es istoria

 


№3 სტუმარი სტუმარი Mxolos is

Ramodenime dgea shemivdivar da vamowmeb axali tavi daido tu ara. Moutmenlad veli. Yovel shemosvlaze imedi maqvs rom dadebulia da ar mxvdeba. Roca davkargav imeds da vityviro vso agar dadebs tqo mag dros dadeb vici. Lados daabruneb ukan? An sheachereben? Velodebi axal tavs

 


№4  offline წევრი Mim-i

ყველად დიდ მადლობას გიხდით ❤️ ხვალ დავდებ ახალ თავს

 


№5 სტუმარი სტუმარი Mxolos is

Gveshvela????????

 


№6 სტუმარი სტუმარი Mxolos is

აუუ რატო არ დადეეე გელოდებით

 


№7 სტუმარი სტუმარი Mxolos is

Auu sami dge gavida kide ar dagidia. Albat ver moaxerxe... moutmenlad veli axal tavs. Nu gagvawame raa...

 


№8 სტუმარი სტუმარი Mxolos is

Au rato ar deb martla tu rame mogivida da ver deb

 


№9 სტუმარი სტუმარი Mxolos is

Ramdeni xval gavidaa chevn ki davrchit asee

 


№10 სტუმარი სტუმარი კატო

პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა! ძალიან საინტერესოა თქვენი მონათხრობი!❤️მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას!????????????❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი კატო

გაგრძელება აღარ იქნებააა?????

 


№12 სტუმარი სტუმარი ელა

რაი ით ეს შუაში გაწყვეტა ისტორიების რა კარგად მიდიოდი და როგორ გაწყვიტე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent