სიკვდილთან გარიგება (თავი პირველი)
- - ამის გამოა ყველაფერი ? -იკითხა ემამ, რომელსაც დიდი ხნის უკან წაშლოდა სახიდან სინათლე. არაფერი იყო უწინდებურად. პატარა ბარის წინ მდგარს მუხლები უკანკალებდა,ძლივსღა იკავებდა თავს რომ არ წაქცეულიყო - ამის გამოა- უპასუხა ხანში შესულმა პროფესორმა ბოომ და დანანებით გადააქნია თავი. თვეების წინ,როდესაც პირველად შეხვდა ემას ქალაქის გზატკეცილზე,მიხვდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე მისი გამჭრიახობისა და უდიდესი გამოცდილების წყალობით - მალე მოვკვდები, გამოდის - თავი დახარა და საკუთარ ფეხსაცმელებს დააჩერდა. გული სწყდებოდა გამოტანილი განაჩენის გამო თუმცა იცოდა ვეღარაფერს შეცვლიდა და რაც დარჩენოდა მადლობის გადახდა იყო მოხუცი ბოოსთვის,რომელიც ასე დაეხმარა თავის დროზე - ერთი წელი დაგრჩა - წვერზე მოისვა კაცმა ხელი და უხერხულად შეიშმუშნა . არაფერია დამოკიდებული ადამიანზე. თითქოს ცხოვრებაც არასწორი და უსამართლოა. იბადები,ბერდები და კვდები,ნორმალური ციკლია ერთი შეხედვით, თუმა ყოველთვის ჩნდება კითხვა .. მერე ? .. რა იქნება გარდაცვალების მერე ? ფრძელი სარკის წინ მდგარი ემა საკუთარ თავს მისჩერებოდა,მარჯვენა ხელში დედის ნაქონი სავარცელი ეკავა თუმცა დავიწყებოდა რისთვის დასჭირდა. დააკვირდა,რომ ძალიან გახდა,თვალებში ნაპერწკლები აღარ დაურბოდნენ და არც საკუთარი ბაგეების ფერი მოსწონდა უკვე. წლების წინ რომ ვინმეს ეთქვა მისთვის,ძალიან მალე მოკვდებიო სიცილისგან გულს იჯერებდა, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა რომ რეალობად შეიძლებოდა ქცეულიყო მსგავსი სიტყვები. ხის სავარცხელი უღიმღამოდ დაისვა თმაზე და ხარბად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი. უკვე გვიანი იყო, თუმცა ძილი არაფრით ეკარებოდა,ბოლთას სცემდა კედლიდან-კედლამდე და მომაბეზრებელი ფიქრების გამო გიჟდებოდა. სირბილით ჩაირბინა კიბეები და სამზარეულოსკენ გაეშურა - რა გვაქვს აქ - ჩაილაპარაკა და მაცივრის კარი გამოხსნა. ბევრი დაკვირვება არ დასჭირვებია, ორი ბოთლი ლუდი დაინახა თუ არა ხელები სტაცა და მოწყურებულმა მოიყუდა . გრილი ამინდი იდგა და სწორედ ეს უყვარდა,აივანზე ნელი ნაბიჯებით გავიდა და გაიჭიმა. ბოთლები პატარა,მრგვალ მაგიდაზე დაალაგა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა. თვალებზე ცრემლები აწვებოდნენ,თუმცა ტირილს ვერ ბედავდა, დაღონებული ზეცას მიაჩერდა და უსამართლობა იგრძნო. ნუთუ ერთ წელიწადში მართლა გამოემშვიდობებოდა სახლს ? მართლა დაასრულებდა სუნთქვას ? ტუჩები მოკუმა,ეცადა ამაზე აღარ ეფიქრა,მისი ყურადღება კაშკაშა ვარსკვლავმა მიიქცია, რომელიც განდეგილივით ანათებდა, ყველა ვარკვლავისგან მოშორებით იდგა. მისმა სილამაზემ თვალები მოსჭრა ემას,ფეხზე წამოდგა და გაოცებისგან პირი დააღო გაახსენდა ცხონებული დედის სიტყვები “ როდესაც კაშკაშა ვარსკვლავს დაინახავ, სურვილი ჩაიფიქრეო” და პატარა ბავშვივით აღელვდა. - მინდა, მინდა რომ ექვს თვეში მოვკვდე… -წამოიყვირა - არ მინდა ტკივილებმა გამაგიჟოს- დაამატა და მალევე გაახსენდა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. მაგიდაზე მდგარ ბოთლს მისწვდა და დარჩენილი სასმელი ბოლომდე დალია, იმ ღამით აღარაფერი შეაწუხებდა, იმ ღამეს ყველაფერი სულ ერთი იყო მისთვის. შეზარხოშებული მრგვალ ნოხზე დაწვა და თვალები მილულა - რა საინტერესოა, ნეტავ რა იქნება იქ ? -ჭერს ჰკითხა და ამოიხარხარა… მომაბეზრებელ კითხვებს სვამდა კიდევ კარგა ხანს, მერე კი თავისდაუნებურად ჩაეძინა და მხოლოდ მაშინ გაიღვიძა,როცა კარზე ზარის ხმამ შეაწუხა. ნოხიდან წამოიწია და იგრძნო როგორ სტკიოდა კისერი, ხელები მოისვა ზედ ,გაჭირვებით შეძლო წამოდგომა. დინჯი ნაბიჯებით გაემართა კარისკენ , გზად საათს გახედა და გაუკვირდა სტუმრის მისვლა, დილის ექვსი საათი იყო. ზღურბლთან უცნობი მამაკაცი იდგა,შავ პალტოში გამოწყობილი, მაღალი და ახოვანი.ერთ ხანს მიაშტერდა, ეცადა გაეხსენებიდა მაგრამ ვერაფრით შესძლო - ვინ ხართ ? -დაინტერესდა ემა, თუმცა უცნობს ხმა არ ამოუღია, დაუკითხავად გადაკვეთა ზღვარი და სახლში შეეჭრა ქალს - ეეი, ვინ ხარ მევთქვი? - ბრაზი მოერია კაცის სითავხედის გამო - თავად ვინ ხარ - კითხვა შეუბრუნა უცნაურმა ადამიანმა - რა ? - რა, რა ? - დამცინით ? ჩემს სახლში შემოიჭერით ! პირადი საკუთრებაა ! - მინდა, რომ საკუთარი სურვილი კიდევ ერთხელ ჩაიფიქროთ -თქვა და გრძელ მდივანზე დაჯდა. - რა სურვილი? -აღარ ახსოვდა ემას - აი ის, სიკვდილი მინდა ექვს თვეშიო - მისმენდი? -გაოცებისგან პირზე აიფარა ხელები ქალმა. მამაკაცს ღიმილი მოერია, თავი ვეღარ შეიკავა და უხერხულად ჩაახველა. თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და საქმიანად გადაიდო ფეხი-ფეხზე. - მიდი გაიმეორე , ბევრი დრო არ მაქვს - არა-მტკიცედ განაცხადა ემამ - რატომ? - არ მინდა და იმიტომ ! - ხომ გინდოდა? - არ მინდა და მორჩა ! -სახე აუჭარხლდა ქალს. - და საერთოდ, ჩემი სახლიდან მიბრძანდით ! - ასე არ გამოვა -მხრები აიჩეჩა კაცმა - შენ მთხოვე რომ მომკვდარიყავი ექს თვეში, მე მოვედი, რადგან მეორედ მოვისმინო სურვილი და აგისრულო - ავადმყოფი ხართ? ხო ? - სულაც არა, დამიჯერე ყველაზე ჯანმრთელი ვარ .. სურვილის უკან წაღების შემთხვევაში-წარბები აზიდა და ეშმაკურად მიიხედ-მოიხედა - თქვენთან რა კავშირშია ჩემი სურვილი? მე თქვენთვის არ მითხოვია, სამყაროს ვთხოვე - იმ სამყაროს რომელიც ისედაც მოგკლავს ერთ წელიწადში? - რა? თქვენ, რა? - ეგეც ვიცი , ყველაფერი ცხადზე ცხადია ჩემთვის ე მ ა - ქალს გაოცებისგან ყბა ჩამოვარდა, არ იცოდა რა ეთქვა. ერთ ხანს იფიქრა რომ ჰალუცინაციები ჰქონდა, ლოყაზე მწარედ იჩქმიტა და როცა იგრძნო, ტკივილისგან როგორ აეწვა სახე , თვალები გაუფართოვდა და მძიმედ დაენარცხა სკამზე - ჩემი სახელი საიდან იცი? -ხმადაბლა ჰკითხა და თავი ხელის გულებში მოიქცია - ყველაფერი ვიცი, ხომ გითხარი .. სურვილის უარყოფის შემთხვევაში, გარიგებას წყვეტთ,რაც შენზე აისახება ცუდად - მე გარიგება არავისთან დამიდია - როცა სურვილი, ძალიან იშვიათი და გულწრფელია, ასე ხდება ხოლმე - რომელ გარიგებაზე მესაუბრები? რა გარიგე ? ან ვისთან დავდე გარიგება ? - მოკლედ,არ გსურს რომ გაიმეორო? - არა - მაშინ .. - მაშინ? - მაშინ …. - რა მაშინ? - სავალალო შედეგებამდე მიხვალ , არ თქვა რომ არ გამიფრთხილებიხარ , ბიმი ყოველთვის ასე კეთილი არ არის ..-თქვა და მდივნიდან წამოდგა. გაურკვევლობაში მყოფნა ემამ თვალი გააყოლა ჯერ კიდევ არ სჯეროდა,რომ მისთვის უცნობი ვინმე ბიმი,სახლში შემოეჭრა და სისიულელეეები ესაუბრა. ერთ ხანს დაფიქრდა, მერე მოაგონდა რომ საშიში შეიხლებოდა ყოფილიყო კაცი, მაგიდაზე დადებულ ტელეფონს სწვდა რომ დასახმარებლად დაერეკა, ვინ იცის ? იქნებ რა მოემოქმედა ბიმს ? ეს-ეს იყო უნდა დაერეკა,რომ ტელეფონი მთლად გაითიშა და რეაგირება დაკარგა, ემამ რამდენჯერმე ჩართვა სცადა მაგრამ უშედეგო მცდელობებად გამოდგა. კარებში გაჭედილიყო მამაკაცი, რაღაცას მთელი ინტერესით მისჩერებოდა და ძვრა არ ჰქონდა. ამის დანახვამ მეტად შეაშინა ემა,ფეხზე წამოდგა და მიხვდა,ახლაღა მოდიოდა გონს. შემოსასვლელი კარისკენ გაემართა თავადაც და ეცადა,ძალიან ჩუმი ყოფილიყო . კაცი თითქოს აღარ სუნთქავდა, მარჯვენა ხელი კარის სახელურისთვის ჩაეჭიდა მთელი ხალით, მარცხენა ფეხი კი ზღურბლს იქით დარჩენოდა , ემა მის გვერდით დადგა, მერე წინ გაიხედა და ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა. მძიმედ ჩაისუნთქა ნესტოებით ჰაერი, რომელიც მაშინ ძლიერ სჭირდებოდა და მამაკაცის სახეს ახედა - ეი- ხელი მისი სახის წინ აღმართა,რამდენჯერმე გააქნ-გამოაქნია და შენიშნა, რომ ბიმს რეაქცია არ ჰქონია მის ქმედებაზე. გაყინული მზერა ჰქონდა,დაბალ წვერში ტუჩები მოებრიცა. -ბიმი ხო? რა გჭირს ? -დაინტერესდა ემა. მოულოდნელად გამოიღვიძა თითქოს მამაკაცმა, ჭვალები სწრაფად დაახამხამა და ნერწყვი ხმაურიანად გადაუშვა ყელში. შიშისგან შეკრთა ქალი, უკან დაიხია და კედელს ისე აეკრო,თითქოს ვინმე მის მოკვლას აპირებდა. უემოციო სახით შემოატრიალა თავი ბიმმა, ემას თვალებში ჩახედა და მანაც მაშინვე იგრძნო, რაღაც აუხსნელი და ცივი. გულმკერდიდან გრძნობდა სიმძიმესა და უჰაერობას, სიცივისგან წიწნკლად დააყარა სხეულზე უსიამოვნო წერტილებმა. გქონიათ შეგრძნება? როცა უბრალოდ აღარ გინდათ ? ემას აღარ უნდოდა ! თუმცა არ ესმოდა რასთან იყო კავშირი, ასე ძლიერი და მტკიცნეული. თვალებში თითქოს სისხლი ჩაექცა,იგრძნო საზიზღარი რამ, დაინახა სიბნელე და მოუნდა ეყვირა თუმცა იცოდა, რომ არ შეეძლო.. ერთ ხანს თვალები დახუჭა, დაავიწყდა სად იყო და თავი სიბნელეში ამოჰყო, მისი სხეული ჰაეროვანი და უმნიშვნელო მოეჩვენა. თითები სახეზე მოისვა,მერე მზერა დაძაბა, სმენა დაიმძიმა მაგრამ ყრუ იყო მიხვდა. ჰაერში მიაბიჯებდა თითქოს,არსაიდან მოჩანდა კარი. კისერში გრძნობდა დაძაბულობას,ხელებს მოუსვენრად აქეთ-იქთ აქნევდა რომ რამეს შეხებოდა, თუმცა ვერაფერი მოიყოლა თან . “ მმ “ წარმოთქვა მოკიმული პირით, მისი ხმა რთული,მრავალი იყო, ექოს გამოსცემდნენ მისი ყელიდან აღმოხდენილი ასოები,ვრცელდებოდნენ და ემას შორდებოდნენ, მერე კი სადღაც ქრებოდნენ . - მორჩა- თითები ერთმანეთზე გაუსვა ბიმმა და ქალი მოეგო გონს. თვალები შეშინებულმა გააცეეცა აქეთ-იქით - ეს რა იყო- ხმა დაბლა იკითხა და მუხლებზე დაემხო - ეს იყო სიკვდილი -უთხრა კაცმმა და სახლიდან გავიდა… - ჰალუცინაციები დამეწყი, უკვე ? ასე მალე ? -საკუთარ შეგრძნებებსა და თვალებს აღარ უჯერებდა მთელი არსებით გრძნობდა რელობას , მისი გონება კი რეალობას უკარგავდა აზრს. “ სიკვდილი” ჩაილაპარაკა და შეკრთა. ბიმი ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა ვიწრო ბილიკს, გზა და გზა ცაზე ანთებულ მთვარეს უსწორებდა მზერას, ეღიმებოდა, თითქოს ესაუბრებოდა კიდეც უხმოდ. ხელები წელს უკან გადაეჭდო ერთმანეთზე მოხუცი მამაკაცივით, მისი ნაბიჯები მძიმე და ძლიერი იყო. - რა სულელები არიან ადამიანები- ხმამაღლა წამოცდა და იქვე მდგარ სკამზე დაჯდა. ვერ ხვდებოდა ადამიანების არსს, ისინი მისთვის უცხო,უინტერესო და მარტივები იყვნენ. მრავალი წელი ცოცხლობდა,უამრავი რამ ენახა, მაგრამ თვითმკვლელი მოსურვე პირველად იმ დღეს იხილა. ბევრჯერ უფიქრია ადამიანებზე , გონებაში მხოლოდ მათი სისუსტე თუ მოსდიოდა ხოლმე. - [ ] რა მოხდა ? -გვერდით ჩვიდმეტი წლის ბიჭი მიუჯდა, მხიარულად მოავლო თვალი კაცს და ფეხებიდ ქნევა დაიწყო - ისევ ჩვენზე ფიქრობ ? - საიდან მიხვდი? - სულ ასე არაა ? - გაეცინა ბიჭს და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი - დღეს ვინ ნახე ? მომიყვები? - ქალი, რომელიც მალე მოკვდება - ვაა… - ხო - რა სჭირს ? - სიმსივნე აქვს - საბრალო - მართლა გეცოდება ? -გულწრფელად იკითხა ბიმმა - კი, სიკვდილისთვის ყველა ცოდოა , დამნაშავეც კი.. შენ მართლა არავინ გებრალება ხოლმე? - მე იმას არ ვგრძნობ რასაც თქვენ - აბა რას გრძნობ? - არაფერს - ბიჭუნას პასუხი არ გაჰკვირვებია - ხო ვიცი.. აზრს არ იცვლი მაინც , როცა სევდიანი ხარ არ ტირი ? - არასდროს ვარ სევდიანი - მშობლები რომ მოგიკვდნენ, არც მაშინ იყავი? - მშობლები არასდროს მყოლია- მხრები აიჩეჩა კაცმა - მე არ შეგებრალებოდი სიკვდილისთვის? -უემერგიოდ გადახედა ბიჭს. პასუხის გაცემა არ სურდა, სიჩუმე არჩია და თვალები დახუჭა. **** -რა გინდა ჩემგან? -პირქვე დამხობილი მამაკაცი ხელებით მიღოღავდა ცივ ნიადაგზე, თვალებიდან ცრემლები ზღვად სდიოდა -არ მინდა სიკვდილი! ა რ ა -წამოიყვირა და მის წინ მდგარ კაცს ფეხი აუქნია - არავის უნდა, თითქმის -გაახსენდა ემა - რატომ? რატომ? -გულმოკლულმა იკითხა - რადგან დროა , უნდა გაგაფრთხილო -ეშმაკურად ჩაიცინა ბიმმა- სამ დღეში,შუა დღის ორ საათსა და თვრამეტ წუთზე სულს დალევ. - გიჟი ხარ ? გიჟი ხარ ! - რთულია, მაგრამ სიმართლეა -მამაკაცს ზევიდან დახედა, თავი დაუკრა და გზა განაგრძო. ბევრი საქმე ჰქონდა იმ შემოდგომის დილას. ხალხით გადაჭედილ გზაზე მიაბიჯებდა, ესმოდა ყველას აზრი და საუბარი, მობეზრებული ჰქონდა კიდეც მაგრამ ამის შეჩერება არაფრით შეეძლო. “ ნეტავ მალე მოკვდეს” “რატომ დავიბადე საერთოდ ? “ “როგორ მეზიზღება, წყეულიმც იყოს” ისმენდა და ისმენდა, ისმენდა უსრასრულოდ , თავის დაკარგვამდე. გზის მეორე მხარეს, შუქნიშანთან მდგარი ემა შენიშნა , მხიარულად აუწია ხელი და დაუქნია სალამის ნიშნად, თუმცა ემას ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. ქალისთვის ყველაფერი ჰალუცინაციას ნიშნავდა, გზის მეორე მხარეს მდგარ ბიმს კი წარმოსახვის ნაწილი დაარქვა და მზერა აარიდა. მწვანე ნიშნის ანთებისთანავე ხალხთა რიგს მიჰყვა ფეხ და ფეხ, დაძაბული საკუთარ ნაბიჯებს ითვლიდა რომ დაევიწყებინა კაცი, ნანახი და შეგრძნობილი. მოულოდნელად მკლავსში სწვდა ვიღსც, შიშისგან წამოიყვირა და შეხტა - არა . არა - გაეცინა ემას და თავი ასწია - ემა - არა, ნამდვილი არ ხარ - ემაა - ტონს აუწია ბიმმა - ჩემი წარმოსახვის ნაწილია მხოლოდ, ემა გონს მოდი - ემა, მე ვარ ბიმი- ქალი შეანჯღრია - ღმერთო გავგიჟდი მართლა ანუ - არ გაგიჟებულხარ და ხალხი გვიყურებს - თვალებით ანიშნა - სხვებიც გხედავენ? -გაიკვირვა - ხო აბა - სად ვარ ? - სერიოზულად მეკითხები? - სად ვარ , სად ? - აქ ხარ - დაუსტვინა ირონიულად კაცმა - უნდა ვისაუბროთ - რაზე ? - იმაზე რაც უნდა გაიაზრო- ბიმმა იძულებით და სწრაფი ნაბიჯებით აიძულა ემას სიარული. იქვე არსებულ ღია ბარს მიადგნენ, სკამზე დასვა და მისწია მაგიდასთან, მერე წინ დაუჯდა და ცოტა ხანს ჩაჩუმდა - რა გინდა ჩემგან? - იკითხა ქალმა - შენ თვითონ შემაწუხე - მე არც კი გიცნობ ! - ხო… რა ნაცნობი ფრაზაა .. მინდა შევთანხმდეთ, შენ ექვს თვეში მოკვდები - არა - კი - არა - კი - არა ! - მაშინ უფრო მალე - რა ? - წესი ასეთია ! შემაწუხე და მოვედი, უარმყავი , მე კი დარჩენილ დროს გართმევ - რა? - სამი თვე გაქვს, დღეიდან - რა? - ჯობია გაიაზრო, მაგრამ პლიუსი აქვს ამ ყველაფერს, ვერაფერს გაიგებ შენ - დამამშვიდებლად გააჟღერა ბიმმა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.