შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყალბი თავისუფლება ( 4 )


14-08-2022, 23:01
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 085

ორი წლის წინ
-
სრულიად ცარიელი და ნახევრად ჩაბნელებული დარბაზის შუაგულში მდებარე რინგზე იდგა ალექსანდრა რინგი ყვითელი რბილი შუქით იყო განათებული, სპორტული ელასტიკი და მოკლე ტოპი ეცვა, გრძელი ცეცხლისფერი თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული, კრივის ხელთათმანები ეკეთა და გამეტებით ურტყავდა მის წინ მდგომ ნიკოლას რომელიც მხოლოდ თავს იცავდა შიშველი ხელებით და ელოდა როდის დაიცლებოდა ბრაზისგან და დაიღლებოდა აშკარად გაცოფებული გოგონა.
- გეყოფა საკმარისია, -დაიღრინა როცა მიხვდა რომ ალექსანდრა გაჩერებას არ აპირებდა, ოსტატურად აარიდა თავის მის მუშტებს, წელზე ხელი მოხვია, ძირს დააგდო, მუხლი მკერდზე დააბჯინა, ხელები თავს ზემოთ გაუკავა და ამღვრეულ ლურჯ თვალებში ჩახედა.
- რა გჭირს? რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული?
- გამიშვი, -ჩაიბურტყუნა და როგორც კი ნიკოლა მოშორდა მაშინვე წამოჯდა, ხელთათმანები მოიშორა, იქვე მიყარა და ქვემოდან ახედა მოღუშულმა.
- მიდი მითხარი, ხომ ვიცი ერთი სული გაქვს სანამ ყველაფერს მომიყვები, -შეაგულიანა ბიჭმა.
- სამსახურიდან გამომიშვეს, -მოკლედ მოჭრა და ამოიხვნეშა, რამდენიმე წამს სერიოზული სახით უყურებდა ნიკოლა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და ახარხარდა, ალექსანდრას გვერდით ისე გაიშოტა გულაღმა სიცილი არ შეუწყვეტია.
- დამცინი არა? -გულმოსულმა ჩაიბურტყუნა და წამოდგომა სცადა, თუმცა ნიკოლამ არ გაუშვა, ხელზე დაქაჩა თვითონაც წამოიწია და ფეხმორთხმით მოკალათდა მის წინ.
- ხომ იცი რომ არ დაგცინი, ყველაფერს ასე რატომ ართულებ? მიდი მომიყევი ახლა რაღა მოხდა და რატომ გაგანთავისუფლეს?
- ჩემი ბრალი არ ყოფილა.
- ჰო ვიცი როგორც ყოველთვის შენი ბრალი არ იქნებოდა, -ჩაიცინა ნიკოლამ.
- მაინც დამცინი არა? -უცაბედად ამოუჯდა გული და საცოდავად ამოისლუკუნა.
- როდის აქეთია ასეთი გულჩვილი გახდი, -ღიმილით გადაუსვა თავზე ხელი და მერე ცხვირზე მოუჭირა თითები, -ნუ წუწუნებ უბრალოდ მომიყევი და განთავისუფლდი იმ ბრაზისგან რომელიც შიგნიდან გჭამს და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გაძლევს.
- საოცარი ვინმე ხარ, შენ სპორტული კომპლექსი კი არა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი უნდა გქონდეს, -გაეღიმა ალექსანდრას.
- სპეციალურად შენთვის ვითავსებ ფსიქოლოგის პროფესიას ასე რომ... -ხელები ფართოდ გაშალა და ისე საყვარკლად გაუღიმა ალექსანდრას რომ უყვარდა.
- ერთი სიტყვით უბრალოდ დავიღალე ამდენი უსამართლობით, ჩვეულებრივად ვმუშაობდი, მერე ვიღაც მდიდარი წყვილი ჩამოვიდა დასალევად ბარში, ის ძუკნა, ის გამოშტერებული ქერათმიანი ორი საათი დამარბენინებდა წინ და უკან და მაიძულებდა მისი ბრძანებები შემესრულებინა მხოლოდ იმიტომ მისი პარტნიორი აშკარად შესამჩნევად მიჟუჟუნებდა თვალებს, იეჭვიანა ქალბატონმა.
- გასაგებია, დარწმუნებული ვარ ამის გამო თავზე კოქტეილი გადაასხი ან სახალხოდ გამოლანძღე, ასე იყო?
- ამჯერად ვერ გამოიცანი, გმირულად ვუძლებდი მის პრეტენზიებს სანამ...
- სანამ რა?
- სანამ მან და მისმა პარტნიორმა თავიანთ ნომერში მათთან ერთად გართობა არ შემომთავაზეს.
- რაა? -ნიკოლა გაოცებისგან პირდაღებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა.
- აი ხომ ხედავ როგორ გაგიკვირდა, მე კი გავცოფდი და საბოლოოდ ჩემს გაცოფებას სამსახურის დაკარგვა მოყვა, შემეძლო უბრალოდ გამეტარებინა მათი შემოთავაზება და ყურადღებაც არ მიმექცია, მაგრამ იმ ძუკნამ უარი რომ ვუთხარი მენეჯერთან მიჩივლა ცუდად გვემსახურებაო, მენეჯერს მიზეზი ვუთხარი, ყველაფერი მოვუყევი და იცი რა მითხრა?
- მაინც რა გითხრა? -სიბრაზისგან ყბები დაეჭიმა და მუშტები მაგრად შეკრა.
- მერე რა მოხდა დათანხმებოდი კარგად გადაგიხდიდნენო, ჰოდა მართალია ეს სამსახურის დაკარგვად დამიჯდა მაგრამ საკადრისი პასუხი გავეცი, თუმცა უკვე აღარ ვბრაზობ, უკვე მოვიძიე რამდენიმე ვაკანსია და ხვალ ვცდი იქნებ ამიყვანონ.
უკან გადაიხარა, ზურგს უკან დაეყრდნო ხელებს ნიკოლა და ყურადღებით შეათვალიერა მის წინ მჯდომი გოგონა, უკვე ოცი წლის იყო ალექსანდრა, ახლა მის წინ თოთხმეტი წლის პატარა შეშინებული გოგო კი არა ულამაზესი ახალგაზრდა ქალი იჯდა, ჭკვიანი, ძლიერი და თავის თავში დარწმუნებული, ისეთი ვერც ერთი მამაკაცი რომ გულგრილად ვერ შეხედავდა...
- მისმინე ალექსანდრა, -ეცადა რაც შეიძლება მშვიდად და რბილად დაეწყო საუბარი რადგან იცოდა მისი ფიცხი ხასიათის შესახებ, -სავალდებულო არ არის იმუშაო მითუმეტეს რომ ამის საჭიროება არ გაქვს, თანაც სწავლობ, ჯობია სწავლას მეტი დრო დაუთმო და უნივერსიტეტს რომ დაამთავრებ მერეც მოასწრებ მუშაობას, თუ მაინცდამაინც ასე ძალიან გინდა მუშაობა ჩემთან იმუშავე ან ქეითს დაეხმარე ბარში, სხვა თუ არაფერი ჩვენს გვერდით იქნები და ყურადღებას მოგაქცევთ...
- მინდა რომ ჩემით გავაკეთო რამე და თანაც რამდენი ხანია ისედაც ჩემზე ზრუნავთ... მე...
- აღარ გააგრძელო, -ნიკოლას გაბრაზებული სახის დანახვისას ალექსანდრამ მხრები საცოდავად აზიდა მაღლა და გაჩუმდა.
- მშვენივრად იცი რომ იმის გამო რასაც მე და ქეითი შენთვის ვაკეთებთ თავი უხერხულად არ უნდა იგრძნო, ერთი ოჯახი რომ ვართ ხომ არ დაგავიწყდა, იქნებ არ გვთვლი შენი ოჯახის წევრებად.
- არა მე... მე უბრალოდ... -დაიბნა ენა დაება და ვეღარაფერი თქვა, ქეითს და ნიკოლას მას შემდეგ არ შეუწყვეტიათ მასზე ზრუნვა რაც თოთხმეტი წლის ასაკში მოძალადე მეურვისგან გადაარჩინეს და მათთან გადავიდა საცხოვრებლად, არასდროს უგრძვნია რომ მათთვის ზედმეტი ტვირთი იყო, საუკეთესო კერძო სკოლაში დაყავდათ და არაფერს აკლებდნენ, არაფერში ზღუდავდნენ და ყველანაირად ეხმარებოდნენ რომ წარსულის ტკივილებს გამკლავებოდა, სკოლა დაამთავრა თუ არა მათი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მუშაობა დაიწყო, პარალელურად უნივერსიტეტისთვის ემზადებოდა...
- ბოლო ერთ წელიწადში ეს მერვე სამსახურია საიდანაც წამოხვედი, ერთგან გარემო არ მოგეწონა თუცა ხელფასი მაღალი გქონდა, მეორეგან მენეჯერს ვერ შეეგუე რადგან ჰომოფობი აღმოჩნდა, მესამეგან უფროსის გამო მიატოვე სამსახური რომელსაც შენთან საერთოდ არ ჰქონდა შეხება მაგრამ თურმე სხვა თანამშრომლებს ექცეოდა ცუდად, მეოთხე სამსახურში რა მოხდა? მოიცა გავიხსენო, სასტუმრო იყო სადაც ერთ-ერთმა მთვრალმა კლიენტმა როცა შეკვეთა აუტანე შენი კოცნა სცადა, შენ კი თავი გაუტეხე, ეს არ ითვლება გეთანხმები უნდა წამოსულიყავი, იმ ნაბიჭვარმა კი მიიღო რისი ღირსიც იყო მაგრამ...
- მოიცა მოიცა, ის ტიპი შენ სცემე, -გაკვირვებულმა დააჭყიტა თვალები ალექსანდრამ.
- ცემა ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ დაველაპარაკე.
- უბრალოდ ლაპარაკის გამო მომძებნა მეორე დღეს და მუხლებზე დაჩოქილმა მომიხადა ბოდიში? კი ვიფიქრე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო მაგრამ...
- მინდა რომ უსაფრთხოდ იყო ალექსანდრა რატომ არ გესმის?
- მესმის მართლა ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ვცადო, ხვალ ერთ ძალიან მაგარ სასტუმროების კომპლექსში მაქვს გასაუბრება.
- ისევ მიმტანად უნდა იმუშაო?
- ამჯერად მენეჯერის ასისტენტის ვაკანსიაა, უცხო ენების მცოდნე დამხმარე სჭირდებათ, იმედია ამიყვანენ.
- მოდი შევთანხმდეთ, თუ იქ არ აგიყვანენ, ჩემთან იწყებ მუშაობას ხვალვე.
- კარგი ასე იყოს, -ხელი გაუწოდა ალექსანდრამ და გაუღიმა, მაგრად ჩაბღუჯა ნიკოლამ მისი თხელი თითები, თავისკენ მოქაჩა, ჩაიხუტა, სახე მის თმებში ჩარგო და როცა თვალებმილულულმა უკვე ესოდენ საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა სახეზე ნეტარი ღიმილი გადაეფინა...

-
აწმყო
-
- ესე იგი აქედან რომ წახვალთ ერთად უნდა იცხოვროთ? -ნატამ დივანზე მოკალათებულ ალექსანდრას ცივი ყავით სავსე ჭიქა გაუწოდა და თვითონაც მის წინ მოკალათდა.
- დროებით სანამ სრულად გამოვჯანმრთელდები, -უხერხულად გაიღიმა და ყავა მოსვა, -თვითონ მთხოვა და მეც... მეც...
- შენც დათანხმდი იმიტომ რომ წასასვლელი არსად გქონდა.
- ჰო ასეა, -მაშინვე აღიარა და მერე გაეცინა, -დაკვირვებული ყოფილხარ, რატომ იფიქრე რომ წასასვლელი არ მქონდა?
- საბამ დაჭრილი და მომაკვდავი გიპოვა ტყეში, უკვე თითქმის ორი კვირაა აქ ხარ და არავისთვის დაგირეკავს, გგონია ვერ ვამჩნევ როგორ კრთები და გეშინია როცა ვინმე მოდის ჩვენთან, აშკარაა რომ ვიღაცას ემალები, იმის გამო არ კონტაქტობ ახლობლებთან რომ ვინმეს ემალები თუ არავინ გყავს? მაპატიე რომ ასე პირდაპირ გეკითხები მაგრამ რა ვქნა ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, -დაამატა ბოლოს და მომლოდინე თვალებით შეაცქერდა ალექსანდრას.
- მყავს, მეგობრები მყავს, ან ალბათ მყავდა, -ჩაიჩურჩულა და ფანჯრიდან მომზირალ შევარდისფრებულ საღამოს ცას გახედა რომ აწყლიანებული თვალები ნატასთვის არ დაენახვებინა.
- ნუ მიწყენ ნატა მაგრამ ჩემს შესახებ ბევრს ვერაფერს მოგიყვები, იქნებ შენ მომიყვე რამე საბას შესახებ.
- მაინც რა გაინტერესებს? -ეშმაკურად გაეღიმა ნატას.
- ყველაფერი მაინტერესებს რისი მოყოლაც შეგიძლია, ბოლოს და ბოლოს გარკვეული პერიოდი ერთად მოგვიწევს ცხოვრება და მინდა რომ ცოტათი მაინც ვიცნობდე.
- მიზეზი მხოლოდ ეს არის?
- სხვა რა უნდა იყოს? -ისე ბუნებრივად გაიკვირვა წამით ნატაც კი დააეჭვა.
- კარგი კარგი როგორც გინდა, დრო ისედაც ყველაფერს გვაჩვენებს, ახლა კი რაკი ასე ძალიან გაინტერესებს სულ თავიდან მოგიყვები, მე საბა და რატი პირველი კლასიდან ვმეგობრობთ, ჰო ასეა, -გაკვირვებულ ალექსანდრას სიცილით დაუკრა თავი და ძველი დროის გახსენებისას თვალები მხიარულად აუციმციმდა, -ჩვენი მშობლებიც მეგობრობდნენ, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ერთი სკოლა, დავამთავრეთ, უნივერსიტეტშიც ერთად ჩავაბარეთ, განუყრელი ტყუპებივით ვიყავით, ერთად ვჭამდით და ერთად გვეძინა, პირველ კურსზე აღმოვაჩინეთ მე და რატიმ რომ ერთმანეთი გვიყვარდა, საბას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა ჩვენი ამბავი გაიგო, მერე... -ნატა შეჩერდა და ამოიოხრა.
- რა მოხდა მერე? -ვეღარ მოითმინა ალექსანდრამ.
- მერე მისი ბიძა გამოჩნდა დედის ძმა, ლევანი, რომელიც იქამდე არასდროს ენახა, თურმე რუსეთში ცხოვრობდა, არავინ იცის როგორ დააგროვა და საიდან იშოვა ქონება მაგრამ მილიარდერი იყო და გამოაცხადა რომ საბა გახდებოდა მისი მემკვიდრე, თვითონ უშვილო იყო და არავინ ჰყავდა, უნდოდა საბა გადაებირებინა თავისთან წაეყვანა და ბიზნესის მართვაში ჩაერთო...
- დათანხმდა? -კითხა და მერე თვითონვე უპასუხა თავის თავს ხმამაღლა, -ეტყობა დათანხმდა ან უარი რატომ უნდა ეთქვა?
- შენ საბას საერთოდ არ იცნობ, -ნაღვლიანად გაიღიმა ნატამ, -უფრო სწორად მაშინ არ იცნობდი, ჩვენთან ერთად სწავლობდა სამედიცინოზე, ბიზნესი საერთოდ არ აინტერესებდა, სრულიად განსხვავებული მიზნები და ოცნებები ჰქონდა, მხიარული იყო, ლაღი, ხუმარა, შეყვარებული იყო, ჩვენი კურსელი გოგო უყვარდა, ნინი, პატარა ქერათმიანი ცისფერთვალება გოგო, ისეთი თვალებით უყურებდნენ ხოლმე ერთმანეთს...
- ესე იგი უარი უთხრა?
- ჰო მაშინ უარი უთხრა, ბიძამისი რომ არ მოეშვა საბაც იძულებული გახდა უხეშად დალაპარაკებოდა და ისე მოეშორებინა, ბევრი ეცადა მაგრამ რომ ვერაფერი გააწყო, გამწარებული დაბრუნდა ლევანი რუსეთში და წასვლამდე დაიქადნა, დრო მოვა და მუხლებზე დაჩოქილი ხოხვით მოხვალ ჩემთანო, საბას საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება მისი სიტყვებისთვის, რამდენიმე თვე გავიდა და ყველას გადაგვავიწყდა ლევანი და მისი მუქარა, მერე ის ავადსახსენებელი დღე დადგა და...

- ცოლო ჩვენ დავბრუნდით, -რატის მხიარულმა ხმამ შეაწყვეტინათ საუბარი და ერთდროულად ზუსტად ერთნაირად აიკრეს სახეზე ნაძალადევი მხიარული გამომეტყველება, მისაღებში ახალდაჭერილი თევზით სავსე სათლით შემოვიდა რატი, უკან საბა მოყვებოდა, შემოვიდა თუ არა მაშინვე ალექსანდრა მოძებნა თვალებით მასთან მივიდა, დივნის საზურგეს დაეყრდნო და ოდნავ შეახო ლოყაზე ტუჩები
- როგორ ხარ? -ისეთი თბილი და ვნებიანი ხმით კითხა, ალექსანდრას უნებურად მიენაბა თვალები და სხეულზე დაყრილ ბუსუსებსაც ვერაფერი მოუხერხა.
- დროზე მოხვედით თორემ შენს ნათლულს უკვე ძალიან მოშივდა, თქვენ გელოდით რომ ერთად გვეჭამა, -ნატას ხმამ განმუხტა სიტუაცია და საბას გაკვირვებაც გამოიწვია.
- მეე? ჩემი ნათლული? ჩემზე ამბობ? -თვალებგაფართოებულმა მიიდო გულზე საჩვენებელი თითი.
- რათქმაუნდა შენ, გგონია ჩვენს პატარას შენს გარდა ვინმე სხვას მოვანათვლინებდით? -ღიმილით დაუდასტურა რატიმ, ერთხანს გაოგნებული იდგა საბა, მერე იგრძნო როგორ დაუსველა ლოყა ერთადერთმა ცრემლმა, ნატასთან მიიჭრა, დაიჩოქა წელზე ხელები შემოხვია და მუცელზე ლოყით მიეკრო.
სუნთქვაშეკრული უყურებდა ალექსანდრა ამ გულისამაჩუყებელ სანახაობას, ბომბორას გაბმული გაავებული ყეფა რომ არა ალბათ კიდევ დიდხანს ვერ დაუძვრებოდა ნატა საბას მკლავებიდან.
- ალბათ რომელიმე მეზობელია, გავხედავ და მოვალ, -რატიმ კარი გაიხურა და ბომბორას უხმო რომ როგორმე დაემშვიდებინა, ნატამ ძლივს გააშვებინა საბას ხელები და ღიმილით ჩაეშვა სავარძელში, საბა კი ალექსანდრას მიუჯდა გვერდზე, ამჯერად აღარ შეწინააღმდეგებია სურვილებს ალექსანდრა, მისი ხელი თითებში მოიქცია, მისკენ მიჩოჩდა და თავი მხარზე დაადო, კეფაზე ლოყით დაეყრდნო საბა და თვალები დახუჭა.
ყველაფერი ისე კარგად და მარტივად იყო როგორც არასდროს, საბა იმ მივიწყებულ თბილ და ტკბილ დროს უბრუნდებოდა რომელიც აღარც კი ახსოვდა, ძველი საბა ბრუნდებოდა, ნელ-ნელა დნებოდა მასში წლების განმავლობაში დაგროვილი ყინული და მის ადგილს ახალი შეგრძნებები ფიქრები და სურვილები იკავებდა...
კარის ხმაზე ერთდროულად ასწიეს თავი და ნატას და საბას ცნობის მოყვარეობა ხოლო ალექსანდრას გაოცება აღებეჭდა სახეზე.
- სტუმრები გვყავს, ალექსანდრას ნახვა უნდათ, -რატი გვერდზე გადგა და ახალმოსულებს ანიშნა შემოდითო, ღია კარში ქეითი და ნიკოლა იდგნენ და ყურადღებით ათვალიერებდნენ იქაურობას...



№1 სტუმარი ნესტან

რა იყო ეს რა შოკი იყო ბოლოს ესე მალე დამთავრდა ეს თავი თუ მომეჩვენა რა საიდუმლო იმალება ისე ჩაიხლართა ყველაფერი

 


ნიკოლასის ქცევები მარტო მე მეჩვენება უცნაურად? რაღაც სერიოზულს მალავენ ტყუპები.
ანუ ბატონი ბიძა რომ არა საბა ექიმი იქნებოდა და არც მეგობრებს ჩამოშორდებოდა.
ეს თავი კი ძალიან მოულოდნელად დასრულდა. მაინც როგორ მიაგნეს და-ძმამ ალექსანდრას?
ველოდები შემდეგს❤️

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
ნიკოლასის ქცევები მარტო მე მეჩვენება უცნაურად? რაღაც სერიოზულს მალავენ ტყუპები.
ანუ ბატონი ბიძა რომ არა საბა ექიმი იქნებოდა და არც მეგობრებს ჩამოშორდებოდა.
ეს თავი კი ძალიან მოულოდნელად დასრულდა. მაინც როგორ მიაგნეს და-ძმამ ალექსანდრას?
ველოდები შემდეგს❤️


დღეს ავტვირთავ ახალ თავს blush

ნესტან
რა იყო ეს რა შოკი იყო ბოლოს ესე მალე დამთავრდა ეს თავი თუ მომეჩვენა რა საიდუმლო იმალება ისე ჩაიხლართა ყველაფერი

ჰო ცოტა მოკლე თავი გამომივიდა, ახალი უკვე ავტვირთე და შედარებით უფრო დიდია blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent