შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყალბი თავისუფლება ( 2 )


7-08-2022, 22:31
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 179

-
აწმყო
-
სახლის უკან ბაღში, უზარმაზარი ხის ჩრდილში მდგარ რბილ სავარძელში იჯდა თვალდახუჭული და სახეზე ღიმილგადაფენილი ხარბად ისუნთაქვდა მცენარეების და ყვავილების სურნელით გაჟღენთილ ჰაერს, დღესაც ყველა შეხვედრა გააუქმა, მთელი საქმეები თანაშემწეს გადააბარა რომელსაც საკუთარი თავივით ენდობოდა და ახლა უბრალოდ ცდილობდა ყველასა და ყველაფრისგან დაესვენა, თავს საოცრად კარგად გრძნობდა, გული უცნაურად უცემდა ზუსტად ისე როგორც ადრე, მაშინ როცა...
ბომბორას ყეფამ აიძულა სასიამოვნო ბურანიდან გამოფხიზლება, ზანტად გაახილა თვალები და როგორც კი ბილიკზე მისკენ მომავალი ნატა და ალექსანდრა შეამჩნია ფეხზე წამოხტა, მხარში შესდგომოდა ნატა და მოყავდა ტკივილისგან სახე ჰქონდა შეცვლილი ალექსანდრას თუმცა ყველანაირად ცდილობდა არ შეემჩნია, ნატას ტანსაცმელი ეცვა, მოკლემკლავიანი მაისურიდან გამხდარი მკლავები უჩანდა, უხდებოდა ფართო ნაცრისფერი შარვალი და დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, გრძელი ცეცხლისფერი თმა გაშლილი ჰქონდა სახე გაფითრებული ხოლო დიდი ლურჯი თვალები კი...
ერთ ადგილზე გაშეშებული ნატას საყვედურნარევმა მზერამ მოიყვანა გონს, სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მათკენ, ნატას თვალით ანიშნა გამეცალეო, მერე ფრთხილად მოხვია ალექსანდრას მხრებზე ხელი მეორე ხელი მუხლებს ქვეშ შეუცურა და ბუმბულივით მსუბუქად ააფრიალა ჰაერში, მოულოდნელობისგან წამოიკივლა ალექსანდრამ მხარზე მიეკრო და სახე მის ყელში ჩარგო, თვალები მილულა და გაეღიმა როცა იგრძნო როგორ ციებიანივით შეაჟრჟოლა მისი შეხებისას საბას...
ასე ხელში აყვანილი მიიყვანა, სავარძლამდე, ჩასვა და თვითონაც მის წინ მოთავსდა, მიმოიხედა ნატა აღარსად ჩანდა, იქვე მაგიდაზე მდგარ ჯერ კიდევ ცივ წვენს გადაწვდა, ჭიქაში ჩამოასხა და გაუწოდა.
- არ მეგონა დღეს ადგომას თუ შეძლებდი.
- წოლა აღარ შემეძლო, უკვე მესამე დღეა აქ ვარ, უბრალოდ სუფთა ჰაერზე მინდოდა ყოფნა, -ძლივს ლაპარაკობდა, სუსტი ხმით, სვენებ-სვენებით, დროდადრო ტუჩებს ენით ისველებდა და თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, აშკარა იყო რომ თავს უხერხულად გრძნობდა თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია, ცნობისმოყვარეობა კლავდა საბას, აინტერესებდა ვინ იყო ალექსანდრა, რა დაემართა, უკვე სამი დღეა მათთან იყო და არავის მოუკითხია, არც მას გაჩენია სურვილი ვინმესთვის დაერეკა, ნუ თუ არავინ ეძებდა? ნეტავ როგორ და რატომ აღმოჩნდა იქ იმ ტყეში, საკუთარ თავს არ უტყდებოდა მაგრამ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა არაფერ შუაში იყო, ეს წითურთმიანი ლამაზმანი საშინლად იზიდავდა და ეს გრძნობა არც თუ ისე ძალიან მოწონდა...
- მკითხე, -თითქოს შორიდან მოესმა მისი ხმა.
- რაა? რა გკითხო, -დაბნეულმა გაუსწორა თავისი შავი უფსკრულები მის ლურჯ ზღვებს.
- მკითხე რაც გინდა, ვიცი რომ გაინტერესებს ვინ ვარ და როგორ აღმოვჩნდი იმ ტყის პირას, ალბათ ისიც გაინტერესებს რომ ასე მშვიდად ვარ, არ გინდა გაიგო რატომ არავის ვურეკავ, რატომ არავისთან ვცდილობ დაკავშირებას ან მე რატომ არავინ მეძებს?
- არა მგონია აქ ვინმემ ასე ადვილად მოგაგნოს, -საბას უნებურად გაეღიმა.
- ჰო მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ინტერნეტ სივრცეს გადაჩხრეკდი რათა გეპოვნე და ჩემს შესახებ რამე გაგეგო, თუმცა არა მგონია რამესთვის მიგეკვლია.
- რატომ გგონია რომ ასე მოვიქცეოდი? -ეშმაკურად მოციმციმე თვალებში შეხედა გოგოს და როცა იქ წამიერად დალანდა საკუთარი თავი შეცბა, გამშრალი ტუჩები მოილოკა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, მერე კი ხელები ღიმილით აწია დანებების ნიშნად.
- კარგი ვაღიარებ რომ ვცადე შენს შესახებ რაღაცეების გარკვევა, ყველა რესურსი გამოვიყენე რაც კი გამაჩნდა და მერწმუნე არც თუ ისე ცოტა რესურსები გამაჩნია მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე, შენ ფაქტიურად არ არსებობ, არავინ გეძებს, არც პოლიციაშია შენს შესახებ განაცხადი, არც სოციალურ ქსელში... ქართველი ხარ? საქართველოს მოქალაქე?
- კი ნამდვილად ქართველი და საქართველოს მოქალაქე ვარ, თბილისში დავიბადე და გავიზარდე.
- ალექსანდრა შენი ნამდვილი სახელია?
- ეს სახელი მამამ დამარქვა, -ხმა უცნაურად დაუსევდიანდა თუმცა მალევე შეძლო თავის ხელში აყვანა და ისევ ღიმილით შეხედა საბას, აშკარად ახალისებდა ის რომ საბა ასეთ გაურკვევლობაში იყო, თვითონაც არ იცოდა რატომ იქცეოდა ასე ბავშვურად, არ იცოდა რა უნდოდა მისგან, მაგრამ მის გვერდით თავს უცნაურად გრძნობდა, უსაფრთხოდ, მშვიდად, ისე როგორც უკვე დიდი ხანია თავი აღარ უგრძვნია...
- ესე იგი ყველა კითხვაზე მიპასუხებ? -თვალისმომჭრელად უღიმოდა საბა და სულს უფორიაქებდა.
- მგონი დღეისთვის დაკითხვა საკმარისია, -უცებ მოიღუშა და რატომღაც ცოტახნის წინანდელი სითამამეც სადღაც გაუქრა, ასე ვერ მოიქცეოდა ახლა ნამდვილად არ ჰქონდა დრო ფლირტისთვის და დაუფიქრებელი საქციელისთვის.
- ჩემს შესახებ ყველაფერი რომ მოგიყვე ისევ შენთვის იქნება ცუდი, არ მინდა შენ ან ის საყვარელი წყვილი საფრთხეში ჩავაგდო, -სახლისკენ ანიშნა თავით და ცალყბად გაიღიმა.
- გეშინია? ვინმე გემუქრება? -საბა სავარძლიდან წამოიწია და ყურადღებით ჩააჩერდა თვალებში, -შეგიძლია მენდო, შეგიძლია ყველაფერი მითხრა, შენს დახმარებას შევძლებ.
- შიში? შენი აზრით შეშინებულს ვგავარ? უბრალოდ საფრთხეში ვარ და ჩემი სიახლოვე თქვენც საფრთხეს შეგიქმნით ასე რომ სულ რაღაც ორი დღე და როგორც კი ცოტა მოვმჯობინდები წავალ...
საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა, უნდოდა თუ არა მაინც მოუწევდა იმაზე ფიქრი თუ რა უნდა ექნა როცა აქედან წავიდოდა, სად უნდა წასულიყო, როგორ უნდა გადარჩენილიყო, არავინ ჰყავდა, არაფერი გააჩნდა, სრულიად მარტო იყო...
- დარჩი, -მისი ბაგეებიდან მოსმენილმა ამ ერთადერთმა სიტყვამ სრული გარდატეხა მოახდინა მის აზროვნებაში, ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს, ღიმილით უმზერდა საბა, ისეთი გრძნობა ალექსანდრას ჰქონდა თითქოს მის წინაშე სრულიად შიშველი იყო და ეს უზომოდ სიმპათიური შავთვალა მამაკაცი სააშკარაოზე გამოფენილ მის ყოველ გრძნობას და ფიქრს სიტყვა სიტყვით კითხულობდა...
- აქ ვერ დავრჩები, -თავისი უიმედო მდგომარეობის მიუხედავად საერთოდ არ უყოყმანია ისე გასცა პასუხი.
- არც გეუბნები რომ აქ დარჩე, როგორც კი გამოკეთდები თბილისში ვაპირებ დაბრუნებას და მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე, არ გინდა ასე ნუ მიყურებ, სანამ რამეს არასწორად იფიქრებ მანამდე გეტყვი რომ უბრალოდ შენი დახმარება მინდა, სამაგიეროდ არაფერს გთხოვ, უბრალოდ ვხედავ რომ დახმარება გჭირდება და რატომ არ უნდა დაგეხმარო როცა ამის გაკეთება შემიძლია...
- მე... მე უბრალოდ არ მინდა რომ ჩემს გამო...
- ნუ გეშინია შენს გამო არაფერი მომივა თანაც როცა იქ ტყის პირზე გიპოვე მომაკვდავი და აქ წამოგიყვანე თავისთავად გამოვიდა რომ შენზე პასუხისმგებლობა ავიღე და უბრალოდ მინდა საქმე ბოლომდე მივიყვანო, ჩემთან წამოხვალ, ბოლომდე გამოჯანმრთელდები, დავრწმუნდები რომ შენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მერე წახვალ სადაც გენდომება...
უსმენდა და სიტყვას ვერ ძრავდა თვალსაც კი ვერ ახამხამებდა, მისი თბილი მშვიდი ხმა ჰიპნოზივით მოქმედებდა მასზე და სხვა არჩევანს არ უტოვებდა გარდა იმისა რომ დათანხმებოდა.

- არც კი იცი ვინ ვარ, იქნებ ვიღაც შეშლილი ვარ, მძარცველი ან მანიაკი, სულაც მკვლელი, როგორ შეგიძლია ასე უბრალოდ მენდო? საერთოდ არ გეშინია რომ რამეს დაგიშავებ? -განცვიფრებას ვერ მალავდა...
- ესე იგი თანახმა ხარ, -სიტყვა ბანზე აუგდო საბამ და ხელი გაუწოდა, -მიდი ნუ ყოყმანობ ჩამომართვი, გპირდები რომ არ ინანებ.
ცოტა არ იყოს დაძაბული შესცქეროდა გოგონას ცისფერ თვალებში, გული გაორმაგებულად უცემდა, ყველანაირად ცდილობდა რომ მის მიმართ გრძნობები არ შეტყობოდა და არ დაეფრთხო, ახლა უბრალოდ უნდა დაეყოლიებინა რომ მასთან ერთად ეცხოვრა დანარჩენს დრო აჩვენებდათ, მის მზერაში ცდილობდა პასუხის ამოკითხვას, რომ არ დათანხმდეს? წასვლა რომ გადაწყვიტოს? ასე როგორ უნდა გაუშვას? ასე უბრალოდ როგორ დაივიწყოს, არადა...
ნელ-ნელა რომ ასწია თხელი თითები ალექსანდრამ საბას გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და ბოლოსდაბოლოს მისი ათრთოლებული ხელი ხელში რომ მოიქცია შვებით ამოისუნთქა...
-
რვა წლის წინ
-
- იმ სახლში ვეღარ დაბრუნდები, იმ მოძალადესთან ერთად ვერ იცხოვრებ, -ქეითმა გბრაზებულმა დასცხო ხელი მაგიდაზე და ისედაც მობუზული ალექსანდრა შიშისგან შეხტა.
- გეყოფა შენ მაინც რაღა გჭირს, ვერ ხედავ რომ ბავშვს აშინებ, -უსაყვედურა ნიკოლამ ქეითს, მერე ალექსანდრას სახე ხელებში მოიქცია და ფრთხილად მოწმინდა ცრემლები.
- ნუ გეშინია აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს.
თბილი ხელები ჰქონდა ნიკოლას და ისეთი ხმა რომ უნებლიედ ნდობას აღუძრავდა, ქეითსაც ეტყობოდა რომ აშკარად ღელავდა მასზე, დამშვიდდა გაყუჩდა და ამღვრეული თვალებით მიაჩერდა და-ძმას.
- ნიკ ჩვენთან რომ დარჩეს? ვიცი რომ ეს მოულოდნელია მაგრამ... -ქეითს ჯერ დასრულებულიც კი არ ჰქონდა რომ ნიკოლამ შეაწყვეტინა.
- დარჩეს, -ისეთი ხმა ჰქონდა და თვალები ისე უციმციმებდა რომ ქეითი მაშინვე მიხვდა, თვითონ რომ არ ეთქვა ნიკოლა იტყოდა ამას.
- შენ ჩვენთან რჩები, -ერთდროულად შებრუნდნენ მისკენ და ზუსტად ერთნაირად გაუღიმეს.
- კი მაგრამ როგორ? ეს როგორ გამოვა? სახლში თუ არ დავბრუნდები მე...
- ვიცი რაც მოხდება, -შეაწყვეტინა ქეითმა, თუ სახლში არ დაბრუნდები ის ნაძირალა პოლიციის ძალით წაგიყვანს და ალბათ ისევ ძველებურად გააგრძელებს, მისი დანაშაული თუ დამტკიცდება მაშინ შენი მეურვე აღარ იქნება და შეიძლება დაიჭირონ კიდეც მაგრამ სამაგიეროდ შენ ბავშვთა სახლში მოხვდები, ასე რომ ყველა შემთხვევაში ჩვენთან უნად დარჩე.
- და პოლიცია აქ ვერ მომაგნებს? -ისეთი საყვარელი და გულუბრყვილო სახით იკითხა რომ და-ძმამ ღიმილი ვერ შეიკავა.
- არ იდარდო ალე, მე და ქეითი დაგეხმარებით რომ ვერავინ გიპოვნოს, -ნიკოლამ მის წინ ჩაიმუხლა და მისი ხელები ხელებში მოიქცია, -ყველაფერს ისე მოვაწყობთ რომ ის კაცი ვერაფერს დაგიშავებს და შენც ჩვენთან ერთად მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებ.
- მართლა? ამას მართლა გააკეთებთ?
- რათქმაუნდა, -ქეითი გვერდით ამოუდგა ძმას, გარეგნობას შეგიცვლით, ნიკოლა ახალ საბუთებს გაგიკეთებს, ასეთი რაღაცეები ეხერხება, შენს მეურვესაც ჩვენ მივხედავთ, სრულწლოვნებამდე ჩვენთან იცხოვრებ, სწავლასაც გააგრძელებ, ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, მერე კი თუ სურვილი გექნება შენს ბინას, შენს ცხოვრებას დაუბრუნდები და რასაც გინდა იმას გააკეთებ, აბა გვითხარი თანახმა ხარ?
საერთოდ არ უყოყმანია ისე გაშალა მკლავები და ისე ჩამოეკიდა ნიკოლას კისერზე, ხელში აიტაცა ბიჭმა ალექსანდრა და ჰაერში დაატრიალა, გაჩერდნენ თუ არა ქეითიც ჩაეხუტათ სიცილით.
- ესე იგი დღეიდან სამნი ვართ?
- ჰო დაიკო, მე და შენ ფაქტიურად მშობლები გავხდით, -გულიანად გაიცინა და ალექსანდრას რომელსაც ჯერ კიდევ მის წელზე ჰქონდა შემოხვეული ხელები თავზე ხელი გადაუსვა.
- შეგიძლია დედა და მამა დაგვიძახო.
- სერიოზულად? -ხელი გაუშვა და რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, გაოცებული სახით უყურებდა ტყუპებს და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.
- გეხუმრე სულელო, ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ სად დაიძინებ.
- იმ ოთახში რომ დაიძინოს დაკეტილი რომ არის? -წინადადება წამოაყენა ქეითმა, მართლაც ქონდათ ერთი პატარა დაკეტილი ოთახი, აქ რომ გადმოვიდნენ და ბინა გაარემონტეს ქეითის უზარმაზარი საძინებელი გადატიხრეს რომ სათავსო ჰქონოდათ იქ თავისუფლად მოაწყობდნენ კიდევ ერთ საძინებელს.
- ჰოო ცუდი აზრი არ არის, -ნიკოლამ ჩაფიქრებულმა გადააქნია თავი, -ის ნივთები რაც არ გვჭირდება გავიტანოთ და გადავყაროთ, მერე კედლები შევღებოთ ახალი ავეჯი ვიყიდოთ და ეგ არის.

- ამ ყველაფერს რატომ აკეთებთ? -უნებურად ხმამაღლა წამოსცდა ის ფიქრი რაც განუწყვეტლივ უტრიალებდა თავში, მისკენ მობრუნდნენ, გაეღიმათ...
- იმიტომ რომ დახმარება გჭირდება, -უპასუხა ბოლოს ქეითმა.
- ჰო მაგრამ აქამდე არავინ დამხმარებია, საერთოდ არავინ, მეზობლებიც კი როცა ხედავდნენ როგორ მექცეოდა ჯანო, არავინ თითსაც კი არ ანძრევდა ჩემს დასახმარებლად, -ძლივსგასაგონად ჩაიბურტყუნა და თვალები დახარა.
- და ამიტომ ფიქრობ რომ ადამიანები აღარ არსებობენ? რწმენა დაკარგე? -ნიკოლა მიუახლოვდა, ნიკაპში მოკიდა თითები თავი ააწევინა და აიძულა მისთვის მზერა გაესწორებინა.
- ფიქრობ რომ დახმარების სანაცვლოდ შენგან რამეს მოვითხოვთ?
- არა... მე... მე უბრალოდ... -სულ მთლად დაიბნა, გაწითლდა და ენა დაება.
- გეყოფა ნიკ, -უსაყვედურა ქეითმა, -თავი დაანებე, ჯერ სულ ბავშვია შენ კი როგორ ელაპარაკები, ვერ ხედავ რომ აბნევ და აშინებ.
- მაპატიე პატარავ, ნიკოლამ ხელი გაუშვა და გაუღიმა, ზედმეტი მომივიდა, -მოდი ახლა იცი რა ვქნათ, საყიდლებზე წავიდეთ, შენ და ქეითმა სავაჭრო ცენტრში შეიარეთ და შენთვის რაღაც-რაღაცეები იყიდეთ, მე კი ოთახს გამოვალაგებ და შეღებვას დავიწყებ.
- კარგი ოღონდ ჯერ იქნებ ჩემს ბინაში წამიყვანოთ, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა.
- იქ რა გინდა? -გაიკვირვა ქეითმა, ყველაფერს გიყიდი, არაფერი არ დაგჭირდება.
- ცოტა ტანსაცმელი მინდა ავიღო, წიგნები და კიდევ რამდენიმე ნივთი რომლებიც ძალიან მჭირდება, გთხოვთ, -საცოდავად აახამხამა თვალები და ნიკაპი აუკანკალდა.
- კარგი ოღონდ არ იტირო, ქეითი მასთან მიიჭრა და მხარზე ხელი გადახვია, -მე წამოგყვები და ნივთების წამოღებაში დაგეხმარები.
- იქ შეიძლება ჯანო იყოს.
- ჰოდა ძალიან კარგი თუ იქ იქნება, ქეითი ასწავლის შენს მეურვეს როგორ უნდა მოექცეს ნამდვილი მამაკაცი ქალებს, -ნიკოლამ ქეითს თვალი ჩაუკრა და მხიარულად ჩაიცინა...
- - - - - - -
ქეითის მაისურში და შარვალში გამოწყობილი იდგა შენობის წინ და საკუთარი ბინის ფანჯრებს აჰყურებდა, ნაბიჯის წადგმასაც კი ვერ ბედავდა წინ.
- ალექსანდრა შენ ხარ? ახლა დაბრუნდი სახლში? მთელი ღამე არ ყოფილხარ სად იყავი? შენს ასაკში როგორ შეიძლება ღამე სხვაგან გაათენო? -ქოთქოთით მიუახლოვდა კარის მეზობელი დოდო დეიდა, არ უყვარდა ეს ქალი ალექსანდრას...
- თქვენ რა მას უთვალთვალებთ? -ვეღარ მოითმინა ალექსანდრას უკან მდგარმა ქეითმა როცა ნახა რომ ამ არამკითხესთვის პასუხის გაცემას არ აპირებდა.
- შენ ვინღა ხარ შვილო, -ნაძალადევად მშვიდი ხმით შეეკითხა დოდო.
- მისი მეგობარი ვარ.
- როდის აქეთია? ალექსანდრას მეგობრები არ ჰყავს.
- ესე იგი ყველაფერი იცით მის შესახებ?
- რათქმაუნდა ვიცი, მისი კარის მეზობელი ვარ, ჩემს თვალწინ გაიზარდა, -გაიბღინძა დოდო და ხუთი ზომა მკერდი ისე გამოწია წინ თითქოს ვინმეს ახარბებდა.
- ესეიგი ყველაფერი იცით, სახლში როდის შედის და გამოდის, მეგობრები ყავს თუ არა, ღამეს სად ათენებს, ერთადერთი იმას ვერ ხედავთ ვერავინ მეურვე როგორც ექცევა, თქვე ფარისევლებო, ბავშვი რა დღეშია მშვენივრად ხედავთ და ხმას არ იღებთ, საერთოდ რა პირით ელაპარაკებით და როგორ მოგაქვთ თავი ადამიანად, -ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და უკვე ყვიროდა, ძლივს მოთოკა ნერვები რომ გაჩუმებულიყო, ალექსანდრას ხელი დაავლო, შესასვლელისკენ წაიყვანა და პირდაღებული და სიბრაზისგან სახეგაწითლებული დოდო იქვე მიატოვა...

იმ ბინის კართან იდგა ალექსანდრა სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც უამრავი ბედნიერი დღე ჰქონდა გატარებული მშობლებთან ერთად, ახლა კი იდგა და ეშინოდა.
- აბა, დიდხანს უნდა იდგე ასე? მიდი მე შენს გვერდით ვარ, ნუ გეშინია დააკაკუნე, -ქეითმა გამამხნევებლად გაუღიმა და მხარზე ხელი მოუთათუნა, ალექსანდრამ კიდევ ერთხელ ამოისუნთქა ღრმად და დააკაკუნა, ცოტა ხანში ნაცნობი ნაბიჯების ხმა რომ მოესმა სიშისგან მოიბუზა და მის ზურგს უკან მდგომი ქეითი რომ არა უკანმოუხედავად გაიქცეოდა, რამდენიმე წამში საკეტის ჩხაკუნი გაისმა და კარი გულისგამაწვრილებელი ჭრიალით გაიღო...



ანუ, ჯანომ საწადელს ვერ მიაღწია? ნუ დამაგლიჯე ნერვები :)
რამდენი დოდო დეიდა გვყავს საქართველოში. უგულოები, სხვისი ცუდი რომ ახარებთ და აბედნიერებთ. სანამ გამოთქმა "ჩემი საქმე არ არის" არ შეიცვლება და არ გავიაზრებთ, რომ ზუსტადაც რომ შენი საქმეა თუ გინდა თაობებს სწორი მომავალი შეუქმნა , მანამდე არაფერი გვეშველება :(
ახალი პერსონაჟები მომწონს❤️
ველოდები შემდეგს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent