შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სარკის მიღმა


13-10-2017, 22:38
ავტორი Tuska
ნანახია 1 887

თეთრი სხივები...
მატარებლის ხმაური...
თვალისმომჭრელი განათება...
გაშლილი სივრცის შუაგულში სადაც უამრავი სარკეა ახლაგაზრდა ქალი დგას.ალისფერი თმები მხრებზე აქვს მიმოფანტული.სახეს ვერ ვხედავ,მხოლოდ ზურგს .სარკეზე არეკლილი სხივები ლამაზ კონტრასტს ქმინის.ცეცლისფერი გოგონა დიდ,ვერცლისფერ სარკეს უახლოვდება.ვინტერესდები და მისკენ მივიწევ.სარკეშითეთრი სხივები...
მატარებლის ხმაური...
თვალისმომჭრელი განათება...
გაშლილი სივრცის შუაგულში სადაც უამრავი სარკეა ახლაგაზრდა ქალი დგას.ალისფერი თმები მხრებზე აქვს მიმოფანტული.სახეს ვერ ვხედავ,მხოლოდ ზურგს .სარკეზე არეკლილი სხივები ლამაზ კონტრასტს ქმინის.ცეცლისფერი გოგონა დიდ,ვერცლისფერ სარკეს უახლოვდება.ვინტერესდები და მისკენ მივიწევ.სარკეში ვიხედები.ქალს ვხედავ,მკლავებში პატარა ბავშვი ყავს მოქცეული და თბილი ღიმილით დაჰყურებს,იხრება და გოგონას შუბლზე ნაზად კოცნის.ქალის სახე არ ჩანს,მხოლოდ მისი ტკბილი ღიღინი ისმის გაურკვევლად მაგრამ მაგრამ მაინც სასიამოვნოდ.ცეცხლისფერი მეორე უფრო დიდ სარკესთან მიდის,მეც მივყვები.ახლა მასში პატარა გოგონა ჩანს.წითელი თმები ნაწნავად აქვს შეკრული.ლამაზი ცისფერი კაბა აცვია,რომელზეც ყვითელგულა გვირილებია ამოქარგული.ნისლისფერ თვალებს მხიარულად აცეცებს.პატარა ხელში მოქცეულ გვირილების კონას დაჰყურებს.მირბის და იქვე მდგომ ქალს გულში ეკვრის.მისი კისკისი სივრცეში ექოდ ისმის.
მისი თვალები...
თმა...
გვირილებიანი კაბა...
ყველაფერი ისეთი ნაცნობი მაგრამ ამავდროულად ისეთი უცნობია.
ცეცხლისფერი ახლა ლამაზად მოპირკეთებულ სარკეს უახლოვდება.კვალდაკვალ მივყვები მეც.
მცივა...
თითქოს ვგრძნობ როგორ მოძრაობს სისხლი ვენებში...
თითქოს ვხვდები...
ფიქრებიდა გოგონას ხმას გამივყავარ.სიტყვებს ვერ ვარჩევ.სარკეში ვიხედები,თავზე ქუდჩამოფხატულ და კაშნეში ცვირჩარგულ სილუეტს ვხედავ.ქუდიდან ალისფერი კულული აქვს ჩამოვარდნილი.სხვებიც ჩანან მასთან ერთად.სივრცეში მათი ლაღი სიცილის ხმა ისმის.გოგონას სახის დანახვას წამიერად ვასწრებ.
ტანში გამცრა...
სისხლის მიძრაობა შეწყდა...
გავიყინე...
უცებ ვგრძნობ როგორ მივლის ცხელი ტალღა სხეულში.
ცეცხლისფერი ისევ სხვა სარკეს უახლოვდება.მუშტებს მაგრად ვკრავ და მაისურის სახელოებს მათში ვიქცევ.სარკეს ვუახლოვდები.ტელევიზორის ხმა ბუნდოვნად ისმის.ოთახი ჩნდება,პატარა მაგრამ გემოვნებიანად მოწყობილი.დივანზე ორ სხეულს ვლანდავ.სახეებს ვერ ვარჩევ.მხოლოდ ერთი გოგონას წითელ თმას ვხედავ.ქალის კალთაში უდევს თავი.კვამლისფერი თვალებით კი მას შეჰყურებს და უღიმის.ქალიც ნატიფი თითებით თმაზე ეფერება და რაღაცას ეუბნება.სხეულის ცახცახს ვერ ვაჩერებ როცა წითელთმიანის სახეს ვარჩევ,რომელიც ქალის ხელს მის ლოყაზე იდებს და ნაზად ეამბორება.
ვხვდები...
ალისფერ თმიანი მე ვარ...
ის ქალი კი...
როგორ მინდა მისი სახე ისევ დავინახო...
ისევ გავიგონო მისი ტკბილი ხმა...
ისევ მომეფეროს თმაზე...
სახეზე თბილს სითხეს ვგრძობ.გული გამალებით მიცემს,ასე მგონია მალე გამისკდება.
ყველაფერს ვიხსენებ...
ცეცხლისფერი ისევ სხვა სარკისკენ დაიძრა.ყვირილის ხმა გავიგონე.
ისევ წითელთმიანი...ისევ მე...
ისევ ის ქალი...
ვხედავ როგორ ეჩხუბება გოგონა ქალს,ის კი წყლიანი თვალებით შეჰყურებს მას და მიიწევს მისკენ,მაგრამ გოგონა ცივ მზერას ესვრის და სახლიდან გადის.
უკვე შეუჩერებლად მომდის ცრემლები.
მახსოვს ის დღე...
მახსოვს როგორ ვეჩხუბე...
როგორ გავიგონე მისი ხმა... ბოლოჯერ...
ცეცხლისფერი ახლა ყველაზე დიდ სარკეს უახლოვდება,რომელიც შავ ჩარჩოშია ჩასმული.მასში ვიხედები,მაგრამ მხოლოდ სიბნელეა.თანდათან სილუეტს ვარჩევ.მიწაზე დამხობილი გოგონაა.მისი ტირილის ხმა სივრცეში იფანტება.სახეზე ხელები აქვს აფარებული და ხმამაღლა ქვითინებს.მასთან ერთად მეც ვტირი.ცრემლებს უკვე დაენამა ჩემი მაისურის ყელი.გოგონა რაღაცას ჩურჩულებს და სველ,წვიმისაგან დანამულ მიწას ხელისგულებით ეყრდნობა.
დე და ...
თითქოს ორივეს ერთდროულად აღმოგვხდა.უეცრად ყველაფერი გაქრა.აღარც სარკეები იყო და აღარც ნათება.ცეცხლისფერი ჩემსკენ შემოტრიალდა.აქამდე მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი.მის სახეში ჩემი თავი ამოვიცანი.ისევ ავკანკალდი და ისევ დამიარა ცხელმა ჟრუანტელმა.უემოციო სახით მიყურებდა "ჩემი თავი".ნელა მიმიახლოვდა და ხელი ჩამჭიდა.
თეთრი სხივები...
მატარებლის ხმაური...
თვალებს ვახელ და სიბნელეს ვაწყდები.ხელით ვცდილობ სანათი ვიპოვო.შუქს ვანთებ,ჩემს ოთახში ვარ.იმის გააზრებაზე თუ როგორ ჩაიარა ჩემმა ცხოვრებამ და რამდენი ტკივილი დამიტოვა,სწრაფად ვრგავ თავს ბალიშში და ჩუმად ვქვითინებ.



№1 სტუმარი სტუმარი teresa

ჩემთვის მხოლოდ რეალურთან მიახლოებული გრძნობები იყო.
რეალური არა.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი Tuska

სტუმარი teresa
ჩემთვის მხოლოდ რეალურთან მიახლოებული გრძნობები იყო.
რეალური არა.
წარმატებები!

მადლობაა

 


№3 სტუმარი კორლეონე

ცუდი არ იყო.
შეგეძლო გრძნობები უკეთ გადმოგეცა, მაგრამ წერა არ შეწყვიტო. შეგიძლია ნამდვილად.

 


№4  offline წევრი Tuska

კორლეონე
ცუდი არ იყო.
შეგეძლო გრძნობები უკეთ გადმოგეცა, მაგრამ წერა არ შეწყვიტო. შეგიძლია ნამდვილად.

დიდი მადლობაა <3 გავითვალისწინებ

 


№5  offline წევრი Mtirala

დამაჟრიალა... მე მომეწონა, არ იყო ცუდი ❤
წარმატებები ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline წევრი Tuska

Mtirala
დამაჟრიალა... მე მომეწონა, არ იყო ცუდი ❤
წარმატებები ❤

ვაიმეე ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№7 სტუმარი shalobekauri

tvini armak

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent