ჩვენ ორივემ ვიცოდით
ჩვენ ორივემ ვიცოდით -ნია! გაიღვიძე უკვე პირველი საათი დაიწყო. იმდენად მეძინებოდა მაკას მაღალი ტონიც ვეღარ მაღვიძებდა. -ნია არ მოგეშვები სანამ არ ადგები. ხმამაღლა ლაპარაკს არ წყვეტდა.საბოლოოდ ვეღარც დავიძინე და წამვჯექი საწოლზე. ათი წამის განმავლობაში თვალებს ვერ ვახელდი მაგრამ ბოლოს ჩაის სუნი მეცა და თვალებიც გავახილე.საწოლიდან წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი.—ჩაი გამიკეთე? ვკითხე მაკას და გავუღიმე. -კიდევ ფიქრში გაათენე ღამე? მკითხა და ჩაი მაგიდაზე დამიდგა. ამაზე პასუხი ვერ გავეცი რადან არმინდოდა იმედები გამეცრუებინა მისთვის. -თუ ვერ წყვეტ ფიქრს შეგვიძლია ქეთის ვუთხრათ და რამით დაგვეხმარება. -არა მაკა კარგად ვარ.თუ რამე დამჭირდება ქეთის თვითონ ვეტყვი.10 წლის აღარ ვარ. მივედი და მაგიდას მივუჯექი.მაკა შევათვალიერე თავიდან ფეხებამდე ლამაზი შავი კავა ეცვა და ლამაზად გაეკეთებინა მაკიაჟი. -სადმე მიდიხარ? ვკითხე და გავუღიმე. -კი.სამსახურში ერთ დღიანი შესვენება გვაქვს და კლასელებმა გადავწყვიტეთ შევიკრიბოთ. -ძალიან კარგი. ლამაზად გამოიყურები. ამის გაგონებაზე მაკამ შუბლზე მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა. უბრალოდ მიკვირს დედებს როგორ მარტივად შეგვიძლია გავუხაროთ გულები. მაკაზე მეტად არავინ მიყვარს. ის განსხვავებულია. ყველაფერში მხარს მიჭერს და სულ ცდილობს გამამხიარულოს.მაკა არის ჩემი დაქალიც და დედაც.ფიქრებმა ამიტაცეს. -ნია დე, მე გავდივარ თურამე დაგჭირდა დამირეკე. მომაძახა და კარები გაიხურა.ჩაი დავამთავრე და ჩემს ოთახში წავედი. გავემზადე და ტელეფონი ავიღე. ———————————————————————— ნია: ტასო, მე გამოვდივარ სკვერში დავჯდები. შენ და გოგოებიც იქ მოდით. კარგი. ნანუკას ნიკუშაც მოჰყავს:ტასო seen ———————————————————————— ჩანთა და ტელეფონი ავიღე და მძღოლს სკვერში წაყვანა ვთხოვე. არმინდა ცუდად გაიგოთ მაგრამ პირადი მძღოლი მყავს არა იმიტომ რომ უბრალოდ მინდა, არა მე ის მჭირდება. ავტობუსებით და მარშუტკებით ვერ დავდივარ მეტროზე საუბარი არ არის. უბრალოდ უჰაერობის მეშინია და როდესაც ჰაერს ვერ ვსუნთქავ საკმარისად ვითიშები. გზაში უბრალოდ ფანჯარაში ვიყურებოდი და რაც შეიძლება მეტ ჰაერს ვსუნთქავდი. შვიდი წუთის შემდეგ მანქანიდან გადმოვედი და სკვერში შევედი. არც ისე ბევრი ადამიანი იყო გარშემო. ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი ყურსასმენები გავიკეთე და Cold plays- FIX YOU ჩავრთე.უბრალოდ ვიჯექი სკვერში ბუნებას ვუყურებდი და მუსიკებს ვუსმენდი როდესაც ვიღაცამ უკნიდან ყურსასმენები მომხსნა.გავიხედე და გამეცინა. ტასო იყო. უკან კი ნანუკა მისი შეყვარებული და უცნობი პიროვნება მოდიოდნენ. სკამიდან ავდექი და ტასოს ჩავეხუტე. -ნია როგორ მომენატრე. ხელებს არ მიშვებდა და უფრო მაგრად მიხუტებდა. -მეც ტას. ბოლოს ხელები გამიშვა რომ ნანუკას ჩავხუტებოდი. ნანუკასკენ გავიწიე და ჩავეხუტე. -როგორ გალამაზდა ერთი გოგო. მითხრა და ხელები გამიშვა.მე გავუღიმე და მადლობა გადავუხადე კომპლიმენტისთვის. ნანუკას უკან ნიკუშას და უცნობს გამარჯობა ვუთხარი. ნიკუშას აქამდეც ვიცნობდი მაგრამ იმ მეორე ბიჭმა ძალიან დამაინტერესა თავისი გარეგნობით. საკმარისად მაღალი და მოყავისფრო კანის ფერი ჰქონდა.ლამაზი ხშირი წამწამები და მწვანე თვალები. ასევე საშუალო ზომის ცხვირი ჰქონდა და დიდი წითელი ტუჩები. ყავისფერზე ოდნავ ღია თმების ფერით და ძალიან ლამაზი სტილით.იმდენად დამაინტერესა მივაშტერდი.ტასომ ეგრევე შემამჩნია. -ეს სანია, მეც სულ ათი წუთის წინ გავიცანი. თვალებს არ ვაშორებდი სანის. -სასიამოვნოა. თუმცა სანიმ თვალები გადაატრიალა და ტელეფონში ყურება განაგრძო. ვეცადე მეგობრული ვყოფილიყავი მაგრამ უბრალოდ თვალების გადატრიალება და დაიგნორება მივიღე. უზრდელი,თავხედი,უმადური და სიმპათიური. -თვალების გადატრიალება კარგად სცოდნია სანის. ვუთხარი და გავიცინე. -ესე ძალიან თუ უნდა პატარა ნიაკოს ჩემი გაცნობა გავეცნობი. მითხრა და ხელი გამომიშვირა.სანის ზედაც არ შევხედე. -სადმე ხოარ დავჯდეთ საჭმელად? შევუტრიალდი დანარჩენებს. -აუ მოდი ჩემთან ავიდეთ ვერამდაზე დავჯდეთ და გავერთოთ. თქვა ნიკუშამ. ყველა დავეთანხმეთ. -მისამართი გამომიგზავნეთ და მე მძღოლს დავურეკავ და ამომიყვანს. -ნიაკოს მე წავიყვან. თქვა სანიმ და ტელეფონში მიმოწერა გააგრძელა. -და ვინ გითხრა რომ მე შენთან ერთად წამოსვლა მინდა? ვუთხარი და ნაგლად გავუღიმე. -გკითხე წამოხვალთქო? ტელეფონიდან თავი ამოყო და თვალებში შემომხედა. -არა მე ჩემი მძღოლი წამომიყვანს მადლობა ბატონ სანის შემოთავაზებისთვის. -ჩაჯექით თქვენ ნიკუშას მანქანაში და წადით ჩვენც მოვალთ. უთხრა სანიმ გოგოებს და ჩემსკენ წამოვიდა. უეცრად მხარზე გადამიკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. -ნორმალური ხო ხარ! დამსვი! ვუმეორებდი მაგრა არ ესმოდა.რამდენის უფლებას აძლევდა ეს ახლად გაცნობილის სანი თავის თავს.მანქანის კარები გააღო და წინა სავარძელზე დამსვა.კარები იმდენად სწრაფა დაკეტა რომ ვეღარ მოვასწარი გადასვლა.პანიკაში ჩავვარდი სუნთქვა მიჭირდა. ყველაფერზე ფიქრი დავიწყე.როგორ ცუდად იქნებიდა მაკა ჩემი დაკარგვის შემდეგ რომ ჩემს ოცნებას ვერ გავყვებიდი და მეტი.მოვსუსტდი. სანიც მანქანაში ჩაჯდა და კარებები ჩაკეტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.