შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყალბი თავისუფლება ( 7 )


21-08-2022, 00:24
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 11 146

გონს ჩაბნელებულ ნესტიან ოთახში მოვიდა, ერთხანს ეგონა რომ კოშმარულ სიზმარში იყო, მერე მიხვდა რომ არ შეიძლებოდა სიზმარში ასე ცხადად ეგრძნო, ნესტის სუნი, ზურგქვეშ გამხმარი საწოლი და დაბუჟებული სხეული, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, დახუჭა და გაახილა რომ სიბნელეს შეჩვეოდა თუმცა ვერაფერი გაარჩია, ოთახში აშკარად არ იყო ფანჯარა, ან საიმედოდ იყო აჭედილი, პირი გამშრალი ჰქონდა, ტუჩები დახეთქილი, სცადა დაელაპარაკა მაგრამ ყელიდან მხოლოდ საცოდავი ხავილი ამოუვიდა, ხელები გაამოძრავა, აშკარად არ იყო დაბმული თუმცა კიდურებს ვერ იმორჩილებდა, დამამშვიდებლებით დაბინდულ გონებაში ფრაგმენტებად ცოცხლდებოდა, კადრები, საავადმყოფოდან გამოვიდა, ქუჩაში უგზო უკვლოდ მიეხეტებოდა, მერე მის წინ შავი, დაბურულ მინებიანი ავტომობილი გაჩერდა, ორი ნიღბიანი მამაკაცი გადმოვიდა, ხელი დაავლეს და უკანა სავაძელზე დააგდეს, ერთ-ერთმა პირზე რაღაც მძაფრსუნიანი ჩვარი ააფარა, მერე აღარაფერი ახსოვს...
- გამიტაცეს, -ავისმომასწავებლად გახმიანდა თავში და უნებურად მოიცვა შიშმა, ვინ არის? რა უნდა? რატომ? ალბათ ქონების გამო, ჩემი ნათესავები, ისინი იქნებიან... ფულის გამო აპირებენ ჩემს მოკვლას, იმ წყეული ფულის გამო, რა უნდოდა, რა ჯანდაბას მერჩოდა ბაბუაჩემი...
რაღაც გაჩხაკუნდა თუ არა, თვალები დახუჭა და შეეცადა თავი მოემძინარებინა, კარი გაიღო და დაიხურა, ოთახში ვიღაც შემოვიდა, ესმოდა ნაბიჯის ხმა და ხშირი სუნთქვა თუმცა თვალის გახელას ვერ ბედავდა, ნაბიჯების ხმა საწოლთან შეჩერდა და მერე ალექსანდრას გვერდით ლეიბი ჩაიზნიქა, სუნი იგრძნო, რაღაც ნაცნობი და თითქოს დიდი ხნის წინ დავიწყებული, უსიამოვნო და გულისამრევი, ნივრის, სასმლის და ოფლის ნაზავი...
ბარძაყზე უხეშად შეეხო და მოუჭირა, ნელ-ნელა ამოუყვა ზევით, მაისურში შეუცურა ხელი და შიშველ მკერდზე გადაუსვა, მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო, თვალები დააჭყიტა და გაიბრძოლა, წამოჯდა, საწოლის თავს მიეყრდნო და გაოგნებული მიაშტერდა მის წინ მჯდომ მამაკაცს, მისი ცხოვრების ყველაზე დიდ და საშინელ კოშმარს...
- ვიცოდი რომ არ გეძინა, როგორც იქნა ისევ შევხვდით პრინცესა, ახლა ვეღარსად გამექცევი, -ჯანო საზიზღრად უღიმოდა და უფრო და უფრო უახლოვებდა სახეს...
- არ მომეკარო, არ შემეხო, -ძლივს ამოიხრიალა და წამოდგომა სცადა თუმცა ჯანომ არ დაანება.
- არ მოგეკარო? ვინ დამიშლის? იმ შენს მეგობრებს რა ეგონათ რომ სამუდამოდ მომიშორეს თავიდან? იცი შენი ნიკოლას და იმ გადარეული გოგოს გამო, რამდენი ხანი ვიყავი ჩრდილში, ქუჩაში ნორმალურად გასვლასაც კი ვერ ვბედავდი, შენი ბინიდანაც გამაგდეს და უფულოდ, მიწევდა რაღაც საცოდავ სოროში ცხოვრება, ველოდი როდის დადგებოდა დრო და შენს ხელში ჩაგდებას მოვახერხებდი და აი ეს დღეც დადგა, ახლა ჩემი ხარ, ყველაფრისთვის გაზღვევინებ, მაგრამ მანამდე კარგად მასიამოვნებ, -მხრებში ჩაავლო ხელი, საწოლზე დააგდო და თვითონაც ზემოდან დაემხო, მის ყვირილს და წინააღმდეგობას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, ცალი ხელით ხელები თავს ზემოთ დაუჭირა და მეორე ხელით ცდილობდა შარვლის ღილები შეეხსნა...
- გთხოვ არ გინდა, ამას ნუ გააკეთებ, -სიტყვებს გულიც თან ამოაყოლა ალექსანდრამ და ცრემლები თავისთავად ჩამოეღვარნენ ლოყებზე.
- მინდა და მერე როგორ, თანაც როგორ შეცვლილხარ, გალამაზებულხარ, რა ტუჩები გაქვს, რა მკერდი და ეს ყველაფერი ახლა ჩემია, საოცრება ხარ, მოცდად ნამდვილად ღირდა...
სახეს ულოშნიდა, ხელს მის სხეულზე დააცურებდა და ყველგან ეხებოდა, ავხორც ჟინს აეტანა ჯანო და ერთი სული ჰქონდა როდის დაეუფლებოდა მის ქვემოთ მოქცეულ უმწეო გოგონას...

- შეეშვი ახლა ამის დრო არ არის, -დამტვრეული ქართულით ნათქვამმა სიტყვებმა ალექსანდრას იმედი გაუჩინა რომ გადარჩებოდა.
- შეეშვი მეთქი, -იღრიალა მამაკაცმა, ჯანომაც გაცოფებულმა უშვა ხელი გოგოს და წამოდგა, ოთახში ალექსანდრას ბიძა იდგა და უმეტყველო სახით ადევნებდა თვალს სიტუაციას.
- ბიძია... ბიძია, დამეხმარე, -მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული იყო მის გატაცებაში ორივე ერთად იყვნენ გარეულები ჯანოც და ისიც მაინც სცადა და თხოვა, თუმცა კაცმა ყურადღებაც კი არ მიაქცია.
- ეს გოგო აქამდე ცოცხალი რატომ არის? -ალექსანდრასკენ გაიშვირა თითი, რაზე შევთანხმდით დაგავიწყდა? რისთვის გადაგიხადე ამდენი ფული?
- მგონი შენც დაგავიწყდა რაზე შევთანხმდით იმის სანაცვლოდ რაც თქვენთვის გავაკეთე, -არც ჯანოს დაუკლია ყვირილი, -გითხარი რომ ცოტა ხნით მასთან მარტო ყოფნა მინდოდა.
- უკვე მთელი დღეა აქ არის, რით ვეღარ მოითავე შენი საქმე?
- ველოდებოდი რომ გამოფხიზლებულიყო, შენ შეიძლება გსიამოვნებს მკვდრებთან ჟიმაობა მაგრამ მე ფხიზელი ქალები მომწონს.
ბიძათწოდებულმა არაკაცმა თვალი შეავლო სახეგაფითრებულ და ხმაჩავარდნილ ალექსანდრას, ერთხანს თითქოს რაღაცას ფიქრობსო ისეთი სახე ჰქონდა, მერე თავი გადააქნია და ისევ ჯანოს მიმართა.
- სულ რამდენიმე საათი გაქვს, სწრაფად მორჩი საქმეს და მერე ჩემს ბიჭებს გადაეცი რომ თავიდან მოიშორონ, -მეტი აღარაფერი უთქვამს, შებრუნდა და გავიდა.
უსმენდა ალექსანდრა ამ ორი არაადამიანის საუბარს და გამალებული ცდილობდა გამოსავალი მოეძებნა, წინააღმდეგობის გაწევას არანაირი აზრი არ ჰქონდა, აქედან ვერ გავიდოდა, იქნებ შეძლოს და ჯანო როგორმე დაიყოლიოს, იქნებ...
- ისევ მარტო დავრჩით, -ჯანომ მობუზულ გოგონას თვალი შეავლო და ტუჩები მოილოკა, -ხომ გაიგონე რამდენიმე საათი გვაქვს და ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ, ჰო მართლა ნახე შენთვის რა მაქვს, -იქვე კუთხეში მდგარ ძველისძველ მაგიდასთან მივიდა პაკეტი გახსნა და იქიდან, თხელი თეთრი სარაფანი ამოიღო.
- შენთვის ვიყიდე და მინდა რომ ჩაიცვა, მაშინ როცა ერთად ვცხოვრობდით ყოველთვის მომწონდა როცა თეთრი კაბები გეცვა ხოლმე, ძალიან გიხდება.
შეძლებისდაგვარად დამშვიდებული ალექსანდრა ატყობდა როგორ არაადეკვატურად იქცეოდა ჯანო, აშკარად ვერ ჰქონდა თავში ყველაფერი რიგზე და ეს მისი შანსი იყო, იმით უნდა ესარგებლა რომ ჯანო ასე გიჟდებოდა მასზე.
- მომეცი ჩავიცვამ, -თამამად გაუწოდა ხელი, ჯანომ წარბი ასწია გაკვირვების ნიშნად და კაბა გადაუგდო, მის თვალწინ გაიძრო მაისური და შარვალი და კაბა გადაიცვა, ყველანაირად ცდილობდა მისი გულისამრევი ვნებამორეული სახე და აჩქარებული სუნთქვა არ შეემჩნია, ფეხზე წამოდგა და მის წინ დატრიალდა.
- მიხდება?
- ნამდვილი ქალღმერთი ხარ, -ამოიხრიალა, წამოდგა, წელზე ხელი მოხვია მიიზიდა და ყელში მიაკრო ტუჩები, -მიხვდი რომ ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა შენთვისვე არის ცუდი? ასეთი დამჯერი უფრო მომწონხარ, ძალიან აღმაგზნებ, -ჩურჩულებდა და ყელს უკოცნიდა თან მისი კაბის ქვეშ დააცურებდა ხელებს.
- ჯანო ერთი წუთით გაჩერდი რა რაღაც მინდა გთხოვო, -დამტკბარი ხმით ჩასჩურჩულა ალექსანდრამ და ჯანომაც დაბინდული მზერა მიაპყრო.
- რა გინდა? სწრაფად მითხარი.
- არ ვიცი რამდენი ხანია აქ ვარ მაგრამ საშინლად მინდა საპირფარეშოში გასვლა, სულ ხუთი წუთი დამჭირდება, გთხოვ და პირობას გაძლევ რომ უფრო მეტად დამჯერი ვიქნები და ძალიან გასიამოვნებ, -თვითონაც უკვირდა როგორ ახერხებდა ასე თამაშს და როგორ არ ერეოდა გული მისი სიახლოვისგან მაგრამ სხვა არ ჰქონდა, დაიხარა და სიტყვების განსამტკიცებლად მსუბუქად შეეხო ტუჩებზე, კეფაში წაავლო ჯანომ ხელი და მშიერი მხეცივით დააცხრა, ტუჩების გახსნა აიძულა და ენა შეუცურა, მეორე ხელი საჯდომზე მოუჭირა და ოფლიან ტანზე მიიკრა მისი სხეული...
- მხოლოდ ხუთი წუთი, მეტს ვერ მოვიცდი, -მიუგდო ორი სიტყვა როცა კოცნით გული იჯერა, კარი გააღო და ანიშნა გადიო.
- საპირფარეშო დერეფნის ბოლოშია, კართან დაგელოდები, გაქცევაზე არც იფიქრო, სახლსაც და ეზოსაც შეიარაღებული დაცვა ჰყავს, მიდი სწრაფად მოითავე საქმე, საჯდომზე წამოარტყა, ზურგში ხელი კრა, საპირფარეშოში შეაგდო და კარი გაიკეტა.
დაფეთებულმა მიმოიხედა ალექსანდრამ ირგვლივ, კიდურები უკანკალებდა და თავბრუ ეხვეოდა, ჯანოს კოცნის გახსენებისას კი ასე ეგონა იხრჩობოდა, თუმცა ახლა ნამდვილად არ ჰქონდა სისუსტის დრო...
- ნამდვილი სულელები არიან, -კინაღამ ხმამაღლა გაეცინა როცა საშხაპისა და უნიტაზის შუაში საკმაოდ განიერი ფანჯარა შეამჩნია საიდანაც მთვარიანი ღამე იმზირებოდა, უნიტაზზე შედგა და გამოაღო, შვებით ამოისუნთქა როცა მიხვდა რომ პირველ სართულზე იყვნენ, ნამდვილად უმართლებდა, ჩაბნელებული გარემოც ხელს უწყობდა, ღამის სიბნელეში ნაკლები შანსი იყო ვინმეს მისი გაპარვა შეემჩნია და ალბათ ისე ადვილადაც ვერ იპოვიდნენ, ბევრი აღარ უფიქრია, გამხდარი, მოქნილი სხეულის მეშვეობით ადვილად გადაძვრა ფანჯარაში და სრულიად უვნებელი დახტა მიწაზე, მხედველობა დაძაბა და შეძლებისდაგვარად მოათვალიერა იქაურობა...
გარშემო არაფერი ჩანდა, საერთოდ არაფერი ხეების და ბუჩქების გარდა, ფრთხილად გაყვა კედელს და როცა სახლის კუთხემდე მიაღწია ყურადღებით მოათვალიერა ეზო, იქაურობა მუხლამდე ბალახით იყო დაფარული, მორღვეული ღობე, ძველისძველი ჭიშკარი და სახლის ხის კედლები აფიქრებინებდა რომ სადღაც შორეული სოფლის მიტოვებულ სახლში იყვნენ, ის იყო ჭიშკრისკენ უნდა გაქცეულიყო რომ დაინახა როგორ გამოვიდა სახლიდან შავებში ჩაცმული მამაკაცი და სიგარეტს მოუკიდა, სხვა გზა არ ჰქონდა, უკან დაიხია, კედლის გასწვრივ რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა, წელში მოხრილმა გადაჭრა ეზო, ნახევრად წაქცეულ ღობეს გადაახტა და ტყისკენ გაიქცა რომელიც იქვე ღობესთან იწყებოდა.
- - - - - - -
არ ახსოვს რამდენი ხანი გარბოდა უგზო-უკვლოდ, უფრო და უფრო ღრმად შედიოდა უღრან ტყეში და უფრო და უფრო მეტად იმატებდა მისი შიში, ახლა იმ შიშთან ერთად რომ დაედევნებოდნენ და დაეწეოდნენ ისიც დაემატა რომ შეიძლება დაკარგულიყო და აქედან ვეღარასოდეს გაეღწია, გულამოვარდნილი მიეყრდნო ზურგით ხეს და დაფეთებულმა მოათვალიერა გარემო, ნებისმიერი შრიალი და ფაჩუნი გულს უხეთქავდა, ეჩვენებოდა რომ ყველა ხის უკან მტაცებელი ცხოველი იყო ჩასაფრებული...
- ჯანდაბა, აქედან ვერასოდეს გავაღწევ, ნეტავ რომელი საათია? როდის გათენდება, საერთოდ გათენდება ჩემთვის? -ასე საკუთარ თავთან ლაპარაკში გართული ჩაჯდა მიწაზე და თვალები მილულა, ძილმა წაართვა თავი, უცნაური რამ ესიზმრა...
უზარმაზარი მწვანე მდელოს შუაგულში იდგა, გაზაფხული იყო, მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა და იქაურობა ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი, ნიკოლა იდგა მის წინ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით და საყვარლად უღიმოდა.
- მოდი ჩემთან ალე, -ხელი გაუწოდა და გამამხნევებლად გაუღიმა, ის იყო მისკენ ნაბიჯი გადადგა რომ უცნაურმა შეგრძნებამ საშუალება აღარ მისცა წასულიყო, ერთ ადგილზე გაშეშდა და დაიძაბა.
- შემომხედე ალექსანდრა, -ახლოდან, სულ ახლოდან მოესმა ხმა, შებრუნდა, მის უკან მაღალი, ტანადი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა და უძირო შავი თვალებით შეჰყურებდა.
- მოდი ჩემთან, -თბილი ხმით უთხრა და მთლიანად ტატუებით დაფარული მარჯვენა გაუწოდა, არ უღიმოდა უბრალოდ თვალს არ აშორებდა, ქარი შუბლზე ჩამოყრილ დატალღულ თმებს უწეწავდა და მისგან ისეთი დამათრობელი სურნელი მოჰქონდა...
გაურკვევლობის გრძნობამ შეიპყრო, ერთ მხარეს ნიკოლა იდგა, მისი ნიკოლა, მეორე მხარეს კი ეს არსაიდან მოვლენილი უცნობი რომელიც უცნაურად ურევდა გონებას და სულს უფორიაქებდა, მხრებზე დაიხედა, არ გაკვირვებია როცა დაინახა რომ ფრთები ჰქონდა თითქოს ეს სრულიად ბუნებრივი რამ ყოფილიყოს, გაშალა ერთმანეთს შემოჰკრა და ჰაერში აფრინდა, თითქოს ეს მის გადაწყვეტილებას ნიშნავდა, მათ შორის არჩევანი ვერ გააკეთა და ამჯობინა ორივეს გასცლოდა, სევდიანი დაჰყურებდა მინდორს და მაღლა მაღლა მიიწევდა, დაინახა როგორ ჩაღუნა ნიკოლამ თავი და ტყისკენ წავიდა, უცნობმა კი თვალისმომჭრელად გაუღიმა, უზარმაზარი თეთრი ფრთები გაშალა და ჰაერში აიჭრა, მიუახლოვდა, ახლოს, სულ ახლოს, წელზე ხელი მოხვია, სახე სახესთან მიუტანა და...
- - - - - - - - - -
უსიამოვნო შეგრძნებამ აიძულა თვალის გახელა და ფეხზე წამოხტა, ჯერ კიდევ სიზმრისეული შთაბეჭდილებების ქვეშ იყო თუმცა ტყეს რომ მოავლო თვალი მაშინვე გამოფხიზლდა, ხეებს შორის მომზირალ ცას ახედა და მიხვდა რომ უკვე შუადღე უნდა ყოფილიყო, კარგახანს სძინებია, ის იყო ნაბიჯი გადადგა რომ ხმა მოესმა, ჩაიმუხლა და მიმოიხედა, ოდნავ შემაღლებული ფერდობის თავში იყო, ფერდობის ძირას კი აშკარად გაარჩია მისი მდევრები ჯანოსთან ერთად მოდიოდნენ, შეშინებული წამოხტა და გაიქცა...
- ის არის, გარბის.
- არ გაუშვა ესროლე.
- ცოცხალი არ უნდა გაგვექცეს.
მათი ხმები და ერთმანეთთან გადაძახილები ესმოდა და მთელი ძალით გარბოდა, სასოწარკვეთილი ცდილობდა სამშვიდობოს გასულიყო, რამდენჯერმე ესროლეს თუმცა ყოველ ჯერზე აცილებდნენ, ის იყო ტყის პირს მიუახლოვდა რომ ფეხში მწვავე ტკივილი იგრძნო, მაინც გააგრძელა სირბილი...
- სულ რამდენიმე ნაბიჯი, რამდენიმეც და ტყიდან გავალ, გავალ და გადავრჩები, -ჩურჩულებდა და შეძლებისდაგვარად სწრაფად აგრძელებდა სირბილს, ის იყო ტყიდან გავიდა და შებრუნდა რათა დაენახა კიდევ მოდევდნენ თუ არა რომ ამჯერად მხარში იგრძნო აუტანელი ტკივილი და მეტს ვეღარ გაუძლო, მუხლები მოეკვეთა და გულაღმა დავარდა ბალახებზე, ჯერ კიდევ გონზე იყო როცა მიუახლოვდნენ.
- ასე დავტოვოთ ამ უღრან ადგილზე თვეში ერთხელ თუ გაივლის ვინმე, ვერავინ იპოვის, ცოტა ხანში სისხლისგან დაიცლება და მოკვდება, -ჩაესმა და თვალები თავისთავად დაეხუჭა.

-
აწმყო
-
- ესე იგი ეს არის შენი თავგადასავალი? -საბამ მის მკერდზე მიკრულ გოგონას თავზე ხელი გადაუსვა და გაეღიმა, -სიმართლე რომ გითხრა ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი, ბევრი რამ გადაგიტანია.
- მთელი ღამე გაგათენებინე, უკვე დილაა, ხომ არ ჯობია სახლში შევიდეთ, დარწმუნებული ვარ საშინლად გტკივა ზურგი, -ალექსანდრამ ოსტატურად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე და ჰამაკიდან ჩამოხტა, მიხვდა საბა მას ახლა ყველაზე ნაკლებად წარსულის ტკივილებზე საუბარი უნდოდა, ამიტომაც აღარ ჩაძიებია, თვითონაც წამოდგა და გაშეშებული კისერი მოისრისა, საათს დახედა, რვა ხდებოდა.
- ზურგი არა მაგრამ მგონი კისერი გამიშეშდა, -გაიცინა და ალექსანდრას მხარზე მოხვია ხელი, ესიამოვნა როცა მან არ მოიშორა, პირიქით თვითონაც მიეკრო და წელზე ხელი შემოხვია.
- არ მეტყვი რატომ გადაწყვიტე რომ ჩემთვის ყველაფერი მოგეყოლა? -მაინც ვერ მოითმინა რომ არ ეკითხა.
- თუ გახსოვს შენთან ერთად ცხოვრება შემომთავაზე, მაგრამ როგორც ხედავ უამრავი პრობლემა მაქვს, თუ ჩემს გვერდით იქნები შენს სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნება, მინდა ყველაფერი იცოდე ჩემზე და მერე გადაწყვიტო გინდა თუ არა რომ შენთან დავრჩე.
- ესე იგი მართლა წამოხვალ ჩემთან?
- წამოვალ თუ რა თქმა უნდა ეს შენი სურვილიც იქნება.
- მინდა რომ ჩემთან ერთად იცხოვრო თუნდაც ცოტა ხნით, უბრალოდ რაკი შენი მეგობრები გამოჩნდნენ ვიფიქრე რომ მათთან ერთად წახვიდოდი, -აღელვებისგან ჩახლეჩილი ხმით უთხრა და რატომღაც იფიქრა რომ შეიძლებოდა ვეღარ გაეძლო მის შიგნით დაგროვილი ბედნიერების უზარმაზარი ტალღისთვის და აფეთქებულიყო.
- შეიძლება ეგოისტურად მოგეჩვენოს რასაც ახლა გეტყვი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ვიცი შეიძლება საფრთხე დაგემუქროს მაინც არანაირი სურვილი არ მაქვს შენგან შორს ყოფნის, ეს უბრალოდ ჩემს ძალებს აღემატება, რას იტყვი, ძალიან ცუდად ვიქცევი არა?
მისი მკლავებიდან თავი დაიხსნა და დამნაშავე ბავშვივით თავდახრილი დადგა მის წინ, ნიკაპში ნაზად მოკიდა თითები საბამ, თავი ააწევინა და აწყლიანებულ თვალებში ჩახედა, გაეღიმა როცა იგრძნო როგორ კანკალებდა მისი სიახლოვისგან, ახლოს მიიზიდა დაიხარა და ათრთოლებულ ბაგეებზე დაეწაფა...



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ნიკოლაააა????????????????????????????

 


№2 სტუმარი ლიზიკო

ნიკოლას თუ უყვარდა ვერ წარმოვიდგენდი და ეხლა რაუნდაქნას ცოტა უცნაური კითხვა მარა არმინდა ისედარჩეს ისეუყვარს თავიც კი გაწირა

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

ლიზიკო
ნიკოლას თუ უყვარდა ვერ წარმოვიდგენდი და ეხლა რაუნდაქნას ცოტა უცნაური კითხვა მარა არმინდა ისედარჩეს ისეუყვარს თავიც კი გაწირა


ნიკოლაც იპოვის თავის წილ ბედნიერებას relaxed

 


№4 სტუმარი ლიზიკო

Kargia ♡♡ Dzalian kargi mwerilxar

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

ლიზიკო
Kargia ♡♡ Dzalian kargi mwerilxar


მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent