შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყალბი თავისუფლება ( 8 )


22-08-2022, 00:28
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 11 377

- არ მჯერა რომ სიზმარში მნახე თანაც მაშინ როცა არც კი მიცნობდი, -კვერცხის თქვეფაში გართულ ალექსანდრას უკნიდან მიუახლოვდა და მკლავები წელზე მოხვია.
- მართლა დამესიზმრე, -თეფში გვერდზე გადადო და მოხერხებულად დატრიალდა მის მკლავებში, -სახე მთლიანობაში მაინცდამაინც კარგად არ მახსოვს მაგრამ შენ იყავი, ეს ხელები, თვალები, თმები, და სურნელი... შენ წარმოიდგინე სურნელიც კი მახსოვს, იქ ტყის პირას, პირველად დაგინახე თუ არა მაშინვე მივხვდი რომ შენ იყავი და ვიცოდი რომ ჩემს გადარჩენას შეძლებდი, -თითები თმებში შეუცურა, თითისწვერებზე აიწია ცხვირი მის ყელში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა...
- ფრთებიც მქონდა? -სრულიად მშვიდად ჰკითხა, უკვე ძალიან უჭირდა მის ასეთ სიახლოვესთან ურეაქციოდ გამკლავება, თუმცა ჯერჯერობით მამაცურად ინარჩუნებდა პოზიციებს.
- ჰოო, ვიცი რომ არ გჯერა მაგრამ გეფიცები არ ვიგონებ, უზარმაზარი თეთრი ფრთები გქონდა, ჰაერში დავლივლივებდით და...
- და რა... -ვეღარ მოითმინა.
- რა და მერე გამომეღვიძა და აღმოვაჩინე რომ თურმე შუაგულ ტყეში ჩამძინებია, -მხიარულად გაიკრიჭა და მკერდზე ოდნავ უბიძგა რომ მოეშორებინა.
- სამზარეულოდან გადი, ხელს მიშლი.
- კარგი რა, მოგვეცადა და ნატა გაამზადებდა საუზმეს.
- ზარმაცი ყოფილხარ, ისედაც ნატა აკეთებს ყველაფერს, თანაც ფეხმძიმედ არის, ნიკოლა და ქეითიც უკვე ორი დღეა აქ არიან და ამდენი ხალხისთვის ამზადებს ყოველ დღე საჭმელს, ახლა გაიწიე და მაცადე, -ცხვირწინ აუთამაშა დანა და მერე შეწყვეტილი საქმე გააგრძელა.
- სულაც არ ვარ ზარმაცი უბრალოდ საჭმლის კეთება არ გამომდის, -იქვე ჩამოჯდა, შეკრულ მუშტს ნიკაპით დაეყრდნო და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა როცა დაინახა თუ როგორ პროფესიონალურად იყენებდა დანას ალექსანდრა.
- შენ აღარ ხუმრობ, მეგონა ტრაბახობდი როცა მითხარი რომ კარგად ამზადებ.
- ჰოო, თექვსმეტი წლის ვიყავი როცა ავიჩემე რომ მზარეულობა მინდოდა, ჰოდა ნიკოლამ თავის მეგობართან წამიყვანა, ცნობილი შეფია და იმ დროს სამი თვით საქართველოში იყო ჩამოსული, -დანა გვერდზე გადადო და თვალები გაუბრწყინდა ძველი მოგონებების გახსენებისას...
- ძალიან გიყვარს არა? -ღიმილით შეეკითხა საბა და მაგიდაზე თითები აათამაშა, დაკვირვებით შეხედა ალექსანდრამ და როცა მის თვალებში სიბრაზის და ეჭვიანობის ნიშანწყალიც კი ვერ აღმოაჩინა თვითონაც გაუღიმა...
- ქეითი და ნიკოლა ჩემი ერთადერთი ოჯახი არიან, ორივე ძალიან განსაკუთრებული ადამიანია, ისინი რომ არა ალბათ ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, ნიკოლა საოცარი პიროვნებაა, ყოველთვის ძალიან კარგად მექცეოდა, ჩემზე ზრუნავდა, მიცავდა, რათქმაუნდა მიყვარს, უბრალოდ შეუძლებელია ნიკოლა არ მიყვარდეს, ასე ორი სიტყვით ძნელია აგიხსნა, იცი როგორია? აუცილებლად რომ უნდა გიყვარდეს ისეთი, ძმად მიმაჩნია რომელიც არასდროს მყოლია.
- ჰო მაგრამ ხომ იცი რომ ის შენს მიმართ...
- აღარ გააგრძელო, -ხელის აწევით შეაჩერა და შეეცადა სახეზე უცაბედად გამოსახული ტკივილი და სევდა ღიმილით შეენიღბა, -სულელი არ ვარ საბა, არც უგრძნობი, ყველაფერი ვიცი უბრალოდ ამ თემაზე საუბარი არ მინდა, ისედაც საკმარისად მტკივა გული და განვიცდი იმის გამო რომ არ შემიძლია მის გრძნობას იგივენაირი გრძნობით ვუპასუხო.
- გირჩევნია ისე მოიქცე თითქოს არაფერი იცი? -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები.
- მირჩევნია, იმიტომ რომ მისი დაკარგვა არ მინდა, არ მინდა იმის გამო რომ გრძნობებზე ვერ ვპასუხობ გამიუცხოვდეს და დამშორდეს, ქეითისა და მის გარდა არავინ მყავს...
- ახლა უკვე მე გყავარ.
- ჩემს ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს საბა.
წამოდგა ნელი შემპარავი ნაბიჯით მიუახლოვდა და ზურგიდან აეკრო, წელზე შემოხვია ხელები და მოშიშვლებულ კისერზე გაუხახუნა ცხვირი, მერე ყურს ქვემოთ მიაკრა მხურვალე ტუჩები...
- არ გინდა ჩემი ადგილი მაჩვენო? -ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა და მის ბაგეებს დაცდენილი ოხვრის გაგონებისას სიამოვნებისგან გააჟრჟოლა.
- თქვენთვის ხელის შეშლა არ მინდოდა მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ სამზარეულოს გადაწვავთ, -ღია კარში ეშმაკურად მომღიმარი ნატა იდგა, დაფეთებული მოშორდა სირცხვილისგან სახეაწითლებული ალექსანდრა საბას და ტაფას ეცა რომელზე მოთავსებული ბოსტნეულიც უკვე დანახშირებული იყო.
- შეიძლება? -ახლა ქეითმა შემოყო თავი სამზარეულოში, -რა ხდება რა დაწვით, საშინელი სუნია.
- რომ კითხო საჭმელს აკეთებდნენ, ეს ორი ერთად არ შეიშვება სამზარეულოში, ერთმანეთის მეტს ვერაფერს ამჩნევენ, -უხერხულად აწურული ალექსანდრასკენ და მომღიმარი საბასკენ ანიშნა ნატამ და გულიანად გაიცინა.
- არა ეს რა შუაშია, მე უბრალოდ... უბრალოდ... -ენა დაება ალექსანდრას და ქეითს მზერა აარიდა.
- შენთან საქმე მაქვს შეგიძლია ცოტა ხნით გამომყვე? -ქეითმა კარისკენ ანიშნა, შვებით ამოისუნთქა ახლა ერთი სული ჰქონდა აქედან გაქცეულიყო, დანას ხელი უშვა, წინსაფარი მოიხსნა და ქეითს აედევნა.
- - - - - - - -
- აბაა არაფერს მეტყვი? -ნატამ გულზე ხელები დაიკრიფა და კარადას მიეყრდნო.
- რა გინდა რომ გითხრა?
- გიყვარს?
- მიყვარს, -წამითაც არ შეყოყმანებულა ისე უპასუხა, ხელები გაშალა ნატამ, საბასაც მეტი აღარაფერი უთქვამს, წამსვე მასთან გაჩნდა და ჩაეხუტა.
- როგორც ყოველთვის მე არავის არ ვახსოვარ, -წუწუნით ჩაეხუტათ რატი და თითქოს დამსხვრეული და სივრცეში გაბნეული საბას საკუთარი მყუდრო სამყარო საბოლოოდ შეწებდა და გამთლიანდა.
- ძალიან მაკლდით, -თავისთავად დასცდა მის ბაგეებს.
- ვიცით, -ჩაილაპარაკა რატიმ და მხარზე მსუბუქად დაკრა ხელი.
- უთქვენოდ დავიკარგე და გზას ვერ ვპოულობდი სანამ ალექსანდრას არ შევხვდი.
- უბრალოდ არ ცდილობდი გზის პოვნას, -საყვედურნარევი ხმით უთხრა ნატამ და შეუმჩნევლად მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი.
- ვერასოდეს დაივიწყებ არა? -სინანულ ნარევი ღიმილით შეხედა და რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა, -არ გესმით რომ ჩემთვისაც არ ყოფილა ადვილი, მას მერე რაც ჩემი მშობლები დაიღუპნენ უამრავი ისეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში რაზეც წარმოდგენაც კი არ გაქვთ.
- წარმოდგენა იმიტომ არ გვაქვს რომ უფლება არ მოგვეცი შენს გვერდით ვყოფილიყავით, უფლება არ მოგვეცი დაგხმარებოდით.
- რატი არ მჯერა რომ ვერ ხვდები ეს რატომ გავაკეთე, იმ სიბინძურეში გარევის უფლებას ვერ მოგცემდით რომელშიც ყელამდე ვიყავი ჩაფლული, ამისთვის ნამდვილად არ მემეტებოდით...
- შეგვეძლო ყველაფერი სხვაგვარად მოგვეგვარებინა.
- სხვაგვარად იმ არაკაცთან ახლოსაც კი ვერ მივიდოდი.
- მერე?
- მერე უბრალოდ ინერციით მივყვებოდი ცხოვრებას და უფრო და უფრო ვკარგავდი ადამიანურ სახეს, უფრო და უფრო ვეფლობოდი, სიმდიდრით და თვალისმომჭრელი სათამაშოებით შენიღბულ ჭაობში.
- უბრალოდ მითხარი ღირდა? როცა ბიძაშენზე შური იძიე და გაანადგურე, როცა შენს წინ დაჩოქილი ნახე მოგეშვა? დამშვიდდი?
რატის თვალი მოარიდა და მაგიდის კიდეს ისე მაგრად მოუჭირა ხელი რომ თითები გაუთეთრდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს სადღაც შიგნით ჯერ კიდევ პირშეუკვრელი ჭრილობა გაეხსნა და ახლა იმ ჭრილობიდან სისხლის მაგივრად მხურვალე ლავა ეღვრებოდა სხეულში.
- როცა ძალიან დიდხანს ხარ იმ სიბნელეში რომელშიც საკუთარი ნებით შეაბიჯე, ეჩვევი და აღარც ისე საშინელი გეჩვენება, მიუხედავად იმისა რომ ვერაფერს ხედავ ხელის ცეცების მაგივრად წელში გამართული სიარულს სწავლობ, სწავლობ როგორ აუქციო გვერდი ხახადაფჩენილ უფსკრულებს თუნდაც ამისთვის სხვის ჯერ კიდევ ცოცხალ მფეთქავ სხეულზე გადაბიჯებამ მოგიწიოს, სწავლობ როგორ მოაჩვენო ყველას თავი რომ ბედნიერი ხარ, როგორ გათიშო გონება საღაამოობით რომ თუნდაც რამდენიმე საათით შეძლო გამოძინება და დღის განმავლობაში შენში დაგროვილმა სისასტიკემ საბოლოოდ არ შეგშალოს...
- ამას ასე მშვიდად როგორ ამბობ? -ნატა უკვე აღარ მალავდა ცრემლებს და დროდა დრო სლუკუნებდა.
- დაწყნარდი პატარავ შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, -რატიმ თავზე გადაუსვა ხელი და გულზე მიიკრა ატირებული მეუღლე, მის დამშვიდებას ცდილობდა თუმცა თვითონ ცოტა აკლდა რომ პატარა ბავშვივით აღრიალებულიყო, ვერ ჩუმდებოდა ნატა არ შეეძლო, ტკიოდა მეგობრის ცუდად დაფარული ტკივილი და მისი ქმრის ძლივსშეკავებული ემოციები...
- ზედმეტად ტრაგიკულია არა? -მოულოდნელად გულიანად გაიცინა საბამ, -ახლა როცა პირველად ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, ცოტა არ იყოს მეც მძიმედ მოსასმენად მეჩვენება, მაგრამ ნუ იდარდებთ, ყველაფერი კარგად არის, უკვე მყავს ჩემი შუქურა რომელიც იმ სიბნელიდან გამომიყვანს.
- იმედია რიფებს არ შეეჯახები, -გახუმრება სცადა რატიმ.
- სულელო, -იდაყვი გაკრა ნატამ, -შენი აზრით რისთვის არსებობენ შუქურები? იმისთვის რომ გემი მშვიდობიანად მიადგეს უსაფრთხო ნაპირს.
- ჩემი შუქურაც აუცილებლად მაჩვენებს გზას, მშვიდი უკაცრიელი ნაპირისკენ, სადაც მუდამ მზეა, თბილი ოქროსფერი ქვიშა და უსასრულო სიმშვიდე...
- ფანჯრისკენ შებრუნდა და იქვე სახლის შესასვლელთან ჩამომჯდარ, ქეითთან საუბარში გართულ ალექსანდრას გახედა გაღიმებულმა.
- - - - - - - - -
- ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს ალე, ხომ იცი მეც და ნიკოლასაც მხოლოდ შენი ბედნიერება გვინდა, მიხარია რომ შეყვარებული ხარ, -ქეითი გვერდით მიუჯდა თავდახრილ ალექსანდრას და მხარზე მიეყრდნო.
- შეყვარებული ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, -ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა.
- ვხედავ როგორ უყურებთ ერთმანეთს, შეიძლება შენ ჯერ კიდევ არ გაქვს კარგად გაცნობიერებული მაგრამ ფაქტია რომ მასზე გიჟდები, არ მინდა იმის გამო რომ ნიკოლაზე ნერვიულობ შენს ბედნიერებას ჩრდილი მიადგეს.
- ნიკოლა? მოიცა შენ რა...
- ჰო ვიცი რომ უყვარხარ, კარგი რა, ჩემი ტყუპისცალია, სანამ რამეს გაიფიქრებს მანამდე ვიცი, არ აღიარებს მაგრამ ვფიქრობ მაშინვე შეუყვარდი როცა პირველად დაგინახა.
- კი მაგრამ როგორ შეგიძლია ჩემი და საბას ურთიერთობა ასე ჩვეულებრივად მიიღო როცა იცი რასაც გრძნობს ჩემს მიმართ შენი ძმა.
- ეგოისტი უნდა ვიყო რომ შენი ბედნიერება არ გამიხარდეს მხოლოდ იმიტომ რომ ნიკოლა არ შეგიყვარდა, ეს თვითონაც მშვენივრად იცის, იცის რომ მის მიმართ არაფერს გრძნობ, როგორ გგონია ერთხელ მაინც რომ ეგრძნო შენგან საპასუხო რამ აქამდე არაფერს გეტყოდა?
- ანუ მასაც ჩემსავით ეშინოდა? -სიმწრის სიცილი აუტყდა და ათრთოლებული თითები შეიცურა თმებში რომ როგორმე დამშვიდებულიყო.
- ჰო, ეშინოდა რომ დაგკარგავდა და ამიტომ დუმდა, ის ურთიერთობაც აკმაყოფილებდა რაც გქონდათ.
- და ახლა?
- ახლა როცა ნახა რომ კარგად ხარ და გვერდით ის ადამიანი გყავს ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ, ნიკოლა ეცდება რომ საკუთარი ბედნიერება იპოვოს, ისე როგორც შენ იპოვე შენი, კარგად იქნება, არ მინდა თავი დამნაშავედ იგრძნო, რადგან შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ ცხოვრებაა ასეთი, ხომ გაგიგია გულს ვერ უბრძანებო.
- მიყვარხარ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, როგორ შეგიძლია ასეთი კარგი იყო, -მთელი ძალით ჩაეხუტა ქეითს და როცა საპასუხო ჩახუტებაც იგრძნო შვებით ამოისუნთქა.
- შენ არც კი იცი როგორ დამამშვიდე ქეით.
- გეყოფა, უბრალოდ ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა, მოიცა მგონი ვიღაც მირეკავს, -ჯიბიდან აზუზუნებული ტელეფონი ამოიღო ერთხანს სახე მოღუშული დასჩერებოდა და მერე უბრალოდ ისე გათიშა რომ არ უპასუხია.
- ვინ იყო? კიდევ ერთი მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი? -გაეღიმა ალექსანდრას.
- სულაც არა, ვერც კი წარმოიდგენ ვინ იყო, შენი ბიძაშვილი ანა გახსოვს?
- ანა? ის გოგო სასტუმროდან? ახლა არ მითხრა რომ...
- ჰო არ ვიცი როგორ გვიპოვა მაგრამ საავადმყოფოში მოვიდა ნიკოლას სანახავად და მას მერე ტვინს გვიბურღავს, ნამდვილი ენერგო ვამპირია, სულ რაღაც ერთ დღეში ნიკოლასნაირი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის ჭკუიდან შეშლაც კი მოახერხა, ბოლოს უკვე ნიკოლამ ექიმებს აუკრძალა მისი შემოშვება, თუმცა შუაღამისას მესამე სართულზე ამოძვრა და ფანჯრიდან შევიდა მის პალატაში, დილით ერთად ჩახუტებულებს და მძინარეებს მივუსწარი, ნიკი კი ამტკიცებს როცა საწოლში შემომიწვა მეძინა და არაფერი გამიგიაო მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი, -ეშმაკურად ჩაიცინა ქეითმა.
- ანა ნახე რა, -უცნაურად გახალისებული ალექსანდრა სიცილს ძლივს იკავებდა, მაგ გოგოს იმ დღესვე შევატყვე რომ ნორმალური არ იყო, იმედია ისიც არ არის გარეული ჩემი გატაცების საქმეში.
- ჰო მართლა რა გადაწყვიტე? პოლიციას არ უნდა მიმართო?
- მე და საბამ ბევრი ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე და როგორც კი თბილისში დავბრუნდებით ამ საქმეს ის მიხედავს.
- ესე იგი ჩვენთან აღარ ბრუნდები? -სევდიანად ჩაიღიმა ქეითმა.
- იცი რა, -უხერხულად მოიქექა კეფა და მოჭუტული თვალებით შეხედა, -თავიდან ვიფიქრე რომ ჩემს ბინაში დავბრუნდებოდი, მაგრამ მერე საბამ შემომთავაზა ცოტა ხნით ჩემთან დარჩი ასე უფრო მეტად დაცული იქნებიო და...
- კარგი კარგი ნუ ნერვიულობ, დარწმუნებული ვარ რომ მის გვერდით მართლა უსაფრთხოდ იქნები თორემ ასეთი რეაქცია ნამდვილად არ მექნებოდა, ჯანდაბა, რაც არ უნდა იყოს მაინც უცნაურად ვარ, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ქალიშვილს ვათხოვებ, -მხიარულად გადაიკისკისა, ფეხზე წამოხტა, ალექსანდრაც წამოაყენა და შესასვლელისკენ გაიყოლა.
- შიმშილით ვკვდები, წამოდი ნატას დავეხმაროთ საუზმის მომზადებაში...

სახლში შევიდნენ და დივანზე მჯდარი ნიკოლა დაინახა თუ არა, საერთოდ არ უფიქრია იქვე ფანჯარასთან მდგარი საბას რეაქციაზე, გვერდით მიუჯდა და წვერწამოზრდილ ლოყაზე მიეფერა.
- როგორ ხარ? შენ ახლა არ უნდა იწვე? რატომ ადექი?
- კარგად ვარ ციცქნა, აღარ შემეძლო ამდენი წოლა, თანაც უკვე დროა თბილისში დავბრუნდეთ, მე და ქეითი, -დააკონკრეტა და მხიარულად ჩაუკრა თვალი თვალებგაფართოებულ გოგონას.
- ნიკ შენ საიდან იცი რომ მე... რომ მე თქვენთან ერთად არ მოვდივარ, -ძლივს ამოილუღლუღა.
- მოდი ჩემთან, -ხელები გაშალა ნიკოლამ და მთელი ძალით ჩაიკრა გულში, -შენ მე რა უნდა მომატყუო პატარავ, საკუთარი თავივით გიცნობ, მიხარია ასეთ ბედნიერს რომ გხედავ, მე მხოლოდ ის მინდა რომ ბედნიერი იყო, სხვა არავისზე და არაფერზე იფიქრო, -მხოლოდ მისთვის გასაგონად ეჩურჩულებოდა და ნაზად ეფერებოდა, არ ახსოვს ალექსანდრას რამდენ ხანს ისხდნენ ასე ჩახუტებულები, თვალი რომ გაახილა და გასწორდა აღმოაჩინა რომ მისაღებ ოთახში სრულიად მარტონი იყვნენ, თავი ააწევინა ნიკოლამ და საყვარელ ლურჯ თვალებში ჩახედა, არავინ იცოდა რა იმალებოდა ამ თითქოსდა უდარდელი ღიმილის მიღმა, არავინ იცოდა რა ძალისხმევად უჯდებოდა ახლა ასე მშვიდად ყოფნა და სანატრელი ქალის საკუთარი ხელით და სურვილით გადალოცვა სხვა მამაკაცისთვის, იწვოდა, კვდებოდა, შინაგანად ჭამდა სურვილი რომ თუნდაც ერთხელ შეხებოდა მის ბაგეებს და მოფერებოდა, მაგრამ არ შეეძლო, ალექსანდრას ამას ვერ გაუკეთებდა, ასე ვერ გაწირავდა...
- - - - - - - - -
- შენ რა გაბუტული ხარ? -ალექსანდრამ ღიმილით შეხედა საჭეზე ჩაფრენილ სახემოღუშულ საბას.
- გაბუტული? პატარა ბავშვს ვგავარ? -ჩაიღრინა და გაზს მოუმატა.
- ცოტა ნელა, არსად არ გვაგვიანდება, ცოტა ხანში ისედაც თბილისში ვიქნებით, -ნაზად მოუჭირა მკლავზე და მაშინვე იგრძნო როგორი დაძაბული იყო საბა.
- კარგი რა ბოლოს და ბოლოს მეტყვი რა გჭირს?
სვლა შეანელა, გზიდან გადავიდა, ავტომობილი გააჩერა და ერთხანს საჭეზე დაყრდნობილი უემოციოდ გაჰყურებდა გარემოს, მერე ალექსანდრასკენ მობრუნდა და მისი ლურჯი თვალების და საყვარლად გაბუშტული ტუჩების შემხედვარეს თითქოს მთელი ბრაზი და დაღლილობა ერთბაშად მოეხსნა მხრებიდან.
- მაპატიე ალე, მე უბრალოდ ხანდახან თავს ვერ ვაკონტროლებ...
- ნიკოლას გამო არა? იმის გამო რაც დილით მოხდა, რომ ჩავეხუტე.
- ვიცი რომ ჯერ ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს...
- აქ გაჩერდი, -თითი გამაფრთხილებლად ასწია ალექსანდრამ, -რა ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს, ეს ყველაფერი რაც ჩვენს შორის ხდება როგორ სერიოზულ ურთიერთობაშიც არ უნდა გადაიზარდოს, ხუთი შვილიც რომ გაგიჩინო, ნიკოლა მაინც ყოველთვის ჩემი საყვარელი ნიკოლა იქნება და მორჩა, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.
უსმენდა საყვარლად გაბრაზებულ გოგონას და ღიმილს ვერ იკავებდა, ისეთი ნაზი იყო, ისეთი მიამიტი და გულუბრყვილო.
- მართლა ფიქრობ რომ შეიძლება ხუთი შვილი გამიჩინო? -სრულიად სერიოზულად ჰკითხა.
- რაა? -ახლაღა მიხვდა ალექსანდრა რაც წამოცდა, -რა ხუთი შვილი ეს უბრალოდ მაგალითად, სიტყვის მასალად გამოვიყენე.
- ჰოო? მე კი მგონია რომ ამაზე უკვე ნაფიქრი გაქვს, -საყვარლად აუხამხამა თვალები და მისი გაღიმებაც კი მოახერხა.
- ვიფიქრე და მერე როგორ, უკვე სახელებიც კი მაქვს შერჩეული, -ხუმრობაში აყვა და ცოტა ხანში ორივე გულის წასვლამდე ხარხარებდნენ.
- წავედით თორემ ასე ორი დღე მოვუნდებით ჩასვლას, -როგორც იქნა საბამ ავტომობილი დაძრა და გზაზე გავიდა, -შენ თუ გინდა დაიძინე და თბილისში რომ შევალთ გაგაღვიძებ.
თითქოს მის სიტყვებს ელოდაო, ალექსანდრამ სავარძელი უკან გადაწია თვალები დახუჭა და რამდენიმე წუთში უკვე ეძინა, ცოტა ხანში საუბრის ხმამ გააღვიძა, თვალები მოიფშვნიტა და მიმოიხედა, უკვე ქალაქში იყვნენ, საბა კი პატრულის თანამშრომელს ესაუბრებოდა.
- რა ხდება დაგვაჯარიმეს? -ჯერ კიდევ ნახევრად ძილბურანში მყოფმა ჰკითხა.
- არა უბრალოდ დღეს საპროტესტო აქციას მართავენ და რამდენიმე მთავარი გზა გადაკეტილია, -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ძრავი ჩართო, -სხვა გზით მოგვიწევს წასვლა.
- ზუსტად მაგ უბანში ვცხოვრობ, -წამოიძახა ალექსანდრამ როცა მოისმინა რა გზითაც აპირებდა წასვლას საბა, -უფრო სწორად ვცხოვრობდი სანამ მშობლები დამეღუპებოდა და სანამ ქეითთან და ნიკოლასთან გადავიდოდი საცხოვრებლად.
- ჰოო, არადა საშინლად ვერ ვიტან მაგ ადგილს, თუმცა სხვა რა გზაა... -სიჩქარეს მოუმატა და გზიდან გადაუხვია...



კაი რა ყველა ასეთი საყვარელი როგორ გყავს? ❤️
საბას შესახებ რაღაცები გავიგეთ, მაგრამ ვგრძნობ კიდევ ბევრი დამალული კარტი გაიხსნება.
ეს ახალი, ანნა, კაი შერეკილი ვინმეა :)
არა მგონია ალეს საქმეში გარეული იყოს.
სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბება, ასე მგონია.
ველოდები შემდეგს❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
კაი რა ყველა ასეთი საყვარელი როგორ გყავს? ❤️
საბას შესახებ რაღაცები გავიგეთ, მაგრამ ვგრძნობ კიდევ ბევრი დამალული კარტი გაიხსნება.
ეს ახალი, ანნა, კაი შერეკილი ვინმეა :)
არა მგონია ალეს საქმეში გარეული იყოს.
სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბება, ასე მგონია.
ველოდები შემდეგს❤️


სამაგიეროდ ნათესავები მყავს საძაგლები laughing
საბას რაც შეეხება ჯერ კიდევ გაირკვევა შემდეგ თავებში რაღაც-რაღაცეები

 


ლილა ნესი
რუსკიმარუსია
კაი რა ყველა ასეთი საყვარელი როგორ გყავს? ❤️
საბას შესახებ რაღაცები გავიგეთ, მაგრამ ვგრძნობ კიდევ ბევრი დამალული კარტი გაიხსნება.
ეს ახალი, ანნა, კაი შერეკილი ვინმეა :)
არა მგონია ალეს საქმეში გარეული იყოს.
სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბება, ასე მგონია.
ველოდები შემდეგს❤️


სამაგიეროდ ნათესავები მყავს საძაგლები laughing
საბას რაც შეეხება ჯერ კიდევ გაირკვევა შემდეგ თავებში რაღაც-რაღაცეები

ნათესავებს ერთად მოუვლიან მაგაზე არ ვნერვიულობ მე smile

 


№4 სტუმარი სტუმარი თეო

რატო მგონია რო საბა რაღაც კავშირშია მისი მშობლების სიკვდილთან?????

 


№5 სტუმარი ლიზიკო

ვაიმე ანა რაგიჟია როგორ გამახალისა :D საყვარელი ჩანს ♡

 


№6  offline წევრი Lizi°

ამ რაღაცა აქციამ და მთავარი გზების გადაკეტვამ დამაეჭვა. ვნახოთ, ვნახოთ
ნიკოლას თავშეკავებულობა მოსაწონია ნამდვილად♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent