ყალბი თავისუფლება ( 9 )
- შეგიძლია ცოტა ხნით იმ შენობასთან გააჩერო? -ერთ-ერთ შენობაზე მიუთითა საბას უცნაურად აღელვებულმა ალექსანდრამ. - მაინცდამაინც აქ? -მოღუშულმა მიმოიხედა ირგვლივ საბამ და მუხრუჭს ფეხი დააჭირა. - უბრალოდ მინდა რაღაც გაჩვენო, შეხედე, -ღიმილით გაიშვირა თითი, -მესამე სართულზე ყავისფერ ფანჯრებს ხედავ? ჩემი ბინაა, უკვე რვა წელი ხდება რაც აქ აღარ მოვსულვარ, რატომღაც მეგონა რომ აქაურობის ნახვა გულს მატკენდა და ძველ ჭრილობებს განმიახლებდა თუმცა ახლა ვფიქრობ რომ დრო მართლაც ყველაფრის მკურნალი ყოფილა, ამ უბანში გავიზარდე, ჩემთვის დედ მამის ყოველი გახსენება აქაურობასთან ასოცირდება და მიუხედავად იმისა რომ ჯანოს წყალობით ცუდი მოგონებებიც საკმაოდ მაქვს აქაურობასთან დაკავშირებით კარგი უფრო მეტია, ჩემს კარგ მოგონებებს, მშობლებთან გატარებულ ლამაზ წლებს ის საშინელი დღეც კი ვერ ჩრდილავს... ამოიოხრა, თვალები მაგრად დახუჭა, თავი უკან გადააგდო და ტუჩზე იკბინა რომ როგორმე ცრემლები შეეკავებინა, ფრთხილი შეხება იგრძნო მხარზე და მის ხელებს დაჰყვა, გულზე მაგრამ მიიკრა საბამ, არაფერს ეუბნებოდა, უბრალოდ ეფერებოდა და მის დამშვიდებას ელოდა. - მიდი მომიყევი, ვიცი რომ გინდა ყველაფერი მომიყვე, მე უბრალოდ მოგისმენ, -თბილად ჩასჩურჩულა როცა იგრძნო რომ სუნთქვა დაუმშვიდდა, თავი ასწია ალექსანდრამ და ამღვრეული მზერა შეანათა. - აი იქ იმ ადგილს ხედავ? -ქუჩის კუთხისკენ გაიშვირა ხელი, -შეხედე რა კარგად მოსჩანს ჩემი ბინის აივნიდან, ზემოდან ყველაფერი ისე ჩანს თითქოს ხელისგულზე გქონდეს, -ერთ წამს გაჩუმდა და სახე ისე დაემანჭა თითქოს საშინელი რამ გაახსენდაო, ძლივს შეძლო საუბრის გაგრძელება, ეტყობოდა რომ ლაპარაკი უჭირდა თუმცა საბას მისი შეჩერება არც უფიქრია, ესმოდა რომ ახლა ალექსანდრას მასთან საუბარი და მასში დიდი ხნის ნაგროვები ემოციებისგან განთავისუფლება სჭირდებოდა. - ჰოდა რას ვამბობდი, იმ დღეს თოთხმეტი წლის გავხდი, ჩემი მშობლები ჩემი დაბადების დღისთვის რაღაც-რაღაცეების საყიდლად გავიდნენ სახლიდან, სადარბაზომდე გავაცილე და მერე ბინაში ავბრუნდი, ავედი თუ არა სროლის ხმა მომესმა, აივანზე გავედი და ქუჩას გავხედე... უეცარი ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილმა საბამ კბილი კბილს მაგრად დააჭირა, უკვე იცოდა რასაც ეტყოდა ალექსანდრა, ადვილად დაუკავშირა ერთმანეთს ყველაფერი და ახლა საკუთარი უკუღმართი ბედის გამო, ერთადერთი რაც უნდოდა აქედან გაქცევა და ბოლო ხმაზე ღრიალი იყო... - თქვეს რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ და უბრალოდ ქუჩურ გარჩევას შეეწირნენ, იმ დღეს მათთან ერთად კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა, საქმე წესიერად არც გამოუძიებიათ, წარმოგიდგენია? ხუთი ადამიანი დღისით მზისით შუაგულ ქუჩაში დახოცეს და დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ, თავისუფლად დადიან ქუჩაში და ალბათ აღარც კი ახსოვთ რა გააკეთეს, არ აინტერესებთ რამდენი ადამიანი გააუბედურეს და რამდენის ცხოვრება შეცვალეს ძირფესვიანად... - ვერაფრით ვივიწყებ როგორ იწვა დედა ტროტუარზე უსულოდ, უმოძრაოდ, ხელებგაშლილი, ისეთი მშვიდი ჩანდა, ისეთი ლამაზი... -მოგონებებს და ერთდროულად თავს დამტყდარ გრძნობებს ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა ატირდა... - დამცინი ღმერთო? -ჩაიჩურჩულა და სახე ხელებში ჩარგო, საშინელ დღეში იყო, თუმცა მაინც იპოვა საკუთარ თავში ძალა რომ ავტომობილიდან არ გადასულიყო და უკანმოუხედავად არ გაცლოდა აქაურობას, ალექსანდრას ასე უბრალოდ ვერ დატოვებდა, არ შეეძლო, მთელი ძალით ჩაიკრა გულში, ერთხანს ასე ცდილობდა მის დამშვიდებას, მერე თავი ააწევინა და ცრემლები მხურვალე კოცნებით შეუშრო. - მე შენთან ვარ, ყველაფერი კარგად იქნება გესმის? შემომხედე, -აიძულა მისთვის თვალი გაესწორებინა და მთელი შერჩენილი ძალა და ნებისყოფა მოიკრიბა რომ მისთვის გაეღიმა. - ალბათ ერთი მტირალა სუსტი გოგო გგონივარ არა? -ტირილისგან ჩაწითლებული თვალები შეანათა ალექსანდრამ, -უბრალოდ თავი რატომღაც ცუდად ვიგრძენი, არ მეგონა რომ ასე იქნებოდა მაგრამ აქაურობამ ჩემზე ცუდად იმოქმედა, ქეითის და ნიკოლას გარეშე თავი მარტოდ ვიგრძენი. - სულაც არ ხარ სუსტი, შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ ვისაც ვიცნობ, ასე რომ შეწყვიტე ტირილი და გამიღიმე, მეორედ აღარ თქვა რომ მარტო ხარ, შენთან ვარ შენს გვერდით, მინდა რომ ეს იგრძნო და გაითავისო... თბილად ელაპარაკებოდა, მშვიდად, სიტყვებს სათითაოდ არჩევდა, მზერით კონტაქტს არ სწყვეტდა და თითებს ნაზად დაატარებდა მის სახეზე და თმებში, ალექსანდრა მისკენ რომ გადმოიხარა, გამხდარი მკლავები მხრებზე რომ მოხვია და მთელი ძალით რომ ჩაეხუტა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და სუნთქვა შეეკრა... - ხომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები? -თითქოს სადღაც შორიდან ჩაესმა მისი ხმა. - მანამ სანამ შენ გექნება ამის სურვილი, -თითქოს გული ამოაყოლა სიტყვებს. - არასდროს მენდომება შენგან შორს ყოფნა. - მისმინე პატარავ, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაიგო ყოველთვის იცოდე რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, მინდა ჩემი გჯეროდეს, მინდა გჯეროდეს რომ ყველანაირი ქვენა გრძნობების, გათვლების და ანგარიშების გამო მინდა შენთან ერთად ყოფნა, -უჭირდა საუბარი, ძალიან უჭირდა მაგრამ ამდენი მაინც რომ არ ეთქვა გული გაუსკდებოდა. - ამას რატომ მეუბნები? -მისი მხრიდან თავი არ აუწევია ალექსანდრას ისე ჰკითხა. - უბრალოდ ყოველი შემთხვევისთვის მინდა რომ იცოდე, ახლა კი დაუბრუნდი შენს სავარძელს და სახლში წავიდეთ, -კომფორტულად მოთავსებაში დაეხმარა და ძრავა ჩართო. - სახლი, ტკბილი სახლი, -უცნაურად გახალისებულმა ჩაიჩურჩულა ალექსანდრამ, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. - სიმართლე რომ გითხრა არ მეგონა თუ ჩემთან ერთად ცხოვრებას დათანხმდებოდი, -საბას ხმის გაგონებისას ისევ გაახილა თვალები. - მერე? -ეჭვით სავსე ხმით იკითხა. - მერე ის რომ ყველაფრის მიუხედავად უბედნიერესი ვარ. - ყველაფრის მიუხედავად? რას გულისხმობ. - ისეთს არაფერს, დამშვიდდი. - რატომ მგონია რომ რაღაცას მიმალავ? რაღაცას რაც მე მეხება, აქედანვე მინდა იცოდე, საშინლად ვერ ვიტან ტყუილს. - მე კი ვერ შეგპირდები რომ არასდროს არაფერს მოგატყუებ, თუკი ჩვენს ურთიერთობას საფრთხე დაემუქრება შეიძლება მოგატყუო კიდეც, ხომ ხედავ არ გიმალავ, -გაღიმებულმა გადმოხედა და მისი თითები მოიქცია ხელში. - აქედანვე ასეთ რამეებზე ნუ ვიფიქრებთ კარგი? - კარგი, შევთანხმდით, თუმცა იცოდე ვერაფერს გამომაპარებ, -ღიმილით მიიტანა ორი თითი თვალებთან და მერე მისკენ გაიშვირა, -ჰო მართლა რაღაც უნდა გთხოვო. - ნებისმიერი რამ მთხოვე, -გაიღიმა საბამ. - დღეს რატისთან და ნატასთან ერთად ნიკოლა და ქეითიც დაბრუნდნენ თბილისში, ხვალ მათთან შევლა მომიწევს აუცილებლად რომ ჩემი ნივთები ავიღო. - შეგიძლია საერთოდ არ შეიარო და ყველაფერი ახლიდან ვიყიდოთ, -სრულიად მშვიდი ხმით წინადადება წამოაყენა საბამ თუმცა ალექსანდრას არ გასჭირვებია მის ხმაში ცუდად დაფარული ეჭვიანობის ამოცნობა. - არ გინდა რომ ნიკოლა ვნახო? ამაზე ხომ ვისაუბრეთ? - არა ეს რა შუაშია, მე უბრალოდ... - ბავშვივით იქცევი, -გულიანად გაეცინა. - შენი ბრალია უკვე მართლა ვეღარ ვხვდები რას ვაკეთებ, -ჩაიცინა საბამ, -მიდი მიდი ხომ ხედავ თვალებს ძლივს ახელ, ცოტა წაუძინე. - - - - - - - - - ჩაბნელებულ ოთახში იწვა ნიკოლა, წელსზემოთ შიშველი იყო, თმააჩეჩილი და თვალებჩაწითლებული, მთელი ღამე იბორგა, დაძინება სცადა მაგრამ ერთი წუთითაც ვერ მოხუჭა თვალი, რამდენიმე წლის შემდეგ პირველად იყო რომ ამ ბინაში ათევდა ღამეს და მისი ციცქნა არ ყავდა გვერდით, საოცარ სიცარიელეს გრძნობდა, კიდევ სიბრაზეს, მონატრებას... იმაზე ფიქრი რომ ალექსანდრას ახლა შეიძლება საბას გვერდით ეძინა, რომ ისინი... - ჯანდაბა ასე შეიძლება გავგიჟდე, -გაჭირვებით წამოჯდა, ზურგსუკან ბალიში ამოიდო და სქელი მუქი ლურჯი ფარდებით ჩაბნელებულ ფანჯრებს გახედა, -არ შემიძლია, რატომ არ შემიძლია რომ მასზე არ ვიფიქრო, რატომ არ შემიძლია რომ თავიდან ამოვიგდო, რატომ არ შემიძლია როგორც დას ისე შევხედო, თავიდანვე არ უნდა დამეშვა... - დიდი ხანია საკუთარ თავთან ლაპარაკი დაიწყე? -შუა ოთახში იდგა ქეითი და ღიმილით შესცქეროდა. - როდის შემოხვედი? - ახლახანს, ისე იყავი საკუთარ თავთან საუბრით გართული რომ ვერაფერი გაიგე, რატომ ზიხარ ჩაბნელებულ ოთახში? დეპრესია გაქვს? -ფანჯარას მიუახლოვდა და ფარდები გადაწია. - უკვე გათენებულა, -გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ნიკოლას დღის სინათლის დანახვისას, -რომელი საათია? - ცხრა ხდება და სტუმარი გყავს. - სტუმარი? მეე? -თანაც ამ დროს? - ჰოო, და აბა თუ მიხვდები ვინ არის? -ეშმაკურად აათამაშა წარბები ქეითმა. - ოოჰ კარგი რა, ახლა არ მითხრა რომ ისევ ის არანორმალური მომადგა. - მასზე ასე ნუ ლაპარაკობ ნიკოლა, ანა ძალიან კარგი გოგოა, -გაბრაზებული სახე მიიღო და თითი მუქარით დაუქნია. - კარგი? საეჭვო და საშიში ვინმეა. - ახლა არ მითხრა რომ თითისტოლა გოგომ შეგაშინა, მე მაინც ნუ მატყუებ, მშვენივრად ვხვდები როგორ გსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, მე უნდა გავიდე, ბარში ბევრი საქმე დამიგროვდა. - მოიცა მიდიხარ და მას აქ მიტოვებ? ასე უნდა გამწირო? სულ ეს არის ჩვენი და ძმობა? -ნიკოლამ ისეთი სახით შეხედა, ცოტაც და ქეითი იფიქრებდა მართლა ეშინიაო. - ანას ვთხოვე რომ სანამ დავბრუნდები მოგხედოს და ისიც დიდსულოვნად დამთანხმდა, ასე რომ მასზე ტყუილად ნუ ბრაზობ, მე დავპატიჟე, დავურეკე თუ არა ოც წუთში აქ იყო, ასე რომ კეთილი ინებე და ზრდილობიანად მოექეცი, არ აწყენინო, -ნიკოლა საფუძვლიანად დამოძღვრა, შებრუნდა და სერიოზული შეთქმულების მონაწილისთვის შესაფერისი გამომეტყველებით გავიდა გარეთ, ბედს დამორჩილებულმა ამოიოხრა ნიკოლამ. რამდენიმე წუთი არ გასულა რომ კარი დაუკაკუნებლად შემოაღო ანამ და ოთახში თამამად შეაბიჯა, ხელში საჭმლით სავსე ლანგარი ეკავა, ჩვეულებისამებრ მოკლე შორტი ეცვა, ფართო ჭრელი მაისური, თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული, ფეხშიშველი იყო და დაჰიპნოზებულივით პირდაღებული შესცქეროდა ნიკოლას, უყურებდა ნიკოლა ამ პატარა გამხდარ, ლამაზ, ქერათმიან თოჯინას და ახლა გულიანი გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა, თუმცა მისი წვალების შანსს ასე ადვილად ვერ გაუშვებდა ხელიდან. - დიდხანს უნდა მიყურ ასე პირდაღებულმა? -ჩაიღრინა და ხელით ანიშნა ლანგარი ტუმბოზე დადეო. - აა, ჰოო, ქეითმა მითხრა რომ აუცილებლად უნდა შეჭამო ეს ყველაფერი, დღეს მე უნდა მოგხედო, იცოდე ყველაფერი უნდა დამიჯერო, -უკვე გამოფხიზლებულმა ამაყად მიმართა და საწოლზე ჩამოუჯდა, -ჰო მართლა არ გინდა მაისური მოგიტანო რომ ჩაიცვა? -მიამიტურად ჰკითხა და მის უზადო სხეულს თვალი აარიდა. - რატომ უნდა ჩავიცვა, ასე შიშველი გაღელვებ? თუ გაშინებ? -ირონიული ღიმილით უთხრა, წამოიწია, მისკენ გადაიხარა და სახე სახესთან მიუტანა, არ გამოპარვია ანას აწითლებული ლოყები, აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა, უნებურად გაექცა თვალი მისი ვარდისფერი მსხვილი ტუჩებისკენ და როცა ნესტოებში, უცხო სასიამოვნო სურნელიც შეუძვრა ვეღარ მოითმინა, ჭრილობა და ტკივილები აღარც გახსენებია, ერთი ხელი მხარზე მოხვია მეორე წელქვეშ შეუცურა საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა, დაჰყურებდა გაოცებულს, შეშინებულს, ენაჩავარდნილს, უსაშველოდ ლამაზს და თავს ებრძოდა რათა ისეთი რამ არ გაეკეთებინა რასაც მერე საშინლად ინანებდა... - რას აკეთებ? -გაპარული ხმით ძლივს ამოიკნავლა ანამ და მისგან თავის დაღწევა სცადა, ხელი გაუშვა ნიკოლამ გვერდზე გადაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. - წადი აქედან, -რაც შეეძლო მშვიდი ხმით უთხრა. - ესე იგი მაგდებ არა? -არეული ძლივს წამოდგა საწოლიდან და ნელი ნაბიჯით წავიდა კარისკენ. - ასე რატომ იქცევი ანა? -კართან დაეწია ნიკოლას ხმა. - როგორ ასე? -აცრემლიანებული თვალებით გამოხედა. - ალექსანდრას ბიძაშვილი ხარ და საერთოდ არ გაინტერესებს მისი ბედი, ერთხელაც არ გიკითხავს როგორ არის, ამის მაგივრად დილაუთენია მოდიხარ ჩემთან ფაქტიურად უცნობ კაცთან და სახლობანას მეთამაშები, შენი აზრით ეს ნორმალურია? როგორ ფიქრობ შეიძლება შენნაირი გოგო მომეწონოს? საშინელებებს ეუბნებოდა, უნდოდა რაც შეიძლება მალე მოეშორებინა თავიდან, არ მოსწონდა ის შეგრძნებები რაც მასთან ახლოს ყოფნისას ეუფლებოდა, ეს პატარა უცნაური არსება მასში ცვლილებებს იწვევდა და ამას რატომღაც ვერ ეგუებოდა... - საშინელი ადამიანი ხარ, -აღმოხდა ანას და ამჯერად ვეღარ შეიკავა ცრემლები, -მე არც ისეთი უგულო ვარ როგორც შენ გგონია, ქეითს ვკითხე ალექსანდრას შესახებ, ტელეფონზეც ვესაუბრე ჩემს ბიძაშვილს გუშინ როცა ჯერ კიდევ გზაში იყვნენ და შევუთანხმდი რომ დღეს უნდა ვნახო, ახლა კი უბრალოდ მინდოდა რომ ქეითს დავხმარებოდი და შენთვის მომევლო, მითხრა რომ ბარში ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და შენ მარტო ვერ გტოვებდა... სლუკუნ-სლუკუნით ლაპარაკობდა და პატარა ბავშვივით მუშტით იწმენდდა ცრემლებს, ბოლოს ვეღარ გაუძლო, გარეთ გავარდა და მთელი ძალით გაიჯახუნა კარი, რამდენიმე წამს გაშეშებული იჯდა ნიკოლა... - ზედმეტი მომივიდა, ამის დედაც, არ შემიძლია ასეთს ვუყურო, -სწრაფად წამოხტა ფეხზე და მკვეთრი მოძრაობის გამო მოვლილი ტკივილისგან კინაღამ ჩაიკეცა, კარადიდან მაისური გამოიღო გადაიცვა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა მისაღებში, იქ გამეფებულმა სიცივემ და სიჩუმემ საშინლად ატკინა გული. - წასულა, -სიმწრით ჩაიცინა და იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა, შეკრთა როცა სამზარეულოდან ხმა მოესმა, ის იყო უნდა წამომდგარიყო რომ სამზარეულოდან ანა გამოვიდა ყავის ჭიქით ხელში, მოუახლოვდა და მის წინ მოკალათდა დივანზე, ფეხები მაღლა აიკეცა და ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა. - გეგონა რომ წავედი? -ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა. - მეგონა რომ წახვედი, -მისი დანახვით მოგვრილი შვების ღიმილი ძლივს შეიკავა. - ასე მალე არ ვნებდები, ადვილად ვერ მომიშორებ, -თითი მუქარით დაუქნია ანამ და თითქოს მის ჯიბრზე ხმაურით მოსვა ყავა. ისეთი ბავშვური და საყვარელი იყო, თავი ვეღარ შეიკავა ნიკოლამ და გულიანად ახარხარდა. - - - - - - - - - - უზარმაზარ, ფუმფულა საწოლში გაეღვიძა ალექსანდრას, ღიმილით გაიზმორა და იქაურობა მოათვალიერა, მაშინვე მიხვდა ვისი საძინებელიც იყო, მიუხედავად იმისა რომ საბა არსად ჩანდა ყველაფერს მისი სურნელი ჰქონდა, წამოჯდა და მაშინღა შეამჩნია რომ საბას მაისური ეცვა და მხოლოდ ქვედა საცვალი, ლოყები აუხურდა იმის წარმოდგენისას რომ მან გამოუცვალა, ბუნდოვნად ახსოვს როგორ შემოიყვანა სახლში ხელში აყვანილი, უნდოდა გამოფხიზებულიყო მაგრამ ძილს თავს ვერ აღწევდა, მის სურნელში გახვეულს სულაც არ უნდოდა თვალის გახელა... ტუმბოზე მდგარ საათს დახედა და გაოცებისგან წარბები აზიდა თერთმეტი ხდებოდა, დიდი ხანია ასე მშვიდად და ტკბილად არ სძინებია, წამოდგა და კარდა გამოაღო რომ რამე შორტის მაგვარი ეპოვა რასაც ჩაიცვავდა, გაეღიმა როცა საოცარი პედანტურობით დალაგებულ ტანსაცმელს მოკრა თვალი, შორტიც იპოვა, ამოიცვა და სააბაზანოში შევიდა, ერთხანს ღიმილით შეჰყურებდა სარკეში საკუთარ თავს და უკვირდა ბედნიერებით სახეგაბრწყინებული ორეულის დანახვა, სულ სხვაგვარი იყო შეყვარებული ალექსანდრა... საძინებლის კარი გამოაღო და დერეფანში გავიდა, როგორც იქნა პირველ სართულზე ჩასასვლელ კიბესაც მიაგნო, ფრთხილად ჩაუყვა ფართო კიბეებს, დაბლა ჩასულმა მიმოიხედა, სახლი უზარმაზარი იყო და უჭირდა გაეგო ახლა საით უნდა წასულიყო მაგრამ ბევრი არ უწვალია, ერთ ერთი ოთახიდან საბას ხმა მოესმა და პირდაპირ იქით გაემართა, ოდნავ შეღებულ კართან გაჩერდა და ის იყო უნდა დაეკაკუნებინა რომ ხელი ჰაერში გაუშეშდა... - ვერ ვხვდები რატომ გეშინია იმის რომ ალექსანდრამ შეიძლება ყველაფერი გაიგოს? -რატის ხმა იცნო და დაინტერესებულმა გადაწყვიტა ყურის მიგდება. - თავი მის ადგილზე წარმოიდგინე, შენ რას იფიქრებდი? -ახლა საბას ხმა მოესმა და უფრო მეტად დაცქვიტა ყურები. - იმას ვიფიქრებდი რომ შენ არაფერ შუაში ხარ, შენ მართლა არაფერ შუაში ხარ საბა, ალექსანდრა ჭკვიანი გოგოა და ყველაფრის გაგებას შეძლებს. - მე ვერ შევძლებდი, -ჩაწყვეტილი ხმით ჩაილაპარაკა. - დარწმუნებული ხარ? - არ ვიცი, არაფერი აღარ ვიცი რატი, რომ მიმატოვოს? ყველაფერი რომ გაიგოს და მიმატოვოს მერე რაღა უნდა ვქნა, უიმისოდ ისევ ის წყეული სიბნელე ჩაყლაპავს და ბოლოს მომიღებს... არადა იმასაც ვერ მოვახერხებ ყოველ დღე თვალებში ვუყურო და ასე უსინდისოდ მოვატყუო. - მაშინ სხვა რა გზაა ადექი და უთხარი. - არ შემიძლია, შენი აზრით ასე ადვილია იმის თქმა რომ ბიძაჩემის დაქირავებულმა მკვლელებმა რომლებიც ჩემი მშობლების და დის დასახოცად დაიქირავა შემთხვევით მისი მშობლების სიცოცხლეც შეიწირეს? შენი აზრით ასე ადვილია... სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა რომ კარი გაიღო და სახეგაფითრებული ალექსანდრა გამოჩნდა, ბარბაცით გადმოდგა ორი ნაბიჯი, პირს აღებდა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ხმა არ ამოდიოდა, ერთხანს ასე ერთ ადგილზე იდგა, მერე ერთბაშად მოეკვეთა მუხლები და ჩაიკეცა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.