შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის [სრულად]


26-08-2022, 20:36
ნანახია 5 177

-აუ, ნუ ტირი რაა.. ხომ იცი ვერ ვიტან რომ ტირი!-დაილაპარაკა გიომ და თბილი ხელებით შეეხო ნინის სახეზე.
-დავიღალე მინდა რომ დასრულდეს ამდენი ტანჯვა, მინდა რომ ერთად ვიყოთ-ამოისლუკუნა ნინიმ და მთელი ძალით ჩაეჭიდა გიოს ხელებს-ხომ ერთად ვიქნებით?! შენს გარეშე სიცოცხლე უფერულია!
-ჩუ, ეგ აღარ გაიმეორო! ჩემო სიცოცხლე წლებია ერთმანეთი გვიყვარს და არავის და არაფრის გამო არ ვაპირებ შენს მიტოვებას! შენ მთელი ჩემი ცხოვრება ხარ ნინი!
ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ მიყვარდი მიყვარხარ და მეყვარები გესმის. გიო ნინის ჩახუტა ცრემლები საკუთარი ხელით მოწმინდა და შუბლზე ნაზად აკოცა. ცოტა ხანში ნინიმ დუმილი დაარღვია
-გიო, ოდესმე მოვა დრო რომ ერთად ვიქნებით?! დავიღალე უკვე მეტი აღარ შემიძლია გაცნობის დღიდანვე სულ რაღაც გვემართება ორი წელია შეყვარებულები ვართ და ეს პრობლემები სულ ხომ აღარა და არ დაილია!-შეხედა სევდიანად თავის შეყვარებულს, თუმცა ამ თვალებში იმედის პატარა ნაპერწკალს მაინც დაინახავდით, სწორედ ამ თვალებით შეაყვარებდა თავს ნებისმიერ ადამიანს, ისევე, როგორც გიორგი ჯალაღონიას, რომელსაც აგერ უკვე ორი წელია თავდავიწყებით უყვარდა ნინი ცხადაძე.
,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?! თაფლში ურევს მწარე ნაღველს! მტრისას მისი გამოცანა!"
-ცოტაც მოითმინე და მალე ერთად ვიქნებით და მარტო მე და შენ გაიგე ჩემო სიცოცხლევ
-ესეც გაივლის-იმედიანად გაეღიმა ნინის და შეეცადა აჩქარებული გულისცემა დაეოკებინა
-ესეც გაივლის პატრავ!-გიო ნინის ჩახუტა და თმაზე ალერსი დაუწყო. ნინი ნამტირალევიც კი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა გიო მიხვდა, რომ ნინი კიდევ უფრო შეუყვარდა მაგ მომენტში.
ამ ამბის შემდეგ სამი თვე გავიდა ნინის არ შეეძლო გიოს გარეშე, ასევე არც გიოს. არც-ერთი არავის არ აჩვენებდა თავის ცრემლებს ღამე რისთვის არსებობდა მათ ცრემლებს ხომ ვერავინ შენიშნავდა. ნინის მამამ გათხოვება აიძულა დიახ! სწორად ბატონი მერაბი იყო მათი პრობლემების თავი და თავი......... მას გიო თავიდანვე არ მოსწონდა მხოლოდ იმიტომ, რომ გიო მათი წრის შესაფერისი არ იყო! არ აკმაყოფილებდა ის, რომ გიორგი ჯალაღონია მანქანების ბიზნესით და ასევე მეღვინეობით იყო დაკავებული. მილიარდელი 60 წლის მისი ასაკის და ასევე ძველი მეგობარი ჯდებოდა სწორედ მის გემოვნებაში სასურველ სიძედ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თავისი 21 წლის გოგო მიეთხოვებინა თავის მილიარდელ მეგობარზე.
ნინის კი უთხრა, რომ თუ ამ ქორწინებას არ დათანხმდებოდა, გიოს და მის ოჯახს თვალწინ დაახლიდა ტყვიას, თან ისე რომ ვიდეოს აყურებინებდა! რა გააკეთა ნინიმ? რათქმაუნდა დათანხმდა. გიოს სიკვდილს ისევ თავისი თავი გაეწირა სჯობდა. ამიტომ ქორწილამდე ხუთი დღით ადრე საწამლავი იყიდა. გადაწყვიტა, როგორც კი ხელს მოაწერდნენ, ეგრევე დაელია, სხვა კაცის ცოლობას ისევ სიკვდილი ერჩია და ასეც იქცეოდა.
უკვე ქორწილის წინა დღე იყო, ნინი ცხადაძე ოთახში იჯდა, დედის სურათს გულში იკრავდა და ტიროდა. უდედოდ გაზრდილი ყოველთვის მარტო იყო, მამის გამო არც დედის ნათესავებთან ჰქონდა ამ ბოლო დროს ურთიერთობა და არც მის ახლო მეგობრებთან-რადგან მამამისი ფიქრობდა, რომ მათი ოჯახის შესაფერისები არ იყვნენ!
საწამლავს თავისი საწოლის ლეიბში მალავდა, გიომ არ იცოდა ქორწილის შესახებ არაფერი. უცებ გამოერკვა ცრემლები მოიწმინდა და ხელის კანკალით აკრიფა იმ ადამიანის ნომერი, რომელსაც ხვალ სრულიად გააზრებულად თუ გაუაზრებლად, საშინელ ტკივილს მიაყენებდა თავისი სიკვდილით.
-გისმენთ?-გაისმა გიოს ხმა მობილურში-ნინი ცხადაძემ კი ძლივს შეიკავა თავი, რომ ცრემლები შადრევანივით არ გადმოფრქვია თვალებიდან, დიახ იმ თვალებიდან რის გამოც ადამიანებს დანახვისთანავე აყვარებდა თავს.
-გიო, შეგიძლია დღეს საღამოს რვისთვის შემხვდე?
-პატარავ შენ ხარ?! რამე მოხდა შეშინებული ხმა გაქვს... მამაშენმა ხომ არ გითხრა რამე? მოვკლავ იმ ა*ვარს!-ყელზე ძარღვები დაეჭიმა იგი.
-არა, არა ყველაფერი კარგად არის უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდა-სწრაფად მიაყარა და წამოსული ცრემლი მოიწმინდა
-კარგი გაემზადე და წაგიყვან.
გიო ნინიზე ძალიან ნერვიულობდა იმიტომ, რომ ნინი უცნაური ხმით ელაპარაკებოდა თანაც ასეთ დროს არასოდეს დაურეკავს. რვაზე შეხვდნენ და ერთად პარკში გაისეირნეს.
ნინიმ ყველაფერი მოუყვა რასაც აპირებდა, არც ის, რომ მეორე დღეს ზუსტად 22 ივნისს გამოეთხოვრბოდა სიცოცხლეს.
გიორგი ჯალაღონიამ ცრემლები ვეღარ შეიკავა
-კარგი, მოიკალი ხვალ თავი, მაგრამ ერთი ეს იცოდე, როცა შენ სიცოცხლეს დაასრულებ ზუსტად იმ წამს დასრულდება ჩემი სიცოცხლეც, ყველაფერს გადავიტან, მაგრამ შენს დაკარგვას ვერა.
-არა, არა!-ამოიტირა ნინიმ-თუ ვინმე უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან ის მხოლოდ მე ვარ... შენ აუცილებლად იცოცხლებ, ცოლს მოიყვან და...
-ამის დედაც!-იღრიალა გიომ და იქვე ჩაიკეცა-ამას ასე მშვიდად როგორ მეუბნები?! ამდენად ეგოისტი როგორ ხარ, რომ ჩემზე და ჩემს გრძნობებზე არ ფიქრობ! შენი პატარა ჭკუით გადაწყვიტე, ასე უბრალოდ უბრძოლველად წახვიდე?! იმაზე თუ დაფიქრებულხარ მე როგორ მეტკინება!
გიომ სახეზე ხელები აიფარა და ისე ატირდა. ცხადაძეს კი ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები, ჰაერში იყურებოდა და საყვარელი მამაკაცისადმი შეხედვას ვერ ბედავდა. ახლა უკვე სრულიად აცნობიერებდა თუ როგორ ატკენდა ხვალ საყვარელ ადამიანს, მაგრამ არაფრის გაკეთება შეეძლო. ტირილს უფრო უმატა, სიცოცხლე უნდოდა, მაგრამ არა სხვა მამაკაცის ცოლის სტატუსით.
ცოტა ხანში გიოს რაღაცა მოაფიქრდა და ნინი ხელში აიყვანა და ცხადაძის წინააღმდეგობის მიუხედავად თავის მანქანაში ჩასვა
-გიო, რას აკეთებ ხომ არ გაგიჟდი?
-მოგიტაცე-უთხრა სრულიად მშვიდად ამიერიდან შენ ჩემი კანონიერი ცოლი გახდები გვეყო ამდენი ტანჯვა!ადრე შენ სულ მამაშენზე ფიქრობდი ახლა კი მხოლოდ შენ თავზე იფიქრებ!
-მე...-ატირდა ნინი არ მინდა სიკვდილი, მაგრამ არც ის მინდა რომ სხვა კაცის ცოლი მერქვას!
-არც გერქმევა!-გაუღიმა გიომ და ყაზბეგის გზას დაადგა
-რა... რას აპირებ?!-შეშინებულმა ცრემლიანი თვალებით გახედა-გიო გთხოვ, შენ რომ რამე დაგემართოს..
-ნუ მთხოვ!-მკაცრად დაილაპარაკა ჯალაღონიამ და პედალს უფრო მიაწვა-დღესვე მინდა, რომ ჩემი ცოლი გახდე! მერაბს კი აღარ ექნება უფლება, რომ იმ *ირზე ძალით გაგათხოვოს! შენ ჩემი ხარ და ბოლომდე ჩემით იქნები!
სულ რაღაც ორ საათნახევარში ჯვარსაწერილები გამოდიოდნენ გერგეტის სამებიდან
-მერაბი...
-ჩუ!-თითები მიადო ტუჩებზე ნინის, როცა შენთან ვარ, არაფრის არ უნდა შეგეშინდეს. პოლიციაში დავრეკე და ყველაფერი მოვუყევი მერაბის და აკაკის(ნინი ვისაც მიყვებოდა ცოლად) შესახებ, ახლა ალბათ იზოლატორშია უკვე ორივე-უხერხულად გაიღიმა და ლოყაზე აკოცა აცრემლებულს-მაპატიე, მაინც მამაა და...
-პირიქით ეს სიხარულის ცრემლებია... ის არაკაცი მამაჩემი რომ ერქვა, ცხოვრებას მიმწარებდა, არასოდეს ჩემთვის მამობა არ გაუწევია!-ტიროდა ნინი
-ჩემი პატარა-სევდაჩამდგარმა ჩაიკრა გულში ჯალაღონიამ აწ უკვე ცოლი-აწი არასოდეს მოგცემ უფლებას, რომ ეგ ლამაზი სახე ცრემლებით დაასველო! მიყვარხარ
-მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ და მადლობა, რომ დანებების უფლება არ მომეცი! მიყვარხარ ჯალაღონია-აყვირდა ნინი და მთელი ძალით ჩაეხუტა საყვარელ ადამიანს
-კარგი წამოდი, თორემ სულ გამეყინე-თბილად უთხრა და ტუჩებზე ოდნავ აკოცა-აქვე საოჯახო სასტუმროა და იქ გავათიოთ ღამე, ხვალ კი ოფიციალურადაც ჩემი ცოლი იქნები-უთხრა და ნინის ავარდისფერებულ ლოყებზე ჩაეცინა.
სასტუმროში რომ შევიდნენ, უკვე საკმაოდ დაღამებული იყო. მოსალოდნელი ღამის გამო ნინის ფერი დაკარგვოდა და განერვიულებული თვალებს აქეთ-აქეთ აცეცებდა. ჯალაღონიამ შეამჩნია ნინის ღელვა და მისთვის დაძაბულობას მოხსნას ცდილობდა.
-მიდი წყალი გადაივლე მე კი რამეს მოვამზადებ, თორემ მგელივით მშია-გაეცინა და ნინის გაცინებაც შეძლო.
ცოტა ხანში ერთად მიირთმევენენ გიოს მომზადებულ ცეზარს და თან მეორე დღეზე საუბრობნენ.
-ჭურჭელს მე დავრეცხავ-გაიღიმა ცხადაძემ და წვენი მოსვა
-კარგი-არაფერი შეიმჩნია და გაუღიმა-სად გამექცევი ძალიან მაინტერესებს ერთი!-გაიცინა, როცა ნინი ოთახიდან გასული დაიგულა
უკვე ბოლო თეფშს რეცხავდა, როცა ზურგზე შემოხვეული ხელების გამო შეხტა
-რა... რა ხდება?-იკითხა დაბნულმა როცა გიომ წინ შეაბრუნა, და სიყვარულით და ვნებით სავსე თვალებით შეხედა.
გიოს არაფერი უთქვამს, პირდაპირ ტუჩებზე წაეტანა
-მე..
-ნუ გეშინია-მხოლოდ ესღა უთხრა და ნაზად აიტაცა ხელში ათრთოლებული სხეული და საძინებლისკენ გასწია.
როცა ცხადაძემ გაიაზრა უკვე სრულიად შიშველი იწვა მის წინ საწოლზე
-გიო... მეშინია გთხოვ
-პატარავ ნუ გეშინია, თუ გეტკინება მითხარი და იმავე წამს გავჩერდები-უთხრა და ლოყაზე ნაზად აკოცა-ოღონდ ნუ ხარ დაძაბული რა!
-კარგი-უთხრა და მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა
ამის შემდეგ იყო მხოლოდ ოდნავი ტკივილი, კოცნით ამომშრალი ცრემლები და უამრავი სიამოვნება! შერწყმული სხეულები, და იმ ადამიანთა გულთა გაორმაგრბული ფეთქვა, რომელთაც უამრავი რამე გადაიტანეს, მაგრამ ახლა ერთმანეთს უსიტყვოდ უზიარებნენ განცდილ სიამოვნებას.
მეორე დღეს უკვე ოფიციალურადაც ცოლ-ქმარი იყვნენ. უფალმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა და მათი ქორწილიდან ერთი თვის თავზე, ცხადაძის მუცელში ორი ახალი სიცოცხლე აუწყა-პატარა ლილი და მათე სიცოცხლეს ერჩივნათ.
რაც შეეხება მერაბს და აკაკის, აკაკი ციხეში ერთ-ერთმა ნარკომოვაჭრემ მოკლა, ხოლო მერაბმა კი სასჯელი მოიხადა და ციხიდან გამოშვების შემდეგ, მონასტერში წავიდა ძველი ცოდვების მოსანანიებლად.

დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი ანი

♡♡ ახალიისტორიას თუდაწერ ისიც კარგიქნება

 


№2 სტუმარი Ana-maria

პატარა და საყვარელი ისტორიაა. წარმატებები. დაველოდები ახალ ისტორიებს

 


№3 სტუმარი სტუმარი kuku

რამდენი წლის ხარ ბავშვი?

 


№4 სტუმარი ეკა

სტუმარი kuku
რამდენი წლის ხარ ბავშვი?

ყოველ შემთხვევაში შენზე მეტი ლოგიკა მაინც მაქვს ,,ბავშვი" wink

 


№5 სტუმარი სტუმარი kuku

ეკა
სტუმარი kuku
რამდენი წლის ხარ ბავშვი?

ყოველ შემთხვევაში შენზე მეტი ლოგიკა მაინც მაქვს ,,ბავშვი" wink

კი,გეტყობა ზღაპრები ძალიან გიყვარს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent