შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ალბათ… (თავი 2)


27-08-2022, 00:12
ავტორი nensimila
ნანახია 9 787

მთელი ღამე ისე გაიწელა მეგონა საუკენე გადიოდა. ერთის მხრივ მიხაროდა წლების შემდეგ გავიგებ სიმართლეს რომელიც ჩემს ცხოვრებაში დიდ კითხვის ნიშანს ჩამოხსნის თუმცა ამის გაგების შემდეგ შეიძლება სამუდამო ტკივილი დამრჩეს გულში და მეშინია საკუთარ თავში არ ჩავიკეტო. ეს ბოლოს მომიღებს . სახლში მარტო ვცხოვრობ თუმცა ძალიან ხმაურიანი მეზობლები მყავს სულ კამათის ხმა გამოდის . ბევრი ფიქრის შემდეგ როგორც იქნა ჩამეძინა.დილით ადრე არ ავდექი დღეიდან ხომ უსაქმური ვარ შესაბამისად დროც ბევრი მაქ რომ კარგად გამოვიძინო. 11საათი ხდებოდა რომ ავდექი საწოლიდან. ნელნელა გავეშურე აბაზანისკენ შხაპი მივიღე მოვწესრიგდი ვიწრო ჯინში და მაისური ჩავიცვი, ფეხზე კედები და სამზარეულოს ოთახისკენ წავედი, ყავის გამზადებას რომ მოვრჩი კომპიუტერს მივუჯექი . ვაკანსიებს ვეძებდი რაიმე ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით იქნებ ვნახოთქო თუმცა ამაოდ. თითქმის 12 საათი ხდებოდა კარგი გავიხურე და გავეშურე კაფისკენ ზოგადად დაგვიანება არ მჩვევია და ახლა მითუმეტეს. თან იქიდან გამომდინარე რომ თბილიში სულ საცობებია გვიწევს მთელი ერთი საათით ადრე გასვლა. ზუსტად პირველ საათზე მივედი კაფეში თუმცა როგორც ჩანს მხოლოდ მე მიყვარს დათქმულ დროს მისვლა . ჩემს კუთვნილ მაგიდასთან მივედი დავჯექი და ველოდები ჩემს უცნობს. მიმტანს მანამ ყავა შევუკვეთე და აი უკნიდან ისმის ბოხი ხმა.
-გამარჯობა ნენე.-ტანში გამცრა მისმა ხავერდოვანმა ხმამ. ფეხზე წამოვდექი მისკენ უნდა შევტრიალებულიყავი რომ ერთ ადგილზე გავშეშდი . ღმერთო რა ლამაზია . სუსტი მაღალი შავგრემანი გრძელი და ხშირი წამწამებით , თვალები რა საოცარი აქვს. ჩემმა ფიქრებმა შორს წამიყვანა აქ მოსვლის მიზეზიც კი დამავიწყა.
-გამარჯობათ.-უცებ დავიბენი მაპატიე.-რბილად გამიღიმა და თავის ადგილზე დაჯდა-პირდაპირ საქმეზე გადავალ მითხარი ვინ არის ჩემი დის მკვლელი და ეს რატომ ჩაიდინა.
-ჯერ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი და შემდეგ გადავიდეთ მაგ საქმეზე თანაც ხომ იცი ჩვენ ხელშეკრულება უნდა დავდოთ .- აუღელვებლად მიპასუხა თითქოს მართლა მის გასაცნობად ვიყო მისული.
-საქმეზე გადადი. -მკაცრად რამდენად გამოვიდა არვიცი თუმცა ვეცადე.- ან რა ხელშეკრულებაზე საუბრობ?
-კარგი მაშინ რახან არ ითმენ. სიმართლეს ანიტაზე იმ შემთხვევაში გაიგებ თუ ჩემზე დაქორწინდები და 1 წლის განმავლობაში ვიქნებით ცოლ ქმარი. ამ დროის შემდეგ მე და შენ სრულიად უცხონი გავხდებით. თუმცა ამ ერთი წლის მანძილზე რაც ცოლის ვალდებულებაა ყველაფერს გაააკეთებ . -მიდმა ამ წინადადებამ გამყინა მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიგნით ჩავვარდნოდი.
-ეს რა თამაში გგონია ? ჩემი და მოკლეს და იცი ვინაა მკვლელი და მეუბნები არგეტყვი თუ არ გამომყვები ცოლადო. ალბათ ხუმრობ ეს ხომ დიდი სისულელეა.
-საერთოდაც არა და თუ თანახმა არ ხარ შეგიძლია წახვიდე.-თითქოს არაფერი ისე მითხრა ნერვები ვეღარ მოვთოკე ავიღე ჩანთა, გასაღები და მანქანისკენ წავედი. თავს ცუდად ვგრძნობდი საჭეს ძლივს ვმართავდი. უცებ ამოვიღე ტელეფონი და მაშოს დავურეკე ჩემს საუკეთესო დაქალს .
-ალო მაშო სახლში ხარ? ძალიან მჭირდება შენი გვერდში დგომა გთხოვ ჩემთან მოდი. -რათქმაუნდა მაშოც დაუყოვნებლივ მოვიდა ჩემთან და ესეთ დღეში რომ დამინახა შეეშინდა კიდევაც.
-ნენსი რა გჭირს ჩემო ლამაზო? ესეთ დღეში ვინ ჩაგაგდო?-გაბრაზებული ხმა ერია მის ნათქვამში.
-მაშო ამდენი წლის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი რომელმაც იცის ჩემი დის მკვლელის შესახებ . ნუთუ ეს ცხადია ?
-ნენსი რას ამბობ ? და ვინ არის ეს ადამიანი ? და რატომ არ ეკითხები ვინ არის ანიტას მკვლელი?
-ვკითხე თუმცა არ მეუბნება თუ არ დავთანხმდები.-ზიზღნარევი ტონით ვუთხარი ,ყოველივე ეს გულს მირევდა.
-რაზე უნდა დათანხმდე ?-მკითხა გაკვირვებულმა.
-ცოლად უნდა გავყვე .-ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ ესეთი უიმედო და დაბნეული.
-ღმერთო ეს ხომ კოშმარია . სრულიად უცხო ადამიანთან როგორ უნდა იცხოვრო? ეს ხომ აფსურდია ნენსი.
-მაშო სხვა გზა არ მაქვს უნდა დავთანხმდე . ჩემი დის მკვლელი უნდა გავიგო ვინ არის, ის უნდა დაისაჯოს.-მაშო შეშინდა ჩემგან ამის თქმას არ ელოდა საკუთარმა გადაწყვეტილებამ მეც კი შემაშინა თუმცა სხვა გზა არ მაქვს . -უნდა დავრეკო.- 2-3 ზარის შემდეგ ყურმილს იღებს და თავისი ბოხი ხმით მპასუხობს.
-გისმენ.
-თანახმა ვარ!
-ოჰო ესე მალე გადაწყვიტე? მე ცოტა მეტი დრო მეგონა რომ დაგჭირდებოდა.
-ჩემს დაზე როდის გადაწყვეტ რომ მომიყვე . თანხმობა უკვე გაქვს ჩემი .
-ჯერ ქორწილი იქნება ხელს მოვაწერთ და ყველაფერი მას შემდეგ . ნუ ჩქარობ ყველაფერი ჯერ წინ არის. ხო მართლა საღამოს ბარში მივდივართ შენ მოდიხარ ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო.
-დიდი პატივია . ჯერ შენც კი არ გიცნობ . შენი ასაკიც კი არ ვიცი ან რას წარმოადგენ .
-ალექსანდრე დადეშქელიანი , 30 წლის. საქმიანობას კიდევ საიდუმლოდ დავტოვებ -ხმაში ბრაზი დაეტყო მიზეზი როგორც ყოველთვის არ ვიცი , ან ესეთს რას საქმიანობს რომ მალავს . თუმცა რა აზრი აქვს ჩემთვის მაინც სულ ერთია 1 წელი და გავცილდები . დიდი ხანი მაინც არ მომიწევს მისი ატანა.
-ნუ როგორც გინდა. საღამოს რომელზე ვიყო მზად?-ვიკითხე ინტერესით.
-8 ზე მზად იყავი გამოგივლი.-და საუბარიც არ დამამთავრებია ისე გამითიშა , უტაქტო.
-მაშო საღამოსთვის უნდა მოვემზადო. აი მე რომ კაბა ვიყიდე წითელი იმას ჩავიცმევ.
მზადებაც დავიწყე შხაპი მივიღე თმა ხვეული მაქვს და დიდა არც ვისწორებ ხოლმე მომწონს და მგონია რომ მიხდება კიდეც . ქერა ფერის თმა მაქვს თან არც ისე მოკლე. მაკიაჟიც სადა გავიკეთე კაბაც მოვირგე ზურგზე ამოღებული მოკლე კაბა და შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი .მშვენიერია
-ძალიან გიხდება დაო. ყველას დააბნევ იქ -სიცილით მითხრა თუმცა ვის აჯავრებს მოვეწონები თუარა იქ ვინმეს ჩემთვის სულ ერთი ხალხია .
-ტელეფონის ზარიც გაისმა -გელოდები ჩამოდი.
და როგორც ყოველთვის სწრაფად გამითიშა თითქოს მე ძალიან მინდა მასთან საუბარი .
-ქვემოთ ჩასულს ალექსანდრე ზურგით დამხვდა მანქანისკენ იხედებოდა, ფეხის ხმაზე გამოიხედა და ჩაიცინა.
-მიმზიდველად გამოიყურები-ისეთი ხმის ტემპით მითხრა კინაღამ დავდნი.
-მადლობა -მეც დავიმორცხვე თითქოს პირველად გავიგე
უცხოსგან კომპლიმენტი.
-ჩაჯექი წავიდეთ დაგვაგვიანდება-მეც სწრაფად ჩავჯექი. თუმცა კაბა ისეთი მოკლე იყო უხერხულად ვიჯექი. თანაც რამოდენიმეჯერ მისი მზერაც დავიჭირე თუ როგორ მიყურებდა ფეხებზე და ცოტა არ იყოს შემცხვა . როგორც იქნა მოვედით . უცებ გადავედით . ხელი ჩამკიდა , ამ მანერამ ძალიან გამაკვირვა თუმცა მან ხომ როგორც საცოლე ისე უნდა გააცნოს ჩემი თავი და სხვანაირად როგორ აბა. ესეც ასე ბარშიც შევედით ალექსანდრემ იქაურობას გადახედა და მისატვის ნაცნობი სილუეტები რომ დაინახა მათკენ გავეშურეთ
-გამარჯობათ ბავშვებო-უთხრა ალექსანდრემ იქ მყოფ საზოგადოებას.
-ღმერთო ჩემო როგორ გავს ანიტას.-და ამ დროს ერატ ადგილზე გავშეშდი ,ჩემი დის სახელმა გამაკვირვა ნუთუ იცნობდნენ ანიტას , ან საიდან ?
-უთა გაჩუმდი.-კბილებში გამოსცრა ალექსანდრემ.
-ჩემს დას იცნობდით? -არც მე გავჩერდი მაინტერესებდა ჩემს დას საიდან იცნობდნენ ეს უცხო ხალხი.
-ის ხომ ალექსის…

სიტყვა აღარ დაასრულებია უტას მკლავში სტაცა ხელი და აივნისკენ გაიყვანა. დავიბენი რა ხდებოდა ვერ გავიგე ჩემს ირგვლივ ხალხი გაოცებული მიყურებდნენ ნუთუ ამათმაც ანიტას მიმამსგავსეს. რამდენიმე წუთში მაგიდას დაუბრუნდნე უტა და ალექსანდრე .
-ნენე მაპატიე ერთ ჩვენს ახლობელს მიგამსგავსე . ის ალექსის ყოფილი შექვარებული იყო და ამიტომ გავიკვირვე .- ვფიცავ ამ წინადადებაში ერთი მართალი სიტყვაც არ არის თუმცა არც შეპასუხებს ვაპირებდი შინართლეს ხომ მაინც გავიგებ.
-ალბათ ეგრეა კი -მეც ცივად ვუპასუხე ,რამდენად გამომივიდა არავიცი მაგრამ იგრძნობოდა ჩემი გულგრილობა მათ მიმართ.
-გაიცანი ეს უტა ჩემი ბავშვობის ძმაკაცი , ასევე ანა , ნინია, ლექსო და ანდრო. ჩვენ თითქმის სულ ერთად ვართ მე და უტა სკოლიდან მოვდივართ დანარჩენი კი დროთადრო ცხოვრებამ გვაჩუქა. -ცოტა გავთამამდი მათთან ნინია ძალიან მომეწონა ბავშვური და ამავდროულად უთბილესი გოგოა. ცოტა დავლიეთ , ჩემთვის ერთი ჭიქაც კი საკმარისია რომ კარგად ვიყო . ამჯერად ზედმეტი მომივიდა . მე და ნინია საცეკვავოდ გავედით. შუა ცეკვის დროს ვგრძნობ ჩემს ხერხემალს ნელი და ნაზი მოძრაობით ზემოდან ქვემოთ ვიღაცის თითები მიუყვება უცებ შემეშინდა და შევტრიალდი . ჩემს წინ ალექსანდრე დგას და იღიმის.
-ასე გამომწვევად ნუ ცეკვავ ყველა შენ გიყურებს . თანაც ამიერიდან მხოლოდ ჩემი ხარ.-ყურთან ნელა და ნაზად ჩამჩურჩულა ,მთელი სხეული ამიკანკალდა.
-როგორ შენი მე და შენ მხოლოდ ფორმალურად ვიქნებით ცოლქმარი მხოლოდ ფურცელზე.
-ნწუ, მე და შენ კარგი ცოლ ქმარი ვიქნებით ყველაფერი ისე იქნება როგორც ნამდვილ ცოლ ქმარს აქვთ. და გახევებული დამტოვა ადგა და სადღაც გავიდა . მეც მაგიდისკენ წავედი და ჩემი ადგილი დავიკავე. ალექსანდრე არსად ჩანდა გადავწყვიტე მომეხებნა ანდროს ვკითხე სად არისთქო და საპირფარეშოში გავიდაო , მეც ავდექი და მისკენ წავედი კარზე მივაკაკუნე თუმცა არავის ხმა არ ისმოდა ,კარი შევაღე და რას ვხედავ
-ალექსანდრე რას აკეთებ? შენ რა წამალს იკეთებ ? -გაოცებისგან რა მექნა არ ვიცოდი ერათი შეხედვით არ გავს კაცს რომელიც წამალს მოიხმარს და ალბათ ამაშიც შევცდი როგორც სხვა დანარჩენში.
-ვინ მოგცა აქ შემოსვლის უფლება ? როგორ ბედავ გოგო. ? თავხედი. დროზე გაეთრიე .- ბოლო ხმაზე ღრიალებდა. შიშისგან უცებ გამოვიქეცი ჩანთა ავიღე და ადგილიდან წამოვედი . გარეთ გამოსულს არც ერთი ტაქსი არ დამხვდა . დიდი ხანი არც მიცდია თან მოვიდა ტაქსი . უკნიდან ვიღაცის ყვირილი შემომესმა.
- არ გაბედო ჩაჯდომა არ გაბედო -ალექსანდრეს ხმა ამოვიცანი მაგრამ ვის ადარდებს ლაჩარი.
ტაქსისტს მისამართი ვუთხარი და ადგილიდან დავიძარით.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

საინტერესო და იმედია გააგრძელებ და არ დატოვებ დაუსრულებელს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent