შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვტყუივარ შენთან ( თავი 1)


27-08-2022, 20:21
ავტორი თუკა
ნანახია 10 635

თბილისის ცას ნაცრისფერი ქურქი ჩაეცვა. უკვე მერამდენე დღე იყო მის გახდას არც კი ცდილობდა, პირიქით სულ უფრო და უფრო მეტად ეხვეოდა თავის თბილ მოსასხამში და მზის სხივებს ცეკვის საშუალებას არ აძლევდა...
ახლა ზუსტად ეს ამინდი სჭირდებოდა თაბაგარს. ეს იყო იმ დარდის ამსახველი რაც მის გულში ხდებოდა..
იჯდა და მწარედ ეცინებოდა, მართალი იყო როდესაც ამბობდნენ დრო ხანდახან მკურნალი არაა, უბრალოდ ჭრილობებს დროებით გვიშუშებსო..
ახლა ყველა ჭრილობა ერთიანად ჰქონდა გახსნილი და არც კი იცოდა როგორ უნდა ეშველა საკუთარი თავისთვის.. ამერიკაში ყოფნის თერთმეტმა წელიწადმა ბევრი რამ ასწავლა, მაგრამ არ უსწავლებია სიყვარულისაგან განკურნება..
იცოდა დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად შეხვდებოდა იმ ქალს რომლის თმების სურნელითაც ცოცხლობდა . რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა.. რომელიც მისი სულის ძახილის გაგრძელება იყო..
იცოდა და საკუთარი თავის ეშენოდა რომ ყველაფერი აერეოდა. ბოლო რამოდენიმე წელი მისი ნახვაც კი აუკრძალა საკუთარ მეს სოციალურ ქსელში, უბრალოდ მეტს ვერ უძლებდა, მეტი ტკივილის ატანა აღარ შეეძლო..
ყოველ დილით თავის თავს სარკეში ეუბნებოდა რომ ასე უკეთესი იყო...
ამ გაყრილ გზებზე მას დანაშაული არ მიუძღოდა, ან იქნებ მიუძღოდა კიდევაც და თავად არ უნდოდა ამისი აღიარება, მაგრამ მათი დაშორების მთავარი მიზეზი ის ქალი იყო რომელზეც აგებდა მომავალს..
თბილისის ცას ნაცრისფერი მოსასხამი მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული მხრებზე და გამოდარების ნაცვლად წვიმის ვეებერთება წვეთებს იმეტებდა დედამიწაზე გამოსაშვებად..
- ჩამოხვედი და ჩაჯექი, რა ამბავია დემნა? - დაეჭვებულმა შეხედამ ძმამ და მერე ძმაკაცებს მოავლო თვალი. - აქ ამისთვის ჩამოხვედი რომ იჯდე და ბუხრის წინ წითელი ღვინო წრუპო?
- ვისვენებ ძმაო, რა გამიხურე - ისე უპასუხა ცეცხლის ალისთვის თვალი არ მოუწყვეტია თაბაგარს.
- ისვენებ არა?!- ხო დაგიჯერე. ისვენებ კი არა ასე მგონია იმალები..
- რატომ უნდა დავიმალო, ან რას დავემალო?
- რას არა, ვის უფრო, ასე იქნება სწორი...
- ტატო მისმინე..
- არა შენ მისმინე , ისე ჩამოხვედი არ დარეკე. კარგი გასაგებია, არ გიყვარს გაცილება და არც დახვედრა, მაგრამ უკვე კვირაზე მეტია ამ სავარძელში ზიხარ..
- აქ უბრალოდ არ ჩამოვსულვარ, გრანდიოზული გეგმები მაქვს ტატო, მინდა რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყოს. ისე როგორც მათ უნდათ , ისე რომ წარმატებას მარტივად მივაღწიოთ .
- წარმატების გეგმას სავარძელში ჯდომით იწყებ?
- ნუ ახურებ. ლინდა ყველაფერს აგვარებს - როგორც კი კასტინგის დღე დაინიშნება წავალ სადაც საჭიროა იქ. რა გინდა ვერ ვიგებ.. არავის ვემალები, ნუ მიყურებთ ასე, თუ გგონიათ თეატრში იმიტომ არ მივდივარ რომ ელენეს შევხვდები ცდებით. ფეხებზე ის რაც თერთმეტი წლის წინათ იყო..
- შენ ძალიან მაგარი მსახიობი ხარ , დემნა. ხო იცი ყველა შენი როლი მაგრად მევასება მაგრამ ძალიან ცუდად იტყუები. - ზუსტადაც , რომ არ გკიდია არც ელენე არც ეს შეხვედრა და არც წარსული და ამიტომ ითრევ ფეხს. მაგრამ ამას ვერ აცდები...
- ტვინს ნუ მიტ*ნავთ რა. კარგად ვიცი როგორ უნდა მოვიქცე და რა გავაკეთო.. აქ იმისთვის მოლაგდით რომ თქვენს დემაგოგიას ვუსმინო? - გაბრაზება შეეპარა ხმაშ თაბაგარს და მეგობრებს შეხედა.
- ნწუ, იმიტომ რომ საკმარისად იფიქრე და დროა დავლიოთ..
- ეგრე დაგეწყო - ძმას გახედა და მერე ძმაკაცებს ანიშნა ადექითო..

ალკოჰოლისგან ამღვრეული თვალებით უყურებდა დემნა ნისლში დაბურულ ცას და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.. ბოლოს თერთმეტი წლის წინათ დაინახა თბილისის ცა, მაშინ ჩაისუნთქა ბოლოჯერ სამშობლოს ჰაერი და ახალი ცხოვრების დასაწყებად წავიდა.. მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული იყო თავის წარმატებაში, მთელი გული და სული აქ რჩებოდა. ფეხები არ ემორჩილებოდა. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. როგორმე თავის ემოცია და ტკივილი უნდა ეკონტროლებინა..
დამძიმებული გულით გაატარა ამერიკაში თერთმეტი წელიწადი, პირველი ექვსი თვე ჯოჯოხეთს უფრო ჰგავდა. უცხო გარემო და ადამიანები. ენა რომელსაც მაშინ ვერ ფლობდა გამართულად. მიუხედავად იმის რომ გარშემო მყოფი ადამიანები მასზე ზრუნავდნენ, ყოველ ღამით ოცნებობდა იმ დღეზე როდესაც დაბრუნებას შეძლებდა..
მერე როგორც ხდება ხოლმე...
შეეჩვია, უბრალოდ თავის განცდასთან ერთად ისწავლა ცხოვრება.. ერთ პატარა წარმატებას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე გახდა საქართველოში უცნობი, ამერიკაში ცნობილი რეჟისორი და მსახიობი დემნა თაბაგარი...
ყოველ ჯერზე აჯერებდა საკუთარ თავს რომ იქ თბილისში მას აღარავინ ელოდა.. ასეთი ფიქრით თავს იმშვიდებდა, ტკივილს დევნიდა და მარტოობას ვერ გრძნობდა..
იმის იმედით რომ ოჯახის შექმნას და შვილის ყოლას შეძლებდა, ქალების გამოცვლას არ ერიდებოდა, მაგრამ მის ცხოვრებაში თითოეული ყველაზე ბევრი რამოდემინე თვე ჩერდებოდა...
კითხვაზე რატომ შორდებოდა ქალებს ასე - ყველას პასუხობდა რომ ის სხვანაირს ელოდა. ისეთს რომ დაინახავდა და იგრძნობდა თავს სახლში.. ასეთი კი ჯერაც არ იყო არსად...
თუმცა იცოდა გულის სიღრმეში ვინ იყო მისი „სახლი“ , ვინ იყო მისი სიმშვიდე და მისი ნეტარება, მაგრამ ისიც იცოდა რომ მას არაფერში სჭირდებოდა..
**
საგრიმიოროში ვიჯექი და საკუთარ ანარეკლს გაშტერებული სახით ვუყურებდი სარკეში.
თავადაც მიკვირდა რომ არ ვტიროდი..
მიკვირდა , რომ მხოლოდ საოცარ ღელვას ვგრძნობდი სხეულში და ემოციების ფერები ერთმანეთში ისე იხლართებოდა, გამოსვლას ვერ ვახერხებდი..
თერთმეტი წლის წინათ ზუსტად ასე ვიჯექი, როგორც ახლა და მაშინაც საკუთარ ანარეკლს ვაკვირდებოდი...
თავად დავაშავე, თავად გავუშვი..
თავად არ დავაკავე.. თუმცა მინდოდა.. ყოველთვის მინდოდა ,მაგრამ სიამაყემ ამისი საშუალება არ მომცა...
განსხვავება იმ დღეს და ამ დღეს შორის ერთი იყო..
მაშინ ვტიროდი საკუთარ უიღბლობაზე, . დაკარგულ ბედნიერებაზე და ჯერ ვერ გარკვეულ გრძნობაზე ვტიროდი...
და დღეს..
დღეს ის დაბრუნდა..დაბრუნდა და ისევ ერთიანად გააღვივა თითქოს მიყუჩებული ყველა განცდა..
ნერვიულად ვიხვევდი საკუთარ თმას თითზე და ვიცოდე რომ ვერც მის ნახვას და ვერც მის სიახლოვეს ვერ ავცდებოდი.
ახლა კი , საკუთარ თავზე ვმუშაობდი..
ამდენი წლის მანძილზე პირველად მიჭირდა საკუთარი გრძნობების დაბლოკვა. სარკეში დავაკვირდი გამოსახულებას და ირონიული ღიმილი მომგვარა ამ დამფრთხალმა გოგომ..
შორიდან მესმოდა ნაბიჯების ხმა...
ქალურმა სისუსტემ მაინც მძლია, გულზე მაგრად მივიჭირა ხელი და ჰაერი ფილტვებიდან ამოვუშვი... სამამდე დავითვალე და შორიდან გაგონილ კითხვას „შეიძლება-ს?“- დავეთანხმე
ის ჩემს წინ იდგა..
საოცრად მამაკაცური და ქარიზმატული... საოცრად ვნებიანი თვალებით უყურებდა გოგოს და მხოლოდ ერთი სურვილი უტრიალებდა გონებაში, მისი კანისთვის შეეხო ტუჩები.
შავი ტანზე მომდგარი ქურთუკი შეისწორა და წარბებს ქვემოდან შეხედა ერთიანად ფერდაკარგულ გოგოს.
- გამარჯობა - ეშმაკურად მიჩურჩულა ყურთან და ლოყაზე ნელა შემახო ცხელი ტუჩები..
- გაგიმარჯოს - ოდნავ გასაგონად დასცდა ბაგებს პასუხი და დამფრთხალი შველივით გავხტი განზე..
- მოგენატრე? - მოურიდებელმა კითხვამ თვალები გამიფართოვა და ზურგი ვაქციე...
- უნდა მომნატრებოდი?
- კითხვაზე კითხვით მპასუხობ ? არასწორი სტრატეგია გაქვს .
- თუნდაც !- მთავარია სტრატეგია ჩემია.
- გასაგებია.. არც მე მომნატრებიხარ - მორიგი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და მოულოდნელად მკერდზე მიმიკრა. ოდნავადაც არა ელენე. არც შენი სუნამოს და არც შენი თმის სურნელი არ მომნატრებია.. იცი რატომ? - თბილი , ხავერდოვანი ხმით მკითხა და მის პასუხს დაელოდა..
- რატომ? - ძლივს მოვახერე კითხვის დასმა და გულმა გამალებით დამიწყო ძგერა..
- იმიტომ რომ არც დამვიწყებიხარ - გადაჭრით ჩაილაპარაკა, თავზე მაგრად მაკოცა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა..
კარგა ხანს ვიდექი გახევებული და თითქოს გზას ვერ ვპოულობდა საით უნდა წავსულიყავი.. ვერ ვერკვეოდი ეს ყველაფერი რეალობა იყო თუ ისევ საგრიმიოროში ჩაძინებისას დამესიზმრა..მაგრამ მახსოვდა, არა ნამდვილად მახსოვდა მისი ბაგების სიმხურვალე, მისი სუნამოს სურნელი რომელიც არ შეუცვლია. მისი ცხელი ხელებიდან წამოსული მუხტი. მახსოვდა ეს კაცი ნამდვილად მახსოვდა..
აფორიაქებულმა დავავლე ხელი ქურთუკს და დერეფანში გავედა. ოთახის კარი საგულდაგულოდ გადავკეტე და ჩაბნელებულ დერეფანს სწრაფი ნაბიჯით გავუყევი. ფიქრებში გართული და მონატრებაში გახვეული მივდიოდი მბჟუტავი შუქების ფონზე, რომ ძლიერმა ხელმა მოულოდნელად დამიჭირა და მოწყვეტით შემათრია სადღაც ოთახში..
- რას აკეთებ? გადაირიე? ხელი გამიშვი !- ხმაში სიმკაცრე გამერია და მოულოდნელად დავიძაბე როგორც კი ზურგიდან ვიგრძნი მისი სხეულის სითბო..
- ნადვილად გინდა რომ გაგიშვა? - ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და ჩემკენ დაიხარა, ცხელი ტუჩები ოდნავ შემახო ყურზე და გაიღიმა.
- ნამდვილად!- ძლივს მოვახერხე პასუხის დაბრუნება, ოღონდ სიმკაცრე არ დამიკარგავს. - მინდა რომ გამიშვა და აღარასოდეს შემეხო .
- დიდი ხანია გაგიშვი ხელი - ოთახში სიცილნარევი ხმა გაისმა და საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში
- გარეთ მძღოლი მელოდება, უნდა წავიდე , მართლა- ამაოდ ვცდილობდი ჩემი თავის და მამაკაცის მოტყუებას.
- წადი - ჩუმად ჩურჩულს მორიგი შეხება მოჰყვა და ბაგეები ერთმანეთს დავაშორე ცხელი სუნთქვისაგან ფილტვები რომ განმეთავისუფლებინა...
- მივდივარ - სრულიად დამაჯერებლად განვაცხადე და თვალები დავხუჭე. ვიცოდი ახლა რომ წავსულიყავი აღასოდეს დამაბრუნებდა უკან დემნა. ვიცოდი რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ მთელს სხეულს სრული პარალიზება ჰქონდა მისგან მიღებული განცდით . ერთიანად მოვდუნდი, ოდნავ გადავწიე თავი და მამაკაცს მკერდზე მივადე. ძლიერი ხელების შეხება მაშინვე ვიგრძნი თეძოებზე და მოულოდნელობისაგან საოცარი ხმა დასცდა ბაგეებს. - ასე არ შეიძლება - ამაოდ ვფრუტუნებდი და საკუთარი გულისცემის დამორჩიებას ვცდილობდი.
- გახსოვს დაგპირდი, ოცნებას გასწავლი -თქო? - მინდა რომ დაკარგული დრო ავინაზღაუროთ, მინდა რომ გასწავლო.მხოლოდ ეს ერთი გაკვეთილი , ექსკლუზიურად შენთვის.
- ოცნება?
- ოცნება ღრუბლებს გადაღმა . ოცნება , იცი როგორი? გამჭვირვალე და სუფთა.
- ოცნებას მიჩვეული ვარ - ყრუდ გაისმა ჩემი ხმა და ცრემლებს გასაქანი არ მივეცი...
- ოცნება არაფერია , ოცნებას ფერი და ემოცია უნდა შემატო.
- უნდა წავიდე მართლა - მისგან თავის დასაღწევად ამაოდ გავიფართხალე როგორც თევზმა უწყო ნაპირას და ადგილზე შევდექი..
- გპირდები რომ გაგიშვებ, ოცნებას გასწავლი და გაგიშვებ , უბრალოდ მომენდე გთხოვ- უბრალოდ დანაპირს ავასრულებ და მერე წადი , მის ხმაში ერთიანად იგრძნობოდა მუდარა და დაპირება- ცხელი სუნთქვა მომაფრქვია ყელზე და გამომშრალ ტუჩებზე ხარბად გადაისვა ენა. კაბის შესაკრავს ნაზად შეახო თლილი თითები და მოშიშვლებულ ზურგზე მთელი ტანით აეკრა ქალს, რომელსაც სიახლოვისაგან მკერდი გამალებით უძგერდა.. - ოცნება უფეროა - ხავერდოვანი ხმა ყრუდ მომესმა და ცერა თითი ნაზად დამისვა ხერხემალზე.. ოცნებას არც ფერი აქვს, არც გემო და არც სქესი.... ოცნებას თავად უნდა შეასხა ფრთები - ჩურჩულით აგრძელებდა საუბარს და მხრებიდან ნელა მაცლიდა ტანზე მომდგარ სამოსს. - ოცნება ყველაზე მარტივია, და ყველაზე რთული. ოცნება უნდა იგრძნო აი აქ- სწრაფად დამატრიალა თავისკენ და თვალებდახუჭულმა მიმადო ხელისგული მკერდზე.. - აი აქ უნდა დაბადო ოცნება, აი აქ უნდა გაზარდო, აი აქ უნდა აცხოვრო.... - საჩვენებელი თითი ფრხილად გადამისვა მკვეთრად წამოწეულ ლავიწის ძვალზე და ტუჩები ნელა შემახო შუბლზე..
- არ გინდა გთხოვ- ვედრებად გაისმა ჩემი ხმა , მაგრამ თვალების გახელა არ მიცდია. ვიცოდი რომ უნდა დავმორჩილებოდი. ახლა ყველაფერს გავაფუჭებდი მაგრამ მისი მჯეროდა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შორის დიდი მანძლი იყო, მისი ძალიან მჯეროდა..
- ჩემი ოცნება იცი რა ფერია? - მხრებიდან თითების მიმართულებით ნელა დამისვა ხელები და ჩემს მკლავებზე არსებული ბუსუსები ერთიანად შეიგრძნო... წვრილი ხელები კისერზე შემოიწყო და არ არსებულ მელოდიას ააყოლა სხეული. - წამოიდგინე რომ ახლა მე და შენ სადღაც შორს ვართ , იქ სადაც მხოლოდ სივრცეა, არაფერი და არავინაა. მხოლოდ მე და შენ ერთად ვქმნით ოცნებას.ჩენს ოცნებას.
- წარმოუდგენელია - ჩუმად, ძლივს გასაგონად ჩახლიჩილი ხმით ვუპასუხე და ვიგრძენი ჩემს მოშიშვლებულ მკერდს ურცხვად როგორ შეეხო მისი ქურთუკის უხეში ზედაპირი... ვგრძნობდი რომ კანი მალე გამიწითლდებოდა, ვგრძნობდი რომ მერე მთელი ღამე დავიტანჯებოდი ამისაგან, მაგრამ ახლა ამ წამს სულ ერთი იყო.. სულ ერთი იყო რომ მის წინ მოშიშვლებული მკერდით ვიდექი, ხელები მის მხრებზე მქონდა შემოწყობილი და მისი ცხელი სუნთქვა ხარბად მეფინებოდა სახეზე..
- წარმოსადგენია, ჩვენთვის ყველაფერი წარმოსადგენია. უბრალოდ მითხარი იქ შენს ოცნებაში რა ფერებია, როგორია შენი ოცნება.. სადაა შენი ოცნება.. ერთხელ მაინც გააცოცხლე შენში არსებული პატარა მეოცნებე გოგო, მე ხომ ვიცი როგორი პატარა ხარ. მე ხომ ვიცი როგორი სუსტი ხარ. შენს ოცნებას ფერი მიეცი .. იქ ღრუბლებს გადაღმა მხოლოდ მე და შენ ვართ. იქ სადღაც შორს , სადაც არც მიწაა და არც ჰაერი მხოლოდ მე და შენ ვართ.
- იქ ტკივილია. ჩემი ოცნება მუქია.. ჩემს ოცნებას ტკივილის ფერი აქვს. ჩემს ოცნებაში მარტო ვარ... ჩემი ოცნება მიწიერია, მე ის ვერ გავხადე ზეციური გესმის?
- შენს ოცნებებში მარტო არა ხარ !- გადაჭრით მითხრა და ცხელი კოცნის კვალი დამიტოვა ყელზე, კვალს რომელსაც ხვალ აუცილებლად ყველა შენიშნავს , მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა. - შენს ოცნებებში მე და შენ ორნი ვართ . მომეცი უფლება რომ ორნი ვიყოთ. - მისმა ხელები ნაზად დაიწყებს მოქმედება და სიამოვნებისაგან საკუთარ ემოციას ვერ ერეოდა და აქამდე ფილტვებში მიყუჩებული კვნესა ერთიანად გაისმა ოთახში... უტიფრად აგრძელებდა მისი თითები ჩემს ზურგზე ნოტების წერას. სხეულში ერთიანად იწყებს ტრიალს ვნება და მალე ტორნადოსავით მოედებოდა ორივეს სხეულს, მაგრამ გაჩერდა. მხრებზე ისევ მომედო ნაცნობი სამოსი რომელიც აქამდე საკუთარ პატრონს იყო მოშორებული, მერე ერთიანად ვცილდები მის სხეულს და სიცარიელეს ვგრძნობ. ერთიანად ვგრძნობ სიცივეს და მარტოობას. არ მინდოდა თვალების გახელა, ვიცი რომ წავიდა , ვიცი რომ ისევ გამეცალა რადგან პასუხი ვერ მიიღო, ცხოვრებაში კი არა ოცნებაშიც არ ვუშვებდი ეს სუსუტი გოგო ამხელა კაცს. უბრალოდ მეშინოდა, მეშინოდა რომ რეალობაში ოცნება მომიწევდა და მთელს ცხოვრბას ოცნებად მიქცევდა, მეეშინოდა რომ ისევ დავკარგავდი კონტროლს საკუთარ თავზე და მისი სიყვარულის მონა გავხდებოდი.
ნელა გავახილე თვალები და უზარმაზარ ოთახში სარკის წინ მარტო ვიდექი, ისე როგორც ერთი საათის წინათ ვიდექი საკუთარ საგრიმიოროში.. ვუყურებდი საკუთარ ანარეკლს და ლოყაზე ობლად დადენილ ცრემლს. ცრემლებს გასაქანი არ მივეცი, ვერ ვიტანდი საკუთარ ტირილს. ზუსტად იგივე პრინციპით მხრებიდან ქვემოთ საკუთარ მკლავებს აცახცახებულ ხელები დავუსვი და თვალები დავხუჭე, მინდოდა შემეგრძნო ის რაც აქამდე ვერ შევიგრძენი. ის რასაც ამდენი ხანი მთხოვდა უნდა შემეგრძნო, როგორმე უნდა გამეხსნა ოცნება. იქ სადღაც შორს, ღრუბლებს გადაღმა მხოლოდ ორნი უნდა ვყოფილიყავით.
იატაკზე უპატრონოდ დაგდებული ქოლგა და ქურთუკი ავიღე და შენობიდან სწრაფად გავედი. ამღვრეულ მზერა გავაპარე მისკენ. წვიმის ქვეშ ფიქრებში გართული იდგა, შავი ქურთუკის საყელო მკაცრად ჰქონდა აწეული , ეს ის შავი ქურთუკი იყო რომელიც ასე ძალიან უხდებოდა , რომელიც ცოტა ხნის წინათ ჩემს სხეულს ეხებოდა.. ქოლგა გავშალე და მისკენ წავედი.
ისე ვითომც არაფერი ჩემკენ გამოიხედა და მზერა უკან დააბრუნა, გუბეში მონაცვლეობით დადენილ წვიმის წვეთებს უღიმოდა და აშკარაა რომ ფიქრობდა. გაყინული ხელები ნელა შევახე მკლავზე და მისკენ გავიწიე..
- ჩემი ოცნება ..
- შენ ოცნება არ აქვს !- გადაჭრით მითხრა და ხელი განზრახ გამიშვა. შენ არ იცი რა არის ოცნება.. მე დაგპირდი რომ გასწავლიდი ოცნებას, მაგრამ ვერ შევძელი...
- ჩემი ოცნება შენ ხარ - ჩუმად ვუთხარი და პირველად მივეცი ცრემლებს გასაქანი.- შენ ხარ ჩემი ყველაზე ფერადი და ნათელი ოცნება, რომელაც აქვს ფერი, აქვს სქესი , აქვს გემო- შავი შოკოლადის და ოდნავ აკლოჰოლის, ჩემი ოცნება შენ ხარ და ამ ოცნებაში მარტო არ მინდა ყოფნა გესმის? - ჩემკენ გაღიმებული დატრიალდა და ცხელი ცრემლები კოცნით მომაშორა სახიდან. - შენ მე მასწავლე, შენ მე პირველივე ნახვისას მასწავლე ოცნება უბრალოდ მე ვერ შევძელი გესმის მისი შენარჩუნა , მისი გაზრდა ვერ შევძელი. მაგრამ მინდა რომ დამეხმარო, მინდა რომ ბოლომდე მასწავლო როგორ ვიოცნებო. როგორ გავზარდო ჩემი არსებული იმ პატარა გოგოს ოცნება , რომელსაც შენი სახელი ჰქვია..
- უბრალოდ უნდა იოცნებო და საკმარისია - ქოლგა ხელიდან ძალით გამაცალა, ქარს გადაუგდო და მანაც მაშინვე თავის ბუნაგში წაიღო, ჩემკენ დაიხარა და მთელი წლების ნანატრი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე...- როგოც პატარა მეოცნებე გოგონა ფეხის წვერებზე ავიწიე, ისე როგორც სულ ცოტა ხნის წინათ, ხელები ურცხვად შემოვხვიე კისერზე და მკერდზე ვაკოცე... - შენ მე მასწავლე ისეთი ოცნება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, შენ მე ამ ოცნების კვალი ისე ღრმად ჩამიტოვე სულში , რომ ყოველ დღე ამ არსებული კვალით ვოცნებობდი ჩემს მიუღწევად ოცნებაზე.. - ახლა იქ ოცნებაში მე და შენ ორნი ვართ. იმ ოცნებაში , იქ სადღაც ღრუბლებს გადაღმა მე და შენ ერთი ოცნება გვაქვს.
- და მაინც იცი რას გავს ოცნება? - ჩუმად ყურში მიჩურჩულა და ნაზად შემახო ტუჩები. ოცნება ? - ოცნება არ არსებულობაა, ოცნება უსასრულობაა. ოცნება არა რეალურობაა და ამ ოცნებაში მხოლოდ ღრუბლებს გადაღმა ვიქნებით მე და შენ ერთად..
და სადღაც იქვე ახლოს ოცნებას ნაზად ერეოდა წვიმის წვეთები.
ჩვენ მხოლოდ ორნი ვიდექით საკუთარი ოცნების ქვეშ და სრულიად საკმარისი იყო ყველაფერი. ის რომ ღრუბლებს გადაღმა არც უქოლგობა და არც წვიმისგან დასველებული სხეული არ გვაწუხებდა.. ახლა ყველაზე სანუკვარს მის სითბოს ვგრძნობდი , სითბოს რომელიც წლების განმავლობაში მენატრებოდა და რომელზეც ყოველ ღამით ძილის წინ ვოცნებობდი..
მაგრამ ვიცოდი ეს ყოველივე სიტყვა ხვალ სანანებლად გამიხდებოდა, ემოციების მოვარდნა და მისთვის სიყვარულში გამოტყდომა ძვირად დამიჯდებოდა..
**
ტანსაცმლიანი ვიწექი საწოლზე და გახდის თავი არ მქონდა.. საკუთარ ფიქრებში ისე ვიყავი გახლართული ვიცოდი კარგა ხანს ვერ გამოვიდოდი..
- რა მითხარი?- გაოცებულმა ავხედე ნანჩოს და საწოლზე წამოვჯექი..
- რა და, ასე რატომ წევხარ-თქო. ელენე ათი წუთია გელაპარაკები და პასუხს არ მცემ..
- იცოდი რომ დემნა დაბრუნდა? - გაოცბული მზერა მივაპყარი დას..
- დილით გავიგე, რაღაცა პროექტს იწყებს და მიწვეული ჰყავდათ.., შენ რა ნახე?
- ვნახე, ვნახე ნანჩო. თეატრში იყო, რა თქმა უნდა იქნებოდა და ახლა ალბათ ყოველ დღე იქ იქნება. ისეთი კარგი გამხდარა ვერ წარმოიდგენ, ისეთი დახვეწილია. ისეთი სიმპატიური.წარმოიდგინე და მარტო მისი დანახვაც მეყო რომ ისევ თავიდან დამწყებოდა ყველაფერი. მგონი ვგიჟდები ნანჩო, და იცი რა არის საშინელება? ახლა არ ვიცი რა უნდა ვქნა- თავი ნერვიულად გავიქნიე და საწოლზე გადავწექი..
- რას გულისხმობ, არ იცი რა უნდა ქნა რაზე? სიმართლე უნდა უთხრა, ისედაც დააგვიანე. წარმოგიდგენია რომ გაიგებს რა დაემართება?
- მაგისი წარმოდგენაც არ მინდა.. ცოტა დრო მჭირდება ნან, რომ ყველაფერი დავალაგო..
- რა დრო ელენე, თერთმეტი წელიწადი გავიდა ამ საჭირო დროის ძებნაში..
- აბა რას მთავაზობ , მივიდე და ვუთხრა, გაიცანი დემნა ეს ჩვენი შვილია-თქო? იცი რა მოხდება? მე წარმოდგენაც კი არ მინდა..
- ვიცი მაგრამ როგორმე უნდა მოახერხო. ევაც ცოდოა გაიგე..
- ვიგებ. მაგრამ გული ისევ ძველებურად რატომ მიფართხალებს? - აცრემლებული თვალებით ავხედე დას და გავუღიმე.- ისე როგორც მაშინ, მგონი ჯადო მაქვს გაკეთებული, მის ყოველ სიტყვას დავემორჩილე, მისი ცხელი ხელები არ მოვიშორე, არც მისი სიახლოვისაგან გამოვიქეცი...
- იმიტომ რომ ჯერ კიდევ გიყვარს. იმიტომ რომ შენი სისულელის გამო წავიდა. იმიტომ რომ შენ ხარ დამნაშავე რომ ევა დემნას გარეშე გაიზარდა..
- არ გინდა გთხოვ- ისედაც გული მიკვდება.. ვუყურებდი და შოკში ვიყავი, იცი როგორ გავს დემნას? - ნერვიულად მოვისრისე შუბლი და ფეხსაცმელები იქვე მივყარე. - ევამ დაიძინა?
- დაიძინა. გიცდიდა და მერე დავაწვინე.. ვუთხარი რომ გვიან მოხვიდოდი..
- კარგი გოგო ხარ- პატარა ბავშვივით შევაქე ნანჩო და ლოყაზე ვაკოცე..
- შენ ასე ჩაცმულმა უნდა დაინო? რაღაცა მოხდა და არ ამბობ, ამოღერღავ თუ ამოგაღერღინო?- ეჭვის თვალით შემხედა და მაისურის მკლავში დამეკიდა.
**
სამივენი ჩუმად ისხდნენ. ხმას არც ერთი არ იღებდა. სამივეს თავისი ფიქრები ჰქონდა.. თუმცა სამივეს ერთი მიზანი ამოძრავებდა. როგორმე სიმართლე უნდა ეთქვა ელენეს დემნასთვის. უნდა გაემხილა რომ მას ამხელა შვილი ჰყავდა.. მაგრამ ეშინოდათ. დემნას ფეთქებადი ხასიათის და ელენეს სიჯიუტის..
- აუუუუ რა - სლუკუნით შევიდა ოთახში ევა და ბიძის გვერდით დაჯდა.. - სკოლაში იყვნენ კინოში მონაწილეობა შეგეძლებათო და მინდა რაა.
- მერე წადი შვილო რა გატირებს, სიცილით უთხრა სანდრომ და ევას თავზე აკოცა..
- დედა უარზეა, ამბობს რომ ეგ საჩემო ადგილი არაა. არადა მინდა, დამეხმარე რა ბიძია..
- ევა ხო იცი, დედაშენი გვცემს სამივეს..
- მოიცა ერთი - საუბარში ჩაერთო ნანჩო და ევას ხელიდან გააგლიჯა ბუკლეტი. ჯერ თავად გაუფართოვდა თვალები მერე ძმას ააფარა სახეზე.. - ეს ჩვენი შანსია სანდრო, კასტინგს თავად დემნა თაბაგარი ატარებს.
- იქნება არ ღირს ნან?
- მორჩი! - რა თქმა უნდა ღირს. მთავარია ელენემ არ გაიგოს..
- დედა გაგიჟდება, არადა რომ მინდა-ნერვიულად ახედა, ჯერ დეიდას და მერე ბიძას
- ვიცი რომ გინდა, მეც მინდა რომ დემნას წინაშე წარსდგე ევა, მაგრამ უნდა ითამაშო, როგორც დიდმა მსახიობმა. შენ ხო მსახიობობა გინდა..
- იცოდე ეს თამაში არ მომწონს ნანჩო - მაშინვე დაუტია დას და ცოლს გახედა, რომელიც გაოცებული უყურებდა ქმარს..
- ძალიან კარგი თამაშია . იტყვი რომ ევას სკოლიდან შენ გამოიყვან და შენთან დარჩება, ხვალ შაბათია ელენე ეჭვს ვერ აიღებს. უბრალოდ თქვი რომ გინდა სადმე წაიყვანოთ და სულ ესაა. ამასობაში კი კასტინგზე მივიყვან და დაველოდები , სულ ესაა. გეგმა მარტივია და შესრულებადი..
- იცოდე ცეცხლს ვეთამაშებით და დავიწვებით ..
- არ დავიწვებით - მიდი გამოიცვალე სანამ დედა მოვა და იმეცადინე - რაც შეეძლო მშვიდად უთხრა ევას ნანჩომ და ოთახში შეაცილა.. - მისმინე სანდრო - ძმას გვერდით მიუჯდა და მუხლზე ხელი დაადო - გუშინ ელენეს ველაპარაკე, დემნა უნახავს ისეა აჭრილი როგორც თერთმტი წლის წინათ იყო, ვკითხე და სულაც არ ჩქარობს და არც გეგმავს ევას შესახებ სიმართლის თქმას. ეს ბავშვი არ გეცოდებათ? ან დემნა ცოდო არაა? კარგად იცი რომ მისი დანაშაული არაფერშია, ეს ჩვენი დაა ასეთი შეუგნებელი. ახლა შანსი თვითონ გვეძახის, თუკი აირჩევს დაუახლოვდება, გვერდით ეყოლება. თანაც კარგად იცი ევას განსხვავებული ვიზუალი ამის საშუალებას მოგვცემს. - იქნებ მერე მაინც თქვას სიმართლე ელენემ..
- ვიცი , მართალი ხარ , მაგრამ არ მინდა რომ ევა დავაზარალოთ. ახლა არც დემნაზე და არც ელენეზე არ ვფიქრობ, მთავარი ევაა. - ამას წინათ მკითხა, მამაჩემი ასეთი ცუდი ადამიანია რომ დედა მის სახელსაც არ მეუბნებაო?!- პატარა ბავშვივით დავიბენი. არ ვიცოდი რა მეთქვა.. - იქნებ მართალი ხარ და ჯობია რომ გავრისკოთ. ბოლოსდაბოლოს რეალობის წინაშე დადგება ჩვენი დაც..
ახლაც გუშინდელივით ახსოვდა სანდროს ევას დაბადება. მთელი ცხრა თვე ეხვეწებოდა დას დემნასთან დაერეკა და სიმართლე ეთქვა, მაგრამ როგორც იტყვიან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მერე ევა მოევლინა ქვეყანას და ყველას გადაავიწყდა ყველაფერი, ყველამ ზურგს უკან მოიტოვა დემნა და მათ შორის წარმოქმნილი უფსკრული..
წლები გადიოდა ელენე კი სულაც არ ცდილობდა სიმართლის თქმას, მისი ბაგეებიდან წარმოთქმული „ ხვალ“ არ ილეოდა..
როგორც ხდება ყველა დაიღალა , ყველას მობეზრდა და ყელში ამოუვიდა მისი სიჯიუტე და შვილი დედის ანაბარად დატოვეს.
ახლა როცა მთელი თბილისი წარმატებული მსახიობის და რეჟისორის დაბრუნებაზე და მის პროექტზე ლაპარაკობდა, მხოლოდ ახლა გაახსენდათ რომ დემნა იმ პატარა ბავშვის მამა იყო, რომელიც მათ წინაშე ათი წელიწადი დარბოდა.
გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამას..
მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. ელენესათვის არაფერს ცვლიდა, რადგან ახლა ორმაგად უჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა.



№1 სტუმარი სტუმარი Lusi

აუუ სული გამძვრება სანამ დადებთ შემდეგ თავებს,მალე დადეეეთ რა..მაგარიაა

 


№2 სტუმარი Ana-maria

პირველ რიგში გამიხარდა თქვენი დაბრუნება და ახალი ისტორია. ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. თქვენ კი წარმატებები

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

ყველაზე მეტად მიყვარს შენი ისტორიები. ახლა მომინდა წამეკითხა ძველები და ვერცერთი ვერ ვნახე :( სადაა? რო მომენატრება სად წავიკოთხო? :(

პ.ს როგორც დანარჩენი ყველა ესეც ძალიან კარგია ❣️❣️❣️

 


№4  offline ადმინი თუკა

ძალიან დიდი მადლობააა. ახალი თავი იქნება დღეს, და შეგეძლებათ წაკითხვა.
იმდენი ხანია აქ არაფერი დამიდია..მეც გამიხარდა რომ დავდე.????????????????

სტუმარი Lusi
აუუ სული გამძვრება სანამ დადებთ შემდეგ თავებს,მალე დადეეეთ რა..მაგარიაა

შემდეგი თავი დევს უკვე, ასე რომ შეგიძ₾ია წაიკითხო

Ana-maria
პირველ რიგში გამიხარდა თქვენი დაბრუნება და ახალი ისტორია. ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. თქვენ კი წარმატებები

დიდი მადლობააა ჩემო კარგო

სტუმარი გვანცა
ყველაზე მეტად მიყვარს შენი ისტორიები. ახლა მომინდა წამეკითხა ძველები და ვერცერთი ვერ ვნახე :( სადაა? რო მომენატრება სად წავიკოთხო? :(

პ.ს როგორც დანარჩენი ყველა ესეც ძალიან კარგია ❣️❣️❣️

ძველები ავიღე და აღარ დევს არსად. ბლოგზე ვდებ ხოლმე და შემდეგ აქ ,
--------------------
4love.ge

 


№5 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

როგორ გამიხარდა,გადავამოწმე ავტორის ვინაობა ,რა კარგია ,რომ აქ ხარ ...დარწმუნებული ვარ შენეულ შესანიშნავი ისტორიებს ვიხილავთ...წარმატებები და დააბრუნე რა ძველები..

 


№6  offline ადმინი თუკა

სტუმარი Daldoni Daldoni
როგორ გამიხარდა,გადავამოწმე ავტორის ვინაობა ,რა კარგია ,რომ აქ ხარ ...დარწმუნებული ვარ შენეულ შესანიშნავი ისტორიებს ვიხილავთ...წარმატებები და დააბრუნე რა ძველები..

დიდი მადლობაააა.
ვეცდები ძველებიც დავაბრუნოოო
--------------------
4love.ge

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

თუკა
ძალიან დიდი მადლობააა. ახალი თავი იქნება დღეს, და შეგეძლებათ წაკითხვა.
იმდენი ხანია აქ არაფერი დამიდია..მეც გამიხარდა რომ დავდე.????????????????

სტუმარი Lusi
აუუ სული გამძვრება სანამ დადებთ შემდეგ თავებს,მალე დადეეეთ რა..მაგარიაა

შემდეგი თავი დევს უკვე, ასე რომ შეგიძ₾ია წაიკითხო

Ana-maria
პირველ რიგში გამიხარდა თქვენი დაბრუნება და ახალი ისტორია. ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. თქვენ კი წარმატებები

დიდი მადლობააა ჩემო კარგო

სტუმარი გვანცა
ყველაზე მეტად მიყვარს შენი ისტორიები. ახლა მომინდა წამეკითხა ძველები და ვერცერთი ვერ ვნახე :( სადაა? რო მომენატრება სად წავიკოთხო? :(

პ.ს როგორც დანარჩენი ყველა ესეც ძალიან კარგია ❣️❣️❣️

ძველები ავიღე და აღარ დევს არსად. ბლოგზე ვდებ ხოლმე და შემდეგ აქ ,

გამიხარდა თუკა ახალი ისტორია.ბლოგის ლინკი რომ დაწეროთ იქ წავიკითხავთ სხვა ისტორიებს????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent