შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 4 თავი


28-08-2022, 14:21
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 033

-კახა არასწორად მსჯელობ-მოიღუშა თამუნა- თუკი ამდენი წლის მერე თათიამ შეძლო და მაინც აღადგინა მასთან ურთიერთობა ესე იგი ამის გაკეთება დავითსაც შეეძლო
-როგორც ვიცი მთელი ეს წლები თავად მია იყო წინააღმდეგი მამამისთან ურთიერთობის აღდგენის-ჩაერია საუბარში ანა
-მია თუ დედამისი?-ირონია გაერია ხმაში კახას
-იმის მიუხედავად რომ როგორც იქნა მია თათიას დაუახლოვდა მას მაინც არ სურს მამამისთან ურთიერთობის აღდგენა-დანანებით თქვა ანამ
-იმიტომ რომ დავითმა ის და დედამისი მიატოვა-ჩამწყდარი ხმით თქვა თამუნამ
-არ მიუტოვებია!-გაბრაზდა კახა-უბრალოდ
სხვა ქალი შეუყვარდა ქორწინების დროს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მალევე მიიღო, მაგრამ თქვენ, ქალები, ხშირ შემთხვევაში ამას, მიტოვებას ეძახით და არა განქორწინებას
-მესმის მაგრამ... ლიკას მიმართ სიყვარული შვილთან დაშორების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო!-არ მოეწონა თამუნას კახას სიტყვები
-როგორც ვიცი რამდენჯერმე სცადა დავითმა მიასთან ურთიერთობის აღდგენა მაგრამ ცივი უარი მიიღო მისგან-დაფიქრებით თქვა კახამ
-ალბათ ძალიან გულნატკენი იყო ბავშვი!-აღელდა თამუნა
-რადგან ამდენი წლის მერე თათიამ შეძლო და მასთან ურთიერთობა აღადგინა...-მშვიდი ტონით დაიწყო საუბარი კახამ მაგრამ აფორიქებულმა ანამ გააწყვეტინა წინადადება
-სხვათაშორის ლიკა დეიდას დიდი ძალისხმევის შედეგად რადგან მას ძალიან უნდოდა რომ დები დაახლოვებულიყვნენ
-ჰოდა იმას ვამბობდი რომ-წამიერად ჩავიქრდა კახა- მე ვფიქრობ რომ ოდესმე დავითიც დაიმსახურებს მიას პატიებას... იმის მიუხედავად რომ არაფერი დაუშავებია-ბოლო სიტყვები ირონიული ტონით წარმოსთქვა და ფეხზე წამოდგა, თამუნაც მაშინვე ადგა სუფრიდან და უკან მიჰყვა საძინებელში, მოსაწესრიგებლად შესულ კაცს-დღეს კახეთში მივდივარ-კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდი ტონით უთხრა სარკიდან, ზურგს უკან მდგომ ცოლს კახამ და კიდევ ერთხელ შეისწორა პერანგის საყელო და მაჯის საათი ხელზე
-ისევ?-აღელდა თამუნას
-გვიან დავბრუნდები!-ხმა გაიმკაცრა კახამ
-კარგი-ჩამწყდარი ხმით უთხრა დაბნეულმა ქალმა, სარკიდან, უემოციო სახით მომზირალ კაცს და ოთახიდან გასვლა დააპირა მაგრამ კახა მაშინვე მისკენ მიტრიალდა და წინ აესვეტა
-საით?-ინტერესით ჰკითხა გაბუტულ ცოლს და ირონიული ღიმილით მიაჩერდა სახეში
-კახა!-გაბრაზდა თამუნა მის ქცევაზე და მისთვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ სურვილისგან თვალებანთებულმა კაცმა მაშინვე წელზე შემოაჭდო ძლიერი ხელი, თავისკენ მიიზიდა მისი სიფრიფანა სხეული და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში- კა...ხა!-აღმოხდა სუნთავა აჩქარებულ ქალს როცა საყვარელი მამაკაცი ოდნავ სულ ოდნავ შეეხო ცხვირის წვერით საფეთქელზე
-ჩშშ-უბრძანა ვნება მორეულმა კახამ სუნთქვა აჩქარებულ ცოლს და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის არეულ სახეს შემდეგ კი ხმა დაბალი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა- მიყვარხარ- ამ დროს თამუნამ ვეღარ შეძლო მოწოლილ გიჟურ ემოციებთან გამკლავება, ამიტომ მაშინვე თმებში შეუცურა ოდნავ ათრთოლებული თლილი თითები ირონიულად მომღიმარ კაცს და თითის წვერებზე აწეულმა ტუჩებში აკოცა. საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა იმავე წამს , რადგან კახა სრულიად მოულოდნელად მოწყდა მის ტუჩებს და გამარჯვებულის იერით ზემოდან ჩააცქერდა თვალებში
-ვერ ვიტან ასე რომ იქცევი-გაბრაზდა თამუნა და გვერდით წადგა ნაბიჯი, მაგრამ კახა მაშინვე წინ აესვეტა მომღიმარი სახით და გამომწვევი მზერით მიაჩერდა სახეში-ასე განზრახ იქცევი?-ვერ წყნარდებოდა თამუნა
-არა-სიცილით უთხრა კახამ და სანამ თავგზააბნეული ქალი აზრზე მოვიდოდა ტუჩებზე დააცხრა. თამუნა გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა, საწოლზე, მის ძლიერ მკლავებში აღმოჩნდა მოქცეული და იმის მიუხედავად რომ მასზე ჯერ კიდევ ძალიან იყო გაბრაზებული, მაინც არ ეყო ძალა უარი ეთქვა მის შეგრძნებაზე, რადგან საყვარელი მამაკაცის შეხება ყოველ ჯერზე უბრალოდ თავს აკარგვინებდა.
-კა ხა დაგაგ...ვიანდება-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს როცა ვნებამოერეული მამაკაცის მწველი ტუჩები მისი ყელიდან მკერდისკენ გაცურდნენ
-ვიცი-ხმა დაბალი ტონით უმისამართოდ თქვა ვნებამორეულმა კაცმა და ტუჩები მაშინვე საწყის პოზიციას დაუბრუნა
-კახა-აღელდა თამუნა და მაშინვე ხელებშორის მოიქცია მისი არეული სახე
-ჯანდაბა- წყობრიდან გამოვიდა უეცრად კახა და უკმაყოფილო სახით წამოდგა ფეხზე
-რომელზე დაბრუნდები?-ინტერესით ჰკითხა თამუანამ სარკესთან მისულ კაცს რომელიც თმას და პერანგს ისწორებდა
-ზუსტად არ ვიცი-უკმაყოფილო ტონით უპასუხა კახამ და მისკენ მიტრიალდა
-დაგელოდები-გაუღიმა თამუნამ და ყელზე შემოაჭდო თლილი თითები. კახას გაეღიმა მის ქცევაზე და მაშინვე წელზე შემოხვია ძლიერი ხელები, ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული და თვალებში ჩააცქერდა- შენი წასვლის დროა-გაეცინა თამუნას და უფრო მეტად რომ აერია თავგზა ისედაც გონება არეული კაცისთვის უკან დაიხია. კახამ არაფერი უპასუხა, უხმოდ გავიდა სამზარეულოში ანას დაემშვიდობა და გასასვლელ კართან მისულ უკმაყოფილო მზერით მიაჩერდა სახეში ცოლს- დაგაგვიანდება-გაეღიმა თამუნას და თითისწვერებზე აწეულმა ტუჩებში აკოცა
-კაი წავედი-რაღაცის თქმა დააპირა კახამ მაგრამ გადაიფიქრა და კიბეებზე სწრაფად დაეშვა.
-დე? იცი რა ვიფიქრე? მამა ხომ დღეს გვიან დაბრუნდება...-სამზარეულოდან გასძახა ანამ ჯერ კიდევ აფორიაქებულ ქალს
-ჰო მერე?-უინტერესოდ ჰკითხა ძლივს აზრზე მოსულმა თამუნამ შვილს
-ვიფიქრე კარგი იქნებოდა თათია და მია დამეპატიჟა...
-კარგი
-ცოტა დაძაბული ურთიერთობა აქვთ დებს და ვფიქრობ ასე უფრო დაახლოვდებიან... თან შენც ხომ გინდოდა მისი გაცნობა და...
-თათია იმდენს საუბრობდა მიაზე რომ ნამდვილად მინდა მისი გაცნობა...
-იცი როგორ უხარია თათიას რომ როგორც იქნა ურთიერთობა აღადგინა მასთან?!
-წარმომიდგენია-გაეღიმა თამუნას
-მაგრამ მია კვლავ ცივ უარზეა და დავითთან ურთიერთობა არ უნდა მითუმეტეს ლიკასთან
-ალბათ როგორ განიცდის დავითი
-დავითზე მეტად ლიკა დეიდა განიცდის-დანანებით თქვა ანამ- იცი როგორ ნერვიულობს იმის გამო რომ კვლავ ცუდი ერთობა აქვთ მამა-შვილს მისგამო?
-ყველაფერი დალაგდება... რადგან ამდენი წლის მერე მიამ თათიასთან ურთიერთობა აღადგინა მამამისთანაც აღადგენს... საბოლოოდ კი ლიკასაც მიიღებს, სხვა თუ არაფერი მისი დის დედაა...
-არამგოანია... ცოტა უცნაური გოგოა-რბილად შეაფასა მიას უცნაური ხასიათი ანამ და სახლის დალაგებას შეუდგა.
თამუნას დანახვის წამიდან თვალში არ მოუვიდა მია, თუმცა მაინც გულთბილად მიიღო ის. მაგრამ გოგონას ამპარტავნული ქცევებიდან და საუბრის მანერიდან გამომდინარე...მასზე, თათიასგან შექმნილი წარმოდგენა მალევე წაეშალა, სწორედ ამიტომ მისი თავაზიანობა მიას მიმართ ძალდატანებული, ხოლო ღიმილი ყალბი გახდა.
-მია საფრანგეთში როდის ბრუნდები?-საუბრის დროს ინტერესით ჰკითხა ანამ
-ჯერ არ ვიცი... აქ, ჩემი ბავშვობის მეგობერების დასახმარებლად დავბრუნდი- თავხედური ტონით თქვა და თათიას გახედა რომელსაც მისმა სიტყვებმა იმდენად ატკინა გული რომ წამიერად ცრემლებიც კი მოეძალა
-მე...სამზარეულოში გავალ წყალს დავლევ-ჩამწყდარი ხმით თქვა თათიამ და ფეხზე წამოდგა აღელვებული
-გამოგყვები-უკან მიჰყვა ანა
-მეც გამომიყოლე-უდარდელად მიაძახა მიამ დას და სახეზე ჩამოყრილი გრძელი შავი ტალღოვანი თმა მხრებს უკან გადაიწია
-თათია შემზე ხშირად გველაპარაკებოდა მე და ანას... შენი გაცნობა მისი ოცნება იყო- ცივად უთხრა თამუნამ და ყავა მოსვა
-ვიცი-დარწმუნებით უთხრა მიამ და დივნის საზურგეს მიეყრდნო, ფეხი ფეხზე გამომწვევად გადაიდო და თათიას გაწვდილი წყლის ჭიქა მაგიდაზე დადო-მერე დავლევ მადლობა- ცინიკური ტონით უთხრა დას და საწყის პოზიციას სახეზე აშკარად გამოხატული ირონიით დაუბრუნდა.
-საქართველოში რომ დაბრუნდი ასე მოულოდნელად, საფრანგეთში იმ კომპანიაში სადაც მუშაობ პრობლემები არ შეგექმნება ახლა?-უინტერესოდ ჰკითხა ანამ, მიას არსებული დაძაბულობის გასაფანტად
-რა თქმა უნდა არა-თავმომწონედ თქვა მია-ასე რომ იყოს აქ არავის და არაფრის გამო არ დავბრუნდებოდი-იმდენად თავხედური ტონით თქვა რომ თამუნამ ვეღრა შეძლო ამ ყველაფერის ატანა და ფეხზე წამოდგა
-ბავშვებო მე გავალ-ძალდატანებული სიმშვიდით თქვა და სამზარეულოში გავიდა
-ესე იგი ჩემს გამო არაფერს არ გააკეთებდი- ვეღარ მოითმინა თათიამ და ნაწყენი ტონით ჰკითხა
-მე ეგ არ მითქვამს-გაუღიმა მიამ დას და საუბრის დასასრულებლად ტელეფონი აიღო ხელში.
თამუნა იმდენად გაღიზიანებული იყო მიას თავხედური ლაპარაკის და ქცევების გამო რომ კახას მოულოდნელმა დაბრუნებამაც კი ვერ გამოუკეთა ხასითი.
-თამუ? მოხდა რამე?- აღელდა კახა როცა კარის გაღებისთანავე ცოლის არეულ სახეს ჰკიდა თვალი
-ისეთი არაფერი-უემოციო ტონით უთხრა თამუნამ და ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა დაბნეულ კაცს
-მითხარი რა ხდება-გაბრაზდა კახა
-ანამ თათია და მია დაპატიჟა
-მართლა? მერე? რატომ ხარ ასეთი გაღიზიანებული?
-ეს გოგო მია... ძალიან თავხედია
-არ მოგეწონა?!-გაეცინა კახას
-დე ვინა მოვიდა?-მისაღებიდან ინტერესით იკითხა ანამ
-მამა მოვიდა
-მართლა?-აღმოხდა გახარებულ გოგონას და გასასვლელ კართან მივიდა- მა მია უნდა გაგაცნო- ხმა დაბალი ტონით უთხრა დაბნეულ კაცს და მისაღებში შეიყვანა თამუნასთან ერთად- მა გაიცანი ეს მიაა თათიას და...- კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ანა მაგრამ ფეხზე წამომდგარმა მიამ გააწყვეტინა საუბარი და თავხედური ტონით თქვა
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს
-მართლა?-შეიცხადა ანამ და გაკვირვებული მზერით მიაჩერდა თათიას რომელმაც მას ანიშნა წარმოდგენა არ მაქვს აქ რა ხდებაო
-გუშინ გავიცანით ერთმანეთი, თქვენს ფირმაში-აუხსნა მიამ გაკვირვებულ კაცს და მომღიმარი სახით ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, თუმცა მის მზერაში აშკარად იგრძნობიდა ბრაზი და ზიზღი რადგან კახამ გაცნობის წამიდან დაივიწყა მისი არსებობა... მაშინ როცა თავად ვერაფრით შეძლო გონებიდან ამოეგდო მისი მიციმციმე თვალები, თბილი მზერა და ცინიკური გამოხედვა
-თუ სწორად მახსოვს გასაუბრებაზე იყავით- დაფიქრდა კახა და ხელი ჩამოართვა გაურკვეველი მიზეზების გამო გაღიზიანებულ გოგონას
-გასაუბრებაზე არა-თავმომწონედ თქვა მიამ- პირიქით, თქვენი ფირმისგან მივიღე შემოთავაზება
-მართლა? მე რატომ არაფერი ვიცი?-შეიცხადა თათიამ
-საჭიროდ არ ჩავთვალე ვინემსთვის მეთქვა- თავხედურად უპასუხა მიამ დას და დივანზე დაჯდა თან თამუნას შეხედა გამომწვევი მზერით რომელიც მთელი ეს დრო წამით თვალს არ აშორებდა მას
-თამუ ყავას გამიკეთებ? ძაან დამღალა გზამ და ცოტა აზრზე მოვალ-გადაულაპარაკა კახამ ცოლს და სავარძელში ჩაეშვა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც თამუნას ოთახში დაბრუნებამ დაარღვია- მადლობა-მომღიმარი სახით ახედა კახამ ცოლს და გაწვდილი ჭიქა გამოართვა ცოტა მოსვა და ყავის ჭიქით ხელში ფეხზე წამოდგა- მოვწევ და მოვალ- ხმა დაბალი ტონით თქვა და აივანზე გავიდა. თამუნამ მისი ადგილი დაიკავა სავარძელში და სიყვარულით სავსე მზერით გახედა ქმარს. ამ დროს მიამ ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო სანთებელასთან ერთად და გამომწვევი მზერით მიაჩერდა თამუნას
-შეიძლება?-აივანზე მიანიშნა და ფეხზე წამოდგა
-რა თქმა უნდა-ძალდატანები თავაზიანობიდ უპასუხა გაღიზიანებულმა ქალმა და ცივი მზერა გააყოლა აივნისაკენ მიმავალ გოგონას.
კახას სახეზე აშკარა გაოცება გამოისახა როცა აივნზე გასულმა მიამ სიგარეტს მშვიდად მოუკიდა და გააბოლა, უნებურად მზერა მის წვრილ, მთრთოლარე თითებზე მიეყინა თუმცა როგორც კი მიამ მისკენ მიიხედა მაშინვე აარიდა თვალი და ყავის სმა მშვიდად განაგრძო მერამდენეღაცა ანთებულ ღერთან ერთად. მომაბეზრებელი სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მოულოდნელად მიას მშვიდმა ხმამ დაარღვია
-არ მეგონა ასე მალე თუ დამივიწყებდით
-მე კი არ მეგონა თუ დაგამახსოვრდებოდით- უემოციო ტონით უპასუხა კახამ ირონიულად მომღიმარ გოგონას და მისკენ მიიხედა
-იქნებ შენობით ვისაუბროთ?
-როგორც გინდა- დაუფიქრებლად უპასუხა კახამ და დაძაბული მზერა მისი ფერკმრთალი სახიდან, მისაღებ ოთახში, სავარძელში მჯდომ თამუნაზე გადაიტანა რომელიც მთელი ეს დრო თვალის მოუშორებლად უყურებდა მათ აივნის ღია კარიდან
-შეიძლება?-ისევ მიას ხმამ დაარღვია გამაყრუებელი სიჩუმე და ინსტიქტურად აიძულა კახა მზერა თამუნადან მასზე გადაეტანა- გამითავდა- სიგარეტის ცარიელ კოლოფზე მიუთითა გაღიზიანებულ კაცს და გაუღიმა. კახამ სიტყვის უთქმელად გაუწოდა შარვლის ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის ახლად გახსნილი კოლოფი, მაგრამ ისე რომ მისთვის არ შეუხედია- მადლობა- ცივად უთხრა მიამ, სწრაფად ამოიღო ერთი ღერი და ნერვიულად მოუკიდა
-რადგან ჩვენს ფირმასთან თანამშრომლობას განიხილავ ესე იგი საქართველოში დაბრუნებას ფიქრობ?-საუბრი წამოიწყო კახამ იმ მიზნით რომ მის ხასითს უკეთ გასცნობოდა
-ვფიქრობ მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია... აქ დასაბრუნებლად უფრო სერიოზული მიზეზი მჭირდება
-გასაგებია-მრავალმნიშვნელოვნად თქვა კახამ
და სიგარეტის ბოლომდე ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააქრო. მიასთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა რადგან ძალიან აღიზიანებდა მისი გამომწვევი მზერა, თავხედური საუბრის მანერა და ქცევები, ამიტომ შეტყობინება გაუგზავნა ცოლს და მასთან მისვლა სთხოვა. როგორც კი თამუნა აივანზე გავიდა გაღიზიანებულმა მიამ აკანკალებული ხდლით საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა ნახევრად ჩამწვარი ღერი და სიტყვის უთქმელად სახლში შევიდა
-ხომ გეუბნებოდი-ახედა თამუნამ ზედმეტად ახლოს მდგომ ქამრს და ინსტიქტურად მიას გახედა
-უცნაური გოგოა-უემოციო ტონით თქვა კახამ ბნელ სივრცეს გახედა ამღვრეული თვალებით
-რატომ არ მითხარი რომ გუშინ ერთმანეთი გაიცანით?-ვერ მოითმინდა და მაინც უსაყვედურა თამუნამ ქმარს
-არ ვიცოდი თათიას და თუ იყო
-კარგი მოვრჩეთ ამ გოგოზე ლაპარაკს, დღემ როგორ ჩაიარა?
-ძალიან დავიღალე... მგონი ხვალაც მომიწევს წასვლა
-ყოველდღე სიღნაღში უნდა იარო? -გაბრაზდა თამუნა
-რა ვქნა თამუ? გგონია მე მეხალისება?-მოიღუშა კახა
-მალე დამთავრდება ის სახლში მშენებლობა?
-სადღაც ერთ კვირაში, თუ კიდევ რამეს არ აურევენ მშენებლები-გაიცინა კახას და ხელი მოხვია გაბუტულ ცოლს გულზე მიიკრო და საფეთქელზე აკოცა.
-აუ ან რა მაგარია მალე შენი დაბ დღეა მოიფიქრე სად გადაიხდი?-უეცრად გაახსენდა თათიას მეგობრის იუბილე
-ჯერ არ ვიცი... ვაჩესთან ერთად მოვიფიქ...-სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ანას რომ ანერვიულებული მია წამოვარდა ფეხზე და მკაცრად უთხრა თათიას
-წავიდეთ!
.......
დაძაბული ანდრია უკმაყოფილო სახით შეჰყურებდა მომღიმარ თორნიკეს
-გგონია ეს სასაცილოა?
-სწორედ ეგრე მგონია!
-აღარ მიყვარს
-გინდოდა გეთქვა რომ ჯერ კიდევ გიყვარს?
-დალევა მინდა
-მაშინ ტაქსით მოგიწევს სახლში წასვლა
-არა ხვალ დილით მანქანა მჭირდება
-მე გამოგიყვან
-არა ჯობია წავიდე-მოიღუშა ანდრია და გასასვლელთან მივიდა, სახტად დარჩა როცა კარში გასვლისას მიას შეეფეთა -შეენ? ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ?-მაშინვე წარბები შეკრა გაღიზიანებულმა ბიჭმა
-ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო?-შეიცხადა მიამ და უხეშად აუარა გვერდი მას და სახლში შევიდა. ანდრიამ ღრმად ჩაისუნთქა შუაღამის გრილი ჰაერი, კარი გამეტებით მიაჯახუნა და უკან მიჰყვა დაძაბულ გოგონას
-მია? მოხდა რამე?- გაოგნდა თორნიკე მისი დანახვისას
-რა სახეები გაქვთ?! მაინცდამაინც რამე უნდა მოხდეს იმის გამო რომ მე აქ მოვიდე?-შეიცხადა გაკვირვებულმა გოგონამ და ანდრიას გასაღიზიანებლად ლოყაზე ხმაურით აკოცა თორნიკეს
-არა მაგრამ...
-მაგრამ რა?-მოიღუშა მია
-იცი რომელი საათია?-თავზე წამოადგა ანდრია გაღიზიანებულ გოგონას
-მერე შენ რა?-ავარდა მია
-წამოდი სახლში წაგიყვან-მაქსიმალურად მშვიდი ტონით შესთავაზა ანდრიამ
-სიგარეტი გააქვთ? გამითავდა-უმისამართოდ იკითხა მიამ და მოუთმენლად წამოდგა ფეხზე
-რა გჭირს?-დაინტერესდა თორნიკე და თავისი კოლოფი გაუწოდა სანთებელასთან ერთად
-არაფერი-ჩამწყდარი ხმით თქვა მიამ და ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან, აკანკალებული ხელით სწრაფად მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელსაც მხოლოდ ანერვიულებული მიას ფეხის ნაბიჯების სუსტი ხმა არღვევდა
-ბევრს ეწევი-გაბრაზდა ანდრია როცა მიამ მესამე ღერს მოუკიდა
-მერე შენ რა? მერე შენ რა? -ავარადა ისევ მია- რატომ ინტერესდები ჩემით? რატომ- ჩამწყდარი ხმით იკითხა და სანამ კიდევ რამეს იტყოდა ანრიას ძლიერ მკლავებში აღმოჩნდა მოქცეული და მალევე დამშვიდდა, მაგრამ დიდხანს ვერ აიტანა სუსტი ქალის იმიჯი ამიტომ კარგა ხნის სიჩუმის მერე ბრაზნარევი ტონით უთხრა სუნქვა არეულ ბიჭს- გამიშვი!- და უკან დაიხია
-მია რა გემართება
-სასამართლოზე არ ინერვიულო ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება-გამამხნევებლად უთხრა მიამ დაბნეულ თორნიკეს და სახლიდან გავიდა
-მია წაგიყვან-უკან მიჰყვა ანდრია
-არ მჭირდება შენი დახმარება
-მანქანაში რატომ არ მიჯდები? ჩემთან მარტო დარჩენის გეშინია?
-რას ბოდავ
-მაშინ ჩაჯექი!-შავ X 6მიუთითა ანდრიამ საყვარელ გოგონას და პირველი ჩაჯდა მანქანაში. კარგა ხნის სიარულის მერე მომაბეზრებელი სიჩუმე ანდრის მკაცრმა ხმამ გაკვეთა და ფიქრებში წასულ გარინდებულ გოგონას ჰკითხა -სად მიგიყვანო?
-იმიტომ წამომიყვანე რომ გაგეგო სად ვცხოვრობ- ირონიული ტონით თქვა მიამ და გამომწვევი მზერით მიაჩერდა სახეში გაღიზიანებულ ბიჭს
-მეტყვი მისამართს თუ ჩემთან სახლში წაგიყვანო?-იგივე ირონიით უპასუხა ანდრიამ და მისკენ მიიხედა გამარჯვებულის იერით. მიამ კარგა ხნის სიჩუმის მერე გაღიზიანებული ტონით უკარნახა ნაქირავები ბინის მისამართი მომღიმარ ბიჭს და ფანჯარა ჩასწია-თათიასთან ურთიერთობა დაალაგე?-დაინტერესდა ანდრია
-თათია- დის სახელი ჩამწყდარი ხმით წარმოსათქვა სასოწარკვეთილმა გოგონამ და სიმწრის ღიმილმა გადაურბინა
-იმედია მის დასჯას არ აპირებ მამაშენის გამო
-გგონია რომ კარგად მიცნობ მაგრამ ასე არაა...
-ვიცი რაზე ხარ წამსვლელი საკუთარი მიზნების მისაღწევად-ბრაზნარევი ტონით თქვა ანდრიამ კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდი ტონით დაამატა-და ისიც კარგად ვიცი რეალურად რატომ დაბრუნდი საქართველოში
-მანქანა გააჩერე!-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა



№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

კარგი იყო მე ანანო მომწონს რაღაცნაერად საყვარელია ♡♡♡ და თუსაიდუმლო არარის შემდეგ თავებში თუიქნება მისი სიყვარულის ამბები

მომწონს შენი დაწერილი უმეტესობა წაკითხულიმაქვს და ძალიან კარგია ♡♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე

"-არ მიუტოვებია! უბრალოდ
სხვა ქალი შეუყვარდა ქორწინების დროს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მალევე მიიღო, მაგრამ თქვენ, ქალები, ხშირ შემთხვევაში ამას, მიტოვებას ეძახით და არა განქორწინებას" -
- ეს ნახე რაა.. smirk
რაღაც ძაან გაბლატავებულია ეს კაცი მეორე ნაწილში. smiley

 


№3  offline წევრი Soraya

კახა რომ არასწორია, ეს უკვე ვიცით…შეიძლება სხვა ქალი შეგიყვარდეს, და შენ ცოლს უთხრა მაგრამ ეგ მაინც მიტოვებაა,კიდევ კარგი, უთხრა მაინც დავითმა მის ცოლს, ორივე შემთხვევაში ღალატი გამოდის მაგრამ…
ანი კარგი ადამიანი ჩანს, მია მომწონს, მიყვარს მისნაირები, არ ვიცი რატომ, კახა ფრთხილად იყოს, გამაღიზიანებელია, როცა ცოლი გყავს, მას კოცნი, და თან ვიღაცაზე ფიქრობ…ამაზრზენობაა…
ანდრია საუკეთესოსა, ჩემი აზრით ამ ისტორიაში, მიასთან ერთადაც, პირადად მე მიმაჩნია რომ მიამ სხვა უნდა იპოვოს…
წარმატებები!

 


№4 სტუმარი ელა1

ნეაკო როგორც ყოველთვის კარგია.ეხლა დავიწყება შეფასებას:დავიწყებ კახათი კახა რასაც ამბობ ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება ზოგჯერ ჯობია თუ ცოლი არ გიყვარს და სხვა შეიყვარა გაშორდე და განთავისუფლე ის ადამიანი ტანჯვისგან ამ შემთხვევაში დათოზე მაქვს საუბარი აბსოლუტურად სწორედ მოიქცა რო დაშორდა ცოლს და არაცხივრა ტყუილში.რაც შეეხება მიას მისი მესმის ძალიან ძნელია როცა პატარა ხარ და მშობლები შორდებიან და ეს ტრავმა არასოდეს ავიწყდება ბავშვს რა ასაკშიც არ უნდა იყოს.სწორედ ამიტომ ჩანს ყველასთვის მკაცრი და სტროფი გოგო იმიტომ თვითონ შექმნა ასეთი თავი რო ყველას ეგონოს აი მიუხედავათ იმისა რომ ბავშობაში ამდენი რამე გადავიტანე მაინც წარმატებას მივაღწიე სხვების დახმარების გარეშე,სინამდვილეში მია სულ სხვანაირია არის უმანკო გოგო რომელიც ჯერ კიდე როგორ ვთქვა პატარა ბავშვი რომელსაც სჯურდება მოფერება და იმ სიყვარულის ანუზღაურება რაც ბავშვობაში აკლდა.

 


№5 სტუმარი ელა1

რაც შეეხება დების ურთიერთობას როგორ ვთქვა მიას თავისი და იმიტომ რძულს და ასე ექცევა იმიტომ რომ გონია რომ ის რომ არა მამამისი უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდა მას იმ შემთხვევაში თუ ამას დედამისი მოისურვებდა და რაც შეეხება დედინაცვალს მაგასაც ადანაშაულებს იმაში რომ ნამუსი მის გვერდით არ იყო ბავშვობაში.მე ასე მგონია რო როცა მშობლები შორდებიან ბავშვს უნდა აუხსნას ორივე მშობლები რო ამით არაფერი იცვლება და მის მიმართ სიყვარული არ იცვლება როგორც უყვარდათ ისე ეყვარება ის.არ ვიცი თუ მეთანხმებით მაგრამ მიას ასეთი როგორ ვთქვა სახე არის ნიღაბი რომლის მოხსნის ეშინია იმიტომ რომ ეშინია ამ საღის მიღმა რა იმალება.

 


№6 სტუმარი Keira.კირა

მია, მიეგდე შენს სკამზე

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

არ მეცალა გუშინ და ახლა დავამატებ.
აშკარად მიასგან მონსტრის გამოძერწვას გეგმავ, მაგრამ აქედანვე იცოდეთ რო მე მიასკენ ვარ. smile
კახაზე ნაწილობრივ ვიხუმრე გუშინ. (ოღონდ ნაწილობრი იმიტომ, რომ მართლა "გათავხედებულია". joy )
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება სხვა შეუყვარდეს და სხვასთან წავიდეს, ქალსაც და კაცსაც, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს ეს გულის სიღრმეში.
თუმცა მიას ქცევა და პროტესტი ჩემთვის ახსნადია და თანაგრძნობა გამიჩნდა. არც მე ვიქნებოდი კეთილგანწყობილი იგივე სიტუაციაში მამაჩემის მეორე ცოლის და შვილის მიმართ. რა ვქნა, ეგოისტი ვარ. აგერ თიკოზე ვმესაკუთრეობ და მამაზე და დედაზე რატო ვიქნები გულუხვი. smiley
თათია არაფერ შუაშია, მაგრამ აი ლიკასთან კი გავივარჯიშებდი მიას ადგილას გესლის და ღვარძლის ნთხევაში. joy

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
თქვენი არ ვიცი და მე ისევ ვერაფერი გავიგე joy ან კირას რა არ მოსწონს, ან ელენეს რა მოსწონს, ან ელა რას აანალიზებს.
გადავიღალე ეს დღეები, სხვა საქმეები მქონდა და ეტყობა ცოტა უყურადღებოდ ვკითხულობ. მაგრამ ყოველ ჯერზე შენი სახელის და ახალი თავის დანახვა ისე მახარებს ვერც წარმოიდგენ. ❤
ამ თავში ანდრიას და ნიას ურთიერთობამ დამაინტრიგა. მაგრამ კახა ამ ახლად გამომცხვარ პერსონაჟებთან რა გადაკვეთაშია და ვის ვისზე უნდა შურისძიება, ეგ ვერ გავიგე.

ირაკლიზე ხო კარგად იგებდი ყველაფერს? smirk

 


№9  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
სტუმარი ელენე
nene gelovani
თქვენი არ ვიცი და მე ისევ ვერაფერი გავიგე joy ან კირას რა არ მოსწონს, ან ელენეს რა მოსწონს, ან ელა რას აანალიზებს.
გადავიღალე ეს დღეები, სხვა საქმეები მქონდა და ეტყობა ცოტა უყურადღებოდ ვკითხულობ. მაგრამ ყოველ ჯერზე შენი სახელის და ახალი თავის დანახვა ისე მახარებს ვერც წარმოიდგენ. ❤
ამ თავში ანდრიას და ნიას ურთიერთობამ დამაინტრიგა. მაგრამ კახა ამ ახლად გამომცხვარ პერსონაჟებთან რა გადაკვეთაშია და ვის ვისზე უნდა შურისძიება, ეგ ვერ გავიგე.

ირაკლიზე ხო კარგად იგებდი ყველაფერს? smirk

joy joy
წახვალ, წამოხვალ, მაინც ამ ირაკლის დაეტაკები ხოლმე რააა joy

მე ხმის ამომღები აღარ ვარ ამ საკითხზე ფაქტები თვითონ მეტყველებენ ბავშვის დამოკიდებულებას ირაკლისადმი

სტუმარი ლიზი
კარგი იყო მე ანანო მომწონს რაღაცნაერად საყვარელია ♡♡♡ და თუსაიდუმლო არარის შემდეგ თავებში თუიქნება მისი სიყვარულის ამბები

მომწონს შენი დაწერილი უმეტესობა წაკითხულიმაქვს და ძალიან კარგია ♡♡♡

ძალიან დიდი მადლობა ❤❤❤❤ მიხარია რომ მოგწონს ჩემი ისტორიები შემდეგ თავს 31 აგვისტოს დავდებ ❤❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი ნეაკო

Keira.კირა
მია, მიეგდე შენს სკამზე

მიას მორჯულება არც ისე მარტივია joy

 


№11 სტუმარი სტუმარი ლიზი

ნეაკო
nene gelovani
სტუმარი ელენე
nene gelovani
თქვენი არ ვიცი და მე ისევ ვერაფერი გავიგე joy ან კირას რა არ მოსწონს, ან ელენეს რა მოსწონს, ან ელა რას აანალიზებს.
გადავიღალე ეს დღეები, სხვა საქმეები მქონდა და ეტყობა ცოტა უყურადღებოდ ვკითხულობ. მაგრამ ყოველ ჯერზე შენი სახელის და ახალი თავის დანახვა ისე მახარებს ვერც წარმოიდგენ. ❤
ამ თავში ანდრიას და ნიას ურთიერთობამ დამაინტრიგა. მაგრამ კახა ამ ახლად გამომცხვარ პერსონაჟებთან რა გადაკვეთაშია და ვის ვისზე უნდა შურისძიება, ეგ ვერ გავიგე.

ირაკლიზე ხო კარგად იგებდი ყველაფერს? smirk

joy joy
წახვალ, წამოხვალ, მაინც ამ ირაკლის დაეტაკები ხოლმე რააა joy

მე ხმის ამომღები აღარ ვარ ამ საკითხზე ფაქტები თვითონ მეტყველებენ ბავშვის დამოკიდებულებას ირაკლისადმი

სტუმარი ლიზი
კარგი იყო მე ანანო მომწონს რაღაცნაერად საყვარელია ♡♡♡ და თუსაიდუმლო არარის შემდეგ თავებში თუიქნება მისი სიყვარულის ამბები

მომწონს შენი დაწერილი უმეტესობა წაკითხულიმაქვს და ძალიან კარგია ♡♡♡

ძალიან დიდი მადლობა ❤❤❤❤ მიხარია რომ მოგწონს ჩემი ისტორიები შემდეგ თავს 31 აგვისტოს დავდებ ❤❤❤❤

♡♡♡♡♡

 


№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
"-არ მიუტოვებია! უბრალოდ
სხვა ქალი შეუყვარდა ქორწინების დროს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მალევე მიიღო, მაგრამ თქვენ, ქალები, ხშირ შემთხვევაში ამას, მიტოვებას ეძახით და არა განქორწინებას" -
- ეს ნახე რაა.. smirk
რაღაც ძაან გაბლატავებულია ეს კაცი მეორე ნაწილში. smiley

და თან როგორ joy joy joy

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიზი

შემთხვევით ყველა მოვნიშნე უმკაცრავად :D ????

რაღაცამ აურია უცნაურად მიჩვენებდა თუ რამე უცნაური დაეწერა ჩემიმხრიდან იცოდე მეარვწერ ანრაღაცას მეჭირება ანარვიცი დიდი დიდი გაქო რამე ? უცნაური სმაილი თუდაიწერა შემთხვევით

 


№14  offline მოდერი ნეაკო

Soraya
კახა რომ არასწორია, ეს უკვე ვიცით…შეიძლება სხვა ქალი შეგიყვარდეს, და შენ ცოლს უთხრა მაგრამ ეგ მაინც მიტოვებაა,კიდევ კარგი, უთხრა მაინც დავითმა მის ცოლს, ორივე შემთხვევაში ღალატი გამოდის მაგრამ…
ანი კარგი ადამიანი ჩანს, მია მომწონს, მიყვარს მისნაირები, არ ვიცი რატომ, კახა ფრთხილად იყოს, გამაღიზიანებელია, როცა ცოლი გყავს, მას კოცნი, და თან ვიღაცაზე ფიქრობ…ამაზრზენობაა…
ანდრია საუკეთესოსა, ჩემი აზრით ამ ისტორიაში, მიასთან ერთადაც, პირადად მე მიმაჩნია რომ მიამ სხვა უნდა იპოვოს…
წარმატებები!

ძალიან დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
ისტორიას რაც შეეხება ჯერ ყველაფერი წინ არის ❤❤❤❤

 


№15 სტუმარი სტუმარი ლიზი

♡♡♡♡ კარგია რომთქვი გუშინ რამდენნჯერ შევამოწმე ახალისარის თუარამეთქი

 


№16  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო როგორც ყოველთვის კარგია.ეხლა დავიწყება შეფასებას:დავიწყებ კახათი კახა რასაც ამბობ ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება ზოგჯერ ჯობია თუ ცოლი არ გიყვარს და სხვა შეიყვარა გაშორდე და განთავისუფლე ის ადამიანი ტანჯვისგან ამ შემთხვევაში დათოზე მაქვს საუბარი აბსოლუტურად სწორედ მოიქცა რო დაშორდა ცოლს და არაცხივრა ტყუილში.რაც შეეხება მიას მისი მესმის ძალიან ძნელია როცა პატარა ხარ და მშობლები შორდებიან და ეს ტრავმა არასოდეს ავიწყდება ბავშვს რა ასაკშიც არ უნდა იყოს.სწორედ ამიტომ ჩანს ყველასთვის მკაცრი და სტროფი გოგო იმიტომ თვითონ შექმნა ასეთი თავი რო ყველას ეგონოს აი მიუხედავათ იმისა რომ ბავშობაში ამდენი რამე გადავიტანე მაინც წარმატებას მივაღწიე სხვების დახმარების გარეშე,სინამდვილეში მია სულ სხვანაირია არის უმანკო გოგო რომელიც ჯერ კიდე როგორ ვთქვა პატარა ბავშვი რომელსაც სჯურდება მოფერება და იმ სიყვარულის ანუზღაურება რაც ბავშვობაში აკლდა.

ელა როგორც ყოველთვის ჩემი და შენი აზრები ერთმანეთს უზესტესად ემთხვევა❤❤❤❤❤❤❤❤

წორად ფიქრობ, მია მიტოვებული და გულნატკენი ბავშვია, სწორედ ამიტომაა სეთი რთული ხასიათის.

ქორწინების დროს სხვის მიმართ გაჩენილი გრძნობები ღალატად არც მე მიმაჩნია თუ პარტნიორი ამას თავის დროზე გაამხელს და ეცდება ქორწინება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დაასრულოს, მითუმეტეს მაშინ როცა შვილს ყურადღებას არ აკელბს. (მაგრამ დავითმა შეცდომა დაუშვა, მია უყურადღებოდ დატოვა, ყველაფერი კი მიას დედას მიაწერა, მე ვფიქრობ თუ მამას შვილის ნახვა ნამდვილად სურს, წინააღმდეგობას მასზე დაბოღმილი ყოფილი ცოლი ვერანაირად ვერ გაუწევს)

 


№17 სტუმარი სტუმარი ელენე

როგორ მომენატრა ამ თემაზე გაწევ-გამოწევა relaxed

 


№18 სტუმარი Shota rustaveli

Oi oi ra shmagi yofilxar miajan

Tariels gagirigebdi magram daixokavs saxes es rogor gamibede mijnuri mkavso

 


№19 სტუმარი სტუმარი ელენე

რა არის, დეიდაჩემო, გადაგვაგდე? smiley

 


№20  offline მოდერი ნეაკო

Shota rustaveli
Oi oi ra shmagi yofilxar miajan

Tariels gagirigebdi magram daixokavs saxes es rogor gamibede mijnuri mkavso

მია ისეთია თუ მოუნდა ტარიელსაც დაითრევს joy

სტუმარი ელენე
რა არის, დეიდაჩემო, გადაგვაგდე? smiley

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent