შურისძიების მსხვერპლი 1 თავი
ახლადგაღვიძებული თამუნა მომღიმარი სახით მიაჩერდა კახას, რომელიც მისაღებ ოთახში მოღუშული სახით იჯდა დივანზე და ვისკის წრუპავდა ნახევრად დაცლილი ჭიქიდან -იცი რომელი საათია?-ინტერესით ჰკითხა თამუნამ ქმარს და უცნაური მზერით მიაჩერდა სახეში -არა-მოკლედ უპასუხა კახამ და სმა განაგრძო -ვიცი ასე რატომაც იქცევი-დარწმუნებით უთხრა თამუნამ და მისკენ წავიდა -მაგრამ ჩემი არ გესმის-წყენა გაერია ხმაში მისი სიტყვებით გაღიზიანებულ კაცს -მესმის!-გაეღიმა თამუნას და თავზე წამოადგა -არ გესმის!- ჩავარდნილი ხმით პასუხა კახამ ცოლს და ხელახლა შეივსო ჭიქა სასმლით -აღარ დალიო-მოკრძალებით სთხოვა თამუნამ და მის ფეხებშორის მოქცეული ზემოდან ჩააცქერდა მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან ჩაწითლებულ თვალებში. კახამ ტუჩებთან მიტანილი ჭიქა მაგიდაზე დადო და თან ისე, რომ წამით თვალი არ მოუშორებია საყვარელი ქალის სევდიანი სახისთვის და, როცა თამუნამ სახეზე შეახო გაყინული თითები მოსაფერებლად, მოულოდნელად ხელი დაუჭირა და მაჯაზე ნაზად აკოცა -კა ხა-აღელდა თამუნა -რა?!-ინტერესით ჰკითხა ვნება მორეულმა მამაკაცმა საყვარელ ქალს და თან მოკლე წითელი პენუარის ქვეშ შეუცურა ცივი თითები რომლებიც თავხედურად ააცურა მის ნაზ, სრიალა კანზე. თამუნას გაეღიმა და საპასუხოდ, გრძელი, ნაზი, თბილი, თლილი თითები გამომწვევად შეუცურა შავ, ოდნავ შევერცხლილ თმებში, რის გამოც კახამ მაშინვე დაკარგა თავზე კონტროლი და ფეხზე წამოდგა. თამუნას კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე, როცა ვნება მორეულმა მამაკაცმა სხეულზე მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული და აღფროვანებულ ჩააცქერდა მწვანე ჩამუქებულ სფეროებში. რამდენიმე წამის განმავლობაში თავხედური და ვბნებით გაჟღენთილი სიჩუმე ჩამოწვა რომელიც თამუნას ტელეფოზე მისული შეტყობინების ხმამ დაარღვია, რის გამოც წამში შეეცვალა სახის გამომეტყველება კახას. დაბნეული და აღელვებული თამუნა ცივად მოშორდა ქმარს და ტელეფონის ძებნა დაიწყო უზარმაზარ ოთახში, კარგა ხნის ძებნის მერე ძლივს მიაგნო და შეტყობინება წაიკითხა თუ არა სახე წაეშალა -ანაა არა?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა კახამ დამფრთხალ ცოლს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში- რაო რას გწერას?- ამჯერას მშვიდი ტონით უმისამართოდ იკითხა და არეული მზერა მაგიდაზე დადებულ სიგარეტია კოლოფზე და სანთებელაზე გადაიტანა -არ ინერვიულოთ დამაგვიანდებაო-ჩამწყდარი ხმით გაიმეორა თამუნამ უკვე ათასჯერ წაკითხული შეტყობინება და სევდიანი მზერით მიაჩერდა სახეში ქმარს -ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა-გამოსცრა კბილებში კახამ და ვისკით სავსე ჭიქა მოიყუდა -გთხოვ ასე ნუ იქცევი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ და სწრაფად მიუახლოვდა სახე მონგრეულ კაცს -ის ტიპი იმიტომ მოვიდა იმ დღეს ჩემთან და თავხედურად გამომიცხადა შენი შვილი მიყვარსო რომ მერე თავისი თავხედური ქცევები ,,გაეპრავებინა" -ანას დაველაპარაკები -ამის დედაც ამის დედასაც შევ.ცი- აღმოხდა გაღიზიანებულ კაცს და მოულოდნელად ჭიქა კედელს შეახეთქა- უფლება არ უნდა მიმეცა მათი ურთიერთობა აქამდე მისულიყო... -კახა, ვაჩე კარგი ბიჭია... -ჩვეულებრივი ნაბ.ჭვარია!-გამოსცრა კბილებში გაცეცხლებულმა კაცმა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა, თან აივანზე გავიდა -გთხოვ-შეეხვეწა თამუნა და გულზე მიეკრო -კარგი! მშვიდად ვარ-აღმოხდა ცოლის ცრემლიანი თვალების შემყურე შეწუხებულ კაცს და საფეთქელზე აკოცა აფორიაქებულ ქალს -არ მესმის რატომ ეწინააღმდეგები მათ ურთიერთობას-კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდი ტონით დაიწყო საუბარი თამუნამ- ხომ იცი ვაჩე კარგი ოჯახის შვილია... -ნუ ცდილობ მათი არასწორი ქცევები გაამართლო!-გაბრაზდა კახა -არაფერს არ ვცდილობ... უბრალოდ... ჩვენ ორივემ კარგად ვიცოდით რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა... -ანანო ჯერ 18 წლისაა ცხოვრებას ახლა იწყებს, ის ტიპი კი ცდილობს თავგზა აურიოს... სწორედ ეს მაცოფებს...გესმის? -მე ასე არ ვფიქრობ... ბავშვებს უბრალოდ ერთმანეთი შეუყვარდათ... -თამუნა!- გაცეცხლდა კახა -მგონი დაგავიწყდა... როცა ჩვენ ანას ასაკის ვიყავით უკვე 1 წლის ალექსანდრე გვყვავდა-უკმაყოფილო ტონით უთხრა თამუნამ ქმარს და გულიანად გაეცინა მისი მონგრეული სახის შემხედვარეს -ნანობ?-მოიღუშა კახა. თამუნამ არაფერი უპასუხა და მომღიმარი სახით მიტრიალდა მაგრამ გაღიზიანებულმა კაცმა მაშინვე მკლავებშორის მოიმწყვდია და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში-კითხვაზე არ მიპასუხე! -პასუხი ისედაც იცი -მინდა რომ შენგან მოვისმინო! -მაინც რისი მოსმენა გინდა?!-გაეღიმა თამუნას და გამომწვევი მზერით მიაჩერდა სახეში ქმარს. მისი სურნელით, შეხებით და შეგრძნებით თავგზააბნეულმა კაცმა უნებურად თვალები დახუჭა და ცხვირის წვერი ოდნავ, სულ ოდნავ შეახო საყვარელ ქალს საფეთქელზე, რათა მთელი გრნობით, ემოციით და სხეულით შეეგრძნო მისი სინაზე და სითბო, სწორედ ამ დროს ვნება მორეული თამუნა თითის წვერებზე დადგა და ქმარს ტუჩებში აკოცა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო კახამ უპასუხოდ დატოვა მისი ვნებიანი კოცნა, რის გამოც წამში შეეცვალა იმედგაცრუებულ ქალს სახის გამომეტყველება და გაღიზიანებულმა მისი ძლიერი მკლავებიდან გასხლტომა სცადა -საით?-გაეცინა კაცს და სურვილისგან ანთებული თვალები შეანათა გაბრაზებულ ქალს -აუტანელო-ნაწყენი ტონით უთხრა თამუნამ როცა კახამ კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული ტანზე და ზემოდან დააცქერდა გამარჯვებულის იერით-გამიშვი-უღიმღამოდ უთხრა და გაბრაზებული სახით მიაჩერდა ჩაწითლებულ თვალებში -იქნებ ამან დაგაშოშმინოს-გაეღიმა კაცს და სანამ გაბუტული ქალი გონს მოვიდოდა ტუჩებზე დააცხრა ნელ-ნელა კი საძინებლოსკენ წაიყვანა ..... -ანა-ზურგს უკნიდან, მომღიმარი სახით მიუახლოვდა ვაჩე ღამის თბილისის ულამაზესი ხედით მონუსხულ გოგონას და ყელში აკოცა -ძალიან ბედნიერი ვარ-აღმოხდა აღფრთოვანებულ გოგონას და მისკენ მიტრიალდა, რის გამოც მაშინვე კმაყოფილების ღიმილმა ვადაურბინა სახეზე აღფრთოვანებულ ბიჭს და ტუჩებში აკოცა თვალებგაბრწყინებულ გოგონას. მაშინ როცა ერთმანეთის მოკრძალებული შეხებით და შეგრძნებით ოდნავ დაიცხრეს მოწოლილი გიჟური ვნებები, მოულოდნელად ვაჩე ცივად მოშორდა დაბნეულ გოგონას და უკან დაიხია. ანას საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა და რაღაც მომენტში ცრემლებიც კი მოეძალა, უარესი დაემართა როცა ვაჩე მიტრიალდა და მანქანის ახლო გამათების ფარებს მიღმა სიბნელეში გაუჩინარდა. თუმცა როცა საბარგულიდან ამოღებული დიდი წითელი ვარდების თაიგულით ხელში დაბრუნდა წამში გაუქრა ყველა უარყოფითი ემოცია და თავს უფლება მისცა მთელი არსებით შეეგრძნო თავისი წილი ბედნიერება, მაგრამ მას მერე როც ვაჩემ თაიგული გადასცა და მოულოდნელად ცალ მუხლზე დადგა პაწაწინა გახსნილი წითელი კოლოფით ხელში, რომელშიც ბრილიანტის პაწაწინა თვლები მთვარის მკრთალ შუქზე საოცრა ბრჭყვიალებდა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა -ცოლად გამომყვები-ინტერესით ჰკითხა ვაჩემ თვალებაწყლიანებულ გოგონას და თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისთვის, რათა მის სახეზე აღბეჭდილი არეული ემოციები არ გამოჰპარვოდა -გამოგყვები-დაუფიქრებლად უპასუხა ანამ და ხელი გაუწოდა ბეჭდის გასაკეთებლად, ვაჩე მაშინვე ფეხზე წამოდგა, საყვარელ გოგონას ნიშნობის ბეჭედი გაუკეთა, ხელი გადახვია და საფეთქელზე აკოცა -მიყვარხარ-ყურს უკან ჩასჩურჩულა და ტუჩებში აკოცა. ..... კახა მოღუშული სახით მიაჩერდა ბედნიერებისგან თვალებგაბრწყინებულ ანას რომელიც მისაღები ოთახის კართან მოკრძალებით იდგა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა -ვაჩემ მოგაცილა დე?- ინტერესით ჰკითხა თამუნამ შვილს და სწრაფად მიუახლოვდა, ანამ თანხმობის ნიშნად, შეუმჩნევლად დაუქნია თავი დედას თან ისე, რომ წამით თვალი არ მოუშორებია მამამისის არეული სახისთვის -როგორ ჩაიარა თათიას დაბადების დღემ?- ღიმილით ჰკითხა თამუნამ დაძაბულ გოგონას და მისაღებ ოთახში შეიყვანა -კარგად-მშვიდი ტონით თქვა ანამ და დედის გვერდით დივანზე დაჯდა -მისი ნახევარდა ჩამოვიდა? -მია?-იკითხა დაბნეულმა ანამ და იქამდე ვეღარ გაბედა ხმის ამოღება სანამ თავად კახამ არ აარიდა მზერა -კი ჩამოვიდა -თათია ალბათ ძალიან ბედნიერია-ღიმილით თქვა თამუნამ და ხმა ჩაუწყდა როცა ანანოს ათრთოლებულ ხელზე ოქროს ბეჭედი შენიშნა -მამა რაღაც უნდა გითხრათ-ჩამწყდარი ხმით თქვა ანამ და სევდით სავსე მზერით მიაჩერდა კახას რომელიც იმის მიუხედავად რომ მასზე საშინლად გაბრაზებული იყო და მისი ეს ბრაზი აშკარა და ზედმეტად შესამჩნევი იყო, მთელი ეს დრო მაინც სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა მას-ვაჩემ ცოლობა მთხოვა-აღმოხდა ტირილნარევი ხმით და სანამ დაბნეული, გაბრაზებული, გაოგნებული და შეშინებული მშობლები რამეს ეტყოდნენ სწრაფად დაამატა-დავთანხმდი. -რა?- ჩამწყდარი ხმით უმისამართოდ დაიჩურჩულა თამუნამ და ცრემლიანი თვალებით გაცეცხლებულ კახას გახედა რომელიც ძლივს იკავებდა თავს რომ არ გაგიჟებულიყო- კახა გთხოვ არაფერი თქვა... საერთოდ არაფერი-ცრემლიანი თვალებით მიუახლოვდა თამუნა ფეხზე წამომდგარ აღელვებულ კაცს და ცრემლიანი თვალები შეანათა -უნდა მივმხვდარიყავი ასე რომ მოხდებოდა- ბრაზნარევი ტონით თქვა სასოწარკვეთილმა კაცმა და როცა ოდნავ დამშვიდდასახლიდან სიტყვის უთქმელად წავიდა. -ანა დე დარწმუნებული ხარ რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა?- ჩამწყდარი ხმით ჰკითხა თამუნამ თვალცრემლიან გოგონას რომელიც კახას წასვლის შემდეგ, ხმის ამოუღებლად იჯდა დივანზე ერთ ადგილზე მიყინულივით -ჯერ ძალიან ახალგაზრდები ხართ...მთელი ცხოვრება წინ გაქვთ ორივეს... არ მესმის ასე რატომ ჩქარობთ... ჯერ პირველ კურსელი ხარ... ფინალური გამოცდებიც წინ გაქვს... -მიყვარს-აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას და აწყლიანებული თვალები შეანათა დაბნეულ ქალს -დედას პატარა-გაეღიმა თამუნას და მაშინვე გულში ჩაიკრა ასლუკუნებული გოგონა- დამშვიდდი, გთხოვ აღარ იტირო... მამას მე დაველაპარაკები -გგონია გაგვიგებს? -რა თქმა უნდა... უბრალოდ უჭირს შენი სიყვარულის გაყოფა სხვასთან...-გაეცინა თამუნას -ზუსტად ვიცი ალექსსაც იგივე რეაქცია ექნება რაც მამას -ჩემო პატარა- გულთბილად გაუღა თამუნამ შვილს და გულში ძლიერად ჩაიკრა. ........ აივნის მოაჯირზე ზურგით მიყრდნობილი თორნიკე სიგარეტა ნერვიულად ეწეოდა და ანას სოც ქსელს ინტერესით ათვალიერებდა შუშის თვალებით. დროდადრო ოჯახურ ფოტოებს ადიდებდა და ზიზღით სავსე მზერით დაჰყურებდა კახას და ალექსის დროში გაყინულ მომღიმარ სახეებს. ვერც კი მიხვდა ისე მიუახლოვდა ანდრია. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა მან გახსნილი ლუდის ბოთლი გაუწოდა ირონიული კითხვით -ისევ ანას ფოტოებს ათვალიერებ? -იშოვე?-მოუთმენლად ჰკითხა თორნიკემ და ტელეფონის ეკრანი ჩააქრო -შენ რა ეჭვი გეპარება ჩემს შესაძლებლობებში- ვითომ იწყინა ანდრიამ და ლუდი მოსვა -რამე უფრო ძლიერი მჭირდება-დაცალა თუ არა ბოთლი მაშინვე ეს თქვა თორნიკემ და თავზე წამოადგა მეგობარს, ანდრიას რეაქცია რომ არ ჰქონდა მის სიტყვებზე კარგა ხნის სიჩუმის მერე მოუთმენლად იკითხა- სადაა? -ახლა რაში გჭირდება?-მოიღუშა გაღიზიანებული ბიჭი და მაშინვე ფეხზე წამოდგა -უბრალოდ მაინტერესებს... -როცა საჭირო იქნება მაშინ მოგცემ -ისევ გგონია რომ ჩემთვის მინდა?-თაფლისფერი თვალები დააწვრილა თორნიკემ -ასე რომ ვფიქრობდე მე და შენ მეგობრები აღარ ვიქნებოდით -ამ ყლ..ა ლუდის გარდა რამე დასალევი არ გაქვს-დაძაბულობის განსამუხტად უეცრად სხვა თემაზე გადავიდა თორნიკე- რამე უფრო ძლიერი -მააქვს-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები ანდრიამ და მისაღებ ოთახში შეუძღვა მეგობარს- ჰო მართლა შენი პატარა დაიკო როდის უნდა ნახო? იცი როგორ გელოდება? -სანამ შურს არ ვიძიებ იმ ნაბ.ჭვარზე იქამდე მის ნახვას არ ვაპირებ -გგონია ნიცასთვის ამ შურისძიებას რამე მნიშვნელობა აქვს? -მისთვის შეიძლება არა მაგრამ ჩემთვის ააქვს -გგონია სიამოვნებას მოგანიჭებს უდანაშაულო გოგონასთვის ცხოვრების დანგრევა?- მოიღუშა ანდრია -მნიშვნელობა არ აქვს მე რას ვიგრძნობ მოცემულ მომენტში... მთავარია ვიცოდე რომ სწორედ ისე იტანჯება ის ნაბ.ჭვარი კახა როგორც მამაჩემი იტანჯებოდა მთელი 8 წელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.