შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 3 თავი


23-08-2022, 04:10
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 260

თორნიკემ უცნაური მზერით შეხედა მეგობარს და კარგა ხნის სიჩუმის მერე ბრაზნარევი ტონით ჰკითხა
-გგონია რომ საკუთარი შურისძიების მსხვერპლი გავხდები?
-ჰო...სწორედ ასე მგონია-მოიღუშა ანდრია და მასთან უსიამოვნო საუბრის დასასრულებლად ნაჩქარევად წამოდგა ფეხზე,იქვე მაგიდაზე დადებულ მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და გასასვლელისკენ ხმის ამოუღებლად წავიდა, თუმცა რაღაც გაახსენდა და მაშინვე უკან დაბრუნდა- ჰო მართლა, კინაღამ დავიწყდა მეთქვა შენთვის რომ როგორც იქნა, მიამ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
-როდის მოფრინავს?-დაინტერესდა თორნიკე
-უკვე საქართველოშია...
-ნახე?
-ჯერ არა-აღელდა ანდრია და ცივი, ცარიელი არაფრისმთქმელი მზერა, იქვე მაგიდაზე დადებულ ვისკის ნახევრად დაცლილ ბოთლს მიაყინა. თორნიკეს მის ქცევაზე გაეღიმა და სიტყვის უთქმელად გაუწოდა მეგობარს სასმლით სავსე ჭიქა
-ხომ იცი რომ მია ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს- გაურკვეველი მიმზეზების გამო თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა ანდრია და გამოწვდილი ჭიქა გაბრაზებული სახით გამოართვა მეგობარს მააინვე მოიყუდა და ჩაცალა
-ვიცი-გაეცინა თორნიკეს და როცა ანდრიამ ხმაურით დადო ჭიქა მაგიდაზე მაშინვე შეუვსო
-ამის დედასაც შევ.ცი-აღმოხდა გაღიზიანებულ ბიჭს და მეორე ჭიქაც სულმოუთქმენლად ჩაცალა
-შეცდომა დავუშვით... არ უნდა გვეთხოვა მისთვის დახმარება-უფრო თავისთვის ვიდრე ანდრიას გასაგონად უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა თორნიკემ და ბოთლი მოიყუდა
-ასე რატომ ფიქრობ?! ხომ იცი რომ მია საუკეთესოა ამ საქმეში
-ჯერ კიდევ გაქვს მის მიმართ გრძნობები
-ასე არაა!
-ასეა!-წამოენთო თორნიკე
-ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია საქმე გააკეთს
-არ მინდა რომ მისმა სიახლოვემ ტკივილი მოგაყენოს და ისევ იგივეს გადატანა მოგიწიოს, ამჯერად ჩემსგამო
-ვერ მატკენს...მეტად ვეღარ მატკენს რადგან უკვე გამანადგურა
-ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა-ფეხზე წამოვარდა გაცეცხლებული თორნიკე- არ უნდა დამეჯერებინა შენთვის!
-აუ თოკა უკვე ტვინს ტ.ნავ რა! დაიკ.დე ჩემი და მიას ურთიერთობა და იმაზე იფიქრე როგორ დავახიოთ მისი დახმარებით, ბიძაშენს მამაშენის მისაკუთრებული ქონება...
-მართლა გგონია რომ მხოლოდ მია შეძლებს ბიძაჩემის სიყალბესთან და მის თავზეხელაღებულ ადვოკატებთან გამკლავებას?! და მითუმეტეს ამ ბოლო გადამწყვეტი სასამართლო პროცესის მოგებას?
-კი არ მგონია დარწმუნებული ვარ!
-რატომ ხარ ასე ძალიან დარწმუნებული მის შესაძლებლობებში?!-თვალები დააწვრილა თორნიკე და უვნაური მზერით მიაჩერდა სახეში მეგობარს
-იმიტომ რომ მას არ გააჩნია გრძნობები და ემოციები, რადგან მის ძარღვებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ჩქეფს- ირონიული ტონით თქვა ანდრიამ და ვისკის ახალი ბოთლი გამოიღი კარადიდან.
.....
სიბნელეში, დივანზე მჯდომი სახე მონგრეული კახა უკმაყოფილო მზერით მიაჩერდა შუაღამისას შინ დაბრუნებულ ანას, რომელმაც ის მხოლოდ მაშინ შეამჩნია როდესაც გაღიზიანებულმა მამაკაცმა ნაწყენი ტონით ჰკითხა
-იცი რომელი საათია?
-მე...-რაღაცის თქმა დააპირა აღელვებულმა გოგონამ მაგრამ კახა ხმის ამოღების უფლება არ მისცა, მაშინვე ფეხზე წამოდგა და ოთახში შეიკეტა
-ანა დე მოხვედი?-სამზარეულოდან ყავის ჭიქით ხელში გამოვიდა თამუნა და სიყვარულით სავსე მზერით მიაჩერდა ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას-მოხდა რამე?-ინტერესით ჰკითხა როცა აღელვება შეატყო სახეზე სიბნელეს მიჩვეული თვალით
-მამა ძალიან გაბრაზებულია
-გადაუვლის
-ვერც კი მივხვდი დრო როგორ გავიდა
-თავს ნუ იდანაშაულებ...
-არ მინდა იფიქროს რომ ჩემთვის უკვე სულ ერთია მისი აზრი ჩემი და ვაჩეს ურთიერთობაზე
-ასე არ ფიქრობს ნუ ღელავ-გაეცინა თამუნას- დამიჯერე კახამ უზუსტესად იცის რამდენად მნიშვნელოვანი, ძვირფასი და საჭირო ადამიანია შენთვის
-ძალიან მიყვარს-აღმოხდა ასლუკუნებულ გოგონას და დაბნეულ ქალს ჩაეხუტა.
გამთენიისას საძინებელში შესულ თამუნას უკმაყოფილო მზერით მიაჩერდა ფანჯარასთან მდგომი კახა რომელიც სიგარეტს მშვიდად ეწეოდა
-იცი? ხანდახან ანას გათხოვების იდეა ძალიან მხიბლავს-ირონიული ტონით უთხრა ცოლს და სიგარეტის ახლადგაკიდებული ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა -უკვე მერამდენე ღამეა მის ოთახში გძინავს
-შენს გამო! ანერვიულებ ბავშვს და მერე მის დამშვიდებში ღამეები მათენდება.
-შუა ღამემდე რომ დაჰყვებოდეს გაურკვეველი მიმართულებით იმ ტიპს...
-კახა იმ ტიპს ვაჩე ჰქვია და შენი შვილის საქმროა-გაეცინა თამუნა
-ჰოდა სწორედ ეგ მაგიჟებს -წამოენთო კახა-რადგან ბეჭედი გაუკეთა ანანოს ჰგონია რომ ყველაფერის უფლება აქვს
-მარტოები არ ყოფილან, თათია და მიაც მათთან ერთად იყვნენ იმ წვეულებაზე...
-ნუ ამართლებ!
-არ ვამართლებ!-გაბრაზდა თამუნა და მაშინვე თეთრი ხალათი მოიცვა წითელ პენუარზე და ოთახიდან გასვლა სცადა რათა კახასთან უსიამოვნო საუბარი აერიდებინა
-საით?-მაშინვე წინ აესვეტა გაღიზიანებული კაცი და თვალებში ჩააცქერდა დაძაბულ ქალს
-ყავა მინდა-დაუფიქრებლად უპასუხა თამუნამ და მისთვის გვერდის ავლა სცადა
-აღარაა
-გუშინ ვიყიდე
-ვიცი მაგრამ უკვე გათავდა
-კახა!
-რა?
-ნუ სულელობ-გაეცინა თამუნას როცა მოულოდნელად ქმრის ძლიერ მკლავებში მოქცეულმა, იგრძნო როგორ ჩაცურდნენ მისი საყვარელი მამაკაცის ვნებიანი და მწველი ტუჩები ყელიდან მკერდისკენ
-მაგიჟებ-ყურს დაბლა დაუჩურჩულა სუნთქვა არეულმა კაცმა ცოლს და საწოლზე ფრთხილად გადააწვინა.
დილით საუზმის დროს, მაგიდასთან მჯდომი აფორიაქებული ანა დაძაბული მზერით ადევნებდა თვალს თვალს კახას ყოველ მოძრაობას და მოთმინებით ელოდა მისგან მძიმე საუბრის დაწყებას
-ჭამე დე-შეეხმიანა თამუნა გარინდებულ შვილს და გაუღიმა
-არ მშია-ჩამწყდარი ხმით თქვა აღელვებულმა გოგონამ და ოდნავ ათრთოლებული თითები მაგიდის ქვეშ ჩამალა
-შემწვარი კარტოფილი ხომ გიყვარს?!-შეიცხადა კახამ და იმის გამო რომ გუშინდელზე საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა გაურკვეველი მიზეზების გამო, მოთმინება დაკარგულმა ანამ თავად დაიწყო საუბარი
-მამა ის რაც გუშინ მოხდა აღარ განმეორდება
გპირდები
-მა...არ მინდა იფიქრო რომ არ გენდობი...-კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდი ტონით უთხრა კახამ შვილს და სევდიანად გაუღიმა- უბრალოდ არ მინდა რომ გული გეტკინოს...
-მესმის
-ვაჩეს წესიერად არ ვიცნობ... არ ვიცი ვინაა რას წარმოადგენს და საერთოდ რაზეა წამსვლელი ცხოვრებაში იმისთვის რომ სასურველი მიიღოს-აღმოხდა კახას და ჩამწყდარი ხმით განაგრძო საუბარი- მაგრამ სამაგიეროდ შენ გიცნობ და ზუსტად ვიცი რომ შეცდომას არ დაუშვებ... მე შენ გენდობი... მაგრამ შენი და ვაჩეს ურთიერთობაში მთავარი ისაა თუ შენ რას გრძნობ და განიცდი როცა მასთან ერთად ხარ და არა ის თუ მე რას ვფიქრობ თქვენს დაუფიქრებელ საქციელებზე
-მამა მე...
-ჩემთვის მთავარი შენი ბედნიერებაა... მაგრამ ბედნიერი ვიქნები მეც თუ ქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ
-აუცილებლად ასე იქნება-გაეღიმა ანას რომელსაც ბავშვობიდან ოცნებად ჰქონდა თეთრი საქორწილო კაბის ჩაცმა
-თუ ასეა-გაეღიმა კახას- მაშინ თქვენ ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღოთ ქორწინების გადაწყვეტილება...
-ასე არაა, ჯერ ფინალურები წინ გვაქვს ორივეს დაქორწინებაზე საერთოდ არ ვფიქრობთ...
-არ ფიქრობთ?-შეიცხადა თამუნამ
-რა თქმა უნდა არა... ამაზე არც კი გვისაუბრია...
-შენი აზრით ცოლობა რატომ გთხოვა ვაჩემ და ბეჭედი რატომ გაგიკეთა?-გაბრაზდა კახა- იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოთმინების ძაფი გაუწყდეს და გაყოლა ან უკეთეს შემთხვევაში დაქორწინება შემოგთავაზოს!
-ეს არ მოხდება მამა...
-ესე იგო შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ?-ჩაეკითხა თამუა შვილს და მისგან თანხმობა რომ მიიღო მღვიდად ისაუზმა კახასგან განსხვავევით რომელიც ძლივს იკავებდა თავს რომ არ გაგიჟებულიყო.
-კარგი მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, შენ ის მითხარი გუშინ როგორი დრო გაატარეთ ვანოს დაბადების დღეზე
-ძალიან კარგი... მაგრამ ეს მია... სართოდ არ ჰგავს თათიას... ძალიან მკაცრი და იხასიათო ვინმეა...
-დავითთან როგორი ურთიერთობა აქვს-დაინტერესდა თამუნა
-საშინელი, ისევ არ ელაპარაკებიან ერთმანეთს...
-ვფიქრობ თავად დავითმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები მისკენ
-თათიამ მითხრა რომ მია აქ თავისი ბავშვობის მეგობრების დასახმარებლად ჩამოვიდა და სხვა მიზეზი არ ჰქონია...
-ესეგი მამამისთან ურთიერთობის დალაგებას ოდნავადაც არ ცდილობს?
-არა... თათიამ მითხრა რომ სცადა ერთმანეთს შეეხვედრებინა მაგრამ მიასგან ცივი უარი მიიღო
-ალბათ ძალიან გულნატკენია-დანანებით თქვა თამუნამ
-დავითს კარგად ვიცნობ-ჩაერია საუბარში კახა- დარწმუნებული ვარ მათი ამ დაულაგებელი და გაურკვეველი ურთიერთობის მიზეზი თავად მიაა.



№1 სტუმარი ელა1

ნეაკო როგორც ყოველთვის მაგარია,იცი თორნიკეს შურისძიებას რაც შეეხება მგონი ნელ ნელა ხვდები რაც ხდება იმედია ჩემი ვარაუდები შენსას.რაც შეეხება მიას და ანდრეას ასე მგონია რო მაგარი წყვილი გამოვა.წრთ რამეს გეტყვი და ეხლა მეტყვი შენ და გოგოები საიდან მოიტანეთ მაგრამ მე ასე მიმაჩნია და ვნახოთ,იცი რა კახას ბოლო სიტყვებმა დამაფიქრა რო მიას მამას კარგად იცნობს და ასე მგონია რო მიას მამა არის თავი და თავი ამ შურისძიებისა რავი მე ასე მგონია რომ რაღაცა მოხტა ამ ოჯახებს შორის .აბა ვნახოთ არ ვიცი მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ დავითს დიდი როლი უკავია ამ ისტორიაში და რატომღაც უნდოდა რომ ბიძა და ძმიშვილი დაეშორებინა და ამით არ ვიცი კახაძე იძია შური.მოკლედ მაგარი ისტორია გამოდის.

 


№2 სტუმარი Keira.კირა

ანანო უკვე ძაან ნერვებს მიშლის expressionless
სამაგიეროდ მშობლები მომწონს ძალიან ძალიან

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზი

ძალიან მომეწონა და მაინტერესებს განვითარება მოვლენების

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე

რასაც მე ეს დღეები სიამოვნებას ვიღებ, ასმაგად დაგბრუნებოდეს დეიდაჩემო laughing

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ლიზი
ძალიან მომეწონა და მაინტერესებს განვითარება მოვლენების

მადლობა ❤

nene gelovani
ნეაკო, კი ვიცი შენი მდგომარეობა და უდროობა, მაგრამ ცოტა თუ არ აჩქარდი ვერ გავალთ ბოლომდე. smiley და ბოლომდე გასვლას ვინ ჩივის, ირაკლიმდეც ვერ მივალთ.

ვაიმე ნენე თან მინდა წერა და თან არა... მოკლეთ სრულ გაურკვეველობაში ვარ... მეც არ ვიცი რა მინდა :( ვნახოთ რა გამოვა ეს ისტორია..

სტუმარი ელენე
რასაც მე ეს დღეები სიამოვნებას ვიღებ, ასმაგად დაგბრუნებოდეს დეიდაჩემო laughing

ჩემი დაშაქრებული ბავშვი ❤

Keira.კირა
ანანო უკვე ძაან ნერვებს მიშლის expressionless
სამაგიეროდ მშობლები მომწონს ძალიან ძალიან

შტერ გოგოებზე წერა ჩემი მოწოდებააა joy

ელა1
ნეაკო როგორც ყოველთვის მაგარია,იცი თორნიკეს შურისძიებას რაც შეეხება მგონი ნელ ნელა ხვდები რაც ხდება იმედია ჩემი ვარაუდები შენსას.რაც შეეხება მიას და ანდრეას ასე მგონია რო მაგარი წყვილი გამოვა.წრთ რამეს გეტყვი და ეხლა მეტყვი შენ და გოგოები საიდან მოიტანეთ მაგრამ მე ასე მიმაჩნია და ვნახოთ,იცი რა კახას ბოლო სიტყვებმა დამაფიქრა რო მიას მამას კარგად იცნობს და ასე მგონია რო მიას მამა არის თავი და თავი ამ შურისძიებისა რავი მე ასე მგონია რომ რაღაცა მოხტა ამ ოჯახებს შორის .აბა ვნახოთ არ ვიცი მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ დავითს დიდი როლი უკავია ამ ისტორიაში და რატომღაც უნდოდა რომ ბიძა და ძმიშვილი დაეშორებინა და ამით არ ვიცი კახაძე იძია შური.მოკლედ მაგარი ისტორია გამოდის.

ცოტა დაულაგებლად მიწერია და იმიტომ ხარ გაურკვეველობაში ელა, შემდეგ თავში ვეცდები აზრები დავალაგო, რომ ისტორიის შინაარს სწორად მიხვდეთ მკითხველი...
ის რომ რეალურად კახა არაფერშუაშია და თორნიკეს მასზე შურისძიება რაღაც გაუვებრობის გამო სურს ამაში მართალი ხარ❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიზი

ახალთავს ველოდები მოუთმენლად მინდა მალე დადო ალბათ დაკავებულიხარ და ვერახერხებ მაგრამ რავქნა ასე ძაან როველოდები მაინც მინდა გთხოვო იქნებ მალე გამახარო ახალითავით ????

უიჰ გული დავწერე და ? ეს დაიდო

სხვა გულს დავწერე როგორცჩანს ის არვარგა :D ♡

 


№7  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ნეაკო
სტუმარი ლიზი
ძალიან მომეწონა და მაინტერესებს განვითარება მოვლენების

მადლობა ❤

nene gelovani
ნეაკო, კი ვიცი შენი მდგომარეობა და უდროობა, მაგრამ ცოტა თუ არ აჩქარდი ვერ გავალთ ბოლომდე. smiley და ბოლომდე გასვლას ვინ ჩივის, ირაკლიმდეც ვერ მივალთ.

ვაიმე ნენე თან მინდა წერა და თან არა... მოკლეთ სრულ გაურკვეველობაში ვარ... მეც არ ვიცი რა მინდა :( ვნახოთ რა გამოვა ეს ისტორია..

რა გინდა ადამიანო, გული გინდა გაგვიხეთქო? smiley ეს ისტორია ყველამ კარგად მიიღო. მხოლოდ დადებითი გამოხმაურებებია. "ბავშვიც" კი მშვიდად არის. ხოდა ამ ყველაფრის ფონზე, წერის სურვილი მაინც გეკარგება? sweat

ნენე წერა კი მინდა მაგრამ არეული მაქვს გონება ჩემი ისტორიის პერსონაჟებივით... აღარ ვიცი რეალურად რა მინდა და რატო... მოკლეთ როგორმე ჩამოვყალიბდები... ამ ისტორიას აუცილებლად დავწერ... არაც არ უნდა მოხდეს...

ჩემი ბავშვის სიჩუმე კარგის ნიშანი არაა ნენე joy

სტუმარი ლიზი
ახალთავს ველოდები მოუთმენლად მინდა მალე დადო ალბათ დაკავებულიხარ და ვერახერხებ მაგრამ რავქნა ასე ძაან როველოდები მაინც მინდა გთხოვო იქნებ მალე გამახარო ახალითავით ????

უიჰ გული დავწერე და ? ეს დაიდო

სხვა გულს დავწერე როგორცჩანს ის არვარგა :D ♡

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის ❤ ძალიან მიხარია რომ მოგეწონა ეს ისტორია ❤

დროს როგორც კი გამოვნახავ მაშინვე დავდებ ახალ თავს... ვეხდები ძალიან არ გალოდინოთ ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent