შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ ქვა (სრულად)

29-08-2022, 19:40
ავტორი guroo
ნანახია 4 957

ცა ისეთია, როგორიც აკუტაგავას მოთხრობებში წარმოვიდგინე: ამ შებინდებულზე ცა ქლიავისფერია.
- რამდენი ღამურა ყოფილა აქ; - მეუბნება ქეთი და თვალს არ აშორებს ღამურების მხიარულ ცეკვას. მე ნიკაპიდან წვერს ხელით ვიგლეჯ და ვპასუხობ, რომ მეორე სართულის ცარიელ ოთახებში ჭერი შავია, მე არ შემიღებავს და, ზოგადად, აქ ღამურები ძალიან ბევრია.
ისევ მთელი კანით ვგრძნობ, რომ ქეთი დაბნეულია. ბოლო დროს ხშირად ხდება ასე და ვცოფდები ამის გამო.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავისუფლებისა და უდარდელობის ცხელი ორი თვე რაში გამეფლანგა ვერ მივხვდი და გადავწყვიტე ქეთისთან ერთად წამოვსულიყავი ყველასგან მივიწყებულ, დიდი ხნის წინ მიტოვებულ სახლში, რომელთანაც ასეთივე უგულისყურო (მეხსიერების პირმოკრული ტომრიდან როგორღაც გადმოვარდნილი და დაუმახსოვრებელი მარცვლის შესაფერისად), გაფერმკრთალებული, სანთლის შუქივით მქრქალად მბჟუტავი მოგონებები მაკავშირებს. ამის მიუხედავად, მაინც ვიგრძენი რაღაც უცნაური, ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელი, მაგრამ მძლავრი, მჭიდრო კავშირი მასთან, თანაც ეზოში შესვლისთანავე.
აქ რომ მოვედით, მე და ქეთის ცის ზენიტში აწვერილი მზის სხივები გვეთამაშებოდა. ჩვენ თამაში არ გვინდოდა. ეზოში შესასვლელ კარზე დიდი ბოქლომი ეკიდა. ზედ ჟანგი მოსდებოდა. გაგვიჭირდა გასაღების მორგება. მერე კი კოროზირებული საკეტის გადატრიალებას შევალიეთ მთელი ძალები და როცა ბოქლომი მიწაზე დავარდა, მაღალ ბალახებში ჩაიკარგა და მათ მწვანე ფოთლებსა და ღეროებზე ჟანგისფერი მტვერი დატოვა, ორივემ შევყვირეთ. ოღონდ ეს არ ყოფილა სიხარულისგან აღმომხდარი მჭექარება. ფეხებთან ბალახები შეირხა, ანაზდად გაიპო მათი ერთიანი სივრცე შუაზე, თითქოს მიწა იძრა და უფსკრული გაჩნდა, ოღონდ მოძრავი უფსკრული, ფართო, სწრაფი, იმდენად არაპროგნოზირებადი და შემაძრწუნებელი, რომ განძრევა ვერ შევძელით. მხოლოდ შევყვირეთ. შიშისგან აკანკალებული ხმით. დაზაფრულებმა. ბალახებში კი, ჩვენთვის გვერდის ავლით, გველი გასრიალდა. გველი, რომელიც ვერ დავინახეთ, არ გამოჩენილა იმ მწვანე საფარში, მაგრამ წინა ღამით ვნახე სიზმარში. იქიდანაც არ მახსოვს რა ფერი იყო, რამხელა... მაგრამ მახსოვს სხეულს შიგნით შეგუბებული შიში, უეცარი გამოღვიძება, სხეულზე ცივი ოფლი და აჩქარებული გულის ცემა. იგივეს ვგრძნობდი, თან წინა ღამინდელი სიზმრის დეჟავუ კიდევ უფრო მმატებდა მღელვარებას. ცახცახით გავაღე კარი. პეტლებიც ჩაჟანგებოდა, ხმაურით შეცურდა ეზოში, ერთიანად მოცელა წელგამართული ბალახები, რაც, რა თქმა უნდა, ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ მინახავს, მაგრამ როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე, სევდისგან გული შემეკუმშა. რაღაც გაურკვეველი და უსიამოვნო, ავისმომასწავლებელი ვიგრძენი.
- მეზობლებს ცელს გამოვართმევ, თორემ ამხელა ბალახებში სიარული საშიშია.
ქეთი დამეთანხმა და ისიც შემოვიდა.
- შენს ნაკვალევს მოვყვები, იცოდე.
- საღამომდე აუცილებლად გავთიბავ. გული ლამისაა ამომივარდეს, ისე შევშინდი წეღან; - შევჩერდი, მისკენ მივტრიალდი და ვკითხე: - დაკვირვებიხარ სიხარულს როგორ გამოვხატავ?
მოულოდნელი კითხვა იყო. ქეთი დაიბნა და პასუხის გაცემაზე უფრო მეტად იმის გაგების სურვილი გაუჩნდა, რატომ შევცვალე თემა ასე სწრაფად და რადიკალურად. გულწრფელი მიზეზის გამხელა მომერიდა. გავბრაზდი კიდეც საკუთარ თავზე და მასზე. არ მესიამოვნა, რომ სასურველი ვერ მივიღე. სულ მგონია, რომ გულში სიხარულის განსაკუთრებული მარაგი და გასაოცარი პალიტრა მაქვს ჩაგუბებული.
ქეთის დიდი ხანია ვიცნობ. მეგობრები ვართ. მის გვერდით იმიტომ ვარ, რომ მეიმედება, თუკი მოვკვდები, სწორედ ის შეძლებს შესაფერისი სიტყვების მიგნებას საიმისოდ, რომ ზუსტად გამოთქვას ჩემი სიდიადე. ზოგადად, მეგობრებს ამის მიხედვით ვარჩევ. თუმცა, პატარა იმედგაცრუებებს რა დალევს.
უკვე სამი დღეა აქ ვართ. შემდეგი კვირიდან სხვებსაც ველოდებით. ჩვენ ორნი სათანადოდ ვერ ვერთობით. მგონი, განმარტოებამ და სიახლოვემ ცუდად იმოქმედა. დღითიდღე შორეული ხდება ქეთი. არ ვიცი, რა მიზეზით ან ვისი ბრალეულობით. ქლიავისფერ ცას შევყურებთ, თავს ზემოთ ღამურები ნავარდობენ, სავსეა მთვარე და ჯერ სუსტად ანათებს, რადგან საკმარისად არ ბნელა. ვგრძნობ, გაღიზიანებული ვარ, მაგრამ ამის საბაბს ვერ ვხვდები.
- აქედან რა შთაბეჭდილებებით წახვალ?
- კარგი, რა. წასვლამდე იმდენი დროა დარჩენილი... ეგ კითხვა ცოტა მერე უნდა დამისვა.
- ვთქვათ, ხვალვე მივდივართ აქედან. უბრალოდ ასე წარმოიდგინე, ქეთი. რა გექნებოდა მოსაყოლი აქაურობის შესახებ?
- უცნაური ადგილია. ვერ გავერთე.
- კი, ვამჩნევ, რომ ვერ გაერთე და არ მოგწონს აქ ყოფნა. მაგრამ მე სხვა რამე მაინტერესებს. შენი ფიქრები, დამოკიდებულება ჩემს მიმართ...
- ვერ მივხვდი რისი მოსმენა გინდა.
- ქეთი, რა არის გაუგებარი? მოდი, სავარაუდო პასუხს ჩავურთავ კითხვაში: ჩემთან მიმართებაში არაფერი შეიცვალა? ახალი ხომ არ აღმოაჩინე რამე?
- ბიჭო, ბიჭო, რა ეგოისტი ხარ! და ნარცისი!
ამის მოსმენამ ჩემი თავდაჯერება ხუხულასავით ჩამოანგრია. წყლისგან ნარეცხი მყიფე მიწასავით ჩამოშალა მანამდე დაჟინებული ცნობისმოყვარეობა, რასაც ქეთის მიმართ ვიჩენდი და იმ წამს მივხვდი, რა სასაცილოდ დავდუმდი ამ უეცარი შინაგანი რღვევის გამო.
- ერთი უყურე, როგორ გაიტრუნა; - გამამხნევებელი ღიმილით მითხრა ქეთიმ; - ვგიჟდები, ასე პირდაპირ და უარყოფის გარეშე რომ იფერებ ყველაფერს.
პასუხად ისევ სიჩუმე მივაგებე. მას ჩემი ოდნავადაც არ ესმოდა და აღარ მინდოდა გული მტკენოდა. მერამდენედ უნდა გაცხადებულიყო ჩემთვის ამდენად მიუღებელი, შეუგუებელი სიმართლე, რომ ყოველთვის ვცდებოდი, როცა არჩევანს იმ ადამიანებზე ვაკეთებდი, ვისგანაც თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობდი და არა იმათზე - ვისაც ვერცერთი ნიღბის ქვეშ ვემალებოდი?!
- მუსიკას ჩავრთავ.
ქეთიმ პატარა ბლუთუზ დინამიკი დაუკავშირა თავის მობილურს და ლოფაი მუსიკა გაჟღერდა ძალიან ხმამაღლა. შეიძლება მე მომეჩვენა ასე ხმამაღალი. ტირილი მინდოდა. ქეთი პატარა კი არა, მარიანის ღრმულისხელა იმედგაცრუება იყო ჩემთვის. აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რომ მის გვერდით თავს კარგად ვერასდროს ვიგრძნობდი. როგორ ვაიძულებდი თავს, რომ ერთგულად გამეგრძელებინა იმის დაჯერება, თითქოს მხედავდა ქეთი, იცოდა ყველაფერი ჩემს შესახებ, ხვდებოდა რას ვგულისხმობდი არაადეკვატურად წამოსროლილ ფრაზებს შორის. მუსიკის ხმამ სასოწარკვეთილების მგრგვინავი შეძახილები გადაფარა, მერე მოპარვით გამიჯდა ყურებში და ბოლოს ურცხვად გაჟღინთა ყველა ჩემი ფიქრი.
ჩუმად ვიჯექი, მუსიკას ვუსმენდი, ღამურებს ვუყურებდი და ვხედავდი, რა თავბრუდამხვევად თამაშობდნენ უზარმაზარ თავისუფლებაში. მეგონა, მიწის ზემოთ იყო ეს აულაგმავი სილაღე, შეუზღუდავი სივრცე, სადაც ფრთებს მოიქნევდი თამამად, ყოველგვარი შიშის გარეშე, და კიდევ უფრო მეტი სითამამით გააპობდი ჰაერს რომელიმე მიმართულებით - მნიშვნელობა არ აქვს, საით - სახლის კედლებთან შეჯახების დიდი საფრთხის მიუხედავად, მაინც უდარდელი ფრენით გააგრძელებდი გზას და მერე უზადო მოქნილობით, საოცარი დახვეწილობით და სრულიად მოულოდნელი მანევრირებით, გასაშტერებლად ლამაზ ბრუნს გააკეთებდი ხელახალი სანახაობის მოსაწყობად. ისე, როგორც ღამურები - პატარა, საშიში, მოუსვენარი ფრინველები.
იასამნისფერით ნაჯერ ცაზე შავი ღამურები გაიდღაბნა. რეალობის შეგრძნება დავკარგე. თავი საშინლად მარტო ვიგრძენი და ქეთის მივუცუცქდი, ხელები შემოვხვიე, მკერდზე მჭიდროდ მივიკარი და იქამდე ვუჭერდი, სანამ მისი ძუძუებიდან მომავალი სითბო მრგვალ ფორმებად არ გარდაიქმნა და მართლა არ დავრწმუნდი, რომ ქეთის სხეულს ვეწებებოდი.
წამით მომეჩვენა, რომ მანაც იგრძნო ჩემი დამუნჯებული ტკივილი, ისე გაინაბა. თითებით წამეთამაშა ზედ შემოხვეულ მკლავებზე და მაშინვე დენის დარტყმის მსგავსი განცდა დამეუფლა. თბილი, საოცრად ფაქიზი იყო, უაღრესად თანამგრძნობი. ან მე მეგონა ასეთი, რადგან მთელი არსებით მინდოდა, რომ ქეთიც იმავე რელსებზე შემდგარიყო, მე რომლებსაც მივუყვებოდი. მაინც რომელი იყო ჩემი გზა და მე რა ვიყავი? ძველი, მონჯღრეული ვაგონი ჟანგიან ლიანდაგებზე? თუ ტოქსიკური და ეგოისტური მოთხოვნილებების შემაწუხებელი, მყრალად მხრჩოლავი ზვინი - ადამიანურ ტყავში გამოხვეული?
არც კი მახსოვს, საიდან მოვიდა ეს ფიქრი ჩემს გონებაში, მაგრამ ძალიან კი შემაშფოთა. ვაითუ, ჩემს მკლავებში ნებიერად მიყუჩება და მისი საპასუხო ნაზი მოფერება იმაზე უნდა მიმანიშნებდეს, რომ ეს მე არ მესმის მისი და მე არ შემიძლია ცნობიერების რადარზე დავიჭირო ქეთის გრძნობები და მოლოდინები ჩემს მიმართ. ვაითუ, მე ვუძიძგნი გულს ნაფლეთ-ნაფლეთ! ღმერთო, რა ბოროტი ვარ, რა უგულო არსება და ეგოისტი! იდიოტი, საზიზღარი. ახლა ჩემი მიუხვედრებლობა მტანჯავს.
დამნაშავე ვარ?
როგორ შეიძლება ბრალი მიმიძღვოდეს უგუნებობის, მელანქოლიის გამო?
შუბლით ვეყრდნობი ქეთის მარცხენა ლოყას. მხურვალეა მისი კანი და ლავასავით დამშანთველი. მთელ სხეულში ვგრძნობ სადღაციდან ჩაღვრილ შემაჟრჟოლებელ სითბოს. სასოწარკვეთილი ვარ. საქმე ბოლომდე მივიყვანო და თავში გაჩაღებულ ფიქრთა დამაგრეველ ტორნადოს საშუალება მივცე, რომ მიწასთან გამასწოროს და ამის ხარჯზე, ამ მარცხის გამო შევეცადო ნუგეშის პოვნას ქეთისთან სიახლოვეში, თუ ამთავითვე ღირსეულად, გულწრფელად ვაღიარო რას ვეთამაშები ცალკე საკუთარ თავს და ცალკე - ქეთის? ღმერთო, როგორ მოვიქცე?!
- გითხრა რა შეიცვალა აქ მოსვლის შემდეგ? - ქეთის ხმაში ნეტარების ტონალობები იგრძნობა.
ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგებად ვკრუსუნებ მის სახესთან, რომ ამის მოსმენა მინდა. ისე გამომდის, თითქოს ხმის გაღება არ მინდა, რადგან მეშიანია, ქეთისთან ჩახუტებისგან მიღებული სიამოვნება არ გადმომვარდეს სიტყვებს შორის.
- ეს დღეები არ დამავიწყდება.
- რატომ? - მეც არ ვიცი, რა მახალისებს ასე ძალიან.
- აქ ვიგრძენი, სინამდვილეში რა რთულია შენთან ყოფნა. როგორ ხარ დამძიმებული. სამ დღეში უკვე მეათასედ მაინც მომინდა, რომ ყელში წამეჭირა და მომეკალი. ვერ გიტან.
შოკში ვარ. ბრაზი მაწვება და გარეთ გამოღწევას ლამობს. აბა, წეღანდელი ნეტარების ხმები მოჩვენებითი იყო? ან ის გამამხნევებელი ღიმილი და მლიქვნელური ფრაზები რა ჯანდაბა იყო საერთოდ?!
ქვად ვიქეცი. სულიც კი კანალიზაციის ბინძურ თხრილებში ღრმად ჩაფლულ, ლაფში ამოსვრილ ქვად გადამექცა. მთლიანად გავქვავდი. სულ ქვა გავხდი. საზიზღარი, აუტანელი ქვა. ისეთი მძიმე, ოკეანის ფსკერისკენ რომ უზარმაზარი აჩქარებით ჩაყვინთავს და იქვე ჩაეფლობა, იმ უჟანგბადობასა და უსინათლობაში. ქვა გავხდი. გულქვა. ვერაგი, მოუსვენარი, სისხლმოწყურებული ქვა. აი, რომ გაისვრი და ძალიან მალევე ვიღაცის საფეთქელიდან სისხლი გადმოხეთავს. გული გამიქვავდა. გადავიქეცი შურისძიების იარაღად პალეოლითის დროინდელი მკვლელობის აღსასრულებლად. სულ ქვა ვარ, კაჟი და წამახულ გვერდიანი ქვა.
ქეთის სახეს ჩემს ხელებში ვიქცევ. თვალებში ვუყურებ. ვცდილობ სევდა გამომესახოს გუგებში და გულნატკენის როლი გავითამაშო, მერე ტუჩებს სიბრაზისგან ვკუმავ, მთლიან სახეზე მრისხანების ნიღაბს ვიკრავ და თავს კედელზე ვარტყმევინებ. მოწყვეტით, ისე სწრაფად, თითქოს შურდულმა ქვა გაისროლა. ღმერთო, ენით აუღწერელია სისხლისგან დატოვებული ნაკვალევი. საამურია, ღმერთო, მართლა სანეტაროა ეს საღამო. მთვარეც როგორი სრულია, პირთამდე სავსე ქეთის სისხლით. ოი, მთვარე, შე ღამურასავით ღამის ვამპირო სიმრგვალევ და სისავსევ, შენზე გაგიჟება შეიძლება!
- ქეთი, შენ მე ძალიან მატკინე. შენ კი ამის მემილიონედითაც კი არ გტკენია. - ამის წარმოთქმისას ჩემი სინდისი მართლა მშვიდია. ქვასავით მშვიდი. მთლიანად ქვაა. გაქვავებულია.

№1  offline ადმინი ელ პინი

ვერ ვიტან დამღლელ ადამიანებს. ქეთიმ ბოლოს ის თქვა, რასაც შენ თავიდანვე თვითონ ფიქრობდი. მეტი აქ არც არაფერია სათქმელი, ან მართლა ისე გავბრაზდი, რომ ლაპარაკიც კი არ მინდა. რამხელა სითავხედეა სხვები შენზე ალაპარაკო და ამ დროს არაფერს წარმოადგენდე, ხვდები?

№2  offline მოდერი guroo

ელ პინი

შენი კომენტარის შემდეგ ნახვების 666-ზე გაჩერდა. დავსქრინე, რა თქმა უნდა. წარსული გამოცდილება მკარნახობდა, რომ ტყუილად არ ვშიშობდი გაბრაზებასთან დაკავშირებით. ამიტომაც ვინანე, ნეტავ უკეთ დამეწერა-მეთქი. რაღაცას ხომ უნდა გაენეტრალებინა მწკლარტე გემო, ხომ ოდნავ მაინც უნდა შეეცვალა მომაბეზრებელი ფერის ტონალობა თვალისთვის რამე უფრო სასიამოვნოდ აღსაქმელით...
სითავხედეო, მგონი, შენთვის ძალიან უჩვეულო სირბილით დაწერე. არარაობა ხარ ადამიანი, საცოდავი. რაღაც მანიით შეპყრობილი, ნაგლზე უფრო ნაგლი ხარ, საერთოდ ადამიანიც არ ხარ, როცა ამას აკეთებ.
უზარმაზარი ნაგვის გროვაზე მინდოდა დამეწერა. დასაწერად კი ახალი გზები ვერ ვიპოვნე. ამიტომ ძველი ამბების გადამღერება გამოვიდა.
გმადლობ, რომ წაიკითხე. თან ასე მალე. თან პირველი ხარ. ღმერთო, ვგიჟდები, ისე მიხარია.
♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

№3  offline ადმინი ელ პინი

guroo

მენატრებოდა კითხვა. ნერვები მომეშალა ამდენ პათეტიკაზე. შეიძლება ადამიანი მძიმე იყო, მაგრამ, როცა დამღლელი ხარ, ორმაგად საშინელებაა. ყბედობა მძაგს, თავს რომ გაბეზრებენ ეგეც. თუ რამის თქმა მინდა, კითხვის დასმის გარეშეც ვიტყვი. ისე, ყველა, ვინც ნაგავზე წერს, ნაგავი არ არის. ზოგს უნდა რომ იყოს, ეტიპებასავით და აი, მაგ დროს კი ხარ საცოდავი ნამდვილად. და რა გამოვიდა, ვინ არის ახლა საცოდავი, გურამ? ძაან კი მინდა შენთვის სასურველი პასუხი მქონდეს, მაგრამ უკაცრავად ამაზე. გიხაროდეს. მეც მიხარია, რომ სხვებს უხარიათ. მაგიტომაც ვარ აქ.

№4  offline მოდერი guroo

აუ, ნუ მიტევ.

№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ყბედობა, ლაყბობა, მოსაბეზრებელი.

№6  offline მოდერი guroo

სტუმარი ნანა
ყბედობა, ლაყბობა, მოსაბეზრებელი.

გაიხარეთ. მიყვარს კომენტარები❤

№7 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

რამდენი ხანია რაც არ შემომიხედავს, წაკითხვაც როგორ მოვახერხე ვერ ვხვდები.
სხვა ...
იცი რაზე გამეცინა? აქ მართლა რეჟისორი რომ იყავი (თუ თავი გეგონა), ქეთი ისე უმნიშვნელოდ მოკალი, ყოველგვარი პრაგმატიზმის და მღელვარების გარეშე, მხოლოდ ,,გაქვავებით" შელამაზებული მომენტი არ მეყო.
ბევრად საინტერესო აზრები დავიჭირე და სიკვდილით კაი'ფი შეგვეძლო(მე პირადად დავტკბებოდი) მაგრამ მომიმთავრე ყველაფერი და ,,გაქვავებით" ახსენი - გამიტყდა (არადა ბროწეულისფერი საღამოს იმედი მქონდა).
,,როგორ ვაიძულებდი თავს, რომ ერთგულად გამეგრძელებინა იმის დაჯერება, თითქოს მხედავდა ქეთი, იცოდა ყველაფერი ჩემს შესახებ, ხვდებოდა რას ვგულისხმობდი არაადეკვატურად წამოსროლილ ფრაზებს შორის. " აი რა იყო, იცი რომ ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ დასასრულმა დააგვირგვინა, ახლა წერისას რას ვგრძნობ იცი? წარმოიდგინე შენ ქეთი ხარ,
მე - მთავარი გმირი და ვერ ვხვდები რატომ მოვკალი ქეთი, მიუხედავად იმისა, რომ მესმის რისთვისაც მოკალი შენ, გურამმა...
ამით იმის თქმა მინდა, რომ მესმის შენ რატომ მოკალი, მაგრამ იმან რატომ მოკლა? :) მისი მიზეზი მეტად ცხელი უნდა ყოფილიყო (ჩემი მოწიწებული აზრით), ტაკოზე(მექსიკური საჭმელი) ცხარე წიწაკასავით იქნებოდა.

№8 სტუმარი სტუმარი მარიანა

ჩემი აზრით , კარგია რომ მოკლა. დაისვენებდა საწყალი გოგო…

№9  offline მოდერი guroo

სტუმარი მარიანა
ჩემი აზრით , კარგია რომ მოკლა. დაისვენებდა საწყალი გოგო…

არა. ისინი წყვილი არ არიან. ერთმანეთის ცხოვრებაში შეიჭრნენ და ამ შეჭრას მეგობრობა დაარქვეს. შეიძლება, ქეთისთვის მართლაც მეგობრობაზე მეტი იყო, როგორც მთავარმა გმირმა უდიდესი აღელვებით და შფოთვით ივარაუდა, მაგრამ მსგავსი რამ არსად ჩანს. მტკიცებით ფორმაში ერთ წინადადებაშიც კი ვერ ამოვიკითხავთ ამას.
ახლა, ამ მომენტში, ამ სახლში იყვნენ მარტო დარჩენილები და უწევდათ, რომ ერთმანეთი აეტანათ. აქედან წასვლის შემდეგ ორივე ამოისუნთქავდა ერთად გატარებული დროის შემხუთველ ჰაერს, მერე კი უერთმანეთობისგან მოგვრილ თავისუფლებაში შეძლებდნენ ხელახლა ჩასუნთქვას.
თუმცა, სავსე მთვარე იყო იმ ღამით. მთავარი გმირიც ვერ იყო კარგად. ბრაზს, გაღიზიანებას, გაცოფებას და კიდევ ბევრ ნეგატივს გრძნობდა. ჭკუაზე ვერ იყო. ემოციური აფეთქების ზღვარზე იდგა. მოკლედ, კარგი არფერი უნდა მომხდარიყო.
ქეთის ვუსურვებდი, რომ საერთოდ არ წამოჰყოლოდა მეგობარს. ასე ხომ საკუთარ სიცოცხლეს გაუფრთხილდებოდა?!
ნუ, რისთვის ვიბოდიალე... ქეთიმ დაისვენა კი არა, ყველაზე ძვირფასი დაკარგა და, ალბათ, ძალიან მტკივნეულია მისთვის არ ყოფნა. იტანჯება, განიცდის შეწყვეტილ სუნთქვას, ენატრება ახლობელი და ძვირფასი ადამიანები. შეიძლება ტირის კიდეც უსხეულოდ დარჩენილი ქეთი და გამწარებით მოთქვამს, ხვეწნისაგან ყელს იღადრავს - ცხოვრება გამაგრძელებინეთო. მაგრამ არავის ესმის სასოწარკვეთილი მუდარა. საერთოდ არავის.
მადლობა კომენტარისთვის.

სტუმარი Life is beautiful

მიხარია, რომ შემოიხედე და შენდა გასაკვირად წაკითხვაც მოახერხე. ძალიან მაგარი ამბავია.
ეს ჩანახატი ბევრი რამის გამო არ ვარგა. ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის, ისაა, რომ რეჟისორი ფარდის სიბნელიდან სცენაზე გამოვიდა და პირდაპირ მაყურებლის წინაშე, საკუთარი ხელით გადაადგილა პერსონაჟები. გეგონება, უსულო საგნები იყვნენ. აი, ნამდვილი ბუტაფორიული დეკორაციები.
სიკვდილით ტკბობას რაც შეეხება, მიფუჩეჩებულ საქმეში ამის მოხერხებას ვერაფრის დიდებით შევძლებდი. დიდ მონდომებას, მოზღვავებულ ემოციებს მოითხოვს. გარდა ამისა, ესთეტიკის და სილამაზის მაღალ შეგრძნებასაც. მე კი ყოველივე ამისგან დაცლილი გახლავარ.
ქეთისთან დაკვშირებულ, ჩემი (როგორც ავტორის) განზრახვების ურცხვ სიაშკარავეზე იმას მოგახსენებ, რომ კი, მართლა მაგიჟებდა მიუხვედრელობის გამო. ბუნებრივია, რომ მისი სიკვდილი დავუშვი. თანაც, უდარდელად. არ შევიწუხე თავი. მოვკალი და მორჩა. ეგაა, რა.
ვითომ მე კი არ ვარ უძლური სიკვდილის დასაწერად, არამედ ქეთია დამნაშავე და იმდენად უინტერესო, რომ არც კი ღირდა ზედმეტი გარჯა. აბა, ის როგორ დავიჯერო, რომ ვერ ვწერ?!
ნწუ, ნწუ..!
არ მიყვარს ასეთი ჩაფლავებები, მაგრამ რას ვიზამთ. გადავიტან როგორღაც.
შენ - მადლობა!

№10 სტუმარი სტუმარი ანი

გულწრფელად გითხრა,მე არ მესმის იმ ადამიანებს შორის ურთიერთობების გაგრძელების არსი,რომელთაც ერთმანეთი აღარ სურთ ცხოვრებაში ( თუმცა, ჩვენ ხშირად ზუსტად იგივეს ვიმეორებთ). მერე ხდება ის ,რაც მოხდა და უარესიც.
საბოლოო ჯამში, გაკვირვებული ვარ. საინტერესო იყო.

№11 სტუმარი სტუმარი მარიანა

[b][/b]

კიდევ კარგი რომ სავსე მთვარეობისას ყველანი არ ვხოცავთ გვერდით მდგომებს, როცა წამოგვივლის:)) წუხელ ვნახე უახლესი მთვარე იყო.
ვფიქრობ, ავტორს წამოუარა ბრაზმა და მთელი დაგროვილი ბოღმა ერთად ამოანთხია ამ ნაწარმოებში, ეს კარგიაც, რომ ცხოვრებაში არ გამოავლინოს იგივე სიმძაფრით აგრესია.

№12  offline მოდერი guroo

სტუმარი ანი
გულწრფელად გითხრა,მე არ მესმის იმ ადამიანებს შორის ურთიერთობების გაგრძელების არსი,რომელთაც ერთმანეთი აღარ სურთ ცხოვრებაში ( თუმცა, ჩვენ ხშირად ზუსტად იგივეს ვიმეორებთ). მერე ხდება ის ,რაც მოხდა და უარესიც.
საბოლოო ჯამში, გაკვირვებული ვარ. საინტერესო იყო.

საინტერესო?
ვაჰ, გამისწორდა. იმის ფონზე, რომ თვითკრიტიკას არ ვუჩივი და არც გარედან მაკლია ობიექტურად გამოთქმული საყვედურები, იმედგაცრუებები, გაბრაზებები და ა. შ. ეს კომპლიმენტი ძალიან სასიამოვნო იყო. მართლა.
მე თუ მკითხავთ, საშიშია იმ ადამიანებთან დაახლოება, ვინც განდიდების მანიით იტანჯება. მთავარ გმირსაც ეს სჭირს. ხომ ამბობს, რომ ეიმედება, ქეთი შეძლებსო ჩემი სიდიადის სიტყვებით გამოთქმასო. და თან არც მალავს, ამის გამო რომ ემეგობრება.
სინამდვილეში რა ირკვევა? მათ ერთმანეთის ოდნავადაც არ ესმით. ძალიან შორს არიან, ან მეტისმეტად ბრმები და ყრუები, ან უგულო მანიპულატორები, ან... ეჭვი არ მეპარება, რომ მრავალი ასეთი "ან" არსებობს. მთავარი კი შოკია, რომელიც ორივეს ემართება ამის გააზრებისას. ეს შოკი მათი საზიარო განცდაა, ერთსა და იმავე ქმედებისკენაც უბიძგებს, პირველს მეორის მოკვლას ანდომებს. ქეთი ამბობს მიგახრჩობდიო, მაგრამ მხოლოდ ამბობს და არ ასრულებს. უსახელო პერსონაჟი კი მკითხველისგან ჩუმად, თვითნებურად, ყოველგვარი ცერემონიისა და რევერანსების გარეშე გადადის ქმედებაზე და სიცოცხლეს იტაცებს ხელებში მოქცეული ქეთის სხეულიდან. თავხედობაა, უტიფარი საქციელი.
პირადად ჩემში, მღელვარებას მკვლელობისადმი გაჩენილი ეს უეცარი და დაუძლევალი ლტოლვა იწვევს. თითქოს მიზეზიც არ არის საჭირო. გადაწყვიტა და მორჩა. მოკლავს, რა. ეს ხომ გრანდიოზული რაღაც სრულებითაც არ არის (მთავარი გმირისთვის).
კომენტარებზე ვაფრენ, ისე მიყვარს. სულ მიხარია, როცა რაიმე ახალი მხვდება. ამიტომ მადლობას გიხდი.

მარიანა, ახლა, ალბათ, ცალკე კომენტარის სახით არ დაიწერება, რადგან ეს-ესაა ვუპასუხე ანის და ამ პასუხს მიებმება, რისი თქმაც შენთვის მინდა.
აგრესია მუდმივად თან მდევს. შინაგანად ისეთი სავსე ვარ ნეგატიური ემოციებით, ბევრ ვულკანს შეშურდებოდა ჩემი (ვაჭარბებ, რა თქმა უნდა). ცხოვრებაში აურაცხელ პოზიტივს გავცემ და ვუზიარებ ყველა იმ ადამინს, ვინც ორიოდე წუთით მაინც გადამეყრება. მართლა განსაცვიფრებლად კარგად გამომდის დადებითი ენერგიების გარშემომყოფებისთვის გასხივება. ყველა იწამლება და საბოლოოდ ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ კიბო აქვთ, ოღონდ ამ კიბოს გურამის სიკეთე დ ბედნიერება ჰქვია.
შეიძლება მართლა დამეხმარა ამის დაწერა შინაგანი ღვარძლიანობის დასაჯაბნად, შეიძლება ყოველთვის ასე ვკურნავ საკუთარ თავს ბოროტებისგან.
სავსე მთვარეობა ბევრ კონფლიქტს ააქტიურებს და ამძაფრებს.

№13 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

მე პირადად ჩემში დამალული ფეტიში რომ გამოვავლინო, რომელსაც ,,მკვლელი მე" ერქმევა ნამდვილად მასკარადს მოვაწყობ. (თვითშეფასებაზე არ გავამახვილოთ ყურადღება).

ხო, რატომ დავიწყე ისევ კომენტარის წერა, პირველი) ვიცი რომ მცირეოდენ ღიმილსს მოგგვრის, თუნდაც შინაგანს.
მეორე - მეორედ გადავიკითხე და ყელში წამიჭირა ბრაზმა. 14 წელი ვმეგობრობდი ერთ ადამიანთან და წელს მივხვდი თურმე რა ტვირთი მითრევია... განა რა, არ მიყვარს? ძალიანაც და ბედნიერებასაც ვუსურვებ, მაგრამ მეგობარი არ უნდა მეწოდებინა.
და დაშორების მიზეზი რა იყო იცი? ვერ მიგებდა, ხო ნუ მოკვლა მეზედმეტება, მაგრამ ასეთი ადამიანები უნდა გაუშვა,ნმიუხედავად იმისა რომ რთულია. ახლა იცი რას ვგრძნობ? სიმარტოვეს. ზუსტად ვიცი რასაც იგრძნობა მთავარი გმირი გურამისეული. იმის წარმოდგენა გააღეზიანებდა რომ სიხარულს და დარდს ვეღარავის გაუზიარებდა. ხო ასეა. თუმცა მე უნდა გამეშვა ის, რადგამ მასთან ყოფნისას სულ საკუთარ თავში შემქონდა ეჭვი, ,,ჯანდაბა, ნუთუ ასე რთულად ვლაპარაკობ, რომ ვერ მიგებენ? ნუთუ წარმოსახვა არ აქვთ, ხო შეიძლება მე იდეალურად ინდივიდუალური ვარ, მაგრამ მერე რა 14 -15 წელია ერთად ვართ..." ბოლოს მივხვდი, რომ ჩემს თავში არ უნდა მეძია დამნაშავე არასწორად შევეთავსეთ. ის ჩემთან ჩემმა სანდოობამ დააკავშირა, მე კი მართლა მეგობრულ-ლოიალურმა ხასიათმა. ის თავისთვის იყო, მე - მისთვის, ერთადერთი ჩემი თავის გაზიარება შემეძლო, რომელსაც ვერ ხსნიდა. დროთა განმავლობაში მივხვდი და მერე უკვე რაიმეს გაზიარებაც გადამინდა და მივხვდი, რომ ხო მოვკალი მე ის და მან - მე. ასე გავქრით, დრომ ზუსტად ის გააკეთა, რაც უსახელო გმირმა. ერთმანეთისგან მოგვკვეთა, შეიძლება მართალიც იყავი, ასე კვდება არასწორი ორი ადამიანი ერთმანეთისთვის, მოწყვეტით.. შეიძლება ეს მკვლელობა კი არ იყო (რომელშიც მე დიდ სიამოვნებას ვნახულობ), არამედ მოწტყვეტით განკვეთა ერთმანეთისგან. თუმცა მაინც განიცდის დანაკლისს უსახელო, ვიცი ასეა, ხის გამხმარი ტოტივითაა ქეთი, ერთ დროს ხეს ეგონა რომ სამუდამოდ ესხმებოდა სხეულზე და მასთან ერთად სრულ ჰარმონიაში გაიხარებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დალპა და მეტყევემაც მოჭრა, თუმცა ხე მაინც გრძნობს, რომ იქ სიცარიელეა.მიუხედავად იმისა რომ ტოტი მოსაჭრელი იყო. არ იყო საღი, ხისგა განსხვავებით.

№14  offline მოდერი guroo

ვაიმე, ახლა არ გავაფრინო! რა მაგარი კომენტარია! ოღონდ მაგარია იმიტომ, რომ ჩანახატს სჯობია და არა იმის გამო, რომ ჩემს ტვინში შემოძვერი და ყველაფერი ისე გაიგე, როგორც დავწერე.
ზოგჯერ გააზრებული უფრო ლამაზია, ვიდრე თვითონ გასააზრებელი ტექსტი. შენ კი სწორედ ეს გააკეთე. თან საოცარი ლექსიკით. უჰ, რა ოსტატობით შეარჩიე სიტყვები, როგორი გამჭრიახობით! ძალიან ლამაზად თქვი "მოწყვეტით განკვეთა". საერთოდაც ის ასოციაციური ჯაჭვი იყო ლამაზი, რამაც შორი-შორს მიმოფანტული რგოლები გააერთიანა. ყოჩაღ, შენმა გონებამ დიდებული სამუშაო გაწია.
მე მარტოობის შეგრძნება ვიცი. ახლობელი განცდაა. ამის გაგება შემიძლია. მოგატყუებ, თუ გეტყვი, რომ მეგობართან ურთიერთობის წყვეტასთან დაკავშირებით შენი მესმის. გამომიცდია მსგავსი. მთელი ჩემი ცხოვრება შეკავშირება-განკავშირებაა. და ამის მიუხედავად, წარმოგიდგენია, რომ მაინც არ შემიძლია შენი წუხილი გავითავისო?
ტკივილს ისევ ეგოიზმამდე მივყავართ. გახსოვს სამგლოვიარო შავი ვარდები? ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ? ამ შუაღამით წერის თავი აღარ მაქვს და სათქმელს წესიერად ვერ ვუყრი თავს.
უმაგრესი გოგო ხარ! ახლა წინ რომ მედგე და მადლობას ხმამაღლა გიხდიდე, ხმა აუცილებლად ამითრთოლდებოდა მღელვარებისგან.

№15  offline წევრი Life is beautiful

[quote=Life is beautiful]წლის კომენტარია. ))
მადლობა, მე ყველაზე მეტად ჩემს აზროვნებაზე მიყვარს კომპლიმენტი. რადგან ერთადერთია, რაც პირადად ჩემი შექმნილია. სხეულს ვერ აირჩევ, ისეთი ხარ როგორიც ხარ, საზოგადოების ჩარჩოში, ლამაზი ან უშნო. აი, აზროვნება... მართლა ჩემია, მე ვქმნი. )))
ისევ მადლობა, ძალიან დიდი დადებითი მუხტი მივიღე. რახანია, გულწრფელი კომპლიმენტი არ მიმიღია.
სიახლე დავდე, თუ სურვილი დრო და უნარი გექნება მეწვიე. ))

№16  offline მოდერი guroo

[quote=Life is beautiful][quote=Life is beautiful]წლის კომენტარია. ))
მადლობა, მე ყველაზე მეტად ჩემს აზროვნებაზე მიყვარს კომპლიმენტი. რადგან ერთადერთია, რაც პირადად ჩემი შექმნილია. სხეულს ვერ აირჩევ, ისეთი ხარ როგორიც ხარ, საზოგადოების ჩარჩოში, ლამაზი ან უშნო. აი, აზროვნება... მართლა ჩემია, მე ვქმნი. )))
ისევ მადლობა, ძალიან დიდი დადებითი მუხტი მივიღე. რახანია, გულწრფელი კომპლიმენტი არ მიმიღია.
სიახლე დავდე, თუ სურვილი დრო და უნარი გექნება მეწვიე. ))[/quote]
დამელოდე. ამაღამვე მოვალ.

№17  offline წევრი NieMaND

თვეების მანძიზე ველოდი შენგან სიახლეს და როდესაც ატვირთე, ვერ აღმოვჩნდი მზად წასაკითხად. დღეს წავიკითხე, და მივხვდი, ისევ უხასიათობის მწვერვალზე ვარ. კომენტარსაც მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ვიცი, როგორ გიყვარს❤
წავიკითხე, და როგორც ყველა შენი ნაწარმოები, ესეც ვერ გავიგე( რომ გამეგო, გამიკვირდებოდა. მე ჩემი შეხედულებები ჩამომიყალიბდა თავიდანვე. ქლიავისფრი ცა და ღამურების სიშავე კარგს არაფერს უქადდა სამყაროს ჩემს წარმოსახვაში. მერე კიდევ, სიზმრად ნანახი გველის გამოჩენამ გაამყარა ცუდის მოლოდინი. მთავარი გმირის განდიდების სურვილმა ხომ გვირგვინი დაადგა ყველაფერს. მხოლოდ ქეთი შეძლებს შესაფერისი სიტყვების მოძებნას, რომ გამოთქვას მეგობრის სიდიადე))) ადვილი წარმოსადგენია, რამდენად აფასებს ქეთის. მთავარი გმირისთვის ის შეუფასებელია. ხშირად სვამს კოტექსტიდან ამოვარდნილ კითხვებს. სავარაუდოდ ეჭვობს, რომ ქეთის მასთან მეგობრობაზე მეტი აკავშირებს. ან თავის თავში ეპარება ეჭვი, ან ქეთიში, ან ორივეში. მაგრამ ფაქტია, ეჭვი აქვს. უფრო სწორად, სურვილი აქვს ქეთი გამოტეხოს, რომ მასაც გაუადვილდდს სიმართლის თქმა... ისევ გაუაზრებლად ეხუტება. . . კონტექსტიდან ამოვარდილი კითხვების მსგავსად, ესეც ეჭვს ბადებს... ქეთი კი ვინ იცის რას ფიქრობს. სულში ვერ იხედება. მხოლოდ მის სიმძიმეს გრძნობს... დაიღალა როგორც ჩანს და სულმოუთქმელად მიახალა მეგობრობის ნიღაბქვეშ დაგროვებული ბოღმა. მკვლელობას ვერ ვამართლებ, მაგრამ აფექტის მდჰომარეობას ვხედავ. ქვად ქცეულ გმირს, გული, სული, გრძნობა აღარ აქვს. ვეღარაფერს გრძნობს. ადამიანობა აღარ შერჩა. ვითომ მთვარის სისავსის ბრალია ვამპირული ბუნების გამოღვიძება და სისხლის წყურვილი?.. არ ვიცი... მტკივნეულია, რომ უარგყოფენ... ქეთის სიკვდილით თავისუფლება იგრძენი, გურამ? ვერ დამაჯერებ.... სიცარიელეს უფრო ვხედავ, ღრმას და უძიროს...

როგორც ყოველთვის, გაუაზრებლად ვწერ. არეული ვარ. საოცარი რომ ხარ, ხომ იცი ❤❤❤
--------------------
L.T.

№18  offline მოდერი guroo

NieMaND

ისეთი კომენტარია, საკადრისი პასუხის გარეშე რომ არ უნდა გაატარო. შლეგი ხარ, სასწორო! ერთთავად ამრიე, სულსა და გულზე ხელი დამრიე, სულ გადამრიე!..
სამსახურში მივდივარ, ტრანსპორტში ვზივარ და ახლა ნამდვილად ვერ დაგიბრუნებ ისეთ პასუხს, როგორიც საჭიროა. ამიტომ საღამომდე დამელოდე♥️♥️♥️

№19  offline წევრი NieMaND

კი მაინტერესებს, რამდენად ავცდი შენს ჩანაფიქრს .)))) დანარჩენებსაც წავიკითხავ აუცილებლად. რაღაცნაირად, კითხვის განწყობა არ მაქვს ეს დღეები. რამდენიმე დღეში,ალბათ. შესაძლოა, დღესაც. ❤
--------------------
L.T.

№20  offline მოდერი guroo

ასცდი?! ღამერთმანი, რას ამბობ, როგორ გეკადრება!
აკადემიური სიზუსტით მიჰყევი ტექსტს და უაღრესად ობიექტური შენიშვნები გააკეთე.
მეც კი აღარ მახსოვდა, რომ ბევრი რამ კონტექსტს გარეთ ხდება ამ ჩანახატში; რომ სწორედ ეს აუტსაიდერული დეტალები ააშკარავებს პერსონაჟებს შორის არსებულ რეალურ ურთიერთობას და ზედაპირზე ამოაქვს, აშიშვლებს, როგორც შენ თქვი, მეგობრობის ნიღაბქვეშ ამოფარებულ და დაგროვებულ ბოღმას.
ბოდიში, რომ გუშინვე არ დაგიწერე კომენტარი. სამსახურის შემდეგ მისავათებული ვიყავი, დავწექი, დამეძინა და ძლივს გამოვიფხიზლე. არც მერე მქონდა თავი რამის დაწერის.
მადლობა, გასაგიჟებელო, ყურადღებიანო, თბილო, სასწორო♥️ შენ რომ მანებივრებ, ისე არავინ! ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

№21  offline წევრი NieMaND

ვგიჟდები შენზე ❤❤❤ ვერ მოვიცალე დანარჩენს რომ შევეჭიდო . ერთი სული მაქვს ❤❤
--------------------
L.T.

№22  offline მოდერი guroo

ვუუაიმე❤️❤️❤️ როცა მოგიხერხდება... მე მოთმინებით დავიცდით.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent