შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომუნისტი (მეხუთე თავი)


4-09-2022, 12:23
ავტორი murachashvili
ნანახია 1 509

მეხუთე თავი
მანჩო თბილისის ახალ უბანში, საბურთალოზე ცხოვრობდა. ბახტრიონზე, როგორც მან უწოდა ამ დასახლებას. ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჩამწკრივებული კერძო სახლები იწონებდნენ თავს. როგორც თავად მითხრა, მასთან ერთად ცხოვრობდნენ მშობლები, მამა - ნუგზარ მწითური, რომელიც ცეკაში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა, თუმცა მისი საქმიანობის აღწერისგან თავი ისე შეიკავა, მივხვდი დიდად არ იყო მოხიბლული. დედა - ეკე მწითური, ტრადიციისამებრ მეუღლის გვარზე გადასული, ახალგაზრდობაში კარგი პოტენციალის მქონე პიანისტი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მხოლოდ დიასახლისობით დაკმაყოფილდა. მასზე რამდენიმე წლით უფროსი ძმა, მფრინავი გახლდათ.
- მის დაოჯახებას მთელი ოჯახი ცდილობს, მაგრამ მედგარ წინააღმდეგობას გვიწევს, - სიცილით აღნიშნა - და ნაბოლარა და, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეც კი არაა. ყველაზე მეტიჩარა და ანცი არსება.
მანჩო იმხელა სიყვარულით საუბრობდა მის ოჯახზე, ცოტა შემშურდა კიდეც.
მათთან სადილის დროს მივედით, სუფრა მისაღებ ოთახში გაეშალათ და ისეთი გაპრანჭულები შემოსხდომოდნენ დღესასწაული გეგონებოდათ. შვილები აშკარად ეკას გავდნენ ვიზუალით, ერთი ჭრილის თვალებითა და ერთნაირი ღიმილით. ნუგზარი მაღალი, კონსერვატიული გარეგნობის, უკან გადაწეული თმითა და წვრილი ულვაშებით ტიპიური კომუნისტი ჩინოვნიკი გახლდათ. მკაცრ, გოროზ გამოხედვაზე მაშინვე მიხვდებოდით მის მმართველ ხასიათს. მეუღლე მისი სრული ანტიპოდი თვალებიდან სულ სითბოს აფრქვევდა, ოდნავ ჭაღარა შერეული გრძელი თმა უკან, კოსოდ აეკეცა, მუქი მწვანე აბრეშუმის კაბა-ხალათით მოხდენილად დანარნარებდა და ოჯახისწევრებს ხალისიანად ემსახურებოდა. პატარა გოგონა დედას დაყვებოდა და რაღაცას ეტიტინებოდა.
მათი ყურადღება სახლში შესვლისთანავე მივიქციეთ, ცნობისმოყვარედ მომაცქერდნენ. ჩემი წარდგენა არ დაჭირდათ, ნუგზარს ისე მოეღრუბლა სახე აშკარად მიხვდა ვინც ვიყავი. მანჩოს მზერით ბურღავდა. გოგონას თვალის არიდება აზრადაც არ მოსვლია. აშკარად თვალებით საუბრობდნენ ერთმანეთთან. მამაკაცი მძიმედ წამოდგა და კაბინეტისკენ გაგვიძღვა.
- რადგან აქ ხართ, გამოდის იცით კიდეც, რომ თქვენზე ძებნაა გამოცხადებული. - სუფთა, კლასიკური ინგლისურით ამჯერად მე მომმართა.
- დიახ. ეგ ძნელი მისახვედრი არაა, მაგრამ მე ამ ყველაფრის მიზეზი უფრო მაინტერესებს.
- უცნაურია, მიზეზს მე მეკითხებით?! – მისი მკაცრი მზერა ცნობისმოყვარეობამ შეცვალა - მეხუმრება? - ამჯერად შვილს ჩაეკითხა.
- არა, მართლა არ იცის, - მამას მიაწოდა რვეული გოგონამ - აი მიზეზი.
ადამიანის ასეთი ცვლილება პირველად ვნახე. ცივი და მკაცრი გამომეტყველება წამებში შიშმა და შფოთმა შეცვალა, მაქსიმალურად ეცადა ემოცია არ შეტყობოდა, მაგრამ გაფითრებულმა სახემ და სიმწრისგან მოკუმულმა ტუჩებმა მაინც გაყიდა.
- როგორ გაბედე, საიდან გაქვს, ხომ გაგაფრთხილე არ ჩარეულიყავი?!.
- არ შემეძლო, განზე ვერ გავდგებოდი! - წარბიც არ შეუხრია ქალიშვილს.
- იაზრებ მაინც სად გაყავი თავი?
- საქმეს ასე ჭირდებოდა.
- რომელ საქმეს?! - საბოლოოდ იფეთქა კაცმა - ყველა განზე გადგა, გაგწირეს, მხოლოდ შენ კი არა, ყველას ერთად გაგვაქრობენ ეს რომ გამჟღავნდეს.
- რა გაყვირებთ? - ოთახში შემოვიდა ეკაც.
- დაგვტოვე! - ისე ცივად გამოუცხადა ქალს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, წამში გაქრა.
- მამა, აქ იმისთვის არ მოვედით, რომ ჭკუა დაგვარიგო! - არ დაუთმო არც მანჩომ - ისედაც ვიცი, საფრთხეშიც ვარ.
- იცი, შენ ყველაფერი იცი, როგორც ყოველთვის ჯერ აკეთებ და შემდეგ იწყებ ფიქრს, რამდენჯერ გაგაფრთხილე! - მთელი ძალით შეანჯღრია ქალიშვილი.
- რას აკეთებთ! - გამოსარჩლება ვცადე.
- მამა! - ცრემლებმა ხმა გაუბზარა გოგონას.
შვილისგან მსგავს რეაქციას ალბათ არ ელოდა, მისმა ცრემლებმა სიბრაზე გაუნელა, ხელი გაუშვა და მეც მშვიდად ამოვისუნთქე.
- რას უპირებ ამ რვეულს, ვერ ხვდები რომ ბომბზე ზიხარ, ამ კაცს რაღას ერჩოდი?!
- მამა გთხოვ, ვიცი რომ შეგიძლია, მე თუ არა მას მაინც უნდა დაეხმარო!
- მას? - ისე შემომხედა თითქოს პირველად დამინახა.
- არაფერი დაუშავებია.
- მითუმეტეს, გადავცემ მილიციას და ამტკიცოს მისი უდანაშაულობა.
- ასე ნუ ხუმრობ. კარგად იცი, რომ ჩემ გამო აქვს პრობლემები. მასთან ვალდებული ვარ!... - უცებ აპილპილდა მანჩო.
გაკაპასებული შვილის შემხედვარე მამაკაცს გაეღიმა.
- ჩემზე ღელავთ, რატომ? მე პირიქით, თქვენ მინდა დაგეხმაროთ. - როგორც იქნა დავარღვიე დუმილი.
- თქვენ?! - იმდენად აბსურდულად მოეჩვენათ ჩემი ნათქვამი, ორივე ახარხარდა.
- ამ შემთხვევაში დაგვიჯერეთ, თქვენ ვერ დაგვეხმარებით.
- პრობლემა არ მექნება, მივმართავ ჩემი ქვეყნის მთავრობას და...
- პატარა ბიჭი არ ხართ, არ გინდათ გმირობანას თამაში, - მკაცრად შემაწყვეტინა - საკმაოდ გამოცდილი კადრი ხართ, დამიჯერეთ, ჯაშუშობის ბრალდებას თუ წაგიყენებენ, თქვენს არგუმენტებს არავინ მოისმენს!
- მე ჯაშუში კი არა, ჟურნალისტი ვარ. - მისმა სიტყვებმა გამაღიზიანა.
- ასე ამბობს ყველა,- ისე მეგობრულად დამიტყაპუნა მხრებზე ხელი ნუგზარმა, თითქოს კარგახნის ძმაკაცები ვიყავით - თუმცა არის ერთი შანსი. - ამჯერად შვილს მიმართა მან.
- მაინც რა?
- რამდენიმე დღით წახვალთ თბილისიდან, სიტუაციას გაერიდებით. ზედმეტად თვალში არავის მოხვდებით, გესმის მანჩო?! - გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ბატონო ნუგზარ, იქნებ თქვენ მაინც მითხრათ რა წერია ამ რვეულში? - მართალია ვიცოდი არ მიპასუხებდა, მაგრამ მაინც ვცადე.
- არაფერი საინტერესო, ორივეს გირჩევთ დაივიწყოთ მისი არსებობა, განსაკუთრებით კი შენ! - მუქარით დაუქნია ხელი მანჩოს, ჩემსდა გასაკვირად რვეული რკინის პოდნოსზე დადო და ცეცხლი მოუკიდა.
- რას აკეთებ?! - აალებული შეკვრის ჩასაქრობად გაიწია, მაგრამ ნუგზარმა შეაჩერა - მამა! - ისე საბრალოდ ტიროდა ქალიშვილი, შემეცოდა.
- უნდა დაივიწყო, გესმის?! - მკერდში ძლიერად იკრავდა შვილს.
- ამდენი იმისთვის ვიწვალეთ, რომ დაგეწვა?!
- მოვა დრო და გამიგებთ. გახდები დედა და შვილს სასიკვდილოდ არც შენ გაიმეტებ.
- მამა!
- დიახ, მამა ვარ, სამი შვილის მამა, ხვდები ამას? ჩემი სამშობლო ჩემი ოჯახია და მისი უსაფრთხოება! - ხმას აუწია ნუგზარმა - უფლებას არ მოგცემ, გესმის?! თუ ეს ადამიანი რამედ გიღირს, - თითით ისე მიუთითა ჩემზე, თითქოს უსულო საგანი ვიყავი - თუ მისი გადარჩენა მართლა გინდა, დაივიწყე ეს წყეული რვეული, არც არსებულა და არც არავის გინახავთ. ეს თქვენც გეხებათ! - გამაფრთხილებლად გამომხედა.
- კარგი, იყოს შენებურად. - მღელვარებისგან ხმა ჩახლეჩოდა მანჩოს.
- ასე ჯობია, წახვალ სოფელში. ამ უცხოელსაც მაინც წანწალი უნდა, ბარემ აჩვენებ მთას. იმედია გაუძლებთ იქაურ პირობებს. იქ არც მძღოლი გეყოლებათ და არც დაცვა, საკუთარი თავის გატანა თავადვე მოგიწევთ.
- მერწმუნეთ ეგ არ გამიჭირდება! - ჩემი მისამართით წამოსროლილი აგდებული ტონი ვეცადე არ შემემჩნია.
- ვნახოთ, თუ ზემდეტი აქტივისტობით თავს არ გამოიჩენთ, რასაც დაგპირდით შევასრულებ, რამდენიმე დღეში მშვიდად გაფრინდებით სამშობლოში.

პირველად ვნახე ქალს გამგზავრებისთვის მომზადებისთვის ასე მცირე დრო დასჭირვებოდა. სულ რამდენიმე წუთში ბრეზენტის ზურგჩანთით და ერთი პატარა სამგზავრო ჩანთით გამომეცხადა.
ძველი 011 მარკის ავტომობილით მანჩოს ძმა გველოდა ეზოში. ვაჟმა უსიტყვოდ გამოართვა დას ბარგი, საბაგრგულში ყურადღება მიიქცია სიღრმეში აპრიალებულმა იარაღმა. დიახ, არ მომჩვენებია, სამხედრო სამოსი, ბათინკები და რამდენიმე კალაშნიკოვი. ავტომობილის უკანა სავარძელზე კითხვების გარეშე მოვთავსდი.
ეკა და ნუგზარიც იქვე იდგნენ. აი ნუგზარს კი მგონი მართლა არ ქონდა ემოცია, წარბი არ შეხრია.
- ჩემი სიცოცხლე ხარ, გესმის?! - გოგონას ხელში ვალტერის მოდელის პისტოლეტი ჩაუდო მამამ.
ჟრუანტელმა დამიარა მისი ხმის გაგონებაზე, იმხელა ტკივილი იმალებოდა ამ რამდენიმე ქართულად წარმოთქმულ სიტყვაში. მანჩომ ვერ მოითმინა, მშობლებს ისე მოეხვია, თითქოს მათი სურნელის დამახსოვრებას ცდილობდა. ქალი ტუჩებს ისე უჭერდა, აშკარად უჭირდა ემოციების მოთოკვა. სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა დამშვიდობება, მაგრამ ვიტყოდი რომ დრო გაიყინა, ის რამდენიმე წამი იყო საკმარისი მშობლებთან ჩახუტებული გოგონასთვის. თითქოს ენერგიით აივსო, ერთი ღრმად ჩაისუნთქა, აცახცახებული, ატირებული დედის მკლავებიდან იხსნა თავი და ძმას ისე დაუჯდა გვერდით უკან აღარც მიუხედავს.
ნელი სვლით, უხმაუროდ მივგორავდით ეზოდან და უკანა ხედვის სარკის ანარეკლში ისევ გვაცილებდნენ ერთმანეთს ჩახუტებული მწითურების წყვილი.



№1 სტუმარი სტუმარი ანნა

როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვაა,... თუმცა ისევ არ მეყო ???? საინტერესოა, რა მოხდება, იქ, მთებში. კიდევ უფრო საინტერესოა - რა ეწერა ასეთი იმ რვეულში. იმედია, ოდესმე გამჟღავნდება.

 


№2  offline წევრი თ. ა.

პატარა თავი იყო და საკმაოდ ინტრიგა იდო შიგ. რომ ვიცი გადმოცემით რას უშვრებოდნენ მაშინდელი 'სოიუზის' მოღალატეებს ადრიანად ვშფოთავ. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება რ მემეტება არცერთი პერსონაჟი ჯერჯერობით ცუდისთვის.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ანნა
როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვაა,... თუმცა ისევ არ მეყო ???? საინტერესოა, რა მოხდება, იქ, მთებში. კიდევ უფრო საინტერესოა - რა ეწერა ასეთი იმ რვეულში. იმედია, ოდესმე გამჟღავნდება.

ძალიან მიხარია, რომ კითხულობთ. ნელ -ნელა ალბათ გაიხსნება კარტები

თ. ა.
პატარა თავი იყო და საკმაოდ ინტრიგა იდო შიგ. რომ ვიცი გადმოცემით რას უშვრებოდნენ მაშინდელი 'სოიუზის' მოღალატეებს ადრიანად ვშფოთავ. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება რ მემეტება არცერთი პერსონაჟი ჯერჯერობით ცუდისთვის.

ძალიან მიხარია, რომ კითხულობ. მგონი უკვე საინტერესო ნაწილი იწყება. ბევრი ინტრიგით

 


პატარა და ინტრიგებით სავსე თავი იყო❤️
როდის გავიგებთ იმ რვეულში რა ეწერა? ისე რამხელა გამბედაობა ქონია მანჩოს. მამამისი ამხელა თანამდებობის კაცია და თვითონ იმ წყყობის წინააღმდეგ მიდის❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

რუსკიმარუსია
პატარა და ინტრიგებით სავსე თავი იყო❤️
როდის გავიგებთ იმ რვეულში რა ეწერა? ისე რამხელა გამბედაობა ქონია მანჩოს. მამამისი ამხელა თანამდებობის კაცია და თვითონ იმ წყყობის წინააღმდეგ მიდის❤️

ოთხმოც-ოთხმოცდაათ წლიან წლებში განვითარებულ მოვლენებს ცხადია ქონდა მისი წინაპირობა, სწორედ იმ მაღალჩინოსან ოჯახებში, სისტემაში მყოფი, მაგრამ ფარულად, მაგრამ მაინც იყვნენ პატრიოტები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent